ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გვირაბი ბომბეიდან მანჩესტერამდე

გვირაბი ბომბეიდან მანჩესტერამდე

„ბლექბერნის" ინდოელი შეფები "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" 19 წლის ფილ ჯონსის დათმობას ასე იოლად არ აპირებენ
უკვე რამდენი დღეა, მთელი ინგლისური პრესა წერს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ბლექბერნისგან“ 19 წლის მცველი ფილ ჯონსი იყიდა. ასე ეგონათ ჟურნალისტებს, ასე ეგონა თავად ჯონსს და ასე ეგონა „იუნაიტედსაც“, მაგრამ ინდოეთის ქალაქ მუმბაიში, რომელსაც ადრე ბომბეი ერქვა და რომელიც მოსახლეობის რაოდენობით ქვეყნის უდიდესი ქალაქია, სულაც არ ფიქრობდნენ, რომ ჯონსი ამიერიდან „მანჩესტერ იუნაიტედში“ ითამაშებს.

ამაზეა ნათქვამი ბომბეიდან ლონდონამდე... უფრო სწორად მანჩესტერამდე გვირაბს თხრიდნენო.

ახლავე გეტყვით რა შუაში არიან ინდოელები: „ბლექბერნი“ იქაური კორპორაცია „ვენკის“ გუნდია. „ვენკის“ და შესაბამისად „ბლექბერნსაც“ მუმბაელი მილიარდერები, დესაები ფლობენ, რომელთაც, რომ გაიგეს ჩვენს ფეხბურთელს ყიდიანო, გაბრაზდნენ. არადა, ყველას კარგად გვახსოვს, რომ ჯონსის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლის ამბავზე ისე წერდნენ, როგორც შემდგარ ფაქტზე. გამოქვეყნდა ფოტოები, სადაც 19 წლის მოთამაშე, კოსტუმში გამოწყობილი, „იუნაიტედის“ იფისში შედის. დაიწერა, რომ სამედიცინო შემოწმებამ წარმატებით ჩაიარა და სერ ალექს ფერგიუსონმა, რომელმაც ამ ტრანსფერის გამო სამხრეთ საფრანგეთში დასვენება შეწყვიტა, ყველასა და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა. მეტიც, ინგლისური მას-მედია ირონიით იყო სავსე. ამბობდნენ, რომ სერ ალექსმა ახალგაზრდა მცველი ცხვირწინ ააცალა თანამემამულე-კონკურენტს, „ლივერპულის“ თავკაც კენი დალდგლიშს. წერდნენ, რომ ჯონსი გახდა ინგლისურ ფეხბურთში პირველი თინეიჯერი, რომელსაც კვირაში 80 ათასი ფუნტი დაუნიშნეს. ტრანსფერის თანხაზე აღარაფერს ვამბობთ - 16,5 მილიონი ფუნტი ყველას უკვე გადარიცხული ეგონა, მაგრამ, მოულოდნელად ყველაფერი ყირაზე დადგა. „ბლექბერნმა“ „იუნაიტედს“ პირში მიახალა: ჩვენ ასე იოლად ვერ გადაგვთელავთ!

და იცით, როგორი გაგრძელება მოყვა მუმბაელი დესაების გაბრაზებას? წამსვე წამოჰყო თავი „ლივერპულმა“ და „ბლექბერნს“ 22 მილიონი ფუნტი შესთავაზა. სად იყო და სად არა, გამოჩნდა „არსენალიც“, რომელმაც ასევე გამოაჩინა მანჩესტერელების 16,5 მილიონზე მეტი. ალაპარაკდნენ „ჩელსიზეც“. დასავლეთლონდონელებს ჯონსის ყიდვა სხვებზე ნაკლებ როდი სდომებიათ. წარმოიდგინეთ, რამხელა შეურაცხყოფა იქნება ფერგიუსონისთვის, ამოდენა ხმაურის და ზარ-ზეიმის შემდეგ ფეხბურთელი „ლივერპულში“ რომ აღმოჩნდეს.

„დეილი მეილმა“ დაზუსტებით შეიტყო, რომ „ბლექბერნის“ მეპატრონეები უპირველეს ყოვლისა მანჩესტერელთა ქცევამ გააღიზიანა. შაბათს მათ თავიანთთან, ინდოეთში, ოღონდ არა მუმბაიში, არამედ მაჰარაშტრას შტატის მეორე ქალაქ პუნში სასწრაფო თათბირი გამართეს და მასზე დასასწრებად ინგლისიდან გუნდის მწვრთნელი სტივ კინი დაიბარეს. ვინ იცის, „იუნაიტედისთვის“ კოჭის გორების გამო ერთი ლაზათიანად შეჯორეს კიდეც. ერთი სიტყვით, თათბირი შედგა და გადაწყდა, რომ ფილ ჯონსის ტრანსფერი უნდა შეჩერდეს.

„ბლექბერნის“ თავმჯდომარე ქალმა, ანურადა დესაიმ კინს აუხსნა, რომ მან და მისმა პარტნიორებმა გადაწყვიტეს ჯონსი გუნდში დატოვონ. მწვრთნელს დაევალა ფეხბურთელი ნახოს და უთხრას, რომ მასთან დაკავშირებით „ბლექბერნს“ შორს მიმავალი გეგმები აქვს - კაპიტნობასაც კი უპირებს.

კვირაში 80 ათასი? ინდოელმა მეპატრონეებმა თქვეს, რომ ფული პრობლემა არ არის და ამაზე ლაპარაკიც არ ღირს. თუმცა, ასეთ დროს, მოგეხსენებათ, სხვა ფაქტორები იწყებს მოქმედებას. კერძოდ, დიდი შანსია, რომ ჯონსს, რომელიც ახლა ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრებთან ერთად, დანიაში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში მონაწილეობს, „ბლექბერნში“ დარჩენა არ უნდოდეს. გასაკვირი არც იქნება, მას ჩემპიონთა ლიგაში რომ უნდოდეს ძალების მოსინჯვა ან, უბრალოდ, ისეთ გუნდში სურდეს გადასვლა, რომელშიც ტიტულების მოპოვების მეტი შანსი ექნება. ასეთ შემთხვევაში, ინდოელები მას მაინც გაყიდიან, მაგრამ არა „იუნაიტედში“, არამედ იმ კლუბში, რომელიც ყველაზე მეტს გადაუხდის.

„ბლექბერნთან“ დაახლოვებულმა პიროვნებამ ჟურნალისტებს ასეთი რამ უთხრა: „ეს ის შემთხვევაა, როდესაც „იუნაიტედი“ თავისი სურვილის მიხედვით ვერ მოიქცევა“.

ზემოთ მოგახსენეთ, რომ ჯონსს თავი უკვე მანჩესტერელი ეგონა. 21 წლამდელთა ნაკრების ვარჯიშზე მან „იუნაიტედის“ მაისურითაც კი გადაიღო ფოტოები.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა