საქართველოს ნაკრებისა და "გოლდენ სტეიტ უორიორსის" ყოფილმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ ინტერვიუ NBC Sport-ს მისცა და კავაი ლეონარდთან დაკავშირებულ ეპიზოდზე ისაუბრა.

"მსგავსი მომენტები ჩემამდეც უხვად იყო და ჩემ შემდეგაც, თითქმის ყველა სამქულინი სროლისას მეტოქეები ხელს გიშლიან და ცუდად დაცემის შანსი არსებობს. თუმცა, ყველა ჩემს ეპიზოდზე საუბრობდა.

იმ დაპირისპირებაში ფავორიტები ჩვენ ვიყავით. კავაი ბრწყინვალე მოთამაშეა, საოცარი დაცვა აქვს და დურანტი თითქმის გაანეიტრალა. მაგრამ აზრი არ ჰქონდა, იმ სერიას მაინც მოვიგებდით, თუნდაც პირველი შეხვედრა დაგვეთმო.

მაშინ ერთი მცირე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი იყო. ინციდენტამდე 2 წუთით ადრე კავაიმ თანაგუნდელს დააბიჯა, ფეხი გადაუბრუნდა და თამაშის გასაგრძელებლად სამედიცინო შემოწმება გაიარა, ამაზე არავინ საუბრობს. მეც ბევრჯერ დამმართნია იგივე და სანამ ფეხი არ მომჯობინდება, სულ არის დაზიანების განმეორების შანსი. ხომ ნახეთ ჯიანისს რა დაემართა წელს? ფეხი გადაუბრუნდა, დაბრუნდა მომდევნო მატჩში და იგივე დაემართა.

ფანებს ყველაფრის თქმა შეუძლიათ, მათთან არასდროს ვიკამათებ. თუმცა, პროფესიონალებიც იგივეს ამბობდნენ, თითქოს კავაის ტრავმა სპეციალურად მივაყენე. მსგავსი რამ 16-წლიან კარიერაში მხოლოდ ერთხელ შემემთხვა, 1000-ზე მეტი თამაში ჩავატარე NBA-ში და ამისთვის რომ მოვმზადებულიყავი, რაღაც მსგავსს ხომ მაინც ჩავიდენდი?!

ლეონარდის ნომერი გავიგე, მივწერე, მოვუბოდიშე, ვუთხარი, რომ ეს განზრახ არ გამიკეთებია და მალე გამოჯანმრთელებაც ვუსურვე. პასუხი არ დაუბრუნებია, არც ველოდი. მთავარი იყო მას გაეგო, რომ მომხდარის გამო ვწუხდი.

მთავარი ის გახლდათ, რომ თანაგუნდელები გვერდში დამიდგნენ, სტეფი, კევინი, დრეიმონი. მაშინვე გამამხნევეს და მხარი დამიჭირეს."

ალბათ გახსოვთ, NBA-ის 2016/17 წლების სეზონის "პლეი-ოფის" პირველ მატჩში "გოლდენ სტეიტი" "სან ანტონიოსთან" 20 ქულით მარცხდებოდა, როცა კავაი ლეონარდმა ზაზასთან თამაშისას ტრავმა მიიღო. ფაჩულიას გუნდმა თამაშიც შემოატრიალა და სერია 4:0 მოიგო. ზაზას კი ბინძური მოთამაშე თავად პოპოვიჩმაც კი უწოდა...

G.LA
დიდი ადამიანი, დიდი კაპიტანი, დიდი კალათბუთელი. ზაზა გვიყვარხარ და გაფასებთ. მადლობა შენ ყველაფრისათვის.
დიმო
არასდროს დამავიწყდება ტრამვიანი ზაზა გამაყუჩებლებით თამაშობდა ყოველ მეორე თამაშს. ჩვენი სიამაყე ხარ კაპიტანო!!!
არტ
დიდი კაპიტანი. მოედანზეც და მის გარეთაც.
გივი
სხვა რა გზა ქონდა პოპოვიჩს, 4:0 წაასხა, ვიღაცითვის ხო უნდა დაებრალებინა
ლევან
ყოველთვის ვამბობდი, რომ ჯერ ერთი, კავაი მცირე ტრამვით თამაშობდა, მეორე - მართლაც რამდენიმე წუთით ადრე ფეხი გადაუბრუნდა და ჩემი ემოციაც მახსოვს (ლაივში ვუყურებდი): რატომ არ ცვლის გრეგი , რატომ იმეტებს, მაინც ხომ დიდი ანგარიშით იგებენ, დაასვენოს და არ გარისკოს-მეთქი - გავიფიქრე. მერე მოხდა ის, რაც მოხდა და ყველაზე სამარცხვინოდ მოიქცა პოპოვიჩი, როცა თავისი "იაღლიში" ზაზას შეტენა... ზაზა დიდი ჩემპიონი და კიდევ უფრო დიდი ადამიანია!
б
ზაზას უდიდესი დამსახურებაა ის, რაც არის დღევანდელი ჩვენი ნაკრები, სწორედ მან ასწია ჩვენი გუნდის თამასა ამ სიმაღლეზე, მადლობა კაპიტანო, ჩვენო ორგზის ნბას ჩემპიონო და საამაყო კაცო!!!
Irakli
ზაზა არის კალათბურთელი, რომელმაც საქართველოსთვის და ნაკრებისთვის (ცალ-ცალკე და ერთად აღებული) ძალიან ბევრი გააკეთა, ყოველთვის, ყველა ინტერვიუში ხაზს უსვამდა ქართველობას და ამაყობდა ამით, ბევრისგან განსვავებით სულ ახერხებდა ჩამოსვლას და ნაკრებში თამაშს. ამიტომ პოპოვოჩი, ლეონარდი და ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა თქვას, ზაზა მაინც დარჩება ქართველების უსაყვარლეს და საამოყო მოთამაშედ და ადამიანად!
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ