კიევის "დინამოს" მცველმა დენის პოპოვმა, რომელსაც სამშობლოში "უკრაინელ რამოსს" ეძახიან, prosto-sport.com-თან გიორგი წიტაიშვილთან მეგობრობასა და საქართველოში სტუმრობაზე ისაუბრა.

"როცა პოდუბნის სპორტსკოლიდან აკადემიაში გადავედი, წიტაიშვილი მაშინ დავინახე, თუმცა ერთმანეთი არ გაგვიცნია. მაშინ რუსულად ცუდად საუბრობდა. აკადემიის დატოვების შემდეგ კი კონტაქტი გვქონდა, ძირითადად, "ინსტაგრამზე" ვწერდით, გოლებსა და გამარჯვებებს ვულოცავდით ერთმანეთს.

შემდეგ უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრებში მიიწვიეს და უფრო ახლოს გავიცანით ერთმანეთი. დავინახე, რომ კარგი ბიჭი იყო და გვერდით დავიყენე, ჩემს ოთახში შევიყვანე და ვუთხარი, რომ იქ იცხოვრებდა.

მერე კი ამბების მოყოლა დაიწყო, ბიჭებიც გაიცნო და ასე გაგრძელდა. მაშინ აქცენტი ძალიან ეტყობოდა, ისე კარგი არ იყო, როგორც ახლაა. ყოვლთვის ვეხუმრებოდი ამის გამო. თუმცა ის ძალიან პერსპექტიული ბიჭია, ფეხბურთის თამაში ძალიან კარგად შეუძლია.

მე უკვე ვიყავი საქართველოში. ის ჩემს სახლში სტუმრად მეწვია. მისი დის ნათლია გავხდი და ოჯახის წევრებივით ვართ. საქართველოთი კი გაკვირვებული დავრჩი. კარგი ვქენი, რომ ამ ქვეყანას ვესტუმრე.

მთავარი წმინდა ადგილები მოვინახულე. ძალიან მჭირდებოდა ეს. ვნახე ბუნება, კულტურას გავეცანი. იქ ძალიან კარგი და სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს. ეს ყველაზე მეტად გხვდება თვალში. საქართველოს რომ ვსტუმრობდი, მაშინ სულ მიტინგები იმართებოდა და ფეხით ბევრი არ გვივლია, უფრო მეტად მანქანით ვმოძრაობდით.

ქართველები ყველაფერს აქცევენ ყურადღებას. თუკი ბიჭთან ერთად მომავალ გოგონას სხვანაირად შეხედე, შეიძლება ამის გამო პრობლემები შეგექმნას.

ჩვენთან ჩვეულებრივია დედის შეგინება, ისინი კი ამ სიტყვებს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ და სხვანაირად უყურებენ. მსგავსი სიტყვების გამოც შეიძლება გემრიელად მოგხვდეს."

პოპოვი წიტაიშვილისთვის დათმობილ მცირე დროსაც შეეხო:

"ვერ ვიტყვი, რომ მისთვის ადრეა თამაში. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მის მიერ გატანილი გოლი დიდი ოსტატობის დამადასტურებელია.

რაც შეეხება იმას, რომ წიტაიშვილს "დინამოში" დიდ დროს არ აძლევენ, ამის თაობაზე ხომ გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს.

დიახ, გიორგი ჩემი საუკეთესო მეგობარია. ის ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება, ბევრს ცდილობს. მე ყოველთვის მის მხარეს ვიქნები, მინდა რომ ყველაფერი კარგად ჰქონდეს", -განაცხადა პოპოვმა.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა გამოცემის მიხედვით, პოპოვით "მილანია" დაინტერესებული.

გიორგი.
რა სისულელეებს აბჯუტურებთ. საკუთარი დედის გინებაში, ტრადიცია არასოდეს ჰქონია ქართველს.
ჟანა დარკი.
ნურავინ შემეკამათებით, ყველაფერი აღზრდაშია. ვინც დედას აგინებს, ის დედის ბრალია. ნუ დამიწყებთ "დიშიოვი" მტკიცებას.
ქართველობას გვართმევენ-ს!
დედის ტრ... ტყვ... რომ არ მოიხსენიო მშობელი, გოიმობაა? მე რომ მოვიხსენიო და შეგეშველო, ალბათ დიდ სიხარულს მოგანიჭებს.
კაი ბიჭს!
მე ვფიქრობ, რომ დედაშენს უნდა დაელაგებინა "ატნაშენიები" გასაზრდელთთთან. ამას ღაღადებს ქართული სიბრძნე. მაგრამ აქ შენ, 100 %-იანი ხარ.
ზურა
თუ ახსენებთ რომ მოEღალატე და გამყიდველია აი მაგ კონტექსტში სიამოვნებით განვიხილავ მათზე სტატიებს! უნდა იყოს განსხვავება პატრიოტ ნამდვილ ქართველებს და მოღალატეეებს შორის! სხვა რა იყო ყორღანაშვილი და მისნაირი გამყიდველები, ისინიც უკეთესი ცხოვრების გამო ყიდიდნენ სამშობლოს და ჩვენს წინააღმდეგ იბრძოდნენ! თავის საქმეში ესეც ჩვენს წინააღმდეგ გამოვა და მის სამშობლოს დასამარცხებლად იბრძოლებს! პ.ს. არ დაბლოკოთ ძალიან გთხოვთ!
angel
კაი ჩემო ძმაო :)
კაი ბიჭი
მე თუ "ჩემი დედას" ვიყენებ საუბარში ეგ ვისი რა საქმეა? დედაჩემია და რასაც მინდა, იმას ვუზამ.ყველამ თქვენ-თქვენი ატნაშენიები დაალაგეთ გამზრდელთან, მე დალაგებული მაქვს.
joni
შენ გორელები არ გინახია ერთმანეთს დედას როგორ აგინებენ სიყვარულით და სიცილით
zura
გრიგოლ1408 ფრთხილად იყავი შემთხვევით არ დაგჩიპონ და აივანზე 5G ანტენა არ დაგიდგან))
ჰაჰა
ეს თვითგვემები რა საჭიროა? ფაქტია ახალი თაობა (უფრო სწორად 40 წლის ქვემოთ) ჩემი დედას არ ხმარობს. გამონაკლისი, გოიმი და სულელი ყოველთვის არსებობდა. მაგ ხალხით რატომ მსჯელობ ყველაზე? პ.ს. სხვათაშორის (მეჩვენება თუ დავბერდი) ქუჩაში უაზროდ მდგომი ბირჟავიკები-ძალათ ან ვითომ ძველი ბიჭებიც გადაშენების პირას არიან.
ირაკლი
კარგია რომ კომენტარების დადებაში მაინც ვრეალიზდებით,)) მადლობა ამისთვის ამ საიტს. სამაგიეროდ ჩვენთან "ჩემი დედას...." დაგინების ნაირსახეოების უდიდესი ტრადიცია გვაქვს. როგორც ვაკვირდები ეს სამარცხვინო დაგინება, ახალ თაობაში თანდათან მიილევა.
beqnuma
xo shen sheizleba gcemon magram tviton siamovnebit iginebian chemi dedao ukve sityvis masalatac ki xmaroben zogierti yvelas ar exeba ratqmaunda
გუკა
დედის გინება არ არის ქართველობა და ვერც ქართველობის საზომი იქნება, ისევე როგორც გათქვეფით ვერ დაკარგავ ქართველობას.
irakli
უკრაინელი კაცი იძახის რუსულად ცუდათ საუბრობდაო, უკრაინელი უკრაინაში რუსულად რო საუბრობთ საკუთარ ენას პატივს არ სცემენ ეს არასწორები
ბოკინიო
10 დისლაიკი უწერია ამ კომენტარს და რა ნახეთ არასწორი? რა არი ქართველობაში ცუდი?
ქართველობას გვართმევენ
დაგვაკარგინონ თუ წაგვართვან? :)) ხო, დღე და ღამე არ სძინავთ ევროპაში და ამერიკაში იმაზე ფიქრში, ამ 4 მილიონიან ქვეყნას როგორ დავაკარგინოთ ქართველობაო :)) ერთი რამის გააზრება არ გვინდა მგონი ჩვენ. ჩვენ კი არ გვებრძვიან, უბრალოდ მთელი სამყარო იცვლება. რადგან დღევანდელი თაობა აღარ ვართ 40 წლის წინანდელი თაობის მსგავსი, ეგ არ ნიშნავს რომ ქართველობა დავკარგეთ. 40 წლის წინანდელი ქართველიც არ ჰგავდა 19 საუკუნს ქართველს და არც მეცხარემეტე საუკუნის ქართველი ჰგავდა 11 საუკუნისას. დრო მიდის, ყველაფერი იცვლება. თუ გვინდა რომ ყოველთვის ჩვენ წინაპრებს ვგავდეთ, და მათ არ ვუღალატოთ, დავბრუნდეთ გამოქავებულებში და ვიცხოვროთ როგორც ისინი ცხოვრობდნენ ათეული საუკუნეების წინ. ზოგადად შიში ახლის და ცვლილების მიმართ სისუსტის და დაბალი ინტელექტის მაჩვენებელია. ვერავინ აღვუდგებით იმას წინ რომ სამყარო იცვლება მოგვწონს ეს თუ არა.
გრიგოლ1408-ს
რუსოფილო,როდიდან გახდი ქართველობის დამცველი?!არავინ არაფერს არ გვართვემს და ვერც წაგვართმევს და თუ წაგვართვეს,მაშინ ღირსები ვყოფილვართ!!!გაუმარჯოს ყველა ქართველოფილს!!!
გრიგოლ1408
იმიტომაც ვართ ქართველები განსხვავებული ყველასგან. ესენი კი გვიკიჟინებენ და გათქვეფას გვიპირებენ ყველასთან. რომ ეს ქართველობა დაგვაკარგინონ
ბაჩი
ზატო ჩვანთან საკუთარ დედაზე გინება არის მოსული...კარგები ვართ,განსაკუთთრებულები.როცა ვინმე იტყვის ჩემი დედას ......ო თავში ერთი ფიქრი მაქვს ვითხრა მეცო მაგრამ აქ ამის გამო მე გამასამართლებენ და არა იმას ვინც საკუთარ დედაზე იგინება და ზედმეტი თავის ტკივილი რად მინდა...მოკლედ ჩვენ ვართ რაც კარგები ვართ
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცი" თასზე მეორელიგელთან განადგურდა
"უკრაინელი რამოსი" კალაძის გზაზე - "მილანს" "დინამოს" მცველის შეძენა სურს
შეყვარებული გადაარჩინა, თავად კი მძიმე დამწვრობა მიიღო - წიტაიშვილისა და აბუაშვილის თანაგუნდელის გმირული საქციელი
წიტაიშვილმა 84 წუთი ითამაშა - "მეცმა" "ლორიენთან" ქულა მოიპოვა
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
პსჟ-ის წლის პირველი მატჩი და მთავარი ინტერესი ხვიჩას ჯანმრთელობაზე
"ჟირონა" უკრაინელი თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
წიტაიშვილი "მეცში" გამოარჩიეს - ქართველს კარგი კარიერული პერიოდი უდგას
გიორგი წიტაიშვილი კარიერას ლიგა 1-ში გააგრძელებს
კიდევ ერთმა "მეშახტემ" აწაპნა დინამოელს გოგონა
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
ზაბარნის პსჟ-ში გადასვლა ისევ ყოვნდება
მესამე უკრაინელი "ჟირონაში" - ვანატი 20 მილიონად გამოისყიდეს
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან