#Bean

"ლოს ანჯელეს კლიპერსისთვის" სეზონი საკმაოდ მალე დასრულდა. რა თქმა უნდა, "დენვერ ნაგეთსთან" სერიაში გუნდს ძალიან ბევრი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ "კლიპერსის" პრობლემები "დენვერთან" სერიამდე ბევრად ადრე დაიწყო. დღევანდელი ბლოგი სწორედ ამ პრობლემებზე იქნება. რა იყო "ლოს ანჯელეს კლიპერსის" ფიასკოს მთავარი მიზეზი(ები)?

• დოკ რივერსი.

ჩემი აზრით, მაიკ დანტონისთან ერთად, ის არის ყველაზე გადაფასებული მწვრთნელი ლიგაში. სპეციალისტი, რომელსაც ძალიან უჭირს თამაშის დროს ტაქტიკის შეცვლა, რამაც, რეალურად, გუნდს უდიდესი პრობლემები შეუქმნა. ვფიქრობ, მას კარიერაში მხოლოდ ერთი წარმატებული პლეი-ოფი აქვს ჩატარებული - შარშან "გოლდენ-სტეიტ უორიორსის" წინააღმდეგ. საჩემპიონო სეზონშიც კი მისმა გუნდმა გაიარა ბეწვის ხიდზე, როცა ძალიან დიდი ფავორიტები იყვნენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რივერსზე მეტი სერია, 3:1-დან, არც ერთ მწვრთნელს არ წაუგია. შეგახსენებთ, დოკი არის პერსონა, რომელმაც უარი თქვა პრაიმ ტიმ დანკანის და პრაიმ ტრეისი მაკგრეიდის დუეტზე მხოლოდ იმიტომ, რომ არ სურდა ტიმის ოჯახის წევრების ხილვა გუნდის თვითმფრინავში.

ის არის კარგი მოტივატორი და ლიდერი, მაგრამ არ არის არც ფრენკ ვოგელი, არც - ბრედ სტივენსი და არც ერიკ სპოელსტრა, რომლებიც ჭადრაკს თამაშობენ მიმდინარე პლეი-ოფში. ვფიქრობ, ზუსტად ტაქტიკოსი მწვრთნელი აკლია ამ გუნდს თავისი მაქსიმუმის მისაღწევად.

• პლეიმეიქერის არყოლა.

პატრიკ ბევერლი და ლუ უილიამსი არ არიან პლეიმეიქერები და ვერც იქნებიან. არც კავაი ლეონარდი და პოლ ჯორჯი არიან ლებრონ ჯეიმსი და ნიკოლა იოკიჩი. მათი მთელი თამაში იზოლაციასა და იმპროვიზაციაზე იყო აგებული. შედეგიანი გადაცემების საშუალო რაოდენობით, გუნდი ოცეულს მიღმაა. ვფიქრობ, სწორედ ეს გახდა დოკ რივერსის არასწორ გადაწყვეტილებებთან ერთად, დიდი ჰანდიკაპების განიავების მთავარი მიზეზი უკანასკნელ სერიაში. "კლიპერსს" არ ჰყავდა მოთამაშე, რომელიც გააკონტროლებდა ტემპს, წაიკითხავდა მეტოქის დაცვას, იგრძნობდა თამაშის მიმდინარეობას და შეცვლიდა მას. მოთამაშეები თამაშის Flow-ს მიჰყვებოდნენ, რამაც ისინი აქამდე მოიყვანა.

• "ლოს ანჯელეს ლეიკერსზე" "უკეთესები"

არ ვგულისხმობ, რომ რომელიმე რომელიმეზე უკეთესი გუნდია. აქ იგულისხმება "კლიპერსის" სურვილი, რომ "ლეიკერსზე" წინ ყოფილიყვნენ. ამის მარტივი დასტურია მარკუს მორისის ტრეიდი, რომელიც არაფერში სჭირდებოდა გუნდს. "კლიპერსი" სავსე იყო ვინგებით, რომლებიც იყვნენ გამორჩეული დამცველები და ათლეტები, ამავდროულად, რამდენიმე პოზიციის დაჭერა შეეძლოთ. რეალურად, მორისის ადგილი არ იყო გუნდში. სამაგიეროდ, როგორც აღვნიშნე, საერთოდ არ ჰყავდათ პლეიმეიქერი. "ლეიკერსის" მენეჯმენტი ლოგიკურად მივიდა მორისამდე, მათ არ ჰყავდათ გამორჩეული და ათლეტური ვინგი (კაილ კუზმას თუ არ ჩავთვლით). ჩემი აზრით, მორისის მოყვანის მთავარი მიზეზი ზუსტად მათი მოწინააღმდეგის სურვილი იყო და არა - რეალური საჭიროება. დაასწრეს მეზობლებს, მისცეს "ნიუ იორკ ნიქსის" პირველი რაუნდის პიკი და ამ ოფ-სეზონზე უნდა მისცენ მარკუსს დიდი კონტრაქტი.

გუნდში მოიყვანეს ყველა, ვისაც ლებრონთან რაიმე დაპირისპირება ჰქონია.

• Chemistry = 0

გახსოვთ, ალბათ, სეზონის შუაში იწერებოდა, რომ კავაი ლეონარდს და პოლ ჯორჯს ერთად არ უვარჯიშიათ. კავაი ძალიან ბევრ თამაშს დასვენების გამო ტოვებდა, იგივე - ჯორჯიც. ხშირად იცვლებოდა სასტარტო ხუთეული და ბევრ ექსპერიმენტს ატარებდა სამწვრთნელო შტაბი. ასე ვთქვათ, "კლიპერსი" რეგულარულს ყურადღებას არ აქცევდა. ამან მიიყვანა იქამდე, რომ არ იციან ერთად თამაში და არ იცნობენ ერთმანეთს. გუნდი, სადაც ამდენი გამორჩეული დამცველია, საშუალოდ გაშვებული ქულებით (110.3) და დაცვითი რეიტინგით (111.8) ერთ-ერთი ყველაზე უარესი გუნდია მიმდინარე პლეი-ოფში. რა თქმა უნდა, ინდივიდუალური და გუნდური დაცვა ორი სხვადასხვა სამყაროა, მაგრამ აშკარაა, რომ შეთამაშების ნატამალი არ ეტყობოდათ.

• კავაი არაკომფორტულ სიტუაციაში

ლეონარდს კარიერაში პირველად ჰქონდა მომენტი, როცა წაგება უფრო ძვირად ფასობდა, ვიდრე მოგება. მთელი მისი კარიერის განმავლობაში არ ყოფილა მომენტი, როცა მას მოგებას სთხოვდა ყველა. ამ ზაფხულს კავაიმ საკუთარ თავს აჰკიდა მისთვის უჩვეულო წნეხი, რომელსაც 27%-ანი 14 ქულით "უპასუხა".

რა თქმა უნდა, ლეონარდის მოგზაურობა იმ ღიპუცა კაცმა არ დაასრულა, მაგრამ ძალიან ბევრი გვასწავლა ამ სერიამ. კავაიზეც და ჯორჯზეც.

ლეონარდი აღარ თამაშობს იმ დონის დაცვას, რასაც საუკეთესო სეზონებში თამაშობდა. მას შემდეგ, რაც შეტევაში უფრო მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრა, მან დაცვაში დაიწყო ენერგიის დაზოგვა. რა თქმა უნდა, ლოგიკურია, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ზედმეტად ინერტული

გახდა უკან. ერიდება საუკეთესო შემტევებს, არ დგამს ზედმეტ ნაბიჯს და როცა უდგება გამორჩეულ შემტევებს, უბრალოდ, საკუთარ თავს აღარ ჰგავს. "კლიპერსს" საკმარისზე მეტი მოთამაშე ჰყავს წინ იმისთვის, რომ კავაიმ ძველი დაცვა ითამაშოს. მას ამის კეთება ისევ უმაღლეს დონეზე შეუძლია.

• ნიკოლა იოკიჩი

Simple as that.

წყარო: Sixth Man - ბლოგი კალათბურთზე

reali
ლებრონმა კი უფრო მეტად გაზარდა შანსი გახდეს მეფეთა მეფე კალადბურთაღმაშენებელი... ლეიკერს წინნ ბეჭედისკენნნნნ
კახა
მუხლი პროფესორობ თუ კაცი ხარ მეტოქის დაუფასებლობა იყო და მეტი არაფერი 3:1 -ზე უკვე გასულები ეგონათ თავი პოლიტიკა ჯორჯი აშკარად ამოვარდნილი იყო სართო საქმიდან მარტო კავაი ვერაფერს გარდა მარტო მხოლოდ მარადონამ მოიგო ჩემპიონატი მანამდე და მის მერეც ვერავინ მოახერხა ეს თვით აირმენმაც კი!
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
[VIDEO] სრული სიგიჟე - ბემ ადებაიომ "ვაშინგტონს" 83 ქულა ჩაუგდო
[VIDEO] შაი VS იოკიჩი კულმინაციური დასასრულით - კანადელმა "ოკლაჰომას" ბოლო წამებზე მოაგებინა
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
[VIDEO] "ბარსელონა" "ნიუკასლს" დაუნდობლად გაუსწორდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ტიტე კალანდაძემ ისრაელთან პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
FIFA უარზეა - მექსიკა მუნდიალზე ირანის მატჩების მასპინძლობის მზაობას გამოთქვამს
ჰაკიმის რეკორდი - არცერთ მცველს მსგავსი სტატისტიკა არასდროს ჰქონია
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები
[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო" "კლიპერსთან" დამარცხდა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "ფილადელფია" ანტიგუნდია
[VIDEO] სრული სიგიჟე - ბემ ადებაიომ "ვაშინგტონს" 83 ქულა ჩაუგდო
[VIDEO] მამუკელაშვილი "ტორონტოს" ძირითად ხუთეულში დაბრუნდა
"ფინიქსმა" "კლიპერსი" დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]
ლებრონ ჯეიმსის ისტორიული მატჩი და მარცხი "კლიპერსთან" [VIDEO]
დაუფასებელი სკოტი პიპენი?
[VIDEO] ლეონარდი შეუჩერებელია - კავაიმ "კლიპერსს" "ჰიუსტონთან" მოაგებინა
უესტბრუქისა და კოვინგტონის მაგარი თამაშით "კლიპერსმა" "მემფისი" სტუმრად დაამარცხა [VIDEO]
"ხშირად ამბობენ, რომ კალათბურთი არ მაინტერესებს, მაგრამ..." - ნიკოლა იოკიჩი
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის მოთამაშეები უოკერი და ტომპსონი
[VIDEO] გენიალური ნიკოლა იოკიჩის 56 ქულა და სამმაგი დუბლი - "დენვერმა" "მინესოტა" ოვერტაიმში დაამარცხა
Lakers-ის დიდი დაბრუნება
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
ბლეიკ გრიფინი პარკეტს იანვრამდე დაუბრუნდება?
ჯორჯის 41 ქულა და გამარჯვება - დასავლეთში ტემპერატურამ საგრძნობლად იმატა [VIDEO]
კარგი ამბავი - მძიმე ტრავმის შემდეგ ჯეისონ ტეიტუმი მოედანს უბრუნდება
[VIDEO] იოკიჩის 44 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - ვესტბრუკმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გაიბრწყინა
ლუკას მორიგი მაგარი მატჩი - "დალასმა" "კლიპერსი" ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]
ოფიციალურად: კრის პოლმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
1993 წლის შემდეგ პირველად, "ფინიქსი" სუპერფინალში ითამაშებს! გეგმა "კლიპერსი" კიდევ ერთხელ ჩავარდა [VIDEO]
"კლიპერსის" მორიგი გამარჯვება - ლოსანჯელესურმა გრანდმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა [VIDEO]
"კლიპერსმა" "ლეიკერსი" დაამარცხა [VIDEO]
NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირცხვილი
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უქმეების ჰაილაითები
თორნიკე შენგელია NBA-ში?
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] ფენომენალური ნიკოლა იოკიჩის 55-ქულიანი მატჩი და მორიგი რეკორდი - "დენვერ ნაგეთსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსი" დაამარცხა
კობი ბრაიანტის არარეალური მენტალიტეტი
[VIDEOS] სანდრომ და გოგამ სათამაშო დრო კარგად გამოიყენეს - ქართველების გუნდებმა NBA-ში მორიგი მატჩები მოიგეს
[VIDEO] სანდროს 15 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" კონფერენციის ლიდერი დაამარცხა
უცნობი დეტალები ჰაკიმ ოლაჯუვონზე
ნიკოლოზ ცქიტიშვილი: სწორედ ახლა ვთამაშობ კარიერაში საუკეთესო კალათბურთს
[VIDEO] შაი VS იოკიჩი კულმინაციური დასასრულით - კანადელმა "ოკლაჰომას" ბოლო წამებზე მოაგებინა
[VIDEO] ბითაძის ზუსტი ორქულიანები - "ორლანდო მეჯიქმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსი" დიდი ანგარიშით დაამარცხა