საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თავისი საიტით იტყობინება, რომ 31 ივლისიდან ჩემპიონატის მატჩებზე გულშემატკივრებს დასწრების უფლება მიეცემათ:

"კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მერვე ტურიდან მაყურებელი სტადიონზე დაიშვება. გულშემატკივრის სტადიონზე შესვლა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლის მიხედვით მოხდება, რომელიც 30 ივლისს დამტკიცდა.

სამინისტროს მიერ გამოცემული რეკომენდაციების მიხედვით, სტადიონზე წინასწარ უნდა განისაზღვროს სტუმართა განთავსების ადგილები, ყოველი დაკავებული ადგილის შემდეგ იყოს ორი თავისუფალი ადგილი, იმგვარად, რომ ღონისძიებაზე დამსწრე პირთა მიერ დაკავებული ადგილების რაოდენობა არ აღემატებოდეს ადგილების საერთო რაოდენობის 33%-ს. ამას გარდა, აუცილებელია თერმოსკრინინგის ჩატარება და სტადიონის ტერიტორიის სადეზინფექციო საშუალებებით უზრუნველყოფა.

სპორტულ ღონისძიებებზე სტადიონზე მაყურებლის დაშვების ინიციატივით საქართველოს მთავრობას სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მიმართა და გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 21 ივლისს გამართულ სხდომაზე მიიღო".

ზაზა
მეგობარო ჩვენს, ქართული ფეხბურთის, თამაშებზე სიარულის სურვილი რატომ უნდა გქონდეს, ეს მიკვირს ზუსტად! ყველაფერი გემოვნების ამბავია და ყველას შეუძლია ის აკეთოს, რაც სიამოვნებს. მე ქართველ გულშეკმატკივარს უფრო გემოვნებიანად ვთვლი. ვთვლი, რომ თამაშის საყურებლად რომ წახვალ უნდა ნახო კარგი დრიბლინგი, კარგი პასი, მეკარის განსაკუთრებული თამაში,სათამაშო ელემენტების მაღალ ტემპში ხარისხიანად შესრულება, კარგი საჯარიმო დარტყმა, კარგი ფინტი, კარგი მსაჯობა(!) და ა.შ. რითაც ლამაზია ეს სპორტის სახეობა. ჩვენ რას ვხედავთ? შენელებულ ტემპში ყველაფრის (ან თითქმის ყველაფრის) უხარისხოდ შესრულებას. არ მომწონს სტადიონი მაყურებლით რომ არ ივსება- ფეხბურთი ხომ პირველ რიგში მაყურებლისთვისაა. გსიამოვნებთ ამ ვაიფეხბურთელების ყურება ? -კი ბატონი! ისიამოვნეთ. რა ფეხბურთს ვთამაშობთ და რა დონეც გვაქვს წლებია უკვე ჩანს - საკლუბო ფეხბურთი 1-2 ეტაპის მერე შვებულებას იწყებს საერთაშორისო დონეზე. ნაკრები კი წლებია 100 ის ბოლოში იკავებს ადგილს კონგო, მადაგასკარი, ლიბანის და მათი მსგავსი ნაკრებების გვერდით. ესეც მოგწონთ ? ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. დაბოლოს, ზოგადად, მაყურებელი თამაშზე დადის სიამოვნება რომ მიიღოს. საქართველოს ჩემპიონატის თამაშზე ყურებით სიამოვნების მიღება ჩემთვის წარმოუდგენელია. მოგწონთ ? -წარმატებები ! ასე გაგრძელდება საფეხბურთო პანდემია წლები და ვისიამოვნოთ ამ ყოველივეთი..

გადაივსება სტადიონები
ზაზა-ს
ჩემო მეგობარო,არც ჩემი ოჯახის წევრი თამაშობს ფეხბურთს საქართველოს ჩემპიონატში და არც ფანკლუბის წევრი ვარ,მაგრამ მოუთმენლად ველოდები ბათუმის დინამოს საშინაო მატჩებს რომ ტრიბუნაზე ადგილი დავიკავო.ჩემსავეთაა ათასობით ბათუმელი,5,6, და 7 ათასი მაყურებელი დადის მატჩებზე ბათუმში და თუ ვერ ხედავ ამას ეს უკვე შენი პრობლემაა.ამით არ ვამბობ იმას რომ ჩვენს ჩემპიონატში ყველაფერი რიგზეა ან არ არის პრობლემები,თუმცა უყვარს ხალხს ჩვენი ჩემპიონატიც და ამის დასტურად გადავხედოთ ქუთაისის,თელავის,გორის და რაღა თქმა უნდა ბათუმის სტადიონებს და ყველაფერი ნათელი გახდება.
ზაზა
მივა, თორემ გაივსება სტადიონი, რა! ჩვენს ფეხბურთში 15-20 წელია პანდემიაა პირდაპირი მნიშვნელობით. მაყურებლად მხოლოდ ოჯახის წევრები თუ მივა თამაშზე და ე.წ. ფანკლუბი, რომელიც რაღაც ფორმით ფინანსდება. სულ ეს ვართ. გარიგებული თამაშები, თამაშის მდარე ხარისხი, კლასის უქონლობა - მაინტერესებს ნეიტრალური გულშემატკივარი ასეთ თამაშებზე რატომ უნდა დადიოდეს ? დღეს ფეხბურთი და ფეხბურთის ფედერაცია ერთეულებისთვის ფულის საკეთებლადაა. მორჩა და გათავდა. ცუდი ისაა, საფეხბურთო პანდემია კიდევ 10-15 წელი რომ გაგრძელდება. მერე რა იქნება, საინტერესოა ?!
dato
ბათუმში როგორ იქნება ისაა საქმე? მარა 2 აგვისტოს თუ ახალ სტადიონზე ითამაშეს სამტრედიასთან მაშინ კიდე ხო
ქობულეთიდან
ბევრი ამ ყველაფერს ირონიით უყურებს,თუმცა კარგად გამოჩნდა, რომ ხალხს უყვარს საქართველოს ჩემპიონატი და მატჩებს ღობეებიდან და სტადიონის ირგვლივ შემოვლებული მესერებიდან უყურებს.ასე რომ ძალიან დროული გადაწყვეტილებაა და დიდი მადლობა ამისათვის ფედერაციას.
Gio
გვეშველა!! სრული ანშლაგი იქნება ჩემპიონატის თამაშებზე...
სოსო
კაი ხანია,დროა.ღობეებთან ხალხი ერთმანეთზე მიკრული უყურებს და ამას, ისევ სტადიონზე დისტანციით ჯდომა არა სჯობია?
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა