ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის "დინამო“ 2:1 დაამარცხა!
გასაგებ მიზეზთა გამო ამ მატჩმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. „დინამოს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სერგეი სტეპაშინმა ისიც კი თქვა, რომ ეს რუსეთ-საქართველოს მატჩი იყო. რუსული კლუბი ფინანსურად გაცილებით უფრო მდიდარია და აქედან გამომდინარე, გუნდიც უკეთ ჰყავს დაკომპლექტებული. თუმცა ერთ კონკრეტულ მატჩში ყველაფერი იყო შესაძლებელი.
თამაში „ლოკომ“ მშვიდად დაიწყო, მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდა, პრესინგსაც მიმართავდა. პირველი სახიფათო მომენტი კი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც საჯარიმოს გარედან კომლიჩენკოს ძლიერად დარტყმულ ბურთს მამარდაშვილმა თითები წაარტყა, შემდეგ კი ძელს მოხვდა. მერე კირკიტაძე ზედ საჯარიმოს ხაზთან სკოპინცევმა მოცელა და ყვითელი ბარათი მიიღო. ამას თბილისური გუნდის სწრაფი და მრავალსვლიანი კონტრიერიში მოჰყვა და იმრანმა ოდნავ ააცილა ბურთი კარს. 34-ე წუთზე საჯარიმოდან შიმანსკის გოლის გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. 43-ე წუთზე სკოპინცევმა კირკიტაძის სწრაფი შეტევა ისევ წესების დარღვევით ჩაშალა და მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა - აშკარად დაინდო.
17.09.20. სიხარულიძის გოლი მოსკოვის დინამოსთან
„დინამოს“ მწვრთნელმა ნოვიკოვმა სწორად შეაფასა სიტუაცია და სკოპინცევი, რომელიც მარჯვენა ფლანგზე კირკიტაძეს ვერ უმკლავდებოდა, მოროზოვით შეცვალა. ვერც მოროზოვი ვერ გაუმკლავდა კირკიტაძეს, რომელიც გაბაძის გადაცემის შემდეგ გაექცა მეურვეს, მის მიერ ჩაწოდებული ბურთი შუნინმა მოიგერია, დამატებაზე კი ყველას სიხარულიძემ დაასწრო. შემდეგი შეტევისას მეკარემ ფეხით სამურკასოვის დარტყმული ბურთი მოიგერია და თავისი გუნდი მეორე გაშვებული გოლისგან იხსნა.
აქედან მოყოლებული, მოსკოველები უპირატესობას დაეუფლნენ. ფომინმა თავურით ვერ დალაშქრა მამარდაშვილის კარი. სამაგიეროდ, შუნინის კარი შონიას წამოწყებული კონტრშეტევის შედეგად შეცვლაზე შესულმა გავაშელიშვილმა დალაშქრა.
17.09.20. გავაშელიშვილის გოლი მოსკოვის დინამოსთან
დიდებულად ირჯებოდა მამარდაშვილი, რომელმაც იგბოუნსა და ორდეცს არ გაატანინა გოლი. 88-ე წუთზე სიხარულიძემ ვერ მოახერხა დუბლის შესრულება, მორიგი იერიშისას კი ლესოვოი საჯარიმოში შონიამ წააქცია და კომლიჩენკომ პენალტით ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში "ლოკომ" მოწინააღმდეგის შეტევებს გაუძლო და გაიმარჯვა. გილოცავთ!
გათამაშების შემდეგ ეტაპზე "ლოკომოტივი" "გრანადას" შეხვდება.
თბილისი. „მიხეილ მესხი 2“
ლოკომოტივი (თბ) - დინამო (მ) 2:1
გოლები: 1:0 სიხარულიძე (54), 2:0 გავაშელიშვილი (76), 2:1 კომლიჩენკო (90, პენ)
ლოკომოტივი: მამარდაშვილი, გაბაძე, სანდოხაძე, გურეშიძე, უბილავა, სამურკასოვი (ძებნიაური 62), შონია, დარცმელია, კირკიტაძე (კობახიძე 83), იმრანი (გავაშელიშვილი 65), სიხარულიძე
დინამო: შუნინი, სკოპინცევი (მოროზოვი 46), ორდეცი, ევგენიევი, პარშივილიუკი, კაბორე, ფომინი, ნ’ჟი (ლესოვოი 61), ფილიპი (იგბოუნი 69), შიმანსკი, კომლიჩენკო
გამოდიხართ აქ ვაი პატრიოტები და პრობლემისადმი თქვენი დაუკვირვებლობით და ვერ გაგებით აბოთავებთ საზოგადოებას!!! ხალხო,ბოლო ბოლო ვერ უნდა მიხვდეთ,რომ დღევანდელ ფეხბურთს და მთლიანად სპორტს მაფია და ტოტალიზატორი აკონტროლებს? ყველას,კიდევ ერთხელ გიმეორებთ - რატომ გავიწყდებათ ახლო წარსულში საბურთალომ რა გააკეთა??? და თქვენ რა, გგონიათ ამით დღეს მორჩა და დამთავრდა ყველა პრობლება? არა მეგობრებო,მაფიის სპორტში ჩარევა ჯერ არ დამთავრებულა,კიდევ იგივე მეორდება თბილისის ლოკომოტივისა და მოსკოვის დინამოს ამასწინანდელი ევროპა ლიგის მატჩის შემთხვევაშიც, მომავალშიც კიდევ აუცილებლად გაგრძელდება.ეს მაფიის სამსახურია და თავის საქმეს ხომ არ შეწყვეტენ? . 50 წელზე მეტია ფეხბურთს ვქომაგობ.დიდი ხანია,1970 წლებიდან ვაკვირდები გარიგებულ თამაშებს.ალბათ გაიხსენებთ,მრავალი ფეხბურთის გუშემატკივარი - 1978 წლის მსოფლო ჩემპიონატის მატჩს არგენტინისა და პერუს შორის.ალბათ იმასაც გაიხსენებთ, რომ ლობანოვსკის ეძახდნენ თამაშების პირველ ჩამწყობს.გირჩევთ კარგად დაუკვირდეთ და კარგად გაანალიზოთ თუ რა ხდება და რატომ ხდება.მოგაწოდებთ ჩემს აზრს,თუ რა მოხდა ჯერ კიდევ თბილისის საბურთალოს შემთხვევაში.როგორც ჩვენში აფხაზეთი და სოხუმი, რუსეთის ფედერაციის დღევანდელი მთავრობის აზრით ქალაქი ტირასპოლი არა მოლდოვის,არამედ დნესტრისპირეთის დამოუკიდებელი,სუვერენული სახელმწიფოს დედაქალაქია.აქ ძირითადად რუსები ცხოვრობენ და რა გასაკვირია რომ მთელი რუსეთი ქომაგობდეს საფეხბურთო გუნდს ტირასპოლის შერიფს. რუსეთის ფედერაციაში კი როგორც ვიცით დიდი ფულია,აზარტული მოთამაშეებიც ბევრნი არიან.მოდი გავშიფროთ საბურთალომ რატომ მოიგო 3-0 გასვლაზე შერიფთან (ნაღდი თამაში რომ ყოფილიყო,მაფიის ჩარევის გარეშე,დიდი ალბათობით პირიქით მოხდებოდა,საბურთალო ამ თამაშს მინიმუმ 0-3 წააგებდა,რადგან შერიფი საბურთალოს,გაცილებით აღემატება როგორც ბიუჯეტით ასევე ფეხბურთელების შერჩევითა და კლასით) შერიფის მიერ ამ მატჩის 0-3 არ წაგებაზე უამრავი ფული დაიდებოდა რუსეთში!!! იგივე ითქმის თბილისის ლოკომოტივისა და მოსკოვის დინამოზე,რომ დინამო მოსკოვის არ წაგებაზე რუსეთში ძალიან დიდი ფული დაიდობოდა!!! P.S.მთელი მსოფლიო დიდი ხანია ტოტალიზატორში ყომარზეა გადასული,ზუსტად ეს განაპირობებს ფეხბურთში და საერთოდ სპორტში დაუჯერებელ მოვლენებს,რაზეც უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება. საზოგადოების დიდ ნაწილს,აზარტული თამაშების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამო არ სურთ ამ თემაზე საუბარი, ყურადღების გამახვილება.მერწმუნეთ,რომ თქვენ მცდარი შეხედულება გაქვთ ამ საჭირბოროტო საკითხის მიმართ.ეს პრობლემა მეტად სერიოზულია.
გიორგი
რომ გაიგიჟეს თავი ვისთან წავაგეთო, ესეთი გუნდიდან არის მისული კვარაცხელია, მთელ მაგათ პრემიერ ლიგას რომ აწიოკებს
ზ.ვ.
შე ავადმყოფო მიშმაკო!
:))) წერეთ დიზლაიკები,არ დაიზაროთ.მახსენდება საბურთალოს მიერ მოლდოვის შერიფის გასვლით მატჩში 3-0 დამარცხება.მაშინაც ვწერდი,რომ ეს გამარჯვება ფარსია მეთქი.შენ რას ქვია მაგი დაწერეო და მაშინაც დიზლაიკებით ამავსეს.
დათო
რა თქმა უნდა, პირადად შენ, შენს ბელად მიშას და დანარჩენ ნაცმიშკებს არ გაგიხარდათ!!! თქვენ ხომ ქვეყნის და ქართველის წარმატება არ გიხარიათ!!! სტეპაშინზე უფრო გეწყინათ ალბათ ქართველების გამარჯვება!!! ფინთი გოიმები და დოყლაპიები მოიკითხე შენ სექტაში , სადაც ყოველი პირველი ასეთია და უფრო უარესი!!! უკვე სპორტშიც შემოძვერით , მოღალატეები ხართ ქვეყნის და ერის!!! ფუუ თვენი...!!!!
საქართველოში ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები,ქვეყნის მმართველ პარტიას არჩევნების წინ სჭირდება ასეთი ყალბი გამარჯვებები,რომ ხალხი ამაღლებული გრძნობით მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ ქოცებს! ეს ხომ პუტინის რუსეთს აწყობს...!!! მოსკოვის დინამო კი რუსეთის გუნდია.ხოდა,შენ ხარ ჩემი ბატონი,ყველაფერი პუტინის და ბიძინას დაგეგმილი სცენარის მიხედვით მიმდინარეობს! ფეხბურთში და საერთოდ სპორტში სულ არაფრისგან დიდი წარმატების მიღწევა შეუძლებელია,თუ რა თქმა უნდა არ ჩაერია მაფია და არ იქნა ნამაიმუნები,როგორც თბილისის ლოკომოტივის შემთხვევაში მოხდა! რატომ გვავიწყდება ახლოწარსულში თბილისის საბურთალოს სენსაციუური გამარჯვება 3-0 მოლდოვის შერიფთან სტუმრად და შემდგომში რა სამარცხვინო დასასრული მოჰყვა სომხეთის არმენიასთან??? იგივე დადგმული სცენარით მიმდინარეობს თბილისის ლოკომოტივის ეგრეთწოდებული წარმატებული გამოსვლა ევროტურნირებში. ბოლო ბოლო ხომ უნდა მივხვდეთ,რომ ეს ყველაფერი გამიზნულად კეთდება რუსთის მოსახლეობის წინააღმდეგ,მათთვის დიდ ფულის წართმევის მიზნით ტოტალიზატორის საშუალებით...!!! მეცინება ამას რომ ვწერ - დიდი წარმატებაა დღეს მოსკოვის დინამოს დონის გუნდის დამარცხება ისეთი დონის გუნდის მიერ,როგორიც თბილისის ლოკომოტივია!!! გთთხოვთ არ დაბლოკოთ
დათო
რა თქმა უნდა, პირადად შენ, შენს ბელად მიშას და დანარჩენ ნაცმიშკებს არ გაგიხარდათ!!! თქვენ ხომ ქვეყნის და ქართველის წარმატება არ გიხარიათ!!! სტეპაშინზე უფრო გეწყინათ ალბათ ქართველების გამარჯვება!!! ფინთი გოიმები და დოყლაპიები მოიკითხე შენ სექტაში , სადაც ყოველი პირველი ასეთია და უფრო უარესი!!! უკვე სპორტშიც შემოძვერით , მოღალატეები ხართ ქვეყნის და ერის!!! ფუუ თვენი...!!!!
iaxve
ჩემი მოკრძალებული აზრი. ცენზურას ვთხოვ გამოაქვეყნოს.წავიკითხე ვინმე ბიძინას კომენტარი, ალბათ, ივანაშვილი წერს, თორემ სხვა ქართველებისადმი ასე მტრულად განწყობილი ბიძინა არ მეგულება...რაც შეეხება ბიჭებს, გეტყობატ ტალანტი გამოხატული მოძრაობებში (ტექნიკაში),საფეხბურთო აზროვნებაში,მოკლედ ქართული სკოლის ღირსეული წარმომადგენლენი ხართ...ამას დაუმატეთ კარგი მწვრთნელი და აჰა, გაილაღე ქართულო ფეხბურთო...ბიჭებო, აქ ზემოთ ვიღაც ბიძინა რაცხას როშავს, ჰოდა, დაუმტკიცოთ მისი სახით ყველა არამზადას და ქართველთმოძულეს, რომ თქვენი გამარჯვება არ იყო შემთხვევითი... ვინა ბიჭო,ჩემო შვილებო (უკვე ასაკოვანი კაცი გწერთ) ვერ გადაგიღუნონ მესხის და მეტრეველის, პაიჭაძის და იამანიძის, მარღანიას და ღოღობერიძის,ყიფიანის, გუცაევის, დარასელიას შტამომავლებს...თქვენ ოღონდაც დუხით გადით მოედანზე უძველესი და უძლიერესი ერის შვილებო, გენაცვალეთ...ცალკე მინდა ვთქვა მეკარეზე, შენ დიდი იოაფეხბურთელის მონაცემები გაქვს.... და მალე კარგ გუნდშიც ელოდე მიწვევას....ისევე როგორც ბევრი შენი თანაგუნდელი მალე ასახელებ საქართველოს.... რაც შეეხება ვაისს და ვუისს, გაახილე თვალები შე უპატრონო... კობიაშვილს და მუჯირს, ამ ორ საოცრებას ვეტყოდი ეს თქვენი გამარჯვება არ არის მაფიოზებო... თქვენ მხოლოდ დამარცხება და გაფუჭება შეგიძლიათ ბატონ გახარიას მსგაბსად, რომელმაც მთავრობას მიაწერა ეს გამარჯვება...კრეტინ,,,
სრულიად გეთანხმებით.ხალხო,რატომ გვავიწყდება ახლოწარსულში თბილისის საბურთალოს სენსაციუური გამარჯვება 3-0 მოლდოვის შერიფთან სტუმრად და შემდგომში რა სამარცხვინო დასასრული მოჰყვა სომხეთის არმენიასთან??? იგივე დადგმული სცენარით მიმდინარეობს თბილისის ლოკომოტივის ეგრეთწოდებული წარმატებული გამოსვლა ევროტურნირებში. ბოლო ბოლო ხომ უნდა მივხვდეთ,რომ ეს ყველაფერი კეთდება გამიზნულად რუსთის მოსახლეობის წინააღმდეგ,მათთვის დიდ ფულის წართმევის მიზნით ტოტალიზატორის საშუალებით...!!!
ფიფია და სინდისი ? :)))))))))
დ
რას ბოდავ თუ იცი საერთოდ
tngh
საყოველთაო დაზღვევა გაქვს??? მიდი ექიმთან... კონსულტაცია უფასოა!!!
დიდად გამიკვირდა,რომ თბილისის ლოკომოტივმა რუმინეთის კრაიოვას საფეხბურთო გუნდი დაამარცხა.ამ მოგების შემდეგ საზოგადოებისთვის უფრო დამაჯერებელი იქნებოდა მოსკოვის დინამოსთანაც გამარჯვება! რუმინელებთან მოგება იყო სიგნალი,რომ მოსკოვის დინამოსთანაც იგივე განმეორდებოდა.ეს იყო ტოტალიზატორების მაფიის მიერ ხალხის გაბითურება,ტოტალიზატორში მოთამაშე ადამიანებისთვის უნამუსოდ ფულის წართმევა,პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და პირველ რიგში მეზობელ რუსეთში,სადაც დიდი ფულია! ფეხბურთში და საერთოდ სპორტში სულ არაფრისგან დიდი წარმატების მიღწევა შეუძლებელია,თუ რა თქმა უნდა არ ჩაერია მაფია და არ იქნა ნამაიმუნები,როგორც თბილისის ლოკომოტივის შემთხვევაში მოხდა! რატომ გვავიწყდება ახლოწარსულში თბილისის საბურთალოს სენსაციუური გამარჯვება 3-0 მოლდოვის შერიფთან სტუმრად და შემდგომში რა სამარცხვინო დასასრული მოჰყვა სომხეთის არმენიასთან??? იგივე დადგმული სცენარით მიმდინარეობს თბილისის ლოკომოტივის ეგრეთწოდებული წარმატებული გამოსვლა ევროტურნირებში. ბოლო ბოლო ხომ უნდა მივხვდეთ,რომ ეს ყველაფერი კეთდება გამიზნულად რუსთის მოსახლეობის წინააღმდეგ,მათთვის დიდ ფულის წართმევის მიზნით ტოტალიზატორის საშუალებით...!!! მეცინება ამას რომ ვწერ - დიდი წარმატებაა დღეს მოსკოვის დინამოს დონის გუნდის დამარცხება ისეთი დონის გუნდის მიერ,როგორიც საბურთალოს მსგავსი თბილისის ლოკომოტივია!!!
დიდგორელი!
მომეცით ლაიკი ვინც უკვე მეათედ უყურა ამ თამაშის მომენტებს :) ცრემლები მომადგა თამაშის ბოლოს აივანზე მყოფი 10ოდე ქართველი, დროშებით შორიდან რომ ეფერებოდა ჩვენ ბიჭებს!
დავით67
ბიძინა-ს! შენ ფასიც გეცოდინება და რა თანხა მისცა ჰა? მითხარი იცოდე არ დამიმალო! ასეთ სისულელეს რომ იტყვი და ბიჭების შრომას არ დააფასებ რა კაცი უნდა იყო?
mosexoneli
რუსეთში ვარ და დილით ისე ამყათ გავიარე ქუჩაში თქვენი მოწონებული:):):)მადლობა ბიჭებს ბოლო წუეტბზე მუხლებზე ვიდექი ოგონ გოლი არ გაუშვატქო.კომენტატორები პირდაპი გაგიჯდნენ მამარდაშვილზე ერთმა პელჩატკის პროფესორიაო:):):)მაგრად აქეს მეამაყებით
ქალის სიმართლე
კაცი რომ ვიყო, პირისპირ გნახავდი და გეტყოდი: "მაშ მტყუნის ...?"
დ.დ.
ვინმე ბიძინას სახელს ამოფარებული და მიხუინის ნაცში ღრმად შემძვრალი "ფანის" კომენტარი არაფრით განსხვავდება "დიდი რუსი მომღერალის",ამხ.ლევ ლეშჩენკოს ქართველების სიძულვილით და ბოღმით სავსე "ნააზრევიდან".როგორ მომრავლდა დეგენერატები მსოფლიოთი!
გიგი
მაგრები ხართ, იმიტომ რომ თავი არ დაზოგეთ, ამ მოგებას ყველა ქართველისთვის დიდი მნიშვნელობა ქონდა და ფეხბურთზე მაღლა იდგა, მადლობა ბიჭებო ამ სიხარულის მონიჭებისთვის.
დათო
რა თქმა უნდა, პირადად შენ, შენს ბელად მიშას და დანარჩენ ნაცმიშკებს არ გაგიხარდათ!!! თქვემ ხომ ქვეყნის და ქართველის წარმატება არ გიხარიათ!!! სტეპაშინზე უფრო გეწყინათ ალბათ ქართველების გამარჯვება!!! ფინთი გოიმები და დოყლაპიები მოიკითხე შენ სექტაში , სადაც ყოველი პირველი ასეთია და უფრო უარესი!!! უკვე სპორტშიც შემოძვერით , მოღალატეები ხართ ქვეყნის და ერის!!! ფუუ თვენი...!!!!
გიორგი
წარმატებები ლოკომოტივსა და ქართულ ფეხბურთს. იმედი მაქვს კიდევ ბევრჯერ გაგვახარებენ. 1. არ ყოფილა ეს საქართველო - რუსეთის თამაში და ვაიპატრიოტებო და ურაპატრიოტებო თქვენს რეალურ საქმეს მიხედეთ და თუ ჩვენი ქვეყნის მომავალი გინდათ მეტი იშრომეთ: სხვისი გინებით ქვეყანა არ შენდება; 2. ლოკომოტის მოგება არ ნიშნავს რომ ქართული ფეხბურთის პრობლემები მოგვარებულია: კვლავაც დიდი კორუფციული სქემებია ქართულ ფეხბურთში. ნებისმიერი დამალული ინფორმაცია, რომელსაც მთავრობა და ფეხბურთის ფედერაცია არ ამჟღავნებს ფინანსებთან დაკავშირებით ჩვეულებრივ კორუფციული გეგმის ნაწილია. მაგალითად, თუ ვინმემ იცით ვაისის ხელფასი იქნებ გამიმჟღავნოთ? კიდევ ბევრის წერა შეიძლება იმაზე თუ რა ხდება ქართულ ფეხბურთში, მაგრამ ვფიქრომ ყველამ ყველაფერიი ვიცით და
გიორგი
შენ გექნება ინფორმაცია. რუმინელებთანაც ხომ არ უყიდია ბიძოს ?
100%
და ბევრჯერ!
გიორგი
იგივე დონის ევროპულ გუნდთან ალბათ ვერ მოვიგებდით, მაგრამ ეს რუსული გუნდი იყო და ამ დროს ქართველიში იღვიძებს მებრძოლი სული, უდიდესი მოტივაცია. ამ თვისების გამო ვიარსებებთ სამუდამოდ. 35 საუკუნის ისტორია გვაქვს და 55ის გვექნება და ასე შემდეგ... ღრუსებს გადავუარეთ და მათი მწვრთნელი აგონიაში ჩავაგდეთ და პრესკომფერენციაზე ბჟუტური დაიწყო. კარგი დღე არ ელის :D :D
ბიძინა
რაზე ვზეიმობთ და ვხტუნაობთ :) მეკარემ გაუგორა ფეხებში მეტოქეს და მანაც დარტყა -გაიტანა...... ნაყიდი თამაშია და იყიდა გიდეც პოლიტიკური ქულები ივანიშვილმა..... არჩევნების წინ ხომ უნდა გახაროს ამომრჩეველი..... საქართველო და ფეხბურთი ???? კორუფციაშია ქართული ფეხბურთი ჩაფლული. მომავალ მატჩზე სრული განადგურება ელოდება ლოკომოტივს არა ყოფილი საბჭოური გუნდიდან..... კიდე ერთ ელ აგდო ფინთი გოიმები ქართველი ხალხი ივანიშვილმა..... ისე კარგად გამოსდის ხალხის დოყლაპიობაში ყოფნა....... მე თუ მართალს არ ვამბობ შეკითხეთ ნაღდ ფეხბურთელებს ეს არ იყო თამაში მოგებისკენ......
sake
რუსებო, ეს მოგება ქართულ სულში ჩაგუბებული ბოღმის აფეთქება იყო და ამ აფეთქების ხმას კიდევ დიდხანს გაიგონებთ.
დიდგორელი!
17 სექტემბერი 2020 წელი. 2 სიტყვა რომელიც რუსს ქომაგს გულში ამოეკვეთა სამუდამოდ, არ დაავიწყდება არასდროს და ჩუმად ქედს მოიხრის მის გაგონებაზე: თბილისის ლოკომოტივი - რუსული დელეგაციების ასე ლამაზად გაცილება საქართველოდან დაგვბედებოს ღმერთო
x
bravo lokomotivi gmirebi xart magrat gaaxaret mteli sakartvelo, ase uchichrad tu itamachebt da am moedanze tu mogvicia tamachi granadastanac ikneba chansebi, kvela gundtan cheizleba burtis goreba chkvianurad da gabedulad , mondomebulad da psikologiurad momzadebulad, madloba kvela lokomotivis pegburtels am gamarjvebistvis .zaan magrad minda loko jgupur etapze gavides am gundma es ukve daimsaxura.
გიგლია
:) კარგი იყო. ცხონებულ კოტე მახარაძეს მიჰყავდა ერთხელ მანჩესტერი - ბავარიის შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე. უკვე კარგად იყო მობერებული, მატჩის დასაწყისში აიჭრა და მანჩესტერელებს ბავარიელებს ეძახა და პირიქით მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში. ასე რო, ხდება ხოლმე.
gogia
დიდი მადლობა მთელს გუნდს. დიდი ხანი ასე გამარჯვება არ გამხარებია,თქვენ გენაცვალეთ. იმ სიხარულს რაც მე(და არამარტო მე)განვიცადე სიტყვებით ვერ გადმოვცემ...მადლობის თქმა ცოტაა იმისთვის რაც ამ გამარჯვებამ მომანიჭა...თქვენ გენაცვალეთ ყველას!!!!!
ლოკომოტივს წარმატებები! ნონა.
თბილისის "ლოკომოტივს" ვულოცავთ გამარჯვებას! ბიჭებო ძალიან გაგვახარეთ, სხვანაირად არც შეიძლებოდა, ამ მოგებას ქონდა პრინციპული მნიშვნელობა, გასაგები მიზეზის გამო. შემდეგ ეტაპზეც ასე შემართებით ითამაშეთ და გაახარეთ ქართველი გულშემატკივრები, რომლებიც მართლაცდა იმსახურებენ, ნებისმიერი ქართული გუნდისგან კარგ თამაშებს!
მთავრობას
მთავრობავ ფული გააჩინეთ ბიჭებისთვის პრემიები რო დაურიგდეს თვას ხო იწონებთ ამ მოგებით?
სოსო
ვნახე!იქ ამბავია,ყურო ნუ გაიგონებ. ბევრი კომენტარია წაშლილი,ცენზურის მიერ.
D
ტირანამ ცრვენა ზვეზდასთან წააგო 0-1 სახლში
სოსო
გაიხარე!გადავედი და დავტკბი.რაც მე მიგინებია მოსკოვის დინამო,ეს კიდევ არაფერია.რასაც ცხონებული მამაჩემი აგინებდა(აი ის რომ აგინებდა "მაგ თუთმა ნესვებს",გინება ის იყო),ალბათ ეგეც არაფერია,რასაც ახლა საკუთარი გულშემატკივრები აგინებენ.ვწუხვარ,რომ ვერ მოესწრო ამ დღეს.რამდენი კომენტარია წაშლილი და შიგ რა ეწერება,ხომ წარმოგიდგენიათ.ლევ ლეშჩენკო,ცნობილი მომღერალი მოსთქვამს,40 წლის მოხუცებმა მოგვიგეს,დღისით ბაზრებში რომ დგანან და საღამოთი თამაშობენო.გული მტკივაო...რა იცის,რომ ნახევარი გუნდი,19-20 წლის ბიჭები არიან,თორემ გული გაუსკდებოდა,ალბათ.სსრკს ისტორიაში,ჩვენთვის ყველაზე უხერხული მეტოქე იყო მოსკოვის დინამო და ძალიან ცუდი ბალანსიც გვაქვს მათთან.როგორც ლოკომოტივი ეთამაშა,ისინიც ასე და გაცილებით უფრო ყრუ დაცვით გვეთამაშებოდნენ,მაგრამ კონტრშეტევებიდან გაჰქონდათ გოლები,დაცვაში ჩეხვით,საკუთარ კარს იცავდნენ და გვამარცხებდნენ.ლოკომოტივმა ყველაფერი შეუტრიალა და მათი ძველი იარაღით დაამარცხა.ესეც ზრდის სიამოვნებას.დინამოს მწვრთნელის მამა ხომ ის ძველი ნოვიკოვია და ამ გუნდშიც მუშაობდა.ალბათ გუშინდლამდე.
tngh
გილოცავთ... გილოცავთ... გილოცავთ!!! ყველას... ყველას... ყველას!!!
თორნიკე
ჩემპიონთა ლიგის შემდეგ საკვალიფიკაციოზე ცრვენა ზვეზდასთან წააგო 0-1, მერე ევროპა ლოგის მესამე საკვალიფიკაციოზე ორ იღბლიან გუნდში მოხვდა რომელიც დაასვენეს და პირდაპირ ევროპა ლიგის პლეიოფშია, სასაცილო ისაა რომ თბილისის დინამოს შეიძლება კიდევ შეხვდეს
gurulo
მადლობა ლოკომოტივს,გაიხარეთ,წარმატებები,ღმერთი თქვენთან. ეს კი რუსი მომღერლის ლეშენკოს ინტერვიუდანაა:Я так расстроился сегодня, у меня сердце болело, обидно до слез! Проиграли любительской команде, где одни старики собраны. Я не знаю их данных, но я смотрел по возрасту. Там, наверное, все 40-летние мужики играют со странными фигурами Им не стыдно, играя за великий клуб, проигрывать команде, которая раз в восемь уступает в бюджете? Что это вообще такое? Это была последняя капля. Я хожу на «Динамо», сейчас, наверное, брошу. Мне просто стыдно откровенно, что я болею за нынешнюю команду. Хочется прийти в раздевалку и спросить: «Вам не стыдно проигрывать каким-то дядькам, которые утром, возможно, ходят что-то продают, а вечером играют?». Я в шоке. 60 лет болею за «Динамо», такого позора не видел никогда в жизни.
გურამი ოქრო
ღმერთი სამობით არის!!! თქვენ გენაცვალეთ ყველას ერის და ბერის გახარებისთვის, წინ კიდევ ბევრი ბრძოლა გაქვთ
შოთიკო
მადლობა ბიჭებო !!!
klimenti
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო! ძალიან ემოციური წუთები გვაჩუქეთ, რომლებსაც მე პირადად არასდროს დავივიწყებ. ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როცა ისეთ გუნდს ამარცხებ, მატჩამდე თითქმის 90% მაყურებლის მასთან დამარცხებაში რომ იყო დარწმუნებული. გია ჭიაბრიშვილმა მისი დონე ჯერ კიდევ "ზესტაფონში" მუშაობისას აჩვენა, მერე "საბურთალოში", ახლა კი დაამტკიცა, რომ კიდევ უფრო გაზრდილა. მადლობა "ლოკოს" ყველა ფეხბურთელს და სტაფის წევრს ამ სიხარულისთვის! გაიხარეთ!!!
გიო
ჩემთან დენი არ იყო ( ცვლიან სადენებს მტელ უბანში) და ვერ ვუყურე თამაშს. ჩემი მთვრალი მეზობელი დვიჟოკზე უყურებდა და გოლი რომ გაიტანეს ჩვენებმა ორივეჯერ კაი გვარიანად გაუწყრა ფეხბურთელებს, ხოლო მოსკოველების პენალტზე დიდი ოვაციები გამოხატა და ცოტა დაგრჩათ ბიჭებო იქნებ დამატებით დროში გადავიდეთო, 2:1 რომ დამთავრდა ანგარიიში მერე ყველაზე გაბრაზდა, მთავრობაზე, ოპოზიციაზე და პუტინზეც, ცოლზეც, დილით რომ გაიღვიძა მეუბნება რავა წავაგეთ რუსებთან არადა რა კარგად ვითამაშეთო (თურმე გუნდები აერია), მე რომ ვუთხარი მოვიგეთთქო არ დამიჯერა და 5 კაციანი პურმარილი წავაგებიე, მერე დღევანდელი სპორტული გაზეთი წავაკითხე და ძალიან გაეხარდა, ბოლოს თავის თავზე გაწყრა.
სტიგ
დიდი მადლობა ამ დიდი ბედნიერებისთვის!!!!!!!!
ირაკლი
მადლობა ბიეჭებო. ძალიან გაგვახარეთ. წარმატებები!
გრანადა
არა ოსასუნასთან)))
ლევან
მგონი წინა ეტაპზე წააგო უკვე
დავით 67
ვერ ვხვდები ჩემ კომენტარს რატომ უნდა დაუსვა დისლაიქი! ერთს ვიტყვი ვისაც ლოკოს მოგება არ გაგიხარდათ თქვენი დედები...
Lasha19
მადლობა ლოკომოტივს, მის ფეხბურთელებს მწვრთნელს და საერთოდ ყველას ვისი დამსახურებაც არის ეს სიხარული. ყველა მეტად გამიხარდა ,რომ ფეხბურთით მოვიგეთ, რომ ჩვენი ბიჭები ფუხბურთს უბერავდნენ გულიანად. ეგრე გააგრძელეთ, თამამები ოყავით, არც ერთი გუნდის ტიტულებმა და ფინანსებმა არ შეგაშინოთ, წლებია ბურთით თამაშობთ თქვენც და სხვებიც, მთავარია თავხედურად, თამამად ითამაშოთ ფეხბურთი !!! მადლობა კიდევ ერთხელ
ზაალი
ხარისხზე როგორ აპელირებ,საოცარი ფეხბურთი ითამაშეს,პირველ ტაიმში ისეთი კომბინაცია ააწყეს ბარსელონას კიდე დიდი დრო დაჭირდება ეგეთები რო გაიმეოროს
კობა
ალბანეთის ტირანა ვის შეხვდა გამაგებინეთ?!! ვერსად ვნახე
emigranti
კარგა ხანია ასე არაფერი გამხარებია...უღრმესი მადლობა მთელ გუნდს...არ შემიძლია არ აღვნიშნო, ეს რა მეკარე გვეზრდება, საოცრებები ჩაიდინა...ასე გააგრძელეთ, თავდადებით,სასიამოვნოდ გაგვაკვირვეთ კიდევ არაერთხელ.
დავით 67
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო თქვენ გაიხარეთ! თამაშს არ მიყურებია უბრალოდ ვუყურებდი ტექსტობრივ ანგარიშს თანაც მოსკოვში ვარ. ასეთი სიხარული არ განმიცდია დიდი ხანია. ყოჩაღ ბიჭებს რომ ჩემი პროგნოზი არ გამართლდა. დღეიდან ლოკომოტივის ფანი ვარ. არც დინამო და არც საბურთალო აღარ მაინტერესებს!
Megreli
მოსკოველებო გული არ გაიტეხოთ, თბილისის დინამომ მოიგო თქვენს მაგივრად ))))) დინამო ხო დინამოა
Toko
რუსულ მედიას გადავხედე და ძალიან ცუდად მომხვდა ყურში მოსკოვის დინამოს ყოფილი დირექტორის სიტყვები ნახევრად პროფესიონალურ გუნდთან წააგესო. არ ვიცი.. ეტყობა არც უყურებია თამაშისთვის, ყველა ფეხბურთელი პროფესიონალურად თამაშობდა. შეიძლება ისეთი ტექნიკა და უნარები არ ქონდათ, წუნი იყო პატარა მაგრამ ქიმია შეთამაშებულობა არაამქვეყნიურად იგრძნობოდა, ძველი ზესტაფონი გამახსენა დღევანდელმა ლოკომ! ყველაფერი იდეალური იყო ფიზიკურად გაქაჩეს და რაც მთავარია ბოლომდე ითამაშეს. 90 წუთის მანძილზე რომ ესეთი პრესინგით თამაშობ და თან ავტობუსის ტაქტიკას არ იყენებ და სანახაობას აჩვენებ არის უიშვიათესი, მწვრთნელმა ძალიან კარგად იმუშავა შეცვლები მშვენიერი იყო და რაც მთავარია ლამაზი ფეხბურთი ვნახეთ რასაც მოკლებული ვიყავი ამდენი ხანი.. მაინც ქართული კლუბი ან ნაკრები რო ასპარეზობს სხვანაირად განიცდი და სხვა ზე ემოციებია რაღაც აღმატებული... მიყვარხართ ლოკო!
irakli81
ყოჩაღ ლოკომოტივს მართლა მაგარი ყოფილა.ისე ვარ მიჩვეული ქართული კლუბების წარუმატებლობას ,რუმინელების დამარცხება საეჭვო მეჩვენებოდა ,ეხლა დავრწმუნდი მართლა მაგრები ყოფილხართ,წარმატებები ლოკოს
Lova
მადლობა ბიჭებო ეს ყველაფერი დაიმსახურეთ თქვენ. ჭიაბრიშვილი მართლა მაგარი მწვრთნელი ყოფილა ხელები ამიწევია ასე რომ ეხლა უფრო დავრწმუნდი არარატთან რაც მოხდა და ყველამ კარგად იცით! გრანადასთან ბიჭებო ითამაშეთ თქვენი სიამოვნებისთვის და არავინ დაგძრახავთ ისიამოვნეთ და შედეგიც იქნება დამიჯერეთ
goga
ემოცია საოცარია - აუუუუ რუსეთს გავუყარეთ, მაგრამ სუფთა საფეხბურთო მხარეც არ დაგვავიწყდეს-ჭიაბერაშვილი რომ ნიჭიერი კაცია ფაქტია, ყველა გუნდს ეტყობოდა მწვრთნელის ხედვა, სადაც ყოფილა, ყველგან იგრძნობოდა, რომ გუნდს მწვრთნელი ყავს, მნიშვნელობა არ აქვს შემცდარა თუ არა... ბიჭებმა იომეს და საკუთარ თავსაც გადაახტენ. კენჭისყრის შემდგომ დავწერე, ნუ ნერვიულობთ რუსების წინააღმდეგ სისხლი იყივლებს-თქო და ასე აგიხდეთ ყველაფერი...
emigranti
ფიფია და სინდისი? შეუსრულებელი დაპირებების ჩემპიონია, რა უნდა მოსთხოვო.
მიდი ლოკო
ლოკომოტივის მწვრთნელ დიმა თოფურიძეს პირადად დ მის გუნდს ვულოცავ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას
jango
გრანადასთან თუ ასე ითამაშებთ როგორც დღეს, მაშინ მართლა ქებისა და დიდების ღირსების იქნებით. არ უნდა დაგემართოთ დინამოსავით. რა საზიზღრობა ითამაშა დინამომ , ეს რა იყო ა? სირცხვილი იქნება ესენი ჯგუფურზე გავიდნენ და თქვენ ვერა. წარმატებები ლოკოს!
ზუზუ
გული მიძგერდა და სახლში გავრბოდი 20:55 ზე !
gia
არ მაინტერესებს თამაშის ხარისხი, მთავარია რუსები გავამწარეთ! ამიტომ დიდი მადლობა ჩვენ გმირ ბიჭებს!!!
G.LA
დიდი მადლობა ლოკოს, ბიჭებო ყოჩაღ თქვენ ვაჟკაცები ხართ. მადლობა ჭიაბრიშვილს მან უკვე მეორე თავის კლუბზე ძლიერი კლუბი გააგდო და ეს შემტხვევითობა უკვე აღარ არის. აი რას ნიშნავს ძალიან რომ გინდა და დაილერებ რომ შეგიძლია ეს გააკეთო. აღფრთოვანებული ვარ თქვენით ბიჭებო. გილპცავთ და გამარჯვებებს გისურვებთ. თქვენ უკვე მთელ საქართველოს თავი შეაყვარეთ.
ჯონი
რუსეთში ვცხოვრობ , ასეთი სიხარული ბევრი ხანია მქონდა , რამდენმა კაცმა დამირეკა ამ საღამოს დაჟე არ ვიცი , ბრავო ბიჭებო ბრავო !!! დღევანდელი თამაში იყო ის რაც ყოველთვის შვებოდნენ ქართული კლუბები რუსულს
გოგა-77
ბიჭებს მადლობა თავდადებისათვის. გულშემატკივრებს კი მინდა მოვიწოდო,იმედია გრანადასაც მკვუგებთ, მაგრამ თუ ისე არ მოხდა ჩვენ რომ გაგვიხარდება, არც ერთი სიტყვა არ დავძრათ ჩვენი ფეხბურთელების გასაკრიტიკებლად. ისეთი სიხარული გვაჩუქეს, აწი წაგების უფლებაც აქვთ.
gia jashi
ჭიაბრიშვილი უჭკვიანესი მწვრთნელია ტაქტიკურად აჯობა ნოვიკოვს, გარდა ამისა ძალიან მაგარი ფსიქოლოგია, გუნდი დაარწმუნა რომ გამარჯვება შეეძლოთ.ბიჭები ხომ ლომებივით იბრძოდნენ და რამხელა სიხარული გვაჩუქეს! ათასი მადლობა მათ!
ტეტე1234
შარშანდელი საბურთალოს მარცხი სომხებთან 100% გამოისყიდა ჭიაბრიშვილმა.
დათო
აი რას ნიშნავს მებრძოლი სული, ეგრე ჯიგრიანად უნდა ითამაშო, უშიშრად და თან ჭკვიანურად. მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის, მადლობა მწვრთნელებს, გილოცავთ ყველას.
გიო
რუსულ სპორტ ექსპრესზე გადმოდით მთელი ამბები იქ ხდება 550 კომენტარია უკვე))
ელდარი
ვერავინ ვერ იტყვის,რომ ეს იყო შემთხვევითობა..სრულიად აკონტროლეს თამაში..ბელორუსთანაც ამ მოედანზეა თამაში ჩასატარებელი!ბრავო ლოკო!
გადასარევი გიორგი
ბიჭებო!!! ჭიაბრიშვილო!!! მეგობრებო!!!! აააააააააააააააააააააააა!!! ყოჩაღღღღღღღ! მოვედი მოსალოცად და პოლიციის კარდონმა არ შემომიშვა, მაგრამ იცოდეთ რომ ეს უაღრესად მნიშVნელოვანი მოგება იყო!!! იმიტომ კი არა რომ რუსეთ საქართველოს დაპირისპირება იყო, თუმც აესეც იყო!!! იმიტომ რომ თქვენ როცა მოინდომებთ, როცა გულით და სულით ითამაშებთ ყველაფერი შეგიძლიათ!!! დიდი მადლობა!!!!!!!!!!!!!!! გაიხარეეეეეეეეთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
Batumi90
სიტყვები ემოცია რავიცი რავთქვა, თავს ზემოთ ძალა არის და ეს ლოკომოტივმა დაამტკიცა, თავისი გენიალური მწვრთნელით ბრავოოოოოოოო გენაცვალეეთ
Batumi90
სიტყვები ემოცია რავიცი რავთქვა, თავს ზემოთ ძალა არის და ეს ლოკომოტივმა დაამტკიცა, თავისი გენიალური მწვრთნელით ბრავოოოოოოოო გენაცვალეეთ
გია
გავსკდი ყვირილით, კინაღამ ინფარქტი მივიღე. მადლობა შვილებო. გამახსენდა ძველი დინამოდან მიღებული სიხარულები.
მეორე გოლზე ისეთი ვიყვირე მთელი კორპუსი შეშინებული ბალკონზე გამოვიდა
აუფ "ქართველ" რუსეთუმეებს რა ტრაური ექნებათ?!
მწრთვნელი
ჭიაბრიშვილი ნაკრების მწვრთნელად! ვაისი დაიღალა!
Biankonneri
ემოციებით ვართ სავსე!!! მადლობა ბიჭებო!! მადლობა ამ სიხარულისთვის!!! პრინციპული მატჩი მოგებულია! გ ე ნ ა ც ვ ა ლ ე თ !!!
რუსოფილებო!!!
"ვიზიარებ" თქვენს მწუხარებას!!!
niko
ყოჩაღ და მადლობა ჭკვიანური და თავდადებული თამაშისათვის. გილოცავტ ყველას მოგებას. შეიძლება თამაში ყველასთან თუ მოინდომეს და სწორად მიუდგნენ საქმეს. წარმატება გრანადასთან!
მამუკა
დიდი მადლობა ბიჭებს ამ თავდადებისთვის. ყველანი გმირები არიან. სამწუხაროა, რომ ასეთი საფეხბურთო პოტენციალის მქონე ქვეყანაში ფეხბურთი ვერ გაიმართა წელში, სულ როდემდე უნდა გვიჭირდეს. მინიმუმ ხორვატიის დონეზე შეგვიძლია, თუ მეტი არა...
Alex.F
გაიხარეთ ბიჭებო ჩვენი გახარებისთვის!!!რაც შეეხება ჭიაბრიშვილს,მან სრულად აღიდგინე რენომე!!!გმადლობთ!!!
kakha
გაგვახარეთ ქართველი გულშემატკივარი....გილოცავთ. კირკიტაძე ნაკრებში უეჭველი უნდა იყოს
Solo
მიხარია და გილოცავთ!!! ბიჭებს მადლობა!! რუსეთი თუ სან მარინო იქნება მთავარია ხშირად მოვიგოთ, რომ ვირწმუნოთ საკუთარი თავის, და ამ ყველაფერის ერთერთი მთავარი შემოქმედი არის მწვრთნელი. ჭიაბერაშვილი ბრავო!
wbc
მად ლო ბააააა
დათო
ბიჭებო გილოცავთ ბრწყინვალე გამარჯვებას! თქვენ ეს შედზელით და თქვენ ეს დაიმსახურეთ, თქვენი ხასიათი კიდევ ერთხელ გამოავლინეტთ! მადლობა გიხდით! და სრულიად საქართველოს ულოცავ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას!!! ბრავოოოოოოოოოოოოოოოოოო
lex
მაგრები ხართ ბიჯობო გენაცვალეთ, ამის მერე რამდენი ეტაპია კიდე? გრანადა და მერე კიდე ერთია?
დაT
დედა რა იყო ეს ა. ლოკო თქვენ გენაცვალეთ ქართველებო აეეე. ჩასარეცხი ჩაირეცხა
პაატა
საოცარი გუნდური თამაში აჩვენა ლოკომოტივმა, კარგად ითამაშეს ბიჭებმა, კიდევ შეგვეძლო გოლების გატანა ისეთი მომენტებიც გვქოდა, ძალიან კმაყოფილი დავრჩი ამ სანახაობით, წარმატებები გუნდს და მის საუკეთესო მწვრთნელს, კიდევ ბევრი გამარჯვებები გეზეიმოს ლოკო, შენ დღეს მთელი საქართველო გაახარე:)
ng
ყოჩაღ ბიჭებო, მგლები ხართ :) გენაცვალეთ.
რომანა
რეალურად, გუნდს ეხლა დაეტყო ბატონი სოსო ფრუიძის ხელი და რა დროს გაუშვეს გუნდიდან. ხეტაფესთან წარმატებებს ვუსურვებ ლოკოს!
DAVE
მადლობა, გილოცავთ თქვენ და მთელ ქვეყანას
შოთა
ძლივს ჩვენც გავიხარეთ )) მადლობა ბიჭებს გილოცავთ ყველას, კაი ხანია ასე გოოოლ არ მიყვირია )))
თორნიკე
ვულოცავ ბიჭებს, გილოცავთ მთელს საქართველოს. რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, ეს უბრალოდ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი ნაღდად არ იყო და ბიჭებმა ჯიგარი დადეს. დღეს ერთი განსაკუთრებული დღე გვაჩუქეთ გულშემატკივრებს. არა აქვს მნიშვნელობა რა იქნება გრანადასთან, თქვენ უკვე ხართ გმირები!
Zaza
ბრავო ბიჭებს ეხლა გრანადა და გასამდება.დდ
ირემა
კარგი მებრძოლი გუნდი ჩანს ლოკომოტივი წარმატებები ბიჭებო!!!
ვაა, საღოლ და ბოდიში ბიჭებთან
ეს მე ვიყავი რომ დავწერე, დინამოს ბიუჯეტი მთელი საქართველოს ჩემპიონატისას აღემატება და დავეშვათ დაბლა ვერ გავცდებითო. ყოჩაღ კი არა მართლა ყოჩაღ ბიჭებსაც, მწვრთნელსაც და მენეჯმენტსაც. მადლობა და ბოდიში. ბოდიში იმ გულშემატკივარსაც ვისაც ჯეროდა და მე ვაქილიკებდი ... ნეტავი სულ ასე სასიამოვნოდ ვცდებოდე ხოლმე ცხოვრებაში :))) საღოლ ბიჭები მაგარი საღამო გვაჩუქეთ
ენთაზი
ხვალ ეხლა რუსების კომენტარები ვნახოთ აბა აა
დათო
მადლობა "ლოკომოტივს და ყველას გილოცავთ ამ გამარჯვებას. აჩვენეთ ეს თამაში საბურთალოს და "გირჩელებს" და უთხარით, რომ მოწინააღმდეგის წინაშე არ უნდა ჩაიხადო და წაიკუზო!!!
მიჩინიო
გრანადასთან შანსები ცოტაა... მაგრამ, ჯერ ერთი ყველაფერი შეიძლება მოხდეს და მეორეც, მთავარია ამათ მოუგეს! ყოჩაღ!
მგელი
გმირები! ყოჩაღ
kaxa
ბრავო! მადლობა ბიჭებო,უდიდესი სიხარული მოგვანიჭეთ ამ გამარჯვებით.უპრინციპულესი თამაში მოიგეთ. ასე მგონია ეს თამაში იქნება ჩვენი ფეხბურთის აღმავლობის დასაწყისი! ამ თამაშით დავიცალე ემოციებისგან! ქართული ფეხბურთი არ მომკვდარა არა!
YNWA
ბრავო! იცის ჭიაბრიშვილმა თავისი საქმე, ორგანიზებული დაცვიდან სწრაფი კონტრშეტევებით... ბიჭებს მადლობა ასეთი ბედნიერებისთვის
kaxa
ბრავო! მადლობა ბიჭებო,უდიდესი სიხარული მოგვანიჭეთ ამ გამარჯვებით.უპრინციპულესი თამაში მოიგეთ. ასე მგონია ეს თამაში იქნება ჩვენი ფეხბურთის აღმავლობის დასაწყისი! ამ თამაშით დავიცალე ემოციებისგან! ქართული ფეხბურთი არ მომკვდარა არა!
akaki
ახლა გადაგვითარგმნეთ მაქსიმალური რაოდენობით ინფორმაცია რას წერენ რუსები !!! მალობა გმირებს, ლ ო კ ო მ ო ტ ი ვ ი !!!
ქართველი888
თქვენ გენაცვალეთ, ასეთი ჯიგრიანი თამაშისთვის!!! გილოცავთ ყველას!!!
dato
აოოოოოოოოოოოოოოოო სერგეი სტეპაშინი ჩაემხო მუხლებზე ვყვირივარ გიჟივით
beqnuma
თქვენ გულებს ვენაცვალე ბიჭებო ასე რომ გაგვახარეთ ღირსეული გამარჯვება იყო წარმატებები ასე ერტსულოვნად გევლოთ
Musenbezi
კრემლის თავზე ქართული დროშა ფრიალებს!!! ყოჩაღ ლოკოს და ბიჭებს!!!
ჟორჟ სამპაიო
მადლობა ჭიას, მადლობა ბიჭებს მონიჭებული დიდი სიხარულისთვის. რაც არ უნდა ვატრ.კოთ და ვმიჯნოთ სპორტი და პოლიტიკა, ეს მოგება გამარჯვებაზე მეტია... ხოდა მადლობა ლოკომოტივს ამ სიხარულისთვის.
გია
ხვიჩამ დაიწყო ამათი გამწარება და ლოკომ დააგვირგვინა. მადლობა.
რა მაგარი შეგრძნებაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
ბაჩო
აუ რა მიხარია თქვენ გენაცვალეთ ჯიგრები ხართ !!
გელა
მადლობა ლოკოს
პატრიოტი
აბა გამოიღეთ ეხლაა! როგრი იყო ზემდან ყურება!
recondite
ყველას გილოცავთ ამ გამარჯვებას, ყოჩაღ ლოკო, ყოჩაღ ჭიაბრიშვილი !!! მეტი დაფინანსება ,უკეთესი ინფრასტრუქტურა,უკეთესი მოედნები და დარწმუნებული ვარ ასეთ და უკეთეს შედეგებს დავდებთ! იქნებ ეხლა მაინც მიხვდნენ
dima
უნდოდა დუმას რუსეთ - საქართველოს მატჩი? ხოდა მოვიგეთ !!! დიდი მადლობა ბიჭებო გენაცვალეთ წარმატებები !!!...
Ilia
გენაცვალეთ, ლომებო!!! მუდამ ასე დაგვემარცხებინოს რუსეთი!!!
ილია ხანდახან მართალი
ბრავოოოოოოო!!!! დიდი მადლობა ბიჭებო ძალიააან გვიყვარხართ!!!!!! თქვეეენ გენაცვალეეთ!!!!!!!
პრაგმატისტი
გილოცავთ, ბიჭებო. ეს თამაში ანახეთ რომან ფიფიას და იქნებ შეაწუხოს სინდისმა!
sormona
გამოვა ახლა ვისაც დინამოზე ქონდა გამაზული და იტყვის ჩაწყობილი იყოო :):):):):) ყოჩაღ ბიჭებო, მადლობა დიდი სიხარულისთვის!!!!!
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
გაგნიძემ მოსკოვის "ლოკომოტივს" ურთულესი პოზიციიდან გაუტანა [VIDEO]
კიდევ ერთი ქართველი ესპანეთში - ლუკა გაგნიძე "გრანადაში" გადავიდა
"ტრანსფერამდე ბევრ ადამიანს ვესაუბრე და ყველამ ეს აღნიშნა" - გაგნიძის კომენტარი "კრილია სოვეტოვში" გადასვლის შემდეგ
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
ლუკა გაგნიძე იჯარით მოსკოვის "დინამოდან" "კრილია სოვეტოვში" გადავა
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
გაგნიძეს მოსკოვის "დინამოში" არ ათამაშებენ და შეიძლება "რაკუვში" წასვლა გაუხსენონ
"ტიუკავინი "ატლეტიკოში"?" - "მარკას" რედაქტორი ინფორმაციამ გააოცა