საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მომავალი ორი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. ვარჯიშის დასრულების შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის საიტთან კომენტარი ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა გაკეთა:

"საფეხბურთო სამყაროში ძალიან დიდი იძულებითი სანაკრებო პაუზა იყო. ამ დღეს ყველა დიდხანს ველოდით. ნამდვილად იდეალური ატმოსფეროა ნაკრებში. ფეხბურთელების უმრავლესობა სხვადასხვა ქვეყანაში ვთამაშობთ და მხოლოდ დისტანციურად გვიწევდა ერთმანეთთან კონტაქტი, რაც ნამდვილად უჩვეულო იყო. ყველას ძალიან მოგვენატრა სანაკრებო გარემო და რაც მთავარია, ერთად თამაში. ერთა ლიგის პირველი გათამაშების შემდეგ სულ სხვა მოლოდინი იყო 2020 წელთან დაკავშირებით, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო ბევრი რამ შეიცვალა. ჩვენ მაინც ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი და დიდი მოლოდინი გვაქვს. დღეს ნაკრების თითოეული წევრი კარგი განწყობით არის ვარჯიშზე და ვეცდებით, რომ ეს ხასიათი თამაშზე ავსახოთ; შესაბამისად, ჩვენთვის სასურველი შედეგით დავასრულოთ უახლოესი ორი შეხვედრა.

რაც შეეხება ერთა ლიგის ახალ გათამაშებას, ეს არის ახალი ტურნირი, ახალი ციკლი შესაძლებლობების გამოსავლენად. განწყობა უცვლელია, გვსურს, რომ წარმატებისთვის ვიბრძოლოთ ამ ჯგუფშიც.

მთელ საფეხბურთო სამყაროში ბევრი სიახლეა როგორც საორგანიზაციო კუთხით, ისე შეზღუდვების მხრივ. ვერასდროს ვიფიქრებდით, რომ ცარიელ "დინამო არენაზე" მოგვიწევდა სანაკრებო თამაშის ჩატარება. ჩვენ მაყურებელს ნამდვილად განებივრებული ვყავართ, ყოველთვის ანშლაგია სანაკრებო თამაშებზე და ეს ყველაზე დიდი მოტივაციაა ფეხბურთელისთვის. უმაყურებლო ტრიბუნა უდიდესი დანაკლისი იქნება საშინაო თამაშზე. თუმცა, მიუხედავად ასეთი ვითარებისა, ვგრძნობთ გულშემატკივრის გვერდში დგომას და მხარდაჭერას. დარწმუნებული ვარ, ყველა მოუთმენლად ელოდება ნაკრების როგორც გასვლით, ასევე საშინაო თამაშებს.

ამ რეალობაში მყოფი ადამიანებისთვის ნებისმიერი სანაკრებო წარმატება, ვიცით, რომ დიდი სტიმული იქნება. ამიტომ ჩვენ მაქსიმალური შედეგისთვის უნდა ვიბრძოლოთ".

ლაშა
FIFA'-ს რეიტინგში 91 ადგილზე მყოფი ნაკრებისთვის ნამდვილად არის, კობოურისთვის და კიდე რამდენიმესთვის, საქ ეროვმ.მაკრები 2019/20 წ, 89 დან 91 ადგილზეა,
jano loria
კვეკვესკირის მჭერმეტყველება კარგია მისი ინტელექტისთვის,მე რიგით გულშემატკივარს მინდა გამარჯვება და მხოლოდ გამარჯვება,რომ გაიმარჯვებთ მერე გამოდი და თუ გინდა ლექცია წამიკითხე ქართულ გრამატიკაზე პირობას გაძლევ თავიდან ბოლომდე მოგისმენ...თუ ვერ გაიმარჯვებთ მოგიწევთ გულშემატკივრის ლექციის მოსმენა..წარმატებებს გისურვებ
Toko
რა ასაკზეა საუბარი? 28 წლისაა და მართლა ერთერთი ნათელი წერტილია კვეკვე ნაკრებში. მარტო უკან პასებს ხედავ? მე ძალიან ბევრი სასწაულად კარგი ჩაწოდება მახსოვს კვეკვესკირისგან და ტაქტიკურადაც ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია, თითქოს სულ სხვა ფეხბურთელზე საუბრობ. დე ლიგაში ყველაზე მეტი ზუსტი პასი და ჩაწოდება სწორედ კვეკვესკირს ქონდა სტატისტიკაზე თუ მივა ლაპარაკი.
ვაზი
ამ ნაკრების ღერძი არის კვეკვესკირი. ვისაც ფეხბურთი ესმის ის ხედავს. მას შეუძლია გუნდის შეტევის ტემპის რეგულირება. უკონკურენტოა ამ ეტაპზე
გულშემატკივარი
არ ვიცი,შეილება ვინმე არ დამეთანხმოს მაგრამ კვეკვესკირი აღარაა ნაკრების დონე...
Vasili
შეუძლება ვცდები მაგრამ ამ ბიჭის ადგილი ძირითადში ნაღდად არაა, და საერთოდ ნაკრებშიც ამოწურა თავის შესაძლებლობები, რასაც ვუყურებ უკან იმდენ პასს აკეთებს რო დავთვლაც კი მიჭირს, ძააან აფერხებს და ძალიან ატორმუზებს შეტევებს, ვითომ ტექნიკის ხარჯზე , ზედმეტ მოძრაობებს აკეთებს, თან ასაკიც აღარ უწყობს ხელს, და პირლოსავით ვერ დაბრძენდება ვერც ეგ და ვერც კიდე ბევრი. არაფერი პირადული , უბრალოდ ეს ნაკრებია და როცა ვეღარ თამაშობს ფეხბურთელი , მწვრნელმა უნდა გაიბარტყუნოს ყურები ცოტა... სანამ ხალხმა შემოგაღვიძა ყვირილით...
შოკირებული გულშემატკივარი
იქნებ ახლა გაგიმართლოთ თორე სულ მასე იწყებთ და მერე გვახსოვს როგორ აგრძელებთ
irakli
წარმატებები ჩვენს ბიჭებს
რა მაფიაა?
ისეთი ჯიგარი და ჭკვიანია ეს ბიჭი, კარიერის დასრულების მერე ნაკრების პრესსპიკერად ან თეორიულ ტრენერად დანიშნონ ნაკრებში )))))
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს
კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს
ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირი "ნირედჰაზაში" გადავიდა
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ