საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალისა და ერთა ლიგის ორი შეხვედრისთვის მზადებას იწყებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი ოქტომბერში დაგეგმილი სამი მატჩისთვის 5 ოქტომბრიდან თბილისში შეიკრიბება. 8 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ბელარუსს დაუპირისპირდება. შეხვედრა "დინამო არენაზე" შედგება.

11 ოქტომბერს, ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრა სომხეთსა და საქართველოს შორის ერევანში გაიმართება. 14 ოქტომბერს, ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებებს შორის სკოპიეში ჩატარდება. უახლოესი სამი თამაშისთვის საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 29 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი)

მატჩების განრიგი:

8 ოქტომბერი - 20:00

საქართველო-ბელარუსი

11 ოქტომბერი - 20:00

სომხეთი-საქართველო

14 ოქტომბერი - 22:45

ჩრდილოეთი მაკედონია-საქართველო

GFF.GE

ამატაკი
ჩვენ ამ შემადგენლობას შეუძლია ბელარუსთან შემტევი ფეხბურთი 4-2-3-1 ითამაშოს. ბურთზე კონტროლი თავიდანვე უნდა ავიღოთ (ბელორუსი ალბათ ისედაც მოგვცემს თავიდან საშუალებას რომ ცოტა წავუტიკიტაკოთ), კიტეიშვილი- გვილია შეძლებენ ცენტრში ბურთის დაჭერას და გაგორებას, დავითაშვილ-ჭაკვეტაძე-კვარაცხელიამ შეტევას სამივე მიმართულებით გაამწვავებენ, ხოლო ჯოკერის როლში -შენგელია( საოცარ ფორმაშია), შემტევებმა უნდა შექმნან აქტიურობა რათა დასარტყელ პოზიციაზე დატოვონ სწორედ შენგელია. თუ გაგვეპარა კონტრშეტევა, არა უშავს, ამ შემადგენლობას შეუძლია პირველივე ტაიმში შექმნას უპირატესობა ანგარიშში, ხოლო მეორე ტაიმში თანდათან გადავეწყობით 5-4-1 ზე. შესაბამისი ცლილებების შედეგად. ოღონდაც ვაისი არ უნდა შეიპყროს თავიდანვე ორჭოფობამ: დააყენებს სასტავს, ვერ მიხვდები კაცი, რის თამაშს აპირებს, არც იქეთ - არც აქეთ, იმ დროს იღებს თამამ გადაწყვეტილებებს როცა სხვა გზა აღარ რჩება, არადა ეხლა გვაქვს რესურსი საკმაოდ სიმპათიური გუნდის, რომელსაც თავისი უნიკალური ხელწერა ექნება.
ამატაკი
მაკარიძე კაკაბაძე დვალი ხოჭოლავა ტაბიძე გვილია კიტეიშვილი დავითაშვილი ჩაკვეტაძე კვარაცხელია შენგელია ბელარუსთან თუ მოგება გვინდა მარტივად, ეს სასტავი უნდა დავაყენოთ.ბე- ლარუსის ერთერთი პლუსი სისწრაფეა და ჩვენ ასეთი დაცვა გვჭირდება(რაშიც კაშია, კვირკველია ცოტა მოიკოჭლებენ ამ დროისთვის) თან თავითაც არა უშავთ.რაც შეეხება ცენტრს: გააჩნია რას ვთამაშობთ, თუ გვინდა შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ, ცენტრში უნდა შევძლოთ ბურთზე კონტროლი, რასაც გვილია, კიტეიშვილი შეძლებენ(ვიდრე კანკავა, კვეკვესკირი) თანაც შეტევით ფაზაშიც მშვენივრად ჩაერთვებიან. რაც შეეხება შეტევას, ამ სასტავს გოლის შექმნა, პოზიციების დროდადრო ცვლა, ტემპის კონტროლი(თანამედროვე ფეხბურთის აუცილებელი ატრიბუტიი) არ უნდა გაუჭრდეთ. რას იტყვით?
მერსო
თუ ყველა ჯანმრთელი იყო, ამ შემადგენლობას დააყენებს, სავარაუდოდ ...................................................ლორია......................................... კაკაბაძე კვირკველია კაშია ტაბიძე კანკავა კიტეიშვილი კვარაცხელია ყაზაიშვილი ჩაკვეტაძე (ოქრიაშვილი) ქვილითაია
Picaso
ნავალოვსკი?
rezo
ბიჯოს მოგცემ შენ ჯერ კორექტულად მომმართე თუ რამის თქმა გინდა და მეორეც, შენ რომ უყურებდე და ფეხბურთის აზრზე იყო მაგ კომენტარს საერთოდ არ დადებდი
roma bejanidze
გრიგალავა და დვალი უთამაშებლები არიან და ერთად არ დააყენებს ვაისი.კარში ლორიას, კვირკველია არის ერთი რომელსაც უეჭველი დააყენებს დაცვის ცენტრში და მარჯვნივ კაკაბაძეს, ჩამშლელად კანკავას და წინ კვარაცხელიას აქვს ადგილი გარანტირებული დანარჩენი კაცმა არ იცის ვინ ითამაშებს და ვინ არა, მგონი ჯერ 7 ოქტომბრამდე ვაისმაც კი არ იცის ეს.
eeee
ლას, მაგარი შემადგენლობა გაქ, მხოლოდ, აბუ უტამაშებელია და მაგის მაგივრად, გვილია ხომ არ ჯობია და ვაკოს ნაცვლად, შეიძლება საბა ლობჟანიძის დაყენება, მაგ პოზიციაზე.
მემატეანე
ჩვენს წელთაღღიცხვამდე, რომელ ათასწლეულში?
ჯეკო
საიტოს ადმინისტრაციას ვზტხოვ ნუ ბლოკავთ ჩემს წერილს: ყველას - ჟურნალისტებს და არაჟურნალისტებს, ვისაც ეს ხელეწიფება ვთხოვ : შეაწუხეთ ჩვენი ფეხბურთის ფედერაცია - გამოფხიზლდნენ. რა უნდა ჩვენს ბიჭებს 10 ოქტომბერს სომხეთში? ომია იქ ომი! ნახევარი სომხეთი იბომბება.უეფაშია ერთი მიმართვა საჭირო და ნეიტრალურზე ათამაშებენ
roma bejanidze
ლორია- კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ტაბიძე- კანკავა, კვეკვესკირი- კვარაცხელია, ოქრიაშვილი, შენგელია- ქვილითაია. ასე დაიწყებს ამაში 80% დარწმუნებული ვარ და თუ ჩაკვე ჯამრთელად იქნება შენგელიას ნაცვლად ათამაშებს. მე არ ვარ კომპეტენტური ამ საკითხში მაგრამ მგონია ასე დაიწყებს. ღმერთმა ქნას და ჩვენ ფინალში გავიდეთ და ვინც უნდა ის დააყენოს ყველას ვენდობი და წარმატებებს ვუსურვებ. ღმერთი ჩვენსკენ
fff
რა ლაზარე კუპატაძე მამარდაშვილი სადაააააააა?
jjj
ოღონდ რაც მოსაგები გვაქვს ის მოვიგოთ და თუნდაც სომხეთთან ორივე წავაგოთ არაა პრობლემა, ნუ იმ 7-0-ს მაინც ვერ ჩამოირეცხავენ.Dდ
temo
სომხეთში საომარი სიტუაციის გამწვავების გამო, სომხეთის და საქართველოს ეროვნული ნაკრებების თამაში ჩატარდება ბაქოში.

მაგრად ტეხავს შენი ყველა კომენტარი,ამხელა კაცი ხარ და არ გრცხვენია?თავმოყვარეობა არ გაქვს?
ჯორბენაძე ლავრენტი პავლოვიჩი
ვინმემ თუ იცის ლევან მჭედლიძემ დაანება თავი ფეხბურთს ან გიორგი ჭანტურიამ?? გასაგებია რომ უგუნდოდ არიან და ტრამვები ქონდათ მაგრამ,თუ ვარჯიშობენ ან რამე სიახლე თუა მათ შესახებ,ძალიან დააკლდა მჭედლიძე ნაკრებს,გაიხსენეთ ირლანდიასთან და უელსთან გასვლა სადაც ლევანი იყო და ნახავთ რამხელა ძალააა ნაკრებისთვის,ლევანი ფორმაში მყოფი სხვა დონეა იმათთან ვინც დღეს გვყვავს!!
გულშემატკივარი
100 % ით ვეთანხმები იმ ხალხს, ვინც ფიქრობს რომ ეროვნული ჩემპიონატიდან ნაკრებში ფეხბურთელის გამოძახება სისულელე იქნება.ჩვენი ჩემპიონატის დონიდან გამომდინარე, იქ მოთამაშე ფეხბურთელზე დაყრდნობა არასწორად მიმაჩნია.ღმერთმა ქნას რომ ახლო მომავალში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალოს.
მე ასე ვისურვებდი
ლორია, კაკაბაძე, კვირკვველია, ხოჭოლავა, ტაბიძე კანკავა, კიტეიშვილი კვარაცხელია, ყაზაიშვილი, ჩაკვეტაძე შენგელია

bijo rais kvasxvadze sad xart ra gindat an televizori ar gakvt an vapshe ra xalxi xart
las
1 - გიორგი მაკარიძე ................. 2 - ოთარ კაკაბაძე, 3 - გია გრიგალავა, 4 - ლაშა დვალი, 5 - ჯიმი ტაბიძე ................. 6- გიორგი აბურჯანია, 7- ჯაბა კანკავა, 8- ოთარ კიტეიშვილი, 9- ხვიჩა კვარაცხელია 10- გიორგი ჩაკვეტაძე **************** 11- ვაკო ყაზაიშვილი
კვარა
სომხებთან თამაში როგორც ჩანს არ იქნება.
დათო
Mainteresebs vaisi ratom ar idzaxebs nika sichinavas. Dzalian kargad gamodis ykrainis chempuonatshi,namdvilu tavdamsxmelia,pizikyrad da texnikyrad mzadaa, da rac mtavaria golis grdznobaa aqvs.
შოკირებული გულშემატკივარი
ბელორუსებს არ გაუმართლათ, მაგრამ სომხებს
შაკო
მამარდაშვილი და კირკიტაძე შეიძლებოდა ეროვნულიდან
ჯსჯდჯ
ის ხარ
semi
ამ ვაისს ისე აკრიტიკებთ გეგონებათ ბელარუსების ორმაგი აგენტია და თვითონ ყველაზე ნაკლებად უნდა წარმატების მიღწევა. რა ბუდუ ხალხო ფერენჰვარის ზამენაა კაცი და შარშან 32 მატჩში 8 გოლი გაიტანა მხოლოდ 3 ჯერაა ნაჯრებში ნათამაშევი და ეტყობა ვერ ქნა ვერაფერი თორე რა ჯიბრი უნდა ქონდეს ვინმეს მაგის?
ნამუსიც კარგი საქონელიაო ავლაბრის მგელო :) რაც შენ მიქარე კომენტარებში, კიდევ როგორღა წერ
საქმე100
100% გეთანხმები,თუმცა აქ ბევრი ფეხბურთის უცოდინარიც წეერს
საქმე100
100% გეთანხმები,თუმცა აქ ბევრი ფეხბურთის უცოდინარიც წეერს
giga
რატომ კუპატსდზე და არა მამარდასჰვილი
თენგო
ზივზივაძე არ იმსახურებს? არც ქვილითაიას და კაჭარავას არ ჩამოუცარდება, არც ლობჯანიძეს, თან პრობლემური პოზიციაა ნაკრებში
iolasha
ლორია კაკაბაძე კვირკველია ხოჭოლავა ტაბიძე კანკავა კიტეიშვილი ჩაკვეტაძე შენგელია კვარაცხელია ქვილითაია შეცვლაზე გააჩნია ანგარიშს , მაგრამ მაინც პირველ რიგში ოქრი , ყაზაიშვილი, გვილია , ლობჟანიძე , დავითაშვილი... დარწმუნებული ვარ მოვიგებთ პირველ რიგში ბევრრად მაღალი კლასის გამო, რაც ჩვენებს რეალურად აქვთ თეთრ რუსებთან შედარებით. ბრძოლისუნარიანობა და თავდადებაზე არ იდარდოთ...
გიორგი გორგაძე
იმედია არ აუკანკალდება ბ-ნ ვლადიმირს. მოდენე ტექნიკა
zaza
ბოკერია და ვაშაძე აღმაშენებელი უნდა გამოეძახა მარა რა იცის ვაისმა ფეხბურთი დდ ვინც გამოიძახა ისინიც ყველა ისედაც ვერმოხვდება განაცხადში .კაცს თავის გაჭირვებაც ეყოფა.შეეშვით ეგებ მოვიგოთ ეს ორი თამაში.ნუ შეჭამეთ.
ბნელი გრუზინი
ყველა პოსტერზე კაშია... ნეტავი საქმე რაშია?)))
roma bejanidze
კომენტარები წავიკითხე სადაც დებილიც კი უწოდეს ამ ბიჭების გამოძახებისთვის ვაისს. მეტი ვინ უნდა გამოეძახა პროსტა ვერ წარმომიდგენია? რაც შეეხება ეროვნულ ჩემპიონატიდან გამოძახებულებს ვერცერთი ვერ ითამაშებს ჯიღაურის გარდა. ბელარუსთან საუკუნის მტჩი გვაქვს და არ მგონია რომელიმე ისეთი ფეხბურთელი ათამაშოს რომელსაც მეტნაკლებად არ იცნობს. კარგია მომეწონა არჩევანი. მთავარის ბელარუსთან ვის ათამაშებს. ღმერთი ჩვენსკენ.
ქომაგი
შიდა ჩემპიონატის გუნდების შედეგები ევროპა ლიგის შესარჩევზე უკვე დაგავიწყდათ? გუნდიდან უნდა გამოიძახოს ფეხბურთელები?
ქუთაისელი
რო დაესწროს ეროვნულ ჩემპიონატს რა აზრი რომელი აკმაყოფილებს ეროვნულ ნაკრებს
ვაისსსს
ხო გამოძახებით ვინც ნორმალურია ყველა კი არის გამოძახებული მაგრამ რათგინდა სასტავს დააყენებს ისეთს რო რავი... ქვილითაია ჯერ როცა ფორმაშია მაშინ არ უქნია ღმერთს.. და 1წლის უთამაშებელს რო მაკედონიასთან დააყენებ ერთ ერთ მნიშვნელოვან თამაში... ბიძია შენ ან მოსყიდული ხარ ან ერთი ადგილი ხარ!!! საბა ლობჟანიძე უნდა იყოს ცენტრ ფორვარდი სწრაფიც არის ტექნიკურიც და კარში დარტყმაც იცის. კანკავა გვილია კიტეიშვილი..შემტევები ჩაკვე კვარა წინ საბა ლობჟანიძე!!!
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
საქართველოში, თუ 29 ფეხბურთელი მოიძებნება, მაშინ ავშენებულვართ და ეგ არის .. თუ, რაც ბევრნი ვიქნებით, უფრო კარგიას პრინციპია, მაშინ ოოოო......
ნიკა
საიტის ადმინისტრაციას მინდა მივმართო, ეს ჯიგარი რუსეთის საქმეს აკეთებს, რუსებს აპრავებს და სომხების მიმართ აგრესიას აღვივებს, მაშინ როცა ძალიან ბევრი სომეხი ცხოვრობს საქართველოში და ჯავახეთის პრობლემაც არსებობს. ან უვიცი იდიოტია ან კიდევ რუსეთის ინტერესების გამტარებელი. დასაბლოკია ასეთი კომენტარები.
დაუთმო ალბათ ახალგაზრდულს
მამარდაშვილი მაგარი ბიჭია მაგრამ ალბათ დაუთმო ახალგაზრდულს. რად უნდა სამი მეკარე თუ ორსაც არ იყენებს. ნაკრებში სკამზე ჯდომას, მიეხმაროს ახალგაზრდულს
იაგო
შენგელია გთუ არ დააყენა ძირითადში მართლა გასაგდები იქნება
კახა
თვითონ გაძახის უთამაშებელი ფეხბურთელი ნაკრებში ვერ მოხვდებაო!? ჩამოვთვალოთ რამდენი პრაქტიკის არ მქონე გამოიძახა? მაგის მთავარი პრობლემა ეროვნულ ჩემპიონატს არ ესწრება ან კიდე თამაშამდე თვითონაც მაშინ ჩამოდის როცა ფეხბურთელები შეიკრიბება შეკაიკაცო ასეთი მნიშვნელოვანი თამაში გაქვს წინ ჩამოდი რამდენიმე დღით ადრე აუცილებლად მცველი უნდა იყოს იქნებ ნახევარმცველმა შეძლოს განაპირა მცველის პოზიციაზე კარგად მორგებას შეკრიბე ხალხი გასინჯე რაღაცა ქენი უხ თქვენი ვინც ამას კონტრაქტი გაუგრძელა
ბაჩი
ნინუა უნდა გამოეძახა მაგრამ ნაკრების თამაშამდე ნინუას 2 თამაში უწევს კრასნოდართან და შიდა ჩემპში,მაინც მოუწევს გამოძახება
jano
სულ წავაგოთ ყველაფერი, გარდა სომხებისა, რუსი,რუსი რო იძახით, თვალი გაახილეთ! ვინაა ყველაზე დიდი მტერი!
გულშემატკივარი
ისე შენგელია რომ გამოცადოს ცენტრფორვარდად მემგონი ცუდი არ იცნება, უფრო მოძრავია დარტყმაც კარგი აქვს თავითაც კარგად თამაშობს... რა ვიცი ეცადა მაინც
გულშემატკივარი
ვაჟკაცურად შენ გვითხარი ვინ უნდა გამოეძახა და არ გამოიძახა, ერთი ორ შემთხვევაში შეიძლება არ ვეთანხმებოდეთ და ისინიც დიდს ვერაფერს გადაწყვეტენ თავიანთი ყოფნით. მაგრამ ეს ზეწოლა და დებილია ნამდვილად ზედმეტი მოგივიდა
Vasili
კალენდარი არ მომწონს, ჯობდა სომხებს თავიდან შევხვედროდით ან ბოლოს...
თამაზი
შეიძლება ყველა გამოიძახა ,მაგრამ დააყენებს ყველაზე სუსტებს, თან შეცვლებს გააკეთებს 82-ე წუთზე
rezo
გამოიძახა თითქმის ყველა ვინც ასე თუ ისე თამაშობს და ფორმაშია, ერთს ვერ მივხვდი კუპატაძე რატომ? მაგას ისევ კვასხვაძე ჯობია და ორივეს მამარდაშვილი. მარცხენა ფლანგზე არ მგონია მალი ლაკვეხელიანს ჯობდეს და სადაც ყველას იძახებს ბარემ ზივზივაძეც ყოფილიყო, არ მგონია ლობჯანიძე, ქვილითაია, კაჭარავაზე ნაკლები იყოს რამით უბრალოდ არ სწყალობს. საერთო ჯამში საკამათო დიდი არაფერია, ვფიქრობ იმედებს არ გაგვიცრუებენ ბიჭები ასეთი წინათგრძნობაც მაქვს...
ნიკო
პირველ რიგში თავისი თავი არ უნდა გამოეძახებინა.ეს იქნებოდა ერდთადერთი სწორი გადაწყვეტილება.
irakli81
მეტი ვინ უნდა გამოეძახა, რონალდუ და მესი გვყავს და არ ვიცით?
ბაჩი
რა ფორმაშია კაშია რამდენი ხანია ბურთი არ უნახია ან გრიგალავა რა ფორმაშია,ან ნინუას რას უწუნებს?მგონია მაინც მოუწევს ნინუას დამატება რადგან აჩვენებს ეს ბიჭი რომ იმსახურებს გამოძახებას
manuchari
ლორია მაგარ ფორმაშია, დირკა
ავთო
არ ვარ ამ ვაისის ფანი, მაგრამ გამოიძახა ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც ოპტიმალურ ფორმაშია. თავის თავის მტერი კი არ არის და არავის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს. ჩვენთან კიდევ ყველას თავისი აზრი აქვს და არაა საჭირო ყველაფერზე კომენტარების გაკეთება. ყველა ქართველი გულშემატკივრისადმი დიდი პატივისცემით.
გოგა
მოკლედ ყველა გამოიძახა 3 თამაში გვიწევს ზედიზედ. მალის და ჯიღაურის გამოძახება არ მომეწონა მარტო.
გიორგი-ბათუმი 97
ისე ვაისმა უყურა მამარდაშვილის თამაშებს ევროპა ლიგაზე?მესამე მეკარედ ყოფნა არ ეკუთვნის? თუ კუპატაძემ უფრო "საოცარი" მატჩი ჩაატარა აპოლონთან და მე არ მახსოვს? ან კობახიძეს გამოძახებას სანდოხაძე ან გურეშიძე რომ გამოეძახა არ შეიძლებოდა?
კახა
დებილია ან სერიოზულ ზეწოლას განიცდის ფეხბურთელების შერჩევისას
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..