საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა და ეროვნული ლიგის განახლების თარიღად 25 ივნისი დაასახელა.

sportall.ge უცვლელად გთავაზობთ განცხადების ტექსტს:

"ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი 25 ივნისს განახლდება. ჩემპიონატის განახლებამდე მომდევნო კვირის განმავლობაში ეროვნული ლიგის 10-ვე გუნდის ფეხბურთელებს პირველადი ტესტირება ჩაუტარდებათ. სავარჯიშო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით წარიმართება. მატჩების განახლებამდე კი მოთამაშეები ტესტირებას ხელმეორედ გაივლიან.

ეროვნული ლიგა შეცვლილი ფორმატით განახლდება, რაც გულისხმობს ჩემპიონატის 4 წრის ნაცვლად, 2 წრედ ჩატარებას. შესაბამისად, გარდა მარტში გამართული ორი ტურისა, სეზონის განახლების შემდეგ ეროვნული ლიგის მონაწილე კლუბები 16 ტურს ითამაშებენ. მატჩები საწყის ეტაპზე მაყურებლის გარეშე გაიმართება. სეზონის განახლებასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია ეცნობა ეროვნული ლიგის მონაწილე ყველა კლუბს.

სეზონის განახლება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე მოხდება. აღნიშნული ითვალისწინებს ყველა იმ საჭირო პროცედურას, რაც აუცილებელია ეროვნულ ლიგაში ჩართული ყველა პირის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად.

საწყის ეტაპზე სეზონის განახლება ეხება მხოლოდ ეროვნულ ლიგას. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სხვა ლიგებისა და თასის თამაშების განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი."

ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა დაამატა, რომ "საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, "კრისტალბეთ ეროვნული ლიგის", "კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2"-ის, ლიგა 3-ისა და ლიგა 4-ის ყველა კლუბი საწევრო გადასახადისგან გათავისუფლდა. კლუბებს აღნიშნული თანხის გამოყენება იმ რეკომენდაციების შესასრულებლად შეეძლებათ, რომელიც შექმნილ სიტუაციაში აუცილებელია. ამასთან ერთად, ფეხბურთის ფედერაცია საკუთარ თავზე იღებს ტესტირებისთვის საჭირო ყველა ხარჯს."

sosia
აბა სამტრედიაში ქუთაისში ბათუმში თელავში გორში პოლიციას დიდი ჯაფა დაადგება ხალხის შესაკავებლად ამ ჩამოთვლილ ქალაქებში ისეა ხალხი მონატრებული ფეხბურტს სპეც რაზმები იქნება საჭირო ალბათ.
ზეზვა
შემოდგომა-გაზაფხულის სისტემას დავუბრუნდეთ აჯობებს,მთელი ევროპა როგორც თამაშობს(მგონი 2სკანდინავიური ქვეყნის გარდა)ამ სისტემამ არაფერი შემატა ქართულ კლუბებს და ნაკრებს-90%ზე მეტი საფეხბურთო ექსპერტი და გულშემატკივარი დამეთანხმება. არც დონე აწეულა და არც კლასი მარტში ჩემპიონატის დაწყებით
Iraklis
ბათუმში,ქუთაისში,სამტრედიაში,თელავში და გორში ხალხი მასიურად დადის და მეტი რაღა გინდა 10 გუნდიან ჩემპიონატში?
ბაღალჯანი და ფაჩაჩო
ძალიან დიდი დაცილება იქნება თამაშებს შორის მაგრამ სხვა რა გზაა.ლიგა-2 იც იქვე დაიწყეთ რა ბარემ.
master
გადადით ბარემ გაზაფხულ-შემოდგომაზე,ადრე თუ გვიან მაინც გადავალთ.16 თამაში რა არისს.თვეში სამი თამაში...ასე გინდათ დონემ აიწიოს???არა რაა არ ვარგა ფედერაცია,კიი აქვს რაღაც რაღაცეები მარა ეროვნული ჩემპიონატი სულ ერთ ადგილზე კიდიათ,არანაირ პროგრესზე არ ფიქრობენ.იმ ერთ თამაშს ელოდებიან ბელარუსთან,იმის იქით ვერ სწვდება ამათი ფანტაზია.რომ იქნებ როგორმე გავბობღდეთ ევროზე რო მერე ჰქონდეთ სათქმელი აი რა კარგად ვმუშაობთ ევროზე გაცედითო.არადა ფედერაციის დამსახურება არ იქნება ევროზე გასვლა.ასე ვერ გავალთ ამ დაწყევლილ ევროზე...
gabo
დღეს რაღა პრობლემას წარმოადგენს საქართველოში ჩემპიონატის განახლება ვერ ვხვდება,ყველა საწარმო და დაწესებულება ორშაბათიდან ჩვეულებრივად იწყებს მუშაობას,ოღონდ წესების დაცვით!
irakli
მაყურებლის გარეშე, თორე გადაჭედილია ჩვენი სტადიონები, თითო ოროლა გუნდებს ჩავთვლით
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის