ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს ნაკრები ისტორიული მატჩისათვის სამზადისს შეუდგა

საქართველოს ნაკრები ისტორიული მატჩისათვის სამზადისს შეუდგა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ისტორიული და ერთა ლიგის გათამაშების დასკვნითი ორი მატჩისთვის მზადება დაიწყო. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, საწვრთნელი პროცესის პირველ დღეს საქართველოს ნაკრები არასრული შემადგენლობით შეიკრიბა. ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე გამართული ვარჯიშის პარალელურად, საწვრთნელ პროცესში რამდენიმე ფეხბურთელი ინვიდუალური პროგრამით ჩაერთო.

ნოემბრის მატჩებისთვის გამოძახებული შემადგენლობიდან თბილისში უკვე 22 ფეხბურთელი იმყოფება. კიდევ შვიდი ფეხბურთელი, რომლებმაც საკლუბო მატჩები კვირას გამართეს - გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი) დედაქალაქში უახლოეს საათებში ჩამოვლენ და საქართველოს ნაკრებს 10 ნოემბრიდან შეუერთდებიან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჩრდილოეთ მაკედონიის, სომხეთისა და ესტონეთის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი)

მატჩების განრიგი

12 ნოემბერი, 21:00 საათი: თბილისი, "დინამო არენა". საქართველო-ჩრდილოეთი მაკედონია

15 ნოემბერი, 21:00 საათი: თბილისი, "დინამო არენა". საქართველო-სომხეთი

18 ნოემბერი, 21:00 საათი: თბილისი, "დინამო არენა". საქართველო-ესტონეთი

GFF.GE

• სოსო

შენ არ ხარ რობოტი?შენ გგონია ჩვენ ვართ?საიტს არ სურს დაჯერება თორემ,დედას დავიფიცავ,რომ არც მე ვარ რობოტი.იმისი ეჭვიც მაქვს,რომ არც სხვები არიან რობოტები და საერთოდაც,წერა კითხვის მცოდნე და სპორტში გარკვეული რობოტი,საქართველოში საერთოდ არ მგონია არსებობდეს.რაღაცა აზრი ხომ უნდა ჰქონდეს,მაგის დაწესებას?ერთადერთი აზრი ჩვენთვის ნერვების მოშლა და დროის დაკარგვა მგონია.შესაძლოა დამატებით კიდევ ელექტროენერგიის ხარჯი და სულ ეგაა.ან ეს კონფიდენციალურობის პირობები რს ნიშნავს?აქ ისეთი რა უნდა დაიწეროს,რომ საიდუმლოდ შესანახი გახდეს?ბაცნობა გამოდის საბოლოო ჯამში და სჯობია მოაშოროს საიტმა.

• ჯანსული

უნდა მოვიგოთ 1000%

• ბესიკი

დაე მოგმატებოდეს ჯიმა!

• გიო

ძალიან კარგია რომ ყველა ფეხბურთელი აცნობიერებს რა დონის თამაშია ეს და რა დევს სასწორეზე ბიჭები 200% უნდა დაიხარჯონ და როგორც ქეცბაია იტყოდა ყველაფერი უნდა ჩადონ რომ მოვიგოთ ეს თამაში და გავიდეთ ევროპაზე ძალიან სამწუხაროა რომ ჩაკვე და კიტე არ გვყავს მაგრამ უნდა მოვიგოთ ასეთი შანსი მეორედ ჩვენ აღარ გვექნება.

• სოსო

ყველანი მაკედონიასთან მატჩზე ვართ კონცენტრირებული და ეს გასაგებია,მაგრამ ამ თამაშის შემდეგ,ამ კვირაში კიდევ ორი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი,მოსაგები და მაკედონიასთან შედარებით,3 გოლით მეტი გასატანი.მაშინ ჯგუფში გამარჯვებასაც მოვიპოვებთ და ბ ჯგუფში ავალთ.ჩემი აზრით და ალბათ ბევრი დამეთანხმება,დღევანდელი ჩვენი ნაკრების ძალა,ბ ჯგუფს შეესაბამება.ასე რომ ესეც უნდა გვახსოვდეს და კიდევ,ერთ კვირაში დინამოს სტადიონისათვის სამი მატჩი,ნამეტანი დატვირთვა არ იქნება?მისი მინდვრის საფარი რომ კრიტიკას ვერ უძლებს,ხომ ვნახეთ

• სოსო

ათასი რამე ითქმება და იწერება.მე კი ვიცი,რომ მაკედონია ჩვენი მომგები არ არის.ჩვენი დღევანდელი ნაკრები,მათზე უკეთესია და თვითონ ჩვენ თუ არაფერი მოვიფიქრეთ,მეტოქეს შანსი არ ექნება.უხეშობაც იქნება,პროვოკაციაც,ყველაფერს უნდა ველოდოთ,მაგრამ ჩვენ თუ კონცენტრაციას არ დავკარგავთ და სათამაშო დისციპლინას მკაცრად შევინარჩუნებთ,აუცილებლად გავიმარჯვებთ.ეს ჩვენი ბიჭებისთვის კარიერის მთავარი მატჩია.ეს შესანიშნავად ესმით და ამისათვის ემზადებოდნენ,ამდენი ხანი.ასე რომ მათი მოტივირების საჭიროებას ვერც კი ვხედავ.ბიჭები გავლენ, ყველაფერს დადებენ,რაც შეუძლიათ ან არ შეუძლიათ და გაიმარჯვებენ.ჩვენ,თქვენ გვერდით ვართ და სიზმარას ზღაპრისა არ იყოს,ჩვენი ძალა თქვენ!ჩვენი ძალა თქვენ,ბიჭებო!

• me ar var Roboti

კანკავა და კვეკვესკირი ჩამოვიდნენ თუ იცით?

• ლაშა

დარწმუნებულივარ 12ში ჩვენ ვიზეიმებთ მაგრამ აქვე ავღნიშნავ ბრძოლა დისიპლინა შემართება ამის უიმისოდ ვერაფერს გააწყობთ დანარჩენი ჩვენ ხელთაა მინდა რომ ბუზღუნით ხა ტირილით გაუშვათ სახლში მაგ ბუქიებს მაღალი კლასის ვართო დავანახოთ ვინ ვინაა ლომებო❤❤❤

• ლაშა

თუ აქციებია საჭირო, ახალი არჩევნების მოთხოვნას, 12-ში სტადიონზე შეშვება მოითხოონ, არ სჯობია? - მგონი, ბევრად სჯობია.

• გიორგი

ჯარიდკაცები დაასწრეთ თამაშს, თქვე ვირის აბანოში შესაყრელებო!!!!!!!

• gio

ვაისმა უნდა გადახედოს თავის შეცდომებს. არ დაგვავიწყდეს, რომ ორჯერ ათი კაცით დარჩენილებს ვერ მოვუგეთ. მოგებას ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს, ეს მთელი საქართველოს გამარჯვება იქნება

• საქართველო

წარმოდგენაც კი მბურძგლავს რა იქნებოდა სტადიონზე ხალხი რო ყოფილიყო ასეთ დროს მინიმალური შანსიც არ ექნებოდათ მაკედონელებს ათათურქის სტადიონი მონაგონი იქნებოდა ისეთ ჯოჯოხეთს მოვუწყობდით მოწინააღმდეგეს. ბიჭებო სტადიონზე მარტოები იქნებით მაგრამ გახსოვდეთ თქვენს უკან მილიონობით გულანთებული ქართველია.......... წაგების უფლება არ გაქვთ!!!

• tngh

ფრთხილად და ყურადღებით!!! როგორც დიდი ნოდარ ახალკაცი იტყოდა... და მაქსიმალური მობილიზებით და ყურადღებით. წარმატებას გისურვებთ ბიჭებო... და მთელს, სრულიად საქართველოს სიხარულს!!!

• papa

მოგების მერე გარეთ რომ ვიზეიმოთ დაგვაჯარიმებენ???? ეს ხომ 23-საათის მერე იქნება.

• ლეო

ყველაფერი ჩადეთ ბიჭებო გამარჯვებისათვის, ქართული გენი ძლიერია, აუცილებლად გავიმარჯვებთ!!!

• თენგაბი

ბუდუ ზივზივაძეს მიაქციეთ ყურადღება და ნაკრებში თამაშის შანსი მიეცით. ამის წინ მისი გოლი ვნახე _ თითქმის იგივე გააკეთა რაც ხვიჩამ - ნახევარი მინდორი გაირინა, მარცხენა ფლანგიდან შევარდა, ორი მცველი მოატყუა და გოლიც შეაგდო. არის ფიზიკურად ძლიერი, ბრგე, ათლეტური მომზადების, ორთაბრძოლებში ადვილად იმარჯვებს, აქვს სისწრაფე, აქვს კარგი დრიბლინგი, ურტყამს ორივე ფეხით, თან ძალიან ძლიერად, თამაშოს თავით კარგად, მოაზროვნე ფეხბურთელია, იხსნება დროულად და პასსაც აკეთებს - მეტი რა უნდა გააკეთოს. სასწრაფოდ გამოიძახეთ და ათამაშეთ ნაკრებში. ჩვენ არა გვყავს დასაკარგი ფეხბურთელი

• dasu

ეს მთავრობაა ეხლა ერთი 1000 კაცი მაინც შეუშვით რო გავამხნევოთ გუნდი რა იცი რა ხდება

• ირაკლი

ჟურნალისტებმა მინდა აიმაღლოთ ქართველი ხალხის სახელით. მიმართეთ ხელისუფლებას, რომ ჩვენი ჯარისკაცები დაასწრონ მატჩს. დისციპლინა მაღალ დონეზე აქვთ ბიჭებს და წესების სრული დაცვაც არ იქნება მათთვის პრობლემა. მთავარი მონდომებაა და იმის გააზრება, რომ ჩვენს ფეხბურთელებს მართლაც საუკუნის მატჩი აქვთ ჩასატარებელი. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ნაკრები და გამარჯვებით ატაროს.

• ემიგრანტი

ან მომემატება 10 წლის სიცოცხლე და ან დამაკლდება

• Mdaa

რა ვქნა ამ ცხოვრების ბრალია რომ ცოტათი პრაგმატული და რეალისტი რომ გაგვახადა ...გეტყვით პირდაპირ ეს მოგება თქვენ და თქვენ კარიერას უფრო სჭირდება მაგალითად ვიდრე მე ან რომელიმე გულშემატკივარს ასევე ყველაზე მეტად ეს სჭირდება საქართველოს და იმ პატარა ბავშვებს რომლებიც ახლა იწყებენ თუ მალე დსიწყებენ თამაშს ...ასე რომ მინდა არ მინდა იმსახურებთ თუ არა ჩვენ მაინც გგულშემაგტკივრობთ ხოლო ახლების კი შეძენა გგმართებთ და არა მარტო საქართველოს ფარგლებით ...მე კარგად მახსოვს 1981 13 მაისი მაშინდელი სიხარულიც და 10 წელი ამით ამაყობა ...შემდეგ ომებმა ეს დაამთავრეს ...!!! თქვენ გაქვთ ( ღმერთმა ვცდებოდე) კარიერის შანსი აბა კიდევ როდის მოვიგებთ ერთა ლიგას ...ან უეფა შეცვლის ისევ რამეს და ან ნახევარი სასტავი თქვენგან არ იქნება ნაკრებში თან ჯგუფებს ჯერ ვერ ვიგებთ ობიექტური მიზეზების გამო ...კი ეს ყველაფერი ეგრე არის მაგრამ დაიკიდეთ ეს და ითამაშეთ ლამაზად როგორც სომხეთთან მეორე ტაიმი როგორც ბელორუსთან პირველი 30 წუთი როგორც მაგ მაკედონიასთან ინტარველბში კარგი ფეხბურთი ითამაშეთ და არ გაჩერდეთ 1:0-ზე ან 2:1 -ზე როგორც ამ თამაშებში გააკეთეთ 2:0 და 3:0 ზე კიდევ ხომ აი რასაც არც თქვენი თავი და არც გულშემატკივრები არ გაპატიებთ იქნება 1:0-ზე გაფუჭებული თამაში ...ითამაშეთ ისე როგორც იცით და გეხერხებათ ასევე ითამაშეთ ქართულად თითქოს ბოლო გასტროლი გაქვთ და დადეთ რაც შეგიძლიათ და ტაბლოს გახედეათ ბოლოს 90წუთის შემდეგ ..,მწამს მჯერა რომ იქ სულ მცირე 2:0 იქნებაა...!!! აბა ღმერთი თქვენსკენ და სრულიად საქართველოსკენ ...!!!

• las

ყველა უნდა შევიკრიბოთ დინამოსთან, გავკარი ამათ კორონას და კომენდატის საათს

• las

ნაკრები გავსებულია დაბალ ლიგებში მოთამაშე ხალხით, თან ისეთით თავისი საუკეთესო პერიოდი რომ უკვე განვლეს, მაგრამ ეს ვაისი რატომღაც სწორედ ამათ მოიაზრებს ნაკრების ბირთვად. ძირითადში აუცილებლად უნდა იყოს აბურჯანია, საბა ლობჟანიძე, შენგელია, კვარაცხელია თავის ფლენგზე, დავითაშვილი, მაგრამ ამათგან არცერთს არ მოიაზრებს ვაისა ძირითადში ( საოცარია და არც კვარაცხელიას, უბრალოდ სხვა გზა არ აქვს.) ამის ძირითადი არის კვიპროსის , ყაზახეთის და სან ხოსეს სასტავი. თუ ეს სასტავი დააყენა ისევ 100 % დარწმუნებული ვარ რომ წავაგებთ. 10 კაცით 2 ჯერ გაათანამრა მაკედონიამ და ეხლაც ასე იზამს.

• ვანჩოპე

ორჯერ გადაგვირჩა მაკედონია წაგებას. ორჯერ გაუმართლათ. ახლა ჩვენი ჯერია. ფორტუნა ჩვენკენ იქნება. უეჭველი ვიგებთ და დაჟე ევროპაზე ქვეჯგუფიდან გავალთ

• geo

ეს ბრძოლაა ბიჭებო და ამ ბრძოლაში საქართველომ უნდა მოიგოს. აბა თქვენ იცით ბიჭებო გაახარეთ მრავალტანჯული საქართველო

• c

ყველაფერი კარგად იქნება, მშვიდად, წყნარად აუღელვებლად ვაცადოთ ბიჭებს მომზადება, ნუ შექმნით ზედმეტნპანიკას და ნუგადააჭრელებთ ჟურნალ გაზეთებს უაზრო სტატიებით! არარის საჭირო ქაოსი და ზედმეტი წნეხი! ბიჭებმა ყველაზე აი სუყველაზე მეტად იციან თუ რამხელა პასუხისმგებლობა აქვთ აღებული, მაგრამ ისიც ნუ დაგავიწყდებათ აქამდე ამ ბიჭებმა მოიყვანეს ეს გუნდი და ფინალსაც საკადრისად ჩაატარებენ! გასცემენ პასუხს ყველაფერს 10-იანზე! ჩვენ ჩვენი მხრიდან დავუდგეთ მათ გვერდში. 12-ნოემბერი შევა საქართველოს ისტორიაში ოქროს ასოებით მჯერა... ღმერთი ფარავდეს სრულიად საქართველოს! #კაპიტანოგვიყვარხარ

• ლუკა

თემო, საჭირო და დროული პასუხი იყო ამ მაკედონიელების პროპაგანდის საპირწონედ.

• recondite

ყველაფერზე მეტად მინდა რომ მოიგონ და აგვისრულონ ნანატრი ოცნება !

• ბექა

დარწმუნებული ვარ 12 ნოემბერს საქართველო იტყვის თავის სათქმელს და გააერთიანებს თუნდაც მცირე ხნით მთლიან ქვეყანას ამ გამარჯვების გარშემო

• ziz

იმედია გამარჯვების შემთხვევაში კომენდანტის საათი გაუქმდება...

• ლაზი აზნაური არზნევ მუსკია

თქვენ შეგიძლიათ გახდეთ,დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიხარულის ავტორები,იცოდეთ მთელი ქართველობა თქვენთანაა! წინ კოლხეთ-იბერიისთვის!

• თემო

საიტის ადმინისტრაციასთან მაქვს რჩევა, როგორც ფსიქოლოგს, გადავხედე ბოლო დროს ჩვენი ნაკრების მომავალ თამაშზე და ძალიან ბევრ სტატიას დებთ ხან მაკედონიური ფეხბურთის ლეგენდა ამბობს აუცილებლად მოვიგებთო, ხან ვინ და ხან ვინ, საქართველო ჩვენი დონის მეტოქე არ არისო. მათი ქვეყანაა და თავის ნაკრებს ამხნევებენ, მაგრამ მაგ სტატიების გაზიარება ხშირად ფსიქოლოგიურად არც გულშემატკივარს წაადგება ჩვენსას და არც ფეხბურთელებს ვინც ამას კითხულობენ. რისი მაქნისია მაკედონია კი ვნახეთ ორჯერ, ვაჯობეთ და გაუმართლათ. მაგას ჯობია დადოთ ქართულო ფეხბურთის ლეგენდებს დაუკავშირდით, აზრი ათქმევინეთ, ყველას, ბევრს და რწმენა გაუმაგრეთ მკითხველსაც. დადებითი აურის და მოლოდინის შექმნით თვითდაჯერებაც მეტია და შედეგიც უკეთესი გვექნება. ველოდები ამ დღეს, დღეს რომელსაც ჩემი ცხოვრების 30 წელია ველოდები! წარმატებები ქართველ ბიჭებს

• იბერიელი68

ეხლა თქვენ ქმნით ახალ ქართულ მატიანე და თქვენთვის დიდი ტვირთი არშეგეშინდეთ თქვენხომ იმ ერის შვილებიხართ რომლებიც ბძოლისველზე მხნეთ შედიოდნენ.იცოდეთ რომ საქართველოთქვენთანაა

• გიორგი დაშნიანი

დიდი ხანია ამას მთელი ქვეყანა ელოდება, ეგ მოლოდინი უნდა გაამართლოთ ბიჭებო, შორიდან დარტყმებში ივარჯიშეთ, 4 3 3 სქემით შეუბერეთ, იმაზე იფიქრეთ რა მოხდება ჩვენ დატანჯულ ქვეყანაში თუ მოიგებთ და ევროპაზე გახვალთ, მაგრამ იმაზეც იფიქრეთ იმედს ამდენი წელი როგორ გვიცრუებდა კლუბები და ნაკრებიც, თამაშის წინ ყველამ ილოცეთ

• გიორგი დაშნიანი

დიდი ხანია ამას მთელი ქვეყანა ელოდება, ეგ მოლოდინი უნდა გაამართლოთ ბიჭებო, შორიდან დარტყმებში ივარჯიშეთ, 4 3 3 სქემით შეუბერეთ, იმაზე იფიქრეთ რა მოხდება ჩვენ დატანჯულ ქვეყანაში თუ მოიგებთ და ევროპაზე გახვალთ, მაგრამ იმაზეც იფიქრეთ იმედს ამდენი წელი როგორ გვიცრუებდა კლუბები და ნაკრებიც, თამაშის წინ ყველამ ილოცეთ

• Rigiti qartveli

მიდით ბიჭებო რა მაკედონიას არაფერი დაცვა არ ყავს ფლანგებზე კვარა და ზურიკო დააყენოს ან თუნდაც საბა ლობჟანიძე გასვლით თამაში მაგრად აწიოკა საბამ მაკედონელები... გული სული ჩადეთ და გაიმარჯვეთ აუ რადროს არ შეგვიძლია გავჭედოთ დინამოს სტადიონი ჯოჯოხეთს მოვუწყობდით მაკედონელებს!!!!! მთავრობას დიდი ნოლი იმისთვის რაც გაგვიკეთა ქართველ ხალხს.. მტერს შევეცოდევოდით და ცოტა ხალხს მაინც შეუშვებდნენ თუნდაც ათასი გულშემატკივარი გალსტუკიანი მანჯოები კიარა ათასი გულანთებული გულშემატკივარი.......!!!!!!!!

• ლაშა

მართლაც წარმატებები ლომებო ჩვენ გვჯერა თქვენი

• ბესიკი

წინ დიდი ბრძოლა გველოდება, ვილოცოთ ჩვენი ნაკრების, ესეიგი ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის. გამარჯვებას ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს.

• beqa

წარმატებები!!

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება

სპალეტის გაწვრთნილი იტალია უკრაინას დაუზავდა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა

იტალიამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და 20 ნოემბერს უკრაინასთან ფინალის ტოლფასი მატჩი ელის

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

"ჯვაროსნების" მეტოქემ სახლში ჩრდ. მაკედონიას ორი პენალტით ძლივს მოუგო [VIDEO]

უკრაინამ ჩრდ. მაკედონიას მოუგო და ჯერჯერობით მეორე ადგილზეა

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?

სომხეთის ნაკრების უკრაინელი მწვრთნელი გადააყენეს

იტალიამ უკრაინას მოუგო - სპალეტიმ შვებით ამოისუნთქა