2019 წლის საქართველოს საუკეთესო რეფერი ნიკა ამაშუკელი „შემოდგომის ერთა თასის“ ორ მატჩში იმსაჯებს.

22 ნოემბერს ის „მარიფილდზე“, შოტლანდიისა და საფრანგეთის შეხვედრაში უეინ ბარნსის თანამსაჯი იქნება, ხოლო 28 ნოემბერს, იმავე „მარიფილდზე“, შოტლანდიისა და ფიჯის მატჩში ენდრიუ ბრისს დაეხმარება.

„ეს არის მომენტი, რომელზეც ამ ასაკში ვერც კი ვიოცნებებდი. შოტლანდია-საფრანგეთი ძველისძველი დაპირისპირებაა და ფაქტობრივად, ექვსი ერის ტოლფასი შეხვედრის მსაჯობა მომიწევს, ხოლო შოტლანდია-ფიჯი იქნება პრინციპული დაპირისპირება“ – ამბობს ამაშუკელი.

„მომიწევს მსოფლიოში უდავოდ ნომერ პირველ მსაჯთან, უეინ ბარნსთან და ენდრიუ ბრისთან მუშაობა, რაც ათასმაგი პასუხისმგებლობაა. ბარნსი რეპუტაციით და ავტორიტეტით უდავოდ უძლიერესი მსაჯია და მსოფლიო თასის ფინალი მხოლოდ იმის გამო ვერ იმსაჯა, რომ იქ ინგლისის ნაკრები თამაშობდა. პირადად ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელიც მეორე დონის სარაგბო ქვეყანას წარმოადგენს, ეს გასაოცარი ფაქტი და დიდი პატივია“ – განაცხადა 26 წლის მსაჯმა.

ამაშუკელმა 2019/20 წლების სეზონის ჩელენჯ ქაფზე ჯგუფური ეტაპის ექვსი მატჩიდან ხუთი იმსაჯა; ასევე, ის იყო რეფერი 2020 წლის 20-წლამდელთა ექვსი ერის ორ შეხვედრაში: საფრანგეთი-ინგლისი და ირლანდია-უელსი; 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე რუმინეთის და ესპანეთის ეროვნული ნაკრებების მატჩი; პრო 14-ში ირლანდიური "მანსთერისა" და სამხრეთაფრიკული "კინგსის" თამაში; ხოლო პრო დე 2-ში (ვანი-მონტობანი) დებიუტში ხელი COVID-19-ის პანდემიამ შეუშალა.

rugby.ge

გიზოგ
წარმატებები ნიკას.
გიზოგ
წარმატებები ნიკას.
სოსო
იდეალურ მსაჯობას გისურვებ,ნიკა!შენი წარმატება,ჩვენი რაგბის წარმატებაცაა.
იდალგო
ვოტ მალადეც!
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა