უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მთავრობების შესაბამისი ჯანდაცვის უწყებების თანხმობის შემთხვევაში, უეფას ეგიდით გასამართ სანაკრებო და საკლუბო მატჩებს შესაძლოა გულშემატკივართა შეზღუდული რაოდენობა დაესწროს.

უეფას გადაწყვეტილების თანახმად, შესაბამისი სტრუქტურების მიერ გაცემული თანხმობის შემთხვევაში, 8 ოქტომბერს საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის გასამართ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალის მატჩს შესაძლოა, სტადიონის ტევადობის შესაბამისად, გულშემატკივართა მაქსიმუმ 30 პროცენტი დაესწროს.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 26 მარტის საქართველო-ბელარუსის მატჩის ბილეთები ანულირებულია და გულშემატკივრებმა კუთვნილი თანხის დასაბრუნებლად TKT.ge-ს უნდა მიმართონ.

ბილეთების თანხის დაბრუნება შესაძლებელია ერთი თვის განმავლობაში, 3 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით. ბილეთების დაბრუნების პროცედურასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია TKT.GE-სთან შეთანხმებით, 2 ოქტომბერს, დღის ბოლომდე გაგაცნობთ.

რაც შეეხება 8 ოქტომბრის მატჩზე მაყურებლის დასწრების საკითხს, როგორც მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე, ქვეყანაში არსებული რეგულაციების თანახმად, ღია სივრცეში სპორტულ ღონისძიებაზე დაიშვება არაუმეტეს 200 ადამიანისა. უეფას გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებს შესაბამის სტრუქტურებთან თამაშზე მაყურებლის შეზღუდული რაოდენობით დაშვების თაობაზე. აღნიშნულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში შეგატყობინებთ.

GFF.GE

დავით 67
უეფას უნდა ვთხოვო მაყურებლის დამთვლელად შემიშვას. თუ ნება დამრთეს ღმერთი არ გაგიწყრეთ და 18001 მაყურებელი არ აღმოჩნდეს)) ეს ხუმრობით მაგრამ ხომ ვიცით რომ ბილეთის გარეშეც ბევრს დართავენ ნებას. ეს იმის ბიძაშვილია და ა.შ.
ჰაჰა
ჩემი აზრით ბილეთები უნდა ღირდეს ძვირი. ძალიან ძვირი. მინიმუმ 200 ლარი. ოღონდ თუ გასაყიდია 18 ათასი ბილეთი. უნდა გაიყიდოს 9 ათასი, ხოლო დარჩენილი 9 ათასი უფასოდ (ან მისაღებ ფასში) მისცენ ფან კლუბის წევრებს, ვეტერანებს, არასრულწლოვან ფეხბურთელებს.
ლუკა
რა ფიქრი უნდა... იქნება და არ დაუშვათ მაყურებელი იმ რაოდენობით რა რაოდენობაც დასაშვებია მაქსიმუმ.... სწრაფად იმოქმედეთ ზარმაცებო დღეს უკვე 3 ოქტომბერია....
დათო
ჩემო მეგობრო, აბოლუტურად სხვა რამ ვიგულისხმე!!! ძალიან ვწუხვარ, რომ ასე გამოვიდა არსებული სიტუაციის გამო!!! ჩემპიონთა ლიგის და ევროპალიგის ფინალის ბილეთების გაყიდვა, რომ გახსნა უეფამ და თნხმობა რომ მომივიდა ყიდვაზე და ველოდებოდი გადახდას , მომივიდა მეილი ,რომ ეპიდემსიტუაციის გამო არ იციან როდის ჩატარდებოდა მატჩები!!! უბრალოდ ვერავინ ვერ მოასწრებს ბილეთების შეცვლას 5 დღეში!!! წარმოუდგენლია!!! მე ჩემს კომენტარში ის ფეხბურთის ნამდვილი გულშემატკივარი ვიგულისხმე, ვინც ფეხბურთის გამო მზად იყო, თუნდაც უკანასკნელი თანხით ეყიდა ამ მატჩის ბილეთი. გამარჯვებას გისურვებ მეგობარო, ოღონდ მოიგონ და ყველაფერი მეორეხარისხოვნია!!! ალბათ თუ ვერ გაზრდიან ხალხის რაოდენობას და მხოლოდ200 კაცი უნდა დაესწროს, ეს ორასივე კაცი უნდა იყოს ჩემი , თქვენი და მთელი საქართველოს წარმომდგენელი სტდიონზე!!! არანაირი ჩაწყობა და გაურკვეველი ტიპები!!!ორასივე უნდა იყოს ნამდვიკი ქომაგი თანაც მჭექარე ხმით!!! მინსკში უნდა ისმოდეს მათი ხმს!!! წარმატებები ნაკრებს და მთელ საქართველოს ვუსურვებ გამარჯვებას!!!
giorgi
ნეტა მოიგონ და სულ არ მინდა ბილეთის თანხა უკან!!!
Just Supporter
მე კი ვხედავ რაც წერია, ტკტ.გე-ს საიტზე შეხვალ, სადაც შესაბამის ფუნქციას ჩაგირთავენ და ონლაინში ავტომატურად დაიბრუნებ (ავტომატურად დაბრუნებაში ეგ ვიგულისხმე). პანდემიის დაწყებისას სხვა ღონისძიებებზე შესყიდულ ბილეთებზე გადახდილ თანხებს ანალოგიურად აბრუნებდნენ.
sormona
ჩემო დათო, შენ რაიცი მე ვისთვის ვიყიდე ბილეთები ან ქონდა თუ არა მას ბილეთის ყიდვის საშუალება??? ან რა ლოგიკაა მაგაში, გამოდის ვისაც უჭირს მარტო იმან იყიდოს ბილეთი და ვისაც არ უჭირს იმან არა???
გიორგი გორგაძე
Just supporters-ს . შავით თეთრზე წერია, tkt.ge-ს უნდა მიმართოთ-ოოო გაახილეთ თვალები
1
აბა შენ ეგა თქვი,არსებობენ ადამიანები,რომლებიც მხოლოდ ცუდს ხედავენ,ყველაფერში უარყოფითს ეძებენ.ყველაზე ამზრზენი ხალხი არიან,"ამ ცხოვრების დედაც" მაგ ხალხის შემოგდებულია. სხვასაც განწყობას უფუჭებენ. მოდი რა დილით რომ ადგებით პატარა ლოცვა წაიკითხეთ, აივანზე გადით და ღმერთს მადლობა უთხარით რომ ჯანმრთელად ხართ,შემდეგ ოჯახის წევრებს,მეგობრებს და ახლობლებს მოეფერეთ და გაუღიმეთ,ცხოვრება მშვენიერია.
დათო
არავინ არ შეირჩენს ამ თანხას!!! ასეთი აზრები როგორ მოგდით თავში???!!!! ავტომატურად უნდა დააბრუნოს რას ნიშნავს, როგორ???!!! ყველაფერს თავისი პროცედურა აქვს!!!!ყველა დაიბრუნებს თავის თანხას!!! თუ კაცი ერთ ადგილს არ აწევს და დაიკიდებს, ბუნებრივად დარჩება იმ ანგარიშზე, რომელზეც ჩაირიცხა!!! აბა სახლში ხომ არ მიუტანს ფედერაცია !!! ნეგატივს ნუ ეძებთ იქ, სადაც არ არის!!!

აბა კობი კორონას ელოდებოდა,რომ ცოტა ფული ეშოვნა,ეხლა ჩეფერინსაც გაუმაზავს,იქეთ ცოტას ჯანმოსაც შეახვედრებენ და იგულავებენ ხალხის ხარჯზე ხომ? მაგარი ფანტაზიები გაქვთ ზოგიერთებს,გვარამია და მელაძის კურსები გაქვთ გავლილი?
giorgi4444
ბილეთის ფასის დაბრუნება ბიუროკრატიულ კი არა ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. გასარკვევია ბანკის საკომისიოს ვინ იზარალებს, ასევე გვეჭრება ტკტ.ჯის მომსახურების საკომისიო. დააბრეხვებთ ხოლმე რა :)
დათო
როგორ კარგად მესმის თქვენი!!! მაგრამ იმ ადამიანმა, ფეხბურთის ნამდვილმა გულშემატკივარმა,რა დააშავა გაჭრვების პერიოდში მხოლოდ ერთი ბილეთის ყიდვა რომ შეძლო???!!! 5 დღეში ფიზიკურად ვერ შეძლებენ ვერაფერს, ახალი ბილეთების დაბეჭვდის( რეგულიაციები უნდა შეცვალოს ამ შემთხვევაში სახელმწიფომ, 200 კაცზე მეტის შესახებ) და რეალიზაციის გარდა!!! ბოლო ვარიანტია ნაკრების 200 ომახიანი ქომაგი შეუშვან და ეს იქნება ჩვენი , ქართული ხმა და მხარდაჭერა სტადიონზე!!!
giorgi
სორმონა მართალია მეც მზად ვარ ჩემი 4 ბილეთი 1 ბილეთში გადავუცვალო ფედერაციას
giorgi
ბილეთების თანხა ავტომატურად უნდა დააბრუნოთ ანულირება ამას ნიშნავს.. მაგრამ როგორც ჩანს ბიუროკრატიულ პრობლემებს ქმნიან და იმის იმედი აქვთ რომ გარკვეული ნაწილი 1 თვეში ვერ ან არ მოითხოვს თანხის დაბრუნებას და ამის ხარჯზე ცოტა ფულს იშოვნიან... სირცხვილი ფედერაციას
დათო
გეთანხმებით 100%!!! თუ რეგულიაციები არ იძლევა საშუალებას, ფან-კლუბის 200 ქომაგი, ყველაზე ომახიანი უნდა შეუშვან!!! მათი სახიით იქ მთელი საქართველოს ხმა იქნება!!!
Just Supporter
ხალხო, შინაარსის გამოტანა წაკითხულიდან არ შეგიძლიათ? წერია, რომ ანულირდა ბილეთები. წერია, რომ ტკტ.გე-დან ავტომატურად დაიბრუნებთ თანხას 1 თვის განმავლობაში. წერია 2 ოქტომბერს დღის ბოლომდე გაგაცნობთო დეტალებს. დიდი ალბათობით ხელახლა გაიყიდება 20,000 ბილეთი და ვინც მოასწრებს ყიდვს, ისინი შევლენ სტადიონზე - ლოგიკურია. ერთადერთი, ჯერ საქართველოს მთავრობის პოზიციაა გასარკვევი. რა გჭირთ, წაიკითხეთ, გაიაზრეთ და მერე წერეთ კომენტარები, სულ ნეგატივზე დაგეშილები რატომ ხართ?! :დ
sormona
ფედერაციის საყურადღებოდ! მე ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინა თადარიგი დავიჭირე და 4 ბილეთი ვიყიდე ჩემთვის და მეგობრებისთვის. ახალ რო მიუქმებ ამ ბილეთებს და მერე აპირებ 30%-ს ხელმეორედ გასაყიდად გამოტანას ჩემს ინტერესებს რატომ არ ითვალისწინებ??? ხო შეიძლება ვეღარ მოვხვდე იმ 30%-ში? ამიტომ ალტერნატივა მაინც შემომთავაზე და ჩემი 4 ბილეთის სანაცვლოდ 1 ან 2 ბილეთი მაინც შემომთავაზე!!!!!
Irakli Apkhaidze
აუქმებს კარგია... ის გადახდილი ფული სხვას მოკითხეთო და დანარჩენს აწი გეტყვითო... ძალიან მაგრად იფიქრეს როგორც ჩანს... და იმ 30% როგორ გადაანაწილებენ საინტერესოა, ან საიდან გამოიყვანეს ეგ პროპორცია?... იმ 30%-ის უმეტესობას თავის ხალხში გაანაწილებენ და დაარიგებენ
Biankonneri
ეს ყველაფერი გასაგებია მაგრამ, ფანკლუბის ხალხი მაინც დაუშვით, 150 კაცი მაინც! ცარიელ სტადიონზე აკუსტიკის წყალობით 150 ქომაგი ათჯერ მეტს უდრის..
გიორგი
ვერაფერი გავიგე ამ განცხადებიდან, გარდა იმისა, რომ ბილეთები ანულირებულია.
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
[VIDEO] ...ასე გამოუვიდა კიტეიშვილს საგოლე პასი
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
მეორე ვადით - "ბენფიკას" პრეზიდენტად კვლავ რუი კოშტა აირჩიეს
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს - შენგელიას გუნდი "ზენიტის" ყოფილ თავკაცს დაუკავშირდა
იურიჩს მოხსნას უპირებენ - "ატალანტას" სეზონის ძალიან ცუდი სტარტი გამოუვიდა
[VIDEO] ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავ - თოვლით დაფარულ მოედანზე ულამაზესი გოლი გავიდა
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
ტენ ჰაგი პრემიერ ლიგაში არ დაბრუნდება - ვულვზმა მწვრთნელად სხვა დამრიგებელი აირჩია
[VIDEO] ბითაძის 3 დაფარება 14 წუთში - "ორლანდო მეჯიქი" "ბოსტონ სელტიქსთან" დამარცხდა
[VIDEO] ლუკა გაგნიძის მეორე საგოლე პასი ესპანეთში
საქართველო 5:0 ესტონეთი
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
კიტეიშვილის მაღალი შეფასებები და "შტურმის" ფრე "ზალცბურგთან"
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "მეცმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა
პენალტის მოგერიება არ დაუფასდა - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მამარდაშვილმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
ვლადიმირ ვაისი: თუ ნაკრების დატოვება მომიწევს, ჯობს გამარჯვებული წავიდე
ბეილიმ ყაზანში გაიბრწყინა - ყრუაშვილმა სამი პენალტი დანიშნა [VIDEO]
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების რეაქცია ფანების დახვედრისას
ჩაკვეტაძე ბრუნდება - შეძლებს ნოემბერში საქართველოს ნაკრებში თამაშს?
თორნიკე ოქრიაშვილი: მაკედონიასთან 3 ქულა უნდა ავიღოთ
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ორი დებიუტანტით - ნოემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრები ზეიმობს - გამარჯვება კალაძემ და კობიაშვილმა მიულოცეს [VIDEO]
ყაზახეთის ნაკრებმა ვადამდე მოიპოვა ერთა ლიგის ნახევარფინალის საგზური
"ძალიან სასიამოვნო გრძობაა, როცა ოცნება ხდება" - იური ტაბატაძე