"ბორჯღალოსანთა" კვაჭი შალვა მამუკაშვილი ლესთერში ჩავიდა და ორკვირიანი თვითიზოლაციის შემდეგ, გუნდს 24 აგვისტოს შეუერთდება.

29 წლის მორაგბემ ინგლისის პრემიერშიფის "ლესთერ თაიგერსთან" 2-წლიანი კონტრაქტი მარტის დასაწყისში, ჯერ კიდევ მაშინ გააფორმა, სანამ პანდემიის გამო მსოფლიო გაჩერდებოდა. სწორედ COVID-19-ით გამოწვეული გართულებების გამო მას ინგლისში ჩასვლა დაუგვიანდა და გუნდსაც 24 აგვისტომდე ვერ შეუერთდება.

„ლესთერში 10 აგვისტოს ჩამოვედი და წესების თანახმად, ორკვირიანი თვითიზოლაცია მომიწევს. ლესთერი პატარა, წყნარი ქალაქია და სახლიც ოჯახურ ატმოსფეროს სრულიად მიესადაგება“ - ამბობს მამუკაშვილი, რომელსაც ეს ორი კვირა სულაც არ მოუწევს უქმობა და დღეში ერთხელ მოედანზე გასვლის საშუალება ექნება:

„დღეში ერთხელ უნივერსიტეტის მოედანზე გავალ, რომელიც ჯერჯერობით დაკავებული არაა და ინდივიდუალურად მოვემზადები. ვირბენ გაწერილი პროგრამის მიხედვით. გარდა ამისა, სახლში მომიტანენ ინვენტარს და ეზოში ფიზიკური ვარჯიშების შესრულების შესაძლებლობა მექნება. რა თქმა უნდა ეს სრულფასოვანი ვარჯიში არაა, თუმცა ეს ორი კვირა ფორმის შენარჩუნებაში დამეხმარება“.

ინგლისში გამგზავრებამდე მამუკაშვილმა "ბორჯღალოსნებთან" ერთად ორთვიანი მომზადება გაიარა და მიიჩნევს, რომ ამ ეტაპისთვის კარგ ფორმაშია:

„საკმაოდ კარგი 9-კვირიანი მომზადება გვქონდა, რომელსაც ნაკრების დანარჩენი წევრები ახლაც განაგრძობენ. ვემზადებოდით 3-3-კვირიანი ციკლით, შუალედში ერთი კვირა დასვენებით და დატვირთვებს ნაბიჯ-ნაბიჯ ვუმატებდით. ნაყოფიერად ვიმუშავეთ და ნაკრების ყველა მორაგბე კარგ ფორმაშია, ისეთში, როგორშიც ამ პერიოდისთვის უნდა იყოს“.

ინგლისის პრემიერშიფის 2019-20 წლების სეზონი 14 აგვისტოს განახლდება და ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

მამუკაშვილი ინგლისის პრემიერშიფში 2014/15 წლებში, "სეილ შარქსში" თამაშობდა. მას ასევე პრო 14-ის "გლაზგო უორიორსში", ტოპ 14-ის "მონპელიესა" და "ტულონში" და პრო დე2-ის "კარკასონში" უთამაშია.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
"მაღარიჩიც" ასეთი უნდა - ბოსნიელი ფეხბურთელი 60 469 გულშემატკივარს ლუდზე დაპატიჟებს
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ბარკოლასთვის სეზონი დასრულდა
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
ხუსანოვი "მანჩესტერ სიტის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
უკან ევროპაში - ხოსელუს კატარული თავგადასავალი სრულდება
შალვა მამუკაშვილი: მოედანზე ყველა თამაშში მხოლოდ მოსაგებად გავდივართ!
რაგბი ევროპა - "ბორჯღალოსნები" გულშემატკივრის მოლოდინში
Rugby World: 10 რამ, რაც შალვა მამუკაშვილის შესახებ უნდა იცოდეთ
შალვა მამუკაშვილი: სამხრეთ ამერიკაში მაღალი დონის თამაშები გველის
18 წ. | შალვა მამუკაშვილი და მათე ბერუაშვილი მზადების შესახებ
შალვა მამუკაშვილი: "ბაიონას" შემადგენლობაში არაერთი ვარსკვლავური სახელი და გვარია