ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"რთულია ამ პოსტის გამოქვეყნება..." - ნიკა კვეკვესკირი

"რთულია ამ პოსტის გამოქვეყნება..." - ნიკა კვეკვესკირი

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა კვეკვესკირმა, მაკედონიასთან მატჩზე კომენტარი გააკეთა.

"რთულია ამ პოსტის გამოქვეყნება, რადგან ამ თამაშამდე ვფიქრობდი, რომ სულ სხვა ემოციის შემცველ სიტყვებს დავწერდი. მაგრამ, დღეს, სხვა რეალობა დადგა. რეალობა, რომელსაც არასდროს გავურბივარ. ვწერ, რადგან სულ გვახსოვდეს ემოცია, რომელიც ამ თამაშმა დაგვიტოვა. ვერ დავძლიეთ საოცნებო გამოწვევა, რომელსაც ყველა თაობის ადამიანი ელოდა. ფაქტია, ვერ გავუმკლავდით წნეხს, ვერც ემოციურად და ვერც ფსიქოლოგიურად. ამ ყველაფერმა თამაშზე იმდენად დიდი გავლენა მოახდინა, რომ ჩვენც, ერთგული გულშემატკივრების მსგავსი ბრაზი და იმედგაცრუება გაგვიჩინა.

როგორც აღმოჩნდა ასეთი გამოცდისთვის „გამაყრუებელი სიჩუმის ფონზე“ მზად არ ვიყავით. ძალიან მძიმე გაკვეთილი მოგვიმზადა საფეხბურთო ცხოვრებამ ამ ფორმაციის ნაკრებს. ახლა სწორი დასკვნების გაკეთების დროა, ფეხზე უნდა წამოვდგეთ და გავაგრძელოთ წინსვლა. ჩვენი სიძლიერე და ერთიანობა ზუსტად ასეთი გამოცდის ჩაბარებით მტკიცდება. დღეს, ერთმა ადამიანმა მითხრა: „ომი, სულ გრძელდება“ - მართლა ასეა და ამაყი ვარ, რომ ამ ომში ასეთი ბიჭების გვერდით ვიქნები. მჯერა ჩვენი ფეხბურთის და სანატრელი მიზნის მიღწევის, რომლისთვისაც ბრძოლას ვაგრძელებთ. მინდა, რომ ყველა მძაფრი ემოცია და კადრი, რომელიც ჩემი და ჩემი თანაგუნდელების მეხსიერებაში 12 ნოემბრის ღამემ დატოვა, მალე გამარჯვებებმა ჩაანაცვლოს," - წერს ქართველი ფეხბურთელი.

შეგახენებთ, საქართველოს ნაკრებმა 2 დღის წინ მაკედონიასთან ფინალური მატჩი 0:1 წააგო და 2021 წელს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ვერ შეძლო.

• გუგა

არ მგონია ამ კომენტარს ნიკა კითხულობდეს, მაინც უნდა დავწერო. მაკედონიასთან მართლა საუკეთესო იყო, მაგრამ გუშინ რას გავდა მისი თამაში, გოლის მომენტში სომეხ ფეხბურთელს უბრალოდ მოყვებოდა, შემდეგ კი საერთოდ გაჩერდა. საერთოდ ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა თითქოს ძალით თამაშობდა. არ შეიძლება ასე, უნდა შეეძლოს ფეხბურთელს ყოველი თამაშის წინ მოტივაციის შექმნა, რაც არ უნდა რთული მდგომარეობა იყოს.

• კოტე

თუ ვინმემ ითამაშა მაკედონიასთან ეს ნიკა კვეკვესკირი იყო. ნიკა რეალურად გუნდის ხერხემალია. ნიკა აუცილებლად უნდა იყოს საართველოს მომავლის გუნდში.

• თამაზ

მიკვირს;ჩვენი ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში ზოგჯერ საოცრებებს აკეთებენ,ნაკრებში ძაან იშვიათად,თითქოს ეშინიათ გაბრწყინების.რომც დაგავალოს მწვრთნელმა,მეკარეს უგორე ბურთიო,მოგება თუ გინდა,თავზე უნდა აიღო პასუხისმგებლობა და გოლის გატანა უნდა მოინდომო,როგორც საკლუბო გუნდში აკეთებ.ისე კი არ უნდა დაარტყა,ბურთი ყველას და ყველაფერს რომ აცდეს,ან მეტოქის მეკარეს რომ არაფერი ეტკინოს,თითქოს რომ ამაზე ზრუნავდე.

• თამაზ

უგულშემატკივრო სტადიონიო რომ ვიძახით,სტუმრად რომ გვეთამაშა,გამოდის,მოგება არ უნდა გვეცადა?მაკედონიელები კი თავიდანვე იძახდნენ,საქართველოში მოვიგებთო.მიზეზებს სხვაგან ნუ ვეძებთ.

• me

ეს თუ შენი დაწერილია ვითომ ფეხბურთელობით ძვირფას დროს რატომ კარგავ.

• Qomagi

Usindiso xelisuplieba da pederacia gvyavs mogvshordit yvela tqve garewaro unamusoebo mecodebian rs biwebic mara amdenxniani siyvarulis gulshematkivrobis shemdeg nutu es iyo mati maqsimumi nutu vcdebodit shokshi var tavi jer kidev sizmarshi mgonia es ra xdeba ra mogvivida netav gamegvidzebodes

• ტარასა

ეს იყო D ლიგის ფინალი. ალიოსკისაც და მეკარესაც დისკვალიფიკაცია მიმდინარე ცე ლიგის ტურნირზე აქვთ.

• ემიგრანტი

მე მჯერა რომ ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს, მინიმუმ საშუალო ევროპული დონის გუნდად ჩამოყალიბებისთვის, უბრალოდ ამ ფედერაციის ბიუჯეტის ჭამა და ხვრა ვერადავერ დამთავრდა უკვე წლებია, კორუფცია და ნეპოტიზმი პიკშია. შეხედეთ რა გუნდები თამაშობენ ხოლმე მსოფლიო-ევროპაზე მართლა 11 ,,შეშა'' ყავთ ხოლმე მოედანზე გაყვანილი მწვრთნელებს, მაგალითისთვის ავიღოთ თუნდაც მაკედონია, 9 შეშა და 2 ფეხბურთელი გვეთამაშებოდა და ზუსტად იმ ორი ფეხბურთელის კომბინაციით მოგვიგეს. თუ რაიმეს მიღწევა გვინდა ჯერ საქმის მკეთებელი ფედერაცია უნდა ჩამოვაყალიბოთ და ეს ,,კალა-კობის'' საძმო უნდა დაგვემშვიდობოს ძალიან სუსტი მენეჯმენტია, კობიაშვილი ტყუილად სწავლობდა ჰერტაში...

• შაკო

მე მჯერა ბიჭებო, თქვენი!

• გიორგი კაჭკაჭიშვილი

მარტო გულიანი ქართველობა არ ყოფნის საქმეს ჩემო მეგობარო, კლასი არ ყოფნით სამწუხაროდ.

• გიორგი კაჭკაჭიშვილი

ეჰ მეგობარო რა სამი გოლი ვინააა გამტანი

• lechxumeli

ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს არანაირი პატრიოტიზმი არ გააჩნიათ

• giorgi

არც ილიოსკის და არც მეკარეს ამ თამაშის უფლება არ ჰქონდათ და მაინც ითამაშეს, ორივეს დისკვალიფიკაცია ჰქონდათ წითელ ყვითელი ბარათის გამო. ანულირებული არ ყოფილა... ფედერაციას სძინავს კაიფშია ჟურნალისტებმა მაინც ამოიღეთ ხმა?

• goga

საიდან გადაიწერა ბარემ ისიც თქვას

• ბეღურა

თამაში მაკედონიასთან წააგო ვაისმა, შეიძლება ვაისი მაგარი მწვრთნელიც იყოს მაგრამ საქართველოს ნაკრებში არ გამოუვიდა, უბრალოდ ნახეთ საქართველო მაკედონიის თამაში, სანამ ჰიმნი აჟღერდებოდა გვანახეს მაკედონიის მწვრთნელი როგორი თავდაჯერებული იყო როგორი მხიარული იყო კამერასთან ცოტა წაიგლახავა კიდეც მისი სახის მეტყველებისას ჩანდა რომ ის ამ თამაშს მოიგებდა, აი ეს აკლდა ვაისს თავდაჯერებულობა რომელიც გადაედო ფეხბურთელებსაც

• ბეღურა

ეს კვეკვესკირი გადამრევს რა,ახლა სომხეთანაც მაყურებლის გარეშე ჩატარდება და მაგ ლოგიკით წაგვიგია მაშინ მეორე თამაშიც თანაც ხვიჩას გარეშე

• პეტროსი

ამათ მიზეზი არ გამოელევათ.დანარჩენ მატჩებში ვნახავთ,რომ ჩაისვრებიან და იტყვიან მაგრები ვართ მარა სტრესიდან ვერ გამოვედითო...კაი რა...ვაისი რომ ვერ გრძნობდა თამაშის რიტმს და ვერ ცვლიდა თამაშს და ზამენებს ეს 6 წლის ბავშვმა იცის უკვე.ეს ფედერაცია მტერია გუნდის თუ ბრმები და ყრუებია...

• ჟორა

ამ წაგებაში პირადად, ხელისუფლებას და გამყრელიძეს ვადანაშაულებ. ბიჭები არ იყვნენ ფინალებში თამაშით განებივრებულები, თან სახლში თამაშობდნენ, წნეხი და მოლოდინი უდიდესი, წაგება კატასტროფა და უამრავი რამ, რამაც მათი ფსიქიკა დათრგუნა. ამ დროს ვინ უნდა შემოუძახოს ფეხბურთელს და აიძულოს გამხნევდეს და ჩართოს მეორე სიჩქარე? რა თქმა უნდა მაყურებელმა, და მერე სად იყო მაყურებელი? არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის და ვერ მომიფიქრებია ისეთი სიტყვა, რომელსაც იმსახურებს ამ დეგენერატთა არმია, რომლებმაც რამდენიმე თაობის ბიჭების შრომა, ერთი უგნური გადაწყვეტილებით წყალში ჩაყარა. თუ პირბადით და დისტანციის დაუცველად 15 ათასიანი მიტინგის ჩატარება შეიძლება, რატომ არ შეიძლებოდა პირბადითა და დისტანციის დაცვით 70 ათასიან სტადიონზე 10 ათასი მაყურებლის დასწრება? არ ვიცი კარგად რომ გამიძიონ, შეიძლება დიდ ღალატთანაც გვქონდეს საქმე. ამ უგნურების შემხედვარე კვარასა და შენგელიას კორონათი დაავადებისაც აღარ მჯერა.

• 10;0

5:0-იც რომ იყოს, არ გაჩერდეთ და 10:0-ხე ადით. დაამტკიცეთ რომ შემთხვევით წააგეთ და რომ პიფველ ადგილზე გასვლა შეგვიძლია!

• გურჯი

ისე მარტო კვეკვე ითამაშა ნორმალურად,დანარჩენები ბღლაძუნობდნენ

• jiji

ფარჩაკი ოქრიაშვილი სად გყავთ? ან ცისარტყელა კაშია?

• G.LA

მწარე რეალობა დაგვიდგა, მარა რას ვიზამთ? სიცოცხლე ამით არ მთავრდება და ფეხბურთიც გრძელდება. არ მესმის იმ ადამიანების ვინც უკიდურესობაში ვარდებიან და ფეხბურთზე ჩვენს ქვეყანაში განვითარებაზე უკიდურესად ნეჰატიურად ლაპარაკობენ. კი მარა იქ ფსკერზე ვინც არიან ან იყვნენ და მაღლა ავიდნენ ანაც დარჩნენ ყველამ აკრძალეს ფეხბურთი ქვეყანაში? არც ჩამოვთვლი ასეთებს ვინც სტაჟიანი გულშემატკივარია მათ ისეც იციან ასეთი ბევრი ქვეყანა იყო და ჩვენც აუვცილებლად გავიხარებთ მჯერა. მოდიან ბიჭები ვინც ამას შეძლებენ მე მჯერა მათი. ძალაინ მაინტერესებს თუ ჟურლანისტები გამოიკვლევთ რამენაირად კვარას და შენგელიას კოვიდ ტესტებს. ცოტა უცანურია რუბინის გენერალური დირექტორის განცხადების შემდეგ.

• კონსელეირო

კაი რა კვეკვე, კაი რა... აქ ფეხბურთის ვითომ გულშემატკივრები თუ მოტყუვდებიან შენი ფეხბურთელობით. კაი კაცი და გულიანი ხარ შეიძლება მარა ესეთი სუსტი თამაშით რას აპირებ არ ვიცი.

• Exxx

თავის მართტლებით ვერაფერს მიაღწევთ.მაკედონიას ვინ ბალეჩიკობდა.კაი რა ფეხბურთი არ იცით ისაა სწორი შეფასება

• buxrika

ჭიაბრიშვილის დანიშვნაზე მწვრთნელად რა აზრის ხართ?

• fani

შენ გაგიმარჯოს, გულიანო ქართველო! ერთ-ერთი იშვიათი მათგანი ხარ, ვინც 2 დღის წინ ლომივით იბრძოდი მაგრამ სამწუხაროდ, ამით ბევრი არაფერი შეცვლილა. ეს წაგება მხოლოდ 10%-ითაა ფეხბურთელების ბრალი, რადგან მთავარი დამნაშავეები არიან: მთავრობა (ვინც ქომაგებს დასწრება აგვიკრძალეს და ბიჭებს ძალა მოაკლეს), კალაძე/კობიაშვილი (არ იშუამდგომლეს, ფეხებზე დაგვიკიდეს და თვითონ წამოიჭიმნენ ლოჟაში) და ვაისი, რომელმაც შეგნებულად და უკვე მერამდენედ არ გააკეთა შეცვლები ბოლო წუთებამდე. ჰო, კიდევ ერთი, ლამის უმთავრესი ფაქტორი - კვარას და შენგელიას ძალზედ საეჭვო კოვიდინფიცირების თემა,რაც ნაღდად გამოსაძიებელია!

• თემური

12თში შენ სავით რომ ეთამაშა გუნდს ესე უჯიგროდ არ წავაგებდით.ყველას კარგად მოგეხსენებიდათ რა მნიშვნელობა ქონდა თამაშს.რისი ფეხბურთელი და გუნდი ზართ თუ ზეწოლას და ემოციას ვერ გაუძელით.37წლის კაცმა გადაგირბინათ და თავი მოგჭრათ საქვეყნოდ.19 წლის ბიჭებმა მოგიყვანათ მაქამდე და ერთი თამაში ვერ ჩაატარეთ მათ უმისოდ რომ ცამდე გაგეხარებინათ.ერი გაგემთლიანებიათ.ანდა კაპიტანი ვიცე კაპიტანი რას აკეთებს მაგ დროს შეხვეწნოდით მაგ დედა აფეთქებულ ვალდიას ცვლილება გაეკეთებინა.დეროსი იტალიას გოლი რომ ჭირდებოდა მწვრთნელს კინაღამ ხელით შეეხო გამტანი შეიყვანემე იქ რამიდაო.დრო არ ითმენს ხვალვე უნდა გააკეთოთ თქვენ თავში რეაბილიტაცია.თან არ დაგავიწყდაეთ 1-0მოგება არ გეყოფათ 3ბურთით მეტიუნდა გაიტანოთ

• კვარა

ისე ამბობ თითქოს ვინმე გვყავდეს მაგათი შემცვლელი

• სოსო

ნიკა,ვაისს ყველაფერი რომ დავაბრალოთ,იმას მაინც ვერ დავუკარგავთ,რომ მეგობრული კოლექტივი ჩამოაყალიბა.ის წავა,თქვენ კი დარჩებით და ეს მეგობრობა,შეკრულობა უნდა შეინარჩუნოთ.იმდის გაცუებით,ხალხი გამწარდა,მართალია, მაგრამ თავი რომ არავის დაგიზოგიათ,ჩვენც და ღმერთიც ხომ ხედავს.ერთი,თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანი მატჩის წაგებით,ცხოვრება არ მთავრდება და უკვე ხვალ,ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის,მერე კი,კიდევ ერთი.აუცილებლად მოაგებია ეგ თამაშები,თანაც მაკედონიელებზე სამით მეტი ბურთი გვაქვს გასატანი.ასე რომ თავზე ნაცრის წაყრისათვის დრო არა გაქვთ.შეუძახეთ თქვენ თავებს,ერთმანეთს,ვაისსაც,მასაც ხომ ასევე გაუცრუვდა იმედები.გამოფხიზლდით და ითამაშეთ ისე,რომ ეს მეორე იმედიც არ გაგვიქარწყლდეს.გამარჯვებას,კარგ თამაშს,სასურველ შედეგს და ფსიქოლოგიურ სიმტკიცეს გისურვებთ მთელ გუნდს.

• ოთარი

ერთადერთი კაცი რომელმაც 12ში ფეხბურთი ითამაშა ❤️

• ვვვ

ზედმეტი ხმოვნების დაწერა არ გეზარება?

• badura

shen jobia dartymaze ivarjisho

• vaso

ყოველთვის ვამბობდი და ეხლაც იგივეს გავიმეორებ, თუმცა ბევრს არ მოსწონს ჩემი აზრი. სანამ ნაკრებში ითამაშებენ ლორია, კვერკველია, კანკავა, კაშია, ყაზაიშვილი და ოქრიაშვილი, და მათ მაგივრად არ მოვა ახალი სახეები, რომლებიც საბედნიეროდ გვყავს, სანამ ფედერაციაში არ მოვა ახალი ხალხი, ახალი მწვრთნელით, რომლებიც პროფესიონალურად მიუდგებიან საქმეს და დამსახურების მიხედვით შეარჩევენ ხალხს, მანამდე სულ ასე წავაგებთ გადამწყვეტ მატჩებს. რა უნდა კვერკველიას და ოქრიაშვილს ნაკრებში ხალხო რა, იმ ნაკრებში, რომლებმაც ევროპის უპირველეს ფორუმზე უნდა მიიღოს მონაწილეობა. დედოვშინაა ნაკრებში. ეს ნაკრები არაა. მიიყვანეთ ახალგაზრდები, და დადებთ შედეგს, რას ტანჯავთ ამ ხალხს, როდემდე?

• h

შენს პათოსს ვენაცვალე ქართველო!

• პავლე

შენს კაცობას გაუმარჯოს ძმაო! ფინალი ისეთი თამაშია სადაც ყველაფერი ხდება და უფიდესი გუნდები დამარცხებულან სუსტებთან. მართალი ხარ - ნაღდად გამაყრუებელი სიჩუმე იყო უმაყურებლოდ და ამან ყველაზე მეტად თქვენ დაგარტყათ ყველაზე მტკივნეულად.

• ლეო

ნიკა ყველამ დავინახეთ თავი არ დაგიზოგავს! გერმანიამ ორი მსოფლიო ომი წააგო ზედიზედ და სწრაფად დაიბრუნა პირველობა ევროპაში ეკონომიკაშიც და სპორტშიც! მოვა ჩვენს ბაღშიც გაზაფხული!!!

• giorgi

ჩვენ ერთი მატჩი წავაგეთ მაგრამ ომი არ წაგვიგია ცხოვრება გრძელდებაა წინ ორი მატჩია რომლშიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ ერთი წაგებით არფერი იცვლება კვლავ მიზანი ერთია მსფლიოზე და ევროპაზე გასვლა და ამ მიზნისკენ თითვეული თქვენთაგანი რომლებიც ნაკრებში თამშობთ და არ თამაშობთ ამსთვის უფრო დიდი შრომა უნდა გაწიოთ რადგან უკვე იცით მარცხის ფასიი ახლა დროა გამრჯვების გემოც გავიგოთ არასოდეს არ დახაროთ თავი რადგან აქმდე მოხვედით შედეგიც მალე იქნება არ მოსმინოთ ადმიანებს რომლებიც ამბობენ რო აზრი არ აქვს მაინც წავაგებთ ბრძოლას ყოვლთვის აქვს აზრი ეს ჩვენ ისტორიაში ბევჯერ დაგვიმტკცებიაა და კიდევ გვქნება შანსი რომ დავმტკიცოთ ღირესული ადამიანები იყავით და შემდეგ ღირესული ფეხბურთელებიც გახდებით წარმატებებიი არ დანებდეთ ჩვენთვისაც დიდი ტკვილიაა მაგრამ თქვენი თითოეული თამაშის მოგებააა არაქვს მნიშვლელობაა ამხანგური იქნება თუ ოფცალური ჩვენ მაინც გვხარია გააგრძელეთ სიხრულის მონჭება და ყვლფერი გამოვაა არ დახაროთ თავიი მინდა უფრო ძლიერებიი დაგინახოთ შემდეგ მატჩებში და ამყები რევანში დროც დადგებააა დაე დაამტკიცეთ რომ მატძე უკეტესები და ღირსეულები ხართ წარმატებები ბიჭებო

• გუსანი

ფსიქოლოგიურ წნეხს ნუ აბრალებთ წაგებას, არ გაწყენდათ თვითკრიტიკა, უნდა აღიაროთ რომ არ გქოფნით კლასი, ვარჯიში და გეთქვა მეტს ვივარჯიშებთ , ფიზიკაში და სხარტი აზროვნების უნარებშიო,დარტყმა რომ არ იცით ესეც ფსიქოლოგიური წნეხის ბრალია? ზოგირთს შეხსენება ჭირდება რომ ფეხბურთელია....იმედი ღმერთმა არ მოგვიშალოს, ჰა ბურთი და მოედანი-2 თამაშია დარჩენილი და ვნახოთ რეაბილიტაციის რა უნარებს გამოამჟღავნებთ, რამდენ გოლს შეაგდებთ? შეგახსენებთ კარებში დარტყმაა საჭირო...37წ პანდევმა მოგიგოდ...

• DAVE

ხოდა გადით ეხლა სომხეთთან და მოუგეთ 5:0

• ირაკლი

წარმატებები ნიკა! მართლაც სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოვჩნდით, თუმცა მე პირადად მჯერა თქვენი და ვიმედოვნებ, რომ სულ ახლო მომავალში ავიხდენთ დიდი ხნის ოცნებას, რასაც ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატი ჰქვია!

• jjj

ეხ ნიკა შენი შეცდომა ის იყო, რომ ხელფასს გამოეკიდე და ყაზახეთში წადი(ასტანა, რომ ყოფილიყო კიდე ჰო), გაცილებით მაღალ დონეზე შეგეძლო თამაში.

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

მაკედონიელთა მწვრთნელი: საქართველოსთან მატჩს 1 სიტყვით დავახასიათებდი

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე

შოთა არველაძემ გუშინდელ მარცხზე კომენტარი გააკეთა

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?

ტრიჩკოვსკიმ, რომელმაც ლორიას 2 გოლი გაუტანა: საქართველოს პატივს ვცემთ, მაგრამ... [VIDEO]