ესტონეთთან ერთა ლიგის მე-6 ტურის მატჩის წინ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ისაუბრა:

"გუნდის სახელით ვლაპარაკობ. პირველ რიგში, მადლობას გადავუხდი ვლადიმირ ვაისს, დიდი სამუშაო გასწია ამ 5 წელში. თუმცა, სამწუხაროდ, მისი მოღვაწეობა ცუდად დასრულდა. ალბათ, ახლა გულშემატკივარს კარგი არაფერი ახსოვს მასზე, თუმცა გავა დრო და მის მოქმედებებს გარკვეულ ასპექტში დადებითად შევაფასებთ. თუნდაც ჩემთვის ბევრი უსწავლებია.

გარკვეული პრობლემები ყველა გუნდში არის. განწყობას რაც შეეხება, გუნდს ეს აქვს. დღევანდელი მდგომარეობით, გუნდში პრობლემა არ არის, პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ფეხბურთელებმა, სამწვრთნელო შტაბმა, რასაც ამდენი წლის განმავლობაში ვაშენებდით, ერთი ხელის მოსმით დავანგრიეთ და ახლა ყველაფერს თავიდან ვიწყებთ.

ჩვენ კრიტიკისთვის მზად ვართ, დამსახურებული კრიტიკაც მივიღეთ.

ვაისის კიდევ ერთ ნათქვამს რაც შეეხება, ცხადია, მომავალში ზოგს არ გამოიძახებს მწვრთნელი და ეს ბუნებრივია.

მაკედონიასთან მატჩში პრობლემა ფსიქოლოგიური იყო. შესაძლოა, ზოგიერთმა ფეხბურთელმა წნეხს თავი გაართვა, თუმცა ყველამ ეს ვერ მოახერხა. გულშემატკივრები, პრესა, ჩვენ დიდი მოლოდინით ვიყავით.

თავად ფაქტი, რომ ასეთ მნიშვნელოვან მატჩს ვთამაშობდით, დადებითია. მომავალში კი ბევრი უნდა ვიშრომოთ, რათა ასეთი დატვირთვის შეხვედრების სათამაშოდ 30 წელი ლოდინი არ მოგვიწიოს.

ყველა შევთანხმდით გუნდში, რომ არასდროს ვიწუწუნებდით დანაკლისზე: კვარაზე, ჩაკვეზე, კიტეიშვილსა და შენგელიაზე. ვიცოდით, რომ მაკედონია ძლიერი იყო, ვიცოდით ჩვენი შესაძლებლობები.

ის ფეხბურთელები, ვინც გვაკლდა, ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებს სულ თამაშობენ. ვიცოდით, თუ პირველ გოლს ვერ გავიტანდით, მაკედონიას თავდაჯერება შეემატებოდა.

არც ერთ ფეხბურთელს მატჩის შემდეგ ხელი სხვისკენ არ გაუშვერია. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რადგან შესაძლებლობათა მაქსიმუმი ვერ გავაკეთეთ. გულშემატკივარი ისე დაგვხვდა, იმდენი შეტყობინება მივიღეთ.

ქართული ფეხბურთი ამ მარცხით არ დასრულებულა და დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ უკეთესი მომავალი გველის".

ziko
კვეკვესკირი ზედმეტად შემორჩა ყაზახეთს, მიმაჩნია რო იქედან ასევე კანკავა, ესეც უნდა წამოვიდეს.
Master
გულწრფელად ვამბობ,საერთოდ არ მაინტერესებს დღეს რას იზავს საქართველო.სომხეთ-მაკედონიის თამაში გაცილებით მეტ ინტერესს იწვევს ჩემთვის ვიდრე თქვენი ამხანაგური რაღაც...დარწმუნებული ვარ ასეთ განწყობითაა დღეს გულშემატკივართა 80 პროცენტი.მოახერხეთ და სამ დღეში,შინ საშუალოზე დაბალი დონის გუნდებთან ყველაფერს აზრი დაუკარგეთ,მეტიც თავი შეაზიღეთ ხალხს.ფა.რჩ.აკ.ები
Gio
არაუშავს ბიჭებო თქვენ ყველაზე მეტად ხართ გულდაწყვეტილები თუმცა მაგით ტრაგედია არ უნდა შევქმნათ წინ კიდევ ბევრი ფინალი გველოდება. მადლობა ვაისს გაწეული შრომისათვის და იმ წარმატებისათვის რაც მან მოუტანა ჩვენს გუნდს .
გიორგი
საქართველოს ნაკრები ყოველთვის ინდივიდუალური მოთამაშეების გუნდი იყო, ის ძველი ნაკრებიც კი თუ რაიმე წარმატებებს მიაღწია ცალკეულ მატჩში, მაგ. მსოფლიოს მესამე პრიზიორ ბულგარეთთან, ძირითადად ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე და არა გუნდური თამაშის ხარჯზე. დაგვაკლდა შემსრულებლები და ჩამოიშალა ხუხულასავით. მაკედონიასთან მატჩზე, შეტევა რაც გვყავს, ვხედავთ, ისე მძიმედ ამუშავებდნენ ბურთს მოწინააღმდეგეს საჯარიმოსთან, ფეხბურთს თამაშობდნენ თუ რაგბს, ვერ ვიგებდი. სტანდარტულებიდან რაიმე ხიფათი (გოლზე აღარ ვლაპარაკობ) 0, ჩაწოდებები 0, 2 ზუსტი პასი არ გამოსდიოდათ, შესაბამისად მაკედონიაც და სომხეთიც პრესინგს მიმართავდნენ და დადიოდნენ ჩვენები ბატებივით, პასს თუ ვერ აძლევ, ინდივიდუალურად თუ ვერ ატყყუებ, ჩაწოდებას ვერ ასრულებ, აბა რაღას თამაშობ, ავტოგოლის იმედზე იყვნენ?

საბჭოთა დროს არ იყო ისეთი ცენზურა როგორც აქ არის კომენტარების გაშვებისას.

ამათ რაც შეეძლოთ და ითამაშეს, სუსტ გუნდებს აჯობეს და გავიდნენ, მაგასა ეძახიან აშენებულს. ამას ისიც დაემატა, რომ გადამწყვეტი ორი შეხვედრა სახლში უნდა გვეთამაშა და ამ დროს უცბად წარმოიდგინა ყველამ, რომ მაღალი მიზნებისთვის შეეძლოთ ბრძოლა. ეს თქვა კიდეც გიორგი დევდარიანმა ერთერთ გადაცემაში. მაკედონია არ იყო დაუძლეველი ბარიერი, მაგრამ ეპიზოდებში რასაც დავაკვირდი, ბურთს ერთი შეხებით ათამაშებდნენ, აპრიორი უბურთოდ ჩვენზე ბევრს მოძრაობდნენ, ავად თუ კარგად სტანდარტები და კონტრშეტევები ჩვენზე უკეთესად გამოსდიოდათ და რაც ყველაზე მთავარია, საგოლე მომენტები ჩვენზე ნაკლები ჰქონდათ და თითქმის ყველა გამოიყენეს. მწვრთნელზე საერთოდ არ მინდა რამე ვთქვა, მაგრამ იმათმა მწვრთნელმაც აჯობა ჩვენსას - 3 თამაშში კარგად შეგვისწავლა - 2 თამაშში კაცნაკლულებმა მოგება არ დაგვანებეს და ბოლოს გადამწყვეტ შეხვედრაში სულაც სახლში მოგვიგეს. აქედან დასკვნა - ჩვენი ფეხბურთელები საშუალოზე დაბალ დონეზე ასპარეზობენ და ასე წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია. უბრალოდ ყველაზე დიდი პარადოქსი ის არის, რომ დამნაშავეს მუდმივად ვეძებთ მწვრთნელში და არა უდაბლეს სათამაშო კულტურაში
რაგბის ფანი
კანკავაზე ენა როგორ გიბრუნდებათ?
რაგბის ფანი
ამათ მართლა ჰგონიათ, რომ რამეს აშენებდნენ? ან ჩაკვეტაძე იგებდა მარტო, ან ხვიჩა. დანარჩენები 20 წუთში იღლებით.
თემო
მემგონი ჯაბას წასვლის მერე ნაკრებს ახალი და მაგარი კაპიტანი ჰყავს...!
კვეკვეს
კარგი საყრდენი, გუნდის ნახევარია, მის ირგვლივ იწყობა გუნდი, რაც უფრო ძლიერია საყრდენი, მით უკეთესია გუნდი, კარგად გამოიყურებოდი, მაგრამ უფრო მეტია საჭირო, ფლანგები ისეთი გვეყოლება, რომ დიდი შედეგის მოტანა შეგიძლიათ, კიდევ მოვა გაზაფხული, ც ლიგას მოვიგებთ და მანდ ვიქნებით.
givi
სანამ ამ ბ და c დივიზიონებს მოიგონებდენ საქართველოში ხან იტალია ჩამოდიოდა ხან ინგლისი ნაკრებიც გამოცდილებას იღებდა ისევ ის ჯობდა მაინც ვერ გავედით ევროპაზე და
lechxumeli
ლეჩხუმში სოფელ ჩხუტელში ბიჭები უფრო კარგად თამაშობენ ფეხბურთს ვიდრე საქართველოს ნაკრები
გელა
მეც ვფიქრობ რაში გამოუხატება პასუხისმგებლობის აღება. მინიმუმ უნდა წახვიდე მაინც, აქ კი თავპირს ალეწავენ ერთმანეთს ადგილებუსთვის...
Papa
წრეშიბურთი მაინც ითამაშეთ ბლაიდ თუ მაინცდამაინც უნდა ითამაშოთ ნერვებს მაინც აღარ დაგვაგლიჯავთ
Shpiki
როცა მოგების ჟინი არგაქვს და ისე თამაშობ თუ გამოვა გამოვა და თუ არა გკიდია ეგაა პრობლემა წაგება კიარა ბლიად
Milani
Vaa gadaireva kaci raa. Kaco tqven ra daangriet xalxno mogigo im kacma da gajoba xom, cudia magari vinerviule magram esetia samcuxaro realoba da unda mivigot am etapze es.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
მთელი გუნდი უნდა დასვა ერთ ოთახში და თავიანთი თამაში ბოლომდე აყურებინო სამჯერ მაინც. აი ესე უნდა დასაჯო ეგენი, მერე სამ სამი პაანჩური თითოს...
კუში
კუში მაკედონიის მოგებაზე რამდენი იყო
ლეჩხუმელი
მასეთ სიტყვებს 30 წელია ვისმენთ და სანამ კობიაშვილის გუნდი იქნება ფედერაციაში მანამ მოგვიწევს მოსმენა, ოხ თქვენი უმაქნისი..... თქვენ ფასს პენალს ურტყამდა ჩელებაზე

რატომ იყო ამდენიტაქტიკური წუნი მაკედონიასთან შეხვედრაში და ბოლო წუთებზე გაკეთებული შეცვლები ? ხომ ვიცით რომ ჩვენს უპატრონო ქვეყანაში ყველაფერი მოსულა თუ საკუთარ კარებში ორი ბურთის "შემთხვევით" გამტანი დღეს ქვეყნის სასახელო პიროვნებაა მაშინ ვაისიც უნდა დავნიშნოთ ენერგეტიკის თუ არა თავდაცვის მინისტრად მაინც, (აბა თავდასხმის მინისტრად არაფრად ივაგებს და)ხო არც მაკედონია იტყოდა რამ დენიმე მილიონის გადახდაზე , უცხო ქვეყნის მოქალაქე კი არა საკუთარ დედას აგინებს ბევრი ჩვენი თანამემამულე არაკაცი, ეხხ! ფულზე იყიდება ყველაფერი ამ ქვეყანაში და ტოტალიზატორის მაზავშიკები ? დაინტერესდა კი ვინმე რა ხდება , ვინ იხეირა ჩვენი მარცხით ?
გიო
ქუსლით თამაში არ დაგავიწყდეთ თუ კაცი ხარ! რა გიკვირთ ფედერაციაში საერთოდ ხვდებიან რასთან აქვთ საქმე?
gabo
საერთოდ ვერ ვიყენებთ ჯარიმებს და კუთხურებს,ელემენტარულად საჯარიმოში ვერ ვაწვდით ბურთს! ეს ერთი-ერთი უდიდესი მინუსი გვაქვს! ალბათ უკვე დროა ნინუა შევაჩვიოთ ნაკრებს,რომ ეს კომპონენტი ცოტა მაინც გავაუმჯობესოდ!
დავით 67
ვიღებთ პასუხისმგებლობას? ერთი ეგეც გითხარი როგორ, ცარიელი სიტყვებით? ეგ სიტყვები პოლიტიკოსებისგან ყოველდღე გვესმის ისედაც. შენღა გვაკლდი ახლა. დაიშალეთ საერთოდ. ნუღარც ესტონეთთან გამოხვალთ.
Levani
Qomagi bodishi dislaiki damechira-martali xar
ტარტაროზი
აღდგომა და ხვალეო. ვაისის ნასწავლი არ გაიშვას. კარგად გამოჩნდა რაც გასწავლათ, ერთ თამაშში 1500 პასი უკან და მერე იმის ყურება როგორ გაყავს დრო ლორიას პირველი წუთებიდანვე. მაკედონია თუ ძლიერია, მაშ მართლა ძლიერებთან როგორ უნდა გეთამაშათ რომც გასულიყავით? მოკლედ, მთელი გუნდის სახელით ლაპარაკს, ჯობია საკუთარი სახელით ისაუბრო. ჯაბა უნდა ლაპარაკობდეს ყველას სახელით. ეს დედოვშჩინა რო ვერ ამოიძირკვა რა. მოედანზე ყველა თანაბარია, მიუხედავად სახელისა და სტაჟისა, რადგან ერთ დიდ მიზანს ემსახურებით, საქართველოს გამარჯვებას! იმედია ესტონეთთან მაინც არ შეირცხვენთ თავს. მაღალი ბურთები ვერ გამოაქვთ საჯარიმოდან, ჩვენზე ბევრად დირკა დაცვა ყავთ. მაკედონიას ლამაზი გოლი გაუტანეს. იმედია გაითვალისწინებთ. წარმატებები ბიჭებს!
კახა ქ.
მაკედობიასთან ერთადერთი ფეხბურთელი იყო რომელმავ ასე თუ ისე ჯიგრით ითამაშა.მსოფლიოშო არ მეგულება გუნდი,რომელიც ჩვენზე მეტ პასს აკეთებდეს უკან.ეხლა მივხვდი რატომ,წინ ვერ მიდიან და ......

არა არა არა !!! ნიკა, ბიჭებო სანამ სიმართლისთვის თვალის გასწორებას არ ვისწავლით მანამდე არ გამოვა არაფერი !!! ერთხელ მაინც თუ გინახავთ სრულად, თქვენი ფორმაციის ნაკრების თამაში განმეორებით ტელევიზიით?! თუ არა, მერწმუნეთ ძალიან ძალიან რთული საყურებელი იყო ყოველთვის და ფაქტიურად ტანჯვა-წამებას უდრიდა. არა შეტევა, არა კარში დარტყმა, არა ჩაწოდება, არა სირბილი, არა სისტემა, ტაიმების ბოლო წუთებზე გაშვებული გოლები, დაბალი სათამაშო კლასის გამო აკიდებული პენლები და ა.შ. ყოველივე რაღაც ფაცი-ფუცს უფრო ჰგავდა ვიდრე სისტემას, ფაქიურად წინა საუკუნისაც არა უფრო იმის წინა საუკუნის თამაშის მაგვარს აკეთებდით მოედანზე. რაც შეეხება ერთა ლიგის ფინალს ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს იყო დ დივიზიონის ანუ ევროპაში ყველაზე მაჩანჩალა გუნდების დივიზიონის ფინალი და მანდ მოსახვედრად ვის მოვუგეთ ის გუნდებიც ნუ დაგავიწყდებათ(გასვლაზე ანდორასაც ვერ მოვუგეთ) და სომხეთთან წაგებით ხომ საერთოდ ისტორიაში ჩაეწერეთ (სომხეთთან წაგება არ გვქონდა, მითუმეტეს სახლში) რაც შეეხება შენებას და წყალში გადაყრას: ამდენი ხნის ნაშენები მყარი რომ ყოფილიყო ასე ერთი ხელის მოსმით წყალში ვერ გადაყრიდით !!! რათქმაუნდა ყველას წარმატებებს გისურვებთ, მაგრამ თვითკრიტიკის გარეშე ეს ძალიან ძნელია !!!
Levani
Ise vaisi gaakritikes sportalshi cnobiladzem da dvalishvilma da ver davetanxmebi-kakabadze ro avida golis momentshi jabam daazgvia-ogond rato daeca miwaze es ver gavige,daje kakabamac chamoaswro da jaba gadaazgvia,dacva srulad adgilze iyo da mwvrtnels ver davabraleb ro golis momentshi taqtikurad gamogvichires-klasit,3pasis gadabmit gadzvrnen..vaisis brali kashias sastartoshi dayenebaa,sxv araferi
ქომაგი
ყოველთვის ვესწრები საქართველოს ნაკრების თამაშს ან მინიმუმ პირდაპირ ტრანსლაციას ვუყურებ ქომაგი ვარ და ვიქნები მუდამ მაგრამ. საშინელი სანახავია იმ თამაშის ყურება როცა არანაირი შემართება და ბოლომდე ბრძოლა არ იგრძნობა. როცა ხედავ შენი ქვეყნის რჩეულ 11 ფეხბურთელს, როგორ აბითურებს მაკედონიელი და სომეხი. არ მჯერა, რომ მათი დამარცხება არ შეგეძლოთ უბრალოდ ყველა ფიქრობდით გოლს რო გაიტანდით, როგორ აღგეგნიშნათ, ალბათ ყველას გინდოდათ მატჩის გმირი გამხდარიყავით და ამ ფიქრებში გუნდურობა დაკარგეთ. და ბოლოს ყველაზე ქომაგი დაზარალდა ვაისი წავიდა აიღო ხელაფასი და კიდე მადლობა უნდა გადაუხადოთ გაწეული სამსახურისთვის. ფედერაციაში ეძებენ მწვრთნელს, რომელიც ისევ მართვადი იქნება და უბრალოდ ხელფას აიღბს და დანარჩენს ისევ თვითონ დააკომპლექტებენ თქვენ კიდე გამოხვალთ და ესტონეტთანაც ისევ ისე ითამაშებთ, როგორ მაკედონიასთან და სომხეთთან ჩვენ დავრჩებით ისევ გამწარებულები ტელეეკრანებთან.
Levani
Cecxlis mokideba dizeli da garemos dabindzureba warsuls chabarda,awi elektroze gadadit. Mere ityvit magal dzabvaze varto
zaza
თანამედროვე ფეხბურთში საყრდენი კარგი პასით უნდა გამოირჩეოდეს რაც ამასაც და კანკავასაც ძალიან უჭირს, მარტო კაცის დაჭერა არაა საქმე!! მომავალში ნინუას ვხედავ ამ პოზიციაზე და იმედია მოუმატებს ეგ ბიჭი!!
gabo
იმედია არ გაიმეორებს ვაისის შეცდომას სომხეთთან ორივეჯერ დააყენა ჯიღაური მარჯვენა მცველად და სამწუხაროდ ორი გოლი მის კისერზეა! არადა ტაბიძე სკამზე დატოვა,არარაფერს ვამბობ კაკაბაძეზე რომელიც ასევე სკამზე იყო! არაა ჯიღაური დამცველი და ვერ მიხვდა ვაისი რომ ეს ექსპერიმენტი არ ამართლებდა! ნავალოვსკიც არ არის საიმედო დამცველი. მოკლედ ბევრი შეცდომა დაუშვა ვაისმა.მაკედონიის მატჩიდან ამდენი ცვლილება დიდი შეცდომა იყო!
ta
ვაისის ბრალია მხოლოდ? ფეხბურთელები თავს იკლავდით და მწრთვნელმა არასწორი ტაქტიკა შეარჩია? იქნებ ყველას ბრალია მოედანზე და მიღმა? სიმართლეს შევხედოთ თვალებში, თამაშობდით თუ ნაძალადევად, ზანტად ბურთს აგორებდით? თუ ვინმემ დაინახა ფეხბურთელების თავდადება, ჟინი და ენერგიულობა მაშინ ბოდიში ბატონო.
wbc
მართლა მაგარი კაცი ხარ!!
ზაზა
თქვენ რაც შეგეძლოთ ის გააკეთეთ, ახლა დროა აკრიფოთ თქვენი გუდა- ნაბადი და დატოვოთ ნაკრები.5-6 კაცის გარდა ნაკრებში თქვენი ადგილი არ არის. სიმართლე ესაა და ზღაპრები არ გვჭირდება...
vaxo
ბრატ ყურში ხო არ ხარ, კანკავა ეგეთი სახით( როჟით) რატოა სულ? ვალი გვაქ? თუ?
juna
სიტყვები სწორია, ახლა საქმით უნდა დაამტკიცოდ რამ არ გატყდით
KA
კვეკვე ლიჩნად შენი არაფერი მაქვს საწინააღმდეგო მარა ბევრი ვერ ვრძნობს პასუხისმგებლობას და ეს ფაქტია
Jonny
შენ რა სულ დანგრევაზე ხარ. ცეცხლი გვიკიდია და ყველაფერს გავაკეთებთ რომ დაინგრეს ქალაქი მატჩის შემდეგო. რომლებს გეკიდათ ცეცხლი მაინც? ისე ნაღდი ქართული ფეხბურთი კი ითამაშეთ - პასი უკან.
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
დაუძლურებულმა საქართველოს ნაკრებმა ესტონეთსაც ვერ სძლია [VIDEO]
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს
რამაზ სვანაძე: ფეხბურთელების ხასიათზე მოყვანას ვცდილობდი - ნაკრების მწვრთნელობისთვის მზად რომ არ ვიყო, აქ არ ვიქნებოდი
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
ესტონელთა მწვრთნელი: მაღალი კლასის ცენტრფორვარდი გჭირდებათ
უკრაინის გასაოცარი ქამბექი - პლეი-ოფის ყველა ფინალისტი გაირკვა
შვედეთის ნაკრებმა იბრაჰიმოვიჩის გარეშე გაიმარჯვა
ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირი "ნირედჰაზაში" გადავიდა
მსოფლიოს ჩემპიონატის 12 მონაწილე და ევროპიდან პლეი-ოფში ყველა გასული გაირკვა [VIDEO]