გარეთ ბეილს კარიერაში უამრავი ლამაზი და ეფექტური გოლი აქვს გატანილი. მან ჩემპიონთა ლიგის ფინალში 3-ჯერ დალაშქრა მეტოქის კარი, აზანზარებდა პრემიერლიგის მეკარეებს და შთამბეჭდავი გოლები გაჰქონდა ლა ლიგაში. თუმცა ყველაზე თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გოლი კატალონიის "ბარსელონას" 2014 წლის 16 აპრილს, კოპა დელ რეის ფინალში გაუტანა.

მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ფაბიო კოენტრაომ ბეილს ფლანგზე ბურთი გადააწოდა. გარეთმა ბარტრა უშანსოდ ჩამოიტოვა და პინტოსთან ერთი-ერთზე აღმოჩნდა. ნახევარმცველს ასეთი გარბენის შემდეგ აღარ გაუჭირდა კარის დალაშქვრა და "რეალს" თასი მოაგებინა.

სირბილის სისწრაფე 34.7 კმ/სთ იყო, თანაც არ დაგავიწყდეთ, ეს მაჩვენებელი მატჩის 85 წუთზე დააფიქსირა.

ერთი თვის შემდეგ მისმა თავურმა დარტყმამ "რეალს" უკვე ჩემპიონთა ლიგა და თანაც მე-10-ედ მოაგებინა.

ბეილისთვის ეს ტრიუმფი იყო, ხოლო ბარტრასთვის - კრახი და ტრაგედია.

"15 წუთში გმირიდან მძ*ნერი გავხდი, - აღიარა მცველმა 2020 წელს იკერ კასილასთან ინტერვიუში. - მაგ თამაშში გავიტანე კიდეც და ვფიქრობდი, რომ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ საუკეთესო მატჩს ვატარებდი. გარეთისგან ასეთის მიღება ურთულესი აღმოჩნდა, ვერანაირად ვერ ვეწეოდი.

მითხრეს, რომ თამაშს დელ ბოსკეც ესწრებოდა - ეს სერიოზული დარტყმა იყო. მას შემდეგ, რაც ბეილმა მე გამიკეთა, მივხვდი, რომ ნაკრების კარიერას დავემშვიდობე", - განაცხადა ბარტრამ. თუმცა მსოფლიოს ჩემპიონატზე ნამდვილად ვერ გაემგზავრა.

buba
Lasha -ს ნამდვილად, მართალი ხარ! ...და თანაც არ ბეილი კაშკაშებს დღეს-დღეობით!
Lasha
მსგავსი შეფასებები ჟურნალისტის კარიერას უფრო "ასამარებენ" ვიდრე ფეხბურთელისას. ამ ადამიანმა ესპანეთის ნაკრებშიც ითამაშა იმის მერე, ბორუსიაშიც ჰქონდა საკმარისზე მეტი შანსი და ლა ლიგაშიც სტაბილურად თამაშობს. უბრალოდ არ გამოდგა ტოპ კლასის მოთამაშე დარჩა საშუალოზე კარგ ფეხბურთელად, თორემ მასე ბეილმა ბევრს გაასწრო და მაიკონს საერთოდ იქვე უნდა დაეკიდა ბუცები ლურსმანზე.
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
გარეთ ბეილმა 33 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ბარტრა "ბეტისიდან" "ტრაბზონსპორში" გადავიდა
ყოფილი მსაჯი ანდუხარი: წარმოუდგენელია, რატომ არ დანიშნა მესის ხელით დაჭერის გამო არბიტრმა პენალტი
"ბარსელონა" "მანჩესტერის" თავდამსხმელებით გაძლიერებას აპირებს
BMV - "რეალის" შეტევას ახალი ზედმეტსახელი აქვს
ბეილი: ჩემპიონთა ლიგის ფინალი 5:0 დასრულდება
მარკ ბარტრა: ვინისიუსმა სამჯერ ნაბიჭვარი მიწოდა და დედაჩემი ახსენა
"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება
"ის მწვრთნელი არ ყოფილა" - ბეილმა ზიდანზე ისაუბრა
Whoscored-მა ლა ლიგას პირველი ნაწილის სიმბოლურში "ბარსელონადან" 5 ფეხბურთელი შეიყვანა, "რეალიდან" - არც ერთი
"ფეხბურთელები არაფერს იკლებენ, მე კი გაკოტრების მეშინოდა და სხვაგვარად მოვიქეცი" - გარეთ ბეილი
სექსი ყოველდღე - ბარტრამ მეგობარ გოგონას "კონტრაქტი გაუფორმა"