"ბარსელონას" ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა აღიარა, რომ "ბლაუგრანაში" ქაოტური მდგომარეობაა, რაზეც ყველაზე დიდი გავლენა მესის მოთხოვნამ იქონია, რადგან ლეოს ასეთ გადაწყვეტილებას არავინ ელოდა.

მას შემდეგ, რაც კატალონიური გრანდი "ბაიერნთან" ანგარიშით 2:8 განადგურდა, გუნდი მთლიანად მოიშალა, "ბარსას" მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი დაითხოვეს და მის ადგილას ნიდერლანდელი ექსთავკაცი და კატალონიელთა ლეგენდა რონალდ კუმანი დანიშნეს. მიუხედავად ამისა, "კულეები" ძალიან გაბრაზებულები არიან და კლუბიდან პრეზიდენტის, ხოსეპ მარია ბარტომეუს წასვლას ითხოვენ.

"ამჟამად გუნდში არეულობაა: ქაოტური მდგომარეობა და გაურკვევლობა. მე მესისთან ტრანსფერის შესახებ არ მისაუბრია, ასე რომ, მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ. თუ ლეო "ბარსელონას" დატოვებს, ეს ჩვენთვის უდიდესი დარტყმა იქნება. სანაკრებო მატჩების შემდეგ გუნდში დავბრუნდები და აქ არსებულ მდგომარეობას მერე შევაფასებ", - განაცხადა დე იონგმა.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა ასევე აღნიშნა, რომ დიდი სურვილი აქვს, სანაკრებო პაუზიდან დაბრუნების შემდეგ მესი ისევ გუნდში დახვდეს, თუმცა არგენტინელთან ამ თემაზე არ უსაუბრია.

აღსანიშნავია, რომ დე იონგი იმ ფეხბურთელთა სიაშია, რომლებიც "ბარსელონაში" ხელშეუხებელნი არიან. უკვე ცნობილია, რომ "ბარსელონამ" ტრანსფერზე 17 მოთამაშე დააყენა, მაგრამ ნიდერლანდელი კატალონიელთა რიგებში რჩება და რონალდ კუმანის გუნდში ძალიან დიდი როლი ექნება.

ფრენკიმ მედიას განუცხადა, რომ მწვრთნელთან მხოლოდ სატელეფონო საუბარი ჰქონდა და ჯერ პირადად არ შეხვედრია. ისინი ერთმანეთის საფეხბურთო ფილოსოფიას კარგად იცნობენ, რადგან კუმანი ფეხბურთელს ჰოლანდიის ნაკრებში წვრთნიდა.

sportall.ge-სთვის მოამზადა ირაკლი ბლიაძემ

მომზადებულია 90min.com-ის მიხედვით

სოსო
!!!-ს.თავის მოკვლაში,მოედანზე თავის მოკვლა ვიგულისხმე მეგობარო.ჯვარი სწერია ყველას.

სოსო, ღმერთმა დაიფაროს ლეო თავის მოკვლისაგან, მაგრამ მისი ხასიათი, რომ ვიცით ძალიან ცუდ დღეში იქნება, ხასიათის კაცს ტყვილად არ ეძახიან. გადაჭედილ სტადიონზე როცა სკანდირებდნენ მესი, მესი, სად არიან ეს ფანები? ეხლა ჭირდება მესის ზურგის გამაგრება, რომ ეს ვირთხა აჩკარიკა აიძულონ გადადგომისაკენ.
სოსო
ბარტომეუმ იცის,რომ მომავალ გაზაფხულამდე,როცა საპრეზიდენტო არჩევნები იქნება,მაყურებელს სტადიონზე არ დაუშვებენ და ამიტომ ბარსელონას გულშემატკივრებს,არაფრად აგდებს.ვერც ისინი ახერხებენ ორგანიზებულად პროტესტების გამოხატვას,დირექტორატიც მის მხარეზეა და ყველაფერს კადრულობენ.არ ვიცი მესი ასეთ პირობებში როგორ ითამაშებს,მას ხელები გადაუგრიხეს და ვაბანკზე წავიდნენ.ან მესი თავისი რენომეს დაცვისათვის თავს მოიკლავს,ან კიდევ ყველაფრის მისთვის ჩამოწმენდას ეცდებიან.ერთი რამე კი ცხადია,მესი ამ ვირთხებს არ იმსახურებს და კარიერის ერთ წელს ჰკარგავს.ყველა ვარიანტში ის წაგებული დარჩება და შესაძლოა ფსიქოლოგიურად ისე გატეხონ,თამაშსაც თავი გაანებოს.იმედი მაქვს სპონსორები სწორად შეაფასებენ სიტუაციას და ხელშეკრულებებს გაუუქმებენ ბარსელონას.თავის დროზე დიდი მიხეილ მესხიც აიძულეს ვიღაცა ფუნქციონერებმა,რომ დინამოდან წასულიყო და მართალია პატარა ვიყავი,მაგრამ კარგად მახსოვს,გულშემატკივრის ცრემლიანი სახეები.ფეხბურთში მთავარი ფეხბურთელია და თუ ვარსკვლავი არ გინდა,მაშინ ახლოს ნუ გაეკარები ფეხბურთს.ვინც მესხი აიძულა წასულიყო,ქართული სპორტისათვის ბევრის გამკეთებელი ჩინოვნიკი იყო,ძალიან დიდი დამსახურებები აქვს და უამრავ სპორტსმენს დაეხმარა დიდი შედეგების მიღწევაში,მაგრამ ფეხბურთის გულშემატკივრებისათვის და მაშინ მთელი საქართველო,ფეხბურთის თავგადაკლული გულშემატკივარი იყო,ის მაინც ის კაცია,ვინც პირადი ამბიციების გამო,მიხეილ მესხი,ფეხბურთს ჩამოაშორა.ასეთი ლაქა არ ირეცხება.ის სამუდამო ლაქაა.

ფრენკ, მესის გადაწყვეტილებამ კიმ არა, ბარსას თვითმარქვია "პრეზიდენტმა" შემოიტანა დიდიხანია უკვე ქაოსი. მესისაც ამოუვიდა ამ "ქაოსში" ყოფნა.
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ბარსელონა" რაფინიას ტრავმის გამო კომპენსაციას მიიღებს
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
ერთბაშად ოთხი ფეხბურთელის წაყვანა სურთ - "ბარსელონას" ვარსკვლავები საუდის არაბეთის კლუბებს უნდათ
ფლიკს დე იონგთან დიდი ხნით მუშაობა სურს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
"სისულელეები ვრცელდება" - დე იონგის აგენტმა ნიდერლანდელის "ბარსადან" წასვლა გამორიცხა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
"უფრო მეტი მისნაირი ფეხბურთელი გვჭირდება" - დეკუმ დე იონგი შეაქო
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
"ლივერპული" "ბარსელონას" ნახევარმცველის ერთი პირობით შეძენას გეგმავს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება
"ბარსელონა" დე იონგს ახალ კონტრაქტს სთავაზობს, თუმცა...
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა