"ბორჯღალოსანი" ლაშა ხმალაძე ეროვნულ ნაკრებში 12 წლის წინ 20-წლამდელთა ნაკრებიდან დაწინაურდა. მას ყველაზე მეტი, 83 კეპი აქვს იმ მორაგბეებს შორის, რომლებიც 2008 წლის შემდეგ, მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატიდან ეროვნულ გუნდში დაწინაურდნენ.

რეკორდსმენის განვლილი გზით "მსოფლიო რაგბი" დაინტერესდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა:

„საქართველოს ნაკრების მგეზავი ლაშა ხმალაძე, რომელსაც მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა „ალაფაზე“ ნათამაშები მორაგბეებიდან ყველაზე მეტი ტესტ-მატჩი აქვს ჩატარებული, საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.

2008 წელს ჩილეში გამართულ პირველ „ალაფაზე“ "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მესამე ადგილი დაიკავა, თუმცა ხმალაძეს დარჩა შეგრძნება, რომ გუნდს მეტის მიღწევა შეეძლო. ის იყო ერთ-ერთი იმ ცხრა მორაგბიდან, რომლებმაც შემდგომში ეროვნულ ნაკრებში, უმაღლეს დონეზე ითამაშეს.

32 წლის სპორტსმენი ფიქრობს, რომ იმ წელს „ალაფის“ თასზე შეიძლებოდა საქართველოს სახელი ამოეტვიფრათ და არა მომავალი გამარჯვებული ურუგვაის, რომელთანაც "უმცროსი ბორჯღალოსნები" ნახევარფინალში დამარცხდა. საქართველომ „ალაფა“ 7 წლის შემდეგ მაინც მოიგო. იმ დროს ხმალაძე უკვე იყო ავტორიტეტული საერთაშორისო მოთამაშე:

„ძალიან კარგად მახსოვს ჩილეს ტურნირი. ჩვენ გვყავდა კარგად დაბალანსებული გუნდი და თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა. ერთადერთი ჩვენი მეტოქე ურუგვაი იყო, რომელსაც ნახევარფინალში შევხვდით და დავმარცხდით. მერე ვფიქრობდით, რომ მათთან კიდევ 10-ჯერ რომ გვეთამაშა, 9-ს მოვიგებდით, მაგრამ ზუსტად ესაა რაგბი. გადამწყვეტ მომენტში ის ერთი კონკრეტული შეხვედრა დავთმეთ და განმეორების შანსი არ გვქონდა“.

„მარტო ერთი მორაგბე თამაშს ვერ იგებს. გუნდის ყველა წევრს უნდა ჰქონდეს შესაბამისი განწყობა, განწყობა კი ნერვიულობა არ არის. ჩემი აზრით, იმ დღეს ყველანი ძალიან ვნერვიულობდით და სწორედ ამის გამო დავუშვით ბევრი შეცდომა. გადამწყვეტ თამაშებს ყოველთვის სხვანაირი განწყობა უნდა და ნერვიულობას სხვა მიმართულება უნდა მისცე“.

ხმალაძემ ჩილეში ოთხი ლელო გაიტანა და მალე მოხვდა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. მისი დებიუტი ჩილედან დაბრუნებიდან ორ თვეში, „მსოფლიო რაგბის ერთა თასზე“, „განვითარებად სამხრეთ აფრიკასთან“ შედგა.

„2007 წლის მსოფლიო თასის შემდეგ გუნდში ახალი მწვრთნელები მოვიდნენ – ტიმ ლეინი და ლევან ცაბაძე, რომლებმაც გაფართოებულ რაზმში ჯერ კიდევ ზამთარში დამიძახეს. გარკვეული პერიოდი გუნდთან ერთად ვივარჯიშე და გამომიშვეს. არ ველოდი, ამის შემდეგ ასე მალე თუ დამიძახებდნენ, მაგრამ შანსი გამოვიყენე და ეტაპობრივად ეროვნულ გუნდში ადგილი დავიმკვიდრე“ – იხსენებს ხმალაძე.

12 წლის განმავლობაში მან 83 კეპი მოიხვეჭა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია 20 წლამდე „ალაფიდან“ დაწინაურებულ მორაგბეებს შორის. მსოფლიო თასის 3-გზის მონაწილეს არასდროს დავიწყებია, რამდენად დიდი როლი ითამაშა ახალგაზრდულ ნაკრებში გატარებულმა პერიოდმა მის განვითარებაში.

ბავშვობის ოცნება

„ეს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, თუმცა ამ ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი იმ სიხარულს და განცდას, რაც ნაკრებში ბიჭებთან ურთიერთობით მივიღე. იმდენად დიდ ემოციას ვიღებ, რომ სიტყვებით რთული გადმოსაცემია. ყველა ეტაპზე მიწევდა ახალი გამოწვევების გადალახვა და ვიღებდი ახალ გამოცდილებას. ყველა მოგება თუ მარცხი მაძლევდა დამატებით ცოდნას, რომელიც თამაშიდან თამაშამდე იზრდებოდა. ვფიქრობ, საერთაშორისო გამოცდილება ყველა მოთამაშისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, ადრეულ ასაკში“.

20-წლამდელთა „ალაფისა“ თუ თასის მონაწილეებიდან საქართველოს ნაკრებში 47 მორაგბე დაწინაურდა და ეს ტრადიცია გრძელდება. ხმალაძე ამ პროცესს მიესალმება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ახალგაზრდა ნაკრებში მისი კონკურენტი ხდება.

„საქართველოს ნაკრები ჩვენით არ დაწყებულა. ჩვენამდე აქ არაერთი დიდი მორაგბე თამაშობდა, რომლებმაც გუნდში თავიანთი სიტყვა და ტრადიცია დატოვეს. ეს ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემა და ერთი დიდი ოჯახი ყალიბდება. ჩვენ მივესალმებით ყველა ახალ წევრს, მიუხედავად იმისა, 20-წლამდელთა ნაკრებიდან მოვიდა თუ არცერთ ახალგაზრდულ ნაკრებში არ უთამაშია“.

მოთამაშეები, რომელთაც უნდა ვუყუროთ

მგეზავი თედო აბჟანდაძე შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდება ახალგაზრდა მორაგბეების ეროვნულ გუნდთან შერწყმა. ხმალაძე ფიქრობს, რომ 20-წლამდელთა ნაკრების რამდენიმე წევრი ეროვნულ ნაკრებს უახლოეს პერიოდში შეუერთდება:

„ეს ჩემი პირადი აზრია, თუმცა 20-წლამდელთა კაპიტანი დემე თაფლაძე კარგია დაცვაში და ეფექტური შეტევაში. ასევე - სანდრო სვანიძე, რომელიც მუდამ ახერხებს უპირატესობის მოპოვებას და აკაკი ტაბუცაძე, რომელიც ძალიან სწრაფია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი შრომა მოუწევს, რომ ნაკრებში ადგილი დაიმკვიდროს. ამ მორაგბეებს მოტივაცია არ აკლიათ და თუ ბევრს იშრომებენ, დარწმუნებული ვარ, ბევრს მიაღწევენ“.

ხმალაძე ჯერ არ ფიქრობს საერთაშორისო კარიერის დასრულებას და მისი მზერა 2023 წლის მსოფლიო თასისკენაა მიპყრობილი:

„მაქსიმუმს გავიღებ, რათა გუნდს 2023 წლის მსოფლიო თასზე მოხვედრაში დავეხმარო და მეც ვიყო ამ გუნდის ნაწილი. ამ ეტაპზე ეს ჩემი ცხოვრების მიზანია“.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მომატებული 5 კილოგრამი ასე დავიკელი" - პეპ გვარდიოლა
"გუნდი არ ვიყავით, ყველა თავისთვის თამაშობდა" - ვიტინიამ მესი-ნეიმართან ერთად თამაშის პერიოდი გაიხსენა
"დაკარგული ჯერ არაფერია. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის მსგავსად უნდა იმოქმედოს" - ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელებს რჩევა მისცა
[VIDEO] პსჟ-ს ფეხბურთელებმა დემბელეს დასცინეს
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა
GFF Awards 2025 - საუკეთესო ფეხბურთელად კვარაცხელია დაასახელეს
[VIDEO] ემერიმ "სტემფორდ ბრიჯზეც" მოიგო - "ასტონ ვილას" ბრწყინვალე სერია და უოტკინსის უნიკალური რეკორდი!
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
დიდი 10. I ტურის წინ: ვიწყებთ ქართულად, ვასრულებთ ავსტრალიურად
ლაშა ხმალაძე: მომავალ მსოფლიო თასს უფრო გამოცდილი გუნდით ვხვდებით
როვიგო VS ბათუმი - დებიუტი "კონტინენტურ ფარზე"
რაგბი ევროპა - ლაშა ხმალაძე და გიორგი ჭყოიძე "ფინალისთვის" მზადებაზე
მაისაშვილი: შედეგით და თამაშით უკმაყოფილო ვარ, ბევრი შანსი გავანიავეთ და შედეგიც ლოგიკური დადგა
ეს მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არაა - "ბორჯღალოსნები" რუსეთთან მატჩისთვის ემზადებიან