ფოტო: sbm.ge

საქართველოს ფუტსალის ლიგის (უმაღლესი, პროფესიონალური ლიგა) 2019/20 წლების სეზონის ჩემპიონი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული ფუტსალის ლიგის ფინალური სერიის მესამე, გადამწყვეტი მატჩი თსუ-სა და "თელასს" შორის დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. შეხვედრაში ანგარიში გიორგი ტიკურიშვილმა მეორე ტაიმში გახსნა და "ენერგეტიკოსები" დააწინაურა.

"უნივერსიტეტელების" რიგებიდან ლევან კობაიძემ წონასწორობა აღადგინა და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა. გიორგი ჩიმაკაძემ თამაშის განახლებიდან თხუთმეტ წამში შეძლო თსუ-ს წინ გაყვანა, მაგრამ ტიკურიშვილმა დუბლი გაიფორმა და ანგარიში გაათანაბრა. თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე მიხეილ თევზაძემ გადამწყვეტი გოლის გატანა შეძლო, თსუ-მ 3:2 იმარჯვა და ჩემპიონობა მოიპოვა.

თსუ საქართველოს საუკეთესო გუნდის სახელით უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.

მომზადებულია sbm.ge-ს მიხედვით

ნუგზარ ნუცუბიძე
60 წელია დინამოს ვგულშემატკივრობ ბევრი რამე მინახია მაგრამ ასეთი უსუსური და უპერსპექტივო გუნდი მე პირადად არ მახსოვს.... ნამდვილი მწვრთნელები დევდარიანი..მაისურაძე გააგდეს...ვიეტნამელმა ნათელმხილველმა გაანალიზა დინამოს თამაშიო ???? ამ " დიდი ფეხბურთის ტრადიციების მქონე ქვეყნის ექსპერტმა" დინამოს გამარჯვება იწინასწარმეტყველა???!!! ...ბრმამ ბრმას ჭიტა დაუძახაო....ალბათ ბოლო წლებში (10 წელი მინიმუმ) დინამოს " თავრუდამხვევი " მიღწევები იგულისხმება რომან ფიფიას ხელში ...სან მარინოს სპორტული მიმოხილველები ქართულ თემას არ კადრულობენ იმის შემდეგ რაც "ქუდზე კაცის" დაძახებით შეკრებილმა სან მარინოს ახალგაზრდულმა გუნდმა ჩვენი ნაკრებს სულ კუდით ქვა ასროლინა..არადა ვინმე რომ დაშავებოდათ მწვრთნელს ან მასაჟისტს მოუწევდათ თამაში...... .ფიფია აკადემიას რომ გვამადლი..ალბათ დღევანდელი დინამოს უჯიგრო..ზლაზვნით მოძრავ უპერსპექტივო ფეხბურთელებს თუ გულისხმობ არ ვიცი...ნინუას ჯარიმის დარტყმა და ნელი ტემპში თამაშისას გრძელი პასის გაკეთება შეეძლო და ისიც სასწრაფოდ გაყიდეთ ზედ თამაშის წინ..არ იცოდით რომ ამ აკადემიის ფეხბურთელებით პლუს ბენიო...ბერნაბუკო და მათი მაგვარი ფეხბურთელები რომლებმაც ალბათ ცნობილი ლიგების საფეხბურთო ბაზის გვერძე აქვთ გავლილი ან უკეთეს შემთხვევაში ამ ლიგების მეოთხე ლიგაში სინჯებზე იყვნენ კიდევ ერთხელ შეარცხვენდით ვიეტნამიგან განსხვავებით დიდი ტრადიციების საფეხბურთო ქვეყანას!!!! უკვე მოდაში შემოვიდა ვაი მწთვრთნელებისაგან "ჩემ თავზე ვიღებ.. პასუხიმგებლობას და ბოდიშს ვიხდი" მართლა ძალიან ცუდად იმოქმედა პირადად ჩემზე ამ თამაშის ყერებამ...წაგებით ბარსელონამაც წააგო..მაგრამ..მათ მართლა იბრძოლეს.. ეს სპორტია!!!!..მჯობნის მჯობნიო ნათქვამია...ჩვენი გუნდის საცოდაობით კი .......არადა ვისთან.???!! ფიფია უეფა ფულს იძლევა მონაწილეობისათვის..სახელმწიფო ფულს გახარჯებთ... რით ვერ ამოიღეთ თქვენი დანახარჯი? შეიცოდეთ ისედაც გაჭირვებულიქართველი ხალხი.!!!!! სასწრაფოდ გადასხით დესანტი მთელი დინამოთი მთელი პერსონალით ვიეტნამში სადაც ჩვენი ფეხბურთის კიდევ წამთ..ჩვენ კი არ გვინდა შტერების როლში ყოფნა...რომ იძახით კარგ ფეხბურთელს ვერ დაიჭერ ძალითო..კონტრაქტს თუ არ ემორჩილება ფეხბურთელი რამდენადაც ცნობილია ვერსად ვეღარ ითამაშებს პროფესიულ დონეზე ..და ამ საწყალ ქვეყანაში ყოველთვის მოიძებნება ახალგაზრდა რომელიც დაემორჩილება აპრობირებულ პრაქტიკას მსოფლიოში და ორმხრივად სასარგებლო კონტრაქტს მოაწერს ხელს.. როცა უკვე დაღვინებული ფეხბურთელი გადავა უფრო ძლიერ კლუბში რაც მომგებიანი იქნება მისთვისაც და მეპატრონისათვისაც..ასეა ყველგან ..მაგრამ ჩვენთან ფიზიკურად სუსტ ჯერ არშემდგარ ფეხბურთელს სასწრაფოდ ყიდიან და მის ნაცვლად ჩამოყავთ ყველასგან დაწუნებული მოთამაშეები (ძალიან დიდი გამონაკლისის გარდა)...ჩვენ გულშემატკივარს კი რომელიც სამართლიანად სარგებლობდა მსოფლიოში ერთერთ საუკეთესო ფეხბურთის მცოდნის რეპუტაციით ძალით აყრიან ნაცარს თვალებში..და წლიდან წლამდე ერთიდაიმავე საკენკს გვიყრიან... სირცხვილია..
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
თსუ-მ "კერავნოსს" 17 ქულა გაუბათილა, მაგრამ ბოლო წუთებზე ბრძოლაში დამარცხდა
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ანდრონიკაშვილის 20 და ჯინჭარაძის 18 ქულა - თსუ "ვარეზესთან" დამარცხდა
თსუ კვიპროსში "კერავნოსთან" დამარცხდა
თასის გათამაშების ფინალში თსუ-მ "ივერიონი" დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა