17 აგვისტოს, ახალ ოლიმპიურ სასახლეში, მოთამაშეთა განვითარების ლიგის თამაშები დაიწყება. ლიგის შესახებ ვრცლად დღეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მოთამაშეთა განვითარების ლიგა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ახალი პროექტია, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, წელს პირველად გაიმართება და სამომავლოდ ტრადიციული გახდება.

ლიგაში მონაწილეობის მისაღებად მოთამაშეებმა ფედერაციის ვებ-გვერდზე გაიარეს რეგისტრაცია, რომლის დასრულების შემდეგ ლიგის მონაწილე 11 გუნდის მწვრთნელებმა მთლიანობაში 165 მოთამაშე აირჩიეს. შერჩევის პროცესი ZOOM-ის საშუალებით, ონლაინ წარიმართა (რომელიც ფედერაციის ვებ-გვერდსა და ფეისბუქ გვერდზე LIVE-რეჟიმში გადაიცა) და თითოეული გუნდი 15 მოთამაშით დაკომპლექტდა.

მოთამაშეთა ლიგის გუნდები ორ ქვეჯგუფში არიან გადანაწილებულნი. თითო ჯგუფში გუნდები 1 წრეს ითამაშებენ, რის შემდეგაც ნახევარფინალში ჯგუფების 2-2 საუკეთესო გუნდი გავა. ნახევარფინალიც და ფინალიც ერთმატჩიანი იქნება. მოთამაშეთა განვითარების ლიგაში გამოვლინდება გამორჩეული მწვრთნელი, სიმბოლური ხუთეული და საუკეთესო მოთამაშე.

მოთამაშეთა განვითარების ლიგის ძირითადი მიზანი მოთამაშეებისთვის და მწვრთნელებისთვის თავის წარმოჩენის და კლუბებთან თანამშრომლობის შესაძლებლობლობაა. ლიგაში მონაწილეობა მოთამაშეებისთვის წინასასეზონო მომზადების, ხოლო მწვრთნელებისთვის და კლუბების ხელმძღვანელობისთვის კალათბურთელებზე დაკვირვების და სელექციის კარგი საშუალებაა.

მოთამაშეთა განვითარების ლიგის ნომინაციების გამარჯვებულებს სპეციალურ პრიზებს გადასცემს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური სპონსორი. მოთამაშეთა განვითარების ლიგას მხარდაჭერას უწევს სხვადასხვა კომპანია.

გუნდების შემადგენლობის სანახავად იხილეთ საქართველოს კალათბურთის ფედერეაციის ვებ გვერდი.

ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ჰაუს ჯერ ნდობა აქვს - "ნიუკასლი" მთავარი მწვრთნელის გაშვებას არ აპირებს
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
არბელოამ ყველა მოხიბლა - ის "რეალის" მწვრთნელად შესაძლოა, მომავალ სეზონშიც ვიხილოთ
მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა - "ბილბაოს" სავარაუდოდ, ტერზიჩი ჩაიბარებს
18 წ. | ექვსი ერისთვის დასკვნითი შეკრება დაიწყო
კვარაცხელია: კაპიტნობა დიდი ტვირთია - იმედი მაქვს, ისე გავაკეთებთ ყველაფერს, როგორც გვეკადრება
ახალი კაპიტნით - საქართველოს ნაკრები ისრაელთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
სალაჰმა გამოაცხადა, რომ "ლივერპულს" ტოვებს
21-წლამდელები ლატვიასთან და მალტასთან მატჩებისთვის მზადებას განაგრძობენ
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
პსჟ-ს ერთ-ერთი ლიდერი შეიძლება "რეალში" გადავიდეს
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
დატოვებს მამარდაშვილი "ლივერპულს"? - ვითარებას ინგლისელი საფეხბურთო ექსპერტი განმარტავს
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით იასპარეზებს
"თუ მზადაა, ანჩელოტიმ მუნდიალზე უნდა წაიყვანოს" - რონალდო ნეიმარს მხარს უჭერს
თანხა დასახელდა - "ბარსელონას" კანსელოს გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება
მბაპე სრულიად გამოჯანმრთელდა - "რეალს" სეზონის მიწურულს ლიდერი უბრუნდება
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
გურასპაული VS სანიკიძე - პრეზიდენტობის მეორე მსურველიც ცნობილია
პაატა გურასპაული: ჩვენი მთავარი ამოცანა მხოლოდ ჯგუფიდან გასვლა არ არის
გურასპაული: საქართველოს ნაკრები ყველასთან გამარჯვებისთვის გადის და არც ესპანეთი იქნება გამონაკლისი
პაატა გურასპაულის ოთხწლიანი ანგარიში
ცნობილი გახდა, როდის დაიწყება ევრობასკეტისთვის ახალი დარბაზის მშენებლობა