ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების მატჩი ფრედ დასრულდა - 1:1.

პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით, თუმცა მშვიდად, კლასის ხარჯზე სძლია ესტონეთს, მაგრამ ჩრდილოეთი მაკედონია სულ სხვა დონის მოწინააღმდეგეა და მწვრთნელმა ვაისმა განაცხადა, რომ შეიძლებოდა ჩაკვეტაძე ან ოქრიაშვილი არ დაეყენებინა ძირითად შემადგენლობაში. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ მოედანზე სჭირდებოდა უფრო ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მეტ „შავ სამუშაოს“ შეასრულებდა, დაცვას მეტად დაეხმარებოდა და თავისუფალი ზონების პრობლემა ნაკლებად შეიქმნებოდა, რადგან ჩრდილოეთ მაკედონიას უყვარს სწრაფად თამაში, რის შესაძლებლობასაც, სავარაუდოდ, „ჯვაროსნები“ არ მისცემდნენ. მათმა თავკაცმა ანგელოვსკიმ უთუოდ უყურა ჩვენი გუნდის უკანასკნელ თამაშს და საინტერესო იყო, რას მოიფიქრებდა შეტევის ხაზში ჩვენი ლიდერის, კვარაცხელიას გასანეიტრალებლად. მოკლედ, ეს ორი დაახლოებით თანაბარი კლასის მეტოქის მწვრთნელთა დუელიც გახლდათ, სადაც ბევრი რამ იღბალზეც იყო დამოკიდებული და არაერთ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ შეხვედრას მაყურებელი არ ესწრებოდა, საქართველოს ნაკრებმა, ფაქტობრივად, დაკარგა საკუთარი მოედნის უპირატესობა.

ვაისმა, ესტონეთთან შეხვედრისგან განსხვავებით, სასტარტოში ჯიღაურის, ჩაკვეტაძისა და კაჭარავას ნაცვლად მალი, დავითაშვილი და ქვილითაია დააყენა. შესაძლოა, ეს ტალინურ მატჩამდე ჰქონდა კიდეც გადაწყვეტილი.

თამაშის წინ მოსული ნალექი დრენაჟმა ვერ გაატარა, მოედანზე ალაგ-ალაგ გუბეებიც დადგა და გაზონი დამძიმდა. საწყისი 10 წუთის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა სახიფათოდ შეუტია. საჯარიმოში კვარაცხელია ალიოსკიმ წააქცია და პენალტით ჩვენი გუნდი ოქრიაშვილმა დააწინაურა.

Video

08.09.20. ოქრიაშვილის გოლი მაკედონიასთან

24-ე წუთზე დავითაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა გოლის გატანა არ დაანება.

34-ე წუთზე მალის შეცდომას სტუმართა იერიში და რისტოვსკის გოლი მოჰყვა. არადა, იქამდე მეტოქეს მომენტი არ ჰქონია. შეიძლება ითქვას, პირველი ტაიმი ლოგიკური შედეგით დასრულდა.

Video

08.09.20. რისტოვსკის გოლი საქართველოსთან

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების უხიფათო იერიშებით დაიწყო. კონტრშეტევაზე ხოჭოლავამ გვიხსნა, ხოლო მერე კანკავასთან უხეშობისათვის მსაჯმა მუსლიუ გააძევა და ჩრდილომაკედონიელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ.

ვაისის შეგირდებმა შეუტიეს და კანკავას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. შემდეგ შეცვლაზე შესული შენგელიას თავურიც ოდნავ არაზუსტი იყო. 85-ე წუთზე ვაისმა კვეკვესკირი კაჭარავათი შეცვალა. ბოლოს შენგელიას ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და - 1:1 სტუმართა სასარგებლოდ.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - ჩრდ. მაკედონია 1:1

გოლები: 1:0 ოქრიაშვილი (13, პენ), 1:1 რისტოვსკი (34)

გაძევება: მუსლიუ (64)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვერკველია, ხოჭოლავა, მალი (შენგელია 75), კანკავა, კვეკვესკირი (კაჭარავა 85), დავითაშვილი, ოქრიაშვილი, კვარაცხელია, ქვილითაია (ჩაკვეტაძე 62)

ჩრდ. მაკედონია: შიშკოვსკი, ალიოსკი, მუსლიუ, ველკიოსკი, რისტოვსკი, ადემი (ნიკოლოვი 59), სპიროვსკი, ელმასი, ბარდი, ტრაიკოვსკი, პანდევი (ბეიტულაი 78)

ოპტიმისტი
არ უცხოსგან ნამდვილად არ მეწყინება, იმიტომ რომ მართლა არ იცი ჩემი პროფი და არც გადაკვეთილა ჩვენი საფეხბურთო დისკუსიის გზები არასდროს. აი ახლობლისგან კი მართლა მეწყინებოდა :) ვინც მიცნობს, იცის ჩემი ფეხბურთთან და ზოგადად ქართულ სპორტთან დამოკიდებულება, უსამართლობად ჩავთვლიდი. ამას არ აქვს ეხლა არსებითი მნიშვნელობა, უმჯობესი იქნება შენეული ახლო ხედვა რომ გააცნოზ ფართო აუდიტორიას. რა კონტრ არგუმენტებს შემოგვთავაზებდი? მე როტაციის მომხრე ვიყავი + მეტი შანსი პრაქტიკის მქონე სპორტსმენებს. გამოდის ეს ყველაფერი შორს ყოფილა ოპტიმალურობასთან. თუ შანსია ეს შანსი დიდი ხანია ოფიციალურში ეკუთვნის 1) მაკარიძეს უბრალოდ მარჯვენამცველია სხვა ალტერნატივა არ არის 2)კაკაბაძე 3) კვირკველია 4) ხოჭოლავა. 5) გრიგალავა, კლასი და პრაქტიკა,კლუბის თუ ეროვნულის. 6) კანკავა!!! 7) გვილია (სხვა თუ არაფერი გამარჯვებულის მეტლიტეტი პოლონეთის ჩემპიონი ბოლო თამაშების ძირითადის ფეხბურთელი 8) კვარაცხელია მარცხნივ 9) ოქრიაშვილი-ჩაკვეტაძეს შორის არჩევანი შენთვის მომინდია 10) შენგელია მარცხნივ დავაწყებინებდი( თუ არ წაუვიდოდა ლობჟანიძის სისწრაფე მეორე ტაიმში ჯოკერი იქმნებოდა გუნდისთვის ;) 11) კაჭარავა მეტი პრაქტიკის გამო. იყო სხვა ალტერნატივა, ცენტრი კანკავა დაუშვილი. 10 იანის პოზიციაზე გვილია.
სოსო
აბა შენ გულშემატკივარი რა გგონია?ის მწვრთნელიც არის,გულშემატკივარიც,სპორტსმენიც და ხანდახან სპორტული არენაც.თავის თავს,ყველა პოზიციაზე წარმოიდგენს და ყველაფერზე აქვს თავისი აზრი.სხვანაირად ნამდვილი გულშემატკივარი ვერ იქნები.
fani
არ ცდები, თუმცა არც მაკედონია ბრწყინავს ფიზიკით, მთელი თამაში (გაგდებამდე და მერეც) დრო გაყავდათ და ძირს ხოხიალობდნენ. ასე რომ არამგონია იქ გავნადგურდეთ. მეორე ტაიმი სომხეთთან ჩააგდეს. მაკედონიის ბლოგზეც რომ ნახოთ კომენტარები, იგივე აზრი აქვთ, უხარიათ თბილისში აღებული ქულა და თავიანთი ფეხბურთელების სუსტ ფიზიკურ ფორმაზე საუბრობენ.
me
ამასაც დავამატებ,თუ ისე მოხდა რომ მაკედონიას ფინალში ისევ გადავეყარეთ მოგების შანსი გვექნეა მაკედონიას თუ ფინალში გადავეყარეთ მოგების კარგი შანსი,მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება თუ ისინი თავიდანვე კაცნაკლული გამოვლენ მოედანზე,ამასთან კვარას საჯარიმოში შესვლამდე არ უნდა აართვან ბურთი,საჯარიმოში კი .... მერე ოქრი პენალტს გაიტანს და ევროზეც ვართ.
fani
გუშინდელი თამაშის ყველაზე საღი შეფასება, მადლობა სოსო!
Fsiuuu
ბარემ მეც დავამატებ, კაკაბაძე გუშინ საყრდენად თამაშობდა თუ ყველა პირველ შეტევას რატომ ამზადებდა?
სოსო
თუ მართლაც კითხულობენ ჩვენს კომენტარებს,მაშინ მეგაფონით ხელში ვდგავარ ახლა ტრიბუნაზე და მთელი ხმით ვუყვირი ჩვენს ბიჭებს:-ურტყით ბიჭებო!შორი მანძილიდან ურტყით კარში.როცა ასეთი ამინდია და მოედანზე ფეხი ცურავს,როგორც კი საშუალება მოგეცემათ დარტყმისათვის,დაარტყით.დაარტყით და დამატებაზე გაიქეცით.როცა იქნება მეკარე,აუცილებლად შეცდება.
სოსო
ნიკას არც ვაბრალებ.პირიქით იმას ვამბობ,რომ ვიდრე ველოდი,იმაზე კარგად ითამაშა.ძალიან სუსტი ჩანდა საქართველოს ჩემპიონატში და ევროპალიგაზე,უშუალოდ დაცვით ოპერაციებში.აქ,უშუალოდ დაცვაში ნიკას შეცდომა არ დაუშვია და ეს დაკარგვაც,ცენტრში,მეტოქის ნახევარზე მოხდა.ღია არავინ ჰყავდა და ორ კაცს ვერ გამოუძვრა.გოლის დროს,მის უკან სხვა ჩვენი მცველებიც იყვნენ,მაგრამ დროზე არავინ გადააზღვია მისი პოზიცია და კაცი თავისფლად შეუშვეს.თუ ყურადღება მიაქციე,როცა მეკარეს მისდის ბურთი,მცველები არც მაშინ ჩქარობენ გახსნას და მეკარის ტექნიკის იმედზე რჩებიან.საკმარისია მეკარემ ტექნიკური შეცდომა დაუშვას და ზუსტად ვერ შემოიტანოს ბურთი,რომ დიდი საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით.ასე რომ ეს გოლი რა თქმა უნდა ჯერ მალის,მაგრამ შემდეგ უკვე, სისტემური შეცდომის შედეგი იყო.მოწინააღმდეგის ნახევარზე ხშირად იკარგება ბურთი და დაცვა, ამისათვის ყოველთვის მზად უნდა იყოს.ამ შემთხვევაში ეს არ მოხდა.
ტატო
100%
სოსო
მალიმ რა თქმა უნდა შეცდომა დაუშვა,მაგრამ თუ ყურადღებით უყურებდით,ეს ცენტრის ხაზთან მოუხდა,როცა კოლექტიურ ართმევაზე ორი კაცი მივიდა და მას კი,არავინ გაეხსნა.მთელი თამაშის განმავლობაშიც,მეკარეს პასს რომ აძლევენ,სხვა გუნდის მცველები სამი კაცი მაინც წამიერად ეხსნება,ჩვენები კი გაჩერებულები შეჰყურებდნენ და მეკარეს არჩევანის გაკეთების საშუალებას უზღუდავდენ.ბურთის დაკარგვის მომენტში დანარჩენი მცველები,მის უკან იმყოფებოდნენ,მაგრამ მისი ზონის დაზღვევა ვეღარ მოასწრეს.არა და შეიძლებოდა.
სოსო
რეალობა ის არის,რომ დღეს ეს ნაკრები გყავს და ეს ნაკრები, 3-4 წლის წინანდელზე უკეთესია.კარგი იყო მაშინდელი დინამო,მაგრამ გამოიყვანე და ათამაშე თუ შეგიძლია.გამოიყვან?მაშ სად არის შენი რეალობა?
filosofos
შენ ეტყობა მაგარი პრადვინუტი ხარ)))
სოსო
საიდან ასკვნი,რომ უკეთესი ჩანდა?პირველი ნახევარი საათი,მთლიანად ჩვენი იყო.გოლი შემთხვევით გავუშვით და ტაიმის ბოლო 15 წუთი არეულები ვჩანდით.ამ პერიოდში,ვერც სტუმრებმა შექმნეს რაიმე რეალური,მეორე ტაიმი კი,თავიდანვე ისევ ჩვენი იყო.გაძევებამდეც და შემდეგაც.ძალიან ბევრი ნაკლი აქვს ნაკრებს,რამდენიმე პოზიციაზე აშკარად სუსტები ვართ,მაგრამ ეს თამაში,გაძევებამდეც მეტწილად ჩვენ მიგვყავდა და მსაჯი რომ უკეთესი ყოფილიყო,კიდევ რამდენიმე მეტოქეს გააფრთხილებდა,რაც მათ კიდევ უფრო შეზღუდავდა.
G.LA
სამარცხვინოა დრენაჟის არ ქონა სტადიონისათვის. ხომ წარმოგიდგენიათ სიუპერთასზე ბარსა-სევილიას დღეს დილით შხაპუნა წვიმა რომ მოსულიყო რა სირცხვილი იქნებოდა? ახლა კი ყველაზე მეტად ჩვენი ნაკრები დაზარალდა, რადგან ჩვენ უფრო სწრაფი შეტევის იმედად ვიყავით. მგონი ცენტრ ფორვარდზე საერთოდ უარი უნდა ვთქვათ. არ გვყავს და ტყუილად ნაკლებნი გამოვდივართ, მარა ფაქტიურად 11 ვართ მოედანზე ყველა იმ თამაში როცა ცენტრ ფორვარდი გვყავს. არასოდეს დამიწერია შემადგენლობა, ეს ვაისის პრეროგატივაა მარა რახან ბევრი ცდილობს მეც შევეცდები. ბელორუსებთან ასეთი შემადგენლობა მინდა. მაკარიძე კაკაბაძე. კვერკველია. გრიგალავა. ტაბიძე. კანკავა. გვილია. კიტეიშვილი ჩაკვეტაძე. კვარაცხელია. ყაზაიშვილი.
დათო
ბრავო !!! 1000%- ით გეთანხებით!!! ჯაბა კანკავა ნამდვილი კაპიტანია!!! ღირსეული ადამიანია!!!
"ოპტიმისტი"-ს
არ გეწყინოს. თუ მაგ კომენტარით ვიმსჯელებთ, ძალიან შორს ხარ ფეხბურთისგან, მით უმეტეს საქართველოს ნაკრებისა და გუშინდელი მატჩისგან.
სპორტსმენი
მაგრად ვხალისობ, უბნის ბირჟაზე და ინტერნეტ გვერდებზე კომენტარებში ყველაფრის მცოდნეები რომ აზრებს აფრქვევენ. მათ ხომ ვაისზე, ზიდანზე, გვარდიოლაზე, მაურინიოზე და ა.შ. უმაღლესი დონის მწვრთნელებზე მეტად ესმით ვინ სად, როდის, რა პოზიციაზე ათამაშონ. კარგით რა, უხერხულია, საკუთარ გაუთვითცნობიერებულობას საჯაროდ რომ ამჟღავნებთ. საბოლოოდ კი ის აღმოჩნდება, ტოტალიზატორში წაგებული, ხელმოცარული ადამიანების აზრებია:)!
rati 74
სამწუხაროა რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ ერთ ფეხბურთელზე, მალიზე ნუ გადავტეხავთ ყველაფერს. ჯერ ახალგაზრდაა და კიდევ შეძლებს განვითარებას. დღეს განმეორებით ვუყურე სრულ მატჩს და ნიკას მაგ ერთი შეცდომის გარდა სხვა არაფერი გაუფუჭებია. ვინც გასაკრიტიკებელია ქვილითაი და მისი ძირითადში დამყენებელია. ვერც ერთი მოგებული ორთაბრძოლა, არც ერთი დარტყმა, არც ერთი დრიბლინგი და გამწვანება. ნამდვილად არ არის ფორმაში და ეს ელემენტარულად მოძრაობაზე და სისწრაფეზე ეტყობოდა. იმედია ამ ერთ თვეში აკრიფავს ფორმას, რადგან ბელორუსთან აუცილებლად გვჭირდება მაღალი ფორვარდი მისი ან კაჭარავას სახით. არ მომეწონა დავითაშვილი, უფროსი ასაკის ფეხბურთელებში, რომ ბავშვს შეუშვებ სათამაშოდ ისე გამოიყურებოდა, არადა მართლა ბავშვია ჯერ. საუკეთსო სამეულს კი ჩემი აზრით ასეთი თანმიმდევრობით დავალაგებდი: 1. კანკავა- ჯაბაზე იმდენი ითქვა, რომ აღარ ვთვლი საჭიროდ რაიმე დავამატო. 2. ოქრიაშვილი- გოლი გაიტანა და პრინციპში საგოლე გადაცემაც გააკეთა შენგელიაზე, რომ გაგვმართლებოდა. მთელი თამაში მოძრაობდა და ჩემდა გასაკვირად დაღლა არ დაეტყო. 3. კვარაცხელია- პენატი მოიპოვა და რამოდენიმეჯერ კარგად გაამწვავა.მოედნის საფარი რომ უკეთესი ყოფილიყო გაცილებით პროდუქიული იქნებოდა. სწორედ ამ მიზეზით ბევრი დაკარგვა ქონდა.
ლევან
კი, ჰეხბურთის ჰობია აქვთ.
სამტრედია
კაც ნაკლულ მაკედონიასო რო წერთ კაც ნაკული საქართველო იყო მაკედონიელის გაგდებამდე აბა ქვილითაია იყო მოედანზე?
vato
კაცი დაბერდა და ვერ გაარკვიეტ კვირკელიაა ტუ კვერკველია
ნუკრი
იმ გუნდთან,რომელთანაც ფინალი უნდა ითამაშოს, გამოცადა ფეხბურთელები,სამი მცველით თამაში,თითქმის ყველა სქემა,რითაც შეიძლება თამაში მოუწიოთ.რა გინდათ,რას ილანძღებით?ნიკა მალიმ დებიუტანტის კვალობაზე კარგად ითამაშა(შეცდომა ყველას მოსდის).ტაბიძემ და დვალმა რომ ვერ მოასწრონ ფორმაში შესვლა,ყველაზე კარგი მაგ პოზიციაზე მაინც ეგ არის.ყველაფერი სწორად გააკეთა ვაისმა,რასაც მართლა არ მოველოდი.წარმატება 8 ოქტომბერს და მერე ფინალშიც!!!
ოპტიმისტი
იმედია არ დაბლოკავთ.ვაისმა თამაშამდე განაცხადა, რომ ყველას უნდა მარცხენა ფლანგზე თამაშიო და არცერთს მარჯვეენაზე შენგელიას გარდაო. რა მოხდა უკვე შემდგომ? მივყვეთ ქრონოლოგიურად: მარცხენა ფლანგი ჩააბარა დავითაშვილს რომელმაც დამეთანხმებით, რომ აშკარა ჩააგდო ფლანგი და მატჩი. ოქრიაშვილი რომელმაც ცენტრი დაიკავა, ხშირად როტაციას მიმართავდა ცენტრიდან მარცხნივ იწევდა ან პირიქით მარცხნიდან ცენტრში, რაც ხშირ შემთხვევებში ბურთის დაკარგვით და შეტევის ჩაშლით მთავრდებოდა. ამ დროს კი კვარაცხელია, რომელიც თავის კლუბში მარცხენა ფლანგზე იმდენად პროდუქტიულია, რომ შეიძლება ითქვას შეტევების 90% სლუცკი მასზე აწყობს, გაამწესა მარჯვენა ფრთაზე რაც სრულიად გაუგებარი აღმოჩნდა პირადად ჩემთვის.ჩემი აზრით კვარაცხელიას მარგი ქმედების კოეფიციენტი გაცილებით მეტი იქნებოდა თუკი დავითაშვილის ადგილს დაიკავებდა ხოლო მარჯვენა ფლანგი ჩაბარდებოდა შენგელიას, რომელიც თადარიგში დატოვა და შეცვლაზე შემოსულმა 3 სახიფათო მომენტი შექმნა. პლუს მის მიერ სტანდარტულების სახიფათო შესრულება ყველას კარგად მოგვეხსენება. ოქრიაშვილს კი თუ არ ჩავთვლით გატანილ პენალტს მიკერძოების გარეშე ვიტყვი, აშკარად ჩაუვარდა თამაში. შესაცვლელი იყო პირველი ტაიმის შემდგომ ვინაიდან ცენტრალური გამთამაშებელი თუ კი არ გყავს მოწოდების სიმაღლეზე და ჯიუტად ცდილობ სწორხაზოვნად ფონს გასვლას, გამოდის უკვე წაგებული გაქვს მეტოქესთან ტაქტიკური პოზიცია ამ კომპონენტში. მის შესაცვლელად გვილიას და ჩაკვეტაძეს თანაბარ შანსებს მივცემდი. ფორვარდი ვფიქრობ ძირითადიბწინა შეხვედრაში გოლის გამტან კაჭარავას უნდა დაეწყო სხვა თუ არაფერი პრაქტიკა ქვილითაია ზე მეტი მაინც აქვს. კვეკვესკირი კაპიტნის ფონზე საერთოდ დაკარგული იყო და დაღლაც აშკარა შესამჩნევი იყო. ნიკა მალი.ანდო ეროვნულ ნაკრებში გამოუცდელს მარცხენა ფლანგი და დატოვონ სკამზე გრუგალავა ესეც გაუგებარია თუ კი შანსებზე დავიწყებთ საუბარს, მაკარიძე რომ იმსახურებს ოფიციალურ თამაშებში შანს, მგონი მასზე მეტად არავინ იმსახურებს შანს. ეს გახლავთ ჩემი მოკრძალებული აზრი. წარმატებები ჩვენს ეროვნულს
ბბ
მალი სუსტი ჩანდა გეთანხმები,მაგრამ გოლის მომენტს დააკვირდით,ორჯერ სცადა პასის გაკეთება და ერთი კაცი ვერ გაეხსნა ცენტრში.უბრალოდ ნახეთ ბურთის ამოტანის პროცესში ყველა ფლანგზე იმალება.მალის არ ვამართლებ იმის მიუხედავათ რომ დებიუტი ქონდა.არც კაკაბაძე დაფრინავს მოდის ვაღიაროთ.ფლანგის მცველები არა გვყავს.3 საყრდენით თამაში ჯობია,ჩემი აზრით.
ბეგო
კაი ფეხბურთელები კი ხართ და დარწმუნებული ვარ კაი კაცებიც,მაგრამ იმისათვის რომ ევროპაზე მოხვდე ეს საკმარისი არაა...თქვეც ხვდებით ალბათ მაგას...9 კაცმა არ გათამაშათ და 10 რომ ყოფილიყვნენ, ხომ ხვდებით რა დღეში ჩაგაგდებდნენ..იმაზე კი არ მწყდება გული ეს თამაში რომ ვერ მოიგეთ,ამ გუნდთან გექნებათ სავარაუდოდ შეხვედრა და ამ თამაშით არაფერი გამოვა,თანაც ამათ უკვე კბილი მოგისინჯეს...მე წარმატებებს გისურვებთ და ოქტომბრის თამაშებში გამარჯვებას,მაგრამ იმედია თქვენც ხვდებით რომ აშკარად მოსამატებელი გაქვთ რომ ფონს გახვიდეთ
chabuka
კახა ქ.ყველაზე კარგი კომენტარი თქვენია.სულ მაგას ვფიქრობ ჰაუტის მოწოდება რატომ უჭირს ჩვენებს.ალბათ იმიტომ რომ, ყველა დგას და უყურებს მომწოდებელს აბა რას იზამსო.უტევს ერთი{კვარაცხელია}დანარჩენი დგას და უყურებს დახმარება არსაიდან.ბურთის "პერეხვატზე"მიდის მხოლოდ ერთი[კანკავა,მალადეც მას]დანარჩენი დგას და უყურებს.ლორიამაც გაგვაწბილა.მომეჩვენა თითქოს ნაადრევად დატოვა კარი.ეს იმის მაჩვენებელია რომ ვერ თვლის მაძილს მას ბურთს და მოწინააგმდეგეს შორის.კარგი მეკარე მაშინ ხარ როდესაც იმ ერთ ბურთს აიღებ 90 წუთის განმავლობაში.მწვრთნელი საერთოდ.რომ ხედავ ფეხბურთელი ვერ თამაშობს უნდა გამოცვალო ეს იქნება 20,30,45,50,60 წუთზე,არა 89 ზე.დებიუტის ექსპერიმენტისთვის სხვა დრო უნდა გამონახო.ვიტოვებ იმედს რომ ვაის რაღაც კარგი აქვს ჩაფიქრებული შემდეგი 2 თამაშის მოსაგებად.ის მაინტერესებს მაგრათ,ვაისი ხომ არ უშლის კარში დარტყმას წვიმიან ამინდში.
me
ისე ძალიან მიკვირს იმათი ვინც ამტკიცებს რომ აუცილებლად მოუგებთ მაკედონიას და ა.შ. თითქმის მთელი ტაიმი ცენტრალური მცველის გარეშე რომ გვეთამაშენ და ერთი აზრიანი კომბინაცია რომ ვერ გავათამაშეთ თუნდაც ისეთი ჩვენ კარში გატანილი გოლის დროს მაკედონლებმა, ეგ არაფერი? ანდა პირელ ტაიმში მომენტებში ბურთს რომ გვიმალავდნენ და ჩვენები თავმოჭრილი ქათმებივით დარბოდნენ ვერ შეამჩნიეთ? კვარას რაც შეეხება, თუ ამ ბიჭმა პასი არ ისწავლა და საერთოდ კიდევ ბევრი რამ არფერი განსაკუთრებული მისგან არ დადგება, ხომ ნახეთ? პენალტის შემდე მის თამაშს ალღო აუღეს მცველებმა და მეორე ტაიმში საერთოდ ჩაიკარგა, მოედანი კი მეტო ქისთვისაც მძიმე იყო და კიდევ საკითხავია ვინ უფრო იხეირა.იდეაურ მინდორზე შენელებული კანკავა და კვეკვე როგორ მოასწრებნენ ზონების ჩაკეტვას ვნახავდით.
ცუდი არ იყო
საბოლოო ჯამში ვაისი საკმაოდ ნორმალური მწვრთვნელია,რადგან ქეცბაიასგან განსხვავებით ლაღ ქართულ ფეხბურთს ათამაშებს.გუშინ მეორე დრიბლინგისტი ზურიკოც დააყენა მაგრამ ამინდმა ხელი შეგვიშალა.ხვიჩასაც მაგრად უშლიდა ხელს.მალი არ უნდა დამეყენებინაო თვითონაც ამბობს მაგრამ მე მგონი მცველები საერთოდ აღარცა ყავდა.მოგებაც შეგვეძლო კანკავას რომ ევაჟკაცა ან შენგელიას რომ გამართლებოდა.ბურთებს ვაისი ხომ არ გაიტანს.
ცუდი არ იყო
საბოლოო ჯამში ვაისი საკმაოდ ნორმალური მწვრთვნელია,რადგან ქეცბაიასგან განსხვავებით ლაღ ქართულ ფეხბურთს ათამაშებს.გუშინ მეორე დრიბლინგისტი ზურიკოც დააყენა მაგრამ ამინდმა ხელი შეგვიშალა.ხვიჩასაც მაგრად უშლიდა ხელს.მალი არ უნდა დამეყენებინაო თვითონაც ამბობს მაგრამ მე მგონი მცველები საერთოდ აღარცა ყავდა.მოგებაც შეგვეძლო კანკავას რომ ევაჟკაცა ან შენგელიას რომ გამართლებოდა.ბურთებს ვაისი ხომ არ გაიტანს.
მამუკა
საქართველოს ნაკრებისთვის უმაყურებლო სტადიონზე ჩრდილო მაკედონიასთან 1:1 საუკეთესო შედეგია. გამარჯვების შანსი იყო, მაგრამ რეალურად აღვიქვათ მოვლენები, ქართულ ფეხბურთში არსებული პოტენციალით, ფრე წარმატებაა. კვარაცხელია პერსპექტიულია, თუმცა საერთაშორისო გაგებით, ჯერ საშუალო დონის ფეხბურთსაც ვერ აჩვენებს. ბურთს აჩერებს, დროს კარგავს, საჭიროების გარეშე, უადგილოდ ცდილობს ცრუ მოძრაობების კეთებას. მოკლედ, თანაბარი ძალის ფეხბურთელებია, რომლითაც ნურავის ექნება რაღაც ილუზიები. ჭაკვეტაძეს და კვარაცხსლიას პერსპექტივა აქვთ, მაგრამ ძალიან დიდი შრომა სჭირდებათ.
გიორგი
ძალიან ცუდი გუნდი გვყავს !
სტალინი
ჩემი აზრით, გიჟებივით დარბიან ჩვენი ბიჭები. ეს იმიტომ მოსდით რომ ძალების გადანაწილება არიციან
hhh
მე მგონ დაცვის მარცხენა ფრთაზე უნა დააყენოს გრიგალავა, მართალია შეტევას ვერაფრით შეეწევა, მარა დაცვას მარცხნიდან ჩაკეთავს საიმედოთ. გუშინ გრიგალავა რომ მდგარიყო მალის ადგილას წყნარ 1-0-ს მივაღწევდით. თუმცა სამომავლოდ მალის კიდევ უნდა მიეცეს შანსი არაა ჩამოსაწერი.
besi
ჯაბას მადლობა თავდადებისთვის!! მაგრამ კარგ ნაკრებში ჩამშლელი ყველაზე ნაკლებათ უნდა ჩანდეს წინაპლანზე ყოველთვის შემქმნელი და შემსრულებელი უნდა იყოს და მაშინ უკვე შეგიძლია თქვა რომ ნაკრები გყავს!!
daviti
Chven nakrebs mwvrtvneli wirdeba. arveladze an vinme ucxoeli.cxadadze momwonda ar iyo cudi treneri.vaisi kide mundialos shesarchevshi erti tamashi ver movoget da moldovastan dzlivs gavitqnet ori goli.da vaisic darchq.erta loga wust gundebtan magrad chaatara.magram gundi ro agebs minimaluri sxvaobit da aris 80 wuti da pirvel cvilebas aketeb ese igi mwvrtneli ar xar.ra jigauri ra mali ra undat magat nakrebis dziritadshi.roca tabidzesac da grigalavas sjeudzliat flangze tamashi.mwvrtnelis suleluri gadawyvetilebebis gamo ver moviget.kiteishvili gvaklda da plis es mwvrtneli ninuas da zarandias ar atamashebs.chakvetadzec ar atamasha. kvqras bravo tamashi umagles doneze icis. Rusetis ligis ert-erti sauketeso fexbirtelia.teqnikit sauketesoc.
x.x
არასწორად დააყენა ვაისმა სასტავი, ასეთ საპასუხისმგებლო თამაშში მალის დებიუტი, ოქრიაშვილის პლეიმეიკერად დაყენება, დავითაშვილი არ შეცვალა და კიდევ მრავალი სხვა. თუ ათ კაციან მაკედონიას ვერ მოუგებ მაშინ ევროპაზე რა გინდა? (ჯგუფის პირველი ადგილი ჩავაბარეთ მაკედონიაას!
შეტევა
ადრეც გავაკეთე კომენტარი ცენტრალურ თავდამსხმელზე და ახლაც იგივე აზრზე ვარ. ვერ ვხვდები ტაქტიკურ მონახაზში ქვილითაიას ან კაჭარავას რა როლი აკისრიათ. ბურთზე ეგენი ვერ იბრძვიან, თამაშს ვერ ამწვავებენ, დაცვას არ ეხმარებიან (ამაში არც სხვები ბრწყინავენ). ჩემი აზრით ჯობს კარგი თავდამსხმელის გამოჩენამდე შემტევი ნახევარმცველებით გავიდეთ ფონს, ასე მეტი შანსი გვექნება.
pesimisti
თერთმეტი თერთმეტზე ჩვენზე უკეთესი გუნდი ჩანდა. ამიტომ ქება დიდება უნდა დამრთავდეს და დაიწყოს მომზადება. მერე გვიან იქნება:წვიმა იყო, მარცხნივ ყველა დამტვრეულია, ცენტრალური თავდამსხმელი არ გვყავს, ყველას მარცხნივ უნდა თამაში და ა.შ. ბელარუსიასთან არ მიიღება.
mero
წავიკითხე კომენტარები და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ აქ კომენტარებს ან პატარა ბავშვები წერენ ანდა ფედერაციადან წერენ კომენტარებს!!!))) თურმე რა მაგრი მწვრთნელი გვყავს ტაში ტუში ტაშებიო))) მადლობ ბიჭებს მადლობ ტრენერს რომ მსოფლიოს ვაოცებთო))) აქ ვიღაცეები წერენ რომელი მწვრთნელი ჯობდა ვაისსო ეტყობა ახალგაზრდები ხართ და შეგახსენებთ რომ ძოძუაშვილის დროს მსოფლიოს მაშინდელ ბრინჯაოს მფლობელ ბულგარეთთის ნაკრებთან ქეციბაიას რომ სოფიაში ერთი-ერთზე გასულს გოლი გაეტანა ევროპაზე ვიყავით მოხვედრილები და ყველა გუნდთან შანსი გვქონდა ხოლმე!!! ტოპ მიულერის დროს კი იტალიას გერმანიას ინგლის და სხვა გრანდებს თანაბარ დონეზე ვეთამაშებოდით!!! ერთი კია ახალგაზრდა თაობა კარგი მოდის და თუ კარგ მწვრთნელს მოუძებნიან შედეგიც გვექნება რაც შეუძლება მალე უნდა მოხდეს ძველითაობის ახლით ჩანაცვლება. ქვილითაია აბურჯანია და მისნაირები კი საერთოდ უნდა ჩამოაშორო ნაკრებს.
rati 74
ოქრიაშვილზე ვერ დაგეთანხმები, მთელი თამაში აქტიური იყო და ბოლომდე იბრძოდა. ჯაბასთან ერთად საუკეთესო იყო.
tngh
დასანანი ფრეა... კარგი თაობა მოდის!!! იმედი მაქვს 2-3 წლის შემდეგ, ბევრ სიურპრიზს შევთავაზებთ საფეხბურთო სამყაროს... მთავარია სწორი ვარჯიში...
ზვიადი
კაჭარავა რომ გამოეყვანა ქვილითაიას მაგივრად მოვიგებდით!!
Dato Dvalidze
კანკავას გარდა ყველა ფეხბურთელს შემიძლია "გავკრა კბილი",მაგრამ ჯაბას გამო თავს შევიკავებ,ისეთი შტაბეჭდილება დამრჩა 2 ტაიმი ფეხბურთი მარტო ჯაბამ ითამაში, ყველგან იყო და უამრავ შავ და სხვის სამუშაოსაც ასრულებდა..საბოლოოდ იმაზე მაგრად დამწყდა გული რომ კაცნაკლულ გუნდს ვერ მოუგეთ,ალბათ კაცნაკლულები რომ არ ყოფილიყვნენ კიდევ უფრო ცუდ დამთავრებულიყო ყველაფერი ჩვენთვის......არადა ამ გუნდთან შეიძლება მოგვიწიოს ჯერჯერობით ყველაზე მთავარი თამაში?!

კარგი რა, სოსო! გუნდური თამაშია ეს ფეხბურთი და მარტო ამ მალის ნუ დავაბრალებთ. ახალგაზრდაა და წინა აქვს გზა გასავლელი, მაგრამ ეს კარში დარტყმა და კომბინაციის გათამაშება რა გახდა? ამდენი შემტევი შემოიყვანა და ათკაციან გუნდს ვერ ვაჯობეთ. ეს ბურთის თრევა კიდეც ვერა და ვერ მოიშალეს. ადრე თუ გვიან გააჩერებენ ეგეთს
gio
მალი გასაგებია, რომ გამოსცადა ვაისმა, მაგრამ ქვილითაიას საერთოდ რატომ იძახებს ნაკრებში.
რეალობა!!!!
ზოგიერთი “პროფესორი” ესტონეთთან უბანძესი თამაშის მერე აღფრთოვანებული იყო და წერდა მოვიგეთ და თან ვაისი ბოლომდეც არ გაიხსნა მაკედონიას თამაში დაუმალაო.. ანუ მაგ ლოგიკით “პროფესორებო” გუშინ ბელარუსს დაიმალა ვაისმა თამაში?! რეალობა როდის უნდა ვაღიაროთ რომ მეტი არ შეგვიძლია?! სამწუხაროდ, 2020 წლის ამ უსახურ ნაკრებს კარში რომ ვერ ურტყავენ, 40 წლის წინანდელი დინამო ალბათ 100ჯერ აღემატება!!!
გოლი რომ გაიტანო კარში უნდა დაარტყა თუ ამის თავი გაქვს
რეალობისთვის თვალის გასწორება როდის უნდა ვისწავლოთ?! სამწუხაროდ გუნდი არა გვყავს არააა !!! რამდენჯერ უნდა დავდგეთ ფაქტის წინაშე და დაგვემართოს მორიგი იმედგაცრუება !!! გუშინ თანამედროვე ფეხბურთთან მიახლოვებულს მხოლოდ კანკავა თამაშობდა!!! ნორმალური შემქმნელი ნახევარმცველო და თავდამსხმელი ხომ არ გვყავს ფაქტია ვინც გვყავს ისინი კი თამაშობენ თავისი დონის შესაფერის ჩემპიონატებში, ესეც ფაქტია სამწუხაროდ!!! ეხლა მორიგი იმედგაცრუების შემდეგ გაუშვებენ ვაისს და დაიწყება მერე თავიდან ახალი მწვრთნელი და ახალი უსაფუძვლო იმედები, როდემდე უნდა ვიაროთ ერთ წრეზე როდემდე?!
გოგა
სადაც გინდათ იქ ათამაშეთ ძმაო ეგ კაცი, კლასი არ იკარგება. კანკავა ძან მაგარია.

მინდვრის დრენაჟი რომელმა ჩაწყობილმა კომპანიამ გააკეთა, პასუხი რა თქმა უნდა არ მოეთხოვება ჰარამხანა ქვეყანაში..................
Superman
ფლეისთეიშენის Fifa-ს საზომით რომ ავიღოთ კაჭარავას სირბილი ექნებოდა მაქსიმუმ 5-10 :))) ცოტა კიდე რო შეანელო უკვე სურათი არი ტიპი
Superman
დიდი მადლობა ნამდვილ კაპიტანს, კაცს, მებრძოლს და მოედანზე სულის და გულის დამდებ ჯაბა კანკავას! ძალიან მენანება ეს ფეხბურთელი ყაზახეთის ჩემპიონატისთვის, ვფიქრობ ახლაც და ახალგაზრდულ წლებშიც უკეთეს კლუბებს იმსახურებდა! მადლობა ჯაბა ყველაფრისთვის ❤️
emigranti
ძალიან დაგვაკლდა კიტეიშვილი. მაკედონიის ორივე თამაშს ვუყურე და არაფრით არ გვჯობია, უფრო პირიქით, მით უმეტეს ასეთ მოედანზე ძნელი იყო სიჩქარის აკრეფაც და ცრუმოძრაობაც. ეჭვსგარეშეა, რომ თუ კოსოვოც ამ დონეზეა ევროპაზე აუცილებლად გავალთ. ვაკოც დაგვიბრუნდება ალბათ და ძალიან საინტერესო გუნდი დადგება. ვაისზე რაღა უნდა ვთქვა, მაინც ჩაამთავრებინებენ ციკლს.
lasha
აშკარა რომ ამ ბიჭებით უკეთესად თამაში შეიძლება კარგი მწვრთნელის ხელში!!!
Vasili
ყველა კომენტარი წავიკითხე და უმრავლესობაში აღმოვაჩინე გაბრაზებული ხალხი!! აღშფოთებული მასა!!! ამათ სუყველას ვფიქრობ არცმეტი არც ნაკლები, საქართველოს ერთიანი (1) ედოთ! ანუ ტოტალიზატორში დადეს ბიჭებმა! ლაბავოი ერთიანი! და გაცოფებულები არიან რომ როგორ ვერ გაუტანეს მაკედონიას გოლი.../ :D. არადა ჩვენ ყველამ ვიცოდით რო ეს ჩვენი გუნდი გუშინ , გუშინწინ, შარშან და კიდე შარშანწინ და იმის წინისწინ კიდე რა შესაძლებლობების გუნდი იყო,, ყოველთვის სუსტი გუნდი ვიყავით , ნორმალური ფეხბუთთელებით გამოვირჩეოდით. მაგრამ ჩვენ დღეს არ ვიყავით ფავორიტები! პრობელმები რომ გვქონდა ხომ ვიცოდით ყველამ?უთამაშებელი, ტრამვიანები, ახლადგამოჯანმრთელებული ფეხბურთელები , პლიუს მაინდამაინც მწვრთნელიც ვერ არის დიდი ტაქტიკოსი და შეცვლებზე ჰობიააა აქ, თან წარღვნაა იყოო!! ბატონო რომან !!!! /// ასე რომ მგონია მაინც ბიჭები წარმატებას მიახწევენ, მე მგონია რო შეუძლით ისტორია დაწერონ,,, და თქვენ კიდე ჩემო ძვირფასებო , ტოტაში შეთხრას ჯობია პერაშკი ჭამო , ლიმონათი დაააყოლოო!!! და აღარ დაიწყებ დედის გინებას!!!
დავით 67
ჩემს კომენტარამდე 120 კომენტარია და აქედან 80% შემადგენლობას იწუნებს და ყველამ იცის ვინ და სად უნდა დააყენოს ვაისმა. გეყოთ მაინც თავების გამასხარავება. ფეხბურთელები არ გვყავს და რა გინდა რომ ქნა? ყველა ერთი დონისაა და რა მნიშვნელობა აქვს ვის დააყენებს? ხვიჩას არ ვგულისხმობ რათქმა უნდა! ბრაზილიელი ფეხბურთელი და შემდეგ ნაკრების მწვრთნელი მარიო ზაგალო ერთი დონის ფეხბურთელებს ჰოროსკოპის მიხედვით არჩევდა კონკრეტულ დღეს. ე.ი ვისაც კარგი დღე ჰქონდა იმას დააყენებდა სასტავში. წიგნიც აქვს გამოშვებული ამაზე ზაგალოს! ამ მეთოდს ხომ არ ჯობია მიმართონ მწვრთელებმა ჩვენს ნაკრებში. სხვანაირად რა მნიშვნელობა აქვს ვის დააყენებს. ეხლა ქვილითაია იქნებოდა თავდასხმაში თუ კაჭარავა რამე არსებითად შეიცვლებოდა? თუნდაც სხვა პოზიციის ფეხბურთელები. შევეგუოთ უნდა იმას რომ ფეხბურთელები არ გვყავს. ისევ და ისევ კვარაცხელიას არ ვგულისხმობ.
დავით 67
ოცნებას კაცი არ მოუკლავს! კოსოვო გადის ჩემპიონატზე და გადამწყვეტ მატჩს უგებს ბელორუსს!
დავით 67
რომ ვიძახდი ფრე იქნება მაქსიმუმი თქო 16 დისლაიქი დავიმსახურე. ამას გუნდი არ ჰქვია. კიდე 2კაცი ( და არა 1) რომ გაეგდოთ შეიძლება მეორე ბურთი გაეტანათ. რაღაცის თქმა მინდა ბელორუსებთან მატჩზე მაგრამ თავს შევიკავებ ჯერ.
კახა
საინტერესოა მომავალი ოპტიმიზმის საფუძველს რა გაძლევს, ან რისთვის მადლობა ბიჭებს... მე პირადად სამადლობელი ვერაფერი ვნახე ვერც დღეს და მით უმეტეს ვერც პირველ თამაშში...
გიორგი კაჭკაჭიშვილი
და როგორ ფიქრობ მარტო ჩვენ გვაკლდება ხოლმე ფეხბურთელები? და ჩვენი მოწინააღმდეგეები სრული შემადგენლობით ჩამოდიან ხოლმე?
გიორგი კაჭკაჭიშვილი
სასტარტოში ნიკა მალის დაყენება ვაისისგან იყო ძალიან დიდი შეცდომა, სწორედ მისი დამასახურებაა ჩვენს კარში მიღებული გოლი, დებიუტანტი უნდა გამოიყვანო როცა უკვე გრძნობ უპირატესობას, ვაიმა კი დებიუტში გამოიყვანა საქართველოს ჩემპიონატის საკმაოდ არასტაბილუღი მოთამაშე რა დროს მაგის სასტარტო იყო ჯერ შეცვლებზე გამოეყვანა. იმედია ეს ყველაზე დიდი შეცდომა იქნება ვაისისთვის.
ვაისი
დაარტყით ბიჭო დაარტყით...კარში არ დავეძებ ისე დაარტყით..
სოსო
სტადიონიდან დავიწყოთ.დააგებენ ახალ საფარს,საზეიმოდ გამოაცხადებენ ახალი დრენაჟი გავაკეთეთ და ამის შემდეგ არა ნიაღვრისა აღარ გვეშინიაო.გაიხედავ და კარგი წვიმის შემდეგ ერთი საათი,მინდორზე წყალი დგას?ამას ეძახიან დრენაჟს?ახლა რეკლამები.იმხელა სარბენი ბილიკები აქვს სტადიონს და რეკლამები მაინც პირით ხაზთან ახლოსაა დალაგებული.კვარაცხელიას გაუმართლა,თორემ სერიოზული ტრავმა თავისუფლად შეეძლო მიეღო.ამასაც რაიმე ფული სჭირდება?უბრალოდ საღი აზრია საჭირო.ასეთ სველ მოედანზე ერთი დარტყმა რომ არ გვიცდია საჯარიმოს გარედან,ეს ნირმალურია?არდა ოქრიაშვილის შესანიშნავი გოლები გვახსოვს შორიდან გატანილი,თანაც იმ დროს,როცა შენი ცენტრალური თავდამსხმელი,ფორმის ახლო მახლოსაც კი არ არის და მოედანზე ტყუილად დგას.არც ერთი დამუშავებული კომბინაცია,ამდენი წლის განმავლობაშიდა მაინც მიუხედავად ამ ყველაფრისა,საქართველოს ეს თამაში,ლოგიკურად უნდა მოეგო,სათამაშო უპირატესობიდან გამომდინარე.უნდა მოეგოთ,ნორმალური მეგოლე რომ გვყოლოდა.ბიჭებს საყვედურს ვერ ვეტყვი,რაც შეეძლოთ,თავი არავის დაუზოგავს,მაგრამ აღმოჩნდა,რომ უფრო ჭკვიანური თამაშია საჭირო.ახალგაზრდებმა აღარ იცოდნენ რა გაეკეთებინათ,ან კიდევ დაიღალნენ.რადგან ზურიკოც,ხვიჩაც და მალიც ჩაიკარგნენ.სამწუხაროა, რომ მალის სადებიუტო მატჩში მოუვიდა მძიმე შეცდომა.მას არ ვთვლიდი ნაკრებისათვის მზად,თუმცა დანარჩენ შემთხვევებში იმაზე კარგად ითამაშა,ვიდრე მისი იმედი მქონდა.ზურიკოსთვისაც ეტყობა ცოტა ადრეა,სრული დროით დატვირთვა,მით უფრო რომ აშკარად გვილიას ითხოვდა სიტუაცია(თუმცა არ ვიცი,რანდენად იყი მზად სათამაშოდ.)არა უშავს.ახლა ავად თუ კარგად საქმეში გავიცანით ჩვენი პოტენციური მეტოქე და ვნახეთ,რომ ჩვენზე მეტები არ არიან.ღმერთმა ქნას,იქამდე მშვიდობიანად მივიდეთ და კვლავ შევხვდეთ
Vasili
კაი ბიჭები ხართ ... მიუხედავად შეცდომისა , მალი მაინც მომწონს ეს ბიჭი, მგონია რო უფრო მოუმატებს, აქ რესურსი, შეცდომა ნესტას და მალდინსაც მოსვლია, შეცდომებზე სწავლობს ყველა!!!/ ესტონეთის შემდეგ უბრალოდ არ ველოდი ასეთ თამაშს, არ გაუმართლათ, მოგებას ვიმსახურრბდით!! განმეორებით თამაშში უნდა მოვუგოთ და ამ ჯგუფში პირველი ადგილი უნდა დავიკავოთ, საქართველო რეიტინგში ისე უკანაა რომ ყველა თამაშიდან ქულა უნდა გამოვიტანოთ, როგორც კი ჩვენი ნაკრები რეიტინგში დაწინაურდება , ჩვენი ფეხბურთელების ტრანსფერები რადიკალურად შეიცვლება./ ბელარუსიასთან ამ თამაშის შემხედვარეს ნამდვილად იმედი მომეცა, ერთ თვეში კიდე უნდა აკრიფონ ფორმა ბიჭებმა და გამოსაჯანმრთელებელი უნდა გამოჯანმრთელდეს.../ კვეკვესკირი გავაკრიტიკე წინა კომეტარებში მაგრამ დღეს კარგი იყო!!!!
Zaliko
ბრიზენტი მაინც გადააფარეთ ბალახს წვიმის დროს
გიორგი
იმედია, ჩემს ამ მოკლე კომენტარს ნაკრების ფეხბურთელებიც წაიკითხავენ... მესმის, ყველა რაღაცნაირად იმედგაცრუებულია, მაგრად მე მადლობას ვუხდი ბიჭებს. ვერ იქნება ყველა მატჩი ერთნაირად კარგი, ამას თავისი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზი აქვს. თუნდაც ატბორებული და ატალახებული საფარი, როგორც დღეს. წარმოიდგინოს ყველამ 90 წუთი თუნდაც მხოლოდ სირბილი ასეთ მინდორზე, ფეხბურთის თამაშს რომ თავი დავანებოთ. მე ეჭვი არ მეპარება ჩვენი ნაკრების თავდადებაში და მჯერა მომავალი დიდი წარმატებებისაც. მადლობა!
გოგა
შეცვლაზე შესული კაჭარავა ისე გაიქცა ბურთზე, როგორც დაღლილი,მეზობლის ბავშვი მაღაზიაში პურზე. :(
iolasha
შედეგი კანონზომიერია, შეგვეძლო მოგება , მაგრამ ვიყოთ ობიექტურები , ნაკრების წევრების უმეტესობა უთამაშებელია : - ლორია 2 თამაში, კაკაბაძე საერთოდ არ დაწყებულა სეზონი, კვირკველია 2 თამაში ითამაშა როტორში, მანამდე ლოკოში 3 წუთით შევიდა ერთხელ რაც ჩემპიონატი განახლდა, ხოჭოლავა - სხვებთან შედარებით ფორმაშია ... მალი - ძაან დიდი შეცდომა იყო მისი დაყენება და გოლიც რეალურად მისი შეცდომის გამო მივიღეთ. ამას ისევ ჯობდა ხოჭო დაეყენებინა მარცხნივ და შუაში გრიგალავა, ისიც არაა ფორმაში მაგრამ... კანკავა - კვეკვე - ორივეს 2-3 თამაში აქვს ჩატარებული ბოლო თვეებში, მაგრამ ჯაბა თავისი პროფესიონალიზმით არ იტყობს... დავითაშვილი - ოქრიაშვილი - ორივეს სეზონის განახლებიდან 2 თამაში თუ აქვს ჩატარებული. კვარა - ერთადერთია ვინც ალბათ კარგ ფორმაშია და ორივე თამაშში მაგან შექმნა გოლი, კიდე ბევრად მეტი შეუძლია, მაგრამ თან გუნდელების უფორმობა და თან დღეს საშინელი დატბორილი მინდორი უშლიდა ხელს. ქვილითაია - მართლა ძაან ცუდ ფორმაშია საერთოდ არ უთამაშია გენტში და ამას ისევ ჯობდა კაჭარავას დაუენება. ისე ფორმაში თუ შევა ამ ეტაპზე , როცა მჭედლიძე არ ჩანს, ნომერ პირველი ქართველი ფორვარდია, სასწრაფოდ უნდა მონახოს ახალი კლუბი... ჩაკვე - ჩვენი სული და გული რომელიც 20%-ია იმის რაც იყო, ჭირდება 4-5 თამაში , რომ მიუახლოვდეს ძველ კონდიციებს... ჯანმრთელობა მას!!! გვილია ერთი თამაში ითამაშა ლეგიაში , შენგელია ,ლობჟანიძეს და აბურჯანიას საერთოდ არ დაწყებიათ ჩემპიონატი. კაჭარავას 2 არასრული თამაში აქვს ჩატარებული.... გასაგებია , რომ არც მაკედონოა არაა ბევრად უკეთეს მდგომარეობაში, თან ჩვენ ნაღდი სასტავის ხალხი გვაკლდა - კიტე, ტაბიძე, ყაზაიშვილი , გვილია და მართალია ფორმაში არაა , მაგრამ მაინც კაშო... ამ ეტაპზე მთავარი პრობლემაა ქვილითას ფორმაში შესვლა და ტაბიძემ როგორც ვიცი ტრამვა მოირჩინა და მოასწროს ფორმის აკრეფა. მაშინ ბელარუსს უბრალოდ შანსს არ დაუტოვებთ და იმედია ნოემბრამდე ყველა კარგ ფორმაში იქნება.. ბელორუსთან ყველა თუ იქნება ვაისმა ეს შემადგენლობა უნდა დააყენოს ლორია - კაკაბა - საბა , ხოჭო - ტაბიძე ჯაბა - კიტე ოქრი - ჩაკვე - კვარა ქვილითაია. შეცვლაზე : ყაზაიშვილი, გვილია, დავითაშვილი. ვინც მეთანხმებით ან არა ლაიქ ან დისკაიქ გააკეთეთ.:) წარმატებები ძმებო!!!
ტ
უდიდესი მინუსი ამ ამპლუის ფეხბურთელისთვის, ლობჟანიძე მახსენდება მისი ჩაწოდებებისას, გახსოვთ ალბათ მის ადგილას მოთამაშე ლობჟანიძე.
ტ
გეთანხმები, რომ რა დროს მალი იყო, თუმცა ძალიან ყურადღებით ვაკვირდებოდი მის თამაშს, თავიდან სულ შიშის გამო ეგრევე ბურთს იცილებდა, მერე უკვე, როცა გაშინაურდა, ზედმეტები მოინდომა, საბურთალოში რომ არ თამაშობდა დაავიწყდა მგონი, მის შეცდომას მოჰყვა კიდეც გოლი ჩვენს კარში, ამის მიუხედავად მე მისი საფეხბურთო თავხედობა მომეწონა, გამოცდილება დააკლდა იმ მომენტში, თორემ საერთო ჯამში მომეწონა, რაღაც ჯიგრულად მოთამაშე ბიჭია. მისგან კარგი მოთამაშე დადგება, მთავარია მონდომება.
Belarustan
Makaridze Kakabadze kverkvelia khocolava dvali Gvalia kankava Kiteishvili Kvarazxelia chakvetadze Kazaishvili
გადასარევი გიორგი
კიტეიშვილია კიდევ, გვილია, ხარაიშვილი. მე ხარაიშვილის მეიმედება კიდევ. ძალიან მომწონს. ოქრიაშვილმა კარგად ითამაშა, ბურთის დაჭერას ცდილობდა და დაიჭირა კიდეც. პრინციპში ცენტრი ჩვენი იყო უფრო მთელი თამაში და ვაკონტროლებდით მეტწილად სიტუაციას. გარდა პატარა პერიოდისა
კ ო მ ბ ლ ე
აუ რა ვიწვალე! ვიფიქრე ვისიამოვნებ, ფეხბურთს ვნახავ მეთქი და ამათ საცოდაობამ წნევა ამიწია, ვერ ქაჩავენ, მაგრად გვინდა მაგრამ, ვერაოოო! აი ეს არის სიმართლე და თუ გინდათ ამას ტანჯვა დაარქვით... კახურად რომ ვთქვათ, უნდათ, გულით უნდათ. მაგრამა, გინდა შაე.... ხალხოოო!!!!!
ზესტა
შებ მევასები და ჯაბა დვალი კიდე...
გადასარევი გიორგი
ვიღაცეებს მინდა მივწერო, ირონიით ვინც გამოდის იმ ხალხის საპირისპიროდ ვინც თავის აზრს წერს... რატომ გევასებათ ეს სხვების "კლავიატურის ლომებად" და "წარუმატებელ უსაქმურებად" მონათვლა არ მესმის :)) არც იცით ვინ-ვინაა. იქნებ მესი წერს თქვე კაი ხალხნო. ფეხბურთი თუ ესმის ვინმეს და რაც მთავარია უყვარს, რა არის ამაში ცუდი. არ გინდათ რა ეს სკეპტიკა და ლანძღვა სხვა ადამიანების უსაფუძვლოდ. ზუსტად ასეთი მსჯელობით შეიძლება ფეხბურთი განვითარდეს ამ ქვეყანაში, როცა ხალხი თავის აზრს წერს და თან როცა ეს სწორია. ამიტომ მომწონს ეს საიტი, რომ კომუნიკაცია შეიძლება. ეს რაღაც პრიორიტეტული კლასის პრეროგატივა კი არაა მარტო, ფეხბურთზე საუბარი. ეს არის თამაში და თანაც სახალხო თამაშია და საჭიროა განხილვა, რომ შეცდომები იქნას არიდებული მაქსიმალურად. უმარტივესი რამეა რეალურად, უბრალოდ ვიღაც ვიღაცეები ფილოსოფიას აკეტებენ ამისგან. და რაც ყველაზე მთავარია სპორტსმენები თამაშით კი თამაშობენ, მაგრამ სწორი გარჩევა ბევრად ნაკლებად ეხერხებათ ვიდრე ზოგ სხვა სფეროს წარმომადგენელს. კარგი ფეხბურთელი კარგ მწვრთნელს და ტაქტიკოსს არ ნიშნავს. ვაისი კარგი ორგანიზატორია, ეტყობა მოტივატორიც, მტკიცე ხასიათი აქვს ეტყობა და ბევრი კარგი თვისება, შემთხვევით ვერ მოხვდებოდა მანდ, მაგრამ საშინელი სტრატეგია, ტაქტიკის ბაიბურში არაა კაცი. მით უფრო გადაწყობის. მომენტს ვერ გრძნობს საერთოდ. ვერ ამჩნევს ცვლილებას თამაშის ხასიათში. არ იცის, რა გააძლიეროს, სად და როგორ. ამიტომ უნდა დახმარება ზუსტადაც გვერდიდან, რომ წაიკითხოს ხოლმე სხვა აზრებიც. იცინეთ რამდენიც გინდათ და აშკარად ჩანს რომ კითხულობს ისიც და ფეხბურთელებიც აქაურ ნაწერს და ბევრ რამეს დადებითად დაეტყო უკვე. გინდ დაიჯერეთ და გინდ არა. ვაისს კი რეალურად ჯერ ჩაკვეტაძემ მოაგებინა პირველი ლიგა, ეხლა კვარაცხელია თამაშობს სხვების მაგივრად. სხვებს კი არ ვუკარგავ შრომას, მარა გოლები ხომაა საჭირო და ეს ორი კაცი აკეთებს საქმეს. აქ მწვრთნელის დამსახურება არის ის, რომ ათამაშებს და ენდობა. შეცვლებში კიდევ ჩანს, როგორ კითხულობს თამაშს. ის მაინც ბოლოს იმას ვიტყვი, რომ მომეწონა ვაისი. თავად ადამიანია კარგი ეტყობა და გუნდს გადაედო ეს ხასიათი, ლაღი და საინტერესო გუნდი დადგა
ruslani
ბევრი წერით თავს არ შეგაწყენთ,მოკლედ ვიტყვი:დღეს იღბალმა ზურგი გვაქცია აშკარად,დარწმუნებული ბრძანდებოდეთ ბელარუსებს გავცდებით და ეს მაკედონია თუ შეგვხდა აუცილებლად მოვუგებთ.არაფერი გუნდი ეს არაა.
x
მაკედონიამ რომ მთელი მეორე ტაიმი თითქმის გაზონზე კოტრიალში და სიმულაციაში გაატარა, ეს არაფერს არ გეუბნებათ? ჩვენ გვაკლდა 2 საკვანძო ფეხბურთელი კიტეიშვილისა და ტაბიძის სახით, პლუს ჩაკვეტაძის უთამაშებლობა თავის გუნდში, მე დღეს ჩვენს გუნდში პოტენციალი დავინახე, დამაგვირგვინებელ ფაზაში კლასი გვაკლდება, თორემ მომენტებს ქმნიან ბიჭები, ჯაბამ დღეს დაგლიჯა, ოქრის ვერ გავიგე: როცა ამოდის და ბურთს ითხოვს, ღებულობს კიდეც პასს, მაგრამ ეგრევე უკან აბრუნენს პასს. თუ არ დატრიალდი და არ გაამწვავე თამაში, რაზე ამოდიხარ?! ამოვიდოდა, ბურთს მიიღებდა და ეგრევე უკან აბრუნებდა, თან აუცილელად უკან პასით. ეს ის ოქრი არაა, არადა ზუსტად მას ევალება შეტევის გამწვავება მას შემდეგ, რაც საყრდენისგან პასს მიიღებს, ეს კიდევ სულ ეგრევე უკან და უკან?! თან დაღლაც მალე დაეტყო! ძალიან უნდა მოუმატოს, არადა დაკარგავს ადგილს ძირითადში.
ბაჩი
არ მიყურებია ამ თამაშისთვის კაცო?თავიდან ბოლომდე ვუყურე,რა დააშავა კაკაბაძემ?ქვილითაია,დავითაშვილი და მალი იყო დღეს ძირითადის შეცდომა.რადროს მალი იყო
ლშ
ეს ჩემი კომენტარია , კიდე წერს აქ ადამიანი საზღვარგარეთიდან და იმასაც დავაკვირდი სულ ლაშა აწერია ასე რომ მე "ლშ" გავხდები , რამე გაუგებრობა რო არ მოხდეს (ხუმრობით რა თქმა უნდა )
ლშ
6 ჯერ დავარტყით კარის მიმატთულებით და 1 ჯერ დაარტუეს და გაგვიტანეს , მეკარეს სტატისტიკურად 5 სეივი ქონდა მაკედონიის.მარა რა თქმა უნდა მეტი მომენტი იყო საჭირო გოლის გასატანად ფაქტია

შენგელიამდე იყო საკმაო დრო გოლის გასატანად. ნახევარი საათი კაცნაკლულ გუნდს ვეთამაშეთ
ტარიელი
ორი საშუალოზე დაბალი დონის გუნდის თამაში იყო. ნუ გაუჭირეთ ამ ფეხბურთელებს საქმე, მეტი არ შეუძლიათ და რა ქნან? ეს ვაისი კიდევ მაგათ მაგივრად ხომ ვერ ითამაშებს? ცოტა ობიექტურები ვიყოთ ხალხო.
abasheli
erti tavdamsxmeli rogor ver gaizarda sakatveloshi vax to,kvilitaia rapidshi rom iko ragazas mainz axerxebda,axla imis 20%-iz araa darchenili,ise prichoskis dasakeneblad gadavida gentshi?
ქომაგი
ძალიან სუსტი ფეხბურთელები გვყავს დღეს და როდის უნდა გავუსწოროთ თვალი სიმართლეს? არ მოიძებნება დღეს მსოფლიოში მენეჯერი ვინც უკეთეს საქართველოს ნაკრებს დააყენებს, მიუხედავად ვაისის არც თუ ისე მაღალი დონის მწვრთნელობისა ფიზიკურად უკეთესი ფეხბურთელები დღეს არ გვყავს. თუ დღეს საქართველოს ნაკრები კარგ შედეგს დადებს ეს გამონაკლისი უფრო იქნება ვიდრე კანონზომიერება და ეს ყველამ უნდა გაიაზროს. კიდევ ერთი თაობების ბრძოლას რაც შეეხება ძველი თაობის ნაკრები ესეთ გუნდებს უშანსოდ უგებდა და ჩემპიონატზე გასვლას იტალიასთან და გერმანიასთან თმობდა
ემზარ დუისბურგი
მართალი ხარ ცამდე! ჩვენი ხალხის მოსაწონი არც ტრენერი ,არც ფეხბურთელები და არც სფფ პრეზიდენტი დაბადებულა ჯერ? დაგავიწყდათ ის დროები ხომ პრიბალტიკელები წაღმა უკუღმა რომ გვატრიალენდნენ და გოლი კი არა ერთი ნორმალური შეტევა რომ სანატრელი გვქონდა? გადახედეთ ჯერ ნაკრების რამდენი ფეხბურთელი გვაკლდა ? და ვინცაა რამდენი კიდევ უთამაშებელი და ფორმაში არ მყოფია? ბოლო ბოლო გაიგო ტრენერმა რომ ქვილითა ტყუილად ადგილას იკავებს,ალბად კაჭარავაზეც მიხდება .... დაგვიბრუნდებიან დანარჩენებიც ვინც გვყავს ,ჭაკვეთაც ფორმას აკრიბავს და მერე რომ ითამაშებენ ასე უკბილოდ მაშინ თქვით რამე .......გაეტანა კანკავას ან შენგელიას 2 მომენტიდან ერთი და ორი შეხვედრიდან ექვსი ქულა რომ ქონოდა იგივე ხარისხის თამაშიდან მერე რას იტყოდით მეთქი? ეს მაინტერესებს ძალიან .....ახალგამოძახებულებს რაც შეეხება : მარტო მონდომებით საქმე არ კეთდება,შავდება უფრო .....მალის მაგალითად ....დავითაშვილს ბურთი უყვარს ძალიან და ეს ძალიან ცუდია ....ქვილოთა და კაჭარავა საერთოდ არცაა გამოსაძახებელი ......
კომენტარი
აქ ვატყობ ბევრი ბარსა, მადრიდი და სხვა ტოპ გუნდების მაყურებელი "სასტავი" აქტიურობს... მესმის, რომ ყველას გვსურს ჩვენი ნაკრები ბრაზილიასავით თამაშობდეს მაგრამ რას მოელით მაინც?? გადაავლეთ თვალი სად თამაშობენ თუნდაც მაკედონიელები და მერე ჩვენები. ნამუსიც ხომ კაი საქონელია??? რომელი ინიესტაა კვირკველია ან ქვილითაია სადაური რონალდოა??? რაცა ყავს და ვინც, იმას აცურავებს დინამოს აუზზე ვაისი. რას ერჩით მაგ კაცს საერთოდ?? მაკედონიას, რომ ვერ მოუგო?? რომელმა ჩვენმა მწვრთნელმა მოუგო ვინმეს, გაიხსენეთ ბოლო 20 წლის წარსული.
სოსო
კაჭარავამ ორ თამაშში ერთადერთი ტექნიკურად გამართული შეხება გააკეთა ბურთზე,მაშინ როცა ესტონეთს,გოლი გაუტანა.დანარჩენი ყველა შეხება თუ ორთაბრძოლა,ტექნიკური და პოზიციური წუნი იყო.ასევევ ქვილითაიამაც,დღეს,მხოლოდ ერთი ორთაბრძოლა მოიგო და სულ ჯარიმის გამოტყუებაზე წვალობდა.ასეთ ფორმაში მყოფი ცენტრფორვარდის დაყენებას,არ დაყენება სჯობდა.
კახა ქ.
ეს რა მინდორია სირცხვილია ასეთ საფარზე თანაში.ეხლახან არ იძახდნენ დრენაჟი გავაკეთეთო.ეს თუ გაკეთებულია,წარმომიდგენია მაშინ მანამდე რა იყო.რაც შეეხება თამაშს--უკან ამდენ პასს მსოფლიოში არცერთი გუნდი არ აკეთებს.კარში არ ურტყამთ,სტანდარტულების გაღამაშება არ იციან.ჩვენი ჰაუტიდან მხოლოდ 2-ჯერ მიუვიდათ ბურთი დანარჩენი მეტოქეს ჩააბარეს,კვარას გარდა ერთი-ერთზე კაცს ვერ ატყუებენ და რაღა დარჩა.30წთ.მეტნი თამაშობდნენ ,მაგრამ.....არადა არაფეტი გუნდი არაა ეს მაკედონიაც,თუმცა....
კახა ქ.
ეს რა მინდორია სირცხვილია ასეთ საფარზე თანაში.ეხლახან არ იძახდნენ დრენაჟი გავაკეთეთო.ეს თუ გაკეთებულია,წარმომიდგენია მაშინ მანამდე რა იყო.რაც შეეხება თამაშს--უკან ამდენ პასს მსოფლიოში არცერთი გუნდი არ აკეთებს.კარში არ ურტყამთ,სტანდარტულების გაღამაშება არ იციან.ჩვენი ჰაუტიდან მხოლოდ 2-ჯერ მიუვიდათ ბურთი დანარჩენი მეტოქეს ჩააბარეს,კვარას გარდა ერთი-ერთზე კაცს ვერ ატყუებენ და რაღა დარჩა.30წთ.მეტნი თამაშობდნენ ,მაგრამ.....არადა არაფეტი გუნდი არაა ეს მაკედონიაც,თუმცა....

მეტი შეგვეძლო. ნახვამდის
ქომაგი
წინა თამაშზე კომენტარი გავაკეთე და რაღაც თაობების ბრძოლას დაემსგავსა პასუხები, ვინც ქართველია და ნამდვილი გულშემატკივარი არავის არ უხარია წარუმატებლობა, მაგრამ ფაქტია და ნუ გავექცევით დღეს ჩვენ ნაკრებს ძალიან აკლია კლასი. მიუხედავად ასაკისა საუკეთესო კანკავა იყო, ალბათ არავინ შემეკამათება ამაში. კიდევ ერთი სამწუხაროდ რაც უნდა აღინიშნოს საქართველოს ჩემპიონატიდან ფეხბურთელი არ არის მზად მაღალ დონეზე თამაშებისათვის.
ს
ცოტა დაბლა დაეშვი.ბეღურა ხარ,არწივი კი არა.მბაპემ, მის ასაკში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა დაანგრია.ხვიჩა კი, მეორე ტაიმში,თავის ფლანგზე ჩაიკარგა.მას კიდევ ბევრი აქვს სასწავლი,მბაპესაგან განსხვავებით.

ხომ არ იცით მალის ვინ ლობირებს?, ჩემი მეგობრის შვილისთვის მინდა
მ. ტ.
რაო, ვითომ ამაზე ცუდი თამაში არ გინახავთ ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრების "შესრულებით?!".. ანდორასთან იგივე 1:1 უკეთესი იყოს ვითომ?!.. და იმის მიუხედავადაც კი, რომ აშკარად მაკედონელებმა იშოვეს ქულა და ჩვენ კი ორი დავკარგეთ, მაინც მგონია, რომ ეს თამაში აქტივში უფროა ჩასაწერი, ვინემ - პასივში... საქართველოს ნაკრებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნა მეტოქე, რომელიც ჩვენ, მინიმუმ, არაფრით ჩამოგვივარდება და ის რიცხობრივი უპირატესობაც სავსებით ლოგიკური და თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე იყო. ჩვენს ნაკრებს მხოლოდ ერთი (თუმცა უმთავრესი) დააკლდა გამარჯვებამდე... დიახ ეს გახლავთ კლასი, ის საშემსრულებლო ოსტატობა, რომელსაც სახელდახელოდ ვერ დახვეწ, რომელიც დაბალი დონის გუნდებსა და ჩემპიონატებში ასპარეზობით არ მაღლდება.. ის კლასი, რომელიც საშუალებას გაძლევს, რომ უმცირესი უპირატესობიდან მაქსიმალური სარგებელი გამოიღო და ის კლასი, რომლის უქონლობაც საგრძნობი უპირატესობის რეალიზებას არ განებებს. ეს ყველაფერი ბოლოდროინდელი თამაშებიდან ყველაზე თვალსაჩინოდ ამ თამაშმა დაგვანახა და სხვა თუ არაფერი, გაკვეთილად მაინც უნდა ჩავითვალოთ აქტივში... რატომღაც მგონია, რომ ღმერთმა ნუ ქნას და მაკედონიელებმა რომ მოგვიგდონ ასეთ ჩოქბჯენში, მინიმუმ ერთბურთიან უპირატესობაში გარდასახავენ და მაშინ კი მოგვიწევს იმის აღიარება, რომ კლასით ჩვენზე მეტი გუნდია და არა იმიტომ, რომ ჩვენზე ნიჭიერები და ფეხბურთის მოყვარულ-დამფასებლები არიან, უბრალოდ ჩვენზე უკეთეს გუნდებში თამაშობენ, მეტი სათამაშო დრო და პრაქტიკა და შესაბამისად კლასის ამაღლების მეტი საშუალება და პერსპექტივა აქვთ... თუ საბოლოოდ მაკედონელებმა მაინც დაგვჩაგრეს, ერთა ლიგის ფინალი იქნება, თუ ჯგუფში პირველი ადგილი, ამას იღბალს და უბედობას ნუ დავაბრალებთ... როგორც წესი, ბედიც ძლიერებს უღიმით, სპორტის შემთხვევაში კლასით ძლიერებს.. არადა, ერთ ნაბიჯში ვართ სანუკვარი ოცნებიდან, ჰაჰა ნაბიჯნახევარში...
მევარმე
ლაკვეხელიანი...
Lasha
რაო, ვინ შეადარა დინამო არენა კამპ ნოუს და თუნდაც სანტიაგო ბერნაბეუს? ზუსტად ის იყო, რასაც ველოდი. მაკედონიასთან კი არა, ლიხტენშტაინთან და ანდორასთანაც ძალიან გაგვიჭირდება გოლის გატანა, თუ ჩაიკეტებიან დაცვაში. იცით, რატომ? ნორმალური შემტევი არ გვყავს. აი ისეთი, ერთი შეხებით რომ გააკეთოს პასი, ან დაყენებულად რომ დაარტყას, ან მეკარის საჯარიმოს ხაზიდან დარტყმული, თუნდაც რთული პოზიციიდან, მეკარეს ააცილოს და კარს არა, ან საჯარიმოს გარედან დაარტყას ზუსტად, ან კიდევ, ყველაფერს რომ თავი დაანებოთ, კუთხური მოაწოდოს ნორმალური... ასეთი შემტევი რომ გვყოლოდა, ტოპ 5 ლიგიდან ერთ-ერთში მაინც ითამაშებდა. ამ ჩვენმა ნაქებმა კვარაცხელიამ პასი რომ არ იცის, ესეც ფაქტია და თვალი უნდა გავუსწოროთ. ეროვნული ჩემპიონატიდან რატომ არ ეძახიან ფეხბურთელებს ნაკრებში, ამის მაგალითიც ვნახეთ და იმისიც, რომ განაპირა მცველებმა თავიანთი უშუალო მოვალეობა შეასრულონ, სჯობს, ფინტაობა კი სხვებს ანდონ. მწვრთნელიც ზუსტად ის დონეა, რაც ნაკრები და ჩემი აზრით, ასე სჯობს ბევრი ფულის ყრას და გაცრუებულ იმედებს. დიდი პატივისცემის მიუხედავად, არც ქვილითაია და მით უმეტეს არც კაჭარავა, არ არიან ნაკრების დონე, ოღონდ ეს მათი კი არა, ქართული ფეხბურთის პრობლემაა, უკეთესი თავდამსხმელი რომ არ მოგვეძებნება. ეს ბიჭები თავიანთ მაქსიმუმს დებენ მოედანზე, იბრძვიან, დარბიან და დასაფასებელია! ჩვენი დონის ნაკრებს კი არა, დაცვაში ჩამჯდარ, თუნდაც კაცნაკლულ გუნდთან საფრანგეთს და გერმანიასაც უჭირს გატანა, ჩვენ კი მომენტები შევქმენით და ესეც კარგია. არც კი მქონია მოლოდინი, რომ გავიტანდით, ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო. რეალური პროგრესი თუ გვინდა, ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ, რომ კვარაცხელიამ არც პასი იცის და არც დარტყმა, რომ კარგი მეპასე არ გვყავს, ჩაკვეტაძე თავის აჩრდილსაც რომ არ გჰგავს, ოქრიაშვილიც, კვეკვესკირს რომ შორიდან რომ აღარ ურტყამს და დღეის მდგომარეობით ნაკრებში ყველაზე მაღალი კლასი 34 წლის კანკავას რომ აქვს...
vakeli
saxanzro mankanebi mainz moekvanat,ramenairad amoetumbat eg tkali)))
amirani
kazaishvili ar vizaxi varkvlavia metki,magram dgesdgeisobit sxva shemtevebtan shedarbit klasi ufro magali aak,chven axalgazrdebs kidev bevri gamozdilebis dagroveba unda da tin bevri aakvt dasamtkizebeli
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
მეტს ელოდით რამეს, კობიაშვილი ვაისი და მოუნძულე ცხრა კაცისგან? მაშინ ვერ ყოფილხართ აზრზე, არაუშავს იქ მოუგებთო, როგორ მოუგებ? ამ თამაშით და ამ ტრენერის ხელში, ვინმოგაგებინებს? მაკედონიამ მეორე ნომრით ითამაშა, ეხლა აზრზე არიან, რომ მთლა ისეთი ნაკრები არ გვყავს, როგორც ელოდნენ და დიდი ალბათობით, იქ ჩაგვხდიან. აგერაა ბელარუსი და ესეთ თამაშით უეჭველი, რომ წავასხათ, მაგაში დარწმუნებული ვარ... თქვენი ხმა არ გავიგო მერე, თორემ ფედერაცია არა ყულაბა კიდო... ==ამან კიდევ ჯიმაო ტოო? ჯიმა არა ყარდაშა კიდევ. რით ვერ ისწავლეთ ქართული ტყიდან გამოსულო წულუკიძის მენახირეებო?...ჯიმა არა სკანი მანი კიდევ...
ემზარ დუისბურგი
გიგის- მიდი ან ბარსას უბალეშჩიკე ,ან ბაიერს .....
გუსანი
ისე პირველი ტაიმის მეორე ნახევარის შემხედვარე ეს თამაში რომ არ წავაგეთ კარგია, მაგრამ მოგების შანსიც გავანიავეთ, კაცნაკლულმა მეტოქებ აღარ გარისკა, კიდევ დავაფიქსირებ, კაჭარავას ადგილი ნაკრებში არ არის, კიდევ რამდენიმე ერთ ადგილს ტკეპნის გაზრდაზე ლაპარაკი ზედმეტია, კვარაცხელიას ძალიან ჭირდება ინდივიდუალურად ვარჯიშიც და მწვრთნელი და დიდი ძალა იქნება ნაკრებისთვის. საწყენია ჩაკვეტაძე უფორმობა, 8 მდე დროა და იქნებ მოუმატოს, სხვები ? ფაფხურობენ, კანკავა კი მებრძოლია, ბევრ შავ სამუშაოს ასრულებს და ნაკრებისთვის შეუცვლელია, აი სხვა უნარებიც მასსე განვითარებული რომ ქონდეს ტოპ ჩემპიონატშიც ითამაშებდა.
დათო
შენგელიას რო შეეგდო, არადა ბოლო წუთზე სასწაულებრივად გადარჩნენ, მაშინ როგორ შეაფასებდით?
გოგი
სანამ კობიაშვილი იქნება პრეზიდენტი იქნება ასე - არც მკვდარი არც ცოცხალი ქართული ფეხბურთი. ერთად ერთი ჯილდო - მრავალფეროვნრბის პრიზი კაშიასთან ერთად 2018

მწვრთნელი ნული, ფედერაცია ნული, მინდორი ტბა.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
ფრე კია, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ წა ვა გეთ!!!!!!!!!!!!!!!!! ამას, თუ კარგ თამაშს ეძახით, თქვენ ფეხბურთის აზრზე არა ყოფილხართ. ბოლოს დაგვაკლდება ქულა და ამ ფრეს გაგახსენებთ ყველას... ხტფუი! აუცილებლად უნდა მოგვეგო, მაგრამ ვერ გაქაჩეს, ისევ ხვიჩამ გვიშველა. წა ვა გე თ!!!!!!!!
გიორგი
ყველაზე მაგარი ქართველი გულშემატკივარია - ყველაფრის მცოდნე, ყველაზე მეტის მცოდნე და შეუმცდარი. მისი მოსაწონი მწვრთნელი ჯერ არ მოსულა საქართველოში. ჩივაძე, ყიფიანი, ჟირესი, კუპერი, ბოსკამპი, ტოპმიოლერი, ქეცბაია,ცხადაძე და რასაკვირველია ვაისი - არცერთმა არ იცის ფეხბურთი, აზრზე არ არიან. ფეხბურთი იცის გიორგამ, ზურამ, ნიკამ და რასაკვირველია გელამ. მერე რა, რომ სხვა არაფერი არ იციან - ფეხბურთი იციან! შეიძლება ზოგჯერ "ფეღბურთიც" დაწერონ, მაგრამ მთავარი ცოდნაა და არა მართლწერა! მოკლედ, ამ შემადგენლობით ორ თამშში 4 ქულა, ძალიან კარგი შედეგია. როდესაც ჩვენ ნაკრებში გვეყოლება მინიმუმ 5 კაცი ევროპის ტოპ ლიგებიდან, რომლებიც რეგულარულად ითამაშებენ თავიანთი კლუბების სასტარტო შემადგენლობაში, შემდეგ ესტონეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან აღებული 4 ქული შეიძლება მიიჩნიო წარუმატებლობად.
ბეღურა
კვარაცხელია არის კოსმოსი ის გახდება უდიდესი ფეხბურთელი კილიან მბაპეს აჯობებს
ანესთეზეოლოგი
პირველ რიგში ამინდმა ყველაზე ცუდი სამსახური გაგვიწია. რასაც ქვია ტბორი იდგა და ამან ჩვენებს ტექნიკური უპირატესობა წაართვა. მშრალ ამინდში დარწმუნებული ვარ აუცილებლად მოვიგებდით. მიუხედავად ამინდისა, მაინც გასაკვირია ზოგიერთი ჩვენი მოთამაშის გამუდმებული სრიალი მოედანზე. ეს უკვე წონასწორობის პრობლემაა. მაკედონიელების მხრიდან ანალოგიური არ მახსენდება. ფაქტია, ამ ეტაპზე არასასურველ ფორმაში ვართ და არამხოლოდ ჩვენ. ცუდია, რომ ბოლოში გადამწყვეტ შტურმზე ვერ გაიწიეს ბიჭებმა. გუნდის გაძღოლა ვერავინ იკისრა. პირიქით, უამრავი პასი გაკეთდა უკან სწორედ მაშინ, როდესაც სწრაფი შტურმი იყო მოსაწყობი. ყველაფერს ვაისი ვერ იზამს, მან ყველანაირი კორექტივი შეიტანა ამსათვის, მაგრამ ბოლოს ჩვენების ტექნიკურმა წუნმა და მოდუნების სინდრომმა იჩინა თავი. ერთი ფაქტორიცაა - ყველა თამაშს ვერ მოიგებ და მუდამ საუკეთესო ფორმაში ვერ იქნები. ყველაფერი შედარებითია და ეს რეზულტატი კატასტეოფა არ არის. ცალკე თემაა ეროვნული სტადიონის სადრენაჟო სისტემა, ფაქტია გრამი წყალი არ გაუტარებია და ფაქტოურად ტბა იდგა მოედანზე, რაც პირველ რიგში ხელს ჩვენებს უშლიდა.
გიო
ჩვენც 10 კაცით ვითამაშეთ ფაქტიურად ქვილითაიას არაფერი გაუკეთებია მთელი თამაში. ამინდმა ძალიან დიდი დაღი დასვა თამაშს და ბევრი ფეხბურთელი დაგვაკლდა სამწუხაროდ თუმცა მოსაგები თამაში იყო. 80 % ნაკრების ფეხბურთელების ვინც იყვნენ დღეს მოედანზე ყველა შორს იყო ოპტიმალური ფორმისგან მიუხედავად ამისა წარმატებები მომავალში ნაკრებს.
me
ძალიან კარგი თაობა მოდის, მომოვალში ძალიან კარგი გუნდი გვეყოლება მთავარია მომოვალ თაობას პასუხისმგებლიანი და ძლიერი მწვრთნელი შევურჩიოთ და გარწმუნებთ ჩემპიონატზე მოხვედრა კი არა უფრო დიდ შედეგებზე მოგვიწევს ყველას ფიქრი!
c
ჯაბაა შე უბერებელო!
ქომაგი
10 ბალიანით: ლორია -5, კაკაბაძე-7, მალი-5, კვეკვესკირი-7, ხოჭოლავა-7, კვირკველია-7, კვარაცხელია-9, დავითაშვილი-8, კანკავა-10, ოქრი-7, ქვილითაია-5. ვაისი-7
ზალიკო
ვაისი არის ჩვეულებრივი ფიზკულტურის მასწავლებელი...კანკავას მარტო დატოვება და ამომტანის გარეშე დატოვება იქნებოდა??? კაჭარავას ნაცვლად გვილია ხო შეეძლო გამოეყვანა...ეხლა ხვდებით რატო ლპება ქვილითაია სკამზე ბელგიაში??
zaza
ფრე იყო ლოგიკური შედეგი მთავარია ორი თამაში იქ კანკავას კიტეიშვილს ყაზაიშვილს ოქრიაშვილს და კვარაცხელიას ათამაშებს თავდასხმაში ქვილითაიას.გამოსაცდელი ვინც იყო ყველა ათამაშა.მაკედონია კიდე არაფელი გუნდი არაა.
თემო
კვარაცხელიას თავი მესი გონია უკვე,ძალიან ბევრ უაზრო ფინტს აკეთებს,ზედმეტად იღებს თავის თავზე თამაშს.
ლევანი
ვიცოდი რომ ასე დასრულდებოდა!

მომკალით და არ ვთვლი, რომ ბურთის თრევა და მატაობა ფეხბურთის თამაშია! ბოლოს ათკაციან მაკედონიას ნახევარ საათში ორი მომენტი ძლივს შევუქმენით - კარში შორიდან დარტყმა არ ვიცით, სტანდარტს და კომბინაციას ვერ ვათამაშებთ. შეტევაში ტემპს ვერ ვუმატებთ და პასის მიცემამდე ბურთს ათასჯერ ეხება ყველა ფეხბურთელი. გუშინაც ვთქვი, რომ მომენტები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რასაც აშკარად ვერ ვახერხებთ. ნამდვილად მესმის , რომ აშკარად არ იყო საფეხბურთო ამინდი, მაგრამ ამდენი შემტევით 1 ბურთი მაინც უნდა გაგვეტანა
მამუკა
რა კარგ ჯგუფში ვიყავით აფსუს: ანდორა, სან მარინო, ლიხტენშტაინი, ფარერები, გიბრალტარი, ლუქსემბურგი, მალტა. არ შეიძლება უკან დაგვაბრუნონ?
Gio
ამ ნაკრებს აქვს პერსპექტივა მთავარია ყველა ფეხბურთელი იყოს ჯამრთელად და ერთი ნორმალური მეცრთნელი ვინც დალაგებს ნაკრებს სწორად
გულშემატკივარი
კანკავა = საქართველოს ნაკრები.
ბექა
საუკეთესო თამაში არ გვიჩვენებია, მაგრამ ამ ყველაფერს თავისი დაღი ძლიერმა წვიმამ დაასვა, კიდევ იმან რომ მაკედონელები მხოლოდ ჩვენთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ და არა თამაშს... არც ჩვენები არიან ოპტიმალურ ფორმაში. ვინც მარტო კრიტიკულად უყურებთ ჩვენების თამაშს და უაზრო კომენტარების წერა არ გეზარებათ იქნებ სხვა სპორტი გეცადათ... იბრძოლეს ბიჭებმა 11(10) მეკარესთან და მაკედონიამ ფრეს მიაგწია... ვინც სხვა რამეს უყურეთ თქვენ იცით...
Lova
ყველაზე სუსტი რგოლი მწვრთნელია დღეს მაკედონიამ საქართველოს აჯობა მწვრთნელით ასე რომ ტაკტიკული დუელი აშკარად მოუგო ვაისს
Kote
ჩვენზე უკეტესი გუნდია .კლასი გვაკლია კაი მოვუგეტ ბელარუსს მერე კოსოვოს და გავედიტ ევროპაზე ატ კაციან მაკედონიას რომ ვერ მოუგებ არაფერი არ გვესაკმება იკ.
Kote
ჩვენზე უკეტესი გუნდია .კლასი გვაკლია კაი მოვუგეტ ბელარუსს მერე კოსოვოს და გავედიტ ევროპაზე ატ კაციან მაკედონიას რომ ვერ მოუგებ არაფერი არ გვესაკმება იკ.
ლაშა
სამწუხაროდ მეორე ტაიმში ვუყურე მარტო, (1 არხს უნდა ვაგინო რატომ თიშავს საზღვარგარეთ ჩვენებებს? ჩამირთეს საპნის ოპერა, რაც მაგათ ვაგინე ერთი არ აცდეთ) არ გამოიყურებოდნენ ჩვენები სუსტად, სამწუხაროდ შეტევაში იგივე პრობლემაა თავდამსხმელი არ გვყავს ფაქტიურად, თორემ წინა შეხვედრაშიც და ეხლაც კარგი შემსრულებელი მინიმუმ 2 გოსლ მაინც გაიტანდა, ამ შემადგენლობით მგონია რომ გვაქვს შანსი ევროპაზე გავიდეთ, ვუყურე ჩვენი მეტოქეების თამაშებს და იმდენი სუსტი წერტილი აქვს ყველას ნახევარიც რომ გამოვიყენოთ გადავუვლით წარმატებები ჩვენს ნაკრებს!
Gio
ამ ფრეს აქვს თავისი ობიექტური მიზეზები დაგვაკლდა ძირითადის ბევრი ფეხბურთელი ვინც მოედანზე იყო 90% შორს იყო ოპტიმალური ფორმისგან ,გარდა ამისა ამინდდმა და მოედნის საფარმაც გაფუჭა თამაში და ვეც მაკედონიამ ითამაშა და ვერც ჩვენ თუმცა ვფიქრობ ,რომ მაინც მოსაგები თამააში იყოო და კლასი დაგვაკლდა.
რა მაფიაა?
რამდენი იტყვის ეხლა აქ რო მინდორი იყო ამ სვარკის პირველი და ბოლო მიზეზი იყო და ესეც უნდა მოგვეგო, არაფერი გუნდი არაა მაკედონია, გინდა კოსოვო, გინდა ბელარუსი... ამ ხიდით სამივეს მოვიგებთ ადამიანური ამინდი და გარემო თუ იქნა... ასე უბრალოდ მსოფლიოს პლეიოფში შეგვიშლის ხელს, რომლის შანსიც დიდი ალბათობით არ გვქონდა მაინც... )) ამ ჯგუფს მოვიგებთ და იქით ზონაშიც გადავალთ
გიორგი
რა ცვლლება გააკეტა?! კუთხურის ჩამოწოდება როდის უნდა ისწავლონ?!
მევარმე
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს ბელორუსს უმალავს ტაქტიკას... თამაშით ვაჯობეთ აშკარად. ვფიქრობ კვეკვეს ურიგოდ არ უთამაშია მაგრამ გვილიას რომ ეთამაშა მის მაგივრად უფრო გააზრებულ თამაშს ვითამაშებდით... კანკავა ნამდვილი კაპიტანია... მაინც იმედისმომცემი თამაში იყო მიუხედავად შედეგისა პირადად მე ძალიან უკმაყოფილო არ ვარ.. 10 ბალიანი შეფასებით 7 რადგამაც მაკედონია არ არის დაბალი დონის ნაკრები..
კახაბერ
მოეინააღმდეგე თამაშობდა გამართულ თანამედროვე ფეხბურთს როცა ყველამ იცის რა უნდა გააკეთოს მოედანზე შეტევაშიც და დაცვაშიც ხოლო რაც შეეხება ჩვენებსმხოლოდ ინდივიდუალური მოქმედებების ხარჯზე ცდილობდნენ რამის მიღწევად რა ექნა 19 წლის ახალგაზრდასპენალტი მოიპოვა ყველა თამაშს ახალგაზრდა 19 წლის ფეხბურთელები ვერ მოიგებენ ვინმემ იქნებ გამაგებინოს რაში ეტყობა ჩვენ ნაკრებს მწვრთნელის ხელი?

ძალიან მინდა ვცდებოდე, მაგრამ გასვლაზე ნამდვილად დიდი უპირატესობა ექნებათ მაკედონიელებს. საშინლად მოვიკოჭლებთ ფიზიკურად , ბევრი მომენტი არც ჩვენ გვქონია - რომ არა პენალტი, ნაკლებად სავარაუდოა გოლი გაგვეტანა. გოლის შემდეგ სტუმრებმა გარკვეული პერიოდი ბურთი დაიჭირეს და თამაშიც დააწყნარეს. ფრე მათთვის მისაღები იყო, ჩვენ კი საკმაო ხანს ვიყავით მეტნი და მიუხედავად ბევრი შემტევისა, გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ
civi
მე მაინც მგონია რომ ჩვენებს მეტი შეუძლიათ ამაში დარწმუნებული ვარ და ამას ვნახავთ ერთ თვეში ისე რა გინდათ სამი საგოლე მომენტი გვქონდა იმათ კი ის ერთი გოლიც ჩვენი შევუქმენით ამიტომ ჯერ ბელორუსს და მერე მაკედონიასაც გვარღვევტ .
ზაზა
ვერ გავიგე რატომ დასვა კაჭარავა და გამოიყვანა უთამაშებელი ქვილითაია კიდე დარჩა ვინმეს კითხვა რატომ არ ათამაშებენ ჩვენებს გენტში
ოთარი
ვერა რა(( თუ არა? ის ბიჭიც ნამეტანს ინდომებს...
cotne
anothosisi,rotori,toboli da gentshi utamashebeli xalxi,raa gundebshiz tamashoben chveni fexburtebeli klasiz shesabamisi aakvt, chveni maximumi D jgufia,kvelam istavla fexburtis tamashi chvens garda.
ფორტუნა ჩვენსკენ არ იყო, ლორია შენ მაინც რა დაგემართა
ეჰჰ, კოსოვო ამზე უარესია. იმედია ისევ ესენი გავლენ ფინალში. რაღაცა დაულაგებელი გუნდი ვართ.
Bako10
Aმ ბიცებიტ კაი შEდეგებს დავდებტ
lelo
ვაისი მაგას და მაგის ჩამომყვანს! შესარჩევში რომ გვეთამაშა მემგონი ერთი შანსი იყო ყველა თამაში უნდა მოგვეგო? ეხლა კი ფაფუ ვაისის მეხოტბეებო! კაჭარავა რომ ეთემაშებინა თავიდან, თავით და ჩაჭრაზე მაინც ითამაშებდა!
zviads
კაკაბაძის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ახსოვს ნეტა ვინმეს როდისმე?!
goga
კვეკვესკირი მიხვდი რითი იყო ესტონეთთან მოგებული თამაშით გულშემატკივარი უკმაყოფილო?
Master
ხარისხით უკეთ ვითამაშეთ,ვიდრე ესტონეთთან,აშკარად მოსაგები თამაში იყო,ვეღარ დადიოდნენ ბოლოს მაკედონელები,მაგრამ მაინც ვერ გავუტანეთ.ძალიან გვიჭირს გოლის გატანა.დავითაშვილისთვის მგონი ჯერ ადრეა ნაკრების ძირითადი.გვილია რატომ არ ათამაშა ვერ მივხვდი,დავითაშვილს აღარ სჯობს?ჩაკვე აჩრდილია თავის თავის.ვფიქრობ ევროპაზე გასვლა მაინც ძალიან რეალურია,მიუხედავად შეტევის სისუსტის,დაცვა და საყრდენი ზონა აშკარად კარგი გვყავს.წესით სახლში ბელარუსთანაც და თუ გავალთ მაკედონია-კოსოვოსთანაც ფავორიტები ვართ.მჯერა გავალთ ევროზე
გენა
ჰო კაკაბაძე ძაან გაღმაა
კკ
თუ თვლი რომ ვაისი გასაშვებია მოიწონე
KA
ვაისი არის გასაშვები! მიუხედავად ამინდისა მიუხედავად არც ისე კარგი ფორმისა ფეხბურთელების მაინც გასაშვებია რა ცვლილებები გააკეთა კაცმა როდესაც ცენტრ ფორვარდი არ გვყავდა და 10იანზეც არავინ იდგა გვილიას მაგივრად შემოყარა სულ ფლანგის ფეხბურთელები ოქრიაშვილი კი იდგა შუაში მაგრამ აზრი სულ ფლანგზე გადმოდიოდა ფლანგიდან კიდე ვის უწოდებნდენ საჯარიმოში კაცი შვილი არიდგა და ზოგადად კუთხურს და სტანდარტსაც რანაირად ათამაშებდნენ მალიც რა დასაყენებელი იყო ისედაც გამოუცდელი ახალგაზრდაა და აყენებ უცხო პოზიციაზე მოკლედ რომ ვთქვა ვაისმა ამოწურა თავის თავი ვინმე სხვა გვინდა ახლა ბელორუსთან სხვა მწვრთნელიც მოიგებს 100პროცენტიტ ვარ დარწმუნებული გიბრალტარს მოუგო 2ჯერ მარტო ისიც 1 ში კინაღამ დათმო სხვა ამის მოგებული არცერთია არაა
arabika
ფაქტია რომ ჩაკვეტაძე თავიდანვე უნდა შემოეყვანა თამაშით გამოჩმდა. ოქრიაშვილი საერთოდ აჩრდილია. ქვილითაია კოშმარი. კანკავა და კვარა გუნდის ლიდერები.
ქობულეთიდან
კაკაბაძეზე არ ვიცი საერთოდ რა ვთქვა რაა..კანკავას კი ბრავო !!!
ლაშა
მოსაგები მატჩი იყო , ერთხელ დაარტყეს და გაგვიტანეს ისიც დებიუტანტის შეცდომით რომელიც თავის პოზიციაზეც კი არ იდგა , პირველი მატჩი ქონდა ნაკრებში, ვაისის მინუსი. 4-4 ქულა გვაქვს ეგ არაფერი , გასვლაზე მოვუგებთ , ჩვენებს მეორე ნომრად უფრო კარგად გამოსდით
sar
რაც ჟურნალისტები ხართ ის ფეხბურთელები არიან მკვდრები
BOSS
არ გაგვიმართლა, თუმცა ბევრი რაღაც ვერ გავიგე- როდის აქეთ გახდა დავითაშვილი გარემარბი ან მალი მარცხენა მცველი ან გვილია სკამზე რატო დარჩა ბოლომდე ან სველ მინდორზე(სამარცხვინოა ეროვნულ არენას დრენაჟი არ ქონდეს ფაქტიურად) აქცენტი შორიდან დარტყმებზე რატო არ გაკეთდა
Gogsss
როდემდე უნდა ვთამაშობდეთ ასე უმწვრთნელოდ ვერ გავიგე? როდის დაუნიშნავენ ნაკრებს მწვრთნელს ხომ არავინ იცით? რას ფიქრობს ფედერაცია?

როდის უნდა ვისწავლოთ რეალობისთვის თვალის გასწირება, ჩვენი ნაკრები არის საშუალო ევროპულზე დაბალი დონის, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ფეხბურთში გაურკვეველი ადამიანი ესტონითისნაირ ნაკრებებთან გამარჯვებით აღფრთოვანდება ხოლმე.... სტატისტიკაც საინტერესოა, უმრავლესობაში თამაშისას და ზოგადად მთელ თამაშში რამდენჯერ დავარტყით კარში?! თავდამსხმელი ხომ ფაქტიურად არ გვყავს სამწუხაროდ!!!! ჯობია დროულად გავუსწოროთ რეალობას თვალი რომ ზედმეტი იმედგაცრუება არ დაგვემართოს!!!!
Alex.F
რას ვიზამთ,რაცა ვართ ესა ვართ!მადლობა ბიჭებს თავდადებული თამაშისთვის,თუმცა გულზე ხელი რომ დავიდოთ,არც ერთი გუნდი ჩვენი ც დივიზიონიდან არ აკმაყოფილებს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის დონეს,მაგრამ მადლობა უეფას ასეთი შესაძლებლობა რომ გაგვიჩინა,რასაც ღრმად ვარ დარწმუნებული გამოვიყენებთ კიდეც!
qomagi
sustebi vart fexburtshi unda vagiarot,ragazas taifafxureben vitom da eg goniat fexburti,ise rubins rom ver gavzdit aba meti ra unda motxovos kazma amat)))
ლაშა
ცოტა ზედმეტს ხო არ შვება ჩვენი "ნიჭიერა"?
Roma
დაუძლურებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა ნაკრებმა,მთელი ტაიმი კაცნაკლულ მაკედონიას ეთამაშო და ვერაფერი მოახერხო კრიტიკას იმსახურებს, ცუდი თამაში იყო, სხვანაირად ვერ შევაფასებდი.
emigranti
მომკალით და ვაისის ხელს ვერ ვატყობ გუნდს, პირველი ერთა ლიგა ჩაკვეტაძემ მოიგო პირადად ისიც ჭე კლასის გუნდებთან, ეხლა კიდე ისეთ ფეხბურთს ვთამაშობთ რასაც ყოველთვის ვთამაშობდით, არანაირი კომბინაცია, არანაირი გონივრული ცვლილებები, არანაირი ტაქტიკა, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გადიან ფონს ისიც მაქსიმუმ საჯარიმომდე მიდიან. მგონია რომ ცხადაძის დროს ყველაზე გამართულ შეტევას ვთამაშობდით, ვიღაც გაიხსენებს ახლა პოლონეთთან წაგებულ თამაშს დიდი ანგარიშით, ეგეც იმის მანიშნებელია რომ შეტევას ვთამაშობდით.
David
ქვილითაიამ რომ დაანებოს თამაშს თავი დროა. ორ მეტში ჩაუვლიდნენ ბურთით და რეაქცია არ ქონდა. ყაზაიშვილისგან ვერ ვიტანდი იგივეს. ოქრიაშვილი თუ დარბის ქვილითაია რატომ დადის მოედანზე? ეგ ბურთი კიდევ ათრიეთ ძუ..ა ძაღლივით და ითამაშეთ ორღობის ფეხბურთი
გოგა მართალი
არაბიძე კუთხურებს მაინც აწვდიდა ნორმალურად რაუბედურებაა ბურთი როგორ ვერ უნდა აწიო და ჩააგდო იქ სადაც ყველაზე მეტი ფეხბურთელი იყრის თავს, შენგელია და ჩაკვეტაძე მაინც დასვენებულები შემოვიდნენ თითქოს ფეხებზე სიმძიმეები ეკიდათ ისე მოძრაობდნენ, და ამ ვაისმა როდის უნდა დაანებოს ამ ახალი ველოსიპედის გამოგონებას თავი მიეცი რაა 90 წუთი მარცხენა ფლანგზე იმ ფეხბურთელს ვინც აპრიორი იცი რომ ამ ფლანგზე რაღაცის გამკეთებელიაა, მთელი წინა სეზონი ჩაკვეტაძემ ამ ფლანგიდან აიკლო ყველა და ახლა კვარაცხელია იკლებს მთელს რუსეთს, სადმე წაგიკითხაავთ ან თუ მოგისმენიათ სადმე რომ ოქრიაშვილი ან დავითაშვილი თავინთ კლუბებში მარცხენა ფლანგს ასე ხმარობდნენ? მე არა! ეს ქვილითაია ხო საერთოდ ამ ბიჭის თამაში ნიშნავს ერთით ნაკლებ მოთამაშეს სტადიონზე
შოთა
არაუშავს გაკვეთილი იყოს.. ევროპაზე მაინც გავალთ !
nika
მაკედონია იათამაშებს ვაფშე სხვა ფეხბურთს სახლში თან კაცი გაუგდეს და დაცვას მიაწვა ფრეზეც დიდატ კმაყოფილნი იყვნენენ სახლში კი უეჩველი შეგვიტევენ მანდ გამოცჰნდება კონტრშეტევაზე ჩვენი ტალანტების ძალა
გოგა
მაკედონიას ერთი შანცი მიეცა და გამოიყენეს და ისიც ბებერი პნდევის დამსახურებით, მეტი მაკედონიას არაფელი გაუკეთებია მინდორზე სიმულიანტობებია გარდა. ერთი დონის გუნდები გვყავს და შედეგიც ლოგიკური იყო.
მწრთვნელი
ისედაც თავდასხმელი არა გვყავს და უთამაშებელ ქვილითაიას თავიდანვე აყენებს! ეხლა ხომ მაინც დაიჯერებ ვაის, რომ უთამაშებელი კაცი ნაკრებში არ უნდა გამოიუძახო!
gela
ეს გუნდური თამაშია ჯიმა!
lasha
ესენი ფეხბურთელები არ არიან ფეხბურთელი რომელიც სწორ პასს ვერ აკეთებს და უაზროდ ათრევს აქეთ იქით ბურთს ჯობია საერთოდ შეეშვას ფეხბურთის თამაშს. მე მაგალითად ამათ ფეხბურთელებს ვერ ვუწოდებ. ამათ კოსო ვალეტივით გადახევს სადაც დაიჭერს
Biankonneri
100% ჯაბა შეუდარებელი იყო!
გიო
თამაში წააგო მევრთნელმა , ფედერაციამ და დინამოს დირექციამ სანამ არ შეწყდება ახალოლობით უთამაშებელი ფეხბურთელების სასტარტოში დაყენება მანამდე არ გვეშველება არაფერი ! ქეცბაიას ამას ვერ გაუბედავდნენ ! ქეცბაია ან არცელაძე ნაკრებში
თემური
თქვენც ხართ რა ჟურნალისტები იმის მაგივრად რონ ნაკრები გაამხნევო 1~1სტუმართა სასარგებლოდ რატომაა მითხარით?რა ფესიმისტები ხართ.მალის დაყენება არ იყო კარგი გადაწყვეტილება მაგას ისევ ჯიღაური ჯობდა თან მისი ფლანგი არ იყო მაგრამ რაღაც მომენტში კარგია რომ ცდის და ახალგაზრდებს აძლევს შანსს.ქვილითაია ზედმეტი იყო ამდენი ხნის უთამაშებელ ფეხბურთელს რატომ აყენებს ვერ ვხვდები.გვილია რატომ არ ათამაშა რას ერჩის ვაკოს
zako
ქვილითაიას გამოყვანა რომ თავში მოგივა ისეიგი მწვრთნელი კი არა ტაბურეტკა ხარ!!
გიო
მინდია ბიძიკო შენ ფეხბურთი თუ არ გესმის არ აწვალო არც თუთები და არც კლავიატურა ! რას ნიშნავს მომენტი არ შეუქმნიათ , როცა შექმნეს გაგვიტანეს 10 დარჩნენ და ბურთი არ გაგატანინეს ! წერია უფლება თუ გაქვს და აზრის გამოთქმის იმას კი არ ნიშნავს რომ სისულელე უნდა წერო !
რაგბის ფანი
გოლი თავისით არ გავა, თუ არ ჩააწოდე და კარში არ დაარტყი!!!
გულშემატკივარი
რას ამბობ ძმაო ვაისი სამუდამოდ უნდა გავიფორმოთ! მუდამ ვაისი...(((
Biankonneri
ახლა ვფიქრობ, არაფორმაშიმყოფი ქვილითაიას ნაცვლად შენგელია რომ ყოფილიყო.. აუფ, როგორი დასანანი ფრეა, ნერვები მეშლება :( მადლობა ბიჭებს, ნამდვილად შეგვეძლო, ბოლომდე დაიხარჯნენ
დათო
სწორი კომენტარი!!! 100% გეთანხმებით!!!
მიხაელ
1:1 სტუმართა სასარგებლოთ? რა იყო გასვლაზე გატანილი გოლი მეტად ფასობს ? თუ ჭიდაობაა ვინც ბოლო აიღო ქულა იმას აქვს უპირატესობა ?
გულშემატკივარი
სამარცხვინო თამაში, სამარცხვინო მწვრთნელი! როდემდე უნდა ვიწვალოდ ვაისი გონზე არ არის ან რა შემადგენლობას აყენებს არ ცომ უნდა მიხვდე რო დროზე შეცვალო?! მალის რა უნდა ნაკრებში რა დამსახურებისთვის? პასი ვერ გააკეთა რო მოწინააღმდეგეს არ გაერტყა გოლი მაგან მოიტანა და დანარჩენ დროშიც სულ იმის შიში იყო კიდევ რამე უბედურება არ ექნა.მარცხენა ფრთა საერთოდ ნოლი. ან დავითაშვილს ეა უნდა ან საერთოდ უთამაშებელ ქვილითაიას?? ვიძახი დიდი ხანია დაგვღუპავს ვაისითქო და ამათმა კიდე კონტრაქტი გაუგრძელეს!!! ვაი...
დათო
ცუდი თამაში არაგუნდური!უაზრო ზედმეტი ბურთის თრევა და ფინთები.არ ვიცი რა ცუდი იყო დღეს
მინდია
ნორმალურად ითამაშეს, რას ერჩით, იმათ გოლის გარდა არც ერთი ხიფათი არ შეუქმნიათ, ჩვენ კი 3-ჯერ შეგვეძლო გატანა, წითელიც ჩვენ გამოვიმუშავეთ, მსაჯს არ უჩუქნია, სველმა მინდორმაც შეიტანა კორექტივები, ფორტუნა სტუმრებისკენ იყო, ჯაბამ დაგლიჯა.
კვარა
ვინც ამათ ფეხბურთელობა შთააგონა აი იმის ...
დინამოელი
კაკაბაძე - მინუს უსასრულობა. სხვა რა, ნუ, უმწვრთნელო გუნდის თაობაზე კიდევ არაგვიშავდა
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
სპალეტის გაწვრთნილი იტალია უკრაინას დაუზავდა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
იტალიამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და 20 ნოემბერს უკრაინასთან ფინალის ტოლფასი მატჩი ელის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"ჯვაროსნების" მეტოქემ სახლში ჩრდ. მაკედონიას ორი პენალტით ძლივს მოუგო [VIDEO]
უკრაინამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და ჯერჯერობით მეორე ადგილზეა
სომხეთის ნაკრების უკრაინელი მწვრთნელი გადააყენეს
იტალიამ უკრაინას მოუგო - სპალეტიმ შვებით ამოისუნთქა