2 ივლისს, ეროვნული ლიგის მე-4 ტურში, ბათუმის "დინამოსა" და "საბურთალოს" დაპირისპირება 1:1 დასრულდა.

ბათუმის "დინამომ" პირველი სამივე მატჩი ფრედ დაასრულა, "საბურთალო" კი მესამე ტურში მოულოდნელად თბილისის "დინამოსთან" 0:3 დამარცხდა და ამდენად, გამარჯვება ორივე გუნდს ჰაერივით სჭირდებოდა.

ეს შეხვედრასაც დაეტყო. პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ხისტი თამაში იყო, მომენტები კი ხშირად არ იქმნებოდა.

ანგარიში ლამაზი, მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ ნონიკაშვილმა გახსნა, რომლის დარტყმული ბურთი ორივე ძელს მოხვდა და კარის ბადეში აღმოჩნდა. ეს "საბურთალოში" მისი პირველი გოლია. თუმცა ჯიღაურმა მალევე აღადგინა წონასწორობა.

ამის შემდეგ თამაში გაიხსნა, უფრო თვალსასეირო გახდა. 73-ე წუთზე კარის წინ მაჭარაშვილმა გაფრინდაშვილი წააქცია, გააძევეს და სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომლის გატანა ფლამარიონის კუპატაძემ არ დაანება.

დარჩენილ დროში ბათუმელებმა რიცხობრივ უმცირესობაში მყოფი მეტოქე საკუთარ კარს მიაჯაჭვეს, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს და - 1:1.

ბათუმი. "ანგისა"

დინამო (ბთ) - საბურთალო 1:1

გოლები: 0:1 ნონიკაშვილი (61), 1:1 ჯიღაური (66)

გაძევება: მაჭარაშვილი (73)

გამოუყენებელი პენალტი: ფლამარიონი (74)

დინამო (ბთ) (4-2-3-1): ალავიძე (კ), გეგეჭკორი, კობახიძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი, ცინცაძე (ტეიდი 46), ჯიღაური, მანჯგალაძე (გაფრინდაშვილი 66), მამუჩაშვილი, დვალიშვილი (ნიქაბაძე 60), ფლამარიონი

მწვრთნელი: გეგუჩაძე

საბურთალო (5-2-1-2): კუპატაძე, მარგველაშვილი (კ), გრიგალაშვილი, ჭიჭინაძე, ნონიკაშვილი (ბელიაევი 72), მაჭარაშვილი, ტერა, ალთუნაშვილი, ტაბატაძე, კოხრეიძე (გულიაშვილი 90+1), ქავთარაძე (ცნობილაძე 76)

მწვრთნელი: შალამბერიძე

ემზარ დუისბურგი
ჰო გეგუჩაძემ გააფრთხილა ბიჭები ,ნელა ირბინეთ ამდენი ხნის უთამაშებელი არ გიხამოთო და თუ გოლი გაგვითანეს მერე კი ბატონოვო.....რა შუაშია აქ ტრენერი ,ვერ ხედავ გოლამდე როგორ ზოზინებდნენ ეს ვითომ პრიფები
ნოდარი
ბათუმის დინამო და გეგუჩაძე სწორ გზაზე არიან მომავალში მეორე ლიგის ჩემპიონი გახდება
5555
Gunds yabs saertod prezidenti?geguchadze moashore an shen moshordi vabshe dinamis azrze arxar fex urtis.amodit yelshi da nuimadlebit ragac ragacaebs.
ქობულეთიდან
ჯოვინოს დარტყმულ 11 მეტრიანს მინიმუმ თავმოყვარე მეკარე მოიგერიებდა და ასეც მოხდა.ეს იყო პენალტის შესრულება?სხვამ რომ დაარტყას პენალტი არ შეიძლება?შარშანაც ბევრი პენალტი გააფუჭა ამ კაცმა თუნდაც იგივე საბურთალოსთან მატჩში. ერთიც მინდა დავამატო,გამოდის რომ თურმე ბათუმელთა შარშანდელი გამარჯვებების სულისჩამდგმელი მაყურებელი ყოფილა,აბა შემადგენლობა არ შეცვლილა პირიქით კიდევ გაძლიერდა და 4 თამაშიდან (3 შინ) გუნდმა ერთიც ვერ მოიგო.....
გოლი
რატომ უნდა მოიგოს ბათუმა თამაშები,ვინ ყავს ფეხბურთელი რომელიც დარბის ტეიდის გარდა,მძიმედ დადიან სტადიონზე,გასაყრელია ყველა ესენი,რას გვანან ფეხბურთის თამაში და სირბილი ეზარებათ,გეგეჭკორი ძალიან უსახური იყო,
ფრიდონი
აბა დაფიქრდით ხალხნო,გთხოვთ და დააკომენტარეთ თქვენი აზრი,იმ რესურსით რაც ბათუმის გუნდშია, გინდა ფინანსებით და გინდა ფეხბურთელებით(თუ არ იცით შეგიძლიათ გადაამოწმოთ) ცალი ფეხით უნდა იგებდნენ თამაშებს.შარშან ჩემპიონები იყვნენ თითქმის და რა...
ზაურ
2 მეტრით წინ რომ გამოვარდა მეკარე მსაჯმა ვერ დაინახა თუ ესპანეთში სხვა წესებია.ტერ შტეგენის მოგერიებული პენალტი არ უნახავს ალბათ მაგას
საბა
არა ბათუმმა ზოგადად ცალსახად ცუდად ითამაშა,მაგრამ პენალტი გამეორებით უნდა დაერტყა ბათუმს და კუპატაძე უნდა გაეყვითლებინა მსაჯს,რადგან დარტყმამდე მეკარე კარის ხაზიდან,პირობითად ვიძახი, ნახევარი მეტრით წინ გადმოხტა და იმიტომაც ძაან მარტივად მოიგერია პენალტი
გია ფანი
ამ თამაშით აპირებს გეგუჩაძე ბათუმის დინამო გახადოს ჩემპიონი?! ფრთხილად იყავით ამ კაცმა იქ არ დააბრუნოს გუნდი საიდანაც გადმოიყვანა,,,,პრაქტიკულად ამ ფრით ჩემპიონობისათვის ბრძოლას გამოეთიშა ბათუმური გუნდი,მომდევნო ტურში ლოკომოტივთან ქულასაც ვერ აიღებს თითქმის დარწმუნებული ვარ,,,,და სიმართლე ის არის რომ ეს გუნდი ასეთი თამაშით ჩემპიონობას არ იმსახურებს.......მარა კაცი იმედით ცხოვრობსო
კაპიტანი
დაუშვით ხალხი სტადიონზე ამით რა დაშავდება თუ შეკრება აკრძალულია იქ რატო იდგნენ?
ბათუმის ფანი
არ იფიქროთ მსაჯს ვაბრალებდე ჩვენს საცოდაობას მაგრამ მაინტერესებს ორ მეტრში მდგომმა როგორ ვერ დაინახა აშკარა ხელით თამაში
ბათუმის ფანი
გამაგებინეთ რეინალდო სამკურნალოდ ჩამოვიდა ბათუმში თუ ჯოვის ართობს?!
ბათუმის ფანი
გაათრიეთ გეგუჩაძე...არ დამბლოკოთ გთხოვთ
მარეკი
აი ესე ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევს ბათუმი.ესეთი რა დააბოლა ამ მწვრთნელმა ეს ხალხი ჯერ გაუგებარია.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს