ლონდონის “ფულჰემმა” თავისსავე ვებგვერდზე დაადასტურა, რომ გუნდს მომავალი სეზონიდან ჰოლანდიელი მარტინ იოლი ჩაიბარებს
ლონდონის “ფულჰემმა” თავისსავე ვებგვერდზე დაადასტურა, რომ გუნდს მომავალი სეზონიდან ჰოლანდიელი მარტინ იოლი ჩაიბარებს. ამ პოსტზე ის უელსელ მარკ ჰიუზს შეცვლის, ვინც “ქრეივენ კოტეჯი” სულ რაღაც ერთი კვირის წინ დატოვა.

იოლი კლუბის ბაზაზე ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა ინგლისში მალე ჩავა და მუშაობას შეუდგება. 55 წლის სპეციალისტმა ლონდონელებთან ახალი 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, სადაც აღნიშნულია, რომ თუკი თანამშრომლობით ორივე მხარე კმაყოფილი დარჩება, ხელშეკრულება ავტომატურად 12 თვით გაგრძელდება.

“მე ბედნიერი ვარ, რომ ამიერიდან “ფულჰემში” მუშაობა მომიწევს. ეს გუნდი ხომ იმითია ცნობილი, რომ ყოველთვის შემტევ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა. ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც სოლიდური საფუძველი აქვს ჩაყრილი და უერთგულესი ფანები ჰყავს. მინდა, რომ რაც შეიძლება მალე გავხდე ამ დიდი ოჯახის წევრი. მადლობა ყველას, ვინც მე ამხელა ნდობა გამომიცხადა,” – განუცხადა კლუბის ვებგვერდს მწვრთნელმა.

ჰოლანდიელისთვის ეს არ იქნება პირველი კლუბი ინგლისურ ლიგაში. 2004-დან 2007-მდე ის ხომ “ტოტენჰემს” ედგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით “დეზებმა” ორჯერ დაიკავეს იმ დროისთვის სარეკორდო მე-5 ადგილი (რაც შარშან ჰარი რედნაპმა გააუმჯობესა). მას უმუშავია მშობლიური ჰოლანდიის ლიგის უამბიციო კლუბებში, კერძოდ “როდასა” და “ვაალვაიკში”, ასევე გერმანულ “ჰამბურგში”. იოლის კარიერის პიკად შეიძლებოდა “აიაქსი” ქცეულიყო, მაგრამ იოჰან კრუიფის თქმისა არ იყოს, მას ამისთვის აიაქსელობა არ ეყო და ასეთი დიდი სახელის მქონე კლუბში შექმნილ წნეხს ვერ გაუძლო. შესაბამისად, ის ამსტერდამული გრანდიდან დროზე ადრე გაუშვეს.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა