საქართველოს ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალისთვის თბილისში გამომგზავრებამდე ბელარუსის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა მიხაილ მარხელმა "პრესბალს" ინტერვიუ მისცა.

- ფეხბურთელობისას ან სამწვრთნელო კარიერაში ასეთი ამაღელვებელი მატჩი გქონიათ?

- ასეთი მნიშვნელოვანი, ალბათ, არა. ბუნებრივია, გარკვეულ მღელვარებას აქვს ადგილი, მაგრამ ვფიქრობ, ვარჯიშების პროცესში ყველაფერი ნორმაში ჩადგება.

- დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ თქვენი შეგირდები უზარმაზარ ფსიქოლოგიურ ზეწოლას გაუმკლავდებიან?

- ვიმედოვნებ. პირველ რიგში, გამოცდილი ბიჭების იმედი მაქვს. მჯერა, ისინი ჩვენს ახალგაზრდებს ამ მხრივ დაეხმარებიან, მათ, ვისაც თბილისში თამაშს ვანდობთ.

- მოკლედ რომ დაახასიათოთ საქართველოს ნაკრები, რას იტყოდით?

- კარგი ევროპული დონის გუნდია. ალბანეთის ნაკრებს შევადარებდი, რომელსაც სექტემბერში ვეთამაშეთ - ბალანსირებული შემადგენლობა, სადაც არაერთი გამორჩეული ფეხბურთელია. პრაქტიკულად, ყველას თავის კლუბში სათამაშო პრაქტიკა აქვს. დარწმუნებული ვარ, ძალიან რთული მატჩი გველის.

- საქართველოს ნაკრებში ბელარუსის ჩემპიონატში გაელვებული ორი ფეხბურთელია: გიორგი ნავალოვსკი (მინსკის "დინამო") და ვაკო გვილია (ბატე). გახსოვთ ისინი?

- ბუნებრივია. ეს ბიჭები ოსტატები არიან. თუმცა მას შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა და ისინი სხვა ჩემპიონატებში გადაბარგდნენ. ამიტომ მათმა ადრე ჩვენთან თამაშმა ნაკლებად შეიძლება მეტოქეს ინფორმაციული სარგებელი მოუტანოს.

- ჩვენს ნაკრებს სამმატჩიანი ციკლის ჩატარება მოუწევს. ქართველებთან დუელი ლიეტუვასთან და ყაზახეთთან შეხვედრებზე გაცილებით მნიშვნელოვანია. მეთანხმებით?

- აბსოლუტურად გეთანხმებით. ასეთი მატჩების ჩატარება ხშირად არ გვიწევს. პრინციპში, ასეთი მნიშვნელოვანი თამაში ბელარუსს ადრე არ ჰქონია. გასაგებია, უმთავრეს ყურადღებას თბილისურ მატჩს მივაქცევთ.

- მინსკში აცივდა. ტემპერატურულმა ცვლილებამ შეიძლება ნეგატიური ზემოქმედება მოახდინოს?

- თბილისში ჩვენი სტუმრობა ხანგრძლივი არ იქნება: წინასამატჩო ვარჯიში და უშუალოდ მატჩი. ისეთმა ნიუანსმა, როგორიც ამინდია, პროფესიონალებზე არ უნდა იმოქმედოს. თუ ტემპერატურის ცვლილებას ექნება ადგილი, არა მგონია, ეს ჩვენს თამაშზე აისახოს.

- ჩვენი ნაკრებისთვის მაყურებლებთან ერთად თუ მათ გარეშე თამაში იქნება მისაღები?

- ჩემი გაგებით, უმაყურებლოდ თამაში მკვდარი ფეხბურთია, მაგრამ როდესაც თავი უნდა მოიკლა და შედეგს მიაღწიო, მე უპირატესობას უმაყურებლოდ თამაშს მივანიჭებდი. რაც უნდა იყოს, მაყურებელთა მხარდაჭერა საქართველოს ნაკრებისთვის არსებითი დახმარება იქნებოდა.

- თბილისური დუელი აუცილებლად ერთ-ერთის გამარჯვებით უნდა დასრულდეს. ამიტომ მატჩისშემდგომი პენალტების სერია არაა გამორიცხული. ამაზე ვარჯიშებზე იმუშავებთ?

- დროის დეფიციტის გამო ამის გარდა სხვა რამეებზეც გვაქვს სამუშაო. მიზანმიმართულად ამისათვის არ მოვემზადებით. თუ ვარჯიშების შემდეგ ვინმე ამაზე დამატებით იმუშავებს, მე წინააღმდეგი არ ვიქნები.

- რა პრობლემები აწუხებს ამჟამად სამწვრთნელო შტაბს?

- არ მინდა დეტალურად მოვყვე. რა თქმა უნდა, დამამწუხრა, რომ მხოლოდ რამდენიმე ვარჯიშის ჩატარებას მოვახერხებთ. ვეცდებით, ყველაფერი მაქსიმალურად ეფექტურად დავამუშაოთ. გვაღელვებს, რომ ზოგიერთ საკვანძო ფეხბურთელს უკანასკნელ ხანს თამაში ხშირად არ უწევდა. გადავწყვეტთ, მოცემულ სიტუაციაში რამდენად შეუძლიათ გუნდს დაეხმარონ. მნიშვნელოვანია, სასტარტო შემადგენლობაში ჩამოვყალიბდეთ. დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლაში მენტალური და ფსიქოლოგიური მზაობა ერთ-ერთი გადამწყვეტი იქნება.

როგორც ყოველთვის
როგორც ყოველთვის, აქ ყველაფრის ექსპერტები და მცოდნეები იკრიბებიან. მიმაჩნია, ამ შემთხვევაში მიიღეს ფეხბურთისთვის ცუდი, მაგრამ სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება. შეიძლება დიდი არაფერი მომხდარიყო, მაგრამ რადგან წინასწარ არავინ არაფერი იცის და ვერავინ გაზღვევს საწინააღმდეგოში უნდა ენდონ ამ საქმეში მცოდნე ეპიდემიოლოგებს. მორჩა და გათავდა. არც ერთი თამაში ფეხბურთში არ ღირს თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ფასი!
ვანჩოპე
ვაი სირცხვილო! ალბანეთს შეგვადარა. თუმცა ფაქტია, ალბანეთზე უკეთესები ვერ ვართ. დაგვაცადეთ ბატონო მარხელ, მალე ესპანეთს, ან პორტუგალიას შეგვადარებ!!!
SL
თან ჭრი და თან კერავ?
Geo_Dinamo
ჩვენ მიჩვეული ვართ ჩვენი მთავრობისგან. ხან რუსეთის სასიკეთოდ მოქმედებენ, ხან ბელოროსის და საერთოდ ვისაც დაჭირდება მათ სასარგებლოდ იქნებიან. ჩვენი ქვეყანა რაში ანაღვლებთ? რომ მოვიგებთ მერე დაიბრალებენ თვითონ.
ვავავა
რო ვიძახი ჩვენი საშველი არ იქნებათქო არ ჯერავთ ამ მეკარტოფილეებს და რავქნა? ინაშვილმა რამდენი ხალხი შეკრიბა თავისუფლებაზე იქ არ იყო კორონა და სტადიონზე იქნება? ყველას უძვრებიან ერთ ადგილას თავის მოსახლეობის გარდა........
WTF
გაეყიდათ 10.000 ბილეთი და ვინც შეძენას მოასწრებდა ის დაესწრებოდა და არც გადატვირთული იქნებოდა სტადიონი.
აბი
თქვენთვის უსვრია ჩვენს მთავრობას, მადლობა მაინც გადაუხადეთ თქვე ჩემისებო.
სვიმონი
მობრძანდით ბატონო მარხელ, ხელისუფლებამ, ფედერაციამ და ჯანდაცვამ ყველა ღონე იხმარეს, რომ სტადიომზე ბუზის გაფრენის ხმა ისმოდეს და თავი კომფორტულად იგრძნოთ)))))))))))))))))))))))))))))
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტის მატჩებისთვის
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
[VIDEO] "ბარსელონა" "ნიუკასლს" დაუნდობლად გაუსწორდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ტიტე კალანდაძემ ისრაელთან პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
ვლადიმირ ვაისი: თუ ნაკრების დატოვება მომიწევს, ჯობს გამარჯვებული წავიდე
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
ბეილიმ ყაზანში გაიბრწყინა - ყრუაშვილმა სამი პენალტი დანიშნა [VIDEO]
ბელარუსების მწვრთნელი: ერთა ლიგაზე ისევ ქართველებთან მოხვედრა არ მინდოდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების რეაქცია ფანების დახვედრისას
ბელარუსების მწვრთნელი: საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებები ერთი დონისანი არიან
ბელარუსებს ყაზახეთში გამარჯვებამ ფრთები შეასხა და ლაპარაკი საქართველოსთან მოგებაზე დაიწყეს
თორნიკე ოქრიაშვილი: მაკედონიასთან 3 ქულა უნდა ავიღოთ
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
დღეს ვნახავთ რას წარმოადგენს ბელარუსის ნაკრები
ბელარუსების მწვრთნელი: საქართველოს ნაკრებთან უპირატესობა გვაქვს
ყაზახეთის ნაკრებმა ვადამდე მოიპოვა ერთა ლიგის ნახევარფინალის საგზური
ბელარუსის ნაკრების მწვრთნელი: ნერვების თამაშში ფინალში გასვლას ორივე გუნდი იმსახურებდა
საქართველოს ნაკრები ზეიმობს - გამარჯვება კალაძემ და კობიაშვილმა მიულოცეს [VIDEO]