#Sixth_Man

რატომ არ იქნება თორნიკე შენგელიასთვის ოპტიმალური NBA-ში თამაში?

აქვე, აღვწეროთ თოკოს, როგორც მძიმე ფორვარდის, ძირითადი შესაძლებლობები უმაღლესი ლიგის დონეზე (NBA-ში მისი ფიზიკური კონდიციები 4 ნომერზე დაბლა დგომას არ ექვემდებარება):

ზომა/ათლეტურობა - ნამდვილად არ აკლია არც ერთი (206სმ. 110კგ.), თუნდაც - NBA-ის დონისთვის.

დაცვა - ნორმალურზე უკეთეს დამცველად ითვლება ევროლიგაში, მაგრამ ეს დონე საკმარისია უმაღლეს ასოციაციაში?

აქ თოკო, მხოლოდ, ნორმალურთან მიახლოებული დამცველი შეიძლება, იყოს, ისიც, მარტო, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რაც შეუძლია, გააკეთებს.

სროლა - თითქოს, დაიყენა სასროლი სელექცია, მაგრამ ეს არ არის საიმედო სროლა. (შენგელია, ზოგადად, ამ კრიტერიუმს, შედარებით, ნაკლებად იყენებს, თავისი სტილიდან გამომდინარე).

ძალა - ფიზიკურად, ძალიან ძლიერი კალათბურთელია, ზოგადად.

სისწრაფე - მოდით, ვაღიაროთ, არ ეთქმის თოკოს NBA-სთვის სწრაფი ფორვარდი, თუმცა, არც ნელია.

ლიდერობა - ევროლიგაში ეს მშვენივრად გამოსდის, მაგრამ NBA-ში....

არც სჭირდება, პრინციპში, ყველამ ვიცით, რომ ის გუნდის ლიდერად ვერსად მივა.

ინტელექტი - არა, როგორც კალათბურთელს, არამედ, როგორც სპორტსმენსაც, თორნიკეს ამ ასპექტში არაფერი დაეწუნება.

მოხსნა - ჩემი აზრით, ევროლიგის დონეზეც კი, მხოლოდ, ნორმალური მომსნელი ეთქმის.

პოსტ-მოძრაობები - ეს მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა და ლიგაში გამოიყენებდა კიდეც. უბრალოდ, ერთი პრობლემაა, დღეს NBA-ში ამ კრიტერიუმზე აქცენტს აღარავინ აკეთებს, თვით - გრეგ პოპოვიჩიც კი, რომელსაც ყოველთვის ძალიან უყვარდა ასეთი სტილის კალათბურთი.

მოდით სიმართლეს თვალებში შევხედოთ, ლიგის რომელიმე გუნდს რომ აზრად მოუვიდეს შენგელიას შემადგნელობაში აყვანა, ძირითადი ხუთეულის გასაძლიერებლად არ აიყვანს. მაშინ - სად? - სათადარიგოთა სკამზე?

ვიმსჯელოთ ამაზე, თუ რა პრინციპით ხვდებიან ,,ბენჩზე" კალათბურთელები და რა პრინციპით იღებენ გარკვეულ დროს?

პასუხი ასეთია - როცა მწვრთნელის სტრატეგიულ სისტემაში გარკვეული როლი აქვთ, ეს, როგორც წესი, შეიძლება, იყოს კარგად მსროლელის ან კარგი დამცველის როლი. სხვა შემთხვევაში, როცა არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს მოთამაშე, მას გაამწესებენ ხოლმე სარეზერვო ხუთეულში. აქ კი, თორნიკე შენგელიას ნებისმიერი გუნდი სიხარულით მიიღებდა.

კარგი, რეზერვში გარანტირებული ადგილი ვიპოვეთ, მაგრამ კითხვაც ხომ ჩნდება, უღირს თოკოს ასეთი როლი, როცა, მთლიანად, ევროლიგაში უამრავი გულმხურვალე გულშემატკივარი ჰყავს?

ერთი კარგი ქართული გამოთქმა არსებობს (სამწუხაროდ, ზუსტად არ მახსოვს, როგორ ამბობენ, ამიტომ, დაახლოებით, ასე ჟღერს) : ,,ჯობია, ცხვრებში იყო მგელი, ვიდრე მგლის ხროვაში რიგითი წევრი".

მგონი, როგორც ვიცი, თორნიკე ამას მშვენივრად ხვდება.

იყო პერიოდი, როცა, მე პირადად, ვფიქრობდი, რომ ღირდა მისი NBA-ში დაბრუნება მანამ, სანამ ოპტიმალურ ფიზიკურ და მენტალურ კონდიციებს მიიღებდა, როგორც ფიზიკაზე გათვლილი სტილით მოთამაშე 4 ნომერი, მაგრამ ლიგის ტენდენციები იცვლება.

თორნიკე შენგელია, როგორც პროფესიონალი კალათბურთელი, მშვენიერ სიტუაციაშია ახლა და, ვფიქრობ, უკეთესია, ამ ყველაფრით მაქსიმალურად დატკბეს, სანამ შეუძლია.

მცირე შეჯამება (კითხვების გამოსარიცხად):

● თოკო არის უძლიერესი მძიმე ფორვარდი.

● მას სიხარულით აიყვანს ნებისმიერი გუნდი NBA-ში.

● შენგელია, NBA-ის დონისთვის, არ არის გამორჩეული დამცველი ან მსროლელი, რომელთა გათვალისწინებითაც ხდებიან აქ ბენჩის სტაბილური წევრები სტაბილური და რესპექტაბელური დროით.

● თორნიკეს ვერ მისცემენ გარანტირებულ წუთებს და ვფიქრობ, ეს მისი დონის კალათბურთელისათვის არასწორი ნაბიჯი იქნება.

● ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი ბიჭი იმ ლიგაშია, სადაც უნდა იყოს.

პ.ს. გარდაუვალია ის ფაქტი, როცა თორნიკე შენგელია NBA-ში დაბრუნდება, მაგრამ ეს მოხდება ვეტერანობის პერიოდის საწყის ეტაპზე, რადგან გუნდებს მისი გამოცდილება დასჭირდებათ. სტაგნაციადაწყებული თოკოსთვის კი, ეს სიტუაცია აბსოლუტურად სწორი იქნება.

წყარო: Sixth Man - ბლოგი კალათბურთზე

aqsadaqsa
იცი როგორი სტატიაა? ნააზროვნები არის რაღაც სთრით ბოლის მოყვარულის ტვინით რა, აი კობი რომ მოწონს და მის ძმაკაც ვიიიიინს მიაუ კარტერი რა, ყოჩაღ რეალობა ასეთია.
sake
მართალი შეფასებაა,მირჩევნია თოკოს ევროპაში მოედანზე ვუქომაგო,ვიდრე ნბა-ში სკამზე მჯდომმი (მეტწილად) ვიხილო
დენ გაძურიჩი
ამაზრზენი სასტავი ხართ.... ტიპმა დაგიღეჭათ და დაგიდოთ ცხვირწინ სტატია... თუ რამე იაზვურის დაწერის პონტი არ გაქვთ, კომენტარს ვერ წერთ. ვაფშე ვინ ხართ, საიდან ხართ ძმაო... კლავიატურშჩიკები...
დ
მაჯას თუ დაარბილებს, ნბაშიც გაქაჩავს, ეგ ისეთი მიზანდასახულია, არაა გამორიცხული, 2-3 წელიწადში კოსმოსი გახდეს, ანუ ის, სუპერვარსკლავი რომ ჰქვია, ევროპაში ხუთეულში ხომ შედის როგორც მინიმუმ!
გოგი
ამ სტატიას დავარქმევდი უსაქმური კაცი მახათს იყრიდაო((((((((
რა მაფიაა?
რა მოგელანდათ ეხლა ასეთი?
Joras
ჟორა! სოფელია ქალაქს პურს, რომ აჭმევს!
Rezi
Egre ki araa, jobs y...shi qurdi iyo vidre piriqito))))
ჟორა
დიახ ბატონებო ტყუილად არ უთქვიათ: "ჯობია სოფელში იყო პირველი, ვიდრე რომში მეორეო".
aburjga
ძალიან კარგი სტატიაა! ავტორს უდავოდ ეტყობა პროფესიონალიზმი. მადლობა ანალიზისათვის! დავსძენ, კალათბურთის თამაში გინდათ, ნბა-ში დონჩიჩის დონის თუ არ ხართ, ნუ გადახვალთ!
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
[VIDEO] შენგელიას სუპერმატჩი ევროლიგაში - "ბარსელონამ" "ლიონ-ვილერბანი" დაამარცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
დაუფასებელი სკოტი პიპენი?
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "ორლანდომ" "ფინიქსი" დაამარცხა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
Lakers-ის დიდი დაბრუნება
[VIDEO] მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი - "ტორონტო" აუტსაიდერთან დამარცხდა
[VIDEO] კაპიტანი ფორმაშია - შენგელიას კარგი მატჩი ევროლიგაზე
მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
ლებრონის ნამდვილი მამა - ლებრონ მაქლილენდი?
[VIDEO] შენგელიას შედეგიანი მატჩი - "ბარსელონა" "დუბაისთან" დამარცხდა
NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირცხვილი
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
კობი ბრაიანტის არარეალური მენტალიტეტი
უცნობი დეტალები ჰაკიმ ოლაჯუვონზე