ნოემბერში, ევროპის თასის მეთექვსმეტედფინალში ორი ქართველი ხელბურთელი ითამაშებს - ქეთევან ვენეცკი და მედეა ჩოხელი.

ჩოხელის მაკედონიური გუნდი, კუმანოვო ამ ეტაპზე პირდაპირ დაუშვეს, ხოლო ვენეცკის ისტოგუმ კვალიფიკაციის მეორე მატჩიც მოუგო ვუშტრიას 31-24. ორი კოსოვოური კლუბის პირველი თამაშიც ისტოგუს გამარჯვებით დასრულდა, 26-21. ვენეცკიმ პირველ მატჩში 3 გოლი გაიტანა, მეორეში - 4.

მეთექვსმეტედფინალის წილისყრა მომდევნო კვირაში უნდა გაიმართოს, თამაშები კი 14-15 და 21 -22 ნოემბერსაა დანიშნული.

ევროპის თასი წლეულს პირველად იმართება. ევროპის ხელბურთის ფედერაციამ ახალ სეზონში ევროტურნირების სტრუქტურა შეცვალა - ჩემპიონთა ლიგაში გუნდების რაოდენობა 16-მდე შემცირდა, დანარჩენი კლუბები კი გადანაწილდნენ ევროპის ლიგასა და ევროპის თასზე.

17 ოქტომბერი, ევროპის თასი. ისტოგუ (კოს) - ვუშტრია (კოს) 31-24 (პირველი მატჩი 26-21)

ისტ: აჰმეტჯეკაი, შენდადი - მურატოვიჩი 10, რუგოვა 9, ვენეცკი 4, უიკიჩი 3, ჰეტემი 2, ფეიზაი 1, შათრი 1, ბერიშა 1, ფერატაი, რეჯაი, ჰალიტაი, მილატოვიჩი

მეთექვსმეტედფინალის მონაწილეები: ელჩე (ესპ), ლოკომოტივა ზაგრები (ხორ), იაგოდინა (სრბ), უნირეკი (ჰოლ), იალიკავაკი (თურ), ტოიოტა (პორ), ვიქტორია (ბლრ), აზერიოლი (აზე), კუმანოვო (მკდ), პაოკი (საბ), ფერიზაი (კოს), ნოიშტადტი (ავს), გრუდე (ბოს), ცუგი (შვც), სალერნო (იტა), სლავია (ჩეხ), კერიენგი (ლუქ), რუდარი (მნტ), პორი (ისლ), კავალიერი (მლტ), ჰალიჩანკა (უკრ), ატლეტიკო გვარდესი (ესპ), ბელოვარი (ხორ) - ისტოგუ (კოს), მესტრინო (იტა), ნიში (სრბ), მურატფაშა (თურ), იზმირი (თურ), მალაგა (ესპ), გრანოლერსი (ესპ), იგლზი (შვც), ვესტფრიზლანდი (ჰოლ)/გრან კანარია (ესპ)

თამაშები: 14-15, 21-22 ნოემბერს

geohandball.ge

კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა