საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწემ, ზურაბ ხიზანიშვილმა განაცხადა, რომ ბელგიის "სერენის" თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძის გამოძახებას სლოვაკეთთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩისთვის აპირებდნენ, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ქართული პასპორტი არა აქვს და ამ საკითხის მოგვარების იმედი გამოთქვა. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ეს ვერ მოხერხდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ თავის საიტზე გამოძახებული ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომელშიც მიქაუტაძის გვარი არ ფიგურირებს:

"საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას თბილისში გამართავს. ვასილ მაისურაძის გუნდი სლოვაკეთის ახალგაზრდულ ნაკრებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება. საკვალიფიკაციო ეტაპის მეათე მატჩისთვის ახალგაზრდული ნაკრები 23 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება.

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), დავით კერესელიძე (გაგრა, საქართველო), ლუკა სანიკიძე (თელავი, საქართველო)

მცველები: დავით კობოური (დინამო, თბილისი, საქართველო), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ძოწენიძე (თელავი, საქართველო), ილია ბერიაშვილი (თელავი, საქართველო), შალვა ბურჯანაძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო), გიორგი ჯინჯოლავა (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო)

ნახევარმცველები: ირაკლი აზაროვი (დინამო, თბილისი, საქართველო), გიორგი კუცია (დინამო, თბილისი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლუკა სილაგაძე (ვალმიერა, ლატვია), იური ტაბატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ირაკლი ზარიძე (ვიტ ჯორჯია, თბილისი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ვალენსია, ესპანეთი)

თავდამსხმელები: ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა, გორი, საქართველო), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), სერგო კუხიანიძე (სამგურალი, წყალტუბო, საქართველო). გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო)

ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში საქართველოს ნაკრები 12 ქულით მესამე ადგილზეა. სლოვაკეთს 9 ქულა და ჩვენს გუნდზე ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

საქართველოსა და სლოვაკეთის ახალგაზრდულ ნაკრებთა მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 12 ნოემბერს, 15 საათზე შედგება".

korona
სწორად უტხრა ბატონმა ჟორდანიამ უბედურ კობიაშვილს, საქმე მიხედე, დაანებე გლდანში მელიას დევნას თავიო... ამ უტვინომ პასპორტი ვერ გაუკეთა ამ მართლაც ნიჭიერ ბიჭს?! აა, ის კრეტინი ჩვენი პრეზიდენტია პაესტკაში... ხალხო ვის ხელში ვართ...
miro
ვერ გიმუშავიათ როგორც ჩანს,თუ მონდომებაა პასპორტს ერთ საათში იძლევიან,ვთქვათ ჯერ ვერ გადაწვიტა ან თელაველ და სამგურალის ბიჭებთან არ უნდა თამაში,მაგრამ პასპორტი ეს...წარმატებები მაგ ფლანგზეც.
სამწუხაროდ
რატომ აზროვნებთ ორმაგი სტანდარტებით?! მართალი ხარ,არსად არ დაწერილა ის რომ მიქაუტაძემ ან მისმა ოჯახმა უარი თქვა საქართველოს ნაკრებზე,თუმცა არც ის დაწერილა და საერთოდ არ იცი პირადად შენ ფეხბურთის ფედერაცია,რამდენად ჩართულია და მონდომებული,რომ როგორმე გიორგი საქართველოში ჩამოიყვანოს. ვისაც როგორ გაწყობთ ისე აფასებთ ამ მოვლენას,მე დარწმუნებული ვარ რომ ფედერაცია ძალ-ღონეს არ იშურებს ამისათვის,ისევე როგორც იმაში რომ გიორგის და მის ოჯახს ძალიან სურთ ნაკრებში ითამაშოს.დაველოდოთ რა იქნება,ყველაფერს დრო გვიჩვენებს.
რეალისტი
თავი დაანებონ ამ ბიჭს. დაღუპავენ საქართველოს ნაკრებში..
გენა
აღარავის არ უნდა ეს თქვენი მარაზმი საქართველო
ბაჩი
სად დაიწერა რომ უარი თქვა უცებ ლანძღვაზე რომ გადადიხართ,არჩევნების გარდა რამეზე ფიქრობს ჩვენი ხელისუფლება გინდა საფეხბურთო?
Vasili
რამდენს უნდა ვეხვეწოთ, შეეშვით რა! მაგის ფრანგობა არ გაიშვას, კაცი რომელიც ისტორიულ ეროვნულ ნაკრებს უარს ეტყვის იმას უნდა დააანებოთ თავი, აზრი აღარ აქ მერე, ამდენი ხანია მიდის ლაპარაკი და პასუხი ვერ მოვისმინეთ ამ ბიჭისგან, ან მამა არ ყავს? ან დედა? ან ბაბუაა? ან ბებია? ისინიც გაფრანგდნეენ? / ვისაც გული იძგერს ქვეყნისთვის იმ ბიჭებს მივაქციოთ ყურადღება, ანანიძე , ინვალიდი კაცი, მარა კარგად მახსოვს მოსკოვში ქართულ დროშას როგორ აფრიალებდა, თან დედით რუსია, პატრიოტიზმი არ ისწავლება,/// (ჯიქია, გოგია, წიტაიშვილი, ვაჩიბერიძე რაც ამათზე იწერებოდა აქ , ხვეწნა მუდარა , გეგონება რომელიმე მყოლოდა მარადონაა, სად არიან დღეს ? ან რადინის ფეხბურთელები არუან ხო გამოჩნდაა
jjj
მბაპეს ამოაგდებს ეგ ფრანკთა სასტავიდა.DDDDD ერთი გოგიამ გაიჯეჯილა ბუნდეს ნაკრებში და მეორე ეგ გაილაღლაღებს მამლებში.DD
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
მართლაც რომ შე....ს ამ ბარანეს, არ უნდა ტოოო. ფრანგია ფრანცყზ! და მეორე. არაა ეს ბიჭი გიორგი, ჟორჟია, ჟორა ჟორიკო და მორჩა.... ფრანგობს და თქვენ კი მაინც არ გასვენებთ გამჩენი.... არიქა პასპორტიო. ერთხელ მამამისსაც კითხეთ, უნდა აქეთ ჰამოხედვა?
tngh
პასპორტი მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია გასცეს... პიროვნების მიერ მოთხოვნის შემთხვევაში. სამწუხაროდ, მიქაუტაძეს ჯერ არ მიუმართავს პრეზიდენტისთვის.
g
არ უნდა ამ მიქაუტაძეს ეს თქვენი საქართველო და მოეშვით რა. კაცი ფრანგია და სულ არ აინტერესებს ეს თქვენი არეულ დარეული ქვეყანა
შოკირებული გულშემატკივარი
ეს მწვრთნელი რა დამსახურებებისთვის დაინიშნა ასეთ პასუხსაგებ პოსტზე ვინმემ იცის და კიდე ამაზე მაგარი არავინ გვყავსო ეგ უკვე თქვეს

ნათელაშვილის ჭორაობა და ტყუილია რასაც შენ წერ. ლუკას ჰუფნაგელი მე მოვაგვარე? ცისკარიძე მე მოვაგვარე? აქ მთავარია სურვილი იყოს ფეხბურთელის და ოჯახის,თორემ რა პრობლემაა პასპორტის მიცემა. გოგიამ და წიტეიშვილმა უარი თქვეს და ფედერაცია ვერ ჩაუდებს მოქალაქეობას და პასპორტს.იმის ნაცვლად რომ ერთმანეთს გვერდში ვედგეთ, სხვის ომში ბრძენები ვართ ქართველები, ამიტომაც ვართ ლუზერები და 30 წელია ერთ წრეზე ვბრუნავთ ციყვებივით,სამწუხაროდ.
Duskatto
mtavaria tu unda motamashes. tu egreamashin magaria da yvelaferi gamova da 12 shic unda gvyavdes did nakrebshi
lordi
ამ ნაკრების მწვრთნელი ნაციონალია?გაუვსია უთამაშებელი ფეხბურთელებით..საერთოდ გუნდის განაცხადში არც კი ხვდებიან..საინტერესოა რატომ იძახებს ასეთებს?მაგრამ ეტყობა კლუბის ნაციონალი ხემძღვანელებთან ახლობობა განაპირობებს,
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
ოცეულო სწორდით! სმენა! ვახო არის? შოტა? გელა? აბა ნე და აბა ნო! ვიცი თამაშს არ დათმობთ და აბა ჰე ბიჭებო. იძგი ძიძგი მამალა, თქვენ იცით და მაგანა... აი სულ ესაა მათი ტაქტიკა, ტექნიკა და სტრატეგია... ამათ მწვრთნელს კი, რატომღაც გენიოსას ეძახიან...
კ ო მ ბ ლ ე
როგორც ღვინოს თავსახური, ბურთს ჭირდება ბათქა-ბუთქი... მარა ვინ იზავს ამას? ჩვენი ფეხბურთელები 17 წლამდე ბრდღვნიან, მერე კი, მერე აბა ჰე და აბა ჰოს იმედზეა გუნდები... არც გაზრდა და არც ტაქტიკა, მხოლოდ ძუნძული და ისიც მხოლოდ პირად ინიციატივაზეა დამყარებული... შესაბამისად შედეგსაც ვიმკით... ისეთ შედეგს, რისი მოტანაც პირად ხალისს შეუძლია... „„როგორც ღვინოს თავსახური, ჩვენც გვჭირდება ბათა-ბუთქი... აბა ჰე! და აბა ჰო! ბურთი თავზე დავამხოთ...
koko
ფედერაციას სად ცალია ფეხბურთისათვის, არჩევნები ჰქონდათ მოსაგები.
п
სამწუხაროა რომ ფაქტიურად არ გვყავს ფეხბურთელები რომლებიც უცხოეთში თამაშობენ ახალგაზრდები იმედია ევროპაზე გავალთ და მეტი ინტერესი იქნება ჩვენზე და წავლენ ბიჭები ნორმალურ ევროპულ კლუბებში და იქაც გაიზრდებიან...
ვახ
რომელი ხელით იფხანს ჩვენი ფეხბურთის ფედერაცია ? ვერცერთი სხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ფეხბურთელის მოქალაქეობა რომ ვერაფრით ვერ მოაგვარა :(
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
U21. შესანიშნავი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა ფინეთს 4:2 მოუგო [VIDEO]
ხვიჩა ქუვეითისკენ, ქართველები "ბარსასა" და "ბაიერნის" წინააღმდეგ და მატჩი ახალ წელს
U21 | მალტა V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში "სენტენარიზე"
მიქაუტაძის გუნდის მატჩი გადაიდო
მზადება ანტალიაში - ახალგაზრდული ფინეთს და სერბეთს დაუპირისპირდება
U21. საქართველოს ნაკრებმა სერბეთსაც მოუგო [VIDEO]
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
რა სჭირს "ვილიარეალს"? - მიქაუტაძის გუნდი თასიდან ქვედალიგელმა გამოაგდო
21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას თურქული შეკრებით დაიწყებს
[VIDEO] მიქაუტაძემ "ბარსასთან" მაგარი მომენტი ვერ გამოიყენა - "ბლაუგრანამ" "ვილიარეალის" 7-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ბარსელონასთან" მატჩში?
U21. საბერძნეთთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია