ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება გაუშვა ხელიდან [VIDEO]

საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება გაუშვა ხელიდან [VIDEO]

ერთა ლიგის მეოთხე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

"ჯვაროსნების" ძალიან პრაგმატულმა მწვრთნელმა ვაისმა ისევ გაგვაკვირვა სასტარტო შემადგენლობის დაყენებით, თანაც, ძალიან. აშკარად "მუშა შემადგენლობა" დააყენა - კვარაცხელიასა და შენგელიას გარეშე. ცხადია, ის მათ უფრთხილდება და მთელი აქცენტი 12 ნოემბრის მატჩზე აქვს გადატანილი. იგივე სტრატეგია აირჩია მისმა ვიზავიმაც.

დებიუტშივე მიიღო ტრავმა კიტეიშვილმა და ის ლობჟანიძემ შეცვალა. ტერიტორიულ უპირატესობას თავიდანვე საქართველოს ნაკრები დაეუფლა, მაგრამ ორივე გუნდი ფრთხილობდა და სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა. თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში, დაბალ ტემპში მიმდინარეობდა და თვალსასეირო ნამდვილად არ იყო.

პირველი სახიფათო მომენტი 28-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც ყაზაიშვილმა მცველი მოატყუა, ლობჟანიძეს გადააწოდა ბურთი, თუმცა მან კარში დარტყმა ვერ მოახერხა. აქედან მოყოლებული, ინიციატივა მასპინძელთა მხარეს გადავიდა, რასაც შედეგი არ მოჰყვა.

ჩვენი გუნდი ბურთის დაჭერას და შეტევას ვერ ახერხებდა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა უფრო აქტიურად დაიწყო. ლობჟანიძის გარღვევას საჯარიმოში ჩაწოდება მოჰყვა, საბოლოოდ კი დაუშვილმა შორიდან დაარტყა და ბურთს მეკარე დაეუფლა. შემდეგ ლორიამ ნიკოლოვის დარტყმული ბურთი მოიგერია.

68-ე წუთზე საჯარიმოს გარეთ ხელით თამაშისთვის მსაჯმა მეკარე დმიტრიევსკი გააძევა და მეტოქე კაცნაკლული დარჩა. ვაისმა მაშინვე ორმაგი ცვლილება განახორციელა - დაუშვილისა და ქვილითაიას ნაცვლად მოედანზე კვარაცხელია და კაჭარავა შეუშვა.

შეუშვა და ჯერ კაჭარავამ ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო მომდევნო იერიშისას კვარაცხელიამ ორი მცველი ჩამოიცილა და ანგარიში გახსნა. ეს ნაკრებში მისი პირველი გოლია.

85-ე წუთზე ხვიჩას სწრაფი კონტრიერიშისას კაჭარავამ გაიტანა, მაგრამ არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. მერე კაჭარავას გოლკიპერმა შიშკოვსკიმ არ დაანება გატანა.

კომპენსირებულ დროში კი ჩვენს კარში მეტად საეჭვო პენალტი დაინიშნა, რომელიც ალიოსკიმ გამოიყენა და ზედიზედ მეორე შეხვედრაში გავუშვით გამარჯვება ხელიდან.

ლიგა C-ს მეორე ჯგუფს 6-6 ქულით ჩრდილოეთი მაკედონია და საქართველო ლიდერობენ, სომხეთს 5 ქულა აქვს, ხოლო ესტონეთს - 2. საქართველოს ნაკრებს 2 მატჩი აქვს დარჩენილი - 15 ნოემბერს სომხეთს, 18 ნოემბერს კი ესტონეთს უმასპინძლებს. იქამდე, 12 ნოემბერს, ჩვენი გუნდი თბილისში ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება.

სკოპიე. "ტოდორ პროესკი"

ჩრდ. მაკედონია - საქართველო 1:1

გოლები: 0:1 კვარაცხელია (76), 1:1 ალიოსკი (90+1, პენ)

გაძევება: დმიტრიევსკი (68)

ჩრდ. მაკედონია: დმიტრიევსკი, ზაიკოვი, დ. ველკოვსკი, რისტევსკი (სტოიანოვსკი 80), რისტოვსკი, ნიკოლოვი (ტოტრე 88), კოსტადინოვი (მიჩევსკი 89), ალიოსკი, პანდევი, ტრიჩკოვსკი (კ. ველკოვსკი 80), ნესტოროვსკი (შიშკოვსკი 70)

საქართველო: ლორია, ჯიღაური, კვირკველია, ტაბიძე, დვალი (ნავალოვსკი 90), კვეკვესკირი, დაუშვილი (კვარაცხელია 70), ყაზაიშვილი (კობახიძე 90+1), გვილია, კიტეიშვილი (ლობჟანიძე 7), ქვილითაია (კაჭარავა 70)

• rati 74

რა მოითმენს 12 ნოემბრამდე, ეხლა ვარ აჟიტირებული და იმ დღეს რა დამემართება არ ვიცი. ნაკრების არც ერთი თამაში არ გამომიტოვებია ამ 30 წლის გამნავლობაში. მიუხედავად მრავალი წარუმატებელი თუ საზიზღარი თამაშისა ჩემთვის ყოველთვის მთავარი საგულშემატკივრო გუნდი ჩვენი საფეხბურთო ნაკრები იყო და იქნება. წარმომიდგენია რა განწყობა და მოლოდინია თავად ფეხბურთელების გულებში. ასე რომ დარწმუნებული ვარ ყველა მაქსიმუმს დადებს და გავიმარჯვებთ. ყვლა გულშემატკივარს გთხოვთ, მიუხედავად დამსახურებული კრიტიკისა მთავარ თამაშამდე თავი შევიკავოთ მწვრთნელის და ზოგიერთი ფეხბურთელის კრიტიკისგან. ახლა ყველა ფეხბურთელები, მწვრთნელები, ფედერაცია, მთავრობა და გულშემატკივრები ერთი გუნდი უნდა გავხდეთ და სანუკვარ მიზანს მივაღწიოთ.

• ოზუზი

მგონი ფულიცერის პრემიაზე წარსადგენია ეს თქვენი ბრწყინვალე ლიტერატურული პასაჟი

• H

ჩემი აზრით იმიტომ უმართლებს ჩვენზე მართალია ცოტათი, მაგრამ უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელები ყავთ. უკეთეს ჩემპიონატებში და კლუბები თამაშობენ რაც მიუხედავად იმისა, რომ დიდი ვერაფერი ფეხბურთელები არიან გამოცდილებაზე და კლასზე აისახება. ისე სასაცილო არ არის, რომ კანკავა ტობოლში, კვარა რუბინში, კვირკველია როტორში და ოქრი ანორთოსისში თამაშობს, ხოლო არაფრით გამორჩეული მაკედონიელები სერია ა-ში და პრემიერ ლიგაში.

• დავით 67

zas-ს! კი გეთანხმები, მაგრამ ხომ ამტკიცებს. ყოველ მატჩს დიდი მონდომებით ატარებს და გამოსდის კიდეც. უკეთესი თანაგუნდელები რომ ჰყავდეს ხომ ვაბშე...

• ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..

კომენტარი უკვე მიღებუ ლი ააააააა., დეელოდე მალე გამოქვეყ ნდე ბაააა., ჩათვალე, რომ ვითამ მოგე ბუ ლი ააა? ხუთ წუთში, რომ თამაშში და ნებ დე ბააააა, ვახ! რა იყო? ეს რამდენ ხანს, ვე ლო დეეეე? ვახ! რა გვიყვეს, ბურთი გადა, გვა, ფხრი წეს?!! ეს კადრებიც მაღლა თაროს შე მო დეეე, დაველოდოთ, პაწა ხანი გე ვი დეს...... =============================== ვახ რა გვიქნეს, თავზე გადაგვაფხრიწეს, გასკდა გული, პაწა ხანი გე ვი დეს...დაიწო ჯიგარი დაიწო სიმოოონ!!!

• სოსო

რა უნდა ქნას და 10 კაციან და უკვე განწირულად რომ გამოიყურებოდა,ისეთ მეტოქესთან ნავალოვსკი კი არ უნდა გამოეშვა,არამედ შენგელია.კვარაცხელიას,ლობჟანიძეს და შენგელიას,გაქცევა სამივეს შეუძლია,კიდევ ერთი გოლი კი,ყველა კითხვას მოხსნიდა.თან შენგელია დაცვასაც დაეხმარებოდა.მეხუთე მცველის შემოყვანამ,აშკარად არია დაცვა.

• zas.

ხვიჩას ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი.

• ბესო

ეს თამაში ვაისის წაგებულია . სრული პასუხისმგებლობა ვაისზეა და შესაბამისად ვინც ის მოიყვანა ნაკრებში .

• BOSS

არ ვიცი სინამდვილეში როგორაა,მაგრამ ვაისი მენტალურად ლუზერის ფსიქოლოგიას ავლენს და ეს გუნდზე გადამდებად მოქმედებს.როცა 10 კაციან უსუსურ მეტოქესთან ბოლო 5 წუთში 6 მცველით აპირებ მოგებას,როცა ფარჩაკ(ამ თამაშში) სასომხეთთან გუნდის ყოჩი გაგყავს და დაუშვილი შემოგყავს- ყველაფერი ეს ნათლად მიუთითებს,რომ ძალიან მშიშარა ხარ

• დავით 67

ამბობენ ძლიერებს უმართლებთო, მაგრამ ასეთ გუნდს როგორიც მაკედონიაა რატომ უმართლებს? გასაგებია რომ ჩვენმა ნაკრებმაც შეუწყო ხელი, მაგრამ ესტონეთთან 3-1 ამოქაჩეს ეხლაც კაცნაკლულმა პენალტი მიიღეს საჩუქრად.სომხებსაც ბოლოში დაუტანეს თუ სწორად მახსოვს. ეს რა იღბლიანი გუნდი ყოფილა! არ უშავს სულ ხომ არ გაუმართლებთ. 12 ნოებერს ყოფა გეტირებათ! მაგრად გული დამწყდა, რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ ის მამშვიდებს, რომ ევროპაზე უფრო უკეთესი დამსახურებული გუნდი გავა. რაც არ უნდა აკრიტიკო ნაკრები ჩვენი ნაკრები მაკედონიას მაინც ვჯობივართ. სულ რომ არაფერი ხვიჩასნაირი ფეხბურთელი მანდ არც დაიბადება

• simartle

რა უნდა ჰქნას და ნავალოვსკი, დაუშვილი, კობახიძე და კიდევ მასეთები აღარ ათამაშოს!

• me

მე მგონია ერლინგ ჰალანდს ისე არ აფეტიშებენ როგორც კვარას არა და ტიპმა ბოლო 6 სანაკრებო შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა.არც თუ სუსტ ნაკრებებთან შეხვედრაში.

სადაც გასამარჯვებელია იქ გავიმარჯვოთ (ნოემბერში) და მაგ მატჩებში ვერ მოგებას როგორმე ავიტანთ.მე თუ მკითხავთ,ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.რას ერჩით ვაისს??? ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალურ მატჩს რომ მოვიგებთ,მერე რას იტყვით? კი მარა,ვაისს ყველაფრის ერთად მოგებას ავალებთ? არ გაგეცინება...

• ziko

მოსაგები თამაში იყო. საქართველომ მეორე ტაიმი მეტოქეს აჯობა, სანამ კაცს გაუგდებდნენ მაკედონიას მანამდეც ჯობნიდნენ ჩვენები, არა უშავს თბილისში უნდა მოუგოთ მესამე ცდაზე.ნახევარდაცვაში ყაზაიშვილი იყო კარგი მაგრად ითამაშა, სომხეთთანაც კარგად ითამაშა მან, ბელორისთან კი ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე,ყაზაიშვილი ნკრებისთვის ერთერთი წამყვანი ლიდერია და ის თუ კარგ ფორმაში იქნება 12 ნოებერს ნაკრებისთვის კარგი იქნება,იმედია ამერიკიდან ევროპაში გადმოვა სათამაშოდ და რომელიმე ნორმალურ ჩემპიონატში და კლუბში მოხვდება, თუ ასე იქნება მისთვის და ნაკრებისთვის იქნება სასარგებლო.დაცვის ცენტრში კვირკველია -ტაბიძის წყვილი ძალიან საიმედოდ მოქმედებდა თითქმის შეცდომებს არ უშვებდნენ ფალანგებიდან კი პრობლემები უხვად გვქონდა ვინაიდან არც ჯიღაურია მარჯვენა მცველი და რც დვალი არის მარცხენა მცველი,მარჯვნივ კაკაბაძე დაბრუნდება და პრობლემა მოიხსნება, აი მარცხენა მცველები კი გვიჭირს,თუმცა აქაც არ შეიძლება ავსტრიაში გადასული კერძოდ კი ვოლფსბერგში გიორბელიძე რომელიც ალბათ ტრამვას მალე მოირჩენს ყურადგების მიღმა დატოვონ, აგრეთვე უგრეთში წასულმა ლაკვეხელიანმა ძალიან მოუმატა და კიდევ უფრო განვითარდება თუ შრომას გააგრძელებს.ეს ორი მარცხენა მცველი ნაკრებს სამომავლოდ ძალიან გამოადგება.

სადაც გასამარცვებელია იქ გავიმარჯვოთ (ნოემბერში) და მაგ მატჩებში ვერ მოგებას როგორმე ავიტანთ.მე თუ მკითხავთ,ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.რას ერჩით ვაისს??? ჩრდილოეთ მაკედონიასთან ფინალურ მატჩს რომ მოვიგებთ,მერე რას იტყვით? კი მარა,ვაისს ყველაფრის ერთად მოგებას ავალებთ? არ გაგეცინება...

• დამწუხრებული გულშემატკივარი

არ ვიცი ამას რა ქვია.ერთი და იგივე შეცდომა რამდენჯერ უნდა დაუშვას გუნდმა?მატჩამდე რომ ვინმეს ეთქვა ფრეზე თანახმა თუ იქნებიო,მივესალმებოდი.მაგრამ,როცა თამაშიდან გამომდინარე მეტოქეზე უკვე ზეწოლას ახდენ და თან ანგარიში მიგყავს,ეს უკან დახევა და ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაში რა უბედურებაა.10 კაციან მეტოქეს რომ მის ნახევარზე ეთამაშო ამაზე მეტი თავდაცვა რაღა გინდა? მეტოქე თითქოს დაბნეულიც ჩანდა უკვე.ასეთ დროს კი სტანდარტი ერთადერთი შანსია გუნდისთავის,რომელიც მიიღეს კიდეც და გამოიყენეს.

• გადასარევი გიორგი

არა მეგობარო, ვაისმა უდოდ დიდი საქმე გააკეთა და მხოლოდ მადლიერი ვარ მისი, მარა გუშIნდელი მატჩი მან პირადად წააგო

• fsiuuu

მეორე არა მესამე, მაკედონიასთან პირველი თამაშიც მასე მოგვივიდა, არმენიასთანაც და გუშინ კიდევ მესამე!

• ყაზაიშვილი პასებს არ იძლევა

მოკლედ, მაკედონიასთან სახლში ყაზაიშვილი არ უნდა იყოს ძირითადში. გვყავს საკმარისი ფეხბურთელები. ტიპი არც პასებს აძლევს საჯარიმოში თანაგუნდელებს და ვერ თვითონ ურტყამს. სომხეთთანაც ოქრიაშვილზე გამოუვიდა პასი, კარში დაარტყა და აეჭრა მარცხენა ფეხით და ოქრი დახვდა ბურთს. იმედია ჩაკვეტაძე იქნება რა ჯანზე.

• ცოტნე

ვინმემ აიხსნას, რას ნიშნავს, ჯერ არ გვინდა B ჯგუფი? ანუ თუ მაკედონია წაიბორძიკებს და ბიჭები ბოლო თამაშის მოგებით პირველ ადგილზე გამსვლელები იქნებიან, შესვენების დროს კობიაშვილი უნდა შევარდეს გასახდელში, არიქა, არ მოიგოთო?! გუნდი ყველა თამაშში მოსაგებად უნდა გავიდეს და იქ უნდა იყოს, სადაც იმსახურებს ყოფნას. 20 წელი ვიმსახურებდით და ნეხვში ვიყავით, ძლივს ნორმალური თაობა მოვიდა, წინსვლის პერსპექტივა გამოჩნდა და რა ახლა რა გინდათ, ნეხვი დაგიტკბათ?! მე ამათზე უკეთესი თაობების გამოჩენისას მწამს, ოღონდ სომხეთთან და ესტონეთთან ჭიდილში არ გამოვა ეგ ამბავი!

• ანდრო

Дорогой Ваис, вы его не слушайте, Это его эмоций, его субъективный взгляд. пожалуйста останьтесь и созидайте еще и еще, во славу грузинского футбола, с уважением

• არდილეს

ყაზაიშვილი? ასე უკუღმა მოთამაშე ( როცა პასი უნდა -არტყავს, როცა დარტყმა - პასს იძლევა)მე არ მინახავს!

• jango

მარტო სწავლა რას უშველის, თუ ბუნებამც არ უშველა- რა ჰქნას ვაისმა თუკი ბიჭებს კოლექტიური აზროვნების ნატამალიც არ აქვთ და პრივატული გამჭრიახი ინტელექტით გუნდში მხოლოდ 4 კაცი გამოირჩევა? აბა ამიხსენით, ცალ-ცალკე გამჭრიახად მოაზროვნე და ერთად კოლექტიური აზროვნები უნარის მქონე გუნდმა როგორ უნდა მოაქციოს ასეთ უმსგავსო მდგომარეობაში საჯარიმოში მეტოქის ფეხბრუთელი? წინა მატჩში დაუშვილის შემოშვებამ არ გაამართლა, ამ მატჩში ნავალოვსკის, და რა ქნას ამ ვაისმა?

• დათო

Ваис иди домой!!! Is adamiani sadaa, qartvlobaze da mcvrtnelobaze rom momcera amis cin.

• დათო

მოკლედ, იმათთვის ვინც ტოტალიზატორის გამო უყურებთ ფეხბურთს, არ მესმის რას ითხოვთ ან მწვრთნელისაგან და არც გუნდისაგან, გადახედეთ თუნდაც გუშინდელ შემადგენლობებს სად თამაშობენ ისინი და სად ვთამაშობთ ჩვენ, ინდივიდიალურად ფეხბურთელებს ვგულისხმობთ რატომ ითხოვთ იმაზე მეტს რაც არ არსებობ, ვაისმა გუნდი გააკეთა ეს არის გუნდი მებრძოლი რისთვისაც მადლობა უთხრათ. უბრალოდ კლასი რაც გვაქვს ეგაა მეტი არაა, რა რესურსიც არის იმით კარგად ვთამაშობთ. ეხლა რაც კვარას შეეხება რა გწყინთ ადამიანზე რომ ვთქვათ ძალიან ნიჭიერია? თუ რავქნათ ვლანძღოდ? არის ძალიან ნიჭიერი და იმედის მომცემი

• 1234

მაგას ქვია კონცეტრაციის დაკარგვა, რაც დაღლილობის ბრალია-რაც თავის მხრივ ფიზიკური კონდიციების სისუსტეზე მიუთითებს.

• Semi

ვერ მოვხვდებით მსოფლიოზე აქედან

• სოსო

ეჭვი მაქვს,რომ ამ პოსტს,გუჯა კახაძე სწერს.გუჯა,ამდენი წელია ლაპარაკობ და მგონი არავინ გისმენს.ბიჯო,შენც ხომ ქართული სპორტის გულშემატკივარი ხარ,მიაფურთხე ამ ფინანსურ საკითხებს და უფასოდ იმუშავე რომელიმე გუნდთან.დაანახე შენი შესაძლებლობები და შედეგებს რომ დაინახავენ,მაშინაც დაიბრამევებენ თვალებს?მერე უკვე შენც ფასიანად იმუშავებ და ხეირსაც ნახავ.არ ვიცი,რეალურად რამდენად შედეგიანია შენი მეთოდი,იმიტომ რომ მხოლოდ ლევან მაჭარაშვილის სახელი ვიცი,ვინც შენთან ივარჯიშა,ის კი,მაინცდამაინც არ ჩანს ქართულ ფეხბურთში.მიდი,დადე შედეგი და მერე არც შენ დარჩები წაგებული.

წესით 10 ქულა უნდა გვქონდეს და მაკედონიას 5 ქულით ვუსწრებდეთ - ერთი ფრე და ჯგუფი მოგებული იქნებოდა. ახლა კი ორივე მატჩის მოგებაც არ არის ამის გარანტი. ხოდა რა "შემადგენლობის" დამალვაზე და ა.შ. მელაპარაკებით. გუნდმა ბოლო 4 თამაშიდან 1 მოიგო და 3 ფრედ დაამთავრა. 2 აქედან 11/10-ზე ბოლო 30 წუთი. გუნდები მაკედონია,სომხეთი, ბელარუსი. და მაინც "ყოჩაღ ვაისი"? კომენტატორებმა ხშირად გაიმეორეთ რომ დაუმარცხებელი ვართ ერთა ლიგაზე. თავის მოტყუება.

• mmm

უცნაურია, ფეხბურთს რეგულარულად არ უყურებთ თუ მეხსიერებაში გიჭირთ. სომხეთი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ფლეიოფში გავიდა. არც მაკედონიაა უდაბლესი დონე. "ჭ" კლასი იყო D ჯგუფი. ადამიანი რომ იტყვის ვაისი ცუდი მწვრთნელია და სომხეთი ნაკრების ესპანელ მწვრთნელზე(მოიძიეთ სად არის ნამუშევარი) კიდე იმაზე უარესიაო ის ან ფერხბურთის გარტყმაში არაა ან უსაქმური ტოტალიზატორშიკია. ისიამოვნეთ პროგრესით იმ დონიდან რაც ვართ და გულშემატკივრები თუ ადეკვატური ვიქნებით ჩვენს მოთხოვნებში მეტსაც მივაღწევთ რამდენიმე წელიწადში.

• giglia

არადა რა ადვილი იყო წუხელ მაკედონელების მიჭყლეტვა, გაშვებული გოლის მერე ეგრევე დაეტყოთ სასოწარკვეთა. როგორ შეიძლებოდა მათვის მოედნის დათმობა და დაცვაში ჩადგომა, ათ-კაციან, ყურებჩამოყრილ გუნდთან?! განა ბიჭებს არ ვუმადლით იმას რასაც აკეთებენ, მაგრამ შეუძლებელია წყობილებიდან არ გამოხვიდე, როცა ხედავ რო ერთიდაიგივე ლაჩრულ შეცდომას იმეორებენ. არ ვიცი მწვრთნელი ავალებს ეგრე ქენითო, არ ვიცი მენტალობაა აქვთ ეგეთი, მაგრამ როდემდე უნდა გაგრძელდეს კაცო ესე, როდემდე?!

• ?!-S

მაგას ქვია სახელი - გულშემატკივრის უპატივცემულობა

• ზურა

ჩვენ გუნდში რაღაც ხდება, ბიჭებიც მოტივირებულნი არიან, მწვრთნელის ხელიც ეტყობა, მაგრამ..... იქნებ ფსიქოლოგიური მომენტიც არსებობს..... ისე კვარაცხელია რატომ უფრო ადრე არ გამოიყვანეს? მართლა ანგელოვსკია ეს კაცი, რა ბედი აქვს უკვე მესამედ გადარჩა წაგებას, ყოველივეს შემდეგ რომ 12 ნოემბრისათვის იმედიანად იქნება განწყობილი.. რომ იტყვიან .სინდისიც არის საქონელი...

• me-ს

გაფეტიშება არ შეიძლება მაგრამ მართლა ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელის დაკნინების მცდელობა რა პონტია.რუსეთი ჩემპიონატის თითქმის ყველა ტურის სიმბოლურ ნაკრებში რუსი სპეციალისტები რომ ასახელებენ ამაზე რას იტყვი.გუშინაც მართლა ულამაზესი ბურთი გაიტანა.

• kaira

ორჯერ 10 კაციან მაკედონიას ვერ მოუგეს. სირცხვილია.

• კობა

ნაკრებში სადაც თამაშობენ ქვილითაია, დაუშვილი, ლობჟანიძე, ნავალოვსკი. მსოფლიო და ევროპაზე კა არა. უბნის ჩემპიონატშიც არ უნდა მიაღებინო მონაწილეობა!!!!

• zaali

ვფიქრობ რომ ჩვენი ნაკრები ჯერ-ჯერობით უნდა დარჩეს ამ ზონაში და ისევ აქედან უნდა ვიბრძოლოდ მომავალში. რაც შეეხება ფინალს, მას აუცილებლად მოვიგებთ და გავალთ. ამაში ისე ვარ დარწმუნებული, როგორც ....

• me

ეს კომენტატორები მართლა რააა,ვითომ ჭ კლასიის დონეზე არ ვთამაშობდეთ იგივე კლასის გუნდებთან, ანდა ევროზე მოხვედრის შანსს რომ ვინარჩუნებთ რაიმე საერთო ქონდეს სპორტულ პრინციპთან.კვარას გოლს რაც შეეხება,უკვე დაიწყო ამ მართლა ნიჭიერი ბიჭის ტვინის გამორეცხვისა და მისი გაპეტიშების ახალი ტალღა,არადა რომელი სერიოზული გუნდის დაცვა გაატარებდა ასე ბავშურად ან საშუალო კლასის მეკარე გაუშვებდა ამ წერტილიდან გოლს.კი ბატონო ჩრ.მაკედონიის მე-5 შემადგენლობის კაცნაკრულ ნაკრებთან ან რუსეთის პრემიერ ლიგის მაჩანჩალა როტორთან შეიძლება გაგივარდეს, მაგრამ დიდ ფეხბურთში გამორიცხულია

• ლევანი

ამ ოთხიდან ერთერთი თავით რო წასულიყო ამ ბურთზე იქით მოუწევდა მსაჯს მაკედონიელის დაჯარიმება...

რაც ნაკრებს ემართება ტაიმების ბილოს, უკვე მერამდენედ, მაგას სახელი რა ჰქვია?!

• გურამი

ვინმემ ამიხსენით რატომ არ არის ეს თამაშები პრინციპული?? ყველა იძახით მთავარი 12- ნოემბრის თამაშიაი და რატომ მსოფლიოზე მოხვედრა გვავნებს თუ რატომ?? ეს კომენტატორები ხო საერთოდ სამარცხვინოები არიან მაგას რომ ამბობენ!! კი ცოტათი გართულებულია გასვლა მაგრამ ეს უაზრო 4-ქულა რომ არ დაგვეკარგა c- ჯგუფის საუკწთესო გუნდი ვიქნებიდით და მსოფლიოს ფლეიოფშიც ვითამაშებდით...

• ცოტნე

რომელი საუკუნიდან ხართ, ხალხი! კარგმა მწვრთნელმა მომავალ მეტოქეს ფეხბურთელები კი არ უნდა დაუმალოს სათადარიგოთა სკამზე (ან როგორ დამალავს 19 წლის ბიჭს, რომელზეც მთელი რუსეთი ლაპარაკობს), არამედ ერთი და იგივე ფეხბურთელებით შესთავაზოს ერთმანეთისგან განსხვავებული ტაქტიკა და სტრატეგია. ან რას ნიშნავს, ქაოსი იყო და დაალაგა, კი ბატონო, ესეც პლიუსია, მაგრამ მთავარი?! ეროვნული ნაკრების მწვრთნელია თუ ზონის ნადზირატელი?! ტიპიური ფეოლაა ეგ და რაც უფრო მალე მოშორება ამ არაჩვეულებრივ თაობას, მით უკეთესი!

• ცოტნე

სად ამოიკითხე, რომ ძველები უნდა დავაბრუნოთ? ანჩელოტის გულისხმობ?

• gio

ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელს, რომ სომხეთთან არ ათამაშებ. შემდეგ მაკედონიასთან 70-ე წუთზე შემოგყავს ეს რას ნიშნავს. შემოსვლიდან 5 წუთში იტანს მაგარ გოლს მარცხენა ფლანგიდან. ეს კიდე მარჯვნიდან ათამაშებდა. ორივე თამაშის მოგების შანსი გვქონდა, ვაისი კიდე თავის შეცდომებს თუ უაზრო ტაქტიკას და ცვლილებებს არ აღიარებს

• kote

ძველები ხომ მაგარი გყავდა - გინდა ქართველი და გინდა უცხოელი ქაოსი მეტ-ნაკლებად დაალაგა ამ კაცმა და ეტყობა ეგ სურვილი "ძველების" სასტავის მონატრებააა

• gg

ელემენტარულია როდესაც ერთ თვეში იგივე გუნდთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გაქვს არ გახსნი ყველა კოზირს და მოწინააღმდეგეს საკუთარ თავს არ გამოაცდევინებ, სწორად მოიქცა ვაისი შემადგენლობის თვალსაზრისით, რაც არ უნდა იყოს წაუგებლად მივდივართ და მთავარი სათამაშო მაკედონიასთან წინაა, აი მაკედონია კი გუშინ აჩვენა რა გუნდიცაა და არა მგონია ბოლო ბრძოლაში გვაჯობონ

• mirosan

გადამრევთ რააა, რა იყო სწორად წაკითხული და დაყენებული გუნდი თუ ძმა ხარ, კაცნაკლულ მეტოქესთან რო ორი მცველი შემოგყავს და დაცვას აძლიერებ ეგააა თამაშის სწორად წაკითხვაა???? ვისაც ვაისი მოგწონთ ნეტაი თქვენ ჭკუა მოქცათ და მე ფული

• gizo

თითო ქულა ვაჩუქეთ მეტოქეებს და 4 ალალი ქულა დავკარგეთ (დააკელით ეგ ქულები მათ, დაგვიმატეთ ჩვენ და ეგაა, გადაგები გახდება დღეს რა განწყობაზეც ვიქნებოდით, ახლა ჯერ ისევ სათუოა ჯგუფში გამარჯვება). და არ უნდა აქ ,,თაშამდე რომ ეთქვათ ასეთი შედეგი თანახმა ხომ იქნებოდიო“, შეიძლება წინასწარ ყოფილიყავი თანახმა, მაგრამ როცა გამარჯვება ხელში გიჭირავს არ უნდა გაუშვა ასე უაზროდ, ბოლო წუთებზე პენალტებით

• mirosan

რას წერ თუ იცი ერთიჩემი ძმა??? ვაისი რო მზეა მაგაზე ორი აზრი არსებოოობს??? კაცნაკლულ მეტოქესთან რო დაცვას აძლიერებ მზე ხარ აბა რა ხარ??? ვაისს მოუხან მომთრევი

• სოსო

სპორტ-ტვ.დებ.ტვ.რუ.ან კიდევ,ტელეგო 919.კომ.ეს ლათინური ასოებით აკრიფე.ერთ ერთი მაინც აჩვენებს.ტელეგოს გადაცემათა პროგრამებიც აქვს,მთელი კვირის,მაგრამ უფრო მეტად ჭედავს ხოლმე.სპორტულის გარდა სხვა არხებიც არის.ტელევიზიების სახელი,ლათინური შრიფტით მინდოდა მომეწოდებინა,მაგრამ რატომღაც ლათინურზე დაყენებული,მაინც ქართული შრიფტით ბეჭდავს.მე მგონი მაინც მიხვდები.საკმაოდ ბევრი სპორტული არხია,თანაც უფასოდ.

• oxxxx

შენ ფეხბურთთან აშკარად მწყრალად ხარ ჩემი ძმა.... თორე გეცოდინებოდა რო კაცნაკლულ მეტოქესთან დაცვას მხოლოდ იდიოტი თუ გააძლიერებს ზამენით

• mirosan

სწორია ასეთი ფეხბურთის მოყვარული ცოტაა... რეალურად აღმქმელი მეტი

• oxxxx

რა ცოტა რამეააა:))

• რატი

იყვირეთ ეხლა გოჩა და ხვიჩა((პაზორ. სომხებზე იძახით რამეს?((ეს კომენტატორები ხო ამაზრზენად იქცევიან!((

• სოსო

გლახუნა,წინა გათამაშებაში ჩვენი ნაკრები,დ ჯგუფში იყო,წელს უკვე ც ჯგუფშია და ბოლო ორ თამაშში,ბოლო წუთები,დაცვაში რომ არ ჩამჯდარიყო,ბ ჯგუფში გასვლა,უკვე გარანტირებული ექნებოდა.მეორე შემადგენლობით,სომხებსაც ვაჯობეთ და მაკედონიელებსაც.უბრალოდ,არასწორი ტაქტიკის თუ მენტალიტეტის გამო,გავუშვით ხელიდან გამარჯვებები,მაგრამ ხომ ფაქტია,რომ დანარჩენი დრო,ძირითადში თამაში ჩვენ მიგვყავდა?ც ჯგუფის ლიდერობისათვის ბრძოლა და ბ ჯგუფი კი,სწორედაც ევროპის საშუალო დონეა.სათქმელი უნდა ითქვას,გასაკრიტიკებელი გაკრიტიკდეს,მაგრამ ყველაფერზე წყლის გადასხმა,უსამართლობაა.ფაქტია,რომ თუ ბ ჯგუფში ვერ გადავედით,ეს ჩვენი ბრალი იქნება და არა მეტოქეების სიძლიერის.საკუთარი სიძლიერის,თვითონ ჩვენს ნაკრებსაც არ სჯერა მგონი და იმიტომ იხევენ დაცვაში,თამაშის ბოლოს.ფსიქოლოგიის ამბავია ალბათ.მაკედონიელებს სჯერათ და წაგებულ თამაშებს ქაჩავენ,ჩვენ კი არ გვჯერა და მოგებულ თამაშებს "ვმაზავთ".როცა დავიჯერებთ და ეს მალე მოხდება,მაშინ ბ ჯგუფში შესვლა,აღარ უნდა გაგვიჭირდეს.ბ ჯგუფშიც ხომ ისეთი გუნდებია,რომლებთანაც ბრძოლაც ნამდვილად შეგვიძლია და გამარჯვებაც,მათგან ძალიან ბევრთან.ჩვენ დავიჯეროთ ჩვენი ნაკრების სიძლიერის და ისინიც დავაჯეროთ ამაში,ეს არის გულშემატკივრის მთავარი ამოცანა და ამას,ობიექტური შეფსების გარეშე,ვერ შევძლებთ.

• ბბ

მაგარი არაა, უმაგრესია!!!

• aburjga

ვაისმა ყველაფერი გააკეთა, კარგად აირჩია ტაქტიკა, შეცვლებიც დროზე ... მაგარი მწვრთნელია! ჩემი აზრით ჩვენ უკთესი გუნდი გვყავს, მაგრამ სიმძლავრე გვაკლია. განსაკუთრებით დაგვაკლდა კაპიტანი! მაგრამ რომ ვერ მოვიგეთ, ფრედ რომ დამთავრდა ეს არის ამ კონკრეტულ თამაშში ფატალური უიღბლობის შედეგი!

• tngh

მსგავსი კომენტარების ავტორთა უმრავლესობა სტადიონზეც არ არის ნამყოფი... უბრალოდ "ბოღმა" ახჩობთ.

• tngh

არაფრით არ შეიძლება ამდენი საგოლე მომენტების "გაფლანგვა"... მეტი სიმშვიდე და ყურადღებაა საჭირო გადამწყვეტ მომენტებში.

• თემო

ვარი რომ ყოფილიყო პენალტს არ დანიშნავდნენ.მაგრად გააფორმა მაკედონიელმა ხოლო ჩვენმა 4-მა მცველმა ერთდროულად უაზროდ ითამაშეს.

• ჰავლაბრელი ტიღუა

უფალს ვერ დავემდურებით, ბიჭების მაგიერ ბურთს ვერ გაიტანს, ორჯერ კაცნაკლული დაგიტოვა მეტოქე, ანუ ჩვენ ფეხი აღარ გავანძრიეთ რა უფლის ბრალია?

• მენტალური მომზადების ცენტრი

უკვე რამდენიმე წელია მთელი მსოფლიო გადავიდა აღდგენით ვარჯიშზე (ეს ახალი მიმართულებაა), რაც საშუალებას იძლევა თამაშიდან 72 საათის ნაცვლად უკვე 24 საათში შეძლო სრული აღდგენა და გადახვიდე მაქსიმალური დატვირთვით ვარჯიშზე... ამ საქმის მცოდნე ასისტენტს თუ მიიწვევენ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში ყოველ მესამე დღეს გასამართ თამაშზე ძირითადი შემადგენლობის შეცვლა საჭირო აღარ იქნება და ფეხბურთელების ტრავმამედეგობაც გაიზრდება!

• ირაკლი

ვინც სტაჟიანი გულშემატკივარია, კარგად ემახსოვრება თბილისის დინამოს თამაშებზე სასწრაფო დახმარების მანქანას, 90 წუთის განმავლობაში 2-3 კაცი გაყავდათ სტადიონიდან. მაშინ ჯერ კიდევ 10-15 წლისა ვერ ვხვდებოდი ნერვიულობით როგორ მიდიოდნენ ეს ადამიანები ამ მდგომარეობამდე. ისინი მაინც ბედნიერი ადამიანები იყვნენ. განსხვავებით ჩემი მდგომარეობისა გუშინ აკიდებული 11 მეტრიანის შემდეგ. და კიდევ ერთი , 3 - 4 კაცის გამოკლებით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს, როგორც მაგათ მიხვრა-მოხვრით , ბურთთან ურთიერთობის ჩანს -- საერთოდ არ უთამაშიათ ქუჩის ფეხბურთი.

• KUTAISELI

ra gundia makedonia erti momenti ver chegvikmnes tavis stadionze, chven uketesi gundi gvkavs, aseti penali arsad ar ideba, ortabzola iko da gaaporma , msaji camoego imitoro arapropesionali iko, darcmunebuli var tbilischi mougebt am gunds chven upro vimsaxurebt evropas da gavalt kidevac.

• ცოტნე

კი, ოღონდ ინდივიდუალური კი არა, გუნდური კლასი. ეს კი მწვრთნელის ბრალია.

• ცოტნე

კურდღელს ლომთა ჯარიც რომ ჩააბარო, მაინც ვერ მოიგებს ომს. კურდღლობა კი იმის ბრალი, რომ საერთოდ არ სწამს ჩვენი ბიჭების. ნახეთ რუსი ჟურნალისტის ინტერვიუ, ვაისს ერთა ლიგის დასაწყისში ვუთხარი, შანსი გაქვთ-მეთქი და სასაცილოდ არ ეყოო. ფეოლაა ტიპიური, ბიჭების დამსახურებაა აქამდე რომ მოვედით. გამოკვეთილ ინდივიდუალისტებსაც ვერ იტანს. მიტომ აყენებს უსახურ სასტავებს. მგონი არც კი გახარებია კვარას გოლი, გადაახვიეთ და ნახეთ მისი რეაქცია. ქართველ ფეხბურთელებს ანჩელოტივით ლაღი მწვრთნელი სჭირდება და არა ასეთი მშიშარა. 90-იანებში ქინქლაძე და ქეცბა, ან არველაძე და ნემსაძე, ან ცხადაძე და შელია ერთდროულად რომ დამტვრეული, უსუსტეს გუნდად ვიქცეოდით, ასეთი გრძელი ხარისხიანი სკამი არასდროს გვქონია. დანაშაულია ამის განიავება. ნოემბრის მერე ნებისმიერ შემთხვევაში ახალი მწვრთნელი გვინდა!

• თავო და თავო

ორივე თამაშში დაგვაკლდა კლასი. სომხეთთან ხელით თამაში ნამდვილად იყო, გუშიბდელი პენალი კი მაინც უკლასპბის შედეგია და ნაწილობრივ ვაისის ბრალი, ბოლო წუთებზე 2 მცველის დამატებამ გამოიწვია ის გაურკვეველი ზედა ხორა ბურთზე (დაცვა აირია ძალიან). მსაჯმა გაატარა მეტოქის მხრიდან თავის სიმაღლებდე აქნეული ფეხი და 4-მა ქართველმა ვერაფერი მოიფიქრა იმის გარდა, რომ ქვევიდან წაერტყათ ფეხში, თავით თამაშის იმიტირება, მაინც, რომ გაეკეთებინათ მსაჯს შანსი არ ექნებოდა. ისე არც მეტოქეს ქონდქ შანსი იქედან დარტყმის. ამიტომ ჩვენს შეცდომებს მივხედოთ და ვეღარ გაგვიბედავენ მასეთ პენალებს, ახლა კი ფსიქოლოგიური უპირატრსობს მათ გადავაბარეთ და სტიმული მივეცით,

• ამერიგო ვესპუჩი

კვეკვესკირის გარეშე ნაკრების IQ აშკარად ძალიან მცირდება,დაცვაშიც და დაშეტევაშიც. ძალიან საიმედოა,ვფიქრობ ცოტა მეტი შეტევითი ვფუნქციები უნდა ჰქონდეს,ნაკრებში მარტო კვეკვეს აქვს ჭკვიანური პასის უნარი თუნდაც მაშინ როცა ძალიან აპრესინგებენ

• დავით 67

ხო ვაისმა ვერ მოიგო! სულ ველოდებოდი ეხლა შევა შეცვლაზე და შეაგდებს თქო, მაგრამ შარვალ-კოსტუმს ვერ შეელია. თქვენით იგონებთ ამ "დაგავარნიაკებს "? მეც მითხარით რა...

საქართველოს ნაკრებს უკანასკნელ ორ შეხვედრაში გასამარჯვებლად არ ეყო კლასი,სულ ესაა!!!

• master

რა გჭირთ ხალხნო რა გადაუარეთ ვაისს.კაკაბაძე,კაშია,ხოჭოლავა,კანკავა,ოქრიაშვილი,ჩაკვეტაძე,შენგელია და მესამე წუთზე კიტეიშვილი.8 ფეხბურთელი გვაკლდა და მსაჯის დამსახურებით ფრე ვითამაშეთ.ასეთი პენალტი რავიცი მე არ მახსოვს სადმე დაენიშნოთ,აშკარად დაეხმარა მსაჯი.ორივე თამაშში ბოლო წუთზე პენალტით.აშკარად უიღბლობის მომენტია.ფინალშიც გავედით და დიდებული შანსი გვაქვს ამ ჯგუფშიც პირველზე გავიდეთ.რისთვის იშლით ნერვებს და ლანძღავთ მწვრთნელს.ეს მისი დაყენებული გუნდია და სხვა არავისი.თქვენ ყველა თამაშის მოგება გინდათ,ევროგრანდი ვართ?

• კახა ქ.

არა რა ეს კაცი არ ვიცი,ძალით აკეთებს თუ რას შვება.ჯერ სასტავში არ შეიძლება რამე ისეთი არ გააკეთოს რომ არ გააკვირვის გუკშემატკივარი.მერე 10კაციან გუნდთან ანგარიშის შენარჩუნებაზე რომ დაიწყებ თამაშს,ორ მცველს რომ გამოიყვან,რომლებიც ნამდვილად აღარ არიან ნაკრების დონის, ამას რა ქვია... საერთოდ ფეხბურთში არ არსებობს მეორე ხარისხოვანი რამ.ე.ი.არცერთი ჩვენს მიერ ჩაწოდებული აუტი,ჩვენიანს არ მისდის.როგორ შეიძლება ასე ბურთის დაკარგვა.ყველა უფრთხილდება ბურთს,ჩვენ კიდე ასე ვაბარებთ მეტოქეს,რომელსაც მოყვება ვინ იცის რა....და ასეთი კომპონენტები არის ძალიან ბევრი.არა რა,უნდა გაუშვან ესკაცი,დიდი მადლობის მოხდით

• თეოფა

ამ ტურნირზე ორ გუნდს არ აქვს წაგება ჩვენ და პორტუგალიას,ხალხნო რა გჭირთ რას ფილოსოფოსობთ ,რატო არ მოგწონთ? მემგონი აქ ფებურთის მოყვარული ცოტა ადამიანია!

• თავა

რატომ გგონია რომ ამ ყველაფერს შენ ხვდები და ვაისი და ფეხბურთელები ვერა? პროფესიული ფეხბურთი გითამაშია?

• G.LA

არა უშავს ძმებო გულდაწყვეტილები ვართ ყველა მარა მთავარ ბრძოლას მოვიგებთ დარწმუნებულები ვართ უკვე ყველანი. მჯერა ჯგუფშიც ვიპირველებთ, მაკედონია მეორეჯერ ვერ მოუგებს სომხებს, თუ არა და სახლში გვაქვს ორივე თამაში და ბურთებსაც გამოვასწორებთ. ყველანი ვხედავთ ამ სამ თამაში ყველა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა და რანაირი შემადგენლობით აღარ ვითამაშეთ მარა ჩავარდნა კი არა ყველა თამაში გამართულად ვითამაშეთ. ჩვენ უკვე საშუალო დონის ევროპული გუნდი გვყავს და ეს ვაისის დამსახურებაა. მეც და ბევრი თქვენთაგანც სულ ვაკრიტიკებდით მას. ფაქტი სახეზეა ამ ჯგუფშიც პირველობა გვინდა და ვიქნებით კიდე აუვცილებლად. მოვიგონოთ ვისაც მოკლე მახსოვრობა გვაქვს სად ვიყავით? მადლობა ბიჭებს და ვაისს. წარმატებას და გამარჯვებას გისურვებთ!!

• რა მაფიაა?

იქნებ დამაჯერებელი გამარჯვება ზედმეტ თავდაჯერებულობას გააჩენდა?

• კვარა

რამდენიც გინდათ დაუყვავეთ "ძაან გულშემატკივრებმა", მაგრამ 10 კაცით დარჩენილ გუნდთან დაცვაში ჩაჯდომა არის სირცხვილი. უკვე ზედიზედ მეორედ გაგვიგორა ფრე კაცნაკლულმა მაკედონიამ და ნოემბერში ისევ თუ არ გაუგდეს კაცი მერე რას ვშვრებით!?

• დევკალიონი

თუ გავიხსენებთ რა დანაკლისით გავედით? ყველაფერი ნორმაში იყო,გვილია და ქვილითაია ვერ არიან ფორმაში ,ცუდად არვის უთამაშია,მიწანააღმდეგე უძლიერესი იყო,კაჭარავას უნდა გაეტარებინა და ხვიჩა ისევ გაიტანდა .

• 1

ვაისმა და ფედერაციამ სომხეთთან რაც გააკეთეს ეგ ღალატია! დაუწვენე სომხებს წინასწარ შეთანხმებული ფრე ითამაშეს! სპეციალურად დააყეენს მეორწ სასტავი! სომხებთან მოგებით დღეს პირველ ადგილზე ვიქნებოდით. ვაისი სუსტი მწვრთნელია დღეს კიდე რა თამაში ვერ მოიგო

ვითმენთ, მაგრამ 12 ში ვაისი ვერ გახდება ანჩელოტი,პელეგრინი ან თუნდა მაურინიო. ისევ ის ვლადიმერი დარჩება და მაგის მეშინია არ გაანიავოს ეს შანსი თავის "პრაფესორობით"

• მახვში

ყველაფერი ყველაფერი... რაც ითქვა და რაც არ ითქვა, მაგრამ ვინმემ იცით პენალტი რატომ დაგვიდეს? და კვარაცხელია რატომ გაგვიხდა სანატრელი სასტავში ბოლო ორი თამაში??? ...

• 100%

რატომ ჩერდება გუნდი ბოლო წუთებზე? ერთხელ და სამუდამოდ მიხვდით, რომ თამაში უნდა დამთავრდეს და მერე დაისვენოთ. ეს თამაში წააგეს ქართველმა ფეხბურთელებმა და არავინ სხვამ! შემთხვევით არ დამიწერია, სომხებთანაც და ეხლაც, წააგეს.

• Dima

Kacharava ro ar yofiliyo kvara meores gaitanda. Ofsaidshi ar unda iyo da tu xar ar unda itamasho burtze. Patarpatara detalebi gansazgvravs shedegs

• თამაზი

ძალიან სუსტ გუნდებს ვეთამაშებით, ჩვენი გუნდიც სუსტია, ასე ვერ განვითარდებით. შარშანდელი თამაშები ჩაკვეტაძემ მოიგო, წლევანდელი ხვიჩამ, მწვრთნელს არაფერიც არ მოუგია, რას აქებთ ამ კაცს ,5 წელია ვტკეპნით ერთ ადგილს. შენგელია და კვარაცხელია სკამზე უნდა იჯდეს, როცა შემტევები არ გყავს? დღევანდელ მაკედონიას საქართველოს ერთი ხუთი კლუბი მოუგებს. რა გახარებული იყო მწვრთნელი პენალტი რომ გაიტანეს. პირველი ტაიმი რა იყო საერთოდ, როგორც ვარჯიშზე თამაშობდნენ

• ჯონი

ვაისმა და ფედერაციამ ტოტალიზატორი ითამაშეს როგორც სომხებთან თამაშისას

• David

აბსოლუტურად ვეთანხმებით. სომხეთთანაც იგივე მოხდა.

• Mosexoneli

რა ყველაფრით ყოველთვის უკმაყოფილოხართ მსაჯობა თუ არ ვარგოდა კაზაიშვილმა არ მიცა პასი ლობჯანიდზეს ვერ გავიტანეთ გასატანი ვასთან რა გინდათ?კაცს აქვს გეგმა და გამოჩდა. მაკედონიამ აჩვენ რაც შეუძლია.ჩვენ 2თამაში ვეთამაშეთ ექპერიმენტულად.10ციან მაკედონიას ვერ უგებთო რა 10კაცით თავისი ნებით დარჩნენ?ხოგინდათ ვითამშოთ ევროოაზე ხოდა მოითმინეთ ერთი თვე და ვითამშებთ სადც ყველაზე საჭიროა იქ მოიგებს გუნდი.

• საქართველო

კვარაცხელია 10+! კაჭარავა 8! დანარჩენები ყველა ერთად 0-!

• ლაშა

ძალიან გულდაწყვეტილი ვარ.. ამ ჯგუფის ბედი დღეს უნდა გადაწყვეტილიყო რომ არა მსაჯის ძალიან დიდი შეცდომა.. მეკარე- საქმე არ ჰქონია საერთოდ პენალტს თუ არ ჩავთვლით. დაცვა: საკმაოდ მოწოდების სიმაღლეზე იყო, მაკედონიას არ ჰქონია არც ერთი რეალური მომენტი.. თითქმის უშეცდომო იყო ნახევარდაცვა: კანკავას სრულფასოვანი შემცვლელი არ გვყავს, კვეკვე როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყო, გვილიას მეტი მოეთხოვება.. ვაკო კარგი იყო, მაგრამ ის მომენტი უნდა გამოეყენებინა.. ლობჟანიძეს ალბათ შენგელიას დაყენება სჯობდა.. დაუშვილს არაფერი გაუფუჭებია ისეთი.. შეტევა: ქვილათიას უნდა მაგრამ მეტი არ შეუძლია, კაჭარავას უნდა დაეთმო ხვიჩასთვის და იმ მომენტის უკეთ გამოყენებაც შეეძლო.. ხვიჩა ულაპარაკოდ ჰაი კლასია,ჯერ რა გოლი გაიტანა და შემდეგ 2 ნაღდი მომენტი შეუქმნა ჯერ ვაკოს მერე კაჭარავას.. ვაისი: მერამდენედ გვაკვირვებს თავისი გადაწყვეტილებით, მაგრამ აშკარად სწორად წაკითხული თამაში იყო და აჯობა მოწინააღმდეგეს, სწორად შეკრული ბირთვი და სისტემა აქვს.. შეცვლებიც დროული იყო და სწორიც კი მაგრამ..(რასაც ვერ ვიტყვი სომხეთთან თამაშზე) ერთადერთი შენგელიას შემოვიყვანდი ლობჟანიძის მაგივრად.. დასკვნის სახით ვიტყვი რომ იმედიანად ვარ, მაკედონია ორჯერ გადაგვირჩა წაგებას, დარწმუნებული ვარ თბილისში ვეღარ გადაგვირჩება.. ჯგუფის მდგომარეობაზე დიდად არ ვდარდობ, მთავარი ფინალია ჯგუფის მოგება კი დესერტია და არა მთავარი კერძი.. :))) კარგია ბიჭებო, უბრალოდ უფრო გაბედულები იყავით დაიჯერეთ.. თქვენ შეგიძლიათ უფრო მაღალ საფეხურზე გაგვიყვანოთ, ამით თქვენს კარიერასაც გაიკეთებთ და მომავალსაც გზას გაუკვალავთ..

• გლახუნა

მოკლედ მოგებამდე ვერ მიგვყავს თამაში(?!) გაიტანენ გოლს და ჩერდებიან, დუნდებიან,მერე ფართხალდებიან, ისედაც უკან პასების -,,მოყვარულები,,- ფრთხალი თამაშის მიდრეკილების მქონეთ (სწორად მით რომ უშვებენ შეცდომებს და ...)-ასე საშუალო დონის ნაკრებიც - ვერ შევიქმნებით. ი ს წ ა ვ ლ ე თ -ბოლომდე აგრესიული თამაში, მხოლოდ ასე მოდის წარმატებებიც და გამარჯვებები, 4-0-ლს რომ იგებდე, 6-0-ზე თამაშის დამთავრების დაუცხრომელი მისწრაფება უნდა გაგაჩნდეს- მ თ ე ლ გუნდს და იბრძოდეს,თორემ დავრჩებით სულ ც ლიგაში...არადა პოტენცია ძალიან დიდია, თუ სისწრაფე, ფიზიკა, ფსიქიკური -მენტალური მზადყოფნა ბრძოლის, მხოლოდ გამარჯვებისათვის თავის დადება და... შეგიძლიათ ბიჭებო, შეგიძლიათ და ნ უ დუნდებით, ჩერდებით და მეტოქეს ბურთს ნუ აძლევთ -აბარებთ, თორემ მაღალი კლასის გუნდები -რამდენჯერაც მოდუნდები და უკან პასს დაიწყებ (დაფართხალდები) -იმდენჯერ გაგიტანს...-რ ა ტ ო მ არ გვესმის!

• mmm

ევროპაზე რომც გავიდეთ ესენი ისეთი უნამუსოები არიან იმაზე დაუწყებენ ნაკრებს და მწვრთნელს გინებას ერთი თამაში მაინც როგორ ვერ მოიგეთო. არადა ასეთი ფიზიკური კონდიციების და უცენტრფორვარდო(გინდ ყოფილა გინდ არა) ნაკრებით რამდენადაც შეუძლია მაქსიმალურს წურავს მწვრთნელი.

• arabika

რა კომენტატორებიც გვყავს აი ზუსტათ ეგეთი მწვრთნელი და ზოგიერთი ფეხბურთელი გვყავს))

• giorgi gorgadze

მე ვუყურე სილქ გოუ ქვია აპლიკაციას. სილქ უნივერსალი აირჩიე და 1 არხი პირდაპირი. ყოველთვის მაგდებდა ყოველ ორ წუთში, დღეს კი საერთოდ არ გამორთულა. მაინც და მაინც ამ დუღაბს მაყურებინა . ცადე შენც

• დათო

გეთანხმები ბრატ, კვარა მეორე ბურთს გაიტანდა, და მართლა დამთავრებული იყო ყველაფერი.......

კვარამ შედევრი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა (ვერ ივარგეს ვაკომ და კაჭარავამ - ჩვეულად). ახლა ეს ამოჭერით და რა ითამაშა აბა ნაკრებმა? მსაჯს ვაბრალებთ, მაგრამ 11/10 თამაშში საერთოდ როგორ შემოგვიტია მაკედონიამ? აუტის საჯარიმოში ჩაგდებით ასეთი დოსონანსი როგორ შეგვიქმნეს რომ 4 კაცი მივარდა კარისკენ ზურგით მდგომ მოწინააღმდეგეს რომელიც სად ურტყავდა ბურთს თვითონ არ იცოდა. მანამდეც იყო მწვავე მომენტი ჩვენს კართან და .... ეს არის ის რაშიც იკვეთება ვაისის არაპროფესიონალიზმი. დროის გასაყვანად შემოყავთ მცველი ბოლო წუთზე, სხვანაირად რა უნდა მოასწროს და როგორ უნდა ჩაჯდეს რიტმში და ამან 2 ერთად შეცვალა. 10 კაციან გუნდთან იმის ნაცვლად რომ ბურთი დაეჭირა ნახევარდაცვის ხარჯზე, კვარას ტენიდნენ ბრძოლაში აუტის ხაზთან გრძელი პასით - ყველაზე ტექნიკურ ფეხბურთელს "ფეხში" კი არ აძლევდნენ პასს, კაჭარავასავით უკიდებდნენ მაღალ ბურთებს აუტის ხაზთან მცველთან ორთაბრძოლაში. მშიშარაა ვაისი და იმიტომ რომ არ მუშაობს და დონე არ ყოფნის. ეს 2 ბოლო წუთზე დაკარგული მოგება იმედია არ დაეტყობა გუნდის ფსიქოლოგიას და ისე კი გამოიკვეთა რომ ჩვენი ადგილი B-შია და 12-ში თამაში უნდა მოვიგოთ სწორად წარმართვის შემთხვევაში - თუ ჩასვრილმა ვაისმა ისევ უკანდახეული შეშინებული ფეხბურთი არ ათამაშა ბიჭებს.

• შოთა

მეორე და მესამე სასტავითაც რომ არ ვაგებთ, არ გიფიქრია რომ მწვრთნელის დამსახურებაცაა?

• ნიკო

ალბათ მსაჯზე იყო სიტყვიერი ზეწოლა ფეხბურთელებისგან და სათადარიგო სკამიდან და მშიშარა პოლონელმა არარსებული პენალტი დადო.ფედერაციამ უნდა გააპროტესტოს უეფაში თორემ უარეს მსაჯობას ვნახავთ 12 ნოემბერს.ფეხებზე დაგვიკიდებენ და მაკედონიას გაიყვანენ.

• H

მიუხედავად იმისა, რომ პენალი არ იყო და ხშირად ანტიპატიით არ ვარ მის მიმართ ეს თამაში ვაისმა ვერ მოიგო. ვერ მოიგო კი არა წააგო ისევე, როგორც სომხეთთან. მაშინ როდესაც 10 ქულით პირველ ადგილზე უნდა ვიყოთ და დარჩენილ ორ მატჩში რეზერვს ვდიდეთ 6 ქულით მეორეზე ვართ. არასწორად შერჩეული შემადგენლობისა და კატასტროფული პირველი ტაიმის შემდეგ, რომელიც ფეხბურთის გარდა ყველაფერი იყო მეორე ტაიმში განსაკუთრებით გოლის შემდეგ უამრავი ტაქტიკური შეცდომა დაუშვა. ან ამ ბოლო ორ ცვლილებას რა ერქვა 64 კაცია დაცვაზე გადავედით? იმის მაგივრად, რომ ბურთის ამტანი და დამჭერი შემოეშვა ვინმე. საერთოდ ბოლო 15 წუთი ნაკრები რას აკეთებს ვინმე ხვდებით ? ან ჯერ საჯარიმოში თავზე ნავალოვსკი რატო იბრძოდა და მერე ამ სიმაღლე ბურთზე 4 კაცი ფეხით რატო წავიდა? ეს ყველაფერი დაბალი კლასის მაჩვენებელია და ძალიან მეშინია კიდევ ერთხელ არ ისარგებლონ ამით მაკედონელებმა და ევროს ჩემპიონატის მიღმა არ დავგტოვონ.

• მსაჯის...

არაუშავს. 12ში გავარღვევთ მაკედონიას და ამ ჯგუფსაც მოვიგებთ. კვარა სასწაული ხარ! შენ შემოგევლე ჯიგარო!!! ევროპაზე უნდა გაიბრწყინო!

• k

ვაისმა ჯერ რა მაგარი შეცვლები გააკეთა რასაც გოლი მოყვა ხოლო ბოლოს მაგარი სულელური როდესაც ორი უაზრო მცველი რომ შემოიყვანა.

• lelo

აქ კომენტარებს რომ ვკითხულობრა ესეთი აზრი გამოაქვთ თურმე ჩვენს გულშემატკივრებს, რომ თითქოს რა მაგარი გუნდი გვყავს... რა მაგარი მწვრთნელი გვყავს... ერთი ბიძია მითხარით რა სათვალეებით უყურებთ მაგ ფეხბურთს იქნებ მეც მათხოვოთ? თუ საბავშვო ბაღიდან კეთდება ეს კომენტარები?

• N

მოკლედ. რეცეპტი სამომავლოდ: ერთი ბურთის სხვაობით დაწინაურების შემთხვევაში გუნდი ანგარიშის შენარჩუნებაზე არ უნდა გადადიოდეს! თამაში წინანდებურად უნდა გრძელდებოდეს, სულ ცოტა, ორბურთიანი სხვაობის შექმნამდე! ასეა ეს!

• 1

ძალიან აღელვებულია, არა უშავს, ხდება ხოლმე, ვის არ მოსვლა///

• სოსო

ძალიან იმედგაცრუებული ვარ.ისევ და ისევ ერთი და იგივე მეორდება.ნაკრებს გააქვს გოლი,გადის წინ და ეს მატჩის პირველ წუთზეც რომ მოხდეს,მაშინვე გადადის დაცვიდან თამაშზე და დროის გაყვანაზე.ბოლო თამაშებში, ესტონეთთან და ბელორუსთან გაგვივიდა,მაგრამ მაკედონიასთან და სომხეთთან მწარედ დავისაჯეთ.ნაკრები მოგებისათვის კი არა,არწაგებისათვის იბრძვის.ბოლო ორ თამაშში,4 ქულა დავკარგეთ ასეთი ტაქტიკის გამო.მაკედონიამ კი,თავისი ტაქტიკით,ბოლო ორი წაგებული თამაში გადაარჩინა და თბილისშიც არ წააგო წასაგები თამაში.არ ვიცი ეს მწვრთნელის დავალებაა თუ თვითონ ფეხბურთელების ფსიქოლოგია,მაგრამ ბოლო წუთებში ორი მცველი რომ შეგყავს და ძლივს ცოტა დალაგებულ დაცვას,ისევ რევ,თან ზედმეტ კაცს ამატებ,არ რისკავ რომ ერთმანეთის ზონებს გადაფარავენ და ხელს შეუშლიან?ან ეს,მწვრთნელის გაკეთებული არ იყო?ორჯერ ვეთამაშეთ მაკედონიელებს,ორჯერვე უმცირესობაში დარჩნენ და მაინც ქულები წაგვართვეს... არ აძლევს ეს მათ,ფსიქოლოგიურ უპირატესობას?არა და ძალიან ცუდი პირველი ტაიმი იყო,მაგრამ მეორე ტაიმში ჩვენ დავაჭარბეთ და გოლიც გავიტანეთ. ამის შემდეგ,კიდევ უფრო დიდი უპირატესობა გვქონდა,მაგრამ ბოლო წუთებზე უარი ვთქვით ფეხბურთის თამაშზე და მეტოქეს შანსები მივეცით.მათაც გამოიყენეს ეს შანსი და გავიტანეს.შესაძლოა პენალტი არც იყო,კარგად ვერ დავინახე, მაგრამ ჩვენ ხომ მივეცით შეტევის შესაძლებლობა.სწორედ ეს არის მთავარი.ბავშვს თუ შეუძახებ არ წაიქცეო,აუცილებლად წაიქცევა.თუ ადამიანს ეტყვი,არ გატეხოვო,აუცილებლად გატეხავს და თუ გუნდს ეტყვი,კაცნაკლულ მეტოქესთან დაცვაში დადექით,გოლი არ გაუშვათო,აუცილებლად გაუშვებს.ძალიან საწყენია,რადგან ცნობილი კლუბების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი,ჩვენზე არაფრით უკეთესი არ იყო.უფრო პირიქით და ამ დროს რაღაც შიშების გამო,ისევ და ისევ ვკარგავთ საჭიროზე საჭირო ქულებს.ალბათ ბ ჯგუფში გადასვლა არ გვინდა?შესაძლოა ასეც არის.

• rati 74

რათქმაუნდა გულდასაწყვეტია, არ ვიცი რა დამაძინებს, მაგრამ შევეცადოთ დადებითი დავინახოთ ბოლო ორი მატჩიდან. კერძოდ ის რომ ვაისიც და ნაკრებიც უნდა მიხვდნენ რომ როცა ერთი ბურთით იგებ და უპირატესობა გაქვს ბოლო წუთებზე დაცვაში პანიკურად არ უნდა ჩაჯდე. აქ ქულების დაკარგა ჯობდა 12 ნოემბერს იგივე შეცდომის გამეორებას და არც ამ ჯგუფის მოგების შანსი არ დაგვიკარგავს. ორივე საშინაო თამაში რომ მოვიგოთ ჰანდიკაპით და ეგ არის.

• Zaza

მგონი თამაშგარეც არ იყო კაჭარავსს გოლზე...

• giga

ყაზახეთის ტობოლისთვის როგორ მენანება კვეკვესკირი აშკარად უკეთეს გუნდს იმსახურებს

• ბესო

ყველაზე მეტად ვაისის ბრალია .

• Aueeee

ხალხი არა ხართ არაფერი როგორ არ გივარგათ დავიღალე რა როგორ შეიძლება ფეხბურთის ყურება ფოტორეჟიმში გამაგებინეთ ვაა...1 არხი სახალხო ტელევიზია კი არა დაიბადეთ საბო.....ში ზუსტად ეგ იყო საბჭოეთი ...!!! და დარჩით ეგეთად ვისაც აზრად მოუვიდა ფეხბურთის დაბლოკვა ყველა იმ ემიგრანტმა შენი .........,ვინებსაც ეგრე ტანჯავთ !!! რა ვი აბა ფეხბურთზე რა ვთქვა ფოტოებით ნანახი ფეხბურთის დედაც რააა....მხოლოდ პენალტის მომენტის გამეორებაღა ვნახე და ეგ მსაჯი იმის ყვირილმა შეაშინა და ჩუმად დადო პენალტი ან ჩვენი კომენტატორებიც ფოტორეჟიმში უყურებდნენ თამაშს ....რა ვი რა ეგეთი მწვრთნელით და ეგეთი სოსტავით თან გასვლაზე დებილი მსაჯით ამდენი ტრამვების შემდეგ რომ არ წავაგეთ უკვე ესეც კარგია მაგრამ ორ თამაშში ბოლო წამაბზე ორი პენალტი უკვე საშიში სიგნალია ამდენი ტექნიკური ფეხბურთელია და დაიჭირეთ რა ეგ ბურთი ცენტრში რას მიეწეპეთ მაგ საჯარიმოს ....იმედია 12-ში ყველანი ჯანმრთელად იქნებიან და მწვრთნელიც გამოფხიზლდება ცოტათი თორემ ამ ბოლო დროს გავდა დაბოლილზე იზმენებს რომ დაიჭერს ტიპი ....და ეგეთ მსაჯობას იმედია თბილისში არ გაბედავენ ....!!!! 1არხიიიიიი შენიიიიიიიიი ...

• გადასარევი გიორგი

ბატონო ვლადიმერ ეს მატჩი პირადად თქვენ წააგეთ. მაპატიეთ ასე რომ ვწერ, მაგრამ ესეა. მე თქვენ ძალიან მომწონხართ, ძალიან მინდა და მხარს ვუჭერ თქვენ ყოფნას ნაკრებში, თქვენ ძლიერ შეცვალეთ მენტალური მდგომარეობა ნაკრებში, ძლიერ გამოყავით ძირითადი ბირთვი, გააჩინეთ სტაბილურობის განცდა, სიმტკიცე ხასიათის და მრავალი სხვა მაგარი თვისება გამოჩნდა თქვენგან რაც მოვიდა ნაკრებში, მაგრამ დღეს თქვენ ისევ პირადად წააგეთ. თუმცა ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ, არაუშავს, მაგრამ ის ბოლო ცვლილება იყო შეურაცჰყოფა ნაკრების და ძლიერი შიშის გამოჩენა იქ სადაც საჭირო ეს სულაც არ იყო. თქვენ ცუდი სტრატეგი ხართ. ხვიჩამ ისეთი გოლი გაიტანა, რომ რონალდინიო მოსვა სკამზე და ნეიმარიც და ნუთუ ვერ ხედავდით, რომ მზად იყო იგივე იკიდევ სამჯერ გაეკეთებინა? თუ გამოიყვანეთ აცალეთ რა, მიეცით შეტევის შესაძლებლობა გუნდს. ნუთ ვერ დაინახეთ, რომ იქამდე თქვენი დაყენებული შემადგენლობა ბედის გამართლებით გადარჩა გაშვევულ გოლს? დააგვიანეთ შეცვლები და ძლივს, როცა გააკეთეთ, საკუთარ თავს აღარ ენდეთ ... რა კობახიძე, რა ნავალოვსკი ? ჩვენ უპირატესობა გვქონდა ფსიქოლოგიურიც თამაშში უპირატესობის გარდა და თქვენ ეს ერთი ხელის მოსმით მოსპეთ. რადგან გუნდს ანახეთ, რომ იმ 1-0 ზე ხართ თანახმა კაცნაკლულ გუნდთან, რომელთანაც სულ უფრო და უფრო იმატებდა ზეწოლა. ხვიჩას კი არ მიეცით მეორეს გატანის შანსი. ეს ფრე არის თქვენი მარცხი ბატონო ვლადიმერ :) მაგრამ არაუშავს! მთავარია რომ ვნახეთ რა შეუძია ნაკრებს, როდესაც მას ყავს ლიდერი! დღეს ეს ლიდერი იყო ხვიჩა, იმ წამს ათამაშდა ჯიღაურიც, გვილიაც, კვეკვესკირიც, როგორც კი წინ გაჩნდა იმედი რომ არის ის, ვისაც შეუძლია გუნდი აათამაშოს და დაინახეთ ეს! ფეხბურთელებსაც მინდა მივამართო, დაინახეთ თქვენ შორის - უკეთესი! თორემ სანამ არ გამოუტყდებით საკუთარ თავს რომ ჩაკვეტაძე და ხვიჩა არის მოამვალი ნაკრების, თქვენც ვერ ითამაშებთ კარგად, ზუსტად ისე, როგორც ეს პირველ ტაიმში იყო. და თუ გაიაზრებთ, რომ თქვენი ათამაშება სწორედ ამ პატარ ბიჭებს შეუძლიათ, მაშინ თქვენც ბევრად ბევრად უკეთესად ითამაშებთ და შანში გაგვიჩნდება, რომ დიდ , ძალიან დიდსაც კი წარმატებებს მივაღწიოთ! სულ ბოლოს კი ამას დავწერ = კომენტატორებს სანამ არ შეცვლით ფედერაციავ, ტელევიზიავ, ვისაც ეხება გაიგეთ,რ ომ ფერხდება ქართული ფეხბურთის განვითარება!!!! 1-0 ზე კაცს ანგარიშის შე3ნარჩუნება უნდოდა!!! და ბოლომდე ეს მშიშრები, ეს მინიმალისტები იმაზე საუბრობდნენ, რომ როგორმე მატჩი დამთავრებულიყო ამ ანგარიშით! თქვე კაი ხალხო - ხვიჩაა მოედანზე და დატკბით რა!!!! უყურეთ რა , !!!! უგულშემატკივრეთ რა მეორე და მესამე გოლს! ვახ. მიდით ბიჭებო, მაგრები ხართ! და აბა თქვენ იცით, ! ყველაფერი გამოვა!!!

• საქართველო

რატომ ხართ ესეთი შეუგნებელი ძალათ პატრიოტები ზოგიერთი, საქართველოს ნაკრებზეა საუბარი რომელიც ერთ ნაბიჯშია ევროპაზე გასვლასთან და "ჩემ ფეხბეს მოიგებენ", "აგერ ნახავთ თუ მოიგონ", "აზრზე არ არიან", არა ბიჭო შენ ხარ აზრზე. აზრზეც არიან და ძალიან მაგარი ბიჭებიც არიან და ევროპაზეც ვითამაშებთ, თქვენნაირი მოღალატეების ჯინაზე,მაგრამ სამწუხარო ისაა,როდესაც ევროპაზე გავალთ, გამოხტებით და ჩვენზე მეტი გულშემატკივარი გახდებით.ტეხავს,მაგრად ტეხავს

• ქართველი

არაა ეს კაცი ადეკვატური... დამაწყდა ნერვები... არ შეიძლება კიდე ამდენი საგოლე მომენტის განიავება...

• Dato

ეს იყო სამარცხვინო მსაჯობა, და ფედერაციან თუ ამაზე არამოიგო ხმა და იცოდეთ რომ ესეთი მსაჯი იქნება მაგ თამაშზე, და ნახავთ მაშინაც თუ არ წაგვაგებინეს! დგევანდელ თამაშს რაც შეეხება ბიჭებმა იბრდზოლეს, მაგრამ ხედავდით მსაჯის მოქმედებებს. ხოლო ჩვენი მხრიდან ყველაზე სუსტად ითამაშა დაუშვილმა, არის ის უკვე ნაკრების დონის ფეხბურთელი......

• Toko

კიდევ იტყვიან კვეკვესკირს რა უნდა ნაკრებშიო. დღეს გამოჩნდა კანკავას არყოფნაში ვინც არის გუნდის ხერხემალი

• ოთო

სირცხვილია!

• irakli

მოგონილი პენალტი. ამ დებილ მსაჯი მსაჯობა უნდა აეკრძალოს. 2 მეტრზე თუ ვერ იხედება, იმ აფერისტი "მაკედონელის" ფეხზე დაეხედა. ამ ყაზაიშვილმა კი ვერ ისწცავლა რომ არ იჟოშკოს, როცა სხვა ფეხბურთელი აშკარად უკეთეს მდგომარეობაშია გოლის გასატანად. ხვიჩა რაღაც მალე იღლებოდა ან ნერვიულობდა. მოკლედ ხვიჩა ჩაკვე და შენგელია უნდა იყვნენ მწყობრში პლიუს კანკავა, რომ მაკედონიას აქ მოვუგოთ.

• დავით

კარგი თამაში იყო

• ირაკლიუსი

კაჭარავას უნდა გაეტარებინააააააა და დამთავრებული იყო რა

• რაგბის ფანი

ვაის წადი! გოლი ინდივიდუალური იყო (არა მწვრთნელის). სამაგიეროდ, მწვრთნელმა ათ კაციან მოწინააღმდეგესთან ნაჩუქარი ანგარიში ვერ შეინარჩუნა (ბოლო წუთებზე რიტმიდან ამოვარდნილი მცველები არ უნდა შემოიყვანო). PS. თუ გინდათ ისევ გაავსეთ დისლაიქებით ეს კომენტარი, მაგრამ როდემდე? გავითვალისწინოთ, რომ ევროპის საშუალო დონის გუნდებსაც კი არ ვეთამაშებით!

• ილია

ყაზაიშვილი არის ბურთის ღორი და ეგოისტი გაეკეთებია ლობჟანიძიზა პასი ორითნოლი იყო მერამდენედ მოხდა ასე

• ვაისი

გუნდი რომელიც კაცნაკლულ გუნდთან ზედიზედ მეორედ გაუშვებს გოლს არ იმსახურებს არსად გასვლას

• ირაკლიუსი

ამ ბოლო წუთის ჯადო ვერ მოვიხსენით რა :(( მაინც მისაღები შედეგია, მთავარია ფინალში, ჩაკვე, კვარა, ოქრი და კანკავა გვყავდეს მწყობრში.

• domenti

აქ გავაპობთ!

• ღირსები ვართ

ეს იმის ბრალია, ნაადრევად რომ იჯერებენ მოგებას და უმცერესობაში მყოფ გუნდს ბურთს რომ უთმობენ. ამათ არავინ ასწავლა ავადმყოფისა და საწოლის ამბავი, რომ იქვე უნდა მოუმთავრო? ესენი კიდევ ერთი ბურთით იგებენ თამაშს და დაცვა ჩავიდნენ და ბურთი მისცეს. დაუჭირე მაინც რა... ვაისზე რა უნდა თქვა. ჭკვიანურად დაგეგმა კაცმა, მთელი თამაში დაღალა და მერე შეუსრულა კვარაცხელიათი, მაგრამ...

• გიორგი

ეს იყო სამარცხვინო მსაჯობა..

• David

ორივე თამაშში ერთიდაიგივე ტაქტიკური შეცდომა ჰქონდა ვაისს. იმის მაგივრად რომ პირიქით პრესინგი ეთამაშა, უკან დაწია გუნდი და შეტევის საშუალება მისცა ჯერ სომხებს ახლა მაკედონიას და ორივე თამაშში ქულების დაკარგვა ვაისის ბრალია.

• მგონი ჯადო გვაქვს

მგონი ჯადო გვაქვს. ან შიში არის ყველაფრის მიზეზი როცა წაგების გეშინია და ფსიქოლოგიურად უკვე გოლი წინასწარ გაქვს გაშვებული. აი ესაა მიზეზი

• emgranti

ratom ratom ratom rato ?!...

• იბერია

კარგით რა ბიჭო კარგით რააა კარგით რააა გეყოთ ეს დედა....... კარგით რააააააა კარგით რაააააააა ამის დედა .... კარგით რააა..... ფაქტია 10 კაციან მაკედონიას ვერ ვუგებთ იმედია ნოემბერში 9 კაცით იქნებიან ან ჩვენ ვიქნებით 14. კარგით რა უბედურებააა ბოლო წუთებზე ბურთის დათმობა ეს დედა .....კარგით რა

• zviadi

იყო კი პენალტი?

• დაT

ჩვენ აშკარად უკეთესი გუნდი ვართ ჩვენს ჯგუფში, მაგრამ ჩვენ პრობლემას საკუთარ თავს ვუქმნით. ჩემი აზრით შანსი გვაქვ 70-80%, რომ გავიდეთ ევროპაზე, თუ კვარა იქნება ძირითადში

• ზაზა

ვაისზე ვინც თქვას მაგარიაო ის იყოს ვაისი...

• მგელი

უბრალოდ ვიტყვი გადაჭარბების გარეშე კვარაცხელია ყალიბდება მსოფლიო დონის ფეხბურთელად

• ილია

ყაზაიშვილი არ არის ბურთის ღორი გაეკეთებია ლობჟანიძიზა პასი ორითნოლი იქნებოდა. მერამდენედ აკეთებს ასე?

• დინამოელი

ეს გენიოსების კრებული თავიანთი უჭკვიანესი მწყემსით 12-შიც რაღაცას მოიგონებენ რატომღაც მგონია. ღმერთმა ქნას ვცდებოდე

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

სპალეტის გაწვრთნილი იტალია უკრაინას დაუზავდა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

იტალიამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და 20 ნოემბერს უკრაინასთან ფინალის ტოლფასი მატჩი ელის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

"ჯვაროსნების" მეტოქემ სახლში ჩრდ. მაკედონიას ორი პენალტით ძლივს მოუგო [VIDEO]

უკრაინამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და ჯერჯერობით მეორე ადგილზეა

სომხეთის ნაკრების უკრაინელი მწვრთნელი გადააყენეს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

იტალიამ უკრაინას მოუგო - სპალეტიმ შვებით ამოისუნთქა