თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა და მფლობელმა რომან ფიფიამ ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში, გადაცემაში "სპორტი იმედზე" ფარერის კუნძულებზე განცდილი მარცხის შესახებ ისაუბრა.

"ნამდვილად, მე ვერც წარმომედგინა, რომ ფარერების გუნდი მოგვიგებდა. სამწუხაროდ, ასე მოხდა და ძალიან მტკივნეული მარცხი განვიცადეთ. ამას რა ახსნა უნდა ქონდეს? რა და შეხვედრა მოგვიგეს, ჩვენ წავაგეთ. შეიძლება ბევრი ვილაპარაკოთ, მაგრამ წაგებას გამართლება არ აქვს. მეც ჩვენი გულშემატკივრების მსგავსი განცდა მქონდა - როგორ წავაგეთ ასე ფარერების კლუბთან? მართალია, ამ კუნძულებზე ფეხბურთი ბოლო წლებში ძალიან განვითარდა, თუმცა მაინც... რა სიტყვებით ვანუგეშო ფანები? მე ყველაზე მეტად მინდოდა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებდი და მომავალშიც გავაკეთებ.

სპეციალურად ჩავედით 2 დღით ადრე, რათა ბიჭებს კარგად დაესვენათ, ჩარტერული რეისით და ა.შ. მატჩის წინ განწყობა გუნდში მშვენიერი იყო, ასეთ წაგებას ვერაფერი მოასწავებდა. წინ ბიჭებს ვუთხარი, რომ მათგან მხოლოდ მოგებას ველოდებოდი. ისიც ავუხსენი, რომ წაგებას არავინ გვაპატიებდა. ვფიქრობ, მეტოქე სათანადადოდ ვერ დააფასეს.

პასუხისმგებლობის აღება და გადაწყვეტილებების მიღება შემიძლია. დღეს მიმდინარეობს შიდა ჩემპიონატი და ბიჭებს დასამტკიცებელი აქვთ, რომ ღირსეული მოთამაშეები არიან და ფარერებზე მომხდარ ფაქტს პასუხი უნდა გასცენ. ცხადია, ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, თუმცა ყველაფერს სეზონის ბოლოს შევაფასებთ.

იცით რა, საქართველოში კარგი ლეგიონერის ჩამოყვანა ადვილი ნამდვილად არ არის. გნებავთ, ციფრებით ვილაპარაკოთ? ჩისკო ხელფასის სახით 25 000 ევროს იღებდა, გიორგი ლორია - 20 000 დოლარს. ასეთი პერიოდიც გვქონდა, თუმცა ჯგუფურ ეტაპზე მაინც ვერ გავედით. ამ გუნდს მე ვაფინანსებ და რისი საშუალებაც არის, ისე ვაფინანსებ. პირდაპირ ვაცხადებ, რომ საკმარისი ბიუჯეტი არ გაგვაჩნია.

ქართველ ნიჭიერ ბიჭებს რაც შეეხებათ, ყველას წასვლა უნდა, იქნება ეს რუსეთი თუ ევროპა - ყველას საქართველოდან წასვლის სურვილი გააჩნია. ვერ ვაჩერებთ, არ ჩერდებიან, როგორც კი გამოჩნდებიან, მაშინვე წასვლისკენ აქვთ თვალყური მომართული - უკეთეს ჩემპიონატში, უკეთესი ხელფასის გამო. ამაზე ფეხბურთელებთანაც გვისაუბრია. არ არის მოთამაშე, ვისაც ეტყვი კიდევ ერთი წელი დარჩეს - შეიძლება უთხრა 3 თვე, 6 თვე, მაგრამ ერთი წელი გამორიცხულია. ჩვენი აკადემიის აღზრდილი ბიჭები ძირითად გუნდში თამაშობენ, ახლა გიორგი მამარდაშვილის დაბრუნებასაც ვაპირებთ.

ჩვენს ფანებს მინდა მივმართო, ჩისკო არსად მას 2 წელს ვაძლევთ. იქნება პროგრესი? გუნდში 5 წლით დარჩება!

ბოლოს მინდა ვთქვა, თუ გამოჩნდება ვინმე, ვინც ჩემს საქმეს გადაიბარებს, თანხებს დახარჯავს და საქმეს განაგრძობს, მოვიდეს, მე წინააღმდეგი არ ვიქნები,"- განაცხადა ფიფიამ.

მირიანი
რა გააკეთე რაა, ყოველ წელს რომ ახალ გუნდს აყენებ და 1 წელიც ვერ ინარჩუნებ ფეხბურთელს, მაგას გაკეთებას ეძახი? შეხედე ცოტა სხვა გუნდებს და გაერკვიე კარგად როგორ უნდა ნორმალური გუნდის დაყენება
გულშემატკივარი 50-წლიანი სტაჟით
ფუი ეშმაკს. გაქრი, გაქრი, გაქრი!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ლადო
გუნდი ჩემპიონი გახდა და დაშალე, გარსია რომ გაუშვი 9 წლის წინ მეგონა იმაზე მწარედ ისწავლე და იგივე სისულელეს არ გააკეთებდი! არ ვიცი რა ვთქვა, აწი მაინც მოდი აზრზე და გვერდში რომ გიდგანან წურბელები იმათ ჭკუაზე ნუ ივლი!
ჟორა გაბრიჭიძე
ერთი რამ ვერ გამიგია ქართული ბიზნესის. კი ბატონო, იყიდე ფეხბურთის გუნდი და გინდა რაღაცას მიაღწიო, რად არ ვიცით ქართველებმა, რომ საქმე საქმის მცოდნე სპეციალისტმა უნდა აკეთოს? ფეხბურთი არაა ვაჭრობა (თუმცა მასში ვაჭრობის ელემენტებიცაა), თურქეთში იყიდო და თბილისში გაყიდო. აბრამოვიჩმა კი იყიდა ჩელსი, მაგრამ გუნდი სპეციალისტებს ჩააბარა. ის ფულს დებს და შედეგს კითხულობს, მეტს არაფერს. რატომღაც ქართულ ბიზნესში მე ამას ვერ ვხედავ. გუნდს ქართველი ბიზნესმენები იმიტომ კი არ ყიდულობენ ქართული ფეხბურთი ააყვაონ, არამედ პრეზიდენტები და დირექტორები გახდნონ.
ფანი ნეტარი
მადლობა ბატონო რომან, კიდევ კარგი, რომ ყველაფერი გააკეთეთ, თორემ რამე რომ დაგეკლოთ 9:0 დავმარცხდებოდით! ის ერთი გოლი ხომ შემთხვევით არ გაგვიტანია, ჩვენი პროფესიონალიზმის დამსახურება იყო.
გუჯი
10 თვის წინ რომ ჩისკო გაუშვა და ახალი გუნდი შეაკოწიწა ახალი მწვრთნელით ეს ვისი ბრალია?? ზუსტად ერთი და იგივეს რომ იმეორებს ყველა წელს უკვე 10 წელზე მეტია და შედეგი რომ ყოველთვის ცუდია ეს ვისი ბრალია?? ეს ოხერი თუ ფული და ფინანსები არა გაქვს და არც ნიჭი და ცოდნა თუ როგორ იყო წარმატებული ხელმძღვანელი მაშინ დინამოში რა გინდა??? შენ არ გაქვს უფლება იყო დინამოს ხელმძღვანელი!! წადი რაა, წადი შენს საქმეს მიხედე!!

იქნებ შეეშვათ ფეხბურთს და თქვენც პოლიტიკაში გეცადათ ბედი, ფეხბურთში ხომ უკვე დალაგებულია ყველაფერი!!! ან ფარერებზე თუ არიან მწყემსები საქართველოშიც რომ მოგვეძებნა?! ბოლო-ბოლო ხელფასს მაინც არ მოითხოვენ იმდენს!!!

არსებობს კიდევ მიზეზი რომელიც კლუბის ფიასკოების და კატასტროფების მიზეზად არ დაუსახელებიათ, ფარერებზე ფეხბურთი განვითარდაო?! ანუ ადრე როდესაც (ამ კაცის პრეზიდენტობის პერიოდში) მწყემსებით და მაღაზიის გამყიდველებით დაკომპლექტებულ გუნდებს რომლებსაც დინამოელებთან შედარებით ალბათ სასაცილო ხელფასები აქვთ, გუნდი უგებდა მაშინ დონით ჩვენ მაღლა ვიდექით და მერე ჩვენ გავჩერდით ისინი დაგვეწივნენ თუ რა მოხდა?! მიზეზებსაც ვეღარ პოულობთ უკვე... სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს!!!!
gocha juve
ბატონო რომან ქართველი გულშემატკივრების ნერვებზე თამაშობთ ალბათ თუ რა არი , თუ არ შეგიძლიათ გუნდის მართვა და ფული არა გაქვთ გაყიდეთ და გადააბარეთ იმას ვინც ნორმალურად წაუძღვება და უხელმძღვანელებს გუნდს ! რაც თქვენს ხელშია გუნდი,სულ იმის დაპირებას იძლევით წელს თუ არა მერმისს გაკეთდება ნორმალური გუნდიო ჩემპიონთა ლიგაზე თუარა ევრო ლიგაზე მოვხვდებითო გადის წლები და შედეგი ყოველთვის სამარცხვინო! წლევანდელი გამოსვლა კი იყოო სრული ფიასკო და წერტილის დასმა და დავინახეთ რომ თქვენ ხართ ძალიან სუსტი გუნდის მენეჯერი !
status quo
ამ იდიოტმა როგორ იშოვა დიდი ფული?
SOS
აი გადასარევია პირდაპირ რა!!! ბატონი რეზო ძოძუაშვილის გარდა არცერთი ყოფილი დიდი და პატივცემული, მაღალი ავტორიტეტის მქონე დინამოელი არ გამოსულა საზოგადოების წინაშე თავისი აზრის სათქმელად!!! საბოლოვოდ დაღუპავს ისედაც თითქმის დაღუპულ ქართულ ფეხბურთს ეს მიდგომა !!! რა ჩემი საქმეა?! რამე რომ ვთქვა ვინმეს არ ეწყინოს?! ჩემი საუბრით მაინც არაფერი გამოვა და ა.შ. რას გაჩუმებულხართ საერთოდ არ გიყვართ დინამო?! ამის იქით არის კიდევ რამე , ღუპავს ეს კაცი ამ სახელოვან კლუბს ვერ ხედავთ?! არარატ-არმენიას მერე თუ კიდევ არსებობდა რამე უფრო შეურაცხმყოფელი გულშემატკივრისთვის ძნელად სავარუდო იყო მაგრამ..... ცდებს ატარებთ სადამდე შეიძლება დაცემა თუ რა ხდება?! რატომ ხართ გაჩუმებული?!
იროდი
ეგ შენ გგონია, რომ გააკწეთწ; ფეხბურთი ისე გესმის, როგორც მე ვიეტნამური ენის გრამატიკა. მოშორდი!
ქომაგი
15-16-17 წლის ბიჭებს სანამ ძირითად გუნდში ითამაშებენ ყველას 5-6 წლიან კონტრაქტი გაუფორმეთ, წინასწარ რომ ეცოდინებათ (კონტრაქტიდან გამომდინარე) წასვლაზე აღარ იფიქრებენ. 22-23 წლის ასაკში რომ წავიდნენ არაფერი მოუათ. თუ წინააღმდეგი იქნებიან ასეთები აკადემიაშიც არ უნდა აიყვანოთ. მგრამ საქმე იმაშია თქვენ თვითონ გაწყოფთ რომ გაყიდოთ და ფული გააკეთოთ, ბიჭები არაფერ შუაშია...
ziko
აკადემიას მეტად უნდა დაეყრდნონ როცა ნორმალური ლეგიონერი ვერ ჩამოგყავს. დინამოს ჭირდება კარგი მწვრთნელი ,ასევე დინამოს ჭირდება კარგი სელექციონერები რომლებიც ქვეყნის შიგნით და გარეთ სწორად შეარჩევს ფეხბურთელებს,ყველა ნორმალურ კლუბს ყავს სელექციონერები, ვითუმეტეს ასეთი სახელის მქონე გუნდს აუცილებლად ჭირდება,ახლა ალბათ საერთოდ არ ყავთ.მაგალითად ბენიო,ორშულა,ტრუბოჩკინი ვინ შეარჩია რა მოეწონათ ამათი თუ გინდათ კიდევ მონხილი,კაცი ინდოეთში თამაშობდა და ამათმა დინამოში მოიყვანეს, ალბათ იქ ცეკვას ისწავლიდა აბა იქ ფეხბურთი როგორ უნდა ისწავლო ვერ ვხდები. ვხვდები,ეს
კა
თუ ყველაფერი გააკეთე და მაინც ვერ გავედით ესეიგი ამოწურე შენი თავი და წადი!!! რაც შეეხება ჩისკოზე ვეთანხმები ისეთი ნაგავი შემადგენლობა დახვდა ასეთ მცირე დროში ვერაფერს შეცვლიდა. და ზოგადად ფეხბურთელებს თვალი წასვლაზე უჭირავთო რატომ მერე? იმიტომ რომ გუნდს გეგმა არ აქვს რაღაც გეგმა ხო უნდა იყოს რომ ფეხბურთელს მოტივაცია ჰქონდეს გუნდში დიდი ხნით თამაშის მაგრამ ყოველ წელს ნახევარ გუნდს უშვებთ და მწვრთნელებს ნასკებივით იცვლით აი მერე მიდი და მოსთხოვე ფეხბურთელს დარჩიო.. ბერამ ხო თქვა გუნდს ვიყიდიო და იყიდოს დინამო იქნება მაგან მაინც უშველოს აბა ფიფია ისე ლაპარაკობს მგონი დარჩენას აპირებს და რავიცი
მენტალური მომზადების ცენტრი
"კლაკსვიკის" ფეხბურთელები უფრო სწრაფები იყვნენ და ერთი შეხებით უფრო კარგად თამაშობდნენ. მოიწვიეთ მწვრთნელი, რომელსაც ამის სწავლება შეუძლია და არ რომელსაც მხოლოდ სახელი აქვს და ჯგუფში გასვლა ენატრება. ჩვენი ფეხბურთელების კლასიც აიწევს, შედეგიც გაუმჯობესდება, ფეხბურთელების ფასიც გაიზრდება და ნაწილს აქ დაიტოვებთ და ნაწილს უკეთეს ჩემპიონატებში გაუშვებთ!
გადასარევი გიორგი
"ქართველი ხალხის თავმოყვარეობა" რომ გადავარქვათ დინამოს არ ჯობია? უფრო ადეკვატური იქნება სახელი და რეალობასაც უფრო ასახავს. თქვე კაი ხალხო - ამას იმედში მოწვევა კი არ უნდა, უნდა გადაყენება. კერძო მფლობელი რომაა ამიტომ იყო აქ ბევრჯერ კარგი იდეა, რომ გამოვისყიდოთ დინამო, ყველამ. დინამოზეა დამოკიდებული მთელი ქართული ფეხბურთის მომავალი. ძლიერი დინამო ძლიერი ჩემპიონატის საწინდარია და ნაკრების ხერხემალი. ეს კიდევ გადავიდეს სადმე პატარა კლუბში და იგივე იქ გააკეთოს. რაც დინამოში დამღუპველია , იმ პატარა კლუბში იდეალური იქნება და იქიდან ყიდოს ეს ფეხბურთელები.
daT
რომან ფიფია აფერისტი და მატყუარაა. 1993 წლიდან ქართული გუნდები გადიან ევროთასებზე და მხოლდ 2019 წელს და 2020 წელს გაგვიმართლა კენჭისყრით. 3 წელს აძლევს ულიცენზიო ჩისკოს ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად. (ჩისკოს სამწვრთნელო კარიერაში დინამო პირველი გუნდია) 3 წელიწადში ჩისკომ მწვრთნელობაც უნდა ისწავლოს და ფარერებთან 1:6-ის წამგები გუნდიდან ევროპის ლიგის ჯგური ეტაპი უნდა დადოს + კენჭისყრაშიც უნდა გაგვიმართლოს. თვითონ ფიფია უკვე მეათე წელია გუნდის ხელმძღვანელი და თავის თავს რამდენ წელს აძლევს?
მერაბი
მოდით ფედერაციასაც დავუსვათ ერთი შეკითხვა და კეთილი ინებონ გაგვცენ პასუხი, კაცი, ომელმაც ჩვენი საამაყო და საყვარელი გუნდი ასეთ დღეში ჩააგდო, რატომ არის ფედერაციის პრეზიდიუმში გამოჯგიმული. გვიპასუხეთ, თუ ფიფიასთან არ გაქვთ ვასვასი. ფედერაციას აქვს თავის წილი პასუხისმგებლობა, ტყუილად ნუ გაიმართლებენ თავს, რომ კლუბი კერძოა, არ ვჭამთ მასეთ პასუხს.
ლევანი
წადიიიიიიიიიიიიი!!!!!!!!!
klaster
რამდენი ჩაგერიცხა?
დინამოს გადასარჩენად !!!!
უსაზღვრო პატივისცემით და უდიდესი იმედით ველოდებით ალბათ, დინამოს ყველა თაობის და ასაკის გულშემატკივრების უდიდესი უმრავლესობა, სახელოვანი დინამოელების რეაქციას და შემდგომ ქმედებებს(ჯერჯერობით ამაოდ), იმ უკანასკნელი წლების კატასტროფასთან დაკავშირებით რისი გვირგვინიც ბოლოს განიცადა კლაკსვიკთან ამ ოდესღაც დიადმა კლუბმა. ალბათ ერთ-ერთი იდეალური გამოსავალი იქნებოდა მართალაც, რომ დინამო სააქციო კლუბი გახდეს და მისი აქციების შეძენა უბრალო გულშემატკივრისთვისაც ხელმისაწვდომი იყოს, თორემ ამ კაცის ხელში არათუ სპორტული მიღწევები. საერთოდ შეიძლება მართლა გაქრეს ეს კლუბი !!!!

წადი რა რუსეთში იყიდე რამე კლუბი მაგის მეტი რა არის, რა დაგვაწყვიტე ნერვები რას გვერჩი ხომ ხედავ არ გესმის ეს საქმე სირცხვილით თავს არ უნდა ყოფდე გარეთ და შენ კიდევ რეებს ბოდიალობ?!
gio
ასე სამარცხვინო წაგების მერე, რომელ 2 წლიან პროგრესზე ლაპარაკობს, მთელი გუნდი და მწვრთნელი შესაცვლელია. საქართველოში ვერ მონახა ჩისკოზე უკეთესი დინამოელი მწვრთნელად? ეს კაცი ანადგურებს საერთოდ თბილისის დინამოს სახელს.
lekso kutaisi
ეს მარტლა უნამუსო კოპილა რა გააკეტე ბენიო მოიკვანე გუნდჰი დინამო ტბილისი და ბენიო სხვებზე არაპერს ვამბობ დინამო გადააკციე პულის საჰოვნელ დანადგარატ ცადი რა დროზე ჰენი ადგილი კარგად იცი სადაცაა არ ვიგინები დამბლოკავტ კვასხვადზეს რო გუნდჰი მიიკვან კაი რა
alex
ეს გვეკაიფება მე მგონი..... დავიღალე ამის სისულელეებით
უნივერსალი
აჰა ხომ ამბობს "თუ გამოჩნდება ვინმე, ვინც ჩემს საქმეს გადაიბარებს, თანხებს დახარჯავს და საქმეს განაგრძობს, მოვიდეს, მე წინააღმდეგი არ ვიქნებიო" კიდევ ერთხელ გთავაზობთ, დავაფუძნოთ "დინამო თბილისის გადარჩენის ფონდი" შევაგროვოთ ფული ვისაც ამ გუნდზე გული შეგვტკივა, გავაკეთებინოთ დინამოს ქონების აუდიტორული შეფასება თავის ბაზიან-აკადემიანად და გამოვისყიდოთ ფიფიასგან სააქციო საზოგადოების სახით. ვისაც დინამო უყვარს არავინ დაინანებს ფულს, ვიღაც 10 ლარს ჩარიცხავს, ვიღაც 200 ლარს, ვიღაც 1500 და ა.შ. თითოეული დინამოს გადამრჩენელი შემოტანილი თანხის შესაბამის რაოდენობას მიიღებს აქციების სახით. დარწმუნებული ვარ ბევრი ცნობადი სახე გამოჩნდება და ფინანსებსაც არ დაინანებენ, ზოგიერთი პოლიტიკოსი მარტო ხალხის თვალში ქულების დასაწერად 10-15 ათასს ისე ჩარიცხავს არც დაფიაქრდება. სეზონის ბოლომდე თავისუფლად შეგროვდება საჭირო თანხა. მაინც ჩვენი ფული იხარჯება ჰაერში და არ ჯობია გონივრულად დაიახარჯოს და თან გავაკონტროლოთ სად იხარჯება?
fifia
ბატონო რომან, რა ვქნა, რიტ გაგახაროტ, საქმე ისაა, რომ ლამბროზოს ტეორიის მიხედვით კრიმინალისა და არამზადას ჰაბიტუსი გაქვთ, შეიძლება ხართ კიდეც, რადგან არამხოლოდ გამომეტყველება მსჯელობაც არამზადული და კრიმინალური გაქვთ...გინდათ მოგვატყუოთ ბატონო რომან ფიფია? ამასთან დაკავშირებიტ მოგიძღვნით ერტ ლექსს:- არა ბატონო მელაო, ახლა აღარა ბნელაო, ამოდი ხეზე დაგვახტი ეზე"...
რომა
იმედი რა შუაშია მეგობარო, ფიფია არის ნაციონალი. მისი ძმა ერთ-ერთ რეგიონში ნაციონალების მაჟორიტარია - რონალდ ფიფია. შეგიძლია გადაამოწმო ))
დავითი
ბატონო რომან (და მომხრეებო)! მესმის ნამდვილად ბევრი რამ გაკეთდა დინამოში. აკადემია მართლაც კარგად მუშაობს, ცოტა ფული არ დახარჯულია და საკმაოდ ბევრი რამ კარგად აჩანს. დრო კიდვე უფრო გამოაჩენს... მაგრამ და აქ ძალიან დიდი მაგრამ!!! არც ერთი აფრიკელი ან სამხრეთ აფრიკელი ფეხბურთელი. ისეთი მართლა რომ ფეხბურთელია და 1 თავით მაინც სჯობს საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელებს! რა გახდა 3-4 სკაუტის დაფინანსება? აფრიკელი, ფიზიკურად ძლიერი ახალგაზრა ფეხბურთელი რომ მოვიძიოთ... თუნდაც ევროპის ლიგის პლეიოფში თამაში არ იქნება ბევრისთვის ცუდი მოტივაცია. ოღონდ წესიერად რომ მოძებნო. იგივეს ვიტყვი ლათინური ამეიკის ქვეყნებზე. ბრაზილია-არგენტინიდან თუ ვერა, კოლუმბია, ურუგვაი და ა.შ. სკაუტი სკაუტად და 21-ე საუკუნეში თამაშების ყურება ბევრად გაიოლდა, მოინიშნე საინტერესო ფეხბურთელები და მერე საქმეში ნახე. სკაუტურ ფირმასთან გააფორმე კონტრაქტი. ბევრი შესაძლებლობაა, რომელსაც არ იყენებთ. ამის ნაცვლად ცხვარი მენეჯმენტი გყავდათ წლები! მაქინაციებში ეჭვმიტანილი ტყავაძე (ალვარო როგორ მოიცილა მაგალითად). ამის ნაცვლად გამოდიხართ და დამცინავად ხან გუნდ ვაახალგაზრდავებო და ხან ევროტურნირებისთვის ვაძლიერებო. 9 წელში რამდენი თავკაცი შეეცვალა კლუბს? 9 წელში რამდენჯერ განახლდა შემადგენლობა? რა ვიცი რა ვთქვა კიდევ? აგერ ფარერების კლუბიდან მაინც იყიდეთ ვინმე, ფაქტია ევროპ ლიგის პლეიოფში გავიდნენ და ჰა! რომ წუწუნებთ მოითხოვეთ ფედერაციისგან სიმკაცრე, სხვა კლუბების მენეჯმენტთან ერთად დაჯექით და პროფლიგა გააკეთეთ! 20 წლამდ ფეხბურთელების ტრანსფერი აიკრძალოს თუ ტოპ-5 ჩემპიონატში არ გადადიან. ბევრი რამე შეიძლება და შეიძლებოდა ასეთი სირცხვილი რომ არ გვეჭამა!!!
დათო
ეს უნამუსო ნახე რა , ზუსტად იმ ფარერების გუნმა რომელმაც კალბასის ჩეკივით წამოგიხიათ თქვენც და ეგ თქვენი გუნდიც , თქვენზე უფრო დაბალბიუჯეტიანი გუნდია . თქვენი ოჯახის წევრები აბოლავეთ მასეთი ტყუილებით . ტიპიური მატყუარა მევახშეა ფიფო!!!
კახა ქ.
ამას არ უნდა ამდენი ფილოსოფია.ძაან მარტივია.რამდენი ხანია დინამოს პრეზიდენტია და ყოველ წელს უფრო და უფრო ცუდი შედეგი აქვს.ე ი.არ გამოსდის ხომ ეგ საქმე შედეგის მხრივ,მაგრამ არ მიდის,იმიტომ რომ მაყუთის ამბავ ში კი რაღაც,რაღაც კი არა კარგი ვიგოდააქვს.დანარჩენი თქვენთვის მომინდვია....და კიდევ ეხლა რომ იძახის--კარგი ლეგიონერის ჩამოყვანა ვერ ხერხდებაო,მაშინ ყოველი სეზონის წინ რატომ იძახის,აი ნახეთ როგორ ლეგიონერს ჩამოვიყვან,ყველა გაკვირვებული და კმაყოფილი იქნებითო.აი ესე გვატყუებს ყოველ წელს,ჩვენ კი უთმენთ და არც არავინაა მომკითხავი.ჟურნალისტები კიდე,ლიშბი რამე ჭორი დააწერინე(ჩაკვეტაძე უკვე ბარსაში იყო) ან ძველი ამბავი(როგორ იზარმაცა ქინქლაძემ, თორე პელე იქნებოდა).მოკლედ კატასტროფაა,ამის იქით აღარაფერი აღარაა.პ ს.ფედერაციის პრეზიდენტი კიდე ორ ფრონტზეა,გეგონება ერთი ისეთი დალაგებული და აწყობილი ქონდეს რომ.....როცა ფეხბურთელი იყო ხალხს უყვარდა,იმიტომ რომ თავის საქმეს აკეთებდა,ეხლა კიდე უკვირს რა უნდათ რატო აღარ უყვარვართო
ნკ
ამ საუბრიდან ისე გამოდის რო ამასაც ფეღბურთელებსაც და მწვრთნელსაც მადლობა უნდა გადავუხადოთ! მგონი ჯერ კიდევ ვერ მიხვდნენ რა მოხდა ან არ უნდათ რო მიხვდნენ!!!
სიმართლე
დინამო მწყემსების ბულკი , ეს ფიფია მევახშე მატყუარა , და ამ იმედის ტელევიზიას უყურებს კიდე ვინმე ქოცხროვის გარდა? ტფუი თქ....ნი
რომელუ
რაის ჯგუფი ბატონო რომან? თქვენს ნახევარმცველებს შეხედეთ, საყრდენ ზონას, პაპავა, ქარდავა, მაინც ჯგუფი? გვატყუებთ თუ თავს იტყუებთ?? ათეული წლებია საქართველოს ჩემპიონატს ვადევნებ თვალს, საკმაოდ დეტალებში ვიცი თითოეული ფეხბურთელის შესაძლებლობა. პირდაპირ ვაცხადებ, თუ ეს დინამო წელს ჩემპიონი გახდება, თავს ვანებებ ქართული ფეხბურთისთვის თვალის დევნებას. ბატონო რომან, თქვენ ისეთი ხარბი ხართ, დინამო 2 იმიტომ შექმენით, რომ დაბალ ლიგებში არსებული სახელმწიფო დაფინანსებაც კი ჯიბეში ჩაიდოთ და სხვა გუნდებს განვითარების შესაძლებლობა მოუსპოთ, რეგიონალურ ლიგასაც კი ძირითადი დინამოს ნახევარი შემადგენლობით თამაშობთ. ეს ბოდიში და სიღორეა, მეტი არაფერი!!!
ჟორა
სხვათაშორის ისლანდიის ფეხბურთშიც არ ტრიალებს დიდი ფული.ყველაფერში მარტო ფულს ნუ ხედავ.არავინ ითხოვს რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშონ.გვესმისრომ შეუძლებელია.მაგრამ როცა ამ ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელთა უდიდესი ნაწილი ოცნებობს ვორონეჟში თუ კოსტრომაში თამაშს( თანაც უკეთესია თუ სათადარიგო სკამზე იჯდება) აიღოს 10000 დოლარი თვეში,იყიდოს შავი ბმვ და თუ გაუმართლებს კიდე პარლამენტშიც მოხვდება( ყაველაშვილი რომ გვყავს კანონმდებელი).
ქომაგი
ამან ხომ არ მოწია რამე? ან მოგებული გონია თამში? რომან ბატონო ხელფასი უნდა გადაუხადო იქედან როცა ჯგუფში მოხვდები და შემოსავალს მიიღებს გუნდი. მაგრამ შენ ბიზნესიც არ გესმის, შენ რაც ბიზნესი გგონია ისაა ქორვაჭრობა. სირცხვილი ის კი არ არის მართო რაც დინამომ გააკეთა! სირცხვილი ისაა რასაც შენ ახლა გვაბოლებ. შენნაირმა ვაიპატრიოტებმა და დილეტანტებმა დაღუპეს ქვეყანა. იქნებ გაგვაგეთ ხმა ბატონო ვეტერანებო. ნუთუ მართლა "თესიაში" ვცხოვრობთ?
გიო
ამდენი დაწერე და დისლაიქების მეტს ვერაფერს გამორჩი, დასკვნა თავად გამოიტანე ახლა.
გიო
ეს კაცი დიდი თაღლითი ვინმე ჩანს, გასაგებია რომ ჰარი კეინი და ჩირო იმობილე აქ არ ჩამოვა სათამაშოდ მაგრამ ფარერების გუნდი რომ 6 - 1 გიგებს ნიშნავს რომ შენზე ათჯერ უკეთესი ფეხბურთელებია, ადექი და მაგ ფარერის ჩემპიონატიდან მოძებნე ფეხბურთელი, ისლანდიის ჩემპიონატიდან მოძებნე ფეხბურთელი რომლის ნაკრებიც ევროპის მაშტაბით უკვე ანგარიშ გასაწევი გუნდია, ვინ ითხოვს ლიგის მოგებას და ბავარიას თავზე ბურთი დაახიეთო უბრალოდ ამ ეტაპზე იმის გაკეთება როგორ არ შეიძლება რომ ისეთი გუნდი შექმნა რომ როცა ღმერთი წილისყრით ფარერების, უელსის, და ირლანდიის დონის კლუბებს შეგახვედრებს ეს შანსი გამოიყენო და ჯგუფში მაინც მოხვდე.
გენა
ძაან ტყეში ხარ
დავითი
ჰოდა იარეთ მერე... ნელ-ნელა სხვაც დაიწყებს სიარულს
dinamo
....სპეციალურად ჩავედით 2 დღით ადრე რათა ბიჭებს კარგად დაესვენათ...))) ეს საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტია თუ ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელი?))
კახაბერი
მართლა მაგდენს იღებდნენ ! გეუბნები იმას რაც ვიცი და რაც სიმართლეა !
თეოფა
ხალხმა უნდა დაიბრუნოს დინამო,10 000-მა დინამოს ბალეშიკმა უნდა იაროს სტადიონზე 5 ლარი გადაიხადოს ბილეთში და გაჩნდაა მშვენიერი ბიუჯეტი! 2 თამაშში თვეში 100 000 ლარია.
არტ
ამდენ ფულს რომ ხარჯავ კაცი და შედეგი არ გაქვს, ხომ უნდა მიხვდე, რომ მართვა შენი საქმე არ არის და დაიქირავო ვინმე, ვინც მართვას წარმატებით განახორციელებს. მფლობელობა ერთია, მართვა მეორე. უფრო რთულ ამბებს რომ თავი დავანებოთ, უმარტივეს რამეს გიკარნახებ - ნიჭიერ ბიჭებს აკადემიიდან, დინამოს ძარითადში მოხვდრამდე, ეგრევე ისეთი კონტრაქტი გაუფორმე, მინიმუმ ორი წელი რომ ვერსად წავიდნენ. ამას რა უდგას წინ? ზოგადად კი, იმისათვის, რომ სერიოზული წინსვლა იყოს, საქართველოს ჩემპიონატი უნდა გაძლიერდეს, ამისთვის სერიოზული კონცეპციაა დასამუშავებელი, რისი ნიშანწყალიც არ ჩანს და ამ ფედერაციას ამის უნარი არანაირად არ გააჩნია. სახელმწიფოს გამოყოფილი ფული წყალში გადაყრილია.
მენტალური მომზადების ცენტრი
"კლაკსვიკის" ფეხბურთელები უფრო სწრაფები იყვნენ და ერთი შეხებით უფრო კარგად თამაშობდნენ. მოიწვიეთ მწვრთნელი, რომელსაც ამის სწავლება შეუძლია და შედეგიც გაუმჯობესდება, ფეხბურთელების ფასიც გაიზრდება და უკეთეს ჩემპიონატებშიც გადავლენ!
aburjga
27.09.20 დინამომ წააგო 1:6 ფარერებთან აქმდე ამ წაგებაზე ხმა არ ამომიღია! გულშემატკივარმა მიწაში ჩადო დინამოს ახალგაზრდული შემადგენლობა და მწვრთნელი, გუნდის მეპატრონე (მფლობელი)... აგერ ბატონმა რეზო ძოძუაშვილმა სულ ინდაურები ეძახა ფეხბურთელებს, არ უთქვამს მაგრამ იქგულისხმებოდა, ჩვენ არწივები ვიყავით და თქვენ ინდაურები ხართო! არა და 1973 წელია, მაშინდელი თბილისის დინამო საქართველოს ნაკრებია. ნახეთ შემადგენლობა - 1. მეკარე გოგია. 2. ძოძუაშვილი 3. ვ. ჭელიძე 4. ხურცილავა 5. ხინჩაგაშვილი 6. ებრალიძე. 7. მაჩაიძე 8. ასათიანი 9. გუცაევი 10. გ.ნოდია 11. ყიფიანი!!!! რაც კი საქართველოში ძლიერი ფეხბურთელი დაბადებულა ყველა ამ გუნდში თამაშობს. ხალხმა, გულშემატკივარმა ზეპირად იცის მათი სახელები, ის კი არა ძილში გვაბოდებდა! სწორედ იმ 1973 -ს ესპანეთში კარაველას თასი გვაქვს მოგებული. ფინალში ატლეტიკოსთან დავით გოგიამ 2 პენალტი მოიგერია!!! ჰოდა ამ არწივებმა ლონდონის ტოტენჰემთან 5:1 წააგეს!!! 1976 წელი, დინამოს არწივებმა სახლში, თბილისში მტკ ბუდაპეშტთან 1;4 წააგეს, გასვლაზე 0:1! 1978 წელი შვეიცარიაში გრასჰოპერსთან 0:4! კი მახსოვს მსაჯი მიუდგა, მაგრამ მაინც! ახლა მეტყვით ის ტოტენეჰემი იყოო... ის თუ ტოტენჰემი იყო ჩვენ მაშინ საქართველოს ნაკრები ვიყავით და ყველა ფეხბურთელი ვარსკვლავი იყო. ანდა ის თუ ტოტენჰენი იყო ეს მტკ, ან გრასჰოპერსი ვიღა ჩემი ..... იყვნენ?! შვეიცარიამ აგერ 21-ე საუკუნეში ისწავლა ფეხბურთი, ისიც ასე თუ ისე! 1978 წელს შვეიცარია მსოფლიო საფეხბურთო რუკაზე უდაბნოს ფერში იყო შეღებილი! ამ ახლბედა ბიჭებისაგან რაღას ითხოვთ, ვინ არიან, საიდან მოვიდნენ, სახელი და გვარიც არ ვიცი არცერთის?! მწვრთნელი?! მგონი სულ მე-3 მატჩია რაც მწვრთნელობა დაიწყო და რა უნდა ექნა?! ან გუნდის მფლობელმა გუნდი როგორ დააკომპლექტოს, პერსპექტიული ფეხბურთელი თბილისის დინამოში როგორ გააჩეროს, რით გააჩეროს?! ეს კაცი არის ფიფია, არც აბრამოვიჩია და არც უორენ ბაფეტი, მაგდენი ფული სუპერ კლუბი რომ გააკეთოს და შეინახოს საიდან უნდა ჰქონდეს?! ნერვიულობისაგან რომ გული არ გაგვისკდეს საჭიროა სიმართლეს თვალებში შევხედოთ! დღეს მსოფლიო ფეხბურთში ისეთი მდგომარეობაა, იმხელა ფული ტრიალებს, 10 გუნდიანი ექსტრა კლასისი გუნდებით დაკომპლექტებული ჩემპიონატის შენახვას საქართველოს მთელი ბიუჯეტი ვერ გაწვდება! ერთი ძლიერი გუნდი რომ გაკეთდეს, ისეთი ადრე სსრკს დროს თბილისის დინამო რომ იყო, იმ გუნდმა ვის, რომელ გუნდებს უნდა ეთამაშოს?! ჩიხური სიტუაციაა, პრეტენზიები დიდია, შესაძლებლობები 10 000 ათი ათასჯერ მწირი!
Vasil
წადი შენი ! აფერისტი , ნაგლი ............/ რა არ ჩერდება, შენ კორონა ხომ არ გჭირს? რეეები გელანდება 20000 დოლარის ნახევარსაც ვერ იღებენ იმ ჭ კლასის გუნდებში შენ რომ დაყიდე წიწილებივით ეს ფეხბურთელები! მაგრამ შენ ქართველ ტალანტს რო გადაუხადო ხელფასი 10000 დოლარი თვეში დარჩება აბა რა სად წავა?! მაგრამ გენანება და მაგიტო , ყველა ვინც მიდის იცის რო შანსი არაა, რო ევროპაზე გუნდი გავიდეს , იმიტომ რომ პოლიტიკა გაქ ეგეთი, დაბალი ხელფასი! ევროპა ლიგის პერსპექტივა 0, და რატოღა გაჩერდება შენთან პერსპექტიული ფეხბურთელი ? ლოგიკურია რო უყურებს ამ ყველაფერს ახალგაზრდა ფეხბურთელი წავა აბა შენ ხო არ დაგიწყებს ყურებას? შენ ფული ღუნო და ამან კარიერა შემოგწიროს? შენ არ ხარ კაი კაცი, იმიტომ რო 10 წელია თავს იპრავებ, ყოველ წელს ერთიდაიგივე, ჟურნალისტებიც ენის მოჩლექვით გრლაპარაკებიან, გეგონება მესია იყო, მართალია ეკლესიაზე გამოგსახეს შარავდედით მარა შენ დინამოსთან ისეთი ცოდვები გაქ , არა მგონია გიშველოს მაგან! / რაც ჩვენ ალეკო კაკაურუძე ვაკრიტიკეთ გულშემატკივრებმა, თავის დროზე ყველას გვახსოვს, იმიტომ რო სხვა რაღაცას წერდა აფსურდულს მაგრამ მის მერე ეს კაცი მარტო იმას წერს რაც ჩვენ გვტკივა და გვაწუხებს! დანარჩენი ჟურნსლისტები გაყუჩებულები არიან და აკვირდებიან როგორ ფარჩაკდება დინამო, და არამარტო დინამო! ხმა ამოიღეთ თქვენი საქმე ეგააა! დაგვიდეგით გულშემატკივარს გვერძე და გაახმოვანეთ ჩვენი აზრები! აღარააა ქვის ხანა რო გამოვიდეთ და გადავკეტოთ რკინიგზა და წერეთლის გამზირი, დამწვარი საბურავებით!!! დროს ცივილურად, კანონიერად! მორალურად! ადამიანურ ენაზე ამ ყველაფრის კეთება! გაააკეთეთ თოკშოუები და მოიწვიეთ პროფესიონალები და გულშემატკივრები, ოღონდ ერთი პირობით ვიღაცის გამპრავებლები და ვაზელინი ჟურნალისტრბის და აფერისტი პროფესიონალების გარეშე !! ისეთი ხალხი რომელიც პირში მიახლის სიმართლეს ყველას ! ასეთი შინაარსის გადაცემებია საჭირო , ყოველ კვირას! ასე თუ გამოვაცოცხლებთ ამ მკვდრებს!
ქართველი
გამარჯობა რომან, პირველ რიგში ვისი ბრალია ვერ გასვლა? შენი, იმიტომ რომ სასელექციო საქმიანობასაც შენ უნდა აკონტროლებდე. მერე, რომ იძახი პირველ რიგში მე მინდოდაო, ნეტა მაგ კონტიგენტით რა გინდოდა? მე ფული მეტი არ მაქვს და უკეთეს ფეხბურთელებს ვერ ვყიდულობო რომ იძახი, სად იყავი აქამდე, რატომ არ თქვი, რომ მე მეტი არ შემიძლიაო და თუ "ჩესნი" ტიპი ხარ აქამდე რატომ არ დაიწყე გუნდის გაყიდვა? ან პარტნიორის ძებნა? რომელიც შეგეხიდებოდა და უკეთეს ფეხბურთელებს მოიყვანდი. მაგრამ კონკრეტული ფეხბურთელების გაყიდვით შოულობ ფულს და სინამდვილეში ამდენი ხნის განმავლობაში გუნდი ერთი ნაბიჯითაც წინ ვერ(არ) წაიყვანე. აქ ამდენ რამეს ვერ დავწერ, მაგრამ საერთო ჯამში შენი დინამოში მოღვაწეობის პერიოდი კარგად რომ გაანალიზდეს, შენი უმთავრესი მიზანი არც არასდროს ყოფილა გუნდის აღზევება, მისი ელიტაში შეყვანა და უმაღლესი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდის ჩამოყალიბება, მიზანი ყოველთვის იყო კომერციული. ფულიც უნდა იშოვო, ბიზნესია რა თქმა უნდა, მაგრამ იდეალებიც უმნიშვნელოვანესია. ეს დინამოა რომან, არა მარტო თბილისელებისთვის განსაკუთრებული გუნდი. ეს მთელი საქართველოს სიამაყე იყო მთელი ათწლეულები და ეხლაც ქართული ფეხბურთის და ქვეყნის იდენტიფიცირება ამ გუნდით ხდება ხოლმე და ამას შეხსენება არ უნდა ჭირდებოდეს. საჭიროება კი აშკარად არის შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე. (ასეთი გუნდების სიაში შედის ტორპედო და გურია, რომლებსაც ასევე ღირსეული წარსული აქვთ) ამიტომ სასწრადოდ შეცვალე გუნდი, ეგ ფეხბურთელები დინამოს კლასს და იმიჯს არ შეესაბამებიან, ჩისკოზე მართლა არაფერს ვამბობ ჯერ. მაგრამ სამომავლოდ ისეთი მწვრთნელი გვჭირდება(გულშემატკივრებს) რომელსაც აქვს გამოხატული სტილი, დასამახსოვრებელი, რომლითაც შეიცნობა გუნდი. სასწრაფოდ იმოქმედე რომან, სასწრაფოდ თორემ შენ ჯერ არ გამოგიცდია გულშემატკივრების გიჟუნობები და ნურც გამოცდი. გისურვებ წარმატებებს, შემდეგ სეზონში მინიმუმ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპს.
Mdaa
ეგ გვეღადევება თუ დებილები ვგონივართ ....ჯერ პირველი თუ ადრე უხდიდა ჩისკოს 25000€ და ლორიას 20000$ ახლა რატომ არ ყავს გუნდში ეგეთი დონის ფეხბურთელები ვისაც ამხელა ხელფასები ეკუთვნის და მეორე ეს თუნდაც 15-20 ათასი დოლარი რომ გადაეხადა თავის დროზე ჩაკვეტაძეზე დავითაშვილზე კვარაცხელიაზე იმავე შენგელია და ნინუაზე ის ბავშვები იმ თინთილა ასაკში ხომ არ წავიდოდნენ ჯერ სხვა ქართულ კლუბებში და მერე რუსეთში თუ რა დავითაშვილს და კვარაცხელიას თავიდანვე ხელფასი ექნებოდათ 5-7 ათასი $ მაქსიმუმი და შეიძლება 15-20 ათასი არც ახლა ქონდეთ ....ანანიძეს კი ბატონო სპარტაკში ქონდა 120-150 ათასი ევრო მაგრამ მან როდესაც ეგ კონტაქტი გააფორმა ( როსტოვის არენდის შემდეგ) რუსეთში ტოპ ფეხბურთელად ითვლებოდა უფრო სწორად იმედი ქონდათ რომ გახდებოდა მაგრამ ტრამვები....და ახლა როტორში როდესაც მივიდა 1700000 რუბლი ექნებოდა ხელფასი რაც დოლარზე 22600 გამოდის და რაც არ უნდა იყოს ჯანო სახელი არის რუსეთის ჩემპიონატში ...ასე რომ ზღაპრებს ყვება კაპიკებს უხდის ფეხბურთელებს და ყავს გუნდში ისეთები ვინც მაგ კაპიკებზე კაპიკიან ფეხბურთს თამაშობს ....აბა 28 წელიწადია ემიგრაციაში ვარ და ვიცი რომ საქართველოში ნაშოვნი 1000$ უფრო მეტი ნოყიერია ვიდრე საზღვარგარეთ ნაშოვნი 3000 ....იმ 3000-დან სახლში შეიძლება 500-ის მეტი ვერ გამოგზავნო ....და რომელი მშობელი გაუშვებს თავის 16-17 წლის ბავშვს უცხო ქვეყანაში თუ ადგილზე ექნებოდა 10-15 ათასი დოლარი 2-3 წელს გააჩერებდნენ ადგილზე და 20-21 წლის ასაკში წავიდოდნენ უკვე სერიოზულ კონტრაქტებზე და არა რუსეთის ან ბელგიის საშუალო დონის კლუბების ახალგაზრდულ ( არა ძირითად) გუნდებში და ამ 2-3 წელიწადში ეს ახალგაზრდა ბავშვები ფიზიკურადაც მოძლიერდებოდნენ და თანაც ეგეთი წილისყრის დროს ევროლიგის ჯგუფშიც შევიდოდნენ და ჯგუფის თამაშების დროს უკეთესი გუნდები დაინტერესდებოდნენ ...ასე რომ ან ტვინი არ ყოფნის ან უბრალოდ არ უნდა რომ გარისკოს ...უბრალოდ წარმოიდგინეთ რომ ახლა აკადემიის შემდეგ მიეცა 2-3 წლიანი პროფესიული კონტრაქტი დავითაშვილზე და კვარაცხელიაზე 5-7 ათასი დოლარიანი და სხვა ნიჭიერი ბავშვებისთვის ესენი ხომ არ გაიქცეოდნენ რუბინის და მოსკ. ლოკომოტივის დუბლებში და იმ ფარერების კლასვიკს ხომ გახევდნენ და მერე შევიდოდნენ ჯგუფში აი მერე რამდენად გაყიდიდა კვარას ?! ეგრე გაუშვა უფასოდ ...და თუ დაახარჯავდა წელიწადში 60-70 ათას დოლარს ხელფასის სახით ანუ 2-3 წელიწადში 200 ათასს ჯგუფში მოხვედრის შემდეგ კვარას სულ მცირე 5 მილიონად ( თუ ახლა ღირს 15 მილიონი )ხომ გაყიდიდა პლიუს ამას იქ მარტო კვარა ხომ არა სხვა ახალგაზრდებიც ხომ იქნებოდა ამას პლიუს კიდევ უეფას ბონუსები ტელეპრემიები ....თავის დროზე ეგრე დაიწყო კიევის დინამომ და შახტიორმა ( მერე გადაერთვენ ახალგაზრდა ლეგიონერებზე და შახტიორმა 5 და 10 მილიონად ნაყიდი ვილიანი ფერნანდო და სხვა ბევრი სულ 50 და 60 მილიონად დაყიდა)უბრალოდ თვითონ არის მართლაც ბატი და გუნდში ყავს მართლაც ინდაურები ....!!!
Dinamo gulshematkivari
Amdeni welia uyurebt am aperist kacs shedegi arari wadi
გაიოზი
ბატონო რომან დასტოვეთ დინამო, რომელიც არ გიყვართ!!!...
პლატინი
ისე, შეკვეცილი მეორე "ი"-თი კარგი საფეხბურთო გვარი გამოვა: ფიფა!
ლევანი
ლოკომოტივში ჩერდება, საბურთალოში, დილაში, ბათუმში ჩერდებიან? ბევრი არა, მაგრამ გამონაკლისები ხომ არის? და რას ამბობ ფარერულ გუნდში მწყემსებს იმდენად მეტს უხდიან, რომ 6-1 განსხვავება იყოს?
ზურა
მართალია, ამ კაცს არც ფული აქვს, არც ცოდნა და არც ალღო საფეხფურთო მენეჯერობის. მგონი აღარც სურვილი, ვაი რომ არც სხვა არ ჩანს სამწუხაროდ და თავის საკუთრებას ხომ არ გააჩუქებს?
vaxo
ვარიანტად შემომაქვს "დინამოს" სააქციო საზ გარდაქმნა, გაიყიდოს აქციები და მართვაში მხოლოდ ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ჩარევა, სხვა ყველაფერი ფუჭია, დღეს ის კერძო საკუთრებაა, კაი გაყიდა რომამ, იყიდა ჟორამ და რა შეიცცლება, საქველმოქმედო ორგ. მანდ არ მოვა და ამიტომ სააქციო საზოგადოება, საერთო კონცესუსით დანიშნული მენეჯმენტი არაა ურიგო ვარიანტი.
vaxo
ვარიანტად შემომაქვს "დინამოს" სააქციო საზ გარდაქმნა, გაიყიდოს აქციები და მართვაში მხოლოდ ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ჩარევა, სხვა ყველაფერი ფუჭია, დღეს ის კერძო საკუთრებაა, კაი გაყიდა რომამ, იყიდა ჟორამ და რა შეიცცლება, საქველმოქმედო ორგ. მანდ არ მოვა და ამიტომ სააქციო საზოგადოება, საერთო კონცესუსით დანიშნული მენეჯმენტი არაა ურიგო ვარიანტი.
გიორგი
ფიფია გარტყმაში არ ხარ კლუბის შენების და სელექციის.ეხლა რო გამოდიხარ და ლაპარაკობ ჩისკო ჩამოვიყვანეო და 25 000 ევროს ვაძლევდიო ვინმე გაძალებდა?რაღა ესპანეთში გაიქეცი,გაიხედეთ აფრიკის ქვეყნებისკენ,სამხრეთ ამერიკისკენ ძალიან ძლიერი ფეხბურთელების ჩამოყვანა შეიძლება თუნდაც 5 000 დოლარად,ასერომ სელექციის აზრზე რომ არ ხარ სხვებს ნუ აბრალებ,იმიტოა დღეს დინამო ესეთ დღეში.ფეხბურთელებს კი ნუ უხდი ამხელა ხელფასებს ჩამოიყვანე ნორმალური სელექციონერები და გაუშვი აფრიკის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში და მერწმუნე ისეთ ფეხბურთელებს ჩამოგიყვანენ არც კი დაგესიზმრება.
თამაზი
????? , არ ვიცი პრობლემის გადაწყვეტის გზა, შეიძლება მთავარი მაინც კონკურენციის გაძლიერებაა გუნდებს შორის, რაც აიძულებს მეპატრონეს უკეთესი გზები ეძებოს. ისევ გახდება ჩემპიონი და რა უნდა უთხრა? ფედერაცია არ ვარგა ჩემი აზრით.თუ მარტო ფულზეა ყველაფერი დამოკიდებული, მაშინ ტყუილად გვაქვს უკეთესობის იმედი. ძველ დროსთან და არწივებთან შედარება უადგილოა, შეიცვალა სახელმწიფო, არწივები ფაქტიურად საქართველოს ნაკრები იყო და ვერავინ მიდიოდა უცხოეთში სათამაშოდ. მოკლედ იცით ეს ყველაფერი ყველამ
შოთა
უფულობაზე რო წუწუნებენ ვინაა მერე პასუხისმგებელი სპონსორების მოზიდვაზე? მეპატრონე რო ხარ გუნდის შენების ერთერთი შემადგენელი სპონსორების მოზიდვაა თორე ერთი კაცის ჯიბის ფულით გუნდი ვერ აშენდება, მოიზიდე სპონსორები დაახარჯინე ფული და გეყოლება გუნდიც
გულშემატკივარი
ფიფიასა და ყველა ქართული გუნდის მფლობელის საყურადღებოდ! თუ, რამდენადმე მაღალი შედეგის მიღწევა გსურთ, უცხოელ ფეხბურთელებს კი არა, ქართველ ნიჭიერ ფეხბურთელებს უნდა გადაუხადოთ ის ხელფასი, რასაც უცხოელები ითხოვენ (მგონი, იმის ნახევარსაც დაჯერდებიან) და გარკვეულ დრომდე (სანამ საშუალო ევროპული დონის ფეხბურთის თამაში არ შეეძლებათ) აღარ გაიქცევიან უცხოეთში. სხვა შემთხვევაში, უცხოელი დაბალი დონის ფეხბურთელებისათვის ასეთი მაღალი ხელფასების გადახდას, ფულის გათეთრების სუნი უდის!
hhh
დიმა ობოლაძე, სიმსივე და ყველა ჯურნალისტი ვინც ამ კაცს და მის გუნდს ბოიკოტს არ გამოუცხადებს პასუხისმგებელია დინამოს შედეგზე.
dato
სტატია ხომ კარგათ წაიკითხეთ ხალხნო, რა გინდათ ჯოკერი ხელში უკავია, ნახეთ რეები თქვა ბოლოს, რაც შემეძლო გავაკეთეო, უკეთეს გუნდს უფრო დიდი ფული უნდაო, უფრო მეტი ფული მე აღარა მაქვსო, თუ ვინმე იყიდის დინამოს და უფრო მეტს ფულს დახარჯავს მოვიდეს და მივყიდიო. აბა მეტი რა გვითხრას? სადაა მყიდველი, გეგულებათ სადმე?
თენგაბი
თითქოს სანატრელი უნდა იყოს ნებისმიერი გუნდისათვის შენისთანა პატრონი, მაგრამ პირიქით გამოდის - საშინელ შედეგებს დებს გუნდი ევროსარბიელზე. ლეგიონერებმა, ჩისკოს და პერალესის გარდა ვერავინ გაამართლა. მოაშორეთ ეს უმაქნისი ლეგიონრები. მენჯმენტი აშკარად გასაუნჯობესებელია. გარედან რაც ჩანს, გითხარით. ნიჭიერი კაცი ხარ და რაღაც მოიფიქრე, ისეთი რაც გუნდს წაადგება.
თემური
"დინამო" არ არი ფიფიას გუნდი, ის მთელი საქართველოსია, ფიფიას ხელში ამ გუნდმა განიცადა სრული კრახი, მის ხელში თბილისის დინამო მოკვდა, გარდაიცვალა.. დამთავრდა, უნდა წავიდეს ყველა,შეეცვსლოს სახელი და შეიქმნას ახალი გუნდი...
ლუკა
ხალხო გაიგეთ რა, ფუფიას ნაყიდი აქვს დინამო და ვერავინ წაართმევს. რასაც უნდა აკეთებს.ძლიერი ბიჭები გაყიდა რომ ფული ეშოვა და მასე იზევს ყოველთვის. გაზრდის და შემდეგ გაყიდის. მას ფეღბურთი კი არ აინტერედებს, არამედ $$$$$$$$$$
aburjga
ხო, იმ დისლაიქების ავტორებმა დაწერეთ პასუხი კითხვაზე რომელიც იუზერმა დასვა "რას თხოვთ"?
გიგი
რომან ფიფიას ფულის კეთების გარდა არაფერი აინტერესებს-და აი, შედეგიც.
გიონატ
ვერ აკეთებ რაღაცას სწორად ეტყობა, დაგვანებე რა თავი ძმურად. ძალიან ცუდი მმართველი ხარ!!!
Smouk
მარტო ფულს აკეთებ კი,მესმის ბიზნესია მაგრამ შენი ფულის კეთების გამო კლუბს ესე სახელი და ესე მოკლა გუნდი მიუღებელია..და დროზე დატოვე კლუბი ამდენი წელია და პროგრესი 0 ...მარტო ფეხბურთელების გაყიდვაში ხარ დაკავებული და ფულის კეთებაში
ბუჯანგა
ამაზე მეტს თუ ვერ აკეთებ..რამე მელკი ბიზნესი მოგეძებნა...დინამო მარტო შენი საკუთრება არაა..მთელი ქვეყნის საკუთრებააა..ათწლოულობის ისტორიით ..შრომით..ბრძოლით.მოტანილი შენამდე და პასუხისმგებლობა არა მარტო საკუთარი შემოსავლების გამო უნდა გაგანჩნდეს..იმ წარსული და ასიათასობით გულშემატკივარის მიმართ პირველ რიგში...შენ ეტყობა კარგად არც გაქვს გათავისებული რომ არც ქარხანა და არც წარმოება არ შეგიძინია...არავინ გიკარგავს რაც გაგიკეთებია...მადლობელი ვართ ბევრი კარგი საქმისთვის...მაგრამ გუნდის ასე დაცემა არა მგონია მხოლოდ ფეხბურთელების დაბალი დონის გამო ხდებოდეს..
Geoachi
ფიფია შე გარეწარო წაეთრიე დაგვანებე თავი!
sake
როგორ შე დალოცვილო,კიდე თავს იმართლებ?დაასახელე ერთი მაინც ლეგიონერი წლების განმავლობაში,რომელმაც გაამართლა.15000$ უხდი (ღმერთმა ბევრი მოგცეს,ფული შენია,მაგრამ დინამო მარტო შენი არ გეგონოს)ბრაზილიელს რომელიც გონზე არაა მინდორზე რა აკეთოს,მაგ ანაზღაურებით ბრაზილიიდან (და მარტო იქიდან არა)ათჯერ მაგარი ფეხბურთელის ჩამოყვანა შეიძლება.ამაში არაერთი დამეთანხმება.
ზურა
მოვითხოვოთ გაყიდოს გუნდი და წავიდეს, გინდ აფინანსოს და გინდ არა, შედეგი რა? ამაზე უარესი შედეგი გაკოტრებულ და ბაზა დაკარგულ დინამოს არ ქონია. არაადეკვატურია ეს კაცი...
goga8004
mevaxshe xar she garewaro fulis mona. vinc ar unda movides dinamoshi magnair sircxvils aravin ar gvachmevs mteli evropa dagvcinis.
Zura
Magari unamuso adamiania
გიორგი
ყველაფერს აკეთებ რომ ჯიბე გაისქელო, უსირცხვილო ხარ, რაც დინამოს მფლობელი ხარ რა შედეგზე გახვედი ჩამოთვალე აბა?? წააგე ყველა ქვეყნის მაჩანჩალა გუნდთან.
Nick
კერძო კლუბი რომელსაც კიდევ სახელმწიფო აფინანსებს მაინც ასე აგებს. სჯობს დინამოს სახელმწიფოს დაფინანსება რეგიონებზე გადანწილდეს

ამ არსების დანახვა ავტომატურად უარყოფით რეაქციას რომ გამოიწვევს, კარგად მოგეხსენებათ და მაინც ამის უნამუსოდ მოყოლილ ზღაპრებს აქვეყნებთ??? კაცი ტიპიური ვაჭრუკანა და აფერისტია, გუნდი მიწასთან გაასწორა და კიდევ ბეჭდავს და ხმას იღებს! არც ვაპირებ მისი სისულელეების წაკითხვას, მაგრამ საზღვარი აღარა აქვს???? იმედია ,კომენტარს არ დაბლოკავთ და გამოაქვეყნებთ
მტყუანის?
ჰმ, ისემც .... .... .......
ომბუცმენი
მე არ ვიცი ამ კაცს რას თხოვთ? არ ჩერდება ამ ჩემპიონატში ნორმალური ფეხბურთელი და იმას თხოვთ რომ უფრო მეტი გადაუხადოს? ყველაზე დიდი ხელფასები აქ არის და მაინც არ ჩერდებიან.რას სთხოვთ?
ალეკსანდრე
" ბიჭებს დასამტკიცებელი აქვთ რომ ღირსეული მოთამაშეები არიან"- უკვე დაამტკიცეს რაც არიან, ეს კაცი დაგვცინის!
oto
გაატრიეთ ეს აქიდანნ,თუ არ შეგიზლია წადიიიიი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...