ყველაზე პოპულარული რუსული სპორტული საიტი championat.com-ი სტატიას აქვეყნებს: "სად არის "ლოკომოტივის" ფანების საყვარელი ფეხბურთელი ზაზა ჯანაშია" და საქართველოს ნაკრების ექსფორვარდის შესახებ რამდენიმე სახალისო ისტორიას იხსენებს.

ზაზა 90-იანების პოსტსაბჭოთა ფეხბურთის ერთ-ერთი ნათელი პერსონაჟი იყო, ჰეთ-თრიკებს ასრულებდა, ევროპულ გრანდებს გოლებს გოლებზე უტანდა და თითოეულ მათგანს, ზედმეტი წონის მიუხედავად, სალტოთი აღნიშნავდა.

ჯანაშიამ სიომინისა და "ლოკომოტივის" ყურადღება "სამტრედიაში" თამაშით მიიპყრო. რუსეთში წასვლა დიდად არ უნდოდა, თუმცა მაინც გაფრინდა. აღსანიშნავია, რომ 20 წლის ბიჭს პასპორტიც არ ჰქონდა, თუმცა დაჰპირდნენ, რომ ოღონდ ის თვითმფრინავში ჩამჯდარიყო და ყველაფერს მოაგვარებდნენ.

თბილისში უპრობლემოდ გაატარეს. მოსკოვში კი თვითმფრინავი დაეშვა, ზაზა კი თავის ადგილას იჯდა.

"მოვიდა ჯარისკაცი და მკითხა: "რას ელოდები?" მე ვეუბნები: "არ ვიცი, მაგრამ მომაკითხავენ", - იხსენებს ქართველი თავდამსხმელი.

მართლაც მოვიდნენ "ეფ-ეს-ბეს" თანამშომლები და პირდაპირ სტადიონზე წაიყვანეს.

"მივედით თუ არა, ფილატოვი და სიომინი დამხვდნენ. მეუბნებიან: "ზაზა, გილოცავთ, შენ "ლოკომოტივის" ფეხბურთელი ხარ. აიღე კონტრაქტი და ხელი მოაწერე". მე კი ვუცხადებ: "არაფერს არ მოვაწერ ხელს". გაკვირვებულებმა შემომხედეს, ვერ მიხვდნენ, რა ხდებოდა. პასპორტი არ მქონდა და საქართველოში მომიწია გაფრენა და მისი გაკეთება", - იხსენებს ჯანაშია.

მოსკოვში კი ქართველი მეგობრები ანებივრებდნენ, გატანილ გოლზე ხან რას ჩუქნიდნენ, ხან რას: ყელსაბამებს, ფულს - ზოგი 500 დოლარს, ზოგი 1000-ს. ერთხელ კი მეგობარი შეჰპირდა: "თუ "მაკაბის" მოუგებთ და გოლს გაიტან, საჩუქარი ჩემზე იყოს". "ლოკომ" მოიგო, ზაზამ კი ჰეთ-თრიკი გაიფორმა. მეგობარმა კი იმ დროისთვის ყველაზე ძვირფასი "მერსედესი" - 140 აჩუქა.

"ლოკომოტივის" ექსფეხბურთელი დროზდოვი იხსენებს:

"ზაზამ მოსკოვში 3 ძვირფასი მანქანა იყიდა. ერთხელ კი სიომინი ბაზაზე სულ ახალი "მერსედესით" მოვიდა. ჯანაშია ლამის ჭკუიდან გადავიდა, მანქანას უტრიალებდა, ლამის ენით ლოკავდა. სიომინი ეკითხება: "რაო, ზაზა, მოგწონს?" ის კი: "რას ამბობ, პალიჩ, ნახევარი მანქანა ჩემი ჯარიმებით გაქვს ნაყიდი!"

დაჯარიმებისთვის გუნდს ბევრი მიზეზი ჰქონდა: ზედმეტი წონა, დაგვიანებები... თამაშის დროს დავალებების არშესრულების გამო სიომინმა ანარქისტიც შეარქვა.

თურქეთში კარიერის გაგრძელებამდე, ჯანაშია სამხრეთ კორეაში გაემგზავრა - კონტრაქტი არ გაუფორმებია, თუმცა 8 კილოგრამით ნაკლები კი დაბრუნდა რუსეთში. დამღლელი ვარჯიშების გარდა, ქართველს დიეტურ, ძაღლის ხორცს აჭმევდნენ. როცა ზაზამ გაიგო, რომ მთელი კვირა ძაღლის ხორცს ჭამდა, ცუდად გახდა: ღებინება დაეწყო, სიცხემ 40 გრადუსამდე აუწია. დილით კი უკეთ იყო, მაგრამ მას შემდეგ სტეიკები აღარ უჭამია.

"კორეელები მეუბნებოდნენ, კონტრაქტი გავაფორმოთო. მეთქი, მაცადეთ ბიჭებო, მოსკოვიდან დოკუმენტები უნდა წამოვიღო", - იხსენებს ზაზა.

"ლოკომოტივმა" კი უკან აღარ გაუშვა და სინჯებზე სოჭში წაიყვანა.

"თითქოს ჩემი კორეაში გაყიდვის სურვილი ჰქონდათ, თუმცა, ახლა ვხვდები, რომ სინამდვილეში კი მომატყუეს. რეალურად უნდოდათ, იქაური მეთოდიკით წონაში დამეკლო", - დაამატა ქართველმა.

ჯანაშიამ "ლოკომოტივი" საკუთარი სურვილით დატოვა, ტრავმებმა შეაწუხეს. სათადარიგოთა სკმაზე ჯდომასა და ხელფასის აღებას წასვლა ამჯობინა. თურქეთშიც იყო, თუმცა "ქოჯაელისპორი" დაიშალა. შემდეგ სიომინის შვილთან სათამაშოდ წავიდა რუსეთში, თუმცა ტრავმამ საშუალება არ მისცა და კარიერაც დაასრულა.

მოგეხსენებათ, ზაზა ჯანაშია საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის "დინამოს" მფლობელია და მისი კლუბი ეროვნულ ლიგა 2-ში გამოდის.

1234
ბოლოს თბილისის ლოკომოტივში თამაშობდა, როცა ლოკო ჩემპიონობისთვის იბრძოდა. 200 კილო იყო ლამის და იმ პერიოდის საუკეთესო მეგოლე ჩვენს ჩემპიონატში

კაცი რუსულ ცხოვრებას და რუსულად აზროვნებას იყო შეჩვეული...თანაც იმ პერიოდში ჩვენს ნაკრებში მის პოზიციაზე დიდი კონკურენცია იყო,არველაძეები გრიმიტობდნენ.რა გასაკვირია, რომ ზაზა ჯანაშია იყო"მენტალიტეტო დებილ".
გელა (ხელსაწყო არა)
ნეტავ თავის გუნდს სახელი გადაარქვას და რამე ნორმალური ქართული სახელი დაარქვას. რაღა დროს დინამო, ტორპედო, როტორი და ბამპერია, სპორტული კლუბია თუ პროფილაქტიკა? ტოპონიმები დაილია სამეგრელოში?

https://www.youtube.com/watch?v=CJa7TylrOlc&feature=share&fbclid=IwAR0v7Z-yOWQEJ1KllPClc0M37b8qLdMIgBWs9NtMSptKHZFM31Z7kzobEFM

მისი საქციელის ბევრი უარყოფითის მიუხედავად,თამაშობდა კარგ ფეხბურთს.არ დამავიწყდება მის მიერ რომის ლაციოს კარში ოსტატურად გატანილი გოლი.
Johan Boskamp
ზაზაზე სულ ის ფრთიანი გამონათქვამი მახსენდება: მენტალიტეტო დებილ
ჯერი
კი სწორი ტერმინია. ზაზა ჯანაშია მართლა პოსტსაბჭოთაა ქცევითაც, მენტალობითაც და მთელი თავისი არსებით. არსად დაეკარგოს რუსეთი.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
გაგნიძემ მოსკოვის "ლოკომოტივს" ურთულესი პოზიციიდან გაუტანა [VIDEO]
"იმსახურებდა თუ არა "ოქროს ბურთის" სიაში მე-12 ადგილზე გასვლას?" - სიომინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ლივერპული?" ხვიჩასთვის ძლიერი მეტოქე არ არსებობს" - ზაზა ჯანაშიამ "კვარაზე" ისაუბრა
"ვოცნებობ, რომ რუსეთის საფეხბურთო ნაკრები 2025 წლიდან საერთაშორისო არენაზე დაბრუნდეს" - ზაზა ჯანაშია
ზაზა ჯანაშია: ესპანეთი მთლად ისე ძლიერი არაა - ჩვენ ცხელი სისხლი გვაქვს
"ნუ უყურებთ იმას, რომ ფეხბურთელია" - ჯანაშია ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე
სიომინი: ხვიჩა თავის უმაღლეს დონეს ინარჩუნებს
ჩაკვეტაძის თანაგუნდელი შეიძლება რუსულ კლუბში გადავიდეს
რუსი მეკარე კიტეიშვილის "შტურმში" გადავიდა
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
სიომინი: პსჟ-სთვის ხვიჩას ტრავმის მიღება დიდი პრობლემაა
სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი შეიძლება "ჟირონაში" გადავიდეს
სიომინი: ხვიჩა "ნაპოლიში" მარადონაზე ნაკლებად არ თამაშობდა - "ოქროს ბურთი" შეიძლებოდა მიეცათ
"უკეთესი იქნებოდა, "ზენიტს" ქართველი ფეხბურთელი ეყიდა და შემდეგ ის ამ ფასად გაეყიდა" - ჯანაშიამ რუსულ კლუბს ტრანსფერი არ მოუეწონა
მოსკოვის "ლოკომოტივმა" მარადიშვილი იჯარით გაუშვა
"თუ ეს მოხდება, ხვიჩას "ოქროს ბურთის" მოგებაც შეუძლია" - ზაზა ჯანაშია კვარაცხელიაზე
კიდევ ერთი რუსი პსჟ-ში უკრაინელი ზაბარნის "გასახარებლად"?
სიომინმა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგების შესაძლებლობა შეაფასა