ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ლევან სალუქვაძე საქართველო ბელარუსზე: "ახლა მოგინდათ ლამაზი თამაში?! ძლივს გავედითო ამბობთ და საქართველოს ნაკრები 70-იანი წლების ბრაზილია გგონიათ?!"

ლევან სალუქვაძე საქართველო ბელარუსზე: "ახლა მოგინდათ ლამაზი თამაში?! ძლივს გავედითო ამბობთ და საქართველოს ნაკრები 70-იანი წლების ბრაზილია გგონიათ?!"

გადაცემა "იმედის ფსონში" ჟურნალისტმა ლევან სალუქვაძემ საქართველო ბელარუსის მატჩის შესახებ ისაუბრა.

"მოვიგეთ ბელარუსთან და გავედით პლეი-ოფში... ეხლა თუ მოვიგებთ გავდივართ ევროპის ჩემპიონატზე და თაობების ოცნება ასრულდება.

ბევრი წავიკითხე ძლივს გავედით, ესე გავედით, ისე გავედით... კარგით რა, თქვე კაი ხალხო! თან გავედით და ლამაზად გავიდეთ 70-წლების ბრაზილია ჰომ არ ვართ?!

ვართ საქართველოს ნაკრები და შეეგუეთ და გაუსწორეთ რეალობას თვალი, რომ სადაც მივედით, ძალიან კარგია რომ მივედით.

გვაქვს უნიკალური შანსი გავიდეთ ევროპის ჩემპიონატზე. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გვყავს გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის ღირსია, მაგრამ მოგვცეს ერთა ლიგით ამის შანსი არ სჯობია გავიდეთ?!

ადრე, რომ ვიტყოდით ანდორასთან მოვიგეთ და თამაში არ მოგვეწონაო, გამოვარდებოდნენ და რა არ მოგეწონათ მთავარია მოვიგეთო და ეხლა რა მოწონება-არმოწონებაზე დამიწყეთ საუბარი ამ უმნიშვნელოვანესი თამაშის მერე?!

მგონია, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავალთ. ირლანდიას და ალბანეთს ასჯერ შევხვდით უკვე და ნიდერლანდებთან ერთხელაც არ გვითამაშია.

მაკედონია ძალიან ძლიერი გუნდია და მგონია, რომ იქ თამაში იქნება დაზვერვა და ფინალური მატჩისთვის მზადება.

სიმართლე გითხრათ, მეც შემტევი და აქტიური ფეხბურთის მოყვარული ვარ, ეს არაერთხელ მინახავს და მინდა კიდევ ვნახო, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეთ თამაშში მთავარია გავიდეთ და როგორ მოხდება ეს ენა არ მომიბრუნდება.

ერთადერთი ენა მომიბრუნდება იმაზე, რომ დააყენეთ ეს კვარაცხელია თავის ადგილას რა... რა კარგი ბიჭია და "თამაში გააკეთა". საუკეთესოა და იმ პოზიციაზე დააყენეთ რაც "რუბინში" აქვს.

მარცხენა ფლანგზეა მაგის ადგილი და ასე არის ბავშვობიდან. მოკლედ, ყველას თავის შეხედულება აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარია ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ", - თქვა სალუქვაძემ.

• sake

100% მართალი ხარ ლევან,კვარას შესახებაც მართალია,ამ ბიჭმა ბოლო თამაშები უნდა ითამაშოს მარცხნივ,რომ ფინალში ადაპტირებული იყოს. პ.ს.მართლა მაინტერესებს და იქნება ვინმემ იცოდეს და მიპასუხოს ხარაიშვილის შესახებ,რა ხდება ამ ბიჭის თავს?მე ვფიქრობ,რომ ნაკრებს იმსახურებს,ყოველ შემთხვევაში გამოსაცდელ დროს მაინც.

• კახაბერი

სახელით ,სისხლით, სულით , გულით და ნახირით - ყველაფრიანდ ნაცი ხარ ! სხვას არავის სძულს ასე ყველაფერი !

• საქართველო

ევროპაზეც და მსოფლიოზეც ჩვენზე ბევრად უფრო სუსტ გუნდებსაც უთამაშიათ,ასე რომ დააყენეთ და უგულშემატკივრეთ ნაკრებს ან სხვა სპორტზე გადადით და მეორე,საერთოდ არ მაინტერესებს,ლამაზად,ლოგიკურად,კარგი გოლებით,ფორით თუ რითი მოვიგებთ,მთავარია მოვიგოთ და თუ გინდა თავის კარში შეუგდიათ გოლები მაკედონიელებს,მთავარია ოცნება ავიხდინოთ და იქ ევროპაზე მოვხვდეთ და ისტორია დავწეროთ,ერთი წამით რომ წარმოვიდგენ ზაფხულში ევროპის ჩემპიონატისთვის როგორ ვემზადებით,იტალიის,გერმანიის,ესპანეთის და ა.შ. საგულშემატკივროთ და 2021 წელს რომ საქართველოს საგულშემატკივროთ მოემზადება მთელი ქვეყანა,მბურძგლავს. ამიტომ პრეტენზიები თქვენთვის შეინახეთ დროებით,გავერთიანდეთ და შემდეგ მაკედონია კი მთელი იუგოსლავია გამოუშვით თუ გინდათ.

• საქართველო

რა ლოგიკაა,ფეხბურთი სავარაუდოდ არ გითამაშია,რადგან ფეხებს შუა გაუძვრა მეკარეს ამიტომ ლორიას ბრალია,მეკარეს ან მოთამაშეს რომ ფეხებს შუა ბურთს გაუტარებენ დამნაშავეა? კანკავაც გადირკეს ბელარუსიასთან პასით,მაგრამ რა მაგით? ლორიას ერთადერთი რაც შეეძლო,იყო რომ ესეთი შეცდომის შემდეგ გუნდი გადაერჩინა,მაგრამ სამწუხაროდ არ გამოუვიდა, მალი ძალიან მაგარი და პერსპექტიული ბიჭია,მაგრამ სამწუხაროდ იმ ეპიზოდში ბავშვური შეცდომა დაუშვა, მემგონი 2X2=4. ასევე ვთვლი რომ ვაისი კარგი მწვრთნელია,მაგრამ ის რომ მალი მარცხნივ ათამაშა თავის სადებიუტო თამაშში,ვაისი შეცდა.რთულია მემარჯვენემ მარცხენა მცველად ითამაშოს,მითუმეტეს ნაკრებში პირველივე თამაშში.

• რა მაფიაა?

საერთოდ სუპერრადიკალურად სხვას ამბობს ლევანი ამ დროს და ვისაც მოგება და ევროპაზე თამაში გვინდა გაგვატარეთ ბატონო

• სოსოკო-ს

უცნაურია. მგონი, საპირისპიროს ამბობს. :)

• hhh

საიან დავრჩებით ლიდერები მაკედონია ვერ მოუგებს ესტონეთს?D

• თემური

ძალიან ძლიერი გუნდი არის საფრანგეთი ბრაზილია ბელგია და ა შ.თამაში ყველასთან შეიძლება მითუმეტეს მაკედონიასთან თბილისში გოლი გაგვიტანეს შეცდომის გამო (სხვათაშორის იმ გოლში ლორიასაც მიუძღვის წვლილი ფეხებშუა გაუტარეს)მალის რომ დავეტაკეთ.ესე რომ მემგონია აუცილებლად მოვუგებთ ფინალს.ჩვენ როცა დაგვჭირ და გავიტანეთ და შემდეგ შევინარჩუნეთ.შემტევები კარგი გვყავს მაგრამ ვალოდიას ხუშტურს რას გაიგებ.ბიჭებს რაც შეუძლიათ აკეთებენ და ყველაფერს დებენ აქვთ თავის მონახაზი და დისციპლინა ესეთი დისციპლინირებული ნაკრები მე არ მახსოვს და თან კარგად შეკრული.ატმოსფეროა კარგი ნაკრებში.

• სოსიკო

მართალს ამბობს ლევანი.ასეთ მოგებას ლამაზი ქართული სულის ვაჟკაცური წაგება მერჩივნა.

• გასაგებია

ამ ნიკით კვირის პალიტრის საიტზე პოსტავს ერთ ერთი პოლიტიკური პარტიის აქტივიატი.:))))) კომენტარის შინაარსიდან კი მიხვდებით რომენი პარტიაც არის. დიდიან პატარიანა ერთნაირი ......... ნაკეთები რანაირად ხართ ყველანი?:)))))) ნაკრებს რაც შეეხება ხარვეზების მიუხედავად მადლობა ბიჭებო თქვენი გვჯერა!!!!.

• შოთა

დაცვა რომ ესე გამართულად თამაშობს და თითქმის მომენტს ვერ გვიქმნის გუნდები ბოლო თამაშებში, ეს მწვრთნელის მიერ დარიგებულ და ტაქტუკურად განსწავლულობაზე არ მეტყველებს? თავდამსხმელს თუ სირბილი და გოლის გატანა არ შეუძლია, მწვრთნელმა რა უნდა ქნას? გვყავს კი უკეთესი ფეხბურთელები. რაც არის, ეს არის და მე მადლობელი ვარ ბიჭების და ვაისის. მალე ევროპაზე გასვლა გვეზეიმოს!

• კახა

რას მიედ მოედება ნეტა რა უნდაა?????

• ნერგო

ყველაფერი შეიძლება მოხდეს ბურთი მრგვალია მაგრამ წესით ფინალიც უნდა მოვიგოთ და ეს ჯგუფიც მიუხედავად იმისა როგორ დამღავრდება სომხეთთან და მაკედონიასთან შემდეგი 2 თსმაში. თუმცა მგონია რომ ამ 2 თამაშში 2 ქულას მაინც ავიღებთ და ეს საკმარისი იქნება იმისთვის რომ ლიდერებად დავრჩეთ ჯგუფში...

• Zaza

ნაკრები აქამდე რომ მოვიდა მათ შორის კაშიას და ვაკოს დამსახურებაცაა და ასეთი გამოცდილების და ლიდერული თვისებების მქონე ბიჭების არგამოძახება სულ მცირე არაფროსეიონალიზმი იქნება! შეიძლება კონკრეტულ თამაშში ვინმე სხვა იყოს მათზე უკრთესი მაგრსმ გუნდში მათი ყოფნა აუცილებელია! კაშო სკამზე რომ იჯდა მაშინაც იდიდესი ძალა იყო ვიტესისთვის და ფაქტიურად მწვრთელის ასისტენტის როლს ასრულებდა... დღემდე ელოდებიან არნემში მის დაბრუნებას გინდ მოთამაშის და გინდ მენეჯერის როლში

• ggg

ამ სალუქვაძის ლოგიკას ვერაფერი გაუგე რა.

• hhh

ასე მგონია სემხეთი გამოგვიყვანეს ამ ეიფორიიდან და დაგვანახებს სად ვართ.

• თენგაბი

ვის სად ათამაშებს, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და მისი პრეროგატივაა, ჩვენი საქმეა აზრის გამოთქმა და შეფასება. როცა კვარაცხელია და ჩაკვეტაძე გყავს გუნდში, ორივე ფლანგებზე უნდა ათამაშო, პერიოდული მონაცვლეობით, ფლანგებს უნდა ცვლიდნენ. ამას აკეთებდა უნგრეთის დიდი გუნდი, 60-იანი წლების ბრაზილია. და ეს დიდ მოულოდნელობას ქმნიდა მოწინააღმდეგისათვის. კარგია, რომ დვალი ათამაშა მარცხენა ფლანგზე. მარჯვენა მცველად ტაბიძე უნდა ათამაშოს. ფიზიკურად ძლიერია, ტანათაც მოშნია და გაუვალია. ცენტრში გვყავს კვირკველია, ხოჭოლავა, კაშია. შეიძლება სანდოხაძის დამატება. ფეხბურთელები გვყავს და საკმაოდ კარგებიც. აი, გუნდი ვერ თამაშობს გამართულ, გააზრებულ ფეხბურთს. ფეხბურთელები ვერ ქმნიან, ვერ კომბინირებენ, ტაქტიკური აზროვნება აკლიათ. ვერ მივხვდი რა ტიპის ფეხბურთს თამაშობენ. ჩანს, რომ მწვრთნელის ხელი, დარიგება, ტაქტიკური განსწავლულობა აკლიათ, ისეთი შთაბეჭდილება რჩება ფეხბურთელებმა არ იციან რომელ კონკრეტულ სიტუაციაში რა აკეთონ. არადა, კიდევ ვიმეორებ - ხბურთელები გვყავს და კარგი მწვრთნელის ხელში უფრო მეტის მიღწევა შეიძლება. ესტონეთს, ბელორუსიას, მოლდავეთს და მისთანებს ტრადიციის პატივისცემის ხარჯზე უნდა ვუგებდეთ. შეგვხვდება ცოტა მაღალი კლასის გუნდი, წავაგებთ და დავიწყებთ მიზეზების ძებნას - ეს ნიცაში თამაშობს, ის მეცში, ის იანგ-ბოისში და ა.შ. როგორც შვეიცარიასთან წაგებისას დავიწყეთ. ამ ბიჭებს გაცილებით მეტი შეუძლიათ, ვიდრე ბელორუსის წვალებით დამარცხება და დროზე დავუნიშნოთ მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელი.

• რომა

ამ რეკლამებით რა შეჭამეთ ტვინი შემზიზგდა უკვე ამ საიტზე შემოსვლა რა უბედურებაა

• ზაზა

ევროპაზე სუსტი და შემთხვევით მოხვედრილი გუნდი არ არსებობს იმ გამონაკლისის გარდა როდესაც მასპინძელი გუნდი ავტომატურად ხვდება ჯგუფში. შესარჩევი ქვია, ერთა ლიგა, ფლეიოფი თუ სადასასვლელი მატჩები რაც გ უნდა ის უწოდე ბიჭებმა ვაისთან ერთად რთული გზა განვლეს ყოველგვარი ჩავარდნების გარეშე. 7 მოგება და 1 ფრე! აი როგორ მოვედით აქამდე და თუ მეცხრე და გადამწყვეტ თამაშსაც მოვიგებთ მსოფლიოში ვერავინ იტყვის დაუმსახურელად გავიდნენო. ჩვენნაირი “სუსტი” გუნდწბიო რომ ამბობთ, გადახედეთ ფინალისტ გუნდებს - სერბეთი, შოტლანდია, ისლანდია, უნგრეთი, ირლანდია სლოვსკეთი.... ნახევარფინალებში გავარდნენ ნორვეგია, ბოსნია, ბულგარეთი, რუმინეთი... აქამდე ვინც მოვოდა ყველა ღირსეულად მოვოდა და ფინალში ამათ შორის საუკეთესოები გაიმარჯვებენ. ხოდა დიდი ალბათობით მათ შორის საქართველოს იქნება და ეს ფანტასტირად მაგარი შედეგი და მოვლენა იქნება! ნამდვილად ისტორიული მოვლენა რომლის შემოქმედები ჩვენი ბიჭები და ვაისი არიან. ხოდა თქვენ იძახეთ შემთხვევაში, მოვიგეთ, შემთხვევით კიდე მოვიგეთ, შემთხვევით ყველა თამაშები მოვიგეთ (1 ფრე), ფინალშიც შემთხვევით გავედით და ალბათ იქაც შემთხვევით მოვიგეთ და ჩვენი “უსუსტესი” გუნდი შემთხვევით ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს!

• ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..

რა არ მოგეწონათ? სიმართლე თქვა ამ კაცმა, გუნდი არა გვყავს, გუნდი! ეს გუნდია? კარისკენ ვერ დაურტყავთ და სირბილით ვერ დარბიან, ესა გუნდიი? ამათ ეძახით ფეხბურთელებს??? ვთქვათ და მოხდა სასწაული და გავედით ევროპაზე, მერე? მერე რას შვრებით? ლიხტენშტეინიც რომ მოუგებს, ან ავსტრია რომ დაამყნობს 6-0, ან 7-2-ს მერე რას იტყვით? იწკავწკავებთ? თუ იყმუვლებთ? მთავარია ხო გავალთო არა? ნეტა წააგონ და ევროპაში სირცხვილს გადავრჩეთ, თავის მოჭრას და მასხარად აგდებას მაინც გადავრჩებით, თორემ ყოველ სამ დღეში თამაშს გაუძლებენ ჩვენი ვითამ ფეხბურთელები??? მეტი არაა ჩემი მტერი... მაგათ ორი ტაიმი ირბინონ და თან ყველა მესამე დღეს თამაში შეძლონ.... ერთი მოძუნძულე ნახირი გვყავს, ერთი და ორი ნორმალური თუ გვყავს, ეს არ ნიშნავს რომ გუნდი გვყავს... ნახირია, ნახირიიი ! ! ! ! !

• შოკირებული გულშემატკივარი

მშვენივრად განმარტე ოღონდ ცოტა მოკლედ თუ დაწერ ყველა წაიკითხავს რადგან ჭკვიანურის ბევრის კითხვისგან თავი ტკივილს იწყებს ისე საინტერესო მოსაზრებები გაქვს და ბევრს მოეწონება რაც აქ დაწერე

• Jeyjey

ნუ მაკედონია თუ ""ძალიან ძლიერია** მაშინ რაღა გვინდა საერთოდ ჯგუფში არაფერი ძლიერი გუნდი მაკედონია არ არის მაგათ დაცვაზე რო არაფერი ვთქვა .. ძალიან ჩვეულებრივი გუნდია .. ძლივს მოუგო კოსოვოს საკუთარ მოედანზე მითუმეტეს კოსოვოს რაშიცა და მურიქი არ ყავდა მთელ გუნდს ეგ ორი კაცი უდრის თორე სახეს დაახევდა კოსოვო... ჩვენი პრობლემა რო არ არის თავდამსხმელი არ გვყავს თავის თავზე ამღები ცხრიანი ქვილითაია და კაჭარავას იმედზე ჩემი მტერი იყოს 2 დაყუდებული ალვის ხეა სირბილით ვერ დარბიან კაცს ვერ ატყუებენ და დაარტყმა არ აქვთ... ჩაკვე და კვარა ორივე თუ იქნება ფორმაში მაკედონიას უბრალოდ სახეს ავახევთ... იმედია ვაისი კაშიას და ყაზაიშვილს აღარ გამოიძახებს ბელარუსთან რო ათამაშა ეგეც დიდი რისკი იყო.. მანამდე იმედია საბა ლობჟანიძე შევა ფორმაში სწრაფი მაინც არის და კარში ურტყავს

• ALEXANDER

ვასო, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც, პოსტის შინაარსის გამოკვეთილად და თვალში საცემი მიკერძოების გამო, ვერცერთ პუნქტში ვერ დაგეთანხმება მეტ-ნაკლებად ობიექტური ქომაგი.

• ც

დიდად არ მომწონს ეს ბატონი, როგორც კომენტატორი, მაგრამ ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა ხარისხს მნიშვნელობა არა აქვს და მთავარია შედეგი, შედეგი არის და ამისთვის მადლობა ვაისს და ბიჭებს. გადამწყვეტი თამაში ბევრად უფრო მაღალი ხარისხის უნდა გამოვიდეს, მჯერა, რომ ასეც იქნება! ის დინამოც ასე ადვილად ვერ მოუგებდა მინსკის დინამოს, ასეთი პრინციპული თამაში რომ ყოფილიყო.

• რა მაფიაა?

ისე ყველა მაგას ამბობს რომ მარცხნიდან ჯობია კვარა, მარა ბოლო თამაშებში თქვენც აღნიშნავთ რომ ყველა მომენტი და გოლი, კვარას მარჯვნიდან შეტევას მოყვა... არა მეც ვფიქრობ რომ მარცხნიდან ჯობია მარა იქნებ ესეც ჯობდეს, ასე დაბეჯითებითაც ვერ ვიტყოდი

• ვასო

ამ კაცმა გარისკა და პირდაპირ თქვა, რომ ჩვენი ადგილი არაა ევროპის ჩემპიონატზე,ვაისი აქ არაფერ შუაშია, ეს ფედერაციის , უფრო სწორად კალა-კობის და ძმანნი მისნის , ანუ კლასტერის ბრალია და სანამ გუნდში იქნებიან ფედერაციის ფავორიტები, მანამდე გუნდი არ გვეყოლება. ზუსტად მათ შეეწირა და კიდევ შეეწირება ბევრი ახალგაზრდა, რომლებიც იბლოკებიან და ნაკრებში თავის გამოჩენის საშუალება არ ეძლევატ. ებრალიძე, არაბიძე, მჭედლიშვილი, ბერიძე, ლაკვეხელიანი, ზარანდია, ზივზივაძე, საბა ლობჟანიძე, კიტეიშვილი, პაპუნაშვილი, პარუნაშვილი და ბევრი სხვა კიდევ . მათ, მხოლოდ მაშინ ათამაშებენ, როცა იძულებულნი არიან, თან ათამაშებენ მათთვის შეუფერებელ პოზიციებზე, რომ ვერ გამოჩნდნენ და მერე თქვან რომ ვათამაშეთ და ვერაფერი ვერ ქნესო. არაფრიტ არ ათამაშეს არაბიძე, ებრალიძე, ზარანდია, საბა ლობჟანიძე, მაშინ როცა ისინი უმაგრეს ფორმაში იყვნენ, ეხლა არ ათამაშებენ ლაკვეხელიანსა და ზივზივაძეს, თან ამბობ, რომ ამ პოზიციებზე გიჭირს. ერთხელ ათამაშეს საბა ლობჟანიძე ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე და ყველამ დავინახეთ, რომ აქ ის უალტერნატივოა, მათაც დაინახეს ეს და ის იყო და ის, მერე შანსი აღარ მისცემია, რადგან მერე ფედერაციის პროტეჟეებს ვეღარ ათამაშებდნენ. არადა, როცა ბიჭები თავს იკლავენ , თამაშობენ და ხედავენ რომ ამაოა მათი წვალება, ფუჭდებიან, რადგან თუ ფეხბურთელი ნაკრებში არ თამაშობს, ის ვერც საკლუბო დონეზე ვერ მიაღწევს წარმატებას. ჯგუფი ჩაკვემ მოგვაგებინა, ახლა ხვიჩა ქაჩავს. არჩევნების გარეშე გავიდა პრეზიდენტად კობი. აი შედეგიც. არც ის იყო პენალტი, თურქმა მსაჯმა რომ დადო, ბეჭით იყო ძალისმიერი თამაში, ბრძოლა და ოქრიც დაეცა, მაინც რა მიდრეკილება აქვს მიწაზე გორიალის ამ ბიჭს. პენალტი კი გააქვს და გულიანიც არის, მაგრამ ძალიან შორსაა იმ ოქრიდან რომელიც გვახსოვს. გამოცდილება ამათ აქვთ, მაგრამ ვერ დარბიან ვერააა, ვერ ამწვავებენ, ამ ვაკომ კიდევ კარში დარტყმა ვერ ისწავლა და ჰე. აი, ნახავთ ეხლა სომხეთთან და მაკედონიასთან რაც მოხდება, თუ იმავე შემადგენლობას დააყენებს, დაცვაშიც, კარშიც და შეტევაშიც. ერთადერთი, კვარა თუ მოიპოვებს პენალტს და ოქრი გაიტანს და ეს თუ გვიშველის ან მსაჯი, თურქი არბიტრივით. რა იყო ბიჭო, არ შეიძლება რომ სამართლიანად და დამსახურების , პროფესიონალიურად მივუდგეთ საქმეს? ათამაშე ვინ ფორმაშია, მიეცი შანსი, ეხლა რომ ეს ბიჭები ატამაშონ, შეიძლება ერტ თამაშში ვერ აჩვენონ საკუთარი თავი, რადგან არც იცნობენ ერთმანეთს მინდორზე, არ მისცემიათ შანსი და ვართ ასე წამებაში, როდემდე? ხოდა ეს თქვა სალუქვაძემ ზუსტად და საღოლ. გამგებმა გაიგო. დამესიეთ ეხლა. გუნდი გვინდა, კარგი, სწრაფი, გამარჯვებაზე და წინსვლაზე ორიიენტირებული. ამ ერთხელ დამიბეჭდეთ და მეტს საერთოდ აღარ დავწერ არასოდეს

• პეტრე კუპრი

ნაცებს მიუვიდათ მითითება. მათ უნდა თქვან "ასეთი თამაშით რას ვიზამთ"? ნაცების გარდა, ყველამ გაიხარა ....ნაცები საერთოდ ფეხბურთისათვის დაფინანსების მოხსნას აპირებდნენ ...

• zaza

დდ ბიჭო დასაკარგავ დივიზიონში მოგისროლა უეფამ ფსკერზე და არნახული შანსი მოგცეს რო შენნაირ უსუსურ გუნდებთან მოიგო და ევროპაზე ითამაშო თორე რისი გუნდი გყავს 70% ფეხბურთელების უსუსტესები არიან.კლასი ნულ თან ახლოს არიქა თუ ვინმე ბურთს გაიტანს უიმე ახალი რამაზ შენგელია გამოჩდაო დდ არადა მაშინდელ დინამოს საყიდლად დღეს საქართველოს წლიური ბიუჯეტი არ ეყოფოდა.ასე რო შევირგოთ რაც მოგვცენ და შვეცადოთ ეს შანსი გამოვიყენოთ მითუმეტეს სახლში.ლამაზ ფეხბურთს კიდე კლასნი გუნდი ჭირდება და არა ორ კაცზე რო ხარ დამოკიდებული.

• Dato

ვინმე ამბობს - ცუდია რომ მოვიგეთო? მაკედონიასთან ასეთი თამაშით ძალიან გაგვიჭირდება და გრეხია საკუთარი ნაკრებისთვის უკეთესი გინდოდეს? კარგით რა, ყველამ დააყენოს და ჭკუის სწავლებას თავი დაანებოს, ადამიანს აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, უბრალოდ სხვის საქმეში არ უნდა ჩაყოს ცხვირი და ვინ რას ფიქრობს, არც ლევან საქულვაძის საქმეა და არც სხვისი. წაიღეს ამ აბსოლუტური ჭეშმარიტების მატარებელმა ტიპებმა ტვინი, რა... ღმერთმა არ ქნას - წააგონ, გადმოდგებიან, დააღებენ პირს, დაუწყებენ გინებას და ისევ მართლები იქნებიან თან...

• რამაზი

არ ვართ ღირსები მაგრამ კარგი იქნება თუ მოვხვდებითო, იმას მაგონებს ენბიეივოუთ ზაზაფაჩულიაო...

• ფეხბურთი

ჩემი აზრით საქართველოს ნაკრებს თუ ევროპის ჩემპიონატზე გავედით, ვაისი არ უნდა წარუძღვეს. ის არაა იმ დონის მწვრთნელი რომ ასეთ მაღალ ტურნირზე ღირსეულად წარმოაჩინოს საქართველოს ნაკრები, გვჭირდება უფრო მაღალი ექსტრა კლასის მწვრთნელი.

• მ.დ

ბელორუსთან ძალიან ცუდად ითამაშეს და ამ ლოგიკით ვერც ბელორუსებისთვის ვერ უნდა მოეგოთ.მაკედონიელთა პირველი შემთხვევით გასული ბურთი რომ არა შესაძლოა ვერც იმათ მოეგოთ კოსოვოსთან...ისიც კარგად ახსოვს ყველას რომ თვეების უკან მაკედონია კი არა კოსოვო ითვლებოდა ფავორიტად და ბოროტი ენები იმასაც ამბობდნენ ბელორუსებს ვერ მოუგებს საქართველოო!? და უფრო "კონპეტეტურები" ჩანკვეტაძე(ეს ბიჭი კარგად იყოს)თუ ფორმაში არ იქნა ბელორუსთან წასაგებად ვართ განწირულიო. მოკლედ ფეხბურთის ამ "დიდი პროფესორების" შორსმჭვრეტელობა და წინასწარმეტყველება არ გამართლდა.საბედნიეროდ საქართველოს ნაკრებმა შეძლო ბელორუსის დამარცხება და მე მჯერავს მაკედონიასაც დაამარცხებს.

• გოგა

დააბრუნეთ კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე

• რა მაფიაა?

ძლივს გადავურჩუთო და რას გადავურჩით? კარშიბარ დაურყამს ბელორუსს და გოლის მერე ფრთხილი და პრაგმატული ფეხბურთი ითამაშეს, მომებტებიც ქონდათ და რაც საჭირო იყო შედეგისთვის გააკეთეს ყველაფერი, 7:0-ზე რო ეთამაშათ, შეიძლება დაემტვრიათ კვარაც და ოქრიაშვილიც და ეგ ჯობდა? კაით რა ხალხო, გასახარია ის რომ მიზნისკენ მივდივართ ნაბიჯ-ნაბიჯ... ევროპაზე თუ გავედით, იქ შეუფასებელ გამოცდილებას მიიღებს ახალგაზრდა თაობა და ბირთვი... ბიჭები გამოჩნდებიან, წავლენ კაი გუნდებში და მერე მოვთხოვოთ დალაგებული და ლამაზი თამაში... მომინდომეს ბელარუსის სტაბილურად რღვევა ამხელა წნეხის ქვეშ 19-20 წლის ბიჭებით... წადით და ითამაშეთ თქვენ ლამაზად მაშინ... გრანდებთან წნეხი სადაც არაა კი თამაშობენ ლამაზად მარა აგებენ... ეგრეც არ მოგწონთ, თან შედეგი გინდათ თან ლამაზი თამაში და თან უცებ უცებ ყველაფერი... არ გამოვა ეგრე... ევროპა->კაი გუნდები-> უსაშველო გამოცდილება-> და იქნევა ყველაფერი... ბელორუსს თუ დაამტვრევინებ კვარას და ჩაკვეტაძეს და ოქრიაშვილს და ყველას ვიჯდეთ მერე და ვიტიროთ

• dato

ზოგადად ქართველებს ბოლო წლებია ყველაფერი უკუღმა ეჩვენება თქვე კაი ხალხო თუ ღმერთის წყალობით მოხდა და ევროპაზე გავედით იქ მერე აღარავინ იტყვის როგორ გადი ვის მოუგე ჭ კლასის იყო ჟ კლასის ვაისმა შეცვლა დააგვინა თუ კვარაცხელია სად ათამაშა და ასე შემდეგ პ.ს კიდევ ერთი იქ ჯგუფში უკრაინა ჰოლანდია არ ვიცი მარა ისტორიული შედეგს იქაც ველოდები ავსტრიასთან იყავით ოპტიმისტები პესიმისტებო და რეალობას შეხედეთ.

• ვოოტ

მგონი, ზედმეტად აბუქებ... ვაისი ზუსტად ჩვენი დონის შესაფერის მწვრთნელად მიმაჩნია და ტოპ მწვრთნელები კი ტოპ გუნდებით აღწევენ შედეგს, თუმცა იტალიელების ჯგუფში ჩატოვებით ბევრი მათგანი ვერ დაიტრაბახებს... ვაისის ბრალი არაა, რომ ჩაკვეტაძეს ვერც (არც) ბელგიაში მკურნალობენ და ვერც ქართველი ექიმბაშების იმედად ვიქნებით... აქ ძალაუნებურად იგორ კოკოშკოვი მახსენდება, დაუფასებლად რომ გავუშვით საქართველოდან და მხოლოდ მერეღა გავათვითცნობიერეთ, - ვინ გავუშვით, როცა კოკოშკოვის გაწვრთნილმა სლოვენიამ ნამდვილი ფურორი მოახდინა ევრობასკეტზე...

• ბეღურა

ვეთანხმები ლევანს

• მწრთვნელი

მართალს ამბობს ეს კაცი! ვაისი რომ არ ურევდეს "სასტავს" უკეთესად ვითამაშებდით. ყველა ხედავს რომ ამ წუთში ყველაზე უკეთესი შეტევაში მარცხნიდან კვარაცხელიაა და მარჯვნიდან შენგელია! ამას ბრმაც დაინახვას! ვაისი ვერხედავს? ესტონეთი- კვარაცხელიას ფლანგური შეტევა და კაჭარავას გოლი! მაკედონია- კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგიდან შესვლა და პენალტი! ბელორუსი- კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგიდან გარღვეა და ზუსტი პასი ისევ პენალტი! აბა ამას კაცი რომ ვერ დაინახავ რა უნდა თქვა! დაამატე შენგელია და ფლანგები ითამაშებენ როგორც ესპანეთი და პორტუგალია!

• Batumi90

ლევან ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო კომენტატორი ბრძანდებით, პირდაპირი და ობიექტური განცხადებებით, გეთანხმებით ამჯერადაც

• რაო?

თქვენ რომელი პლანეტიდან ბრძანდებით პატივცემულო? ჩვენ აქაურები ვართ და აგერ უკვე 30 წელია ალბათ 15-მდე მწრთნელის ხელში გვინახსვს ეს გუნდი. შემადგენლობა კი ბატონო გვყავდა ალბათ ამაზე უკეთესი მაგრამ არცერთ მწვრთნელს არ ჰქონია ასეთი შედეგი. 3 თქმაშის წინ მოხსნს ვაისმა ქეცბაიას რეკორდი.... ხოდა აზრზე არააო და მაშ ვინაა აზრზე გეთაყვათ?

• zura

რამ დაგაბრმავათ ასე ხალხო, არიქა გავედით პლეი-ოფშიო? ბელურუს ძლივს მოუგეთ და გგონიათ რომ აღმავლობის გზაზე ვდგავართ? ვაისის ხელში საქართველო ნაკრები დიდ ფეხბურთს ვერასოდეს ვერ ითამაშებს, ხო ბელორუს, სასომხეთს და ეხლა მაკედონიას კი შევერკინებით მაგრამ ამაზე მეტს გავქაჩავთ? ასეთი დონის ფეხბურთით? რა არის აქ დიდი გასახარები თუ არადა საკუთარი თავის დაბრმავება და იმის მოლოდინი სანამ ურემი კიდევ ერთხელ არ გადაბრუნდება რომ ისევ თავში ხელები ვიხალოთ?

• მ.ტ.

აქ საუბარი იმაზე კი არ უნდა იყოს - ლამაზად გავდივართ, თუ უშწოდ, არამედ იმაზე, რომ ისეთი თამაშით, როგორიც განახევრებულ ბელორუსთან ვაჩვენეთ, მაკედონიასთან ვერ მოვიგებთ, ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება და ქართული ფეხბურთი ღრმა ფრუსტრაციაში აღმოჩნდება... რა და როგორ შევცვალოთ და ვინ რომელ ფლანგზე მოვხოდოთ, ამაზე დაუსრულებლად შეიძლება კამათი, მაგრამ დასკვნა ცალსახად სწორი უნდა გამოვიტანოთ - თუ ევროპაზე გასვლა გვინდა, იმაზე მთელი თავით გამართული ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც ბელორუსთან ვითამაშეთ...

• uuuuuuuuu

ლევან, უნდა გაიხარო მაკედონიას რომ მოუგებ მაშინ, ახლა ამათ თამაშის დონეს რომ აცნობიერებ წაგება გარდაუვალია, საერტოდ ვაისი ვერ ქაჩავს და ამას ვნახავთ მაკედონიასთან,,, მაკედონია გამოგვისვავს, ბელორუსიას ძლივს გადავურჩით,,, ვაისის და ჩვენი ნაკრების დონე სომხეთთანაც უნდა გამოჩნდეს წესით....ასე რომ გასახარი არაფერია...არც ბრაზილიაა არაფერ შუაში...

• ხვიჩა მარცხნივ!

ეს კაცი დინამოშიც მუშაობდა, ეროვნულ ნაკრებშიც და ზოგადად ფეხბურთის ძლიერი სპეცისლისტია და მოეკითხება აზრი. ბუნებრივია არც ვაისია სულელი და ალბათ ყველაზე უკეთ იცის ბიჭების შესძლებლიბები და სათამაშო პოზიცია თუმცა! მე ვიტყვი რომ ვაისი გებიოსია და ჩვენ ყველანი არიფები თუ მომდევნო 2 თამაშშიც ხვიჩას მარჯვნივ დააყენებს და მაკედონიელებთან გადამწყვეთ დაპირისპირებაში მარცხნივ! ხვიჩა დღეს ჩაკვეტაძის არყოფნაში ერთადერთია ვისაცთამაშის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. მეტიც, შეუძლია კი არა წყვეტს აგერ უკვე ნახევარი წელია უკლებლივ ყველა თამაშში კლუბშიც და ნაკრებშიც. გვყავს სუპერ ვარსკვლავი ხვიჩა (მარცხნივ) და ძლიერი ხვიჩა მარჯვნივ. მოკლედ დაველოდოთ....

• valeri

დიახაც ბელორუსიის დონის გუნდთან, სადაც მაქვს მეტი პოტენციალი და შეტევის შანსი, მავს ამბიცია რომ დამაჯერევლად მოვუგო და არა ასე უღიმღამოდ! ესპანეთთან 1-0 რომ გაგვივარდა მაშინ ხომ არ უთქვამს ვინ№ეს რატომ არ ვუტევდით, ბურთის ფლობის პროცენტულობით ვარ უკმაყოფილოო? და საერთოდ ამ კუშნახევარას აზრი რას გამომიჭიმეთ აქ

• ხვაჩა

აბსოლუტური სიმართლე, ვეთანხმები.

მოკლედ, ფეხბურთის ციცერონი გვყავს და ვერ გაგვიგია :))) ვაის, წადი და დაუთმე ამ კაცს ადგილი

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ბაიერნს" გიორგის შეძენა ძალიან უნდოდა, კონტრაქტი დამიდეს და ამ თანხებს გვიხდიდნენ, რუმენიგემ კი პირადად მითხრა, რომ..." - სალუქვაძემ ახსნა, რატომ არ გადავიდა ჩაკვეტაძე მიუნხენურ გრანდში

მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება

"არ შეიძლება ყველაფერი მწვრთნელს დავაბრალოთ, კაცმა დაგაყენა „ალმერესთან“ 10 ნომერზე, მთელი პირველი ტაიმი კარში არ დაურტყამს, მწვავე პასი არ გაუკეთებია..." - ლევან სალუქვაძემ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა

"როგორც ვიცი, ამის გამო კანკავა ნაკრებიდან გულდაწყვეტილი და ნაწყენი წავიდა... აზაროვის გამოუძახებლობის მიზეზზე ეს ჭორი გავიგე..." - სალუქვაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

"აცადეთ რა ამ ბიჭს თამაში! რომ იწყებთ, "ნაპოლი" ამდენს იხდის, "არსენალი" ამდენს, გეტყვით, რომ..." - სალუქვაძე კვარაცხელიაზე

"ქართულ კლუბებში უმეტესად ბაყაყები მუშაობენ, რომლებსაც უნდათ ჭაობში სხდომა" - ლევან სალუქვაძემ ქართულ საკლუბო ფეხბურთზე ისაუბრა

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?

"სირცხვილია! კუპატაძის ბრალია ყველაფერი?! 30 წელია რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, სანამ არ დავიწყებთ ჩვენს შეცდომებზე საუბარს..." - ლევან სალუქვაძე ქართული გუნდების ევროტურნირებზე გამოსვლას ეხმაურება