საქართველოს ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის I შესარჩევი ეტაპის შეხვედრას 2 ნოემბერს გამართავს
ფოტოზე: უტევს ირაკლი ჩიქოვანი

საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის შეხვედრას 2 ნოემბერს სირაკუზაში იტალიასთან გამართავს, 6 ნოემბერს კი აპენინელებს შინ თბილისის სპორტის სასახლეში უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრები ამ მატჩებში ასეთი შემადგენლობით ითამაშებს: შოთა თევზაძე ("რეშიცა", რუმინეთი), ზურაბ ცინცაძე ("პეგასი"), ხაზეინ რუსტამოვი ("ქუთაისი"), ზურაბ აბრამიშვილი ("ბათუმი"), ლექსო წითელიშვილი ("ბათუმი"), თეიმურაზ ორჯონიკიძე ("პრილეპი", მაკედონია), ირაკლი ჩიქოვანი ("კელერაში", რუმინეთი), სერგო დათუკაშვილი ("ვოივოდინა", სერბეთი), გიორგი გვაზავა (სტუ), ზურაბ სიმონია ("ქუთაისი"), ირაკლი თევზაძე ("სამტრედია"), რატი მსხვილიძე ("ურმია", ირანი), რევაზ ჭანტურია ("პელისტერი", მაკედონია), გიორგი დიხამინჯია ("პეგასი"), შოთა გრიშიკაშვილი ("ბათუმი"), ერეკლე არსენაშვილი (სტუ), გიორგი მიქავა ("იმედი"), მთავარი მწვრთნელი ბექა ორჯონიკიძე, გუნდის უფროსი ჯემალ ბარამიძე.

ლეგიონერები ნაკრებს ხვალ სირაკუზაში შეუერთდებიან.

კარგ ფორმაშია რუმინეთის ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ირაკლი ჩიქოვანი. მისი გუნდი "დუნარეა კელერაში" 10 ტურის შემდეგ 12 ქულით მე-9 ადგილზეა და პლეი-ოფის ზონაში - VI-VIII ადგილებზე მყოფ "ბუქურეშტს", "სუჩევასა" და "ვასლუის" 3-3 ქულით ჩამორჩება. ბოლო ტურში "კელერაშმა" შინ "ფოკსანს" 29:24 მოუგო.

შოთა თევზაძის "რეშიცა" საკუთარ მოედანზე "ტურდასთან" დამარცხდა - 23:37 და 7 ქულით ისევ მე-12 ადგილზეა.

I შესარჩევი ეტაპის კალენდარი

III ჯგუფი: იტალია, ლუქსემბურგი, საქართველო

2 ნოემბერი, სირაკუზა

იტალია-საქართველო

6 ნოემბერი, თბილისი, სპორტის სასახლე

საქართველო-იტალია

4 იანვარი

საქართველო-ლუქსემბურგი

7 იანვარი

ლუქსემბურგი-საქართველო

11 იანვარი

ლუქსემბურგი-იტალია

14 ან 15 იანვარი

იტალია-ლუქსემბურგი.

მომდევნო ეტაპზე მხოლოდ გამარჯვებული გადის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
CHANGE - ცვლილებების საჭიროება და ცვლილებები რეალური ცვლილებების გარეშე!..
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"იქ ვართ, სადაც ვიმსახურებთ" - შევჩენკომ თქვა, რომ მიზანს ვერ მიაღწიეს, მაგრამ მალდერა ნაკრებში დარჩება
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
"საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა" - რა თქვა ზაბარნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ
[PHOTO] ახლო მეგობრები - უკრაინის ნაკრების წევრმა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
სვანაძე: ასე გაგრძელება არ შეიძლება - გულშემატკივრების რეაქციას კარგი თამაშით უნდა ვუპასუხოთ
უკრაინელთა მწვრთნელი: საქართველო არაფრითაა უნგრეთზე ან უკრაინაზე სუსტი - აბსურდულ სიტუაციაში გავიმარჯვეთ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინასთან მატჩში?
ჩრდილოეთ ირლანდია უნგრეთს ფრედ ეთამაშა და A დივიზიონში აღზევდა
[VIDEO] კატასტროფა - საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა გატანილი გოლის გარეშე, ბოლო ადგილზე დაასრულა
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველო-იტალია 25:28 - ჩელენჯტროფის იმედად
საქართველოს ხელბურთელ ვაჟთა ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპს იტალიით იწყებს
10 მსაჯით ევროპაში
სამი მსაჯით ჩემპიონთა და ჩელენჯ თასებზე
ფინეთი VS საქართველო - საკუთარი თავის და თურქეთის იმედად
ᓡᓐᓥᕐᓠᕗᓕᓔᕚᓝᓡ ᓮᓔᓚᓑᕣᕠᓗᕔᓚ ᓕᓐᕟᓗᓐ ᓜᕐᓙᓠᓔᓑᓛᓐ ᓛᓡᓝᓤᕚᕘᓝᕡ ᓗᓐᓡᓘᕡ ᓔᕕᓠᓝᓞᓣᓚ ᕖᓝᓜᓐᓨᕘ ᓛᓔᓝᓠᓔ ᕐᕓᓒᓘᓚᓘ ᕓᓐᓘᓙᓐᓕᕐ
იტალია-საქართველო 26:19 - სიცილიურმა დაცვამ მასპინძლებს არგო
საბა აბულაშვილი - მესამე ქართველი მსაჯი რაგბი ევროპის ჩემპიონატზე
ჩიქოვანის გუნდმა რუსული ბარიერი დასძლია
ჩიქოვანი და ცხოვრებაძე: ნაბიჯი ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე
სუპერთასი | საბა აბულაშვილი დასავლეთ კონფერენციის ცენტრალურ მატჩში
ქართული გოლები რუმინეთში
ქართველი მსაჯები სუპერთასის ნახევარფინალში
ჩიქოვანის "კონსტანცა" მხოლოდ ბუქარესტის "დინამოს" ჩამორჩება
მსოფლიოს საუკეთესო მსაჯი საქართველოს ჰყავს