ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ჩიქოვანის გუნდმა რუსული ბარიერი დასძლია

ჩიქოვანის გუნდმა რუსული ბარიერი დასძლია

ქართველი ხელბურთელებიდან ახალი სეზონი პირველმა ირაკლი ჩიქოვანმა დაიწყო. მისმა კლუბმა, რუმინეთის "კონსტანცამ", ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდიდან გამოთიშა სტავროპოლის (რუსეთი) "დინამო-ვიქტორი".

"კონსტანცამ" ორივე მატჩი მოიგო - შინ 26:18 და სტუმრად 28:27. საქართველოს ნაკრების ხელბურთელმა პირველ თამაშში 2 გოლი გაიტანა, მეორეში - ერთი. ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად "კონსტანცას" კიდევ ერთი რაუნდის გავლა სჭირდება.

ევროტურნირების რეფორმის შემდეგ EHF ევროპის ლიგის გათამაშება წლეულს პირველად იმართება. ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეთა რიცხვი 16-მდე შემცირდა, სამაგიეროდ, ბევრად უფრო ძლიერია მეორე ტურნირის, ევროპის ლიგის შემადგენლობა. აქ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის 2018 წლის გამარჯვებული, საფრანგეთის "მონპელიე", გერმანიის ბუნდესლიგის "რაინ-ნეკარი", "ფუხსე ბერლინი", "მაგდებურგი" და სხვა ძლიერი კლუბები.

არაა გამორიცხული, ირაკლი ჩიქოვანი და "მონპელიეს" ხელბურთელი გიორგი ცხოვრებაძე ერთმანეთს კვალიფიკაციის მეორე წრეში შეხვდნენ. წილისყრა 24 გუნდს დააწყვილებს. აქედან "მონპელიე" ზედა თორმეტ გუნდშია განთესილი, "კონსტანცა" კი - ქვედაში. მეორე წრის მატჩები 22 და 29 სექტემბერს გაიმართება.

შეჯიბრების ფორმატი ასეთია: პირველი საკვალიფიკაციო რაუნდიდან მეორეში გავიდა 15 გუნდი, 9 კი პირდაპირ მეორე ეტაპზე იყო დაშვებული. მეორე ეტაპის 12 გამარჯვებული გავა ჯგუფურ რაუნდში, სადაც 12 გუნდი პირდაპირ არის დაშვებული. ჯგუფური ეტაპის 24 მონაწილიდან 16 საუკეთესო გუნდი ბრძოლას გააგრძელებს მერვედფინალსა და მეოთხედფინალში, შეჯიბრება კი ფინალური ოთხეულის ფორმატით დასრულდება 2021 წლის ივნისში.

ხელბურთი. EHF ევროპის ლიგა 2020-21

მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის მონაწილეები (24)

განთესილები (12): "ნექსე" (ხორვატია), "ბიერინგბო-სილკებორგი", GOG (დანია), "ბენიდორმი" (ესპანეთი), "მონპელიე", "ტულუზი" (საფრანგეთი), "რაინ ნეკარი", "ფუხსე ბერლინი" (გერმანია), "ბალატონფურედი" (უნგრეთი), "მეტალურგი" (მაკედონია), "აზოტი-პულავი" (პოლონეთი), "სპორტინგი" (პორტუგალია)

განუთესავები (12): "ფივერი" (ავსტრია), "სკიერნი", "ჰოლსტებრო" (დანია), "ბიდასოა ირუნი" (ესპანეთი), "დიონდიოში" (უნგრეთი), "პოტაისა ტურდა", "კონსტანცა" (რუმინეთი), ცსკა (რუსეთი), "ტრებნიე" (სლოვენია), "ვინტერტური", "კრინს-ლუცერნი" (შვეიცარია), "კრისტიანსტადი" (შვედეთი)

პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე არიან (12): "ლეონი" (ესპანეთი), "ნიმი" (საფრანგეთი), "მაგდებურგი" (გერმანია), "ტატაბანია" (უნგრეთი), "ეუროფარმ პელისტერი" (მაკედონია), "ვისლა პლოცკი" (პოლონეთი), "დინამო ბუკურეშტი" (რუმინეთი), "ჩეხოვსკიე მედვედი" (რუსეთი), "შაფჰაუზენი" (შვეიცარია), "ტატრან-პრეშოვი" (სლოვაკეთი), "ალინგსასი" (შვედეთი), "ბეშიქთაში" (თურქეთი)

geohandball.ge

გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა

გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, ვეტერანი ხელბურთელი და მწვრთნელი რატი მსხვილიძე გარდაიცვალა

გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა

"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა

ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა

მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს

ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა

ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია

გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა

იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება

ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა

"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია

WU17 | საქართველო 2:3 უელსი

[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა

Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა

მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება

მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა

სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა

დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა

სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა

სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ

საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპს იტალიით იწყებს

ფინეთი VS საქართველო - საკუთარი თავის და თურქეთის იმედად

საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ნაკრები სირაკუზაში იტალიას დაუპირისპირდება

ჩიქოვანი და ცხოვრებაძე: ნაბიჯი ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე

ქართული გოლები რუმინეთში

ჩიქოვანის "კონსტანცა" მხოლოდ ბუქარესტის "დინამოს" ჩამორჩება