როგორც ბათუმის "დინამოში" დაგვიდასტურეს, აჭარული კლუბი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ჯანო ანანიძესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

თანამშრომლობის სურვილი ორივე მხარეს აქვს, თუმცა შესათანხმებელი, ბუნებრივია, ფინანსურ საკითხებთან ერთად სხვადასხვა დეტალია. სწორედ ამიტომ, ფეხბურთელი და კლუბი მომავალი შეხვედრების გამართვას ელოდებიან.

ჯანო ანანიძემ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა მოსკოვის "სპარტაკში" დაიწყო 2009 წელს. თითო-თითო სეზონი იჯარის წესით "როსტოვსა" და "კრილია სოვეტოვში" გაატარა, ხოლო 2019 წლის ბოლოს მოსკოვურ კლუბს დაემშვიდობა და კარიერა ფამაგუსტის "ანორთოსისში" განაგრძო.

ჯანოს ეროვნულ გუნდში 43 მატჩი აქვს გამართული და მის ანგარიშზე 7 გატანილი გოლია. ბათუმის "დინამომ" საქართველოს ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონში მეორე ადგილი დაიკავა და მიმდინარე წელს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

არა მკითხე მოამბე
ამ კაცმა ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, რომ დიდად არ აინტერესებდა ითამაშებდა თუ არა... მარტო ფულის შოვნაზე იყო ორიენტირებული...
ოზეკი
ანანიძე ყოველთვის იყო და დარჩა საქართველოს ჩემპიონატის დონის. მადლობა უნდა გადაუხადოს რუსებს "ბევრი ფული" რომ აშოვნინეს.
ა
რა წაიღეთ ტვინი ამ ანანიძით. არაფერს არ წარმოადგეს. ნულია. სამწუხაროდ გელა ნუგზარაშვილი არავის არ ახსოვს. არადა ეგაა ჩვენი მომავალი.
Teimuraz
ჯანო არ დაუჯერო "ბოღმის" ბუკეტებს. ითამაში "დინამო" ბათუმში და საქართველოს ნაკრებში. წინ ევროპის ჩემპიონატია!!!
გენა
ჰო წამოწვება სახლში, ბათუმელია კაცი და იქნება გემრიელად. ფეხბურთის თამაშს რომ აპირებდეს თავს არ ჩამოიბათუმისდინამოებდა. ივარჯიშებდა, იმუშავდებდა და ევროპაში წავიდოდა. ბათუმში ტყუილა ყოფნისთვის მოდის.
გიორგი
ჯიღაური და ნავალოვსკი საქართველოში ყველაზე ჯიგრიანი და გულიანი მოთამაშეები არიან. ბოლომდე ბრძოლა იციან. ანანიძე კიდევ ზარმაცია. არც ბათუმს არ გამოადგება
roma bejanidze
ჯიღაური რომ გადმოვიდა და ნავალოვსკი რამე წააგეს თუ? არც გუნდი, არც ფეხბურთელები და რაც მთავარია არც ჩვენ გულშემატკივარი არ ვართ უკმაყოფილო, ძალიან ვგულშემატკივრობთ მათ. ორივე ძალიან მაგრად თამაშობენ და თან შედეგიც მოაქვათ გუნდისთვის, იმედია ჯანოც ისევე გაიხსნება როგორც ჯიღაური და ნავალოვსკი. შეგახსენებთ ორივე უთამაშებელი მოიყვანა დინამომ და ვაისს არ დავიწყებია არცერთი დანიასთან ორივე გამოიძახა ნაკრებში, ნავალა ძირითადშიც კი ათამაშა. წარმატებები ჯანოს და ვპირდები ყველა თამაშზე მის სანახავად უფრო ბევრი გულშემატკივარი მივა ვიდრე დადის ბათუმში. ღმერთი შენსკენ.
alexandre
გული მტკივა ანანიძეზე ფიქრით. ერთ-ერთი უნიჭიერესი ფეხბურთელი, თავი არასოდეს დაუზოგავს ნაკრებში თამაშის დროს. რა თქმა უნდა რაღაც შეცდომები დაუშვია, ვინ არის უშეცდომო? არასწორად ავარჯიშებდნენ, არასწორად მკურნალობდნენ და ამის გამო ამდენი ტრავმები გადაიტანა. მისი მთავარი შეცდომა ის იყო, რომ დროზე არ წავიდა რუსეთიდან. იქ ფეხბურთელზე მხოლოდ წამიერად ზრუნავენ. თუნდაც რა იყო ახალმორჩენილი მოყინულ მინდორზე რომ ათამაშეს და ისევ ტრავმა. რომ წასულიყო ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, დარწმუნებული ვარ, ამდენი "უიღბლობა" არ იქნებოდა. მაინდამაინც მაგათთან თუ არ მოხვდებოდა (ეს ისე, ყენიას დასაცავად, ის მაგათი ხომ სრულებით არ ინდობდა სულ ახალგაზრდა ყენიას ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ორგანიზმს). ეს ყველაფერი წარსულშია. დღეს ჯანოს მხარდაჭერა უნდა, თქვენ კი ოღონდ ვინმე გალანძღოთ, სხვა არაფერი გადარდებთ. ვერ ვგებულობ, თუ შეძლებს და ითამაშებს, თუ ფორმას აღიდგენს, თუ გამოადგება საქართველოს ნაკრებს, ამით ნერვები მოგეშლებათ? არ გაგეხარდებათ? ჯანო! ყოჩაღად იყავი, მთელ საქართველოს უყვარხარ, ყველა შენი გულშემატკივარია! წარმატებებს გისურვებ! გაიხარე და გაახარე საქართველო!
x.x
ძალიანაც სწორი გადაწყვეტილებაა, ჯერ ახალგაზდა ხარ ჯანო ყველაფერი წინ არის, მჯერავს, რომ ჯანოს ვიხილავთ მაღალ დონეზე. გენაცვალე ჯანო აბა შენ იცი, შენ რომ ფორმაში ხარ ნაკრებიც სხვანაირად თამაშობს, გააზრებულად. წარმატებებს ვუსურვებ ჯანო ანანიძეს.
გიორგი
ხალხნო, გაიგეთ, ანანიძემ კვირპროსში ვერ ითამაშა, სპარტაკში ვერ ითამაშა და ა.შ. ზღაპარია. ვერ ითამაშა კი არა, არ ითამაშა. არ თამაშობს. აღარ თამაშობს, ტიპი მულტიმილიონერი გახდა რუსეთში სკამზე ჯდომით, ტყუილა ყოფნით, აბა რაღაზე შეიწუხებს თავს. სულ ფეხებზე კიდია გულშემატკივარი რას ფიქრობს.მეტი საქმე არ აქვს აქეთ იქით ირბინოს და გიჟივით ივარჯიშოს. ბათუმში თუ აიყვანეს აგერ ნახავთ იქაც არ ითამაშებს. წამოწვება და იქნება. ბოლო 15 წუთი შემოიყვანენ, ივლის ცოტას მოედანზე და მორჩა. როგორც ლევან მჭედლიძე დღეს თბილისის დინამოში. როგორც ათასი სხვა ქართველი ნიჭიერი ფეხბურთელი, რომლებმაც სიზარმაცით დაასამარეს თავიანთი ტალანტი. არცთუ გამორჩეული ნიჭის კალაძემ სწორი მიდგომით, მიზანმიმართულობით, თავის თავზე გაუთავებელი მუშაობით, სერიოზულობით და ბრძოლით მილანამდე მიაღწია, ბევრჯერ მილანი მოედანზე კაპიტნის სამკლაურითაც გაუყვანია. შრომოა უნდა ყველაფერს. ისე არ გამოვა. ეხლა ჩაკვეტაზე ადგას ანანიძის გზას. ნელ-ნელა მიშვება დაიწყო.
ნუკრი
ვაისი არ ათამაშებს ნაკრებში საქართველოს ჩემპიონატის გუნდების ფეხბურთელებს.იქნებ ანანიძეზეც გავრცელდეს მისი ეს პრინციპი და დავისვენებთ ჩვენც და ეგეც.ისე მაგან უნდა თქვას გამიმართლაო,მხართეძოზე კოტრიალში მილიონები იშოვა რუსეთში. ღმერთმა ალალად შეარგოს,მაგრამ ჩვენ თავი დაგვანებოს.
იბერიელი68
ჯანო არის უდიდესი ნიჭის მქონე ფეხბურთელი მაგრამ მას მოუწევს ყველაფერი დაიწყოს თავიდან როგორც მთელ ჩვენს ფეხბურთის წარმატებები ჯანოს და საქართველოს

ძალიან “წინ” გადადგმული ნაბიჯი იქნება ვერაფერს იტყვი!!!
Vasili
ალბათ ესეც ჭორია, ცოტა ხანში დაწერენ, ანანიძეს ბათუმის დინამოსთან ერთად რუსეთის პრველი დივიზიონის გუნდი ეპატიჟება თავისთან, და მერე მიამატებთ ასევე არიან ბელგიის, ჰოლანდიიის პირველი ლიგის გუნდები, და მერე წავიდააააა კომენტარები რო სად ჯობია და სად მოუხდება და ა.შ :-D აი დაუსრულებელ სერიალს გავს, ადრე რო გადიოდა იზაურა და რღაც ესეთები, ყოველდღე ახალ ახალ დეზინფორნაციებით რო გვეტინით!!! არადა თავიდან, ანორთოსისიო, მზიანი ქვეყანაო, გაიხსენებაო და რავიცი კიდე რას არ წინასწარმეტყველებდით, ჯერ 90 წუთი ჩატარებული არ ქონდა და იქნებ სადმე ევროპულ წამყვან ჩემპიონატში გადავიდესო, თითქოს ანორთოსისში უკვე დაეგლიჯა ყველაფერი. მე პირადა ჯანოს გულშემატკივარი ვარ , მეგონა რო უფრო მეტს მიაღწევდა , მაგრამ რაც არის ეს არის, ფინასურად რაც მთავარია მყარად დგას ფეხზე (ასე მგონია ყოველშემთხვევისთვის ) და ორი აზრი არ არსებობს იმის რო თუ მართლა ბათუმში გადავიდა ყურებადომიბა და ინტერესი უფრო მეტი იქნება...
დათო
ეს არასოდეს არ ყოფილა კარგი ფეხბურთელი და ახლა ნუთუმეტეს, ხომ იშოვე ბიძიკო ფული და წადი ახლა, 15-ჯერ გაქვს გადაკეთებული დაბადების მოწმობა, ახლა კაი 45 წლის ხარ.
ალიკა
Mecineba raa,ert dros grandebis samizne am axalgazrdul asakshi batumis dinamoshi gadasvlazea tanaxma,bodishi batumis gulshematkivrebtan magram esaraa is done rasac janostvis visurvebdi,es regresia mis karierashi da am faqts gverds ver avuvlit,midi jano aq mainc gaaxare chveni gulshematkivari,aqaravin mogtxovs imdens rasac ucxoetshi itxoven shengan,shemdeg terjolis sapovnelashi da chxerimelashic scade sheni karieris reanimacia
zurab
status quo ამიტომ უნდა ეწეროს: ანანიძე საქართველოს ჩემპიონატშიც ვერ ითამაშებს.
ემრე
რა შეიყვანდა ფორმაში? კარანტინი?
status quo
ვერც ბათუმში შესძლებს რამეს.
კლოპი
ჭანტურიაც აიყვანონ ბარემ მაგრათ გამოადგება ეგეც. შევიდოდა ფორმაში და კაი იქნება ბათუმში
გენა
მოაშორეთ ეს არასერიოზული არსება აქაურობას. მოსკოვში წავიდეს და ის იჯდეს!!
Irakli
ქართველი და განსაკუთრების ბათუმელი გულშემატკივრისთვის მართლაც ძალიან კარგი ამბავია და გულით ვულოცავ მათ, მაგრამ აი ჯანოს კარიერისთვის რა გითხრათ, ეს ბიჭი ახლა ვარსკვლავებს უნდა ეთამაშებოდეს და არა საქართველოს ჩემპიონატის გუნდებს, ეს როგორ მოახერხე ჯანო! იმედია კვლავ გიხილავთ მაღალ დონეზე, წარმატებები!

მაგას თუ გინდა, ზღვა სათამაშო პრაქტიკა მიეცი, ერთი და იგივეა. კვიპროსშიც ქეცბაიას ხათრით აიყვანეს და რომ ვერ ითამაშა, იმიტომაც წამოვიდა.
Giorgi
როგორც ვიცი ანორთოსისთან მაისის ბოლომდე აკავშირებდა კონტრაქტი და ალბათ აღარ გაუგრძელეს კარგია რომ ბათუმმა გამოიჩინა ინიციატივა და სურს მისი დამატება. ჯანოს ამ ეტაპზე სჭირდება სათამაშო პრაქტიკა და სწორი გადაწყვეტილება იქნება ბათუმში გადმოსვლა ევროტურნირებისთვის ძლიერდება კლუბი და ჯანოს გამოცდილების და კლასის მქონე ფეხბურთელი წაადგება კლუბს დარწმუნებული ვარ ჯანო შევა ფორმაში წაადგება კლუბს და ნაკრებსაც დაეხმარება.
tngh
საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება ჯანოსთვის, და ჩვენი ფეხბურთისათვის. ბათუმის ახალ სტადიონს დაამშვენებს ჯანოს თამაში!!!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარით
ძალიან მაგარი გადაწყვეტილებაა და წაადგება როგორც დინამო ბათუმს ისევე საქართველოს ნაკრებს და რაცმთავარია თვითონ ჯანოს წაადგება! იმედია არ დაიზარებს, ბევრს ივარჯიშებს და რომელიმე ნორმალურ ევროპულ კლუბში გადავა და ამისათვის სრული ერთი სეზონი ეყოფა ფორმაში შესასვლელად და თავისი თამაშის საპოვნელად! მე მჯერა ჯანოსი! წარმატებები ჯანოს, დინამო ბათუმს და სრულიად საქართველოს!
fff
იმედია ჯანოს შემთხვევაშიც ის არ მოხდება, რაც მჭედლიძესთან და ყენიასთან დაკავშირებით მოუვიდა დინამოს და საბურთალოს , ფაქტიურად ვერაფერში გამოიყენეს.
100%
ძალიან გამიხარდება ოღონდ, თუ დასასვენებლად მიდიხარ ბათუმში, არ გირჩევ. ბათუმს და აჭარას კი არა, ყველას გვიყვარხარ და არ გააფუჭო ყველაფერი და თუ სათამაშოდ მიდიხარ, უდიდეს წარმატებებს გისურვებ.
მიხო
რაში ჭირდება ბათუმს ანანიძე ტყუილად ხელფასი რომ უხადოს?
nnnn
ძალიან მაგარი ამბავი....
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ხავის "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნა სურს - ესპანელი "წითელი ეშმაკების" ჩაბარებაზე თანახმაა
შოკირებული იყო და შეხვედრა განაწყენებულმა დატოვა - ამორიმს "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ მოთხოვნა წაუყენა
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
Le Parisien: კვარაცხელია პსჟ-ს შეიძლება ბარსელონაში გაჰყვეს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
პსჟ-ს მეკარე: ძნელია მოტივაციის შენარჩუნება
ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა
კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
"თუ სხვა რამის გამო გაბრაზდა, არასწორი ადამიანი აირჩია" - დე ბრუინსა და კონტეს შორის დაპირისპირება მწიფდება? [PHOTO]
"ყველას უნდა ვაჩვენოთ, ვინ ვართ" - "კაირატის" მეკარე "რეალთან" მატჩამდე
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"თუ "არსენალი" წელს ტიტულს ვერ მოიგებს, არტეტას გაათავისუფლებენ" - რობერ პირესი
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
[VIDEO] 55-ე წუთიდან კაცნაკლულმა "მილანმა" "ნაპოლის" მოუგო
პსჟ-სთან მატჩამდე "ბარსელონამ "სოსიედადი" დაამარცხა და გალიდერდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
[VIDEO] ბათუმის "დინამოს" "თელავთან" შეხვედრაში სათადარიგო ფეხბურთელი აღარ დარჩა
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა