თუ სამხრეთ კორეის ან საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელებს უნდათ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზონ, პროგრამა მინიმუმი შეასრულონ და ჯგუფიდან გავიდნენ, პირველი მატჩის მოგება ორივე გუნდისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რადგან მათ ჯგუფში

სამხრეთ კორეა უკეთეს ფორმაშია, მაგრამ როცა საჭიროა, ბერძნები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე დგანან ხოლმე

სამხრეთ კორეა: ვუნ-ჟაე ლი - დუ-რი ჩა, იუნ-ჰიუონ ჩო, ჰიუნ-ილ კიმი, იან-პიო ლი - ჩუნ-იონ ლი, იუნ-ვუ კიმი, სუნ-იონ კი, ჟი-სუნ პარკი - დონ-კუგ ლი, ჩუ-იან პარკი.

საბერძნეთი: ცორვასი - პაპასტატოპულოსი, კაცურანისი, კირიაკოსი - ვინტრა, ციოლისი, კარაგუნისი, ტოროსიდისი - ხარისტეასი, გეკასი, სამარასი.

არბიტრი: მაიკლ ესტერი (ახ. ზელანდია)

თუ სამხრეთ კორეის ან საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელებს უნდათ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზონ, პროგრამა მინიმუმი შეასრულონ და ჯგუფიდან გავიდნენ, პირველი მატჩის მოგება ორივე გუნდისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რადგან მათ ჯგუფში კიდევ არგენტინა და ნიგერია ჰყავთ. ამრიგად, ამ შეხვედრაში ორივე გუნდის დევიზი ასეთი უნდა იყოს: ყველაფერი, ან არაფერი. მოსამზადებელი შეკრებით თუ ვიმსჯელებთ, სამხრეთ კორეა უკეთეს ფორმაშია. თუმცა ბერძნები, საქმე საქმეზე რომ მიდგება, იდეალური კონცენტრაციით თამაშობენ ხოლმე და ამდენად, ძალიან დაძაბული დუელი გველის.

სამხრეთ კორეელთა მწვრთნელი იუნ-მუ ჰუ ტიპურ 4-4-2 ტაქტიკურ სქემას ანიჭებს უპირატესობას, რადგან ძალიან სწრაფი და ტექნიკური ფლანგის მოთამაშეები ჰყავს. დაცვაში, მარჯვნიდან დუ-რი ჩა, მარცხნიდან კი იან-იო ლი უტევენ, ნახევარდაცვაში კი ფლანგებს ჟი-სუნ პარკი და ჩუნ-იონ ლი ცვლიან ხოლმე. მწვრთნელი 2002 წლის მუნდიალის გმირს იუნ-ხვან ანს, რომელმაც იტალია დაასამარა, ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ამწესებს და უმეტესად, დონ-კუგ ლისა და ჩუ-იან პარკს ენდობა ხოლმე.

ბერძნების თავკაცი ოტო რეჰაგელი კი თავის შეგირდებს უმეტესად სამი ცენტრალური მცველით ათამაშებს და მართალია, ოტოს ტაქტიკა გრაფაში 3-4-3-ად აისახება, მაგრამ როცა ბერძნები თავს იცავენ, სქემა 5-4-1 არის ხოლმე და მხოლოდ შეტევის დროს ხდება 3-4-3.

მართალია, აზიელებმა მხოლოდ ორივე ტესტ-მატჩი წააგეს (ბელორუსთან და ესპანეთთან), მაგრამ მანამდე ზედიზედ ოთხი შეხვედრის მოგება შეძლეს - დაამარცხეს იაპონია და კოტ დ’ივუარი. რაც მთავარია, კორეელებს მთავარი ფეხბურთელები მწყობრში და კარგ ფორმაში ჰყავთ. ბერძნებს, ტესტ-მატჩებში განსაკუთრებით დაცვაში უჭირდათ. არადა, უკანა ხაზი ყოველთვის რეჰაგელის გუნდის უმთავრეს კოზირად მიიჩნეოდა. კარგ ფორმაშია თავდამსხმელი თეოფანის გეკასი და მის გარდა, ოტოს ვეტერანი კარაგუნისისა და ახალგაზრდა ნინისის იმედი აქვს.

სამხრეთ კორეა და საბერძნეთი ერთმანეთს ბოლოს 2007 წელს შეხვდნენ და მაშინ აზიელებმა 1:0 გაიმარჯვეს. მანამდე კი, კერძოდ 2006-ში, სამხრეთ კორეა და საბერძნეთი ერთმანეთს დრით დაშორდნენ. საბერძნეთს სამხრეთ კორეისთვის არასდროს მოუგია.

"ჩემი ყველა ფეხბურთელი მწყობრშია. საბერძნეთთან აუცილებლად მოგება გვინდა," - განაცხადა მატჩის წინ კორეელთა დამრიგებელმა იუნ-მუ ჰუმ.

"ჩემთვის, 2004 წლის ევროპის ჩემპიონობის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატი უდიდესი გამოწვევაა. ასეთი მოტივირებული არასდროს ვყოფილვარ. მთელი გუნდი მონდომებულია," - ეს კი ბერძნების მცველის, კოსტას კაცურანისის სიტყვებია.

გოტფრიდ ლენცი

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე