მოსკოვის "დინამოს" დირექტორთა საბჭოს წევრმა სერგეი სტეპაშინმა გუშინ, 31 აგვისტოს, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრის შედეგის შესახებ განაცხადა, რომ თბილისის "ლოკომოტივისა" და მათი გუნდის შეხვედრა საქართველოსა და რუსეთის დაპირისპირება იქნება, რასაც სხვადასხვა რუსულ საიტზე ფანები გამოეხმაურნენ.

sports.ru-ს მომხმარებელთა უმრავლესობას სტეპაშინის განცხადებაზე უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა და კომენტარები, რომლებსაც ყველაზე მეტი მოწონება აქვს, ასეთია:

"წადი შენი! ცოტა ხნის წინ ვიყავი საქართველოში. ეროვნების მიუხედავად, ხალხი ბრწყინვალედ გეპყრობა. ცხადია, თუ ისეთი "განდ...ნი" არ ხარ, როგორიც სტეპაშინია."

"იფიქრა და სრული სისულელე "მო..ვა"! ეს სწორედ რომ "ლოკომოტივისა" და "დინამოს" დაპირისპირება იქნება და მეტი არაფერი. წერტილი. სპორტი პოლიტიკის გარეშე."

"ამის შემდეგ გაუკვირდებათ, თბილისში "დინამოს" რომ დაუსტვენენ..."

იგივე დამოკიდებულება ჭარბობდა championat.com-ზე კომენტარების ავტორებს შორის:

"სტეპაშინმა ჭაჭა გადაჰკრა, ხინკალიც მიაჭამა და "გაექცა"..."

"ვერ მოაგნო სინამდვილეს?! მაინც რას ნიშნავს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი!"

სხვა სპორტულ გამოცემაშიც სტეპაშინის ფრაზასთან დაკავშირებით მსგავსი შინაარსის კომენტარები იყო.

mikhael-s
არა მეგობარო,ამხანაგი აბურჯგა არ გახლავთ მხოლოდ გაუნათლებელი,არამედ ის გახლავთ პირწავარდნილი რუსოფილი!!!
888
დაბრძანდით ახლა რუსეთის მომხრეები და მიირთვით განა.ალი სტეპაშინთან ერთად.
aburjga
ვერავითარი ლიბერალური-დემოკრატია, კოლექტიური დასავლეთი, შიდა გიგა ბოკერია, იქეთ ვლადიმერ პუტინის ხელისუფლება ვერ შეარყევს ქართველი და რუსი ხალხის სიყვარულს, ურთიერთპატივისცემას, საუკუნო ძმობას! მაღალი ღმერთი ჩვენი, იესო ქრისტე გვიყურებს! ჩვენს მართლმადიდებლურ რწმენაში განვმტკიცდეთ და ყველას გვეშველება!
aburjga
ისე მოგაქვს თავი მე მეგონა თუ Archangel Michael არა, Michael Laudrup მაინც იქნებოდი! სასაცილოა თქვენს მიერ საკუთარი განათების ყავარჯნად მოშველიება!
mikhael
სპორტალი რატომღაც არ აქვეყნებს ჩემს პასუხს, კიდევ ერთხელ ვცდი ! გაუნათლებელი ხარ და აი რატომ: 1) სახელი მიწერია ლათინური ასოებით და არა ინგლისურად. ხოლო დაწერილი ფორმა მიხაელ არის ებრაული, ბიბლიური ფორმა სახელის რომელიც შემდეგ სხვადასხვა ენაში შევიდა მრავალი სხვა ფორმით. 2) კირილაცზე მაინც არ მიწერია , აი იმ ალფავიტით შენ და შენნაირები რუსულს რომ ეძახით მაგრამ რუსეთთან არაფერი კავშირი არ აქვს მის შექმნას.
Eksperti
მთავარსარდალი გორში რომ მიწას მიეკრა სამშობლოს დასაცავად ეგ არ არის მოხსენიების ღირსი??:))))))))
kuxe
სტეპაშინის ბაზარში ხართ ეს არის პუტინზე ორჯერ უარესი მარა აქც რო ომს ადარებენ ამ თამაშს ეს უკვე სტეპაშინისმზკვრული გეგმის ნაწილია
დ.დ.
ლოკომოტივის ყველა ფეხბურთელი,რომლებიც მოედანზე გავლენ და მოსკოველების წინააღმდეგ ითამაშებენ,აუცილებლად ქვეყნის მოღალატეებად და ამხ. პუტინის აგენტებად უნდა გამოცხადდენ.აბა, ლექსო თოფურია,გიორგი ყიფიანი და გიორგი ჭიაბრიშვილი,რომ პუტინის მამალი აგენტები არიან უკვე გასული საუკუნის 70-ანი წლებიდანაა ცნობილი. უნამუსოები! სააკ....ს ამდენ შრომას როგორ ყრიან წყალში. კაცმა ძლივს ჩამოხსნა ნიღაბი რუსებს,მერე იმხელა ომი მოუგო,საქართველოდან კუდით ქვა ასროლინა და ეს უბადრუკები ასე უფასაბენ? უმადურებო!
mikhael - ს
შენ რომ ინგლისურად წერ შენს სახელს , ამიტომ პატრიოტი ხარ ? პატრიოტი კი არა *ჩიტი* ხარ - სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით !
სოსო
2007 წელს,სააკაშვილმა მთელი თბილისი ცემით ჩაანგრია,მაგრამ ამის მერე დანიშნულ არჩევნებში,დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.შენც ხომ იცი,რომ არ გაუმარჯვია,მაგრამ ვინც ხმებს ითვლის,ის იმარჯვებს.ეს სტალინის სიტყვებია,რომელიც ქართველი იყო და რუსეთის სახელმწიფოს მეთაური.ასე რომ რასაც ქართველები აკეთებენ,რუსეთის პრეზიდენტმაც შესანიშნავად იცის და სწორედ ასე გაიმარჯვა ასეთი პროცენტებით.ისე,თუ კიდევ ერთ ომს ავუტეხავთ და საქართველოს ნახევარს კიდევ დაუტოვებს რუსეთს,საქართველოს რომელიმე ტვინნაღრძობი მთავრობა,მაშინ მართლაც აიღებს არჩევნებში,80%-ს.კარგი და ცუდი,ყველგან არის და შენზეა დამოკიდებული,რისი დანახვა გინდა.კარგის, თუ ცუდის.
ჟორა
ჯერ ერთი სპორტი პოლიტიკაში არ უნდა ავურიოთ, ჩვენ, ქართველებმა. სტეპაშინი ხომ არა ვართ. მეორე გამსახურდია, კოსტავა და ქართველი პატრიოტები იმისათვის არ იბრძოდნენ ჩვენი დედაქალაქი მოსკოვიდან ვაშინგტონში და ბრიუსელში რომ გადაეტანათ. თუ ჭირია, ქართველი კაცი ამბობს შეჩვეული სჯობს შესაჩვევსო და მესამე, მოსკოვი ყველა იმპერატორის ხელში მოსკოვია, კი გყავდათ ქართველები იქ, მაგრამ მათ ხელში, რომ საქართველო დაიჩაგრა, ისე არც ერთი იმპერატორის ხელში არ დაჩაგრულა. ასე, რომ პუტინს არაფერი დააბრალოთ, ვინც არ უნდა დაჯდეს კრემლში ყველა სტლინი და პუტინი იქნება საქართველოსთვის, ანუ ჩვენ უნდა მოვუძებნოთ გასაღები ჩვენს წინ მდგარ პრობლემებს და არ ველოდოთ კრემლში როდის დაჯდება ხვთინიერი კაცი.
აუ ჩემი
ეტყობა აზროვნებაში და ანალიზში პროლემა გაქვს, თორემ ამას არ დაწერდი. სად წაიკითხე, რომ რუსი ხალხი ჩვენი მეგობარია, ისტორიაშიც ბევრი რამე იცოდე არა მგონია, ამ ლოგიკის პატრონს?!
mikhael
რუსეთუმეების აღლუმია მოკლედ დიზლაიქებით!!! სპორტალლ შემოიღეთ ავტორიზაცია და კომენტარების ისე წერა, დაანახეთ სამშობლოს როგორ გამოიყურებიან რუსეთუმეები !!! იცნობდეს ხალხის ერის გამყიდვლებეს რომ შვილებს ანახონ როგორები არ უნდა გაიზარდნონ ! და არა კომენტარების დაბლოკვა რომელიც არ გაწყობთ და გიფუჭებთ საერთო ფონს თითქოს როგორ უყვართ რუსეთი საქართბელოში!!!
Neo
რომ აიგივებთ ამ ხალხს ჯართან, პოლიციასთან და ასე შემდეგ, ცოტა დაფიქრდით. რას ნუშნავს რუსი ხალხი და და მერე დანარჩენი ორგანოები. შენ რა გინდა თქვა რომ რაც ხალხი პოლიციაშია და ჯარშია ანუ მორჩა ქართველ ხალხს განსაზღვრავს? ცოტა დაფიქრდით. მარტო სხვის მიმართ აგრესიით არაფერი გამოვა. პირველ რიგში საკუთარ თავში ვეძიოთ დირე და არა სხვის თვალში
ნეო
არავის პუტინისთვის მხარი არ დაუჭერია. თუ ერჯვევი ისისც გეციდინება რას ნიშნავს, თანამედროვე არჩევნები გინდა რუსეთში და გინდა საქართველოში. ცოტა აზრზე მოდით და გაიაზრეთ რას ამბობთ. ყველგან არიან უგუნურნი და შეგნებულნი. საქართველო შეიძლება პირველ ადგილზეც კი იდგეს უგუნურთა რაოდენობით
ბექა
"რუსი ხალხი" ტერმინი რომლითაც საბჭოთა სევდას იქარვებს ზოგიერთი.თურმე არ ვძულვართ ხალხს,გვებრძვის მხოლოდ მთავრობა:)) ჯარიც,კაკებეც და სხვა სადამსჯელო ორგანიზაციებიც ამ "რუსი ხალხი"სგან შედგება და აქვთ იმპერიალისტური ამბიციები ეს დამტკიცებულია უკვე სამი საუკუნეა,რუსეთს(მთელ ერს ვგულისხმობ) უყვარს მორჩილი საქართველო,მთვრალი ქართველი და კრემლში გადაწყვეტილი საქმეები,გაუმარჯოს თავისუფალ,დამოუკიდებელ,ერთიან საქართველოს!ვინც ამ დევიზს მიემხრობა ჩვენი მეგობარია სხვა დანარჩენი მტერი.შუალედი არ არსებობს
ზურა
Степашин хуило!!!
buba
... და გჯერა რომ ნამდვილად დაუჭირეს მხარი და არ გააყალბა პუტინმა და მისმა ბანდამ?!!!...
მოქალაქე
სპორტი პოლიტიკაა
თამაზი
არ ვფიქრობ , რომ გულშემატკივრები აგრესიულად უნდა მოვიქცეთ. ჩვენს ბიჭებსაც ცუდად არ ეპყრობიან რუსეთში
აკაკი
ნორმალური ხალხი ეგრე აზროვნებს დიახაც მაგრამ აქაურ სულელებს კითხეთ აბა? გადამწყვეტი ბრძოლაა დიდი ომის წინ :D :D
სვან1
ამ სტატიაში ნახსენებ რუსულ პორტალზეც და სხვა სპორტულ საიტებზე შესვლა ჩვენც შეგვიძლია და უმრავლესობა ქართველებზე და ქართულ ფეხბურთზე დამცინავი და დამამცირებელი კომენტარები წერია, ასე რომ რაღაც ცუდი სუნი უდის ამ სტატიასაც და ''რას მოვესწარით'' - ის კომენტარსაც და ვისაც ჰგონია, რომ პუტინია ჩვენი მტერი მხოლოდ თორე რუსეთი მეგობარია, ისტორიის შესწავლა არ აწყენდა. ქართველებს მოგვიწოდებენ, რომ განვასხვავოთ პოლიტიკა და ხალხი, პოლიტიკა და სპორტი, როცა მსოფლიოში არცერთი ერი არ აკეთებს ამას.. ( მითუმეტეს, როცა საქმე უდიდეს მტერთან აქვთ)
korben dallas
ხო, კომენტარებში ათიდან ცხრა რუსი სტეპაშინს ლანძღავს. სამაგიეროდ ათიდან ცხრა რუსმა პუტინის სამუდამო "ხელმწიფობას" დაუჭირა მხარი. სადაა ლოგიკა ? საქმე საქმეზე რომ მიდგება, ყველანი მაინც თავიანთი იმპერიული აზროვნების მონებად დარჩებიან და იმას მიიღებენ, რასაც მბრძანებელი ჩაუდებს თავში. მერე კი აქაც ჩამოვლენ, ღვინო-ხინკალსაც დააგემოვნებენ და "სულიკოსაც" გვიმღერებენ... )) ძალიან, ძალიან, ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა ეგრე იქნება.
კოკა
ფეხბურთი ჩემთვის მხოლოდ ფეხბურთია და მეტი არაფერი. ეს არის თამაში, რომლის ყურებიტაც ვერთობი. რა თქმა უნდა, ქართულ კლუბებს და საქართველოს ნაკრებს ვგულშემატკივრობ, მოწინააღმდეგის მიუხედავად. ეს არც ომია, არც რაიმე სხვა დაპირისპირება. 11-11 ადამიანი თამაშობს. რა შუაშია საერტოდ პოლიტიკა, მით უმეტეს მოთამაშეებს, არ აინტერესებთ(არც უნდა აინტერესებდეთ) პოლიტიკა, მით უმეტეს, მათ შორის რამდენიმე სხვა ქვეყნების მოქალაქეებია.
Დავით იბერიელი
ფსბ-ს ყოფილი უფროსი ,შსს ყოფილი მინისტრი... ასეთი ნეხვისგან სხვა რა უნდა მოგვესმინა.თესავს, როგორც ყოველთვის,რომ ვინმე წამოეგოს და რუს ფანებს, რაიმე შეურაცხყოფა მიაყენოს ცხელ გულზე.არადა რატომ უნდა წამოვეგოთ ამ, არა კაცის პროვოკაციას???რამდენი რუსი ტურისტი ჩამოდის აქ?რამდენი სხვადასხვა გუნდის ფანი ??? ჩვენ, საკუთარი სახე,ქართული ღირსება და შეგნება არ უნდა დავკარგოთ.სტუმარი ,არის სტუმარი.ასეთი ,ელემენტების ძალაუფლების მთავარი წყარო,არის პოსტსაბჭოთა სივრცეში, მუდმივად დაპირისპირება და ხალხთა შორის შუღლი
დათო
100%-ით გეთანხმებით!!!
siropias gogo
რუსები არ არიან ცუდი ხალხი რუსებს უკვარს საკარტველო პუტინი და მისი პოლიტიკა არ მინდა ჰევიგინო დამბლოკავტ
ბაჩი
დარწმუნებული ვარ რომ რუს ხალხს არ სძულს ქართველი ხალხი,პირიქით სხვებისგან გამორჩეულადაც ვუყვარვართ კიდევაც,ეს პოლიტიკაა რაც ყოველთვის ყველაფერს აფუჭებს...
რას მოვესწარით
გენაცვალეთ ქართველებო, ესაა ჩვენი იარაღი, ჩვენი სათნოება და კაცთმოყვარეობა, რამდენი რუსიც ჩამოვა, იმდენი დადებითი ემოცია გაჰყვებათ უკან, თუ ისეივე გან-ნი არ იქნა, როგორიც ეს ბატონია. ახალგაზრდების გასაგონადაც მინდა ვთქვა, რომ ცუდი და კარგი ერი არ არსებობს, არსებობენ ცუდი ადამიანები! რუსი ძმაკაცი მყავს, მაგას ვენაცვალე. ესენი არიან ნამდვილი რუსები, რომლებმაც მიაჩმორეს კომენტარებში ეს ჭუჭუ. პუტინს და მის ბანდას ერონება არა აქვს, როგორც ნებისმიერ ბოროტმომქმედს.
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
გაგნიძემ მოსკოვის "ლოკომოტივს" ურთულესი პოზიციიდან გაუტანა [VIDEO]
კიდევ ერთი ქართველი ესპანეთში - ლუკა გაგნიძე "გრანადაში" გადავიდა
"ტრანსფერამდე ბევრ ადამიანს ვესაუბრე და ყველამ ეს აღნიშნა" - გაგნიძის კომენტარი "კრილია სოვეტოვში" გადასვლის შემდეგ
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
ლუკა გაგნიძე იჯარით მოსკოვის "დინამოდან" "კრილია სოვეტოვში" გადავა
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
გაგნიძეს მოსკოვის "დინამოში" არ ათამაშებენ და შეიძლება "რაკუვში" წასვლა გაუხსენონ
"ტიუკავინი "ატლეტიკოში"?" - "მარკას" რედაქტორი ინფორმაციამ გააოცა