ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ვალდის ვალტერსი: სასტუმროში ქართველმა ფულის სანაცვლოდ თამაშის გაყიდვა შემომთავაზა

ვალდის ვალტერსი: სასტუმროში ქართველმა ფულის სანაცვლოდ თამაშის გაყიდვა შემომთავაზა

"პრესბოლისთვის" მიცემულ ინტერვიუში რიგის ვეფ-ისა და საბჭოთა კავშირის ნაკრების ცნობილმა კალათბურთელმა ვალდის ვალტერსმა თბილისის "დინამოსთან" მატჩი გაიხსენა და თქვა, რომ ქართველები თამაშებს ყიდულობდნენ.

- საბჭოთა კალათბურთში როგორი მსაჯობა იყო?

- ერთ ისტორიას მოგიყვებით. თბილისში ჩემპიონატის ტურზე ჩავედით და მატჩის წინ ჩემთან სასტუმროს ნომერში ადამიანი შემოვიდა. მითხრა, აი, შენ ფული და თამაში დათმეო - თქვენ რა, გამოთაყვანდით, სად არის მორალი, სად არის პრინციპი? მე ყველას და იმავე გომელსკის წინაშე თამაშს გავყიდდი? რომ მას ნაკრებიდან ჩემი გაგდების საბაბი მისცემოდა? და მთავარი, შემდეგ ყველას გაეგო, რომ ვალტერსის ფულით მოსყიდვა შეიძლებოდა?

ის კაცი წავიდა და ბოლოს მითხრა, რომ მაინც წავაგებდით. მიმანიშნა, რომ ვიღაც სხვას მოისყიდიდნენ. მართლაც, მერე გავიგე, რომ ჩვენმა ორმა მოთამაშემ მატჩი გაყიდა. იმ შეხვედრაში 45 ქულა ჩავაგდე და მაინც დავმარცხდით. უბრალოდ, არ მოგვაგებინეს.

- ფულის შემოთავაზება მხოლოდ ქართველებს შეეძლოთ?

- მხოლოდ მათ. ვფიქრობ, მსაჯებზეც მაგრად მუშაობდნენ. თუმცა, უნდა გავიხსენო, როდესაც უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად ვიბრძოდით, მთელი ჩვენი მიკროავტობუსი რაფი ვეფ-ის უკანასკნელი მოდელის ტელეფონებით იყო სავსე. ყველა დონეზე მსაჯებისთვის მუდამ რაღაცებს ყიდულობდნენ და ჩუქნიდნენ.

მინსკსა და კიევში ყველაზე ლამაზი გოგონები იყვნენ. რა დასამალია, და ვინც წლების განმავლობაში ერთსა და იმავე ქალაქში თამაშობდა, იქ მეგობარი გოგონები ჰყავდა. ეს სსრკ-ის ევროპული ნაწილის ყველა ქალაქს ეხებოდა. მხოლოდ თბილისში არ მუშაობდა. საქართველოს დედაქალაქს თავისი უპირატესობა ჰქონდა. ჩვენს დელეგაციას ერთხელ კასრი კონიაკი აჩუქეს. რა უნდა გვექნა, ჩემპიონატის ტურის 6 დღეში მისი დაცარიელება მოგვიწია. ეს ადვილი არ იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამოცანას თავი წარმატებით გავართვით.

სხვათა შორის, 2018 წელს ლატვიურ პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ 1985 წელს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ვალდის ვალტერსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მიერ გადაბირება მოხდა, თუმცა თავად ვალტერსი სუკ-თან თანამშრომლობას უარყოფდა.

• ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..

ვააა, ლავ კაცა ჰასკაცუნემ? ადამიდან მოყოლებული დღემდე, ჩაწყობა სულ იყო, არის და იქნება. მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ მეო, ყაიმაზ ყაიმაზოვიო, ბალღობიდან უმწიკვლო და პატიოსანზე პატიოსანი ყაიმაზა ვიყავიო, ქრთამს როგორ მოვკიდებდი ხელს, ის ხელი, ხომ უნდა გამხმობოდაო, არც ისაა მართალი, კგბ-ს აგენტობას რომ მაბრალიანო, აბა მე და ქრთამი? ან სად მე და სად კგბ-იოოოო.. სტატიის შინაარსი ეს არის და არა ფული და ქრთამი. თუმცა ვიმეორებ, მოსყიდვა და საჩუქრები იყო, არის და იქნება, სანამ ფული და ადამიანები არსებობენ..

• ევგრაფი

კიი,გვეყოფა გატუზო:)) ქრთამი რას მიქვია:) ჩვენ ქართველებმა პატივისცემა ვიცით, ხან ქურქს ვჩუქნით მსაჯებს და ხან კკდე რას... ისე არც პრორუსული ვარ და არც კიდე რავიცი რას ეძქხიან.ეს ისე ლაიკების და დისლაიქების გასაგონად. რეალისტი ვარ მე!

• დავით

მიუხედავად იმისა რომ კალათბურთის გაგებაში არ ხარ, რადგან ვალტერსზე ამბობ საშუალო კალათბურთელი იყოო, წერა მაინც ისწავლე!

• დავით 67

უყვარდათ თუ არ უყვარდათ ეგ რა შუაშია? რატომ გგონია რომ ტყუილს ამბობს? ქართველები რა უმწიკლოები იყვნენ თუ ფული არ უყვარდათ? მე პირადად არ ვიცი სიმართლეა თუ არა. ასევე გირჩევ რაც არ იცი დაზუსტებით არ უნდა თქვა. თორემ ამ ვარაუდებით და ლეგენდებით ცხოვრებამ ხალხი გამოაშტერა. ალბათ,მემგონი, ასე იქნებოდა და ა.შ . უნდა დავივიწყოთ

• tngh

ვის უნახავდა ამ ამბავს 30 წელი??? რატომ მანამდე არ თქვა???

• თენგიზ პაჭკორია

ვალდის ვალტერსი https://ru.wikipedia.org/wiki/Валтерс,_Валдис_Беннович В 2018 году Национальный архив Латвии опубликовал данные о том, что Валдис Валтерс в ноябре 1985 года был завербован сотрудником 5 отдела КГБ Латвийской ССР, занимавшегося борьбой с «идеологическими диверсиями». Оперативным псевдонимом баскетболиста было выбрано имя «Стивс». На момент публикации в декабре 2018 года в документах архива не раскрывались обстоятельства вербовки и степень реального сотрудничества людей, указанных в картотеке со спецслужбой после вербовки. См.статью, в том числе слова В.Валтерса https://rus.delfi.lv/news/daily/story/meshki-chk-legendarnyj-basketbolist-valdis-valters-o-chem-soobschal-kgb-agent-stivs.d?id=50958747&all=true

• სოსო

გიორგის-ს.ქოცი და ნაცი არაფერ შუაშია.თუ კითხულობთ ან უსმენთ,ძველი თაობის მსახიობების,ან რეჟისორების ნაამბობს,ძალიან ხშირად ჰყვებიან,რომ გამოცდაზე ჩაიჭრნენ,მაგრამ ამისი შვილი იყო,ან კიდევ მეგობრის შვილი იყო,ანაც,რომელიღაც დამსახურებულ ადამიანს მოეწონა და მაინც მიიღეს.ეს პირდაპირ ქრთამი არ არის,მაგრამ მათ ხომ ვიღაცის ადგილი დაიკავეს,რომელმაც გამოცდებზე უკეთესი შედეგი აჩვენა?რაც შეეხება სამედიცინო ინსტიტუტში გამოცდებს,ჩემმა დამ იმ წელს დაამთავრა სკოლა და ჩააბარა სამედიცინოზე,რომელ წელსაც რექტორი,პეტრე გელბახიანი დააპატიმრეს.გასაოცარი სიმკაცრე იყო გამოცდებზე და ჩემი და რომ ჩაირიცხა,რაიონში,იმათ მშობლებს,ვისი შვილებიც მანამდე აბარებდნენ სამედიცინოზე,არავის სჯეროდა,რომ უფულოდ ჩაირიცხა.ჩემი თანასოფლელიც,რომელიც რამდენიმე წელი აბარებდა და ქულები აკლდებოდა,იმ წელს ვერა, მაგრამ მეორე წელს ჩაირიცხა სამედიცინოზე და კარგი ქირურგიც დადგა.ისიც და ჩემი დაც,პედაგოგის შვილები იყვნენ და ფული, არც ერთს არ ჰქონდა.ის რამდენიმე წელი,მართლაც ობიექტური გამოცდები ტარდებოდა.მეც მაგ ტალღაზე ჩავაბარე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და და არც მე დამჭირვებია რამე. შიგნით ინსტიტუტში,უკვე ტრიალებდა ფული და ზოგიერთი,ასე იღებდა ნიშნებს,მაგრამ ეს მასობრივი არ იყო და არც გამოძალვის სახე ჰქონდა.მას უწერდნენ ნიშანს,თუმცა არც ნაღდ ჩამბარებელს უკარგავდნენ ცოდნას.ყოველ შემთხვევაში,ჩემს ფაკულტეტზე ასე იყო და ძლიერი ფაკულტეტიც გვქონდა.

• თენგო

რიგის ვეფი ძალიან ძლიერი გუნდი არც 50-60-იანებში იყო. სკა-ში გეშლებათ ალბათ.

• zoro

ლასა ტალახაზემაც წააწყო, 124 კგ ასწია და 264 კგ წააწერინა

• zaza tbilisi

41 ქულა ჩაგვიგდო,... ვიყავი მაგ თამაშზე,... მართლა არანორმალური მაჯა ჰქონდა,...

• G.LA

ჩაწყობილი თამაშები იყო, არის და იქნება. საბჭოეთშიც და სხვა ქვეყნებშიც. რანაირად ამბობს ვალტერსი მხოლოდ თბილისში ხდებოდაო? ან რაღაც ინტერესი ამოძრავებს ან ღვარძლი აქვს.

• თემო

სიცრუეა იმიტომ რომ საიდან უნდა გაეგო ორმა მოთამაშემ გაყიდა თამაში თუ სამმა.

• სოსო

ძალიან მაგარი კალათბურთელი იყო ვალდის ვალტერსი,უნერვო და აუცდენელი სნაიპერი,მაგრამ 45 ქულა,დინამოსთან,არასოდეს აუღია.თუ "სპისთან"მოუწია თამაში,მეორე ლიგაში და იქ მოხდა ეს ამბავი,ვერაფერს ვიტყვი.დინამოს კი,ვეფთან ეს არასდროს სჭირდებოდა.რაც შეეხება გურიას,მანდ ვფიქრობ სადავო არაფერია.ჩაწყობები ყველა დონეზე ხდებოდა,არც გურია იყო გამონაკლისი და არც უფრო დაბალი რანგის გუნდები.საკუთარი ყურით მოსმენილი რაც მაქვს,უშუალო მონაწილისაგან,იმას გეტყვით.ახმეტის გუნდი საქართველოს პირველობის აღოსავლეთ ზონაში თამაშობდა და იქაც აუტსაიდერებს შორის იყო.ბორჯომის გუნდთან ჰქონდათ გასვლა და თამაშის დათმობაში ვთხოვეთო ფული.ბორჯომი ლიდერებში იყო და მაღალ კლიგაში გადასასვლელად იბრძოდა,რაიონიდან დაფინანსებაც კარგი ჰქონდათ,უპატრონოდ დაყრილი ახმეტელებისაგან განსხვავებით.ბორჯომელებმაც თქვენგან დასათმობი რა გვჭირს,ისედაც გადაგივლითო,დასცინეს ახმეტელებს.ჰოდა ახმეტელებმა ასე არ უნდა დაცინვაო,დაიხოცეს თავები, ბორჯომს ქულა თუ ქულები(ზუსტად, ნამდვილად აღარ მახსოვს) წაართვეს და მგონი სწორედ ის დააკლდათ ლიგაში დასაწინაურებლად.ვინც ეს მომიყვა,75 წელზე მეტი ხნისაა ახლა და იმ შეხვედრაშიც ითამაშა.ქუთაისის ტორპედოზეც ჰყვებოდნენ ხოლმე,როგორ მოსთხოვეს ჩემპიონობის მსურველ გუნდს ,მატჩის დასათმობად ფული და როცა უარი მიიღეს,ასე არ უნდაო,ნაღდ ბრძოლაში დაამარცხეს მეტოქე.მაინცდამაინც ფული არ იყო,ხან ვალს იღებდნენ და სხვა დროს უბრუნებდნენ ქულებს,ხან საჩუქარი,ხან მსაჯი.ხანდახან იმაშიც კი იხდიდნენ,რომ მსაჯი მეტოქის მხარეზე არ ყოფილიყო.მოსკოვის გუნდთან რომ თამაშობ და მოსკოველი მსაჯი სჯის(მერე და მერე,ამას რუსებიც ერიდებოდნენ,რადგან ნამეტანი ყვიროდა),ან კიდევ მსაჯიც რუსია(ეს უკვე უფრო გვიან წლებში),რა ობიექტურობაზე უნდა ყოფილიყო ლაპარაკი?რომც ელაპარაკათ,ჩვენი თვალით ხომ ვხედავდით,როგორ მსაჯობდნენ?ასე რომ,თუ საქმე საქმეზე წავა,ჩვენ გაცილებით მეტად ვართ დაზარალებული,ამ საქმეებით,ვიდრე მოგებულები.აქვე კომენტარებში ერთი წერს,გაიხსენეთ დინამოს დებიუტი,ევროთასებზეო.მაშინდელი თბილისი და საქრთველო,დაგავიწყდათ რა მდგომარეობაში იყო?არაფერი არ ფუნქციონირებდა და მსაჯებს ევროპულად ვერ მოემსახურებოდნენ.მსაჯებისათვის იმაზე მეტი რომ მიეცათ,რაც ეკუთვნოდათ,კიდევ ჰო,მაგრამ რაც ჰონორარი ერგებოდათ ის მისცეს,მხოლოდ ხელიდან ხელში.მათთვის ეს წაროუდგენელი იყო,თორემ ჩვენთვის ეს, მაშინ,სრულიად ბუნებრივი საქციელი იყო და მიუხედავად სანქციებისა,ეს მაინც არ იყო მოსყიდვა.ეს უფრო არცოდნა იყო

• მერაბი

'ვეფს" სულ ვუგებდით, ასე რომ, არ მგონია სიმართლეს ამბობდეს. თვითონ ვალტერსზე კარგი არ გამიგია, თვითონ ლატვიელებსაც არ უყვარდათ, ბევრჯერ გამოგია რიგაში ყოფნის დროს.

• lekso kutaisi

რიგის ვეფს სულ ვუგებდიტ რაჰი გვჰირდებოდა ჰაცკობა ის დინამო გენიალური გუნდი იკო ჰიხლადზე ბიჰიაჰვილი დერიუგინი პულავსკი რომელი ერტი ჰამოვტვალო დარსადზე მსოპლო დონის ვარსკვლავები იკვნენ პაჰულია დერიუგინის ჰრდილი არაა რომელ ვეფზეა ლაპარაკი როცა ცსკას ტბილისჰი ბურტს ვუმალავდიტ ვალტერსი საჰუალო დონის რიგიტი მოტამაჰე იკო

• სოსო

ასე შეტრიალებით გადმოცემული,სტაროსტინის წიგნში მაქვს წაკითხული.კახა,შენც იქ გაქვს წაკითხული, თუ სხვა ვინმემაც გაიმეორა იგივე სიცრუე?

• კატუზო-ს

და შენც დაიჯერე ხომ მაგ შაყირი?!))) როგორ წარმოგიდგენია მაგი-მოწინააღმდეგე გუნდი,მსაჯები და მაყურებელი დახოცეს?!))ბიჭო ,სსსრ-ის ჩემპიონატი იყო,შენი სოფლის კი არა!

• giorgis

ხო,მიშას სომეხი ბაბუის დროს ხომ სულ თავისით ეწყობოდნენ სამედიცინოში!))) რა ავადმყოფი ხალხი ხართ ეს ნაცები,ოღონდ ქართველები აძაგოდ და ეშმაკს შეეკვრებით! ნუთუ ყველანი სომხები ხართ?!)))

• dima

სსრკ-ის ნაკრების თითქმის ყველა წევრი ვალტერს აუგად მოიხსენიებს! ბევრის ინტერვიუ მაქვს წაკითხული და ყველა ამბობს,რომ კარგი კალათბურთელი კი იყოო( მეც მახსოვს),მაგრამ არავისთან მეგობრობდა,ძალიან ჩაკეტილი იყო, მაგ თვისება კი ერთ ცნობილ უწყების აგენტებს ჰქონდათო!)))ფულის ამბავი რაღაც მეეჭვება,თანაც თბილისში -რიგის ვეფს ისედაც სულ ვუგებდით,თანაც იმ პერიოდში ,მაგი რომ თამაშობდა,არც საპრიზოს პრეტენდეტები ვყოფილვართ და არც გავარდნის,ფული რისთვის უნდა მიგვეცა?!კიდევ,მოთამაშე კალათბურთში,ფულს ვერ აიღებს-შეამჩნევს მწვრთნელი და იმ წუთში გამოცვლის. ჩაწყობა კალათბურთში შეიძლება მხოლოდ მწვრთნელის მონაწილეობით!

• BOSS

იმდენი მაგის დედა რა ვთქვი-ჯერ ერთი 45 ქულა არ ჩაუგდია,მეორეც ვეფს ვალტერსის დროს ბევრად ხშირად ვუგებდით და რატო უნდა მიეცათ ფული?და თურმე სხვაგან მსგავსი არაფერი ხდებოდა)))ბოლოში კარგად ჩანს რაზეც ყოფილა ჩაბოღმილი))ტიპიური რუსეთუმე განდილაა

• კახა

ამათი რა უნდა დაიჯერო როცა თურმე სამმა ლიტველმა ხუთ ქართველს მოუგო როცა ყველაფერი პირიქით იყო ჩვენები ფულს გაძლევდნენ(რაც ცუდია რათქმაუნდა) რუსებს კი შიშით "აძლევდით"

• ნიკ

რიგის ვეფი,რომლის რიგებშიც ეს არაკაცი თამაშობდა,საშუალო დონის გუნდი იყო,რომელსაც ჩვენები 10-დან 8-ს უგებდნენ და რატომ უნდა ეყიდათ გაუგებარია, ადრეულ 50-60იან წლებში,როდესაც ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავდათ მაშინაც პრინციპულ თამაშს ჩვენთან აგებდნენ

• gatuzo

გიორგის კი არადა ევგრაფის ვუპასუხე. ბოდიში :D ბოლო შემოთავაზებას რაც შეეხება, ქართულ გუნდებს რა ფულიც აქვთ ნაკეთები ჩაწყობილ ტამაშებზე, იმის 10 პროცენტიც გვეყოფა მე და შენ :D

• gatuzo

giorgi ზოგადად აღვნიშნე რო ეგეთები ხდებოდა სუსურუკუს დროს კალათბურთშიც და ფეხბურთშიც და დაუჯერებელიც არაფერიათქო. კონკრეტულად გურიას ამბავს რაც შეეხება, ვისაც არ ჯერა, აგერ ნახოს ეგ ფილმი https://www.youtube.com/watch?v=ldscBanwFeg ფოთის კოლხეთს რაც გაუკეთეს პXXXობა ქვია მაგას, თორე არც გურიას ვერჩი ზოგადად. ცუდი პრაქტიკა იყო, რომელიც გადმოგვყვა დამოუკიდებლობის მერეც. თბილისის დინამოს პირველი საევროთასო რაუნდი გავიხსენოთ თუნდაც. და შიდა ჩემპიონატებში რაც ხდებოდა და ხდება ეგ კიდე ცალკე ტრაგედიაა. პ.ს. ანლაიქებს ვინც აკეთებს, ამით რამე შეიცვლება თუ რა გგონიათ? :D

• ევგრაფი

დაანებე ძმა შენ თავი გურიას!!! მეგობრული და მოქალაქეობრივი რჩევა იქნება ჩემი. გურიამ რაც იმ მოკლე პერიოდში რეკორდული საქმეები გააკეთა ფეხბურთში ბარე სხვამ დაიტრაბახოს. ფულით აკეთებდა ვითომ? გატუზო,იუვეს და მილანს რამდენი სკუდეოც ნაყიდი აქვს იმდეთი თითო მილიონი მე და შენ!გაწყობს?

• Niko

აუ როგორ ვძულვართ პრორუსებს განურჩევლად ეროვნებისა. ვისაც ცხვრებივით სუკის თანამშრომლის ნათქვამის გჯერათ, ჯობია გადაიკარგოთ სადმე, საქართველოში თქვენი ადგილი არაა

• giorgi

რა გაგიკვირდათ? ასეთი სიბინძურეები ფეხბურთშიც ხდებოდა და სხვა სახეობაშიც. სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და იმაზე ვიზრუნოთ, მსგავსი არ გავიმეოროთ და შვილებსაც არ ვასწავლოთ. სამედიცინო ინსტიტუტში გელბახიანის დროს რაც ხდებოდა, ამაზე უარესი გულისამრევი არ იყო? მე მჯერა ამ კაცის მონათხრობი.

• GATUZO

ვინმეს თუ გგონიათ რო მართალი არ იქნება ეს ამბავი, შეგიძლიათ ნახოთ დოკუმენტური ფილმი ლანჩხუთის გურიაზე, სადაც სიამაყით ამბობს კაცი რო, როცა ვერ მოისყიდა მოწინააღმდეგე გუნდი, წაგებული თამაშის მერე კომისარს ანგარიში გადააკეთებინეს და მოგებად ჩააწერინეს...

• lado

სანამ სტატიას ბოლომდე ჩავიკითხავდი თავიდან ის ვიფიქრე რაც ბოლოს წერია თვითონ რის ფასათ იძლევა ასეთ ინტერვიუს?

[VIDEO] იოკიჩი VS დონჩიჩი - სერბეთის ნაკრებმა სლოვენია 34 ქულით დაამარცხა

3x3Geotour2025-ის ბათუმის ტურის გამარჯვებული გახდა ჩეტი | 12 ფინალისტი შეიკრა

"არ ვაპირებ მივიღო მონაწილეობა ტურნირზე, სადაც აგრესორი ქვეყნები მონაწილეობენ" - ბერტანსმა VTB-ის სუპერლიგაში ასპარეზობაზე უარი განაცხადა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ბუნდესლიგა ხმაურიანი მატჩით იხსნება - "ბაიერნი" "ლაიფციგს" უმასპინძლებს

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა

ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი

სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ავაზა" გაიხსნა

[PHOTO] დაფრინავდნენ უნიტაზები, ფეკალიები, ქვები, ჯოხები - არიან დაჭრილები, 300 ფანი კი დაპატიმრებულია

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო - რა იქნება ევრობასკეტზე?

სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა

ლუის ენრიკე: დონარუმა? კრიტიკა მესმის, თუმცა...

საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო

"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა

"ტოტენჰემი" სავინიოს სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის - რას გადაწყვეტს "მანჩესტერ სიტი"?

"საფონოვმა ეს სურვილი დააფიქსირა" - ფრანგი ჟურნალისტი რუსი მეკარის მომავალზე წერს

"ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ" - დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა