ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე ესტონეთს 1:0 სძლია.

ქართველი გულშემატკივრის მოლოდინი ამ მატჩისადმი დიდი იყო და "ჯვაროსნების" მწვრთნელმა ვაისმა განაცხადა, რომ ახალგაზრდების ეიმედებოდა, სტუმართა გუნდის კაპიტანმა ვასილევმა კი აღნიშნა, რომ თუ ქედმაღალ მეტოქეს ბურთს დაუმალავდნენ, სათამაშო განწყობას წაუხდენდნენ.

დანაკლისის გათვალისწინებით ვაისმა მეტ-ნაკლებად ოპტიმალური შემადგენლობა დააყენა, თავიდანვე ინიციატივას დაეუფლნენ და ჩაკვეტაძის პასის შემდეგ ოქრიაშვილმა დაარტყა, მაგრამ ტამმა ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი. საქართველოს ნაკრები გამუდმებით უტევდა, სტუმრები იშვიათი კონტრშეტევებით პასუხობდნენ და 32-ე წუთზე კვარაცხელიას პასის შემდეგ კაჭარავამ თავურით ანგარიში გახსნა.

შესვენების თამაში შედარებით გათანაბრდა, ნაკლებად სანახაობრივი გახდა, ესტონელებმა ლორიას კარზე უხიფათო იერიშების მიტანა დაიწყეს, 88-ე წუთზე ლობჟანიძემ ბურთი ძელს გაარტყა, ბოლოს მანვე ოდნავ ააცილა მიზანს და ჩვენმა გუნდმა ტურნირის სტარტზე სტუმრად გამარჯვება იზეიმა.

8 სექტემბერს, მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს, რომელმაც პირველ ტურში სომხეთს 2:1 სძლია.

ტალინი. "ა. კოქ არენა"

ესტონეთი - საქართველო 0:1

გოლი: კაჭარავა (32)

ესტონეთი: ჰაინი, ტენისტე, მეტსი, ტამი, ვასილევი (აინსალუ 86), იარველაიდი, ოიამა, ტუნიოვი (ლიივაკი 70), კრეიდა, კაიტი, ზენიოვი (ანიაკი (70)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა, კვეკვესკირი, ჯიღაური, კანკავა, ოქრიაშვილი, ჩაკვეტაძე (ქვილითაია 78), კვარაცხელია (აბურჯანია 90+1), კაჭარავა (ლობჟანიძე 68)

ამატაკი
რა დალაგებაზე ლაპარაკობთ ხალხო!? თოთქოს რაღაცეები დაგვავიწდა და ა. შ. იყო დრო ნაკრები ჯგუფში მესამეც გასულა და ღირსულ თამაშებსაც ატარებდა.ვაისის ხელში ჯგუფში რა შედეგი დაიდო? უნდა გადახედო რაიმეს რომ დაწერ.ამ ესტონეთის და მისნაირ გუნდებთან შედეგი თუ გაკმაყოფილებს კი ბატონო. მაგრამ ამ თამაშით ნებისმიერ საშუალო დონის გუნდთან ამ კაცის ხელში გვექნება ის შედეგი, რაც ჯგუფში გვქონდა ევროშესარჩევში. არ აქვს ვაისს გუნდის რწმენა, რა სასტავსაც აყენებს, რა ტაქტიკითაც ათამაშებს ამაზე მეტყველებს. ჩვენნაირ პატარა ქვეყნებს ყოველთვის ძლიერი თაობა ვერ გვეყოლება. ეხლა თითქოს გაგვეზარდა ის თაობა, რომელიც მეტნაკლებად კონკურენტული გუნდის შექმნას შეგვაძლებინებს. ამის მისაღწევად გვინდა ტრენერი, რომელიც გუნდის სული და გული იქნება, გაუორმაგებს მოტივაციას და ტაქტიკასთან ერთად ამ პატარა ბიჭებს შთააგონებს რომ თავისი ქვეყნისთვის მინდორზე ყველაფერი უნდა დადონ.
გოგლიკა
გიო, მაქსიმუმის დადებას თუ იმას ეძახი რო სუსტთან თუ ძლიერთან მინიმუმ 8 მცველით და 2 ნახევარმცველით თამაშობდა სულ და მარტო ბურთის მოგერიება და შემთხვევითი გოლები იყო ჩვენი თამაშის სტილი კამათს აღარ დავიწყებ.
Ziz
რუსეთის მოთამაშე მცველები სამი ცენტრალური მცველით თამაშს რომ არი ან მიჩვეული ალბათ უჭირთ ჩვენი 2 უკანა მცველის თამაში
გიო
ლევან მე არ მოვსწრებივარ არც დინამოს ტრიუმფებს, არც უნიჭიერეს ქინქლაძეებსა და ყიფიანებს მე რაც მინახავს გეტყვით რო ქეცბაიას რა რესურსიც ქონდა მაქსიმუმს დებდა და მგონია რო დღესაც საუკეთესო ოფციაა ნაკრების გაწვრთნის. (ქართველ მწვრთნელებში რა თქმა უნდა)
გიორგი გორგაძე
გვესმის რომ არ გვყავს ფეხბურთელები მაგრამ პრობლემა იმაშია რომ ვაისი რაც გვყავს იმასაც ვერ ან არ იყენებს. უკანკალებს მუხლები .
ლევანი
მაინც ვის ხელში გახსენდებათ, რომ ნაკრებს ორივე ტაიმი მაღალ დონეზე ეთამაშოს, ჩვენ არ გვახსოვს იქნებ თქვენ გაგვახსენოთ ის დიდი მწვრთმელი, ჩვენს ნაკრებს ორივე ტაიმში ათამაშებდა
tngh
ნეტავ ყველა თამაში 1:0 მოვიგოთ!!! ორივე ხელით თანახმა ვარ...
გიო
შედეგი მისაღებია აი თამაშის ხარისხის რაგითხრათ განსაკუთრებით მეორე ტაიმში. ვაისის ხელში ნაკრების ორივე ტაიმის მაღალ დონეზე თამაში არმახსენდება.გუნდის ტაქტიკასა და გეგმაზე ხო რაუნდა ვთქვათ "კვარა თუ იზამს ხო იზამს თუარადა დაველოდოთ მომენტის თავისით შექმნას" მე მაინც ვთვლი რო ვაისი გასაშვებია რა შედეგსაც ვდებთ და ვდებდით ეგეც ორი კაცის უფრო ზუსტად ბავშვების კვარაცხელიასა და ჩაკვეტაძის დამსახურებაა იმედია ტრამვები აღარ შეაწუხებთ და ითამაშებენ დიდ ფეხბურთს
დიტო
ასე ცალხაზიანად როგორ უყურებთ ყველაფერს? 3 დღეში მეორე თამაშია და არ შეიძლება მხოლოდ ამ თამაშზე იყო ორიენტირებული.
ჭანკოტაძე
ჭანკოტაძე მე ვარ ფეხბურთს არ ვთამაშობ გეშლება ძმა აი ნარდში მართლა ტალანტი ვარ
პროფესორი
კოტეიშვილს და გვილიას არ სყენებ სასტავში შენ გონია კაი სასტავი დაყენე ქვილითაიას კიდე ამ ფორმაში მანდ რაუნდა საერთოდ
გულისტკივილით
ჩვენი უბედურებაც მაგაშია რომ ბებერი,სიჩქარედაკარგული ჭ კლასის საშუალე გუნდში მოთამაშე ფეხბურთელის შემცვლელი რომ არა გვყავს,თორემ კანკავას კი არ ვერჩი ან დამსახურებას კი არ ვუკარგავ.ცოტა ძლიერ და სწრაფ გუნდს შევხვდებით და ყველაფერი გამოჩნდება.
სოსო
კაი რას.ჯერ კიდევ გაზაფხულზე,კვარაცხელია, აშკარად ჩანდა რომ თამაშში იმალებოდა.თუ მიდიოდა ატყუებდა კიდეც,მაგრამ თავზე თამაშის აღებას ერიდებოდა და ამაზე ყოველი მატჩის შემდეგ ვწერდი.პაუზის შემდეგ,უფრო თამამად ათამაშდა და კი ვხედავთ,როგორ თამაშობს.ხვიჩას დარტყმაც აქვს და პასიც,მაგრამ მაგ კომპონენტებში,თავდაჯერება აკლია.ორი-სამი გოლი ან გასული მაგარი პასი და ამ თავდაჯერებასაც შეიძენს.მთავარია თვითონ დაიჯეროს,თორემ ტექნიკასთან პრობლემა არ აქვს.თანაც ისეთი ტემპით ვითარდება,რომ დიდი ხნის ლოდინი,არა მგონია დაგვჭირდეს.წუხელ, მთელი თამაშის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა და ჩვენ ბიჭებს,ეგეც უშლიდათ ხელს.ისე, არც მბაპეა დიდად ხნიერი.
pele
ა რ ა ბ ი ძ ე ნაკრებში!!!!!!
1
სწორი შემადგენლობა ალბათ თქვენი შეხედულებაა, ხომ? სხვაგვარად არ განიხილება ხომ? მხოლოდ თქვენ და თვენ იცით რა არის უკეთესი?
დათო
კანკავაზე მაგას როგორ ამბობ!!! კაცი ბურჯია ნაკრების, 90 წთ არ გაჩერებულა, შავ საქმეს აკეთებს უამრავს!!! მოტივატრია მთელი გუნდის!!! ვინც ამას ვერ ხედავს , ართკაც ჭ კლასშია ჩარჩენილი!!! ბიჭებნა გუშინ ყვეკაფერი დატოვეს მოედანზე!!! მადლობა ნაკრებს!!!
N.kh
რატო არ აყენებს უფრო სწორ შემადგენლობას ვაისი? რა უნდა ჯიღაურს, კაჭარავას, ოქრიაშვილს სასტარტოში? ნუ ჟიღაურზე და კაჭარავაზე იმედია დავა არც გვექნება, ოქრიაშვილს რაც შეეხება, ძალიან მონდომებულია და ბევრი გაუკეთებია ნაკრებისთვის, მაგრამ ნაყიდი ხომ არ აქვს ადგილი, როცა უკეთესი ვარიანტია, რატომ უნდა დააყენო? https://i.imgur.com/5rWMdTF.png ეს მგონია ჯანმრთელი მოთამაშეებისგან დაკომპლექტებული ყველაზე ოპტიმალური შემადგენლობა. --------ქვილითაია-------- კვარაცხელია-ჩაკვე-დავითაშვილი ----კანკავა---კვეკვესკირი---- ს.ლობჟანიძე-ხოჭოლავა-კვირკველია-კაკაბაძე აუცილებლად უნდა დააწყებინოს სწრაფ და ფორმაში მყოფ ახალგაზრდებს თამაში. ვცადოთ საბა ლობჟანიძეც მარცხენა wing-back პოზიციაზე, ძალიან ძალიან მაგრად მიდის წინ და ჩქარია, დარწმუნებული ვარ ბევრად მაგარ შედეგს დავდებთ. დავითაშვილი რომელიც მართლა მაგარ ფორმაშია და აღმასვლის პერიოდს გადის, რატომ უნდა იჯდეს სკამზე და ჟიღაური რატომ უნდა იწყებდეს რომელიც საერთოდ ვერ ვხვდები რას აკეთებს მოედანზე, გარდა მონდომებისა.
ზვიო
ვაისზე მეტი მიღწევა ქართველი მწვრთვნელებისგან მხოლოდ ახალკაცს ქონდა, ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა, კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში, ალბათ რაღაც ესმის ფეხბურთის.
კაი რა
19 წლისაა ბიჭი, 19!!! ის, რასაც შენ ამბობ, მოაქვს დროს და გამოცდილებას, კვარაცხელია ამ ასაკში რასაც აკეთებს, მგონი მესი არ აკეთებდა 19 წლის რომ იყო, 20 წლის კვარა სულ სხვა დონე იქნება, 21-ს კიდევ უკეთესი, დააცადეთ რა, მთავარია არ გაჩერდეს და ივარჯიშოს. ასაკს დიდი მნიშვნელობა აქვს.
x
moviget da es kvelaze mtavaria magram unda itkvas da vaiss vinmem utxras xalxis azri, arc kvaracxelia da arc chakvetaze tavis poziciaze ar tamachobda, chakvetazem saertod ver itamacha da mteli tamachis tvirti daacva kvaracxelias, davitachvili aucileblad chirdeba gunds da gvilia, dacvachic areulobaa, estoneti dabali donis gundia da mouget magram sxvastan aseti areuli tamachit gagvichirdeba, checvlebze agar vambob, rogorc koveltvis dagvianebuli iko da uazro, vaisi eksperimentebs atarebs, da chven ar gvcalia evropaze unda vitamachod, aseti chansi kidev rodis gvekneba aravin icis.

კიტეიშვილი უფრო დაგვაკლდა
რაღაცეებში გეთანხმები
ვაისმა რომ გუნდი დაალაგა და რაღაცა სტილი რომ გამოიკვეთა ჩვენს ნაკრებში, ამაზე რა თქმა უნდა არ ვიდავოთ, მაგრამ ხომ შეიძლება, როცა ოქრი გიჩვენებს პირდაპირ, სულს ვღაფავ, მეტი აღარ შემიძლია, აშკარად ყვითელზე მიდის, რომ გამოცვალონ, გამოცვალე რა დალოცვილო, გყავს ხომ სკამზე რამდენი კაცი, მაგ. დავითაშვილი, შენგელია, ვაისი ნაღდად არაა ცუდი მწვრთნელი, მაგრამ შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ რესურსით კიდევ უფრო კარგი თამაში შეგვიძლია, ასე მგონია არ იცნობს კარგად ჩვენს ბიჭებს, ვნახოთ! ყოველ შემთხვევაში კვირკველია საშინლად გამოიყურებოდა, ჯიღაურის დაყენებამ არ გაამართლა, ამას ცოტა კარგი გუნდი არ გაპატიებს. გრიგალავა ამ ეტაპზე ბევრად უკეთესი ვარიანტი მგონია.
სოსო
მცირედში ვერ დაგეთანხმები.ნაკრების ამდენი შედეგიანი თამაში,გარკვეულწილად სუსტ გუნდებთან თამაშმა განაპირობა და კვარაცხელიას უკეთესი თამაში,რუბინიდან,მარცხენა ფლანგზე,რამდენიმე მახსოვს.კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე გადმოყვანას,ის გამართლება აქვს,რომ მარცხენა ფლანგზე,სამი სრულფასოვანი შემტევი ნახევრამცველი გვყავს და სხვა შემთხვევაში,რომელიმე შემადგენლობიდან ამოვარდებოდა.ასე კი,კვარა,თავისი შესაძლებლობის 90%-ს მაინც მარჯვენა ფლანგიდანაც ამჟღავნებს და ვაისი სწორად მოიქცა,მისი აქ გადმოყვანით.ჩაკვეტაძის ფორმაში შესვლით,იქნებ ისეც მოხდეს,რომ ოქრი,ჩაკვე,ზურიკო და კვარა,სრულიად ერთმანეთის ჩამნაცვლებელი ოთხეული გახდეს.მეტნაკლებად ოთხივეს შეუძლია თავდამსხმელის და ორივე ფლანგზე მოქმედი უნივერსალური ნახევარმცველის ფუნქციის შესრულება.ზურიკო და კვარაცხელია,დაცვაშიც საკმაოდ საიმედოდ თამაშობენ და თუ თუნდაც კიდევ ორი წელი,ასეთი ტემპით განაგრძეს პროგრესი,უკვე მართლაც კარგი ნახევარდაცვა გვეყოლება.თანაც მხოლოდ ესენი ხომ არ გვყვანან,გვილიაც არ არის ხნიერი და ჯანოზეც ჯერ კიდევ ვამყარებ იმედს.უკვე ახლაც,და მომავალ ციკლში აუცილებლად,ამ ნაკრებს,ბ ჯგუფში გადასასვლელად ბრძოლა შეეძლება.მაკედონიასთან თამაში დაგვანახებს,რადენად საფუძვლიანია ჩვენი ამბიცია,ჯგუფში გამარჯვებაზე.
aburjga
სუპერტალანტად შერაცხული ჭანკოტაძე ვინაა, არ გამიგია ასეთი, სად თამაშობს?!
ლევანი
თქვენს მიერ ზემოთ ჩამოთვლილებს (ჭანტურია, არაბიძე,ზარანდია, ჭანკოტაძეს) და სხვებსაც არ უთამაშიათ იმ დონეზე რაზეც უკვე თამაშობს კვარაცხელია. მე ნუ დამიჯერებთ, აი სიომინს დაუჯერეთ, ორი წლის წინაც იცოდა ეს რომ ტალანტია და ასეც უწოდა. ეს ჭანკოტაძე მაინც რატომ ამ სიაში?
ჭ კლასში ვართ ხალხო
ამ დონის ფეხბრთელებით რომლებიც დაბალი დონის ჩემპიონატებში თამაშობენ მეტს რას ელოდებით.ყაზახეთის საშუალო გუნდიდან რომ ნახევარდაცვის ცენტრში ორი ფეხბურთელი გეყოლება თან გადაბერებული გინდათ რომ გუნდმა მაგრათ ითამაშოს? მთელი ტვირთი გვინდა ავკიდოთ ორ ახალგაზრდას 21 წლის ჩაკვეტაეს და 19 წლის კვარაცხელიას ასეთი რამე სადმე თუ მომხდარა.სანამ ტოპ ჩემპიონატში მოთამაშე რამდენიმე ფეხბურთელი მაინც არ გვეყოლება არაფერი გამოვა.
gogia
მოვიგეთ და ეს ყველაზე მთავარია,მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს, მართალია ცოტა უსახურად ვითამაშეთ,მაგრამ არ დავეძებ შედეგი ყველაზე მთავარია...ოღონდ მოვიგოთ და ასეთ თამაშზეც თანახმა ვარ, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენ ფეხბურთელებს და ვუსურვო მომავალი წარმატებები!
რატი
ესტონეთს მოვუგეთ 1×0, ესტონეთს!
ამნეზია
- გახსოვთ ჩვენი ნაკრების ამდენი შედეგიანი თამაში? - დაგავიწყდათ ჩვენი ნაკრების 4-5 ბურთიანი სხვაობებით წაგებული თამაშები, ქაოსური სირბილი, აჭრილი და სასოწარკვეთილება მოედანზე? - ნაკრების უკეთეი ფეხბურთელები, უკეთეს გინდებში, რომ იყვნენ, უკეთესი მწვრთნელები უკეთესი ქვეყნებიდა, უცხოელები და ქართველებიც რომ გვყავდა, იმათი შედეგები და თამაშის ხარისხი გახსოვთ? - ყოველთვის(დღიდან მწვრთელობისა) ვაისს ანუ ჩვენს ნაკრებს ყვავით რომ ჩასძახიან აჰა, აი დღეს დაგვერხევა, არა ხვალ დაგვერხევაო - ხომ გახსოვთ? და დარხევა თუ გახსოვთ? - ან კიდევ კვარაცხელიას მაგალითზე რომ ატყდა ერთი ამბავი, რატომ არ ათამაშა ამ ფლანგზეო და რატომ ათამაშა მეორეზეო, ასეთი კარგი თამაში კვარაცხელიასი ამ მეორე ფლანგზე გახსოვთ? - გახსოვთ ნაკრების მწრთნელები დაკვეთით რომ ათამაშედნენ ამა თუ იმ ფეხბეურთელს ბლატის გამო გახსოვთ? ან გახსოვთ იმ მწვრთელებს ეზრუნათ (მაგალითად ქვილითაიას დასხვასაც)ნაკრებში მიეღოთ სათამაშო პრქტიკა და არ დაკარგულიყვნენ - გახსოვთ? - გახსოთ, რომ (აქ მოაქტიურე კრიტიკოსებს) ერთი და იგივე შემნადგენლობა დაგესახელებინოთ? რამდენი კაციც არის იმდენ შემადგენლობას წერთ და ავალებთ ვაისს, რომ თქვენი (მხოლოდ თქვენი და არა სხვისი) ტაქტიკით ითამაშოს? რამდენი რამე ყოფილა გასახსენებელი, თურმე ....
ჯაბა
უახლოესი წლების "სუპერ ტალამტები- ჭანტურია, არაბიძე,ზარანდია, ჭანკოტაძე ეხლა კვარაცხელია, ერთი ორი წელი ხომ არ შეგვეხედა სანამ დაფნის გვირგვინით შევამკობდით, სამწუხაროდ ჩვენი ნაკრების დონე და ის კლუბები სადაც დღეს ისინი მოღვაწეობენ, მეტად თავშეკავებული შეფასება გავაკეთოდ უმჯობესია.
ბერდო
ვულოცავ ბიჭებს გამარჯვებას, ორი თამაშის შემდეგ, საფრ და ბოლო, წინა ხაზი მეტად სიცოცხლისუნარიანი იყო დაცვასთან შედარებით, მე გამოვარჩევდი ახალგაზრდულიდან ასათიანს, რაღაც აუღელვებლად და საიმედოდ მუშაობდა.
არაბიძის ნათესავი ხარ?
არაბიძე ჩათვალა ჭანტურიას გზას დაადგა და დარჩა მარად პერსპექტიულად. ოღონდ ჭანტურიამ ერთი სეზონი მაინც წაითამაშა ჰოლანდიაში და მაგას ჯერ არაფერი უჩვენებია და პატარაც აღარ არის
ჩორნა
აშკარად გვილია დაგვაკლდა
არაუშავდა კარგია
მოვიგეთ კარგი იყო მადლობა ყველას. მაგრამ ჩვენ ხო ყოველთვის მეტი გვინდა. მე თანახმა ვარ მუნდიალი მოვიგოთ. იმედია მომავალშიც გამოჩნდება მეკარე რომელიც გვეიმედებოდეს 90 წთ. კაკაბაძე კაია. მალიც გვეზრდება. ხოჭოლავასი მე არ მეიმედება. კვერკველიაც რავიცი რა სახე ქონდა. ტაბიძის იმედი მაქ.მარა მეორე ცენტრალური მცველი გამოჩნდეს მინდა. კაშია ასაკშია. ჯიღაური ნორმალური იყო მაგრამ იმედია გაგვეზრდება ლაკვეხელიანი მარცხნივ. კანკავას ვერავინ შემიცვლის. ეგეთები იშვიათად იბადებიან ამ პოზიციაზე საქართველოში. კვეკვესკირი კარგი იყო მაგრამ კიტეიშვილი მინდა სამომავლოდ მანდ. იმედია აბურჯანია განვითარდება ნინუა მიმაჩნია საკვანძოდ ნაკრების. არაბიძის იმედი არ დამიკარგავს. მაგრად მჭირდება არაბის სტილი ნაკრებში კვარაცხელიასთან და ჩაკვეტაძესთან ერთად. დავითაშვილი მეიმედება და სამომავლოდ იქნებ გვეღირსოს და გვყავდეს ფორვარდი. მინდა უკვე მინდა მიქაუტაძე. მომავალში გუნდი გვეყოლება სუპერ. მაკარიძე კაკაბაძე. ????. ტაბიძე. ლაკვეხელიანი. კიტეიშვილი. ნინუა. ჩაკვეტაძე. არაბიძე. კვარაცხელია. მქაუტაძე.
Vasili
აქამდე დაცვის რგოლი გვყავდა ძალიან საიმედო და დღეს გამოჩნდა რო სერიოზული პრობლემები გვაქ. გვილია აშკარად დაგვაკლდა ამ თამაშში, ვაისზე აღარაფერს ვიტყვი. / ისე კი მგონია რო ნაკრებში არველაძის ეპოქა ახლოვდება, შოთის მოუწევს ნაკრებში დაბრუნება ადრე თუ გვიან
Vasili
აქამდე დაცვის რგოლი გვყავდა ძალიან საიმედო და დღეს გამოჩნდა რო სერიოზული პრობლემები გვაქ. გვილია აშკარად დაგვაკლდა ამ თამაშში, ვაისზე აღარაფერს ვიტყვი. / ისე კი მგონია რო ნაკრებში არველაძის ეპოქა ახლოვდება, შოთის მოუწევს ნაკრებში დაბრუნება ადრე თუ გვიან
დავით 67
კაცმა საერთოდ იცის ვინაა დავითაშვილი? ადამიანი სკაიპით კონტაქტობს ფეხბურთელებთან და რა უნდა მოვთხოვოთ ჩვენ? მარტო ოფიციალურ თამაშზე ჩამოდის საქართველოში. არც ლეგიონერებს აკვირდება!
დავით 67
თქვენი არ ვიცი და არც შედეგით ვარ კმაყოფილი და თამაშით ხომ საერთოდ! ესტონეთს რომ ასე ეთამაშები სხვა გუნდები ხომ დაგჯაბნიან აშკარად. ვერ ვხვდები რატომ არიან აქ აღფრთოვანებულები 1-0 ესტონეთთან. კვარაცხელია კარგია,მაგრამ რუბინში უკეთესად თამაშობს, ვიდრე დღეს ითამაშა. სხვა ვერავის გამოვყოფდი . კვირკველიას რა დაემართა იცის ვინმემ? მას რომ ვუყურებ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს დიდი ტრაგედია გადაიტანა, გამომეტყველებაც ასეთი აქვს.
შოკირებული გულშემატკივარი
კარგია კვარაცხელია კაკაბაძე და ვერ ითამაშა ჩაკვეტაძემ სამაგიეროდ ლობჟანიძე კარგად ჩაერთო დაყენებული დარტყმით და ცუდია გოლის გამტანს კომენტატორი მოუქნელს რო ეძახის და ოქრიაშვილი მალე დაიღალა
გეთანხმები
ოქრიმ იქ პადკატი რომ გააკეთა, შეგნებლად წავიდა ყვითელზე, ამას ვაისი უნდა ხვდებოდეს, რომ გამოსაცვლელია კაცი, ყვითელზე მიდის, გეუბნება მეტი აღარ შემიძლია, ინა თამაშზე სანამ არ დაეცა მინდორზე, მანამ არ გამოცვალა. პ.ს. კვირკველია საინელება იყო, კაჭარავა, გოლის მიუხედავად, საშუალო კლასია, ჯიღაუიც არ მომეწონა.
1
კომენტარებს რატომ არ დებთ თქვე არასწორებო?!
ზაზა
მესმის ამ კრიტიკის და მართალია მაგრამ მე ისიც მახსოვს როცა მილანის ფეხბურთელი სალკეს ბლექბერნის აიაქსის და ასე სემდეგ ფეხბურთელები გვყავდა და მოგება გვიჯირდა უსუსტეს გუნდთანაც. ახლა რუბინის ფეხბურთელი გვყავს ლიდერად და მოვიგეთ ასე თუ ისე სტუმრად. ერთა ლიგაც მოვიგეთ ჯგუფი. კორონაა ტრავმებია. უთამაშებლები არიან შეუთამაშებლები ახალი ბავშვები არიან და კიარ გავლანძღოთ. გავამხნევოთ. მიდით ბიჭებო ყველაფერი წინაა. მიდი ვაისს....
ჟურნალისტებოოო
ეხლა რო ჩამოვა ეს ვაისი ჟურნალისტებმა კითხეთ რატო რის გამო არ გამოცვალა ოქრი ხო დაინახა მთელი თამაში სხვა პლანეტაზე რო იყო და დავითაშვილი ასეთი სწრაფი ტექნიკური და კვარაცხელიასთან შეთამაშებული ფეხბურთელი სკამზე დაალპო?!... პასუხები ძაან მაინტერესებს რას იტყვის. შენგელიაც იმსახურებს შანსის მიცემას ლობჟანიძე გამოჩნდა რომ სასარგებლო ფეხბურთელია სწრაფი ტექნიკური და მებრძოლი და არც პასის მიცემა ეზარება....აუცილებელი არაა თავდამსხმელად ალვის ხე გვედგას ლობჟანიძეც გაამართლებს მაგ ადგილას მის უკან კვარა ჩაკვე და ზურიკო.
თამაზი
მარცხენა მხარე საერთოდ არ იყო. ეს არის ხვიჩას პოზიცია.გამოსაძახებელია ცენტრი ,ყაზახეთში რომ თამაშობს, ლობჯანიძეა მგონი. მოკლედ პრობლემებია თავდასხმაში. შეცვლებს , როგორც ყოველთვის აგვიანებს ვაისი. ამ თამაშით შორს ვერ წავალთ
დ.დ.
ერთხელ ჩოხატაურის პირველობაზე ქვაბღასა და ჩხაკოურას გუნდების შეხვედრას ვუყურე.ორივე გუნდი ბევრად მაღალი კლასის ფეხბურთს თამაშობდა ვიდრე ესტონეთის ნაკრები თამაშობს.თუ გვინდა,რომ ასეთი დონის გუნდებს მაინც მოვუგოთ,ამხ. ვაისს შესვენებაზე მაინც აუკრძალეთ გასახდელში შესვლა.
დ.დ.
ერთხელ ჩოხატაურის პირველობაზე ქვაბღასა და ჩხაკოურას გუნდების შეხვედრას ვუყურე.ორივე გუნდი ბევრად მაღალი კლასის ფეხბურთს თამაშობდა ვიდრე ესტონეთის ნაკრები თამაშობს.თუ გვინდა,რომ ასეთი დონის გუნდებს მაინც მოვუგოთ,ამხ. ვაისს შესვენებაზე მაინც აუკრძალეთ გასახდელში შესვლა.
გიორგი
იმედი გამიჩნდა როდესაც კვარაცხელიას ლობჟანიძეს ჩაკვეტაძესს დავითაშვილს ვხედავ, შესწევთ ამ ხალხს ნორმალურად თამაში, მთავარია კარში დარტყმა ისწავლონ, ძველ ნაკრებს არ დაემსგავსოს :-) დავითაშვილს უნდა მისცეს გაისმა დრო კარგი ბიჭია, ოქრიაშვილი გამთამაშებლის პოზიციაზე ან ცენტრფორვარდად უნდა დააყენოს,
მინდია
საბა ლობჟანიძე ჯობია დღეს ოქრის, საბა და ხვოჩა ფლანგებზე დიდი ძალაა
მამუკა
მართალია თამაშში ერთადერთი გოლის გამტანი მატჩის გმირია!
კახა ქ.
მოკლედ არა რა ეს კაცი აზრზე არ არის როდის უნდა გააკეთოს ზამენა და ვინ უნდა გამოცვალოს.ოქრიაშვილს არაფერი არ გაუკეთებია,ბოლოს ფეხზეც ვერ იდგა და კვარა გამოცვალა.რაც შეეხება ხვიჩას.თუ კარში დარტყმა არ დაიყენა(რაც დიდი ვარჯუშის და შრომის მერე მოდის) აზრი არა აქვს მის თამაშს.თავდამსხმელია,უდავოდ ნიჭიერი და სწრაფი,ფინტავოი მაგრამ აი პრიცელი კი......წარმატებებს უსურვებ და მთელი გულით ვგულშემატკივრობ.კაკაბაძე ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს.კვეკვესკირი,გიყინა იმ დონეზე რა დონეზეც დაიწყო თამაში.ხაკვეტაძე უდავოდ ეტყობა კლასი მაგრამ შორსაა ჯერჯერობით სასურველი ფორმისგან. მთავარია ეხლა რომ რაც შეიძლება მეტი ითამაშოს.კაჭარავა სუსტია(ზივზივაძეს რატო არ იძახებს არ მესმის).ჯიღაური არ იყო ცუდი.კანკავა ნამდვილი ლიდერია.ლორია--ძალიან მეშინია მისი,რადგან ისეთი სახიფათო გამოხტომები აქვს,არაფერში რომ არ ჯდება, რომ შეიძლება გუნდს ძვირად დაუჯდეს.კვირკველია შორსაა ფორმიდან,თან ძალიან შორს.ხოჭოლავა--არი რა,არც იქით, არც აქეთ.ვაისი რომ დამთავრდება ის ორი(იმედია) მატჩი,უნდა გაუშვან ყოველ მიზეზ გარეშე.სუსტი ნწვრთნელი ძაან.აი ტულის არსენალში გამოდგება ალბათ.წარმატებები!!!
გოგა მართალი
ვაისი ისევ აგრძელებს ახალი ველოსიპედების გამოგონებას, არ ეშვება ექსპერიმენტებს, მაშინ როცა ყველა ხედავს რო კვარაცხელია მთელ რუსეთის დაცვას ათრევს მარცხენა ფლანგზე აბსოლიტურად არალოგიკირად გაამწესა მარჯვნივ და ამით კაკაბაძეც შეზღუდა შეტევაში, ან კიდევ ისიც ვიცით რომ ჩაკვეტაძის ადგილი არაა ცენტრში ისიც მარცხენა ფლანგზე მოთამაშეა და მთელი თამაში დისკომფორტს და უსიამოვნებას განოცდიდა, ამას თავი დაანებე ლობჟანიძე საბა შემოიყვანა რომელიც მარჯვენა ფლანგზე გარბის კარგად და აწვდის და იმას ჯიუტად ყოველთვის მარცხენა გარემარბად ათამაშებს, მოკლედ რავი კარგი იქნებოდა მარჯვენა ფლანგზე დავითაშვილისთვისაც მიეცა შანსი, და მგონია რომ თორნიკე ცენტრში ბურთის გამთამაშებლად კვეკვესთან ერთად ერთხელ უნდა იცადოს იმიტომ რომ გამოსდის თორნიკეს ბურთის დაჭერა ეს ფლანგზე სირბილი კიდევ არ შეუძლია შენელებულია თან ჩაწოდებაც არცისე კარგი აქვს
მ.ტ.
ცუდი ის არის, რომ საქართველოს ნაკრები კვლავინდებურად ერთი კაცის გუნდად რჩება (უბრალოდ, სუსტ მეტოქეებთან ეს ნაკლებად თვალშისაცემია) და კარგი ის არის, რომ ეს ერთი კაცი ჯოკერივით სულ გვყავს ამჯერად უკვე კვარაცხელიას სახით... იმედია, ყველაზე საჭირო დროს ორი ჯოკერითაც ავთამაშდებით...
გიო
ყველაზე სუსტი ნაკრები ამ ჯგუფში არის ესტონეთი 0-1 ანგარიში და სულ 2 ზუსტი დარტყმა კარში ასეათი სტატისტიკით მოგება არ არის დამაკმაყოფილებელი შედეგი ვფიქრობ ვაისმა უნდა გადახედოს შემადგენლობას და მონახაზს თორე მაკედონიასთან რომელიც ბევრად უფრო ძლიერიია ვიდრე ესტონეთი ასეთი თამაშით გაგვიჭირდება მოგება და იგივე სომხეთთანაც
ნიკოს
ნიკო სხვა თამაშს უყურე?
სოსო
შვეცია -საფრანგეთს ვუყურებ ახლა და მბაპემ რომ გოლი გაიტანა,კვარაცხელიას უნდა დაუდონ სახელმძღვანელოდ.ზუსტად მის სტილში გააკეთა ფლანგიდან შესვლა და შემდეგ ძალიან მახვილი კუთხიდან,მეკარეს ახლო კუთხეში შეუცურა ბურთი.აქ კლასზე არ ვლაპარაკობ,ხვიჩას დარტყმის მომენტში თავისი თავის რწმენა აკლია და ხშირად ცენტრში ურტყამს,ან კიდევ სუსტად.მბაპეს კი არ შეეშინდა და ძალიან ზუსტი და მოულოდნელი დარტყმით,ახლო კუთხეში შეუძვრინა მეკარეს.როცა ხვიჩას პასებში და დარტყმებშიც ისეთივე თავდაჯერება გაუჩნდება,როგორიც დრიბლინგში აქვს,მისი დამჭერი კაცის პოვნა გაჭირდება
გიო
ესტონეთი სუსტი იყო ,მაგრამ მოგება მაინც გასახარებელია. მაკედონია და სომხეთი ბევრად უფრო ძლიერი ნაკრებები არიან და ასეთი თამაშის ხარისხით გაგვიჭირდება მათან წარმატების მიხწევა.აუცილებელია კორექტივების შეტანა შემადგენლობაში კაჭარავა მიუხედავად გოლისა ძალიან სუსტიააა ნაკრებისთვის, ჩაკვე არაა ფორმაში ,ზოგადად ბევრი ფეხბურთელი გვაკლია და ვინც არის უმეტესობა არ არის ოპტიმალურ ფორმაში ,თუმცა აუცილებელია თამაშის ხარისხის გაუმჯობესება და ამ ერთა ლიგის ჯგუფის მოგებაც .ბ ლიგა ში თუ გადავალთ ეგ უკვე ნამდვილად პროგრრსი იქნება საქართველოს ნაკრებისთვის.
Valderrama
ფეხბურთს რომელი ორგანოთი აღიქვამ?:)
ივა
"ახლა კი დროა სოლომონ რომა"...(ротор)
Gaguuuu
ცხადაძე დააბრუნეთ ნაკრებში თქვე შაკალებო არ იცის ამ კაცმა ბიჭების დაქოქვა და დამუხტვა და რა გაატრაკეთ საქმე ცხადაძე ქთამაშებდ ჟილკით და თავდადებით მოიხმეთ ჭკუა და ცხადაძე დააბრუნეთ
ლაშა
ვაისი 10 პლიუსით
თემური
ძალიან სუსტად ითამაშა ესტონეთმა არ გამოდგება საზომად.კვარაცხელია რა კარგია ჩაკვე შორსაა ფორმიდან მაგრამ აქვს კლასი და მოუმატებს აუცილებლად თამაშები ჭირდება.ოქრი თავიდან აჭრილი იყო მაგრამ მეორე ტაიმში მითუმეტეს ბოლოს ანახა რაც შეუძლია ბოლო 10 წუთი მარტო ინარჩუნებდა ბურთს.ლობჟანიძე კარგად შემოვიდა ერთი ეგ იყო ქვილითაიას შემოყვანა იყო გაუგებარი აშკარად არაა ფორმაში სხვა გუნდი უნდა ნახოს სასწრაფოდ დავითაშვილს ვისურვებდი მის მაგივრად.კანკავა ხო მთელი ნაკრებია რას დარბოდა და მუშაობდა ესეთი მშრომელი პროფესიონალი ქართველი ფეხბრთელი რომელიც არ თამაშობდა და მაინც ფორმაში იყო ამ ბოლო წლებში არ მინახავს მადლობა კაპიტანო თავდადებისთვის.ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოიგეს გაიტანეს ერთი და შეინარჩუნეს
პლუს მინუსები
პლუსები ა) ჯაბა კანკავამ გამაკვირვა სასიამოვნოდ. ასაკის მიუხედავად ისევ ჯანზეა და და დანარჩენებზე ნაკლებს არ მოძრაობს ბ) ერთი მწვრთნელის ხელში რომ არის ნაკრები უკვე დიდი ხანია, ეგეც ემჩნევა გუნდს. ერთი ხელწერა აქვს უკვე გარკვეულწილად და ფლანგიდან ჩასაწოდებლად გასვლა დამუღამებული აქვთ. შეთამაშებული კომობინაციაა მინუსები ა) ზოგიერთი ფეხბურთელი გვარს არ დავასახელებ, ნამეტანი მეტს აკეთებდნენ ტექნიკის დემონსტრირებას მეორე ტაიმში, არა და ანგარიში სახიფათო იყო ბ) ზოგადად ყველა ზედმეტად თავდაჯერებული იყო და ქუსლებით უაზროდ ბევრი პასი გააკეთეს. ამის გამო დაგვსჯის ოდნავ მაღალი კლასის გუნდი. დღესაც შეიძლებოდა დავსჯილიყავით, ერთ მომენტში მეკარეს მისცეს ცენტრიდან ქუსლით და ლამის მოხვდა ესტონელს
მამუკა
ჯერ გილოცავთ ყველას! მერე თქვე კაი ხალხო, ყველანაირად ჯობნი მეტოქეს, თან 1:0 იგებ, გაიტანე მეორეც, ან თქვენ თავს რად ანერვიულებთ, ან ჩვენ. ის მაინც არ გაგიგიათ "ავადმყოფი ლოგინში უნდა მ...აო!"
ზუჩკო
სტოლბას მოხვდა და გავიდა გოლი, მართალი არ ვარ? :D ეჰჰ არ ვიცი რა, არ ვიცი, ჯამრთელობის ფასი არაფერი არააა.
mamuka pirtakhiya
კვარაცკელია მარჯვენა ფლანგზე, და დავიტასჰვილის უტამასჰებლობა ეს სჰედომაა
ნიკო
ვულოცავ ნაკრებს გამარჯვებას! კაჭარავამ და კვეკვესკირმა ვერ გაამართლეს იმედები , ჩემი აზრით მათზე კარგი ფეხბურთელები ეროვნულ ლიგაში თამაშობენ , სიხარულიძე და გაბედავა გამოადგებოდა ნაკრებს
Ka
რაღაც არ მომწონს ვაისის გადაწყვეტილებები იმედია გამოასწორებს
გუსანი
ძალიან მიჭირს პოზიტივის დანახვა, კარგი მხოლოდ შედეგია, ისიც ბოლო წამებამდე გაურკვეველი იყო...მართალია კაჭარავამ გაიტანა და ვულოცავ, მაგრამ ნაკრების ფეხბურთელად ვერ აღვიქვამ , ჩაკვეტაძე შორსაა ფორმიდან,ვიცით რა მისი შესაძლებლობები -იმედი დიდია. ჩემთვის გასაგებია სოლომონი რატომაც ამოვარდა ლოკომოტივიდან, როტორის თამაშებშიც ეტყობა -შორსაა ფორმიდან, კვარაცხელია კრეატიულია მაგრამ მ.ქ.კოეფიციენტი აქვს დაბალი. დარტყმა საერთოდ არ უვარგა.რუბინშიც ჩანს ეს ნაკლი, 5 ქულიდან 1 ზე მეტს ვერ დაუწერ. სამუშაო ბევრი აქვს. ბევრ სიტუაციაში სწორ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ ბიჭები და ეს ესტონეთის ნაკრებთან, ჯერ რა იყო და იმაზე დაბალ დონეზეა, ამდენ სივრცეებში უკეთ მართებდათ მოქმედება, კი, გასაგებია რეალობა სხვაა ,ახალი შეკრებილია ნაკრებიც...ასეთი თამაშით მაკედონა-ბოსნიასთან მოგების შანსი არ გვექნება...იმედია ამოიქოქებიან. 8- ში გამოჩნდება ვაისის კვალიფიკაციის დონეც
Master
სვარკა.ერთი კარში დარტყმა მთლიან თამაშში ესტონეთთანაც კი,ისიც თავით.დანიასთანაც ერთი კარში დარტყმა,ისიც ჯარიმით ბოლო წუთზე,ირლანდიასთან ნოლი კარში დარტყმა.რანაირი ფეხბურთელები არიან ესენი,მგონი სხვა სპორტს თამაშობენ.კარში დაურტყმელად გვინდა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა?თუ ვაისი უკრძალავს დარტყმას.
მწრთვნელი
კანკავამ რა ჯარიმა აიკიდა 94 წუთზე! კაცს თავი გაუტეხა და საერთოდ რომ გადახედო კანკავას სხვა თამაშებშიც ხშირად აკეთებს ასეთ რამეს! რა საჭირო იყო! მსაჯს უნდა გაეგდო!კიდევ კაი ესტონეთი არ არის ისეთი ნაკრები თორემ იმ წერტილიდან უკეთესი ნაკრები ასიანი შეაგდებდა ბურთს ლორიას კარში!
ლაშა
გილოცაცთ ყველას! ყოჩაღ კვარაცხელიას მართლა მაგარია! სიზუსტე რომ დახვეწოს ძაან მაგარი იქნება! ტოპ-ფერბურთელია!
შოკირებული გულშემატკივარი
კარგია კვარაცხელია კაკაბაძე და ვერ ითამაშა ჩაკვეტაძემ სამაგიეროდ ლობჟანიძე კარგად ჩაერთო დაყენებული დარტყმით და ცუდია გოლის გამტანს კომენტატორი მოუქნელს რო ეძახის და ოქრიაშვილი დაიღალა
ზაზა
ვულოცავ ყველას მარა ძალიან გაჭირდება სხვა თამაშებში!!
დავითი
ჩაკვეტაძე? ეგ იყო შემადგენლობაში?
სოსო
ხვიჩა მარჯვენა ფლანგიდანაც კარგად თამაშობს და ეს გამოჩნდა კიდეც,სხვები კი მარჯვნიდან სუსტები არიან.ცენტრალური თავდამსხმელის პრობლემა გვაქვს ძალიან მწვავედ და დაცვაში გვაქვს ძალიან დიდი პრობლემები.ჯაბა მთელი თამაში დიდებული იყო,მაგრამ ბოლო წამზე ნერვებმა უღალატა და გაფრთხილებასთან ერთად,ძალიან სახიფათო ჯარიმაც,სულ ტყუილად აიკიდა.მეორე გოლზე რომ გვეთამაშა,ბოლოსკენ ასეთი დაძაბულობა აღარ შეგვექმნებოდა.

სამაგიეროდ შენ გეტყობა რომ ფეხბურთის ექსპერტი ხარ
rati 74
რაც არ უნდა მეტოქე გვყავდეს ტაიმებს განსხვავებულად ვთამაშობთ. ძალიან პრაგმატული (უღიმღამო) მეორე ტაიმი ითამაშეს და ბოლოს წუთზე სხვა გუნდი დგვჟიდდა ჯარიმიდან. კვარაცხელიას და ოქრიაშვილს თამაშის მიმდინარეობისას ფლანგები უნდა ეცვალათ და მეტი ხიფათი შეიქმნენოდა.
კტარი
ერთი კტარი და მეორე უფრო კტარი
კტარი
ერთი კტარი და მეორე უფრო კტარი
ზორბეგი
მადლობა ბიჭებს, კლასით მოიგკს მაგრამ ამ თამაშით მაკედონიაც კლასით მოგვიგებს, იმედია შეთამაშდებიან დთ ვაისიც გამოფხიზლდება ოქრიაშვილი სანამ მართლა მაგარ ფორმაში არ იქნება ჯობია სათადარიგო იყოს, ისე მადლობა ვაისს, ანანიძე არ გამოიძახა
sar
კაკაბაძეც
შოთა
8 თვის მერე პირველი თამაში ძნელია, შეთამაშებაც ჭირდებათ, ბელარუსამდე იმედია დალაგდებიან.. დავითაშვილის ნახვაც საინტერესო იქნებოდა საქმეში
გიორგი გორგაძე
მწვრთნელის ხელი საერთოდ არ ეტყობა ნაკრებს
მწრთვნელი
აშკარად აკლია შეთამაშება ნაკრებს და ვაისი რას აკეთებს ამ დროს არ ვიცი! წელიწადში ორჯერ კრიბავს ბიჭებს!
roma bejanidze
ფრთხილად ზვიადი
დათო
პირველლი თამაშის და გასვლის ფონზე კარგი შეხვედრა ჩატარეს ბიჭებმა დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ზოგმა ჩამოსვლაც ვერ შეძლო, პლუს ხანმოკლე შეკრება!!! განსაკუთრებით პირველი ტაიმი ჩაატარეს კარგად!!! გრძელი პასი, პრესინგი, ტექნიკა კარგ დონეზე იყო!!! რაც ყველაზე უფრო მომეწონა 90 წთ-ის განმავლობაში. ყველა ბოლომდე დაიხარჯა და ფიზიკურად ნორმალურად გამოიყურებოდნენ!!! ყოჩაღ და ადლობა ბიჭებს და გილოცავთ გულშემატკივრებს!!!
c
კვარაა ყოჩაღ!
მევარმე
გილოცავთ ქართველებო და მრავალი გამარჯვება მიგველოცოს ერთმანეთისთვის...
koki
ესეთი ფეხბურთით მაკედონია კი არა გიბრალტარიც დაგვახევს ბურთს თავზე!
ნუკრი
მოგება კარგია,მაგრამ ასეთი თამაშით სხვას ვის უნდა მოუგონ არ ვიცი
საქართველო
დავითაშვილი ათამაშეთ ოქრიაშვილის ადგილას. ორქიმ ამოწურა თავისი რესურსი.
კვარა
კვარა რო არ ყოფილიყო რას ვიზამდით ფრე ალბათ
zaza
ყველა კვარაცხელიას დონის ვერ იქნება არაუშავს ყაზაიშვილი დაემატება და კიტეიშვილი და რაღაც გამოიძერწება.ც ლიგის გუნდივართ და ეხლა მოდიან კარგი ბიჭები.
mirza
მთელი საქართველო ფეხბურთს უყურებთ და ვინმემ ამიხსენით მწვრთნელი ყავს ჩვენს ნაკრებს?? თუ ყავს რაში გამოიხატება ხო არ ჯობია საერთოდ მწვრთნელის გარეშე ითამაშონ?
გოგა
კვარაცხელიამ გაკეთა თამაში.
ქომაგი
კვარაცხელია კარგია, ასევე ჯიღაურიც, ოქრი მონდომებულია, კანკავაც. რაც შეეხება ჩაკვე არაა ფორმში, კაკაბაძესაც ბევრჯერ გაექცა მეურვე. გოლის მიუხედავად კაჭარავა მგონია, რომ ძალიან სუსუტია, არასაიმედოდ გამოიყურება ხოჭოლავაც. ანუ მწვრთნელს ბევრი აქვს საფიქრალი. შეეძლო დავითაშვილიც შემოეყვანა.
Valderrama
შენს საქმეში ეტყობა კარტოფილი ხარ ხო?:)
იდალგო
რაიო, რაიო?
emigranti
კაჭარავა ზარალაა-თქო რომ ვთქვა, გოლი შეაგდოო მეტყვიან. არადა თავიდანვე ლობჟანიძე რომ დაეყენებინა პირველ ტაიმს დიდი ანგარიშით მოუგებდით. ძურიკო დავითაშვილი მეორე ტაიმში მაინც უნდა შეეყვანა...მოკლედ მოკალი ეს კაცი და შესვენებაზე შეცვლას არ გააკეთებს.ესტონოლების შემტევებიდან გამომდინარე დაცვაზე სათქმელი ერთია მხოლოდ. არ ვიცი შეიძლება მომეჩვენა, მაგრამჩვენ კართან სტანდარტულების დროს მგონი პანიკაში იყვნენ.
G.LA
საუკეთესო ვინც არის ნაკრებში მან თავის ადგილზე უნდა ითამაშოს. აქ რა საჭიროა გენიოსობა? კვარაცხელია არსად დაიკარგება და მაინც საუკეთესო იყო ნაკრებში. თავის ადგილზე რომ მეტ სარგებელს მოუტანდა ნაკრებს ამას ვაისის გარდა ყველა ვხვდებით მგონია.
arabika
ოქრიაშვილი-კანკავა-კვეკვესკირი-აბურჯანია-ქვილითაია-ჯიღაური/ ნაკრებს ახლოს არ უნდა გააკარო......
ვაააააის
ყველაზე დიდი ლობიო ვაისია. ხო ხედავს ოქრის თამაში არ მისდის გამოუშვი დავითაშვილი
სანდრო
ვულოცავ. +1 ესტ ჯობია თუ საფრ. -2 ?
lelo
საქართველოს ნაკრებს მწვრთნელი არ ყავს! მარტო კვარაცხელია და ჩაკვეტაძე ინდივიდუალურათ თუ რამეს მოიფიქრებენ ეს არის სულ ჩვენი ნაკრები!
ზვიადი
კვარაცხელია და 13-ლობიო!!!
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
დაუძლურებულმა საქართველოს ნაკრებმა ესტონეთსაც ვერ სძლია [VIDEO]
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
რამაზ სვანაძე: ფეხბურთელების ხასიათზე მოყვანას ვცდილობდი - ნაკრების მწვრთნელობისთვის მზად რომ არ ვიყო, აქ არ ვიქნებოდი
ესტონელთა მწვრთნელი: მაღალი კლასის ცენტრფორვარდი გჭირდებათ
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
უკრაინის გასაოცარი ქამბექი - პლეი-ოფის ყველა ფინალისტი გაირკვა
შვედეთის ნაკრებმა იბრაჰიმოვიჩის გარეშე გაიმარჯვა
მსოფლიოს ჩემპიონატის 12 მონაწილე და ევროპიდან პლეი-ოფში ყველა გასული გაირკვა [VIDEO]