ბექა ბურჯანაძის “გრან კანარიამ” ევროთასზე მეორე ტურის მატჩი გამართა. მისი მოწინააღმდეგე სლოვენიური “ცედევიტა” იყო, რომელიც ქართველი გულშემატკივრისთვის “ოლიმპიას” სახელითაა ცნობილი. მატჩი ლიუბლიანაში გაიმართა და სლოვენიელთა გამარჯვებით დასრულდა – 84:68.

ეს ნამდვილად მოულოდნელი შედეგია, რადგან ბოლო დროს სლოვენიური კლუბები ევროსარბიელზე ვეღარ ბრწყინავენ, ესპანეთს კი ევროპაში საუკეთესო ჩემპიონატი აქვს. ასეა თუ ისე, “ცედევიტამ” მეორე მეოთხედი 22:9 მოიგო, რაც გამარჯვებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი აღმოჩნდა. საბოლოოდ ლიუბლიანელებმა 16 ქულით გაიმარჯვეს.

მატჩის ბომბარდირი მასპინძელთა ამერიკელი კალათბურთელი ჯერარდ ჯონსი გახდა, რომელმაც 18 ქულა ჩააგდო. იაკა ბლაჟიჩმა თავი 13 ქულას მოუყარა, ხოლო “გრან კანარიაში” ერთადერთი კალათბურთელი ასცდა 10-ქულიან ზღვარს – ჯეიკობ ვაილიმ 15 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა. ბურჯანაძის ანგარიშზე 12 წუთში 4-4 ქულა-მოხსნა იყო. მან 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო.

3 ტურის შემდეგ “გრან კანარიას” ორი მოგება და ერთი წაგება აქვს და ევროთასზე მომდევნო მატჩს 21 ოქტომბერს თურქული “ბურსასფორის” წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა ბურსაში შედგება. მანამდე კი ბურჯანაძის თანაგუნდელებს ესპანეთის ჩემპიონატის მატჩი ელით – 15 ოქტომბერს მადრიდში “ესტუდიანტესთან”.

GBF.GE

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შენგელიას 18 ქულა და გამარჯვება, ბურჯანაძის 7 ქულა და ბრძოლაში მარცხი
ბურჯანაძის 11 ქულა და შერმადინის სუსტი მატჩი ლიგა ენდესაში
შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
ბურჯანაძის "გრანადამ" ლიდერი "ვალენსია" დაამარცხა, შენგელიას "ბარსა" კი "ხირონასთან" დამარცხდა
[VIDEO] ბურჯანაძის 6 ქულა "რეალთან" - "გრანადა" "სამეფო კლუბთან" დამარცხდა
შერმადინის 6 და ბურჯანაძის 7 ქულა - ქართველების მარცხი ლიგა ენდესაში