ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე ტურში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა საკუთარ მოედანზე აზერბაიჯანი 1:0 დაამარცხა.

ვასილ მაისურაძემ საკმაოდ საინტერესო სტრატეგია (5-4-1) აირჩია. როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლებმა მატჩის სადავეები ხელში თავიდანვე ჩაიგდეს და თამაში მეტოქის ნახევარზე წარმართეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ბურთს აზერბაიჯანი ფლობდა, ქართველები პრესინგით მეტოქეს დიდ პრობლემებს უქმნიდნენ.

შეხვედრის პირველ მეოთხედში საქართველომ რამდენიმე კარგი მომენტი შექმნა, თუმცა მათი რეალიზება ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, ტაიმის მიწურულს, ბექა დარცმელიას შესანიშნავი გადაცემის შემდეგ, ლუკა ლაკვეხელიანის ჩაწოდებულს გიორგი გულიაშვილი დახვდა და ნაკრები დააწინაურა.

მეორე ნახევარში "ჯვაროსნების" უპირატესობა გაცილებით გაიზარდა. ქართველებმა მეტოქეს ბურთი დაუმალეს და დროის დარჩენილი მონაკვეთის განმავლობაში დომინირებდნენ. საგულისხმოა, რომ მაისურაძემ 5-ივე ცვლილება გამოიყენა და ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავის გამოჩენის შესაძლებლობა მისცა.

შეხვედრის 77-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა ვალიზადეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და სტუმრები 10 კაცით დატოვა.

უნდა ითქვას, რომ ანგარიში რეალურად მატჩის მიმდინარეობს არ გამოხატავს. საქართველომ მეტოქე ყველა სათამაშო კომპონენტში დაჩაგრა, 3 ქულა უპრობლემოდ მოიპოვა და 12 ქულით ჯგუფში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.

ჩვენი გუნდი 12 ნოემბერს, უკანასკნელ ტურში სლოვაკეთს უმასპინძლებს.

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"

საქართველო - აზერბაიჯანი 1:0

გოლი: გიორგი გულიაშვილი (42)

გაძევება: ვალიზადე (77)

საქართველო: მამარდაშვილი, ლაკვეხელიანი, კობოური, ლოჩოშვილი (გელაშვილი 68), ბურჯანაძე (ანდრონიკაშვილი 82), სილაგაძე (აზაროვი 75, სამურკასოვი, კუცია (მექვაბიშვილი 46), დარცმელია, გულიაშვილი, სპანდერაშვილი (კუხიანიძე 46)

აზერბაიჯანი: იბრაჰიმოვი, თამაზოვი, კაპლანი, რ. აჰმადოვი, ჰუსეინი, ს.აჰმადოვი (ბაირამოვი 58), ველიზადე, ს. აბდულაზადე (რ.აბდულზადე 90), ეკინჩიერი (ჯაფარგულიევი 58), ოკსუზი (ილდირიმი 77), კოკჩუ (ინგიაბლი 90)

Semi
უსუსტესი გუნდია, და არც პროგრესი ჩანს არც ლაკვეხელიანი არც კუცია და რავი არავინ არც სამურკასოვი და ვაბშე ამ ნაკრებიდან ეროვნულში გამოსაძახებელი არავინაა. ესაა საქართველოს მომავალი?
რატი
ახალგაზრდულია თუ ვეტერანთა სასტავი?)) იმეენა ძალად თამაშობენ. არა ჟილკა არა ჯიგაროი. რა გჭირთ ტო!?
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
U21. შესანიშნავი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა ფინეთს 4:2 მოუგო [VIDEO]
U21 | მალტა V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში "სენტენარიზე"
მზადება ანტალიაში - ახალგაზრდული ფინეთს და სერბეთს დაუპირისპირდება
U21. საქართველოს ნაკრებმა სერბეთსაც მოუგო [VIDEO]
21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას თურქული შეკრებით დაიწყებს
U21. საბერძნეთთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია