3 სექტემბერს ევროპის სტადიონებზე უეფას ერთა ლიგის მეორე გათამაშება იწყება. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები D ლიგაში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ C ლიგაში აღზევდა და მატჩებს მიმდინარე წლის 5 სექტემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით გამართავს.

ერთა ლიგის სადებიუტო ორი მატჩისთვის საქართველოს ნაკრები 31 აგვისტოს დაიწყებს მზადებას. ვლადიმირ ვაისმა ესტონეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაგეგმილი მატჩებისთვის 27 ფეხბურთელი გამოიძახა.

ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ორი დებიუტანტია - საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" 20 წლის ნახევარმცველი გიორგი კუცია და თბილისის "საბურთალოს" მცველი ნიკა მალი.

ერთა ლიგის ახალი გათამაშების აღნიშნულ ორ შეხვედრას ამერიკის საფეხბურთო ლიგის "სან ხოსე ერთქვეიქსის" ქართველი ლეგიონერები გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი გამოტოვებენ. მიზეზი პანდემიის გამო დაწესებული სამოგზაურო და საკარანტინო რეგულაციებია. კლუბთან შეთანხმების შედეგად გადაწყდა, რომ ორივე ფეხბურთელი ოქტომბერში დაგეგმილ პლეი-ოფის პრინციპულ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

31 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ს.კ. "ზესტაფონის თბილისის ზღვის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშებს. 4 სექტემბერს ჩვენი გუნდი ტალინში გაემგზავრება. ერთა ლიგის ახალი გათამაშების პირველი შეხვედრა ესტონეთსა და საქართველოს შორის 5 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ერთა ლიგის მეორე შეხვედრა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის 8 სექტემბერს, 20:00 საათზე შედგება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

უახლოესი ორი მატჩისთვის ცნობილია დამატებით ცხრა ფეხბურთელის ვინაობა, რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს:

როინ კვასხვაძე (დინამო, თბილისი), დავით კობოური (დინამო, თბილისი), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, უნგრეთი), ლევან კუტალია (ჰაპოელი, თელ-ავივი, ისრაელი), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ბაჩანა არაბული (პანიონისი, საბერძნეთი).

უეფას გადაწყვეტილებით, სექტემბერში დაგეგმილი ყველა სანაკრებო მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ეროვნული ნაკრების მონაწილეობით შეხვედრების რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

ირაკლი
კვარაცხელიას უნდა მიეცეს შანსი აუცილებლად. :)
dasd
მაკარიძე კაკაბაძე, კვერკველია, ხოჭოლავა, დვალი ----------კაკანვა,გვილია ლობჟანიძე, ჩაკვეტაძე, ოქრიაშვილი ------------ქვილითაია
ka
ლორია ნავალა გრიგალა ხოჭო კაკაბა კანკავა გვილია კიტე კვარა ოქრი ჩაკვე
Status quo
კაშია და ყაზაიშვილი დიდი დანაკარგი არაა. მთავარია მათ მაგივრად სწორი შემადგენლობა შეარჭიონ.
ლუკა
მთავრობამ უნდაა გააუქმოს 2 კვირიანი კარანტინი, რადგან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ ეხებათ. მაყურებელი დაუშვით , თორემ მოგაწყდებათ ათი ათასობით ქომაგი და გარედან დაიწყებ ქომაობას. მოუწოდეთ ფიფას რომ მასე არაფერი გამოვა ბიძიკოოო....
emigranti
სამწუხაროდ შემადგენლობის დაყენებისას ვაისი ყოველთვის უშვებს შეცდომას, რომელსაც თამაშის დროსაც არ ასწორებს. ბიჭებმა უნდა ინდივიდუალურად გაიბწყინონ და მოედანზე შექმნან სასწაულები,თორემ ვაისის დამუშავებული კომბინაცია ერთი ვერ დავინახე ამდენ წელიწადში. არავის არ მინდა გული ვატკინო ვის მაგივრად, მაგრამ აუცილებლად გამოვიძახებდი ხარაიშვილს, ნინუას და ლაკვეხელიანს.შეკრებაზე გამოჩნდებოდა რა მდგომარეობაში არიან. სარწმუნო წყაროებიდან მაქვს ინფორმაცია, რომ რამოდენიმე გამოძახებული ფეხბურთელი აკრძალურ პრეპარატებს ეტანება და ჯობია თვითონ თქვან უარი თამაშზე, რადგან ოქტომბრის თამაშების დროს დოპინგზე შემოწმება აუცილებლად იქნება და ანალიზებს სათადარიგოებსაც უტარებენ ხოლმე.

სირცხვილია გვარ-სახელებზე და კონკრეტული ფეხბურთელების ეთნიკურ წარმომავლობაზე საუბარი!!!შეიგნეთ ერთხელ და სამუდამოდ ის,რომ ყველანი საქართველოს შვილები ვართ,ქართველებიც და არაქართველებიც და იშვიათი გამონაკლისების გარდა(ეს არ ეხებათ მხოლოდ არაქართველებს!!!)ერთნაირად გვიყვარს ჩვენი სამშობლო საქართველო!!!გუცაევი,კალოევი,ძიაპშიპა,დერიუგინი,კაპუსტინი,ძმები ბოისები,სანეევი(ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია) იყვნენ სახელოვანი ქ ა რ თ ვ ე ლ ი სპორტსმენები,რომლებმაც საქვეყნოდ გაუთქვეს სახელი თავიანთ სამშობლოს ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს!!!
სოსო
ლევან,სხვებისა არ ვიცი,მაგრამ გიორგი ნავალოვსკის ორ პაპის ძმას ვიცნობ,მათ პაპას და მამას,მამაჩემი იცნობდა და ყველანი ენით,შეგნებით თუ მენტალიტეტით,ქართველები იყვნენ.არც ერთმა არ იცოდა პოლონური,ცოლები კი,ქართველები ჰყავდათ.ასე რომ გიორგის არაქართველობას,ნურავინ დააბრალებთ.არც მას,თავისი თამაშით და არც მის წინაპრებს,ეს არ დაუმსახურებიათ.ადმინ,ვიცი გვიანია,მაგრამ გთხოვთ,გაუშვით.
სოსო
ნავალოვსკის პაპის ორ ძმას,მეც ვიცნობდი,მათ პაპას კი, მამაჩემი იცნობდა.მაშინაც მხოლოდ ქართული იცოდნენ და მენტალიტეტითაც,ისინიც ისეთივე ქართველები არიან,როგორც ჩვენ.ნეტავი ქართველები იყვნენ ისეთი ქართველები,როგორებიც ისინი.თვითონ გიორგისაც არ ეტყობოდა,რომ სულსა და გულს დებდა ნაკრებში?
Jaba
ხარაიშვილს ტრავმა აქვს ზარანდიას არ ათამაშებენ კლუბში.ნინუას თებერვლის შემდეგ არ უთამაშია და ფორმაშიც ვერ იქნება.
picaso
ერთ-ერთი მე ვარ ვინც კითხულობს ხარაიშვილზე და ეს კითხვა კვარაცხელიამდეც მქონდამ.
მწრთვნელი
ეხ ვაის ვაის! ფეხბურთელები ფორმაში არ არიან და მაინც იძახებ! აზრი მითხარი, თორემ სხვა ჯანდაბას! დაცვა: კაკაბაძე-დვალიშვილი (არ თამაშობენ), ნავალოვსკი-მალი (საქართველოს ჩემპიონატის დონე)! ნახევარდაცვა: ჩაკვეტაძე-კვეკვესკირი (არ თამაშობენ), კუცია-ჯიღაური (საქართველოს ჩემპიონატის დონე)! თავდასხმა: ქვილითაია-კაჭარავა (არ თამაშობენ), ოქრიაშვილი კიდევ თავდამსხმელი არ არის! ამათ ამ დროს ზივზივაძე,არაბული და ელგუჯა ლობჯანიძე შემოიყვანე. ხარაიშვილმა რა დააშავა კიდევ ვერ გავიგე ან ზარანდიას რატომ არ სინჯავ! აგერ ნინუა აეკში გადავიდა კუციას აღარ ჯობია ვერ გავიგე რა!
ზასტაველი
გუჯა ჯიგოევს:გუჯა მაგარი კაცი ხარ,შენ რაც დაწერე იმას არაფერს აღარ დაუმატებ,ძალიან მაგარი ხარ.
ზაზა
ჩემი აზრით ვაისი იძახებს იმ ფეხბურთელებს რომლებიც შედარებით საშუალო დონის ჩემპიონატებში თამაშობენ და აქვთ სანაკრებო თამაშების გამოცდილება ზოგიერთები კითხულობენ ხარაიშვილი რატომ არ გამოიძახა ზვივზვივაძე რატომ არ გამოიძახაა? ხარაიშვილი ვის მაგივრად?? ვინ უნდა ამოგდოს ხარაიშვილმა კვარაცხელია?? კიტეიშვილი ოქრიაშვილი გვილია? ლობჟანიძე? ხარაიშვილი რომელიც თამაშობს შვედეთის ჩემპიონატის სახელიან მაგრამ ამ ეტაპზე საშუალო დონის კლუბში და ევროპასი შვედეთის ჩემპიონატი ითვლება დაბალი დონის ჩემპიონატად მე 20 ადგილზეა ევროპაში და რაც შეეხება ზვივზვივაძეს ის უნგრეთის ასევე დაბალი დონის ჩემპიონატში თამაშობს 33 ადგილზე მყოფ ჩემპიონატში და ზვივზვივაძეს ნამდვილად მირჩევნია კაჭარავაც ლობჟანიძეც და ქვილითაიაც.
გიორგი
ჩემი აზრით ყველაზე ოფტიმალური შემადგენლობა რაც აქამდე გვყოლია ვაისის ხელში სანაკრებო თამაშებზე სამწუხაოროა რომ ვაკო ყაზაიშვილი და ჯანო ვერ ეხმარებიან ნაკრებს მარა ნუ მიუხედავად კრიტიკისა ჩემი სურვილია ჯანო მოვიდეს ფორმაში რადგან ერთი პასით ან ერთი დარტყმით შეუძლია თამაშის შეცვლაა და საოცარი საფეხბურთო ინტელექტის მქონე ფეხბურთელიაა იმედი მაქვს ჩადგება ფორმაში ოქტომბრამდე. ვაკოსაც ბევრი კრიტიკა აქვს მაგრამ მე ვფიქრობ დღესაც ორივე საჭირო ფეხბურთელები არიან ნაკრებისთვის.
ზაზა
3-5-2 მგონო საუკეთესო სქემა იქნება. მეკარე ლორია დაცვა ტაბიძე გრიგალავა ხოჭოლავა (სამივეს პრაქტიკა აქვს) ნახევარდაცვა.კვარაცხელია გვილია,კიტეიშვილი,კანკავა,ოქრიაშვილი.(პრაქტიკა ყველას აქვს) ფროვარდები კაჭარავა,ქვილითაია ორი მაღალი ცენტრ ფორვარდი. მგონი საკმაოდ კარგი წყობა თუმცა თუ თამაში მოითხოვს მოისსნება ერთით დავდამსხმელი და 4 მცველზე გადავალთ.ეს წყობა საკმაოდ ძლიერ ნახევარ დაცვას მოქვცემს ცენტრში.
merabi-1960
ძალიან მნიშვნელოვანი შემოდგომაა. ბევრი რამ გამოჩნდება...ბოლო, ბოლო დავიწყებთ თუ არა ნამდვილ ფეხბურთის თამაშს. ბიძგი ნაკრებმა უნდა მოგვცეს. აბა საკლუბო ფეხბურთი ფსკერზეა..
უტა
მე არანაირი პრობლემა არ მაქვს პრობლემატურ პოზიციებზე რომ მოვიყვანოთ ნატურალიზირებული ფეხბურთელები ნაკრებში აი მაგალითად საქართველოს ნაკრებს უჭირს ცენტფორვარდის პოზიციაზე და საქართველოს ჩემპიონატში ბათუმის დინამოში თამაშობს ჯოვინო ფლამერიონი ჩემი აზრით ამ ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი რატომ არ შეიძება რომ მოვიყვანოთ ნაკრებში ამით ნაკრები რას კარგავს?? იყო დრო რო ესპანეთსაც კი ჰყავდა ნატურალიზირებული ფეხბურთელები იტალიას გერმანიას ხორვატიასაც და ბოლო ბოლო საფრანგეთსს იგივე დანიას იმათ თუ ჰყავთ ამ დონის ნაკრებებს ჩვენ ნაკრებსაც რო ჰყავდეს რა პრობლემაა?
გელა
ეროვნული ნაკრები არის ეროვნული ნაკრები უნდა თამაშობდნენ ქართველი ფეხბურთელები ვინც აქ დაიბადა გაიზარდა ანდაც ვინც წარმოშჴბით ქართველია ისედაც რა მდგომარეობაშია ქართული ფეხბურთი და ჩვენ აქ კიდე ვიღაც შავკანიანები და ბრაზილიელები მოვიყვანოთ ნაკრებში ეს რა სისულელეა ნაკრებია კლუბი ხომ არაა კლუბში ვისაც უნდა ის მოივანონ მარა ნაკრებს თავი გაანებეთ რა ზოგ ზოგიერთებმა და ეცით პატივი კარგია თუ ცუდია საქართველოს ნაკრებიი უნდა იყოს საქართველოს ნაკრებიიიი!! მორჩა და გათავდა.
სირცხვილია
ხალხო ფაშიზმი და ნაციზმი გაიარა კაცობრიობამ. რომ არ ვარგოდა მუსოლინი და ჰიტლერი, მაგიტომაც დაემხო იმათი რეჟიმები. ადამიანის მენტალიტეტს და ისტორიულ სამშობლოს გვარი კი არ განსაზღვრავს, არამედ ის თუ სად დაიბადა, რომელი ქვეყანას მიიჩნევს თავის სამშბობლოდ და ვისი ადათ-წესები და მენტალიტეტია მასში უფრო დიდი დოზით. ჩემთვის ყველა ადამიანი ვინც საქართველოში დაიბარება, ან თუნდაც მერე ჩამოვა და აქაურ პასპორტს მიიღებს და აქაურობას პატივს სცემს, ენას და ისტორაის ისწავლის, ჩემთვის ყველა ქართველია. გერმანელებმა ისწავლეს საკუთარ შეცდომაზე და ყველას ვისაც გერმანული პასპორტი აქვს გერმანელებად თვლიან. არ მგონია კლოზეს, ბალაკს, ლიტბარსკის, პოდოლსკის ვინმე ეუბნებოდეს გერმანელი არ ხარო. დავიდ ოდონკორი, ბოატენგი და ჯერალდ ასამოაც კი გერმანელად ჰყავთ მიღებული. ერთადერთი მაგათთან თურქია სხვა თემა, ოზილი, გუნდოგანი და სხვები რადგან თურქები პრინციპულად ასიმილირებას არ ახდენენ გერმანიაში. არ სცემენ პატივს ადგილობრივ კულტურას და თაობების მერეც თურქებად რჩებიან. ბუნებრივია როცა თავად გაქვს გაუცხოება ერთან, თვითონაც ვერ მიგიღებენ. დანარჩენი თუნდაც ფრედი ბობიჩი ისეთივე გერმანელი თავდამსხმელია როგორც იურგენ კლინსმანი. ჩვენც დავანებით თავი ამ რუსული საქმის კეთებას ნებსით თუ უნიბლიედ და ფაშიზმის გაღვივებას. ჩემთვის ყველა სომეხი, აზერბაიჯანელი, ბერძენი, ოსი და ა.შ ვინც ჩემ ქვეყანაშია და საქართველოს სამშობლოდ მიიჩნევს, ქართველია. არანაირად არ განსხვავდება ქართველისგან. ადამიანობას და პატრიოტიზმს კიდევ სხვა თვისებები განსაზღვრავს და არა გვარი. არ ჩამომათვლევინოთ ეხლა დიდგვაროვანი თავადი ქართველები სამშობლოს რომ ღალატობდნენ და საკუთარ გლეხებს სტამბოლის ტყვეთა ბაზარზე ყიდდნენ. ხალხო მოეშვით, მიეცით საშუალება ჩვენ მოქალაქეებს, ჩვენს ძმებს მოახდინონ სრულყოფილი ასიმილირება დანარჩენ საქართველოსთან და არ გვინდა თითის გაშვერა ვინ რა გვარია და ვის რა წარმომავლოვა აქვს. ქართველები ვართ ყველა!!!
გიორგი
საქართველოს დასაკარგი ფეხბურთელები არ ჰყავს და ვინც საქართველოშია დაბადებული გაზდილი კარგი ფეხბურთელი წარმოშობას არ აქვს მნიშვნელობა ქართველი სომეხი იქნება ქართველი აზერბაიჯანელი ქართველი ებრაელი თუ თათარი ან ქურთი ის ქართველია ჩემთვის და საქართველო ისტორიულად ყოველთვის იყოო მრავალეთნიკური სახელმწიფოო მე ვისაც ვიცნობ ასეთი წარმომავლობის ადამიანებს ყველა თავს ქართველად მიიჩნევს მაგრამ ის ლაპარაკი რო ქართველმა ქალებმა უნდა გააჩინონ ინდოელები და შავკანიანები ნაკრები ამით უნდა შევავსოთ ვისაც უნდა გააჩინოს რა პრობლემაა მარა ამას რა კავშირი აქვს ნაკრების შემადგენლობასთან ახლა დღეს ან რა აფსურდია საერთოდ ეს დამოკიდებულება ?? და ამ აბსურდს ვინ იგონებს?? თუ საფრანგეთის ნაკრებიდან გამომდინარე წერთ ამას თავისი ახსნა აქვს საფრანგეთს ძირითადად აქვს საფეხბურთო სკოლები აფრიკის ქვეყნებში და ნიჭიერი ფეხბურთელები ჩამოყავთ საფრანგეთში და ფრანგულ კლუბებში ზდიან და ისინი მერე მოქალაქები ხდებიან და ამასთან ნაკრების წევრები დიდ წილად იმიტომაც აქვთ ამ შავკანიანი ფეხბურთელების 90% ორმაგი მოქალაქეობაა. თუ საქართველოშიც გაიზდება ისეთი ნიჭიერი როგორიცა მბაპეს პოგბას მაკელელე და ა.შ რატომ არ უნდა მიიწვიო მითომეტეს იყო ერთხელ 21 წლიანებში ნაკრების წევრი შავკანიანი ფეხბურთელი მაგრამ მხოლოდ ფერის და წარმომავლობის გამო არ უნდა მოვიყვანოთ არავინ ის უნდა იყოს ნაკრების დონის.
ბეღურა
კვარაცხელია კოსმოსია რა
კახა ქ.
ეხლა ახალი თემა შემოაგდეს,გვარების.ვერ გავიგე რა შუაშია გვარი.წიტაიშვილი ქართული გვარია,მაგრამ მე ნავალოვსკი მირჩევნია.რადგან ამას უნდა საქართველოს ნაკრებში თამაში და იმას არა.ასე რომ მოეშვი რაღაც უაზროებებს და ძალათა პატრიოტობას.
buxrika
xaraishvilze rame iciit?rato argamoidzaxees?
ბაჩი
დედით ქართველი ინდოელი რომელია?
ილია ხანდახან მართალი
ლაკვეხელიანი მარჯვენა მცველად რო გამოიძახოს არ იქნება ურიგო გადაწყვეტილება..
civi
მთავარია კვარაცხელია და ჩაკვეტაძე იყვნენ ფორმაში და დანარჩენები კი მაგათ აყვება და გადაუვლიან მაგ ორ ნაკრებს ლოგიკით ასეა და.
თემური
აი ეხლა გამოჩნდება რამდენად მზად არის ჩაკვეტაძე.რომელმაც სხვათაშორის ამდნი უთამაშებლობით არამგონია კონკურენცია გაუწიოს კვარაცხელიას რომელიც დაფრინავს მარცხენა ფლანგზე რაც შეეხება პლეიმეიკერს იქ გვილია ძალიან დაიხვეწა და ორი წლის უთამაშებელ ჩაკვეს აჯობებს ამ ეტაპზე და თუ ჩაკვე ფორმაშია და არ ათამაშენენ კლუბში მის აგენტებს უნდა მოუკითხოს მთელმა ქვეყანამ ...
წერტილი
დაადგინეთ ვინ არის ადამიანი რომელიც ფლობს ინფორმაციას კონკრეტულ ფეხბურთელებზე აქვს წვდომა ამათუიმ საკითხზე და ოჯახს მსგავს შეურაწყოფას აყენებს.. ჩემი აზრით მისი შვილის გამოუძახებლობით დაბოღმილი გან*ონის კომენტარია
გოგა
ნავალოვსკი და კაჭარავა არა საჭირო. დანარჩენი ვინც გვყავს დაუძახა. კაშია და ვაკო ვიცით რატომაც არ არიან და კაშიაზე არც ისე მწყდება გული, ნინუას კი საუკუნეა არ უთამაშია და ჯერ ადრეა მისი გამოძახება. მე მგონია ამ 2 თამაში 4 ქულას ავიღებთ. წარმატებები ჩვენც ნაკრებს
გუჯა_ჩიგოევი
იარაჯულის კომენტარი რო წავიკითხე ვაღიარებ რაღაც მხრივ არ მესიამოვნა შემდეგ რამდენიმე წამით დავფქირდი და რეალურად საერთოდ არაფერი უთქვია ცუდი თუ შენი ქვეყანა კულტურა წინაპარი ისტორია ქვეყანა ხალხი გიყვარს ღელავ მომავალზე და ამ დროს 21 საუკუნის რეალურად გლობალურად არეულ დარეულ სამყაროს უყურებ კაცი ქალობს ქალი კაცობს კიდევ ბევრი უკუღმართი რამ ხდება ბუნებრივია ეროვნულად მოაზროვნე სისხლით ალბათ 80% სავსე ქართველს რათქმაუნდა ასეთი რეაქცია უნდა ჰქონოდა ხოდა ეს ყველაფერი რომ გავიაზრე მერეღა დავხედე მოწონებების გრაფას და თვალები ორჯერ მოვიფშვნიტე მართლა ამდენი უარყოფითი რეაქცია ამ კომენტარს თუ მე ვერ ვხედავ ან პირიქით ხომ არ არის მოწონებების გრაფა მეთქი მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ ყველაფერი ზუსტად ყოფილა თითქმის 30 კაცმა რამდენიმე წუთში დაუზაკაზა უარყოფითი კომენტარი ალბათ რამდენმა აგინეს კიდეც ამ მართალ გემრიელ კაცს . მეგობრებო მე ეჭვი მეპარება ამდენი უარყოფითი რეაქციების დამწერები ამ კომენტარებზე სულ სომხები ან ქართველი ქალების უცხოელი ქმრები იყოთ ეჭვი მაქვს ბევრი ქართველი მამრი უნდა იყოთ ხოდა გეტყვით რომ შეგრცხვეთ თქვენი საქციელისთვის. ოსი დიახ ოსი ადამიანი ვარ დედით მამით წინაპრით. მაგრამ აქ დაბადებულ გაზრდილი ოსი ისიც ვიცი რომ რომ არა როკის გვირაბის გაჭრა ბებერი მელას შევარდნაძის მეთაურობით ვერცერთი ვლადიკავკზელი ოსი ვერ ჩასახლდებოდა ასე მაისურად სამაჩაბლოში და ვერც ცხინვლას ვერ მიისაკუთრებდნენ უნამუსოთ რუსი ღორების უკანალით. ასე რომ მე თვით შეგნებითაც ქართველი მეობითაც ადამიანობითაც და ნაწილობრივ ისტორიითაც ნათესავი ერი ვიყავით მუდამნ. ან თუ არ ვიყავით მეზობლები და ერთი ქედი მაინც გვყოფდა ხოდა ახლა ეს ათასი ჯიშის ანასხლეტები რომ ბერავენ ქართვენ ქალებს ამ ტანჯულ საქართველოშივე ნუ მაგიჟებთ მე მასხვა სტვინში სისხლი და ნუთუ თუ მარტო გვარით ქართველები არ გქვიათ თქვენ არ გაქვთ ამაზე უარყოფითი პროტესტის გრძნობა მაინც?> რაღაც კომენტარებზე დაწერელი რეაქციებით ამას ვერ ვხვდები. კიკინა გაიზარდეთ და ყური გაიხვრიტეთ რუბენას სალონში შემდეგ წადით რომელიმე გვირაბში გახსნილ კლუბებში დალიეთ აბები ნახევრად რომ ინპოტენტათ აქცევს კაცს და იძიგძიგეთ ესაა თქვენი ქართველობა ./
თავდამსხმელი?
გოლებს ვინ გაიტანს? თუ ესპანეთის სტილს ვაწვებით ევრო 2012 ზე თავდამსხმელის გარეშე რომ ითამაშა? მაგ ტაქტიკაში ვაკო, საბა ლობჟანიძე ან ზურიკო დავითაშვილი მაინც გინდა ნომინალური თავმდასხმელის ფუნქცია იკისრონ. და ის კიდევ, ჩაკვეტაძე ყველამ ვიცით მაღალი კლასის ფეხბურთელი რომ არის მაგრამ წელიწადნახევარია არ უთამაშია და ძირითადში რატომ აყენებ?
მევარმე
ლორია კაკაბაძე ხოჭოლავა კვირკველია ნავალოვსკი ან ტაბიძე ან გრიგალავა რავი.. საყრდენი ჯაბა შუაში ჯაბას წინ მარცხნივ გვილია მარჯვნივ კიტეიშვილი პლეიმეიკერი ჩაკვე მარცხნივ ვინგერი კვარა მარჯვნივ ოქრიაშვილი
tolo
ბაზარი არაა, ეროვნულ ლიგა 2-ში რო აიღებს თასს მაშინაც თუ არ გამოიძახებენ გასაშვებია ვაისი :D
ნკ
შენ თუ გგონია შენს წინაპრებში არცერთი არ იყო თურქი, ირანელი ან ნებისმიერი სხვა ეროვნება ძალიან ცდები. და ეროვნება მარტო სუფთა სისხლით არ განისაზღვრება.
ლევანი იარაჯული
ბიძაშვილო რისთვის გაწირე თავი? ამათთვის? ნაზი დეიდა ხშირად ამბობდა, ზურაბს რომ ენახა დღევანდელი გათახისებული საქართველო! რომელ თავის გაწირვაზე და ომში წასვლაზეა საუბარი, საერთოდ ქვეყნიდან წავიდოდაო! აი, ასეთი თაობა მოვიდა, უცხო რასის და ჯიშის მოდგმა ბიგონობს და ყველაზე ცუდი რაა არის იცით? პროტესტს რომ გამოხატავ ამაზეც კი უარყოფითი რეაქციები აქვთ, ყალბ ქართველებს, ტოლერანტობა და ჰუმანურობა ქართველ კაცს არასდროს ეშლებოდა, მაგრამ რაც ახლა ბოლო წლებში ხდება ეს უკვე დამცირებაა, სულში ჩაფურთხებაა აბა ლომებო დააყარეთ დისლაიქები. ხვიჩა, მადლობა რომ გამომიქვეყნე ჩემი კომენტარი!
დაT
პრაქტიკა თბილისის დინამოს ფეხბურთელებს აქვთ :D
კობა
+1 მე კი შენს აზრზე ვარ მეგობარო მაგრამ მერწმუნე ქართველების უმრავლესობა არ დაგეთანხმება და აგერ რეაქციებზეც მიხვდები თავად. ქართველების უმრავლესობას თავ,მოყვარეობა აქვს დაკარგული შვილებს ცოლებს უცხოელები ართოებენ და როგორ ფიქრობ ასეთებისთვის რა მნიშველობა აქვს საქართველოს ნაკრებში არაბი ითამ,ამაშებს თუ ვინ>>? ასე რომ დაიკიდე არ მოიშალო ნერვები ჩემს კომენტარზეც ნახავ რამდენი უცხოელი სიძის ქართველი დაბოღმული მამის ძმის დისლაიქები დაიწერება .
Ლუკა
რატომ გჯერა, რომ ყველა შენი წინაპარაი ქართული ჯიშის იყო?
ბარსელონას ყოფილი მწვრთნელის ასისტენტი
ასეთი არაფერი მინახია ნაკრებს უთამაშებელი ფეხბურთელებით აკომპლექტებდე!ბევრ გრანდში ვყოფილვარ მაგრამ ასეთს პირველად ვხედავ
Jaba
Polonuria,magran aq dabadebul gazrdilia.
ლევანი იარაჯული
წარმატებებს კი ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს, თუმცა ცუდად ნუ გამიგებთ, მაპატიეთ ყველამ, თუ გინდათ გათახსირებული მიწოდეთ, თუ გინდათ უვარგისი, თუ გინდათ ფაშისტი, ნაცისტი, გინდათ ისიც დააყოლეთ შენნაირ ქართველს ნებისმიერი სხვა რასის ადამიანი მირჩევნიაო, შენნაირები არ უნდა ცხოვრობვდნენ დედამიწაზეო, მაგრამ მე ჩემს პოზიციას ამ ქვეყანაზე ვერავინ სულიერი ვერ შემაცვლევინებს. დაიწყო ასიმილაცია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, (ეროვნეულ) პირველი ინდოელი ქართველი დედის მუცლით გაჩენილი ფეხბურთელი ნაკრების განაცხადშია! აფერუმ ქართველ ქალებს მაინც მიაღწიეთ თქვენსას! ეს დასაწყისია რამდენიმე ქართველი დედის მუცლით გაჩენილი აფრიკელიც რიგში დგას ნაკრების კანდიდატებში! ერთი ქართველი დედის მუცლით გაჩენილი ირანელიც ისინჯება. ერთი სიტყვით ჩემი სათქმელი ისაა რომ ჩემთვის საქართველოს ნაკრები დასრულდა (ეროვნული) ნაკრები დასრულდა დასამარდა! ახლა ბევრი გაიფიქრებს ნავალოვსკი რა ქართველია წარმოშობითო? ან რამდენიმე სხვა ნაკრების სახელებს დამისახელებთ რა იმათთან რომ თამაშობენო? ხოდა მიმიფურთხებია ბატონო ეგეთი ეროვნული ნაკრებებისათვის და მათი წარმატებისთვისაც. ასიმილაცია, მულტიკულტურიზმი როგორ მძულს როგორ არ მინდოდა ჩემს სიცოცხლეში მაინც არ მოვსწრებოდი ამ ყოველივეს მაგრამ(( ქართველო ქალებო აფერუმ თქვენ ადამიანობას ეროვენულობას. რა მნიშველობა აქვს ეროვნებას კაცი იყავი კაცი ბლა ბლა და მსგავსი კონტექსტები ჩემთვის მიუღებელია . (ქართველი ქალი_)
irakli
მისი ინტერვიუ წავიკითხე,პოლონელია წარმოშვებით
ddgfdf
და ბოლობოლო ბელორუსს როდის ეთამაშებიან, რას მაიმუნობენ?
ddgfdf
და ხარაიშვილს რას ერჩის რას გვეჯიბრება?
გიორგი
უკრაინული ფესვები აქვს ნიკას. ბიძაჩემის მეგობარია მამამისი და ვიცნობ მეც ნიკას. მისი დიდი ბაბუა დასახლდა საქართველოში უკრაინიდან.
gio
ნინუა იყიდა პაოკმა და ეს კიდე ნაკრებში არ იძახებს
Mos
რატო ვფიქრობ ნორმლურ სიგუაციაში ვართუკეთეს ვიტყვი.1ჩვენი ნაკრების უმეტესობა რუსეთში თამდობსს და იქთითქმის 3თვეა თამშებია და ფორმაში არინ.2დაცვა გრიგალავა ტაბიდძე და ხოჭოლავა პრაკტიკას არ უჩივიან ასევე კვრირჯველიაც არა მთლად ფორმიდსნ შორს ვგულისხმობ ფიზიკურს.კიტეიშვილი და გვილიაც ფორმაშია დ სატარტოშია არიან თავის გუნდში.ჩაკვეტაძეს თუ არაქ პრაკტიკა საუცხოვოფორმაშია კვარაცხელია.ასე ითამაშეს ლობჯანიძეემ და კაჭარავამ.ნუ დაბრალებ ნურაფერს.უნდს მოიგონ.
ავჭალიდან
ვიცი ღადაობ
emgranti
es utamashebeli fexbutelebis gamodzaxea 90 clebidan moyolebuli mohvdvs tan . mcvrtnelebi ar gvyavs iseri romlebic gadacyvetilebas miigeben da aigeben tavian tavze rom ar ganoidzaxos upraqtiko fexburtelebi. amit vaketebt inas ron im nakrebis fexburtelma icis rom utamashebelic rom iyos nakrebshi gamoidzaxebs da naklebi motivacia aris da ara jansagi konkureciashi gadadis . mitu.etes roca sastartoshi atamashebs . sanam es ar dasruldeba da upraqtijo fexburtels datovebs nakrebs garet manamde vr ganvitardeba uketesad is fexburteli visac nakrebis maiauris chacma cyuria da ara tranplilad iyenebs . xoda bolos am or tamashi cesit 6 qula unda avigot da tu 4 qul aver aviget am or tamashi mashin unda gadadges vaissi ar gvyavs dzlieri metoqeebi carmatebebi qartul fexburts
კვარა
ოპტიმალური შემადგენლობაა.ერთადერთი ლობჯანიძეს ან ზივზივაძეს დავამეტებდი კიდევ ერთ ფორვარდად.განაპირა მცველების პრობლემაა, იმედია გიორბელიძე და ლაკვეხელიანი ათამაშდებიან თავიანთ გუნდებში.
რა ლიდერი
თარგამაძე ნაკრების ლიდერი არასოდეს ყოფილა. და ზოგადად უდისციპლინო ფეხბურთელი ნაკრებში არ უნდა გამოიძახო, სხვისთვისახ ცუდი მაგალითია. ნამეტანი პატარა ასაკში დაიკიდა ვარჯიში და დაეწყო უკან სხვლა
რუსულ წყაროებში
რუსულად დავგუგლე და წერია რომ გვარი მალი ყველაზე ხშირად სსრკში გვხვდება რესპუბლიკა კარელიაში. ისე კი მსოფლიოში 79 პროცენტი ამ გვარის ადამიანების სუდანშიაო. რას გაიგებ, ზოგგან ასეა ზოგგან ისე
x.x
საკმაოდ ნორმალური გუნდი გვყავს, ეხლა ისეთი დროა ყველა ნაკრებს უჭირს, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს.
გუგლის თანახმად
მე რაც დავგუგლე ყველაზე მეტი მალო მსოფლიოში ცზოვრობს ინდოეთში, ნახევარი მილიონი, შემდეგ მალიში 40 ათასი და ბოლოს სლოვენიაში 1300. თუმცა დიდი ალბათობით ეს სამივე მალი სხვადახხვა წარმოშობისაა.
გიო
ვაისი ახალგაზრდებს აძლევს შანს რახან კუცია და მალი გამოიძახა ესეიგი აკვირდება საქართველოს ჩემპიონატსაც მაგრამ ვფიქრობ ნინუას გამოძახებაც შეიძლებოდა მისი გასინჯვაც
Giorgi kakaladze
ვაისი რატომ არ იძახებს დავით თარგამაძეს?? დათო იყო და და არის ნაკრების ლიდერი და მისი დავიწყება სირცხვილია.
კარგი შემადგენლობაა
ოპტიმალური შემადგენლობაა. სათამაშო პრაქტიკოდან გამომდინარე ალბათ ჩაკვეტაძე ქვილითაიას სექტემბერში სკამიდან დააწყებინებს კარში: ლორია დაცვა: კაკაბაძე, კვერკველია ან ხოჭოლავა, გრიგალავა, ტაბიძე საყრდენი: კანკავა ცენტრი: გვილია, კიტრიშვილი ფლანგები: კვარაცხელია, ოქრიაშვილი წინ: კაჭარავა
zaza
ფეხბურთელების უმრავლესობა უთამაშებელია ზივზივაძე უნდა გამოეძახა ქვილითაიას მაგივრად ოქრი კიდე ცენტრფორვარდი არარის.
კახა
წარმატებები საქართველოს ნაკრებს. ერთი კითხვა მაქვს თუ იცით ვინმემ მალი უკრაინული გვარია?
დაT
აბა გამოძახებულებიდან წამოვიდე ყოველ დღე ალეწილ ფეხბურთელებზე ცნობები. ჩაკვეტაძემ ბურთს თუ მოარტყა ფეხი 1 წელი კიდე ვერ ითამაშებს და ჯობია გენტში არ ითამაშოს წლის ბოლომდე :D
სოსო
მოახლოვდა სანაკრებო მატჩები და ჩვეული პრობლემებიც ისევ სახეზეა.ტრავმები და უთამაშებელი ფეხბურთელები.არც ერთი რგოლი აღარ არის, ნორმალურად დაკომპლექტებული
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..