ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ბელარუსთან საქართველოს ნაკრების მატჩის წინ "ინსტაგრამზე" მეტად ემოციური წერილი გამოაქვეყნა. მან თანანაკრებელებს წარმატება უსურვა და სინანული გამოთქვა, რომ ტრავმის გამო გუნდს ვერ დაეხმარება:

"8 ოქტომბერი, ნებისმიერი ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. ბელორუსთან გასამართ დაპირისპირებას უკვე დიდი ხანია ველით ფეხბურთელებიც და გულშემატკივრებიც და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს მხარს ვერ დაუჭერს ის ხალხი, რომელსაც ყველაზე მეტად ახარებს ნაკრების გამარჯვება და წარმატება.

თუმცა, მთავარი ის არის, რომ ნაკრები სრულად შეიკრიბა და ბიჭებიც ჯანმრთელად არიან და ემზადებიან ამ უმნიშვნელოვანესი თამაშისთვის. ზუსტად ვიცი, როგორი განწყობა და შემართებაა საქართველოს ნაკრებში და ისიც ზუსტად ვიცი, თუ რაოდენ დიდია თითოეული ქართველი ფეხბურთელის პასუხისმგებლობა მოახლოებული თამაშის წინ, რადგან მეც ამ პროცესის და ამ მატჩის მოლოდინის უშუალო მონაწილე ვიყავი და რომ არა ეს დაუსრულებელი ტრავმა, რომელიც ვერაფრით ვერ მოვირჩინე ამ დრომდე, მეც ისეთივე შემართებითა და ძალების სრული მობილიზებით ვიქნებოდი ჩართული ჩემი კარიერის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშისათვის მოსამზადებელ პროცესში.

ვიქნებოდი იქ, სადაც არიან ქართველი ფეხბურთელები. ის ბიჭები, ვისთან ერთადაც პირადად მეც ძალიან მძიმე და რთული გზა გავიარე. იმ ბიჭებთან ერთად, რომლებიც ზუსტად ვიცი, რომ 8 ოქტომბერს გავლენ ეროვნულ სტადიონზე და ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ბელორუსი დაამარცხონ. ზუსტად ვიცი, რომ თითოეული მათგანი კარიერის საუკეთესო თამაშს ითამაშებს და შეძლებს იმ ოცნებასთან კიდევ უფრო მიახლოებას, რომლისკენაც ამდენი ხანია ყველა ერთად მივდივართ.

ეს შემადგენლობა იმსახურებს იმას, რომ მიაღწიოს ისტორიულ წარმატებას და გაახაროს ქართველი გულშემატკივარი, თუმცა ამისათვის ჯერ ბელორუსის ნაკრებია დასამარცხებელი და ეჭვი არ მეპარება, რომ ასეც მოხდება. წარმატებას ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს და იმ ბიჭებს, რომლებიც 8-ში მინდორზე გავლენ და ყველაფერს გააკეთებენ ქართველების გასახარებლად.

წარმატებას ვუსურვებ იმ გუნდს, რომლის მაისურითაც უამრავი სიხარული და ბედნიერება მაქვს მიღებული. ძალიან ვწუხვარ, რომ არ მომეცა საშუალება მინდორზე მათთან ერთად დავხარჯულიყავი და ჩემი წვლილი შემეტანა საქართველოს ნაკრების გამარჯვებაში. ვწუხვარ, რომ ასე აეწყო ჩემი კარიერა, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ 8 ოქტომბერი ჩვენთვის დიდი გამარჯვებისა და ბედნიერების დღე იქნება. ჩვენ ვიმსახურებთ ამ ბედნიერებას."

გიო
იმ 53 კაციდან, ვინც ჩემს კომენტარს დისლაიქი გაუკეთა, ღმერთმა დაიფაროს და თუ წავაგებთ, 70-80% მკვდარს და ცოცხალს დაახურავს თავზე ჩვენს ფეხბურთელებს, დარწმუნებული ვარ, იმის მაგივრად, რომ გაამხნევონ გუნდი და შემდგომი წარმატებები უსურვონ. რას ჰქვია ვითარსები, ანანიძის კომენტარს მოვაყოლე, თორემ რომ ვიგებთ, ამაში ეჭვი არ მეპარება 95% მინიმუმ. მილოცვებსაც მივიღებ, აბა რას ვიზამ :) ისე, ჩემთან რომ გამართეთ პოლემიკა, მთავრობასთან გაგვემართა და 5000-10000 კაცის რეგულაციების დაცვით შეშვება მოგვეთხოვა. ძალიან მინდოდა თამაშზე დასწრება, მაგრამ თუ მე ვერ ვიქნებოდი, ყოფილიყო სხვა, ოღონდ ყოფილიყო!
ziko
ჯანო მალე უნდა გამოჯამრთელდე,ნაკრებს ჯანოს ნაირი ფეხბურთელი ჭირდება, ჯანო ბურთს და თამაშის რიტმს აკონტროლებს.აუცილებლად უნდა მონახოს ძალები და კარიერა უნდა გააგრძელოს,ჯანო ჯერ ადრეა კარიერის დასრულება.თუნდაც ფორმის აღდგენის მიზნით საქართველოში ითამაშოს არა მგონია რომელიმე გუნდამა ჯანოს უარი უთხრას.ძალიან დააკლდება ჩვენ ფეხბურთს ჯანოს წასვლა.ბოლომდე უნდა იბრძოლოს ჯანომ.
გიონატ
კარგი ბიჭია ჯანო, მიუხედავად იმისა რომ ვერ აეწყო საკლუბო კარიერა მაინც მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ნაკრებისთვის. არავის არ უნდა დაავიწყდეს მისი საქციელი, როდესაც საქართველოს ნაკრები აირჩია მტკიცედ და უარი განაცხადა რუსეთის მოქალაქეობაზე. პირადად მე ამ კაცს მიხეილ ფოცხევრიას გვერდზე დავაყენებდი, როგორც თავდადების ნათელ მაგალითს. წარმატებები ჯანო, დაგვიბრუნდი მალე, გვჭირდები !
ნუგზარი
გაიხარე ჯანო. იმედია შენც მალე გამოჯანმრთელდები და დაუბრუნდები ჩვენს ნაკრებს.
gia jashi
ღირსეული კომენტარია!
ALONZO
გიო, ნუ ითარსები. მოგილოცავ წინასწარ გამარჯვებას
bokinio
გაიხარე ჯანო. იმედია დალაგდება შენი კარიერაც და ტრამვაც გაქრება უკვალოდ. ეს ის ბიჭია 16 წლისა ახალგაზრდულ ნაკრებში რო გამოიქცა კიევის დინამოდან და მაგის გამო გუნდიდან გაუშვეს. ეს ის ბიჭია რუსეთის ნაკრები შორს რომ გაუშვა, ეს ის ბიჭია მაღალი ხელფასის და ტრამვების მიუხედავად ყველა დაძახებაზე ნაკრებში რო მორბოდა!!! მადლობა ჯანო ყველაფრისთვის.
ილია
ჯანო ჯიგარი ხარ, შენ ისევ გაიბრწყინებ სულ მალე.
გიო
23 კაცს, დისლაიქი რომ გაუკეთე ჩემს კომენტარს, ალბათ ჰგონია, რომ არ გამიხარდება ნაკრების მოგება. გადახტომის მერე ჰოპლას დაძახება ჩემი მოგონილი არ არის, ძველი ქართული ანდაზაა და ბრძენ ქართველ კაცს აქვს ნათქვამი ცხოვრების გაკვეთილებიდან გამომდინარე. ასე რომ თუ გგონიათ, რომ მაგ დისლაიქებით რაიმეს დამაკლებთ, ძალიან ცდებით. არ არის ბელორუსი ხელწამოსაკრავი გუნდი იმ ფონზე, რა შესაძლებლობებიც ჩვენს ნაკრებს გააჩნია. ამიტომ ჯერ მოგება და მერე სიხარული, თორემ 8 ოქტომბერი მნიშვნელოვანი დღე რომ არის ქართული ფეხბურთის ისტორიაში, მაგას თქმაც არ უნდა. ანანიძეს კიდევ კარგი შანსი ჰქონდა დიდი ფეხბურთელი გამხდარიყო, ვერ შეელია რუსეთს
roma bejanidze
ეს ის ადამიანია ვინც ნებისმიერ დროს იმსახურებს ნაკრებში ყოფნას. გამოჯამრთელებას და წარმატებებს გისურვებ ჯანო. მალე მენახე ნაკრების მაისურით მინდორზე, შენ იმდენი გააკეთე ნაკრებისთვის რომ შეგიძლია იამაყო უკვე და იმას როგორი თავგანწირვით თამაშობდი ნაკრებში ყველა ხედავდა, 8 ოქტომბერში შენი წვლილიც არის, აქამდე ხომ მოიყვანეთ ნაკრები 8-ში ჩათვალე რომ 12 მოთამაშით ვართ რადგან 11 ფეხბურთელი თავისსას და შენ წილ თამაშსაც ითამაშებენ. მალე ჩადექი ფორმაში რომ ევრო 2020 (2021) ნაკრებს გაყვე იქ სათამაშოდ. ღმერთი შენსკენ.
გიო
რომ გადახტებით, ჰოპლა მერე დაიძახეთ
alexandre
გაიხარე, ჯანო! წარმატებები ნაკრებს! გამოჯანმრთელება შენ, ნაკრებში დაბრუნებას გისურვებ!
master
სამწუხაროა.შენც იმსახურებ ჯანო ნაკრებთან ერთად ყოფნას.
საბა
კომერსანტის განცხადება!))
Dato
ჯანი ჯანოს!
Goga
მიუხედავად ჯანოზე გამოთქმული ბევრი უარყოფითი მოსაზრებისა, ჯანო არის პატრიოტი ქართველი რომელმაც თავის დროზე სამშობლოს სახელით ასპარეზობა არჩია მომავალ კარიერას. მას შეეძლო რუსეთის ნაკრებთან ერთად ეთამაშა დიდ ტურნირებზე, მაგრამ სამშობლო მისთვის პრიორიტეტია. ბევრმა არ იცის ჯანოს ქველმოქმედების შესახებ, იმიტომ რომ ის ამაზე ხმამაღალ განცხადებებს არასდროს აკეთებდა... გაიხარე პატრიოტო ადამიანო, ჯანმრთელობა გქონდეს და კიდევ მრავალჯერ გაახარე შენი თანამემამულეები ლამაზი და თავგანწირული თამაშით!!!
ჯეკო
გამოჯანმრთელებას გისურვებ ჯანო. მაადლობას გიხდი ყველაფრითვის, რაც აქამდე გაგიკეთებია ნაკრებისთვის. მადლობა ქველმოქმედებისთვის, რომ დღემდე ასე უანგაროდ ეხმარები გაჭირვებულ ხალხს. შენს კაცობას გაუმარჯოს!!!
Vasili
გამოჯანმრთელებას გისურვებ!!! მთავარია ჯანზე იყო და კიდე შეგეძლება ნაკრების მაისურის ჩაცმა!!
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
ვლადიმირ ვაისი: თუ ნაკრების დატოვება მომიწევს, ჯობს გამარჯვებული წავიდე
ბეილიმ ყაზანში გაიბრწყინა - ყრუაშვილმა სამი პენალტი დანიშნა [VIDEO]
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების რეაქცია ფანების დახვედრისას
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
თორნიკე ოქრიაშვილი: მაკედონიასთან 3 ქულა უნდა ავიღოთ
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრები ზეიმობს - გამარჯვება კალაძემ და კობიაშვილმა მიულოცეს [VIDEO]
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
ყაზახეთის ნაკრებმა ვადამდე მოიპოვა ერთა ლიგის ნახევარფინალის საგზური
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ