ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩებში ირაკლი ჩიქოვანის "კონსტანცამ" შინ ფრედ, 27:27 ითამაშა პორტუგალიის "სპორტინგთან", ხოლო გიორგი ცხოვრებაძის "მონპელიე" დანიაში დამარცხდა "სკიერნთან" - 30:31. საპასუხო მატჩები 29 სექტემბერსაა.

"კონსტანცამ" საკუთარი არენის უპირატესობა ვერ გამოიყენა, რადგანაც თამაში უმაყურებლოდ გაიმართა. ირაკლი ჩიქოვანმა თამაში ძირითად შვიდეულში დაიწყო და 1 გოლი გაიტანა. მეორე ნახევარში მასპინძლები 20:17 იგებდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს. "კონსტანცამ" ამ სეზონში უკვე გაიარა ერთი ეტაპი ევროპის ლიგაზე - პირველ ეტაპზე რუსეთის "სტავროპოლი" დაამარცხა.

დანიაში "სკიერნ"-"მონპელიეს" მატჩზე 400 ქომაგი დაუშვეს. მასპინძლებმა 14:11 მოიგეს ტაიმი. შესვენების შემდეგ "მონპელიემ" გაათანაბრა (14:14), მაგრამ ისევ ჩამორჩა, თუმცა საპასუხო მატჩის ჯგუფურ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი აქვს. ითამაშა გიორგი ცხოვრებაძემ, თუმცა გოლი არ გაუტანია. საპასუხო მატჩამდე "მონპელიე" საფრანგეთის ლიდლ-სტარლიგის სეზონსაც გახსნის: - 26 სექტემბერს "შარტრს" უმასპინძლებს.

მეორე ეტაპის 12 წყვილის გამარჯვებული გავა ჯგუფურ ეტაპზე, სადაც შეუერთდება იქ წინასწარ განთესილ 12 კლუბს.

ხელბურთი. EHF ევროპის ლიგა 2020-21, კაცები

მეორე საკვალიფიკაციო რაუნდი. პირველი მატჩები. 22 სექტემბერი

სკიერნი (დანია) - მონპელიე (საფრანგეთი) 31-30

მნპ: შეგო (2 სეივი), ბონფუა (1) - რიშარსონი 6, პორტი 6, სიმონეტი 6, დუარტე 3, პელა 3, ბორჟესი 3, დესკა 2, ტრუხანოვიჩუსი 1, ა. ლენი, ბოსი, ცხოვრებაძე, ი. ლენი, ბატე

კონსტანცა (რუმინეთი) - სპორტინგი (პორტუგალია) 27-27

კონ: იანკუ, ვასილე - ნისტორი 10, კომოგოროვი 5, ბურიჩეა 3, ნიკოლიჩი 3, სანდრუ 1, ჩიქოვანი 1, სიმოვიჩი 1, ონური 1, შუშანუ 1, რადოევიჩი 1, კიუფა, ბლაჟევიჩი, ილიე, ანდრეი

აზოტი-პულავი (პოლონეთი) - კრისტიანსტადი (შვედეთი) 24-25

ბენიდორმი (ესპანეთი) - ფივერი (ავსტრია) 34-31

ჰოლსტებრო (დანია) - რაინ ნეკარი (გერმანია) 22-28

ბიერინგბო-სილკებორგი (დანია) - ცსკა (რუსეთი) 26-23

პოტაისა ტურდა (რუმინეთი) - ტულუზი (საფრანგეთი) 35-35

ბიდასოა ირუნი (ესპანეთი) - ნექსე (ხორვატია) 30-27

მეტალურგი (მაკედონია) - კრინს-ლუცერნი (შვეიცარია) 26-24

GOG (დანია) - ვინტერტური (შვეიცარია) 33-24

დიოშდიოში (უნგრეთი) - ფუხსე ბერლინი (გერმანია) 23-25

ტრებნიე (სლოვენია) - ბალატონფურედი (უნგრეთი) გადაიდო

საპასუხო მატჩები 29 სექტემბერს.

პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე არიან: ლეონი (ესპანეთი), ნიმი (საფრანგეთი), მაგდებურგი (გერმანია), ტატაბანია (უნგრეთი), ეუროფარმ პელისტერი (მაკედონია), ვისლა პლოცკი (პოლონეთი), დინამო ბუკურეშტი (რუმინეთი), ჩეხოვსკიე მედვედი (რუსეთი), შაფჰაუზენი (შვეიცარია), ტატრან-პრეშოვი (სლოვაკეთი), ალინგსასი (შვედეთი), ბეშიქთაში (თურქეთი)

geohandball.ge

ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
[VIDEO] კვერნაძის სუპერმატჩი - "ფროზინონემ" "ლეჩე" გაანადგურა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპს იტალიით იწყებს
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ლეგიონერები/გამარჯვებები ევროპის თასზე, ხორვატიაში, სერბეთსა და რუმინეთში
ფინეთი VS საქართველო - საკუთარი თავის და თურქეთის იმედად
საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ნაკრები სირაკუზაში იტალიას დაუპირისპირდება
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
გიორგი ცხოვრებაძე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "ოლბორგს" ეთამაშა
გიორგი ცხოვრებაძე ხორვატიის თასის გამარჯვებულია
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
ჩიქოვანის გუნდმა რუსული ბარიერი დასძლია
ქართული გოლები რუმინეთში
ჩიქოვანის "კონსტანცა" მხოლოდ ბუქარესტის "დინამოს" ჩამორჩება