სლოვაკური "სპორტის" ცნობით, მათი ქვეყნის ნაკრების წარუმატებელი ასპარეზობის გამო მწვრთნელი პაველ ჰაპალი და მისი თანაშემწე ოტო ბუნეგრაფი სამსახურიდან დაითხოვეს. ჯერ დაუდასტურებელი ინფორმაციით, ეროვნულ გუნდს დროებით ფეხბურთის ასოციაციის ტექნიკური დირექტორი სტეფან ტარკოვიჩი უხელმძღვანელებს, რომელიც ადრე ნაკრებში იან კოზაკის თანაშემწე იყო.

მწვრთნელობის რამდენიმე კანდიდატი განიხილება, რომელთა შანსებს გამოცემა ასე აფასებს:

მარტინ შეველა (30%), სტეფან ტარკოვიჩი (20%), ალბერტ რუსნაკი (10%), პაველ ვრბა (10%) და ადიან ბოლი (5%). კანდიდატებს შორის სახელდება "ჯვაროსნების" ამჟამინდელი თავკაცის, ვლადიმირ ვაისის კანდიდატურაც.

ვლადიმირ ვაისი - 10%

"ეს უდავოდ საუკეთესო კანდიდატი იქნება, რომელსაც ფეხბურთელებიც მიიღებენ. თუმცა მას რამდენიმე დაბრკოლება აქვს. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველოს ნაკრებს უდგას სათავეში, რომელიც ასევე იბრძვის ევროპირველობაზე გასასვლელად და ნოემბერში პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება. საქართველოს ეროვნულმა გუნდმა წარუმატებლობაც რომ განიცადოს, ვაისის მოწვევა ადვილი მაინც არ იქნება.

ვაისს სლოვაკეთის ნაკრების მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე ისტორიულ მიღწევაში დიდი წვლილი მიუძღვის, მაგრამ შემდეგ გამოცდილმა მესაჭემ მუშაობა დაასრულა. მისი და სლოვაკეთის ფეხბურთის ასოციაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ურთიერთობა იდეალური არ არის და ყინულის გალღობა ადვილი არ იქნება", - წერს გამოცემა.

mmm
ესე იგი ვაისისგან ითხოვთ რომ საერთოდ შემსრულებლის არ ყოფნის შემთხვევაშიც გაიყვანოს ევროპის ჩემპიონატზე? ნამეტანი ბავშვური მოთხოვნები გაქვთ. ერთი შემსრულებელი გაეჩითა ძლივს ჩაკვეტაძის სახით და მოვედით აქამდე.
ლევანი
ჩვენი ნაკრების ცუდი თამაში მარტო მწვრთნელის ბრალი არაა. პრობლემა უფრო ღრმადაა! ფულის მჭამელები, რომ არიან და ბიუჯეტის ფულებს ჯიბეში რომ იდებენ მანდაა პრობლემა. პროფესიული ლიგა სახელმწიფო დახარებას არ უნდა იღებდეს. ის 250 მილიონი მთლიანად უნდა ჩაისხას სტადიონებში, ბავშვთა ფეხბურთში და უცხოელი ბავშვთა მრწვრთნელების ჩამოყვანაში ქართველმა მწვრთნელებმა კი კვალიფიკაცია აიმაღლონ, ბავშვთა ფეხბურთში. ბავშვები კი იფასოდ უნდა ვარჯიშობდნენ, კაი კვება ვარჯიში დაფიზ აღზრდა უფასოდ!!!!! პროფესიულ ქართულ ჩემპიონატს კი ჯანდაბამდე ჰქონია გზააააააა! ეს ბავშვები გამოვიყვანოთ ისე რომ 17-18 წლის ასაკიდან ევროპის ქვეყნებში ჩავიყვანოთ.
ლევანი
ააყვავებს!
Just Supporter
მართლა მიკვირს, ამდენ ბოღმიან კომენტარს, რომ ვხედავ, გეგონება რიგი გვიდგას კარგი სპეციალისტების ჩვენთან დასაქმების სურვილით. კაცი თავის საქმეს ნორმალურად აკეთებს (ვარსკვლვავებს არ წყვეტს, მაგრამ გეგმა-მინიმუმს მიუყვება), ასე თუ ისე ყველას აძლევს შანსს (2-3 "საყვარელი" ფეხბურთელი, ყველა მწვრთნელს ყავს ხოლმე, რომელსაც შედარებით თანაბარ პირობებში, სხვა ოდნავ უკეთესს ფეხბურთელს ამჯობინებს). გუნდში ნორმალური გარემოა შექმნილი, არ იგრძნობა ის დაძაბულობა, რაც ყოველთვის არსებობდა ჩვენთან. ბოღმით გაჟღენთილი კომენტარების ავტორები რას ითხოვთ? რომ თანაბარი დონის გუნდები, ყველა დიდი ანგარიშით გაიტანოს, ბობოლებთან არ წააგოს და ა.შ.? სანახაობრივი ფეხბურთი გინდათ, ნორმალური თავდამსხმელის არარსებობის პირობებში? მეც მინდა, რომ ლივერპულის ან ბაიერნის სტილი გვქონდეს, მაგრამ რეალობას გავუსწოროთ თვალები. ელემენტარული უდანაკლისო შემადგენლობა არასდროს შეგროვებულა, საწყის ეტაპზე საწყის ეტაპზე ხან ანანიძე არ გვყავდა, ხან ოქრიაშვილი, ხან მჭედლიძე. (მაშინ ჯერ ჩაკვე და კვარა ჯერ ახლოსაც არ იყვნენ ნაკრებთან) მერე ჩაკვეტაძე გამოჩნდა და ისიც დაიმტვრა. ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელების დიდი ნაწილი სკამს ხეხავს საკუთარ კლუბებში და თქვენ კიდე ამ შედეგით უკმაყოფილოები ხართ? ცოტა ჩამოდით დედამიწაზე და ადექვატურად შეხედეთ გარემოს. თუნდაც ფედერაციას, რომ ლანძღავთ მუდამ. სწორ საქმეს აკეთებენ, ბაზებით იწყებენ, რაც შედეგს მოიმკის, როდესაც ნორმალურ ბაზებზე აღზრდილი ფეხბურთელები გაიზრდებიან და ტრავმებისკენ ეგეთი მიდრეკილება აღარ ექნებათ, როგორც ბეტონზე გადაკრულ საფარზე გაზრდილ თაობას. მაგრამ სად შეგვიძლია წინ გახედვა, მარტო დღევანდელით, რომ ვცხოვრობთ და წარსულს მივსტირით...
me
მაგრად მაინტერესებს რა ქნა ვაისმა? მაგ გუნდებს ისედაც ვუგბდით ყველა დროს უბრალოდ ევროპაზე ვერ მოხვდებოდი მაგათთან მოგებით. დიდი ბოდიში, მაგრამ ერტა ლიგის ჯგუფი ჩაკვეტაძემ მოიგო და არა ვაისმა.
ბოტ-ს
80 და 100 დისლაიქს რო დაუსბამს ვაისის წასვლას, ერთ იმ პიდერაციის ბოტის ტვინში ჩამახედა))) ან რას გიხდიან ამდენს, ან არ გეზარება ტყუილად რომ წვალობ?))))))
ანესთეზეოლოგი
ამ კაცის დამსახურებაა რომ ნაკრებმა დამარცხებულის მენტალიტეტი დასძლია და მზემ გამოანათა. ამ კაცმა ნაკრებს სტაბილურობა და ბრძოლა ასწავლა, სისტემები დანერგა. ეს კაცი ნაკრებს გაიყვანს ევროპის ჩემპიონატზე და თუ წავიდა, მერე გახდება სანატრელი ზოგიერთი ლაყაფი კრიტისკოსისა და ჩასაფრებული ვაიგულშემატკივარისათვის. ჩვენში ხომ დაუნახავი ბევრია, რომელსაც წარსულისა და აწმყოს შედარების უნარიც კი არ აქვს. დარწმუნებული ვარ ეს კაცი საქართველოს ნაკრებს ნანატრ საგზურს მოუტანს და მწვავედ გასაკრიტიკებელი და გიჟის საძახებელი კი არა, ახალი მონეტა იქნება მოსაჭრელი მაგის ბარელიეფით.
ოზუზი
თქვენ რამდენს იხდით? თანხას გამოდიხართ? საშემოსავლოს ჩათვლით თუ მის გარეშე, ესც დაგვიზუსეთ თუ შეიძლება
დ.დ.
ბოლომდე.რომ არ დავიღუპოთ და არ დავიქცეთ, იაშკა მაინც უნდა დარჩეს.
mmm
უსაქმური ტოტალიზატორშიკები შეგროვდით და მოითხოვეთ ვაისის გაშვება. როგორც ფეხბურთის უკეთეს მცოდნეებისგან თქვენგან შევქმნათ მრჩეველთა საბჭო. თქვენ ისეთი მაგრები ხართ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონტზე მოხვედრას კი არა 8 ფინალში გაყვანასაც მოახერხებთ და ვინ იცის იქნებ მოაგებინოთ კიდეც ჩემპიონატი.
სანდრო
წადი წადი გზებიც დამილოცნია!!:)
ტარიელი
ვინც ვაისამდე იყო, იმათი წასვლაც გინდოდათ და ვინც მის შემდეგ იქნება, იმის გადაყენებასაც მოითხოვთ. თუმცა, ამას რა აზრი აქვს?
კახა
ერთი წლის ხელფასს ქართველი გულშემატკივრები გადავუხდით ოღონდ წაიყვანეთ
tngh
წინ ჯერ მაკედონიასთან თამაშია... იმედია, შემდეგ ევროპის ჩემპიონატი. შემდეგ სლოვაკეთი.
Gaguuuu
წადი ვაისარ გაუშვა ეს შანსი ხელიდან დაგვასვენე
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
უკრაინამ სლოვაკეთს თამაში შემოუტრიალა და გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ტრავმა ბაქოში - "ნაპოლი" სასტარტოს ფეხბურთელის გარეშე დარჩა
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
სენსაცია - კალცონას გაწვრთნილმა სლოვაკეთმა ბელგიას სძლია [VIDEO]
კალცონა ნეაპოლიდან ბრატისლავაში გაემგზავრა
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ინგლისმა სლოვაკეთს თამაში შემოუტრიალა და 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
E ჯგუფი: უკრაინა 4 ქულით პლეი-ოფში ვერ გავიდა [VIDEO]
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ