მოთამაშეთა განვითარების ლიგის პირველი, ისტორიული გათამაშება დასრულდა. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პროექტი, რომელიც უპირველესად კალათბურთელებისა და მწვრთნელების განვითარებას ემსახურება და მომავალში ტრადიციული გახდება, შედგა. ლიგის გამარჯვებული გახდა "დინამო თბილისი", რომელმაც ფინალურ მატჩში, დაძაბულ ბრძოლაში "ოლიმპი" 73:68 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ განვითარების ლიგის შექმნა ძირითადად ახალგაზრდა მოთამაშეებისა და მწვრთნელების ხელშეწყობას ემსახურება. ამავდროულად, ლიგის ეგიდით გამართული მატჩები კარგი საშუალებაა გუნდებისთვის, სეზონის წინ ნათლად დაინახონ ახალგაზრდა მოთამაშეების შესაძლებლობები და მათთვის სასურველ კალათბურთელებს შანსი მისცენ. მოთამაშეთა განვითარების ლიგაში წარმატებული გამოსვლის შემდეგ არაერთმა ახალგაზრდამ დაიმსახურა კონტრაქტი და ასეთი კალათბურთელების რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება.

ფინალური მატჩი "დინამოელთა" ლიდერობით დაიწყო და თითქმის მთელი მატჩის მანძილზე ჟოლივეტ ტუჯანისა და კახა ტომარაძის გაწვრთნილი გუნდი 7-10 ქულით ლიდერობდა. "ოლიმპის" მწვრთნელი დავით როგავა, რომელმაც მთელი ტურნირის მატჩების გათვალისწინებით, ლიგის გამორჩეული მწვრთნელის პრიზი დაიმსახურა, სხვადასხვა გზით ცდილობდა ვითარების შეცვლას და როტაციის პრინციპის გათვალისწინებით, "დინამოელთა" წინააღმდეგ სხვადასხვა ტაქტიკას მიმართავდა. ამან კი ის შედეგი გამოიღო, რომ შეხვედრის ბოლოსწინა წუთზე, მატჩის ბომბარდირისა და ტურნირის MVP-ის, ლუკა კალატოზიშვილის სამქულიანისა და ზუსტი საჯარიმოების შემდეგ "დინამოელთა" ლიდერობა 2 ქულამდე შემცირდა. "ოლიმპმა" დაცვაშიც იხეირა და მეტოქეს ბურთი აართვა, თუმცა გამთანაბრებელ შეტევაში კალატოზიშვილს მათე კაპანაძემ ჩაუჭრა და "დინამოელთა" თავდამსხმელმა ლაშა მიქელაძემ საჯარიმოებით თავისი გუნდი ჯერ 3, შემდეგ კი 5 ქულით დააწინაურა.

"დინამოელთა" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გუნდის ყველა წევრმა ბოლომდე და თავგანწირვით იბრძოლა. ტუჯანისა და ტომარაძის გაწვრთნილმა "დინამოელებმა" მეტოქეზე მეტი შემართებით ითამაშეს დასკვნით ეპიზოდში და საბოლოოდ დამსახურებულად - 73:68 გაიმარჯვეს. "დინამოში" 28 ქულით საუკეთესო შედეგი ლაშა მიქელაძემ დააფიქსირა. 17 ქულა - დაჩი ქავთარაძემ, ხოლო 13 ვოვა თავაქარაშვილმა მიითვალეს. ორმაგი დუბლით გამოირჩა ირაკლი კილაძე, რომელმაც 12 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა.

მოთამაშეთა განვითარების ლიგის 7 მატჩში საშუალოდ მითვლილი 16.7 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა ლუკა კალატოზიშვილმა სრულად გაამართლა იმ ადამიანების ნდობა, რომლებმაც მას გამოკითხვაში მხარი დაუჭირეს. ლიგის MVP გამოვლინდა გუნდების მწვრთნელების, მატჩების მომსახურე ფიბა-ს მსაჯებისა და კომისრების გამოკითხვის შედეგად, რომლებმაც სიმბოლური ხუთეულისა და მათ შორის საუკეთესო მოთამაშის საკუთარი ვერსია დაასახელეს.

MVP, ლუკა კალატოზოშვილთან ერთად, რომელმაც ფინალურ მატჩში 31 ქულა, 16 მოხსნა და 5 ჩაჭრა მოაგროვა, სიმბოლურ ხუთეულში შევიდნენ - გიორგი ცინცაძე (მგზავრები), ლუკა მაზიაშვილი (ქუთაისი), ნიკოლოზ სოსელია (ქუთაისი) და ვოვა თავაქარაშვილი (დინამო).

მოთამაშეთა ლიგა დასრულდა და მისი მომდევნო გამოშვება 2021 წლის ზაფხულში გაიმართება. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მადლობას უხდის ლიგის მხარდამჭერ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სუპერლიგის გუნდებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ლიგის პრინციპების შემუშავებაში იყო ჩართული. ფედერაცია წარმატებებს უსურვებს მოთამაშეთა ლიგის მონაწილეებს მომავალ სეზონში - საკუთარ გუნდებში ასპარეზობისას.

ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, ტრადიციულად, დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

მოთამაშეთა განვითარების ლიგის გამარჯვებული გუნდი "დინამო" სპეციალური სუვენირებით დააჯილდოეს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველმა ზაზა ღონღაძემ, ვეტერანმა კალათბურთელმა ანტონ კაზანჯიანმა, საქართველოს მწვრთნელთა კავშირის პრეზიდენტმა დავით უსტიაშვილმა, კალათბურთის ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალეკო პეტრიაშვილმა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური სპონსორის, კომპანია "აჭარაბეთის" წარმომადგენელმა თამარ ნანობაშვილმა.

სიმბოლური ხუთეული

მოთამაშეთა განვითარების ლიგაში სიმბოლური ხუთეული გამოვლინდა ლიგაში მონაწილე გუნდების მწვრთნელების, მატჩის კომისრებისა და საერთაშორისო არბიტრების გამოკითხვის შედეგად, სადაც ჯამში მონაწილეობა მიიღო 17-მა ადამიანმა. გამოკითხვის მიხედვით, მოთამაშეთა განვითარების ლიგის სიმბოლურ ხუთეულში დასახელდნენ შემდეგი მოთამაშეები:

1. გიორგი ცინცაძე ("მგზავრები")

სიმბოლური მოთამაშისთვის განკუთვნილი სპეციალური პრიზით გიორგი ცინცაძე ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველმა ზაზა ღონღაძემ დააჯილდოვა.

2. ვლადიმერ თავაქარაშვილი ("დინამო")

ვლადიმერ თავაქარაშვილს სპეციალურ პრიზი ვეტერანმა კალათბურთელმა ანტონ კაზანჯიანმა გადასცა.

3. ლუკა კალატოზიშვილი ("ოლიმპი")

ლუკა კალატოზიშვილი სამახსოვრო პრიზით საქართველოს მწვრთნელთა კავშირის პრეზიდენტმა დავით უსტიაშვილმა დააჯილდოვა.

4. ლუკა მაზიაშვილი ("ქუთაისი")

ლუკა მაზიაშვილს სპეციალური პრიზი კალათბურთის ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალეკო პეტრიაშვილმა გადასცა.

5. ნიკოლოზ სოსელია ("ქუთაისი")

ნიკოლოზ სოსელია სპეციალური პრიზით დააჯილდოვა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური სპონსორის, კომპანია" აჭარაბეთის" წარმომადგენელმა თამარ ნანობაშვილმა.

სიმბოლური ხუთეულის თოთოეული წევრი კომპანია" აჭარაბეთის" მიერ დასაჩუქრდა სპეციალური პრიზებით.

მოთამაშეთა განვითარების ლიგის გამორჩეული მწვრთნელი

მოთამაშეთა განვითარების ლიგის გამორჩეული მწვრთნელი გახდა საკალათბურთო კლუბ "ოლიმპის" მთავარი მწვრთნელი დავით როგავა, რომელიც კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველმა ზაზა ღონღაძემ და სპონსორის წარმომადგენელმა თამარ ნანობაშვილმა დააჯილდოეს.

მოთამაშეთა განვითარების ლიგის საუკეთესო მოთამაშე MVP

მოთამაშეთა განვითარების ლიგის საუკეთესო მოთამაშე, სიმბოლური ხუთეულის მსგავსად, გამოკითხვის შედეგად დასახელდა, რომელშიც მონაწილეობა გუნდების მწვრთნელებმა, მატჩის კომისრებმა და საერთაშორისო არბიტრებმა მიიღეს. გამოკითხვის შედეგად მოთამაშეთა განვითარების ლიგის საუკეთესო მოთამაშე გახდა საკალათბურთო კლუბ "ოლიმპის" მოთამაშე ლუკა კალატოზიშვილი, რომელსაც სპეციალური პრიზები სპონსორთა წარმომადგენელმა თამარ ნანობაშვილმა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალეკო პეტრიაშვილმა გადასცეს.

დაჯილდოების ცერემონიალი საზეიმო ფოიერვერკით და სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა.

წყარო: GBF.ge

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე