"ბორჯღალოსნების" კაპიტანი მერაბ შარიქაძე, რომელიც კარიერის საწყის ეტაპზე ჰართპურის კოლეჯის გუნდის წევრი იყო და 2012 წელს ბრიტანეთის უნივერსიტეტებისა და კოლეჯების ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, "შემოდგომის ერთა თასზე" მეგობრების წინააღმდეგ ითამაშებს.

9 ნოემბრის ონლაინპრესკონფერენციის დროს, The Telegraph-ის, The Times-ისა და The Guardian-ის ჟურნალისტებმა 27 წლის კაპიტანს "ჰართპურში" გატარებული პერიოდი გაახსენეს.

შარიქაძის წინასწარმატყველება

რვა წლის წინ "ჰართპურის" საჩემპიონო გუნდში შარიქაძის მხარდამხარ ისეთი ვარსკვლავები თამაშობდნენ, როგორებიც ინგლისის ნაკრების მორაგბეები, ელის გენჯი და ჯონი ჰილი, ასევე, უელსელი როს მორიარტი და იტალიელი კალუმ ბრეილი არიან. "თვიქენჰემზე" გამართულ ფინალურ მატჩში, მაშინ "ჰართპურიმ" "ჰენლი კოლეჯი" 34:21 დაამარცხა, ახლა კი, შარიქაძე ამ დიდებულ არენაზე საქართველოს ნაკრების კაპიტნის რანგში ბრუნდება და გენჯისა და ჰილის წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

გენჯი ინგლისის ნაკრებში 2016 წლიდან თამაშობს და 19 კეპი მოიხვეჭა. მან ორჯერ ითამაშა 2019 წლის მსოფლიო თასზე, ჰილის სანაკრებო დებიუტი კი რამდენიმე დღის წინ, იტალიის ნაკრებთან შედგა. შარიქაძემ გაიხსენა ის დრო, როდესაც ჰილს დიდი რაგბის თამაში უწინასწარმეტყველა:

„მათთან რამდენიმე შესანიშნავი წელი გავატარე და ბევრი რამ ვისწავლე. ჯონს ალბათ არ ემახსოვრება, თუმცა მე კარგად მახსოვს დღე, როდესაც ის რატომღაც იმედგაცრუებული იყო და ამბობდა, რომ უმაღლეს დონეზე ვერასდროს ითამაშებდა. მე მას შევხედე და ვუთხარი: "ნუ განიცდი, მოვა დრო და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდები". ახლა ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ეს დაიმსახურა. გენჯთან და ჰილთან მოედანზე შეხვედრა საინტერესო იქნება".

"ბევრმა ადამიანმა იშრომა, რათა ჩვენ აქ გვეთამაშა"

"ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი "თვიქენჰემზე" გასამართ პირველ, ისტორიულ მატჩს "ყველაზე დიდ შესაძლებლობას" უწოდებს, შარიქაძე კი ამბობს, რომ თუ მატჩიდან მატჩამდე იქნება გაუმჯობესება, მაშინ ამ ტურნირში მონაწილეობა წარმატებულად ჩაითვლება:

"ძალიან ბევრმა ადამიანმა იშრომა იმისთვის, რომ ჩვენ მსგავსი დონის ტურნირში მიგვეღო მონაწილეობა. წინა თაობების მორაგბეები, რაგბის კავშირის თანამშრომლები, წლების განმავლობაში შრომობდნენ, რათა ეს შესაძლებლობა მიგვეღო. გულშემატკივრები ჩვენგან კარგ თამაშს ელოდებიან და ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. უნდა ვაჩვენოთ, რომ მომავალშიც ვიმსახურებთ ამას".

"გულშემატკივრებს მოსწონთ ჩვენი თავდადება, ბოლომდე ბრძოლა და ისინი კარგი თამაშის მოლოდინში არიან. კარგად გვესმის, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებთ და გამარჯვება ურთულესი იქნება, თუმცა გვსურს, რომ მათ წინააღმდეგ ჩვენი საუკეთესო ვერსიით წარვდგეთ. და როდესაც ტურნირი დასრულდება, თუ იმაზე უკეთესი გუნდი ვიქნებით, ვიდრე მის დაწყებამდე ვიყავით, ვიტყვით, რომ წარმატებული "რვა ერი" გვქონდა. ჩვენ გვაქვს მოტივაცია და დარწმუნებული ვარ, ამას მოვახერხებთ".

rugby.ge

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
რაგბი ევროპა | ფინალისთვის შემადგენლობა შეირჩა
"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]
მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას" - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
"ბორჯღალოსნები" | ფინალისთვის 35 მოთამაშე ემზადება
რაგბი ევროპა | მე-18-ე ტიტულისთვიის პორტუგალიასთან მადრიდში
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
[VIDEO] შარიქაძის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ბორჯღალოსნების" ყოფილმა კაპიტანმა კონტნი ნოკაუტით დაამარცხა
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
"გლოსთერთან" ბოლომდე ბრძოლა შეგვიძლია" - რა ითქვა "იბერიანსთან" ნამატჩევს