კორონავირუსის პანდემიამ საფეხბურთო კლუბების სპორტული და ფინანსური საქმიანობა მნიშვნელოვნად დააზარალა. იძულებითი პაუზისას, ყველა ცდილობს, ეს დრო ნაყოფიერად გამოიყენოს. საფეხბურთო საქმიანობა დინამიკური პროცესია და "ლოკომოტივიც" ცდილობს, ტემპი არ დააგდოს და ჩემპიონატის განახლებას მაქსიმალურად მომზადებული შეხვდეს.

რა გამოწვევებია კლუბის წინაშე, როგორ მიმდინარეობს მოსამზადებელი პროცესი, რა იქნება გუნდის მთავარი მიზანი და რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენს აკადემიაში, ამაზე "ლოკომოტივის" ტექნიკური დირექტორი გიორგი ყიფიანი გვესაუბრება.

- შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რა გამოწვევების წინაშე დგას კლუბი და რაში ხედავს მენეჯმენტი გამოსავალს?

- ჩვენ არაფერი დაგვრჩენია, იმის გარდა, რომ რეალობასთან ადაპტირება მოვახდინოთ; მაქსიმალურად მოვერგოთ არსებულ გარემოს და დავგეგმოთ როგორც სპორტული, ისე ადმინისტრაციული პროცესები. და ეს უნდა გავაკეთოთ ხარისხიანად, რადგან შემდეგ, როცა ჩემპიონატი განახლდება და ცხოვრებისა და მუშაობის ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით, ეფექტურად შევძლოთ პროცესში ჩართვა.

რაც შეეხება ჩვენს დიდ გამოწვევას - უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშს, უეფას ბოლო შეტყობინების თანახმად, ივლისის ნაცვლად, ტურნირი აგვისტოში დაიწყება და ამიტომ, სწორებას ამაზე ვაკეთებთ.

- როგორია საფეხბურთო ვირტუალური ცხოვრება?

- ასე ვიტყოდი, ვირტუალური ცხოვრება დღეს აუცილებლობა გახდა. ფეხბურთელებისთვის ფსიქოლოგიური და ფიზიკური შოკი იყო ამხელა პაუზაზე გასვლა. ამიტომ, გადავწყვიტეთ, მაქსიმალურად „მდიდარი“ გეგმა შეგვეთავაზებინა ჩვენი გუნდისთვის. ვახერხებთ ორჯერად ვარჯიშებს. ფეხბურთელებს აქვთ ინდივიდუალური პროგრამები, რომლებიც მწვრთნელების მიერ მონიტორინგდება.

გაგიკვირდებათ და ,ამას ბევრი კარგი მხარეც აქვს. ბევრ ისეთ თვისებაზე მუშაობა არ ხერხდებოდა, რაზეც ახლა გვაქვს აქცენტი გაკეთებული და ფეხბურთელებს კონკრეტული პროფილით ვავითარებთ. გვჯერა, რომ ამ მეთოდით ჩვენ ასპროცენტიანი მზადყოფნით შევხვდებით ჩემპიონატის განახლებას.

- მიმდინარე წლის ბოლომდე რა იქნება „ლოკომოტივის“ მთავარი მიზანი?

- ბუნებრივია, რომ წლის ბოლომდე გუნდის მთავარი მიზანი იქნება 2019 წლის შედეგის გამეორება - ევროპის ზონაში დარჩენა.

თუმცა, ჯერ შევეცდებით, რომ წლევანდელ საკვალიფიკაციო ეტაპზე რაც შეიძლება შორს გავიდეთ და ვითამაშოთ პლეი-ოფამდე. იქ მოხვედრის შემთხვევაში კი, ფაქტია, რომ ძალიან ძლიერ გუნდთან მოგვიწევს ბრძოლა. უადგილოდ ამბიციური განცხადებების გაკეთება არამართებული მგონია და ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ყველა თამაშის მოსაგებად გავალთ და ღირსეულად დავიცავთ გუნდის სახელსა და ფასეულობებს.

ზოგადად, რთული გზაა გასავლელი და უნდა ვეცადოთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის რესურსი, რომელიც იმ მომენტისთვის კლუბს ექნება. ესაა ჩვენი ამოცანა.

- როგორი იქნება „ლოკომოტივის“ აკადემიის დღის წესრიგი პანდემიის დასრულების შემდეგ?

- პირველი გუნდის მსგავსად, აკადემიის ფეხბურთელებიც აგრძელებენ ვარჯიშს; რა თქმა უნდა, მწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშ. ბუნებრივია, ქვედა ასაკობრივ ჯგუფებს უფრო ნაკლები დატვირთვა აქვთ. მაღალ ასაკებში კი ხდება ვარჯიშების ონლაინმონიტორინგი.

აქვე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გამოვხატო მადლიერება და სიხარული იმ ადამიანების მიმართ, ვინც დღეს ჩვენს გუნდში არიან, რომ ხარისხიანად და თავდადებით აგრძელებენ საქმიანობას. მგონია, რომ სწორედ ეს იქნება გადამწყვეტი კლუბის სამომავლო საქმიანობაში.

fcloco.ge

teimuraz-s
შენაირ კლავიატურის ლომები უბრალოდ თითებს ავარჯიშებენ კლავიატურაზე, მაგარი მწვრთნელი წავიდა გუნდიდან,გესმის ეს რას ნიშნავს, ზაფხულში კიდევ დატოვებს გუნდს რამოდენიმე ფეხბურთელი,ეს არის სწორედ დაშლა გუნდის,
Teimuraz
რა ბოღმა გაქვს ასეთი???
tngh
საქართველოს 2020 წლის ჩემპიონატი 2 წრედ უნდა ჩატარდეს... "ლოკომოტივი" ერთ-ერთი ფავორიტი იქნება. მით უმეტეს, რომ სასტარტო 6 ქულა აქვს.
akademia
ლოკომოტივი მალე დაიშლება ამათ ხელში,არის ნიშნებიც,ეს კი აქ პროფესორობს რაღაცას
ზეზვა
მადლობა კომპეტენტურობისთვის, რომ ჩემი აზრი ამ სუბიექტთან მიმართებაში დააფიქსირეთ.თუ ამასაც არ გამოაქვეყნებთ თქვენ ხომ მიხვდებით რამდენად კეთილსინდისიერები ხართ.როცა შეგაშინეს მაშინ კარგად იხადეთ ბოდიშები და რა ვქნათ ჩვენც შეგაშინოთ?
lordi
ეს ვინ არის? ესე გაუგებრად საუბარს მოხერხება უნდა,
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცი" თასზე მეორელიგელთან განადგურდა
[VIDEO] რომ არა ნკუნკუ... - "მილანი" ფლორენციაში წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
"ანთალიასპორს" ჯიქიას მოშორება უნდა
"ბენფიკამ" დავითაშვილის შესახებ "სენტ-ეტიენს" ოფიციალურად მიმართა
ლუის ენრიკე: ჩვენს დესტაბილიზაციას ცდილობენ - არაფერი გამოუვათ
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
დღეს კვარაცხელია და მამარდაშვილი ერთდროულად ითამაშებენ
მატჩის შემდეგ დონჩიჩს გასახდელთან ელოდებოდა და ლუკაზე თავდასხმა სცადა - NBA-მ შროდერი დასაჯა
ნეიმარის უცნაური არჩევანი - ბრაზილიელმა, მისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა
[VIDEO] შერმადინის ბრწყინვალე მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტენერიფე" "ფორსა ლეიდასთან" დამარცხდა
ტელს წასვლა უნდა - "ტოტენჰემი" მხოლოდ იჯარას განიხილავს
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
რატომ ვთამაშობთ ფრეს ლანჩხუთზე პატარა ქვეყანასთან?!
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
გიორგი ყიფიანმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
U19. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის პირველ მატჩში დამარცხდა [VIDEO]
U19. საქართველოს ნაკრებმა ალბანეთს მოუგო
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
ირაკლი სიხარულიძე: არის რაღაც ვარიანტები, მაგრამ...
19-წლამდელთა ნაკრებმა ფინეთთან სათამაშოდ მზადება დაიწყო