წარსულში ცნობილმა ინგლისელმა თავდამსხმელმა იან რაიტმა ტრადიციულ სვეტში თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის მწვრთნელ ფაბიო კაპელოს შეუტია
წარსულში ცნობილმა ინგლისელმა თავდამსხმელმა, „არსენალის“ ლეგენდამ, იან რაიტმა ტრადიციულ სვეტში თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის მწვრთნელ ფაბიო კაპელოს შეუტია. მან თქვა, რომ კაპელო პირველად როდი ცდილობს ცუდი შედეგი ფეხბურთელების გადაღლილობით გაამართლოს. მისმა ასეთმა ქცევამ აქეთ გადამღალაო, მწარედ ხუმრობს რაიტი, როდესაც შაბათს, „უემბლიზე“ ჩატარებულ ინგლისელთა და შვეიცარიელთა (2:2) შეხვედრას ეხმიანება.

„ჯობს ჩვენმა მწვრთნელმა დაღლაზე მეტად ტაქტიკასა და ფეხბურთელების სწორად შერჩევაზე ილაპარაკოს“ - დაწერა „სანის“ მესვეტემ, რომელიც დარწმუნებულია, რომ შვეიცარიასთან მწვრთნელი ტაქტიკის განსაზღვრაშიც შეცდა და შემადგენლობის შერჩევაშიც.

„ჩვენ, შაბათს ფრედ იმიტომ კი არ ვითამაშეთ, რომ ფეხბურთელები გადაღლილები იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ ჯარიმიდან ორი გოლი გავუშვით, რაც არც მეტი არც ნაკლები, დანაშაულია. ასეთი რამ სანაკრებო კი არა, გაცილებით დაბალ დონეზეც არ ხდება.

ჩვენს ფეხბურთელებს აშკარად ეძინათ, მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე უფრო საღად თამაშობდა და გაცილებით შემოქმედებითი იყო. გახსოვთ ბოლო 25 წუთი? ეს იყო გამაღიზიანებელი მონაკვეთი, როდესაც ჩვენ მეტოქის კარზე შტურმი უნდა მოგვეწყო, სანაცვლოდ კი სულ ორჯერ თუ ვუჩხვლიტეთ მოწინააღმდეგეს.

ისე, ერთი-ორი კაცი შესაძლოა მართლა დაიღალა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ჩამორჩენის გამოსასწორებლად ვხარჯავდით ენერგიას. ჩამორჩენით კი იმიტომ ჩამოვრჩით, რომ დასაწყისში ორი უხეში შეცდომა დავუშვით. კიდევ, ინგლისის ნაკრები შაბათს ბურთს ვერ აკონტროლებდა და ეს ძალიან მაშფოთებს“.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა