საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი გორგასლიძე აირჩიეს, რომელიც რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტად 2008 წლიდან მუშაობს.

დღეს, 4 აგვისტოს გაიმართა საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომა, რომელზეც გამგეობამ ცნობად მიიღო რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტის, გოჩა სვანიძის განცხადება რაგბის კავშირის პრეზიდენტისა და გამგეობის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

ამის შემდეგ გამგეობამ კენჭი უყარა და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის უფლება-მოვალეობის დროებით შემსრულებლად ერთხმად დაამტკიცა საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი გორგასლიძე. ის აღნიშნულ ფუნქციას საქართველოს რაგბის კავშირის ნამდვილ წევრთა საერთო კრების (ყრილობა) ჩატარებამდე და რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტის არჩევამდე შეასრულებს.

გორგასლიძემ გამგეობას მიმართა წინადადებით, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევამდე შეიქმნას საკონსულტაციო სათათბირო საბჭო, რომლის ფუნქცია პანდემიის ფონზე რაგბის სფეროში არსებული პრობლემების დაძლევა იქნება. ეს წინადადება ერთხმად იქნა მიღებული. საკონსულტაციო სათათბირო საბჭოს წევრთა ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა და მასში რაგბის კავშირის წარმომადგენლების გარდა, აუცილებლად შევლენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები.

„ცნობად მივიღეთ გოჩა სვანიძის განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით და გამგეობის გადაწყვეტილებით, დავინიშნე რაგბის კავშირის დროებით მმართველად, საკონსულტაციო სათათბირო საბჭოსთან ერთად. ჩვენი მიზანია, რომ რაგბის კავშირი პრეზიდენტის არჩევნებამდე მივიყვანოთ, რომელიც სავარაუდოდ დეკემბერში გაიმართება, მანამდე კი უზრუნველვყოთ კაცთა, ჭაბუკთა და ბავშვთა ლიგების განახლება, ასევე, ამ პერიოდამდე დაგეგმილი საერთაშორისო თამაშების ორგანიზება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული რაგბისთვის“ – განაცხადა გიორგი გორგასლიძემ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

აბუსერიძემ თავისი საქმე გააკეთოს,ქართულ რაგბს წინსვლაში დაეხმაროს.წიგნი წაკითხული აქვს თუ არა მნიშვნელობა არ აქვს,განათლების მინისტრად ხომ არ ირჩევენ??? საბა,"ზატო" შენ და შენნაირებს ხომ "ხომგაქვთ წაკიტხული":)
niko
ამ არეულობამ და პანდემიისგან გამოწვეულმა უსაქმურობამ ზოგიერთ ახალგაზრდას ცოტა გზას გადაახვევინა და იმედია ასე არ გაგრძელდება. რაგბის მოთამაშეები სამაგალითო საქციელით უნდა გამოირჩეოდნენ და არა ქუჩური გაგებით და გარჩევებით. ძველმა თაობამ მუხლჩართული მუშაობით აიყვანა რაგბი საერთაშორისო დონეზე და სირცხვილია. ფიზკულტურულის გრუნტზე წლობით ნახეხ მუხლ იდაყვებს, ცივ დუშებს და ერთ საპონს მთელ გუნდზე ასე წყალში არ უნდა ყრიდეს ზოგიერთი. თავს პატივი ეცით და სწორ გზას დაადექით, ვარჯიშში, მოედანზე და თამაშში დაიხარჯეთ მაქსიმალურად და მოედნის გარეთ მშვიდობიანად იარეთ.
რეზო
ძალიან მაგარი პიროვნება და პატრიოტი, როგორც ქართული რაგბის თემს ეკადრება ისე მიიყვანს კავშირს არჩევნებამდე და იმედია დაპირისპირებული მხარეებიც ჩამოართმევენ ხელს ერთმანეთს

ყველაზე გულსატკენი ის არის, რომ ესენიც მოჭიდავეების გზას ადგანან. იმედია, კარების აჭედვამდე საქმე არ მივა და კეთილგონიერება გაიმარჯვებს
საბა
ყველაზე ცუდი ისარი, რო ეხლა პარტიული, დაბოღმილი და გაბოროტებული აბუსერიძე უნდა დაგახდეს პრეზიდენტი :) აგრესიული ზონდერი. წიგნი არექნება წაკიტხული, ზატო პარლამენტარია
kaxa
არ ყოფილა სვანიძე მთლად წამხდარი შეაწუხა სინდისმა კი იყო დაგვიანებული მაგრამ მაინც ასე ჯობია თუ წინასაარჩევნო ტრიუკია??? ეშმაკს არ ძინავს
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა