19 ივლისს, ეროვნული ლიგის მე-6 ტურში "დილამ" თბილისის "დინამო" 2:1 დაამარცხა.

პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და შესვენებაზე სტუმრები გაგნიძის მიერ გატანილი გოლით გავიდნენ, რომელმაც დასწრებაზე კობოურს აჯობა - 1:0. 24-ე წუთზე მარცხენა ბარძაყის ტრავმა მიიღო გორელთა მცველმა გიორბელიძემ და შეცვალეს. შეგახსენებთ, ის მალე კარიერას ავსტრიის ბუნდესლიგაში გააგრძელებს.

შესვენების შემდეგ "დილას" კაპიტანმა მაისაშვილმა ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მისი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. ცოტა ხანში კი ბუღრიძე საჯარიმოში იენდეუნტმა წააქცია, კუციამ პენალტი თავის ყოფილ გუნდს გაუტანა და ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში მასპინძლები უტევდნენ, მაგრამ კომპენსირებულ დროში კოვტალიუკმა საჯარიმოდან დალაშქრა კვასხვაძის კარი და გორულმა გუნდმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. უკრაინელი თავდამსხმელი 6 გოლით მიმდინარე ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია.

"დილა" 14 ქულით ლიდერია, თბილისის "დინამო" კი 9 ქულით მესამე ადგილზეა.

25 ივლისს თბილისის "დინამო" სტუმრად "სამტრედიას" დაუპირისპირდება, ხოლო "დილა" 26 ივლისს ბათუმის "დინამოს" უმასპინძლებს.

თბილისი."დინამო არენა"

დინამო (თბ) - დილა

გოლები: 0:1 გაგნიძე (38), 1:1 კუცია (68, პენ), 1:2 კოვტალიუკი (90+2)

გაძევება: მაისაშვილი (63)

დინამო (თბ) (4-2-3-1): კვასხვაძე, კობოური, ლოჩოშვილი, აზაროვი, ტრუბოჩკინი, ქარდავა (ბუღრიძე 59), პაპავა (კ), კუცია (ზარია 85), ქავთარაძე (ახვლედიანი 74), გაბედავა, პერნამბუკო

მწვრთნელი: ჩხეტიანი

დილა (5-2-3): გუგეშაშვილი, გიორბელიძე (ლაცაბიძე 24), ხურცილავა, მაისაშვილი (კ), იენდეუნტი, ეტოუ, ნონდი, მარკოზაშვილი (სპანდერაშვილი 56), ლექვთაძე (გორგიაშვილი 74), გაგნიძე, კოვტალიუკი

მწვრთნელი: ნემსაძე

KAXAKAXI
არა, დილას ზღაპარიო... მონდომება და გაკეთება სხვა არის... მარტო ის არაა დინამო.. გუნდი ფორმაშია და იგებს
მამუკა
დინამოს რომ მოეგო იქნებოდა ჩვეულებრივი ამბავი. არაფერი საინტერესო ამიტომ არ აინტერესებს არავის
გიორგი
გორის დილას მოგებას ვულოცავ და წარმატებას ვუსურვებ შემდგომ თამაშებშიც.
G.l.
მამუკა კი არ მომწყინდა დანახვა აღარ მინდა დინამო თბილისის იმის მერე რაც ჩისკო გაუშვეს და ჩხეტიანი მოიყვანეს,კაცი რომელიც გაგებაში არ არი მწვრთნელობის. მოიყვანეს კაპანაძე და მსგავსი დაბალი დონის ფეხბურთელები. ამიტომ 40 წლის შემდეგ პირველად აღარ ვგულშემატკივრობ დინამო თბილისს და ვგულშემატკივრობ ბათუმს,რომელიც ცდილობს შექმნას კარგი გუნდი,ყავს კარგი მწვრთნელი,კარგი ფეხბურთელები,კარგი გულშემატკივრები და ა.შ. სანამ დინამო თბილისში იქნება ჩხეტიანი და მისნაირი დაბალი დონის ფეხბურთელები ანგარიშის გაგებაც აღარ დამაინტერესებს რა ანგარიშით წააგებს. სტადიონზე არ მოდისო ხალხიო წუწუნებენ,მოვიდე და ჩხეტიანის უაზრო ხავილს ვუსმინო? ბოლომდე,ყურადღებით,ავიწიეთ და მსგავსი უაზრო მითითებები... სასწრაფოდ გაუშვით ეგ ფეხბურთში შემთხვევით მოხვედრილი ხალხი!!! ბათუმი წინ!!! გენაცვალეთ ბათუმელებო!!!
მამუკა
არ მოგწყინდათ დინამოს ჩემპიონობა? 200 წელი ვერავინ დაეწევა.
G.l.
ასეთი უსახური დინამო არ მახსოვს,გადაშეენეთ ჩხეტიანი
pelepele12
პაპავა რო კაპიტანი იქნება...... საერთოდ რა უნდა მაგას ძლივს დადის რატო აწვალებთ პაპავა არის ლიგა2 ის მოთამასშეე...
ლ.გიო
ძალიან ბევრ თამაშზე ვყოფილვარ სტადიონზე და მწვრთნელი რომელიც აძლევს ასეთ -„ბოლომდე“, „ყურადღებით“ და მსგავს მითითებებს არის უცოდინარი და გაგებაში არ არი მწვრთნელობის! შე კაი კაცო,თუ რამე მითითების მიცემა გინდა,რამე აზრიანი მიუთითე...ბოლომდე და ყურადღებით ხო ისედაც ყველამ იცის და ეგ მაყურებელს შეუძლია მოუწოდოს.შენ,მწვრთნელო ცოტა აზრიანი უკარნახე რა...მაგრამ რა უნდა უკარნახოს ამ კაცმა რომელიც გარტყმაში არ არი მწვრთნელობის და საერთოდ საიდან მოხვდა მწვრთნელად მიკვირს. ლობანოვსკი და ახალკაცი ყველას გვახსოვს და რავი კი ყავდათ საწაული გუნდები...მოკლედ ჩხეტიანი უნდა წავიდეს და რაც შეიძლება მალეეეეე
დ.გ
აქ წერდა ერთი რომ სასწრაფოდ უნდა მოვიყვანოთ კაცი ამადა ამ პოზიციაზეო...კი არ უნდა მოვიყვანოთ უნდა გაუშვათ ჩხეტიანი თავისი ბალასტით-ელვა,მეხი,ჭექა,ქუხილი,ქარიშხალი და ა.შ. ჩხეტიანო რა მოგცეთ რომ წახვიდე შენი ბალასტიანად იქ საიდანაც მოხვედი?
ave
როგორ გადავამოწმო? მართლა მაინტერესებს
ფანი
დღეს ამ თამაშზე ტოტალიზატორში დილას მოგებას დებდნენ (შეგიძლიათ გადაამოწმოთ) და გამაგებინეთ ხალხო საიდან იცოდნენ? ანუ ბათუმი უნდა გახდეს ჩემპიონიო ამასაც გაესვა ხაზი.
gio
არასდროს არაფერი არდამიჭერია ფიფიაზე მაგრამ ეს რაც დინამოში ხდება კატასტროფაა გუნდს დაცვის ცენტრში მინიმუმ 1 ფეხბურთელი კიდევ უნდა ოღინთ არა ბენიო. თრუბოჩკინისნაერები აქაც ბევრი გვყავს აზაროვი პატარაკიარის მაგრამ შეშინებული თამაშობდა ანუ მთლიანად დაცვაში კატასტროფაა ასევე ცენტრალური ნახევარმცველი ერთი მაინც არის მოსაყვანი თავში ტვინი როქონდეს ისეთი და კიდევ გაბედავათი და კაპანაძეთი თუაპირებ ფიფია რამის მოგებას ..... ბათუმის დინამოს თუ შეუძლია ფლამარიონის დონის ფეხბურთელის მოყვანა თქვენ რა გეტაკათ..
ბათუმის ფანი
ყოჩაღ დილა!!! მაგარი ჯახი გველის შემდეგ ტურში. P.S. დ.თ. მარტო დედაქალაქის გუნდებს უგებს წელს) ცოტა საეჭვოდ მეჩვენება მათი ბოლო ორი თამაშიდან გამომდინარე ლოკოსთან და სომხების ნაშებთან გასეირნება)))
valeri
დაიმსახურა დილამ და ვულოცავ! დინამო როდემდე უნდა იყოს მსაჯების იმედზე რო კაცნაკლულს მეტოქეს კიდე პენალტებს მიუყოლებენ
გოგა
კი ვამბობდი დილა იქნება ჩემპიონატის ფავრიტითქო,ჯერ კიდევ კორონამდე,მაგრამ დამცინეს აქ:)

ყოჩაღ დილას და ნემსაძეს. კაცნაკლულმა გუნდმა იბრძოლა და მოგებაც დაიმსახურა. დინამო კიდე იჯდეს პირდაღებული
baba
ვულოცავ დილას მოგებას! დინამო ნუ იძახი ანეგდოტს რო ევროთასების ჯგუფში უნდა მოხვდეთ. ნებისმიერი გუნდი მოგიგებთ ვინცარუნდა შეგხვდეთ.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] სტატუსის შესაფერისი ვერ გამოვიდა - "იბერიამ" გამარჯვებით დაიწყო
ნიკოლოზ მალი "დილას" ფეხბურთელია
ზურაბ მუსელიანი "დილას" ფეხბურთელია
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0:1 მეშახტე. ყოჩაღი დებიუტანტის ისტორიული გამარჯვება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
"დილას" ამბები - გორელებმა 21 წლის მცველი 100 000 დოლარად გამოისყიდეს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა